воскресенье, 10 ноября 2019 г.

მოწამე ქრისტეფორე

                                            მოწამე ქრისტეფორე
                              
                                                                     მოწამე ქრსტეფორეს ხატი
(გ. 250) – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 9 მაისი, ახალი სტილით - 22 მაისი.წმინდა მოწამე ქრისტეფორე აღესრულა იმპერატორ დეციუსის (249-251) დროს. იგი მაღალი, არაჩვეულებრივი ძაღლის კაცი იყო, სახე კი მხეცისმაგვარი ჰქონდა. გადმოცემით, წმინდანი თავიდან საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ არ სურდა თავისი გარეგნობით სხვები ეცდუნებინა და უფალს შეევედრა, მისთვის სახე დაემახინჯებინა. ერთხელ იმპერატორმა ბრძანა, მისთვის მოეგვარათ ქრისტიანთა ქომაგი რეპრევი (ასე ერქვა წმინდანს ნათლობამდე). იგი უსიტყვოდ დამორჩილდა ბრძანების შესასრულებლად გამოგზავნილ 200 მხედარს. გზად სასწაულები აღესრულა: წმიდანის ხელში გამხმარი ხელჯოხი აყვავდა, მისი ლოცვით პური გამრავლდა. სასწაულების ხილვით გაოგნებულმა რეპრევის მხლებელმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და წმინდანთან ერთად მოინათლნენ ანტიოქიის ეპისკოპოსის ბაბილას მიერ.
                                              
                                                კინოკეფალი ,,ნიუბერგის ქრონიკიდან''
იმპერატორმა გადაწყვიტა, ცბიერებით მოედრიკა წმინდანი. მან ორი მეძავი - კალინიკია და აკვილინა მიუჩინა წმინდა ქრისტეფორეს და უბრძანა, კვლავ წარმართობისკენ მოექციათ წმინდანი, მაგრამ მან ქალები თავად გადმოდრიკა ქრისტეს სჯულზე. დეციუსმა წამებით მოაკვდინა ქალებიც და 200 მხედარიც. შემდეგ ბრძანა, გახურებულ ღუმელში ჩაეგდოთ წმინდა ქრისტეფორე, მაგრამ მოწამე ღვთისგან უვნებლად იქნა დაცული. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმინდა ქრისტეფორეს თავი მოჰკვეთეს. თავისი სასწაულებით წმინდა ქრისტეფორემ 50000 წარმართი მოაქცია. მოგვიანებით წმინდანის ნეშტი გადაასვენეს ტოლედოში, შემდგომ საფრანგეთში, სენდენის სააბატოში. ერთ ერთის ლეგენდის მიხედვით ქრისტოფერი იყო რომალი დიდი ზომის, თავდაპირველად სახელი მისი იყო რეპრევი. მან მიიღო ქრიტიანობა და შეუდგა ისეოსთან მსახურობა. სხვა ლეგენდის მიხედვით მისი სახელი იყო ოფფერო და ის დაიბადა ქანაანში. 
                                                       
                                                    
                                                               
                                                 კოლხური თეთრი ხარისთავიანი ადამინები

 (ბერძ. κῠνοκέφᾰλοι) — ძაღლისმგლის ან ტურის თავიანი ადამიანები, ფენომენი, რომელიც არსებობს მრავალ კონტექსტსა და ფორმაში. ძაღლისთავიან ადამიანებზე წერდნენ ჰესიოდეჰეროდოტემეგასთენეპლინიუსიქტესიასი და სხვები. მათი მტკიცებულებით, ისინი ცხოვრობდნენ ინდოეთსა და ლიბანში. მათი სიტყვებით: „თუმცაღა ჰქონდათ ძაღლის თავები, მაგრამ დანარჩენი სხეული ადამიანის ჰქონდათ“. ისინი სხვა ადამიანების მსგავსად აზროვნებდნენ, ჰქონდათ სამუშაო იარაღები, ატარებდნენ ტანსაცმელს და აქედან გამომდინარე, თეოლოგებმა ჩათვალეს, რომ მათაც გააჩნდათ სული. შუა საუკუნეებში მათზე იწერებოდნენ ნეტარი ავგუსტინემარკო პოლოპლანო კარპინიპორდენონე და სხვა მკვლევარები. დროთა განმავლობაში მათ გადაინაცვლეს ამერიკასა და ინდონეზიაში. მათ შესახებ ბოლო ცნობები მოიპოვება XVIII საუკუნეში.
იხ. ვიდეო
ცნობილი ძაღლთავიანი პერსონები
ანუბისი - უძველესი ეგვიპტური ზოომორფული ღმერთი.
პოლკანი -  პერსონაჟი ანდრეა და ბარბერინო .
არალეზი - სამხური მითოლოგიის სული წარმოადგენს ფრთიან არსებას რ-იც ციდან
იხ. ვიდეო


 მოფრინდება იხ. სურათზე.
წმინდა არქაი და არგუნი - კოპტური ეკლესიის წმინდა მერკური
 მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 24 ნოემბერი, ახალი სტილით - 7 დეკემბერი დიდმოწამე მერკური წარმოშობით სკვითი იყო და მხედრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში. უსჯულო იმპერატორმა დეციუსმა (249-251) გამოსცა კანონი, რომელიც რომის მოქალაქეებისგან წარმართული ღვთაებების თაყვანისცემას მოითხოვდა, ქრისტიანებს კი სასიკვდილო სასჯელით ემუქრებოდა. ამ დროს იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს და დეკიუსმა ლაშქრი შეკრიბა მათთან საბრძოლველად. ერთ-ერთი ბრძოლის დროს წმინდა მერკურის უფლის ანგელოზი გამოეცხადა, მახვილი გაუწოდა და უთხრა: „ნუ გეშინია, მხნედ შეებრძოლე მტერს და როცა გაიმარჯვებ, არ დაივიწყო უფალი ღმერთი შენი“. წმინდა მეომარმა ამ მახვილით გაბედულად გაიკაფა გზა მოწინააღმდეგის ურდოებს შორის, ბარბაროსთა მეფეც მოკლა და რომაელებს გამარჯვება მოუტანა. მადლიერმა იმპერატორმა სიმამაცისთვის წმინდა მერკური უხვად დააჯილდოვა და მხედართუფროსად დანიშნა.
წმინდა მხედარს კვლავ გამოეცხადა უფლის ანგელოზი, შეახსენა, ვისგან ებოძა გამარჯვება და ღვთის სამსახურისკენ მოუწოდა. მაშინ წმინდა მერკურის მოაგონდა, რომ მამამისი, გორდიანე, ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებდა და თავადაც მოინათლა. მან უარი განაცხადა საზეიმო წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობაზე, რისთვისაც მრისხანე იმპერატორმა თავისთან მოიხმო. მერკურიმ დაუფარავად აღიარა, რომ ქრისტიანი იყო, უღმრთო თვითმპყრობელს ფეხებთან მიუგდო მეომრის სარტყელი და მანტია და მიწიერ პატივზე უარი განაცხადა. საპყრობილეში წმინდანს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, განამტკიცა და მოუწოდა, ყოველგვარი სატანჯველი გაბედულად დაეთმინა ქრისტესთვის.
ნეტარი მარტვილი ცეცხლის ზემოთ გაჭიმეს, დანებით დასერეს და წკნელებით დაუნდობლად სცემეს. რამდენჯერაც ასე სასტიკად ნაწამები წმიდანი საპყრობილეში ჩააგდეს, იმდენჯერ სასწაულებრივი კურნება მიემადლა უფლისგან, რაც ქრისტეს სარწმუნოების უძლეველობას უმტკიცებდა უსჯულოებს. სიკვდილმისჯილ მერკურის თავად უფალი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ მალე დაიხსნიდა სატანჯველთაგან. დიდმოწამეს კაბადოკიის კესარიაში მოჰკვეთეს თავი. მისი პატიოსანი ცხედარი მირონისა და საკმევლის სურნელს აფრქვევდა და მრავალ სნეულს კურნავდა.
ნეტარმა მერკურიმ სიკვდილის შემდეგაც აღასრულა მხედრული სამსახური მიწიერი ეკლესიის სასიკეთოდ: მღვდელმთავარი ბასილი დიდი (ხს. 14 იანვარს) მხურვალედ ლოცულობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ და უსჯულო იმპერატორის, იულიანე განდგომილისგან (361-363) მართლმორწმუნეთა დახსნას ითხოვდა. ზეციურმა დედოფალმა შეისმინა მისი ვედრება და მედღესასწაულე ეკლესიიდან წმიდა მხედარი მერკური გამოგზავნა მებრძოლი ეკლესიის დასაცავად: ხატზე ყოვლადწმინდა მარიამის გვერდით აღბეჭდილი დიდმოწამის გამოსახულება გაქრა, შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა გასისხლიანებული მახვილით ხელში. სწორედ ამ დროს სპარსელებთან ომში იულიანე განდგომილი სასიკვდილოდ დაჭრა უცნობმა მეომარმა, რომელიც იმავ წამს გაუჩინარდა. სულთმობრძავი ღვთისმგმობელის უკანასკნელი სიტყვები იყო: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“
                                                                     ჰიპერტრიქოზი
                                                         Fedor Jeftichew portrait.jpg
ლათ.  hypertrichosis  - ერძნ . ὑπερ- — ზედმეტად + θρίξрод. п. τριχός — თმა + -osis; სინ. . თმიანი. - ავადმყოფობა გამოიხატება თმების მაღალი გაზდაში სხეულზე რ-იც არ არის დაკავშირებული კანის ფერსა თუ სქესზე. უპირატესად მამაკაცებშია. ვიანიდან X-ქრომოსომა ინერტულია ანუ არ ატარებს გენებს, რ-იც გადადის შთამომავლობაში.ბიჭებში ჩნდება როცა 1 X-ქრომოსომის ხაზზე როცა გოგონებს შეუძლიათ შეცვალონ დაზიანებული ქრომოსომის გენი 2-ე  X ქრმოსომით. იხ. ვიდეო








Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...