воскресенье, 10 ноября 2019 г.

ვედები

                                         ვედები

                                                                            Aum.svg
(სანსკრ. वेद „ცოდნა“) — უძველესი ინდური სიბრძნისმეტყველების წიგნები, რელიგიურ-ლიტერატურული ძეგლები, მორალისა და სამართლის კოდექსები, ფილოსოფიური, მხატვრული, მითოლოგიური შინაარსების შემცველნი, რომელთა შექმნის საიდუმლო ძვ. წ. მეორე ათასწლეულის მიღმა იკარგება.
                                                                
        რიგვედა, დავანარგარზე შესრულებული მანუსკრიპტი, ადრეული მეცხრამეტე საუკუნეში.

სულ ოთხი მთავარი წიგნია (ჩაწერა უფრო მოგვიანებით მოხდა, ძვ. წ. 1500-1000 წლებში): 3 წოდების ცოდნა: რიგვედა (ანუ ჰიმნების ვედა), იაჯურვედა (ეს არის მსხვერპლის შეწირვასთან დაკავშირებული ვედა), სამავედაათარვავედა (მოგვთა ვედას) მათ მიეკუთვნება და მათგან გამომდინარეობს ბრაჰმანა (ე. ი. ვედების კომენტარები), სუტრა, ეროვნული ეპოსების — მაჰაბჰარატას და რამაიანას ძირები და სხვა, შემდეგ მოდის გვიანი ვედის ლიტერატურა (დაახ. ძვ. წ. 500 წელი). ათარვავედა შეიცავდა ცეცხლის ქურუმთა მაგიურ ფორმულებსავსულთა განმარიდებელ შელოცვებს, სამავედა — სამსხვერპლო გალობას და მისთ.
იხ. ვიდეო

ვედები დაედო საფუძვლად ვედური რელიგიის შექმნას. ვედური ღმერთებიდან ცნობილია: ცის ღმერთი დიაუსი, ცეცხლის ღმერთი აგნი, წვიმის და მეხისა — ინდრა, მზის ღმერთი — სურია (ინდრას ორეულია რუდრა). ვედები ცნობენ ბოროტ დემონებს. მთავარი დემონი იყო წყლის გამტაცებელი ვრიტრაგვალვის განსახიერება. დედამიწას აქაც ქალღმერთი ჰყავს — პრითხივი, განთიადს — უშასი (ინდოელთა ეოსი), ღმერთების დედა იყო ადითი. ვედური რელიგიის კულტი ითხოვდა მსხვერპლთშეწირვას, მაგიური ადათ-წესების დაცვას. მისი შემდგომი განვითარების შედეგად შეიქმნა ბრაჰმანიზმი, რაც უკვე ცნობს უზენაეს ღმერთს — ბრაჰმას და წმინდა სამებას, ტრიმურტსბრაჰმა-ვიშნუ-შივა. ხელოვნების ძეგლებში სამთავიანი ელდის მომგვრელი ღვთაებაა.
ვედების კრებული ხალხთა ერთ-ერთი მთავარი რელიგიის თავისებური „კოდექსია“, „ინდუიზმის ბიბლია“. ქრისტიანობა თავიდანვე მტრულად შეხვდა, სხვა ინდურ რელიგიებთან ერთად, წარმართულ მწვალებლობად გამოაცხადა., „უაზრო სიგიჟე“ და „ღვთის გარეგანი“ უწოდა. ვედიზმი — ხალხური რელიგია (მთავარი ღმერთი — ინდრა). სამსხვერპლო კულტი, მითური სიმბოლიკა, მისნობა — მთავარი მოტივები.
სანსკრიტულად სიტყვა ვედა ნიშნავს ,, ცოდნას'' ,,სიბრძნეს'' და მომდინარეობს ძირი ვიდ ,,ცოდნა'' ვედები მიჩნეულია ყველა უძველესი წმინდა დამწერლობა მსოფლიოში. თანახმად თანამედროვე ინდოოლოგების მეცნიერების შეხდულებით, ვედებს ადგენდნენ ათასი წელი პერიოდით. ის დაიწყო რიდგერდით XVI ს ჩვ. წ. აღ. და მიაღწია თავის აპოგეას შექმნა რელიგიური შაქხა ჩრდ. ინდოეთში დასრულდა ბუდას და პინინით ს ჩვ. წ. აღ. უმრავლესობა მეციერები ფიქრობენ, რომ როცა ვედებს წერდნენ მრავალი საუკუნეების მანძილზე არსებობდა ზეპირი ტრადიცია მათი გადაცემის.
ხანგრძლივი გადაცემები ნაწერებს იყენებდნენ პალმის ფურცლებს. ჩვენამდე მოღწეული მანუსკრიპტები არ აჭარბებს რამდენიმე ასეულ წელს. უძველესი მანუსკრიპტია ,,რიგვედი'' და თარიღდება XI ს. იხ ვიდეო

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...