суббота, 14 декабря 2019 г.

ყირიმის სახანო

                              ყირიმის სახანო

                                                               Flag of Crimean Khanate
                                                                       დროშა
 (ყირიმ. Qırım Hanlığıრუს. Крымское ханствоუკრ. Кримське ханствоთურქ. Kırım Hanlığı) — ყირიმის თათართა სახელმწიფო 1441-1783 წლებში. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი თურქული სახანო, რომელიც ოქროს ურდოს შემდეგ არსებობდა. მის სათავეში იდგნენ გირეის დინასტიის წარმომადგენლები. დინასტიის ფუძემდებელი, ჰაჯი I გირეიჩინგიზ-ყაენის უფროსი ვაჟის, ჯუჩის პირდაპირი შთამომავალი იყო. სახანოს ეჭირა ტერიტორიები დუნაისა და დნეპრს შორის. მოიცავდა ასევე თანამედროვე კრასნოდარის მხარის უდიდეს ნაწილსა და ბესარაბიას. ქვეყნის ძირითადი რელიგია იყო სუნიტური ისლამი, მაგრამ სხვა სარწმუნოებები არ იდევნებოდა. 1478 წლიდან ყირიმის სახანო ოფიციალურად გახდა ოსმალეთის ვასალი და ასე რჩებოდა ქუჩუქ-კაინარჯის ზავის დადებამდე (1774 წ.). 1783 წელს რუსეთმა მისი ანექსია მოახდინა. ყირიმის ხანები თავის სახელწიფო მიჩნდათ მემკვიდრე ოქროს ურდოსი იხ.ლიკზე . თუქმენიზაცია დაიწყო ხაზართა სახაკანო 650 - 850 წწ -ში. 
                                                                
                                                                            მონეტები ყირიმის სახანოს
 XV ს-ში ყირიმის იურტი უყვე ძლიერ იზოლირებული იყო ოქროს ურდოსგან და საგრძნობლად გაძლიერდა. 1441წ-ს  ჰაჯი I გირეი (ყირიმ. ۱خاجى كراى‎‎ტრაკაილიტვა1397 — გ. 1466), ხანიყირიმის სახანოს დამაარსებელი, გირეის დინასტიის ფუძემდებელი, ჩინგიზ-ყაენის შთამომავალი ჯუჩის შტოდან. 1434 წელს ჰაჯი-გირეიმ დაამარცხა გენუელი ვაჭრების ჯარი, მაგრამ შინაბრძოლების შედეგად ყირიმიდან განდევნილი ლიტვაში გაიქცა. ლიტვის დიდი მთავრის კაზიმეჟ IV-ისა და თათარ წარჩინებულთა მხარდაჭერით ჰაჯი-გირეი 1441 ყირიმის ხანად გამოაცხადეს. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლიტვიის ორიენტაციისა იყო. ჰაჯი გირეის მმართველობის პერიოდში ყირიმის სახანოში სუფევდა სიმშვიდე, რაც მისი მემკვიდრეების დროს შეუძლებლად ითვლებოდა. გარდაიცვალა 1466 წელს. ჰაჯის შემდეგ ხანი გახდა მისი უფროსი ვაჟი, ნურ-დევლეთ გირეი. 1475წ-ს ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო გაზარია.  შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე გენუის კოლონიების და სავაჭრო ფაქტორიების საერთო სახელწოდება. XIII საუკუნის შუა ხანებში და გვიანი XV საუკუნეებში კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი ყირიმის სნახევარკუნძულზე ქალაქ კაფაში მდებარეობდა. ტერმინი მომდინარეობს ხაზარების სახელწოდებისგან, რომლებიც თავიდანვე ყირიმის ნახევარკუნძულზე სახლობდნენ, აღსანიშნავია რომ ამ პერიოდში ხაზართა სახაკანო უკვე აღარ არსებობდა.
კოლონია ოქროს ურდოს ხანის მუნქეს მიერ გენუისთვის კაფას გადაცემის შემდგომ დაარსდა. კაფა კომერციულ და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, რომელიც მალევე გენუის შავი ზღვის კოლონიების რეგიონალური ცენტრი გახდა. 1357 წელს გენუელებმა დაიკავეს ჩემბალო (ბალაკლავა), 1365 წელს კი ვენეციელებისგან დაიკავეს სოლდაია (სუდაკი. იხ. ვიდეო


воскресенье, 8 декабря 2019 г.

აქსიოლოგია

                                    აქსიოლოგია

                                           Картинки по запросу Аксиология
(ბერძ. ἀξίᾱ, axiā — ღირებულება, λογία — მოძღვრება) — ფილოსოფიური მოძღვრება ღირებულებებზე. ღირებულებებში იგულისხმება იდეები, იდეალები, შეხედულებები, პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ადამიანთა ცხოვრების წესს. აქსიოლოგიის ამოცანაა ღირებულებების ონტოლოგიური სტატუსის დადგენა, იმის გარკვევა, თუ როგორაა თავისი ბუნებით ღირებულება — სუბიექტური თუ ობიექტური, რელატიური თუ აბსოლუტური, ცვალებადი თუ მარადიული. აქსიოლოგიამ უნდა ნათელყოს ღირებულებების კავშირი ღირებულ ობიექტებთან, ჯერარსთან, სუბიექტთან. ამრიგად, აქსიოლოგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ მეცნიერებისათვის, რომლებიც ღირებულების ცალკეულ სახეს ეხება.პირველად კითხვა  სოკრატემ დააყენა ღირებულება რ-იც  გახდა ცენტრალური პუნქტი თავისი ფილოსოფიის. შემდეგში ნატუროლოგიური ფსიქოლოგიაში დაკავშრებულია ისეთი სახელბთან როგორიცაა ალექსიუს მაინონგი, ვილიამ  ვაინდებალდი, ჯონ დიუი და სხვა. იხ.ვიდეო 
შემდეგში ტრანსცენდეტიალიზმი, პერსონალური ანტაგონიზმი, კულტურულ-ისტორიული რეალიტივიზმი, სოციოლოგიზმი.

                              ჯონ დიუი

                                                     
(John Dewey) (დ. 20 ოქტომბერი1859ბალინგტონივერმონტის შტატი — გ. 1 ივნისი1952ნიუ-იორკი), ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი, ინსტრუმენტალიზმის (პრაგმატიზმის მიმდინარეობა) ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი, პროგრესივისტული განათლების პრინციპების აქტიური იდეოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორთა ამერიკული ასოციაციის დამფუძნებელი.დაიბადა 1859 წლის ახალ ინგლისის შტატ ვერმონტში. მოღვაწეობდა მინესოტის, მიჩიგანის, ჩიკაგოს უნივერსიტეტებსა და კოლუმბიის მასწავლებელთა კოლეჯში. 1930 წლიდან პენსიაზეა, მაგრამ სიკვდილამდე 1952 წ. რჩება აქტიური აკადემიური და საზოგადო მოღვაწე. ქვეყნის ფარგლის გარეთ მისი მოღვაწეობიდან აღსანიშნავია პეკინის უნივერსიტეტს, იაპონიასა და თურქეთში საკონსულტაციო ვიზიტები, საბჭოთა კავშირის სტუმრობა და მექსიკაში ლეონ ტროცკის საქმის გამომძიებელი კომისიის თავჯდომარეობა.
იხ.ვიდეო

დიუის მიხედვით, ინსტრუმენტალიზმის არსია, რომ ადამიანის მოქმედების სხვადასხვა ფორმა თუ იდეა გარემოსთან ადაპტირების მთავარი ინსტრუმენტია და შექმნილია კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. იცვლება რა პრობლემები მათი გადაჭრის ინსტრუმენტების ცვლილების აუცილებლობა ჩნდება. ჭეშმარიტებაც ამ ინსტრუმენტების სიაშია. ეს კი თავისთავად იწვევს ჭეშმარიტების ცვლილებას პრობლემების ცვლილების კვალდაკვალ. ინსტრუმენტალიზმის, პრაგმატიზმის ეპისტემოლოგიის შესახებ ძირითადი ნაშრომებია ფსიქოლოგია (1887), ეთიკა (1908), რეკონსტრუქცია ფილოსოფიაში (1920), ადამიანის ბუნება და ქცევა (1922), გამოცდილება და ბუნება (1925), ლოგიკა: შემეცნების თეორია (1938) და სხვა.
დიუის განათლების კონცეფციის ძირითადი პოსტულატია, რომ ერთი მხრივ განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას და არა ფაქტების დამახსოვრებას თუ სამსახურისთვის მოსამზადებელ წვრთნას. მეორე მხრივ, განათლების სოციალური ფუნქცია სხვა დანარჩენ ფუნქციაზე მაღლა დგას. დიუის კონცეფცია პოპულარულს ხდის პროგრესივიზმს როგორც განათლების მიმდინარეობას. პროგრესივიზმის მიხედვით წარმატებული სწავლისათვის საუკეთესოა გამოცდილებით და სოციალურ ინტერაქცით ცოდნის მიღება. პროგრესივიზმის მთავარი სლოგანია ”სწავლა კეთებით”. დიუის სქემის მიხედვით, სწავლის ეტაპებია პრობლემის აღმოჩენა, პრობლემის განსაზღვრა, პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება, ამ გზების შეფასება წარსული გამოცდილებების საფუძველზე და საუკეთესო გზის გამოცდა. საკუთარი იდეების პრაქტიკული რეალიზაციისთვის, დიუი ექსპერიმენტულ სკოლებს აარსებს. აქ მოსწავლეები დილის ერბოკვერცხის მომზადებისას საბუნებისმეტყველო საგნებს სწავლობენ.
დიუი, თავის ნაშრომში „განათლება და გამოცდილება“ (1938) ემიჯნება პროგრესივიზმის ერთ-ერთ მთავარ მოტივს, რომ მაქსიმალური თავისუფლება მოსწავლეებს მაქსიმალური თვითრეალიზებისა და შეცნობის საშუალებას აძლევს. მისი აზრით აქ ირღვევა გამოცდილების მიღების მთავარი პრინციპი. გამოცდილება რომელსაც ჩვენ ვიღებთ განმსაზღვრელი გახდება ჩვენი მომავლის. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ის ფორმა, რომლითაც ჩვენ ეს გამოცდილება მოგვეწოდება. შესაბამისად მასწავლებლის მიერ მომავალი გამოცდილების დაგეგმვა და მოსწავლის წინარე გამოცდილება განსაზღვრავს მის მომავალს. შესაბამისად მნიშვნელოვანია არა იმდენად თავისუფლება, არამედ თავისუფლება, რომელიც სპეციალურად ორგანიზებულ გარემოში პოვებს პრაქტიკას.
განათლება დიუის აზრით, მთავარი მექანიზმია სოციალური პროგრესისთვის. განათლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა იდეების და გამოცდილების გაზიარება იქამდე, სანამ ის სოციალური კუთვნილება არ გახდება. განათლება დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტია და საზოგადოების ზრუნვის უმთავრესი საგანია. ინდივიდუალური და სოციალური მიზნები ერთია, ისევე როგორც განათლების მიზანი და პროცესი. ინდივიდუალური გამოცდილების რეკონსტრუირება მხოლოდ სოციალური კოლექტიური შეგნების ფარგლებშია შესაძლებელი. განათლება დიუის მიხედვით, სწორედაც რომ ამ ორი შემადგენლის ორგანიზებული ურთიერთობაა ჩემი პედაგოგიური კრედო (1897) დემოკრატია და განათლება (1916). დიუის საზოგადოებრივი საქმიანობიდან უმნიშვნელოვანესია აკადემიური თავისუფლების დაცვისთვის ბრძოლა. სწორედ ამ მიზნით 1915 წელს მისი თაოსნობით დაარსდა უნივერსიტეტის პროფესორთა ამერიკული ასოციაცია. დიუი აქტიურად იცავდა ფილოსოფოს ბერტრან რასელს, რომელიც ამორალური აზროვნებისთვის 1940 წელს ნიუ იორკის ქალაქის კოლეჯის პროფესორობიდან დაითხოვეს. დიუის თაოსნობთ ქვეყნდება ამ რასელის საქმის მასალები. დიუის პრაგმატიზმის ფილოსოფიის გავლენა ყველაზე უფრო თანამედროვე ამერიკელ ფილოსოფოსის რიჩარდ რორტის ემჩნევა, რომელმაც თითქოსდა მივიწყებული პრაგმატიზმის იდეები კვლავ გააცოცხლა. განათლებაში დიუის გავლენამ პრაქტიკული გამოხატულება ჰპოვა გამოცდილებითი განათლების კონცეფციაში და ე.წ. Outward Bound (”გარეგანად მიმართული”) სკოლების გაერთიანებაში. გამოცდილებითი განათლების მაგალითებია დღეს ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამები, როგორიცაა სწავლა თავგადასავლებით, სწავლა სერვისით და სხვ. პროგრესივისტული განათლების ერთ-ერთი უმთავრესი გაერთიანება ამერიკაში ტ. საიზერის თაოსნობით დაარსებული ძირეული სკოლების კოალიცაა (Coalition of Essential Schools).

            რეკლამა

იხ. ბმულზე . .  . ↣↣↣↣↣↣↣

თამადა

                                     თამადა

                                                   
                       ნიკო ფიროსმანის სურათი გამოსახული როგორც თამადა
 ქართული პურობის, სუფრის გამძღოლი. ჩვეულებრივ, მასპინძელი ან თანამეინახენი თამადად ირჩევენ ჭარმაგ პატივსაცემ მამაკაცს, რომელიც სუფრის თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების (ქორწილი, ძეობა, დღეობა, ქელეხი და სხვა) მიხედვით, თამადას ევალება ტრადიციული სადღეგრძელოების წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვა-სიმღერისა და ლხინის მთელი მსვლელობის რეგულირება. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ძველად ოჯახებში თამადობას ბავშვობიდანვე აჩვევდნენ.
იხ. ვიდეო თამადის ძეგლი 

 საქართველოს მთიანეთის საკულტო დღეობა-წვეულებებზე თამადას არ ირჩევდნენ - მის მოვალეობას ხევისბერი ან გვარ-ხატის რომელიმე მსახური ასრულებდა, საოჯახო სარიტუალო პურობას კი ოჯახის უფროსი მამაკაცი უძღვებოდა. ზემო სვანეთში "თამადა", "თამათა" ერქვა თიბვის მესვეურს, წინამძღოლს, რომელიც მუშაობისას სიმღერას იწყებდა. "თამადის" ნაცვლად ზოგჯერ თურქულიდან შემოსულ სიტყვას "ტოლუმბაშსაც" (თურქ. toplum başı – თავყრილობის/შეკრების უფროსი/თავი/ მეთაური) ხმარობენ. ალ. ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, "ტოლუმბაში" "ამხანაგების თავს" ნიშნავს. თანამედროვე ფასეულობების მიმართება ქართულ ტრადიციებთან და ფასეულებათა ევოლუცია.
                                                   Tbilisi3242.jpg
თამადის ძეგლი - თბილისში ისტორიულ რაიონში ძველ თბილისში შარდენზე
ძეგლი წარმოადგენს გაზარილ ვერსიას კოპიოს არქეოლოგიური თხრების შედეგად აღმოჩენილი ფიგურის ახალგაზღდის ყანწის ხელში, ატრბირილებული როგორც თამადა ის თარიღდება VII ს ჩვ. წ. აღ. 
                                                 
                                             გატხრების შედეგად აღმოჩენილი ფიგურა

ეკატერინე II

                             ეკატერინე II

                                                 Екатерина II Алексеевна
                                 ეკატრენინე II პორტრტრეტი  უცნობი მხატვრის მიერ
 (რუს. Екатерина II Великая; ქალიშვილობაში სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტი), (დ. 21 აპრილი [ ძვ. სტ. 2 მაისი]1729, შტეტინი — გ. 17 ნოემბერი [ ძვ. სტ. 6 ნოემბერი]1796ცარსკოე-სელო) — რუსეთის იმპერატორი სამ ათწლეულზე მეტი ხნით, 1762 წლის 16 ივლისიდან სიკვდილამდე. ქალიშვილი იყო ქრისტიან ავგუსტ თავად ანჰალტ-ზერბსტის.  ეკატერინე ხელისუფლებაში სამეფო გადატრიალების შედეგად მობიდა. როცა მისი არა პოპულარური ქმარი ჩამოაგდეს პეტრ-III.  მემკვიდრე პაველ - I
თვის მემუარებში ეკატერინე ასე ახასიათებს რუსეთის მდგომარეობას ფინანსე იყო ამწურლი. არმია არ იღებდა ხელფასს სამი თვე. ვაჭრობა იყო შემცირებული, არა იყო სამართლის სისტემა სახელწიფო ეკონომიკა. სამხედრო დეპარტამენტი იყო ვალებში, საზღვაო სულ ღაფავდა, იმყოფეობოდა უკიდურეს მდგომრეობაში.
საგარეო პოლიტიკა ეკეტერინეს დროს: ახალი ტერიტორიების გაზრდა რუსეთის იწყება მის დროსპირველი ომის დროს თუქეტ რუსეტის ომის დროს 1774წ-ს  მნიშვნელოვანი წარმატებული პუნქტია დაკავებით  დნეპრთან, დონის და ქერჩის სრტეს (კინბური, აზოვის, ქერჩი ენიკალე). შემდგომ 1783წ-ს შემოერთება ბალტა, ყირიმისა და ყუბანის ტეირორია. იხ. ვიდეო
ეკატერინე მეორეს დროს მოხდა გლეხთა ომი ემლიან პუგაჩივის წინამძღოლობით
 1773-1775 წლებში მიმდინარე გლეხების ომი რუსეთში. თავისი მაშტაბებით ეს ომი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი იყო. მოიცვა ორენბურგის მხარე, ურალი, ურალისპირეთი, ციმბირი, შუა და ქვემო ვოლგისპირეთი. აჯანყებულთა რიცხვი 100 000 აღწევდა. რუს გლეხებთან და კაზაკებთან ერთად აჯანყებაში მონაწილეობდნენ ბაშკირები, თათრები, ყალმუხები, ყირგიზები, ყაზახები, მორდველები და სხვა. აჯანყება გაიშალა ფეოდალიზმის რღვევისა და კაპიტალური ურთიერთობების განვითარების პირობებში, რამაც მას გარკვეული თავისებურება შესძინა. აჯანყებულებს შეუერთდნენ ურალის ქარხნების მუშები, რომლებიც გამოირჩეოდნენ შეიარაღებითაც და ორგანიზებულობითაც.
ემანიელს პუგაჩოვი. პორტრეტი 
აჯანყებას სათავეში ჩაუდგა დონელი კაზაკი ემელიან პუგაჩოვი. მან 1773 წლის სექტემბერში იმპერატორ პეტრე III-ის სახელი დაირქვა და კაზაკთა 80 000 კაციანი რაზმით იაცკი-გოროდოკის ასაღებად გაემართა. პირველივე დღიდანვე პუგაჩოვმა წერილობით თუ ზეპირად ფართო აგიტაცია გააჩაღა რუს და არარუს მოსახლეობაში. პუგაჩოვმა ვერ აიღო იაცკი-გოროდოკი და გუბერნიის ცენტრისკენ, ორენბურგისკენ გაეშურა. ბლოკადა 6 თვეს გაგრძელდა. აქ, ორენბურგის ბანაკში, პუგაჩოვის რაზმი ყოველდღიურად იზრდებოდა. 1773 წლის ბოლოს მის არმიაში 25 000 კაცი და 86 000 ზარბაზანი იყო. მალე აჯანყება მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ რუსეთს მოედო. 1774 წლის თებერვალში პუგაჩოველთა ხელთ იყო ურალის მეტალორგიული ქარხნების ¾, რომლებიც პუგაჩოვის ბანაკში აგზავნიდნენ ფულს, ტყვია-წამალს, ზარბაზნებსა და სურსათს, ან აჯანყებულთა სხვა რაზმებს ამარაგებდნენ. ურალის ქარხნების საერთო უფროსათ პუგაჩოვმა ხლოპუშა დანიშნა. აჯანყებულ ბაშკირებს ხელმძღვანელობდნენ კინზა არსლანოვი და სალავატ იულაევი. აჯანყებულთა ცენტრები ჩამოყალიბდა ეკატერინბურგთან, ჩელიაბინსკთან, სამარასთან და სხვა.

მაგრამ აჯანყების ძირითად ცენტრად პუგაჩოვის არმია რჩებოდა. მან შექმნა ე. წ. „სამხედრო კოლეგია“, რომელსაც არმიის ორგანიზაციის საკითხები ევალებოდა. 1773 წლის ოქტომბერში აჯანყების ჩასაქრობად გაიგზავნა რეგულარული არმიის ნაწილები გენერალი კარის სარლობით, მაგრამ 7-9 ნოემბერს აჯანყებულებმა გაანადგურეს მისი რაზმი. დეკემბერში აჯანყებულთა წინაახმდეგ მოქმედი არმიის სარდლად დაინიშნა გენერალი ანშეფი რომელმაც 1774 წლის მარტში ტატიშჩევის ციხესთან დაამარცხა პუგაჩოვის არმია. 24 მარტს პოდპოლკოვნიკმა მიხელსონმა გაანადგურა აჯანყებულთა უფის რაზმი და დაატყვევა ჩიკა-ზარუბინი. აპრილში პუგაჩოვი კვლავ დამარცხდა, დაკარგა არმიისა და თანამებრძოლთა დიდი ნაწილი და ჯერ ურალის მთებს შეაფარა თავი, შემდეგ ბელობორდოვისა და ოვჩინიკის რაზმებს შეუერთდა და ტროიცკის ციხე აიღო. მაგრამ მიხელსონის კორპუსმა რამდენიმე მძიმე მარცხი მიაყენა მას. ურალიდან განდევნილმა პუგაჩოვმა ივნისში ყაზანის აღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 15 წლის მიხელსონმა ერთხელ კიდევ დაამარცხა პუგაჩოვი, რომელმაც 7 ათასამდე კაცი და მთელი არტილერია დაკარგა. პუგაჩოვი ვოლგის მარჯვენა ნაპირზე გადავიდა და გამოაქვეყნა მანიფესტი გლეხთა ყმობისგან განთავისუფლების შესახებ. აჯანყებამ ახალი ძალით იფეთქა, მაგრამ პუგაჩოვმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა რუს მჭიდროდ დასახლებული გლეხური რაიონებისკენ წასვლის ნაცვლად, დონელი კაზაკების მიმხრობის იმედით სამხრეთ დონისაკენ დაეშვა. გზად მან აიღო ალატირი, სარანსკი, პენზა, პეტროვსკი, სარატოვი. მალე პუგაჩოვი მიატოვეს დონელმა კაზაკებმა და ყალმუხებმა, ხოლო 1774 წლის 25 აგვისტოს მიხელსონთან ბრძოლის დროს, იაიკელ კაზაკთა ღალატის შედეგად, მან არტილერიაც დაკარგა, დამარცხდა, გაიქცა, მაგრამ ტყვედ ჩავარდა.
იხ. ვიდეო


აჯანყების ლიკვიდაცია მეფის მთავრობამ საბოლოოდ მხოლოდ 1775 წლის ზაფხულისთვის მოახერხა. აჯანყებულთა ბელადები სიკვდილით დასაჯეს, დიდი ნაწილი კატორღაში გაგზავნეს. პუგაჩოვის მოძრაობას ახასიათებდა ანტიფეოდალური ომების ყველა ნიშანი — სტიქიურობა, ერთიანი და მტკიცე პროგრამის უქონლობა, არაორგანიზებულობა, სოციალურ-ეროვნული სიჭრელით გამოწვეული ინტერესთა სხვადასხვაობა, შეიარაღების დაბალი დონე, ერთიანი სამხედრო სტრატეგიული გეგმის უქონლობა და სხვა. სწორედ ამან განაპირობა მისი მარცხი 1773-1775 წლებში, გლეხთა ომმა დიდი გამოცდილება შესძინა რუს ხალხს სოციალური და ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში.



ბიოსფერო-2

                           ბიოსფერო-2
                   
ნაგებობა, რ-იც მოდელირებს ახდენს დახურული სივრცის ეკოლოგიური სისტემის. ააშენა კოპმანიამ ,,Space Biosphere Ventures'' მიალიარდელ ედუარად ბასსის არიზონის უდამბონოში აშშ. ციფრი 2 წარმოადგენს დასახელება წამროადგენს აღიარებას, რომ ბისფერო დედამიწის 1 არსებობს. არსებობს ალტერნატიული ვერსია პირველი Biosphere - ე.წ. ამერიკული პაველიონი Biosphere გამოფენაზე  ექპო-67 თავის დროზე არა ნაკლებად ცნობილი ვიდრე ატომიუმი.  იხ. ვიდეო
ლაბორატორია წარმოდგეს ჰერმეტული შენობას საერთო ფარდობის 1,5 ჰ მსუბუქი მეტალებისგან. შესაბამისი ეკოსისტემით, 7 ბლოკისგან ტროპიკული ტყე მინიტურული ოკეანი ჰაერითა და შესაბამისი წნევით. ექსპერიმენტი იყო ორ ეტაპად: 1991წ-ის 26 სექტემბერი, 1993წ-ის 26 სექტემბერი და მეორე მ მარტი 6 სექტემბერი 1994წ-ს პირველი ექსპერიმნეტისას ჟანგბადის დონე დავარდა 0,5% თვეში იმდენად სახიფათო დონეს მიღწია, რომ გდაწყვეტილი იყო გარედან ჩატუმბათ ჟანგბადით.
აღმოჩენილი  პრობლემები ლაბორატორიაში დიდი რაოდენობით გავრცელდა მიკრობები და მწერები, განსაკუთრებით ტარაკნები და ჭიანჭველები. იხ. ვიდეო


პირველი საფრთხე რ-იც დაემუქრა შიგნით მცხოვრებს ჰიპოქსია ანუ ჟანგბადის ნაკლებობა  განვიხილოთ რას წარმოადგენს იგი.               
                                                             
                                                            ხელი ჰიპოქსიურ დმგომარეობაში
(ბერძ. ὑπό — ქვეშ, ქვევით; ლათ. oxygenium — ჟანგბადი) — მდგომარეობა, როდესაც მთელი ორგანიზმი, ან მისი ნაწილი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლის ხშირი მოხმარების, სუნთქვის შეკავების, ავადმყოფური მდგომარეობის, ატმოსფეროში ჟანგბადის მცირე შემცველობისა, ან ორგანიზმის სიკვდილის გამო. ჰიპოქსია სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ორგანიზმებში გარდაუვალ ცვლილებებს იწვევს. ჟანგბადის უკმარისობის მიმართ ყველაზე მგძნობიარეა ცენტრალური ნერვული სისტემაგულითირკმლის ქსოვილი და ღვიძლი. ჰიპოქსიამ შეიძლება გამოიწვიოს გაუგებარი ეიფორიის შეგრძნება და თავბრუსხვევა




суббота, 7 декабря 2019 г.

ანაბიოზი

                                ანაბიოზი
                            
                                                      მეცნიერება და ფანტასტიკა

(ძვ. ბერძნ. ἀνα-βίωσις, ἀνα-βίωσεως) — ორგანიზმის ისეთი მდგომარეობა, როდესაც სასიცოცხლო პროცესები, ნივთიერებათა ცვლა და სხვა, დროებით შენელებული ან დაქვეითებულია, მაგრამ ხელსაყრელი პირობებისას კვლავ აღდგება.
რადნეად შესაძლებელია ანაბიოზის გამოყენება შორეული მოსმოსური ფრენებისას?
ამაზე მეტ ნაკლებად პასუხი რომ მივიღოთ ჯერ უნდა შევასწავლოთ რას წარმოადგენს თვითონ ანაბიოზი მაშ ასე.
ანაბიოზი პირველად ცხოველებში აღმოაჩინა და აღწერა ჰოლანდიელმა მეცნიერმა ა. ლენეჰუკმა, 1701 წელს. ანაბიოზს იწვევს ზოგი საარსებო პირობის გაუარესება. მაგალითად: ორგაიზმის მიერ წყლის დაკარგვა ტემპერატურის შეცვლის გამო. ბევრ ცხოველს — ჰიდრებს, მრგვალ ჭიებს, ხმელეთის მოლუსკებს, ზოგიერთ მწერს, ცხელი ქვეყნების ზოგ ხერხემლიანსაც 50, ზოგჯერ კი 75% წყლის დაკარგვის შემდეგაც კი შეუძლია გამოცოცხლდეს, თუ ხელსაყრელი პირობები შეექმნა. მცირეზომის ცხოველებს, მცენარეულ თესლებსა და სპორებს მაშინაც აქვთ გამოცოცხლების უნარი, როცა ვაკუუმში ან დაბალ ტემპერატურაზე არიან გამომშრალი. ცნობილია, რომ მცენარის გამომშრალი თესლი ორმოცდაათი წლის მანძილზე ინაჩუნებს გაღვივების უნარს.
იხ. ვიდეო

ანაბიოზად ითვლება ორგანიზმის გაყინვით გამოწვეული მდგომარეობაც. რუსმა მეცნიერმა პ. ბახმეტიევმა დაადგინა, რომ მწერების გამოცოცხლება გაყინვის შემდეგ შესაძლებელია მხოოლოდ არასრული გაყინვისას, როცა ქსოვილური სითხე თხევად მდგომარეობაში რჩება. ანაბიოზი ბუნებრივად ახასიათებს ზოგიერთ ცხოველს. ეს მისი შეგუებაა გარემოს არახელსაყრელ პირობებთან. ზოგადბიოლოგიური თვალსაზღისით ანაბიოზი არის ორგანიზმის ევოლუციის პროცესში გამომუშავებული ფიზიოლოგიური შეგუების ერთ-ერთი უძველესი ფორმა. სასიცოცხლო პროცესების დროებით შეწყვეტა. არსებობის არახელსაყრელ პირობებში მცირე ზომის ცხოველების გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო.
იხ. ვიდეო

ოსმოსური ანაბიოზი შეიმჩნევა წყლის ცხოველებში. ამ დროს სასიცოცხლო პროცესთა დაქვეითების მიზეზია მარილების კონცენტრაციის გაზრდა. გაყინვით და გამოშრობით მიღებულ ანაბიოზის მოვლენას იიყენებენ მშრალი ცოცხალი ვაქცინების დასამზადებლად. ბაქტერიათა კულტურების, ვირუსებისა და სიმსივნის უჯრედების ხანგრძლივად შესანახად. გადასანერგი ქსოვილებისა და ორგანოების დასაკონსერვებლად. ანაბიოზის მოვლენას გასაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გულზე, ფილტვებსა და ტვინზე ქირურგიული ოპერაციების ჩატარებისათვის.
ტემპერატრუირის დაწევისას ნივთიერება ამცირებს ქიმიური პროცესებს არარენიუსის თანაფარდობა, (განტოლება). ამას მოიცავს თავსთავში ისეთი საცივხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი როგორიცაა მეტაბოლიზმი. იხ.ლინკზე მეტაბოლიზმი
                                 ჰიპოთერმიული მდგომარეობა
2001წ-ს მეცნიერებები მკვლავერბმა რეანიმატოლოგიის პრობლემების პ. საფარის სახელობის პისტბურგის უნივერსტიტიდან. განაცხადეს, რომ მათ შეძლეს ძაღლის ანაბიოზის მდგომარეობაში ჩაძირვა და შედეგად დაბრუნება მისი სიცოცხლის, პრაქტიკულად დაზიანების გარეშე თავის ტვინის. ამისათვის ცხოველს ამიუღეს სისხლი და ინექციით შეიყვანეს ხსნარი გამხსნელი, რომელმაც შეავსო ყველა სიხლძარღვები მხარადაჭერისთვის ცხოველის გაყონულ მდგომარეობაში. სამ საათიანი კლინიკური სიკვდილის შემდეგ სისხლი იყო დაბრუნებული სასზლძარღვებში ხოლო გულის ცემა არდგენილი ელექტრული მუხტით. რის შედეგადად გული იქნა დაბრუნებული ნორმალურ რეჟიმში.
2006წ-ის 20 იანვარს ექიმები ცენტრალური საავადყოფოში  ბოსტონში, მასაჩუსეთის შტატში, განაცხადეს, რომ მოახდინეს ღორის ანაბიოზურ მდგომარეობაში შეყვანა ნალოგიური მეთოდით. ღორს ჩაუტარეს ანასთეზია სისხლის დაკარგვის სიმულაცია ისე როგორც ხდება ავტოკატასტროფის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში რის დროსაც აორტა ზიანდება და დიდი დანაკარგებია სისხლის. იმის შემდეგ რაც ღორმა დაკრგა ნახევარი თავისი ოდენობის სისხლის დარცენილი სისხლი იყო ჩანცვლებული გაციებული ფიზიოლოგიური  ხსნარით. რის შედეგადაც სხეულის ტემპ-რა სხეულის მიაღწია 10 ° C (50 ° F) დაზიანებული სისხლძარღვი იყო აღდგენილი სისხლი იყო დაბრუნებული. ეს მეთოდი 200-ჯერ იყო ჩატარებული 90% წარმატებით
 კრიოკონსერვაცია ბერძნ. კრიოს - სიცივე და ლათ. კონსერრვო - შენახვა - დაბალტემპერატურული შენახვა ცოცხალი ბიოლოგიური ობიექტების შესაძლებლობა აღდგენა მისი ბიოლოგიური ფუნქციის გაყინვის შემდეგ.    
იხ. ვიდეო
დღევანდელი მდგომარეობით წარმატებულად არის მიღებული მედიცინაში, სასოფლო მდგომარეობაში და ექსპერიმენტულ მეცნიერებაში. მეთოდები კრიოკონსერვაციის უჯრედების კულტურის, კანის (სისხლის, სპერმის) , ადრეული (პრეიპლატირებული) ემბრიონის. იზოლირებული ორგანოები ცუდად იტანენ კრიოკონსერვაცია, მეთოდი კრიოკონსერვაციის მთელი ორგაონოების არ არის შემუშავებული, ეფექტურობა მისი ძალიან დაბალია. შემთხვევები ტრანსპლატაციის კრიოკონსერვაციით ორგაონოების იშვიათია, როგორც ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევაში საუბარი არ არის მთელი ორგანოს არამედ ცალკეული უჯრედის ან ცოცხალი კანის შესახებ. არ  არსებობს მეთოდები, უზრუნველყოფილი იყოს კრიოკოსნერვაციის შემდეგ  გაგცოცხლების ადამიანების. 
ამავე დროს მუშაობა სრლყოფისთვის მეთოდების კრიოკოსნერვაციის ორგაონოებისა და  კანის, წარმატებულად მიმდინარეობს.
ასევე არის კრიაგენური დიაპაზონი.
მუშაობა ანაბიოზის ადამიანის ჯერჯერობით საწყისი სტადიაზეა თეორიულად შემუშავება და გამოცდები ცოცხლალ ორგანიზმებზე კი მიდმინარეობს. 
კოსმონავტების ანაბიოზის ჩაგდება იყო წარმოაჩენილი ერთერთი საშულება ვარსკვლავთშორისო ან გალაქტიკათშორისო მოგზაურობისას ადამიანის. ასეთ შემთხვევაში გამორიცხავს ხომალდში თაობების არსებობას.  (იხ. მას ცალკე შევეხებით სტატიაში). საჭიროა მხოლოდ მაყურებელი, მაკონტროლირებელი არა დიდი ნაწილის გაყინული მოსახლეობის ეკიპაჟისა და მგზავრების.
1970წ-ს ხელოვნურად იქნა გამოყენებული ჰიპოთერმია რამდენიმე კარდიოქირურგების მიერ როგორც ალტერნატივა აპარატის ,, ხელოვნური გულის - ფილტვების. თუმცა გაციებასას უზრუნველყოფილი იყო გარკვეული დროით  ორგანიზმი იყო მაღალი  რისკი ქვეშ  დაზიანებინა   თავის ტვინის კანი. მომავალში შესაძლებელია დახვეწოს ამ მექანიზმის გამოყენება შორეული კოსმოსური მოგზაურობისას რის დროსაც არ სჭირდება ადამიანს საკვები და წყალი როგორც ეს ზოგიერთი ცხოველებში არის ზამთრის ძილის დროს.
                                                                                          
    

воскресенье, 1 декабря 2019 г.

ბრიტანეთის იმპერია

                     ბრიტანეთის იმპერია

                                     
                              ტერიტორიები, რომლებიც შედიოდნენ ბრიტანეთის იმპერიაში
                                                    ФлагГерб
                                                          დროშა და გერბი
დევიზი -  «Dieu et mon droit  - ღმერთი და ჩემი სამართალი 1707 - 1997 
      [дьё э мон друа́] (англ. God and my right —  ევიზი  ინგლისურიდან (XVIII — რიტანულიონარქია  ჰენრიხ V (1413—1422), დროს  მიუთიტებს ღმერთის  სამართალზე მონარქის  გვირგვინზე. ორიგინალი წარწერა დევიზის— ფრანგულ ენაზე.
დომინიონთაპროტექტორატთაკოლონიათამანტადთა და სხვა ტერიტორიების ერთობა, რომლებზეც გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება ვრცელდებოდა. იმპერიას დასაბამი მისცა ზღვისიქითურმა სამფლობელოებმა და სავაჭრო წერტილებმა, რომელთა დაარსებაც ინგლისმა XVI – XVIII საუკუნეებში მოახერხა. ძლევამოსილების პიკის დროს ბრიტანეთის იმპერია მსოფლიო ისტორიაში ფართობით უდიდესი იმპერია იყო და წარმოადგენდა მსოფლიოს უმთავრეს სახელმწიფოს.1913 წლისთვის ბრიტანეთის იმპერიას გავლენა ჰქონდა 412 მილიონ ადამიანზე (იმ დროისთვის მსოფლიო მოსახლეობის 23%), ხოლო ტერიტორიის ფართობი იყო 35,500,000 კვ.კმ (ხმელეთის 24%), რის შედეგადაც გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური და საკანონდმებლო სისტემა, ისევე როგორც ენათმეცნიერება და კულტურა ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში, განსაკუთრებით ყოფილ კოლონიებში და დომინიონებში. იმპერიის „ოქროს ხანაში“ მას მოიხსენიებდნენ, როგორც „იმპერიას, რომელზეც მზე არასდროს ჩადის“ (ინგლ. The empire on which the sun never sets) — უდიდესი ფართობის გამო, დღის ნებისმიერ დროს ბრიტანეთის იმპერიის ერთ ტერიტორიაზე მზე მაინც ანათებდა.
                                                             
                                                               ელიზაბეტ I
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს, XV და XVI საუკუნეებში ესპანეთმა და პორტუგალიამ, ზღვისიქითი აღმოჩენების პიონერებმა, აღმოჩენების პროცესში დიდი ზღვისიქითი იმპერიების შექმნა მოახერხეს. მალევე მათ მაგალითს მიჰბაძეს ინგლისმასაფრანგეთმა და ნიდერლანდებმა: სამმა ევროპულმა სახელმწიფომ თავისი კოლონიები დააარსა როგორც ამერიკაში, ისევე აზიაშიXVII და XVIII საუკუნეში ადგილი ჰქონდა არაერთ ომს წამყვან ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელთა შედეგადაც ინგლისი (მოგვიანებით კი 1707 წლის ინგლის-შოტლანდიის უნიის აქტის შედეგად წარმოქმნილი დიდი ბრიტანეთი) დომინანტი კოლონიალური იმპერია გახდა ამერიკასა და აზიაში.
იხ. ვიდეო

ამერიკის ომმა დამოუკიდებლობისთვის ცამეტი კოლონიის დამოუკიდებლობა განაპირობა, რის შედეგადაც იმპერიამ ამერიკაში თავისი უძველესი და ყველაზე დასახლებული კოლონიების ნაწილი დაკარგა. ამის შემდეგ ბრიტანეთმა ყურადღება მიაქცია აზიასაფრიკას და წყნარ ოკეანესსაფრანგეთის რევოლუციურ და ნაპოლეონის ომებში (1792–1815) ფრანგების დამარცხების შემდეგ ბრიტანეთი XIX საუკუნის უმთავრესი საზღვაო ძალა და უძლირესი იმპერია გახდა. ზღვაში დაუმარცხებლობით გამოწვეულ დომინაციას მოგვიანებით შეარქვეს Pax Britannica („ბრიტანული მშვიდობა“). ამ პერიოდში, ანუ, 1815 – 1914 წლებში, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში შედარებით მშვიდობა იყო, იმპერია მსოფლიო ჰეგემონი იყო და ამავდროულად ასრულებდა „მსოფლიო პოლიციელის“ როლს. XIX საუკუნის დასაწყისში ინდუსტრიულმა რევოლუციამ ბრიტანეთის ტრანსფორმაცია დაიწყო. 1851 წლის დიდი გამოფენის დროს ბრიტანეთი აღწერეს, როგორც „მსოფლიოს სახელოსნო“ (ინგლ. Workshop of the world). ბრიტანეთის იმპერიის კონტროლის ქვეშ იყო ინდოეთი, აფრიკის დიდი ნაწილი და მსოფლიოს სხვა ტერიტორიები, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ბრიტანეთი აკონტროლებდა მსოფლიო ვაჭრობას და შესაბამისად, სხვადასხვა რეგიონების ეკონომიკასაც. იმპერიის შიგნით ძირითადი პოლიტიკური პოზიციები მხარს უჭერდნენ თავისუფალ ვაჭრობას, Laissez-faire-ს და საარჩევნო უფლების თანდათანობით გაფართოებას. ამ საუკუნეში მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ თანდაყოლილი ჩქარი ურბანიზაციით ეკონომიკური და სოციალური დაძაბულობა გამოიწვია. ამავე დროს, კონსერვატიულმა პარტიამ ბენჯამინ დისრაელის ხემძღვანელობის ქვეშ, ახალი ბაზრის და ნედლეულის მოსაპოვებლად წამოიწყო ექსპანსიის პერიოდი, რომელშიც ბრიტანეთის იმპერიას შეემატა ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა და სხვ. ამავე დროს, კანადაავსტრალია და ახალი ზელანდია გახდნენ თვითმმართველი დომინიონები.
                                                       
რეკონსტრუქცია გემის, რომელზეც ჯონ კაბოტი გაემგზავრა მეორე და ბოლო მოგზაურობაში ამერიკის სანაპიროზე. 
                                                           Портрет
ჯონ კაბოტი (იტალ. Giovanni Caboto; დ. 1455გენუა — გ. 1499) — იტალიელი მოგზაური. იგი 1495 წელს, ოჯახთან ერთად ბრისტოლშიგაერთიანებულ სამეფოში დასახლდა. ინგლისის მეფე ჰენრი VII-მ ნება დართო კაბოტს, შესდგომოდა მოგზაურობას. 1497 წელს მან გადაცურა ატლანტის ოკეანე, მიაღწია კუნძულ ნიუფაუნდლენდს და ერთი თვე გაატარა მის მიდამოებში. შინ დაბრუნებული სახელგანთქმული მეზღვაური 1498 წელს მეორე, ხანგრძლივ მოგზაურობას შეუდგა. მისი პატარა ფლოტი ოკეანეზე ამოვარდნილ ქარიშხალში მოჰყვა. ირლანდიამდე მხოლოდ ერთმა გემმა მიაღწია, კაბოტის ხომალდი კი დაიკარგა
                                           
                                                             ბრიტანეთის იმპერია 1921წ-ს
XX საუკუნის დასაწყისისათვის ბრიტანეთის ეკონომიკას გამოუჩნდა კონკურენტები — გერმანიის იმპერია და ამერიკის შეერთებული შტატები. ბრიტანეთის და გერმანიის შემდგომი ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირება პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა, რომლის დროსაც დიდი დატვირთვა გადაიტანა ბრიტანეთის ფინანსურმა, ადამიანურმა და სამხედრო რესურსებმა. ომში გამარჯვების შედეგად ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერიტორიული გაფართოების მიუხედავად, ბრიტანეთი აღარ იყო მსოფლიოს პირველი სამხედრო, ან კიდევ, ინდუსტრიული ძალა. მეორე მსოფლიო ომში ბრიტანეთის კოლონიები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იაპონიის იმპერიამ დაიპყრო. მიუხედავად საბოლოო გამარჯვებისა, იმპერიის პრესტიჟი დაეცა, რის შედეგადაც მისი დაშლა სწრაფად დაიწყო — უკვე 1947 წელს დამოუკიდებელი გახდა ინდოეთი. ინდოეთის შემდეგ დაიწყო დეკოლონიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც დამოუკიდებელნი გახდნენ სხვა კოლონიებიც. 1997 წელს ბრიტანული ჰონგ-კონგის ჩინეთისთვის გადაცემა ბევრისთვის იმპერიის აღსასრულის ნიშანი გახდა, თუმცა, 14 ზღვისიქითა ტერიტორია დღემდე რჩება ბრიტანეთის ხელისუფლების ქვეშ. გარდა ამისა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი ქვეყანა გაწევრიანდა ერთა თანამეგობრობაში, რომლებსაც ყავთ საერთო მონარქი — ელისაბედ II
იხ. ვიდეო

იმპერიას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ინგლისი და შოტლანდია ცალკეული სამეფოები იყვნენ. 1496 წელს, მეფე ჰენრი VII, ესპანეთის და პორტუგალიის წარმატებული ზღვისიქითა აღმოჩენების საპასუხოდ, დაავალა ჯონ კაბოტს გზა ეპოვა აზიამდე ჩრდილოეთი ატლანის ოკეანის გავლით. კაბოტმა ექსპედეცია 1497 წელს დაიწყო და წარმატებით დაასრულა და ნიუფაუნდლენდის კუნძულზე დადგა ფეხი, თუმცა, ქრისტეფორე კოლუმბის მსგავსად, ფიქრობდა, რომ აზია აღმოაჩინა. მომავალ წელს კაბოტმა კიდევ ერთხელ გაცურა ამერიკისკენ, თუმცა, უკვალოდ დაიკარგა.
იხ. ვიდეო

კაბოტის შემდეგ ინგლისელებს არ უცდიათ ამერიკის კოლონიზაცია. სიტუაცია შეიცვალა XVI საუკუნის ბოლო დეკადებში, როდესაც ქვეყნის მონარქი ელისაბედ I გახდა. იმ დროისთვის პროტესტანტული ინგლისი და კათოლიკური ესპანეთი ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ. 1562 წელს, ინგლისის სამეფოს გამხნევებით, კერძო მესაკუთრეები ჯონ ჰოკინსი და ფრენსის დრეიკი თავს ეხსმოდნენ ესპანურ და პორტუგალიურ გემებს დასავლეთი აფრიკის ნაპირებთან. მათი მიზანი იყო ტრანსატლანტური მონებით ვაჭრობისთვის ზიანის მიყენება. მათ თავდასხმებს იგერიებდნენ, თუმცა, მას შემდეგ რაც ინგლის-ესპანეთის ომი დაიწყო, ელისაბედ I კერძო მესაკუთრეებს კვლავ მისცა თავდასხმების განხორციელების უფლება. მათ უფლება ჰქონდათ მოეწყოთ რეიდები ესპანურ პორტებზე ამერიკის კონტინენტზე და გაეძარცვათ „ახალი მსოფლიოდან“ წამოღებული საგანძურით დატვირთული გემები. ამავე დროს გავლენიანი მწერლები, როგორებიც იყვნენ რიჩარდ ჰაქლუითი და ჯონ დი (დი იყო პირველი, ვინც გამოიყენა ტერმინი „ბრიტანეთის იმპერია“) დაჟინებით ითხოვდნენ, რომ ინგლისს საკუთარი იმპერია დაეარსებინა. იმ დროისათვის, ესპანეთი დომინირებდა ამერიკაში და იკვლევდა წყნარ ოკეანეს, პორტუგალიას ჰქონდა სავაჭრო წერტილები აფრიკაში, ბრაზილიაში და ჩინეთში, ხოლო საფრანგეთი იწყებდა წმინდა ლავრენტის მდინარის არეს დასახლებას, რომელიც მოგვიანებით „ახალი საფრანგეთი“ გახდა. იხ. ვიდეო


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...