ცოდნა
ცოდნა - ფრესკა რობერტ რიდის თომას ჯეფერსონის შენობა. წარწერა არის ფესკასთან გვამცნობს ,, არ არის მთავარ - ღვთის წყევლა არის ცოდნა - ფრთებია რომელიც ჩვენ სასუფეველში აგვაფრენს. (უილიამ შექსპირი ჰენრიხ VI, ნაწილი 2)
ცოდნა არ არსებობს ან არა - ცოდნა სინათლეა
ცოდნა არ არსებობს ან არა - ცოდნა სინათლეა
საზოგადოებრივ-ისტორიული პრაქტიკით შემოწმებული და ლოგიკურად დადასტურებული სინამდვილის ჭეშმარიტი, ადეკვატური ასახვა ადამიანის ცნობიერებაში წარმოდგენების ცნებების, მსჯელობებისა და თეორიების სახით. იგი ობიექტური უნდა იყოს განსხვავებით რწმენისაგან, რომელიც გამოხატავს ადამიანის სუბიექტურ დარწმუნებულობას. განასხვავებენ არამეცნიერულ და მეცნიერულ ცოდნებს.
ცოდნის განსახიერება ეპისტემის პერსონიფიკაცია ცელსუსის ბიბლიოთეკა.
ანტიკური შენობა ეფესოში, ანატოლიაში. დღესდღეობით თურქეთის შემადგენლობაში. აშენებულია ანტიკური ხანის ბერძენის, ტიბერიუს იულიუს ცელსუს პოლემეანუსის მიერ. შენობა დასრულებულ იქნა ჩვენი წელთაღრიცხვით 135 წელს ცელსუსის ვაჟის, გაიუს იულიუს აქვილას მიერ (კონსული, 110 წ.). ცელსუსი იყო ადგილობრივი მდიდარი და პოპულარული მოქალაქე, 92 წელს იგი იყო კონსული, 115 წელს კი აზიის პროვინციის მმართველი. ის წარმოშობით სარდისის მიდამოებიდან იყო და მთლიანად ბერძნული წარმოშობის მქონე ადამიანებს შორის გახდა პირველი, რომელიც რომის იმპერიაში კონსულად იქნა არჩეული და ბიბლიოთეკაში მოიხსენება როგორც ბერძენ ასევე რომაელად. ბიბლიოთეკის მშენებლობა ცელსუსის საკუთარი სახსრებით ფინანსდებოდა.
ცელსუსი ბიბლიოთეკის ფასადი
ბიბლიოთეკა აშენდა 12,000 გრაგნილის შესანახად და ასევე როგორც ცელსუსის მონუმენტური საფლავი. ცელსუსი დაკრძალულია ბიბლიოთეკაში სარკოფაგის ქვეშ. იმ დროისთვის ძალიან უჩვეულო იყო ბიბლიოთეკაში ან თუნდაც ქალაქის შიგნით დასაფლავება, ეს წარმოადგენდა ცელსუსისთვის განსაკუთრებულ პატივს. იხ ვიდეო
არამეცნიერული ცოდნა წარმოადგენს ისეთ ცოდნას, რომელიც არ არის დაფუძნებული მეცნიერული მეთოდებით. აქ გამოიყოფა ორი სახე – მეცნიერებამდელი და მეცნიერულის საპირისპირო ცოდნები. მეცნიერებამდელია ისეთი ცოდნა, რომელიც ადამიანს მოპოვებული აქვს ყოველდღიური გამოცდილების საფუძველზე და ემყარება საღი აზრის თვალსაჩინოებას. მეცნიერულის საპირისპირო ცოდნა არ ემყარება მეცნიერულ მეთოდებს და მისი შემოწმება ობიექტური მეთოდებით პრინციპულად გამორიცხულია. იგი არის არა ნამდვილი, არამედ მოჩვენებითი ცოდნა.
სოკრატე და ორი სტუდენტი 17 ს სურათი პეტრო დელლა ვეკკია სიკრატე - ძველეგვიპტური ფილოსოფოსი, შეიტანა დიდი წვლილი ცოდნის გაგებაში. ავტორს ცნობილი გამონათვამია აქვს ,,მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი, ასევე მისი ნაშრომი ,,შეიცანი თავი შენი''. მიეწერება ერთერთს შვიდი ბრძენთაგან.
სოკრატე
ცოდნა ცოდნის არარსებობის შესახებ. სოკრატე ამ ცოდნას შემეცნების აუცილებელ პირობად თვლიდა. წარმოდგენებში განხორციელებული კერძოა და პირობითი, ამიტომ ის ნამდვილი ცოდნა არ არის, -არცოდნაა. ნამდვილი ცოდნა ზოგადი და აბსოლუტური ხასიათისაა და ცნებებით გამოიხატება. დებულება „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“, რომელსაც სოკრატეს მიაწერენ, გამოხატავს შუალედურ მდგომარეობას არცოდნასა და ნამდვილ ცოდნას შორის. ამ ცნების მეორე ვარიანტია Docta ignorantia (სწავლული არცოდნა). იგი გვხვდება ავგუსტინე ნეტარის, ბონავენტურას, ნიკოლოზ კუზანელის მოძღვრებაში. კუზანელის მიხედვით, ღმერთი უსასრულოა, მას არ აქვს დადებითი თვისებები და თავის თავში აერთიანებს წინააღმდეგობებს, ამიტომ ღმერთის დახასიათება ცნებებით შეუძლებელია. ერთადერთი ცოდნა ღმერთის შესახებ ის არის, რომ ღმერთის ცოდნა არის სწავლული არცოდნა ანუ არცოდნის ცოდნა. ახალ ფილოსოფიაში, ამ ცნებას დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ნ. ჰარტმანმა
იხ. ვიდეი
მეცნიერულია ცოდნა, რომელიც მეცნიერული მეთოდებით მიიღება და ობიექტურ შემოწმებადობას ექვემდებარება. მისი დაფუძნება ემყარება ცდას ან ლოგიკურ მტკიცებას, შესაბამისად გვაქვს ცდისეული ან თეორიული ცოდნა.
იხ. ვიდეო
2). ცოდნა წარმოადგენს ადამიანის მიერ შეძენილ და გამომუშავებულ ისეთ უნარს, რომლის მეშვეობით, შესაძლებელია შეიქმნას ახალი საჭირო ინფორმაცია, ან უკვე ცნობილი ინფორმაციიდან ისეთი ახალი მატერიალური, მომსახურეობითი, ან ინტელექტუალური პროდუქტი, რომელზეც არის ან შესაძლებელია გაჩნდეს მოთხოვნილება, ანუ მატერიალიზდეს ნებისმიერი სახის/კატეგორიის საჭიროებაში (არამატერიალურ, მატერიალური, მორალურ თუ სოციალურ ღირებულებაში).
3). ენის საშუალებით ფიქსირებული (ზეპირი თუ წერილობითი ფორმით) ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა ორი გზით: სტიქიურად (პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის დროს) და ორგანიზებული სწავლების საშუალებით. ცოდნის ათვისებაში რამდენიმე საფეხური არსებობს: ყველაზე დაბალი, მეორე საფეხური, მაღალი საფეხური
იხ. ვიდეო
იხ. ვიდეო