среда, 5 февраля 2020 г.

კოდორის კრიზისი (2001)

                              კოდორის ხეობა


              კოდორის კრიზისი (2001)

                                        Kodori Valley in Abkhazia, Georgia ka.png
კოდორის ხეობა (აფხ. Кәыдырҭа) —  მდინარე კოდორი მიედინება საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. იქმნება მდინარეების საკენისა და გვანდრის შეერთების შედეგად. მდინარის წყალი სისუფთავით გამოირჩევა, მორძისფრო-ნაცრისფერი წყალი მოაქვს. წყლის საშუალო ხარჯი წამში 110 კუბურ მეტრს უდრის. მდინარის სათავეებში მოიპოვება კალმახი. ხეობის სიმაღლე აღწევს 1300-3984 მ-ს.
კოდორის ხეობას საკმაოდ ნაირგვარი მორფოლოგიური ხასიათი აქვს, რაც გამოწვეულია ამგები გეოლოგიური ფორმაციების ცვლით, ძველი გამყინვარების გავლენით და ეროზიული პროცესების მსვლელობის პირობებით. ძველი მყინვარები, რომლებიც მთავარი ქედიდან საკენისა და გვანდრის ხეობებით ჩამოდიოდნენ, ვერ აღწევდნენ მათი შეერთების ადგილამდე და თავდებოდნენ ზღვის დონიდან 1400-1500 მ სიმაღლეზე. აღნიშნულ ხეობებს ტროგული ფორმა მხოლოდ ზემო ნაწილებში აქვთ; ტროგები ქვემოთკენ ტიპობრივ ეროზიულ ხეობებად იქცევიან. მდინარე საკენის ზემო წელის ხეობა ტიპობრივ ტროგულ ხასიათს ატარებს და ყურადღებას იპყრობს ფრიად წესიერად გამოსახული ბოლომორენული ზვინულებით, რომელთა რიცხვი ექვსს აღწევს. გვანდრა-საკენის შესართავს ქვემოთ კოდორის ხეობა მეტწილად ყუთისებური მოყვანილობისაა, ფსკერი ფართო აქვს, რიყე და დაბალი ალუვიური ტერასები კარგად არის გამოსახული. ზოგან ხეობა ვიწროვდება, მაგრამ იურული ნაფენების გავრცელების ზოლში ნამდვილ ვიწრობებს არსად აჩენს. მხოლოდ მთიანი ზოლის პერიფერიაზე კოდორი და მისი შემდინარეები კანიონების ქსელის სახით ჩაჭრილან ცარცული კირქვების ახალგაზრდა ანტიკლინურ გუმბათში. კოდორის კანიონის საწყის უბანს სოფელ ლათას ქვემოთ, „ბაგადის კლდეები“ ეწოდება.
კოდორის ხეობის ჰავა ნოტიოა, ზამთარი როგორც წესი თოვლიანია. ნალექების წლიური რაოდენობა 1600-იდან 2000 მმ-მდე. ხეობაში მდებარეობს სოფლები ომარიშარა, აჟარა, ლათა.მდინარე კოდორის ზემო დინების ხეობის მონაკვეთი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც დე-ფაქტო საზღვრის ფუნქციას ასრულებს საქართველოს მთავრობასა და სეპარატისტთა და რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის. ხეობის ზემო ნაწილი, დასახლებული სვანებით, აფხაზეთის ერთადერთი კუთხე იყო 1993 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა აკონტროლებდა და რომელსაც ოფიციალურად ზემო აფხაზეთს უწოდებს. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას საქართველოს ხელისუფლებამ მასზე კონტროლი დაკარგა
2008 წლის აგვისტოში სეპარატისტებმა რუსეთის რეგულარული არმიის დახმარებით დაიწყეს შეტევები კოდორის ხეობის (ზემო აფხაზეთი) მიმართულებით. ხეობაში შეყვანილი იქნა რუსეთის რეგულარული არმიის კუთვნილი 135 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკა, მრავალი საარტილერიო დანადგარი მათ შორის ე.წ „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის მწარმოებელი იარაღი. ხეობას რამდენიმე დღის მანძილზე ბომბავდა რუსული ავიაცია. თავდასხმის შედეგად სეპარატისტებმა დიდი ზარალი ნახეს თუმცა მათ ზურგს რუსეთის რეგულარული არმია უმაგრებდა. შედეგად 3 მასირებული შეტევის მოგერიების მიუხედავად ქართულმა მსუბუქად შეიარაღებულმა საპოლიციო ნაწილებმა უკან დაიხიეს და 12 აგვისტოს დატოვეს ხეობა. პოლიციის ნაწილებთნ ერთად ხეობა დატოვა მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, რომელმაც მესტიის რაიონს შეაფარა თავი. ამრიგად, აფხაზეთის ოკუპაციიდან 15 წლის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ავტონომიის ერთადერთი კონტროლირებადი ნაწილი კოდორის ხეობა სეპარატისტთა ხელში გადავიდა.
2011 წლის სექტემბერში ოკუპანტებმა რუსი სამხედროებისთვის საკენსა და გენწვისში 5-სართულიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყეს. საგუშაგოები განლაგებულია ხეობის ოთხ სოფელში – საკენშიგენწვიშშიომარიშარასა და ქვაბჩარაში.
ამჟამად ხეობაში აფხაზური მთავრობაა განთავსებული თუმცა აფხაზები აქ მუდმივად არ ცხოვრობენ. ადგილობრივ სვანებსაც სთხოვენ უკან დაბრუნებას და ჰპირდებიან, რომ ხელს არ შეუშლიან. პრესის მონაცემებით, ამ დროისთვის ხეობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაბრუნებული 70 ქართული ოჯახი ცხოვრობს.
იხ. ვიდეო

კოდორის კრიზისი — შეტაკება კოდორის ხეობაში, რომელიც დაიწყო 2001 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც აფხაზეთის თვით-გამოცხადებულ რესპუბლიკაში კოდორის ხეობიდან შეიჭრნენ ქართველი და ჩეჩენი მებრძოლები, ჰამზატ გელაევის მეთაურობით. შეტაკებების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა. კრიზისი მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა იმ მიზეზით, რომ მსოფლიოს ყურადღება ძირითადად აშშ-ის ავღანეთზე შეტევაზე იყო გადატანილი
2001 წლის 4 ოქტომბერს, ქართველი და ჩეჩენი მებრძოლები, ჰამზატ გელაევის მეთაურობით შიჭრნენ კოდორის ხეობაში საქართველოს მხრიდან. მათ შეტევა სოფელ გიორგიევსკოეზე მიიტანეს.
8 ოქტომბერს, ვერტმფრენი, რომელსაც გაეროს დამკვირვებლები გადაჰყავდა, ჩამოგდებულ იქნა. შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
18 ოქტომბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა გამოაცხადეს, რომ კოდორის ხეობის მთელს დაბალ ზონას აკონტროლებდნენ და ჩეჩენ-ქართველი მებრძოლები ისევ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ დაბრუნებულნი
იხ. ვიდეო
ხაზი მინდაგაუსვა ზემო აფხაზეთის მინიჭება კოდორის ხეობის იყო სამშობლოს ღალატი და დანაშაული საქართველოს სახელწიფოს წინაშე.

                          ზემო აფხაზეთი

ზემო აფხაზეთი — პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა 2005-2008 წლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის აღსანიშნავად.
ტერმინი 2005 წლიდან ეტაპობრივად ჟღერდებოდა სხვადასხვა მასობრივ საშუალებებში კოდორის ხეობის ნაცვლად, 2006 წლის ოქტომბერში კი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასცა ბრძანებულება კოდორის ხეობის ზემო აფხაზეთად წოდებისა, შესაბამისად ტერმინი ადმინისტრაციული ერთეულის ოფიციალური დასახელება გახდა.
2008 წლის აგვისტოში ზემო აფხაზეთი დაკავებული იქნა რუსეთის საოკუპაციო ნაწილების მიერ. მას შემდეგ ტერმინმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა და ფაქტობრივად აღარ გამოიყენება.

ჩელენჯერი(შატლი)

                      ჩელენჯერი(შატლი)

                                                    S83-35803 (cropped).jpg            
                                                  Challenger  - OV-099
ჩელენჯერი“ (ინგლ. Challenger — «გამომწვევი») — ნასა-ს მრავალჯერადი სატრანსპორტო კოსმოსური შატლი. მეორე კოსმოსური შატლი, ექსპლოატაციაში შევიდა 1982 წელს. სახელი დარქვა საზღვაო ხომალდის, რომელიც ოკეანეს 1870-იან წლებში იკვლევდა. ნასა-ში ამ შატლს აღნიშნავდნენ, როგორც OV-99 (Orbiter Vehicle – 99). თავდაპირველად მას მხოლოდ საცდელად იყენებდნენ, თუმცა შემდეგში ის კოსმოსური ფრენებისთვის აღჭურვეს. პირველი გაფრენა ჩელენჯერმა 1983 წლის 4 აპრილს მოახდინა. 
                                                      
           ჩელენჯერი ემზადებოდა 1985 წელს, მისი მეორე და ბოლო ფრენისთვის STS-61-A
ჩელენჯერმა სულ ცხრა წარმატებული ფრენა განახორციელა. 1986 წლის 28 იანვარს, მეათე გაფრენისას, აფრენიდან 73 წამში მყარი საწვავის ამჩქარებლის დაზიანების გამო, შატლი აფეთქდა. ეკიპაჟის შვიდი წევრი დაიღუპა. ეს იყო იმ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კატასტროფა პილოტირებადი კოსმონავტიკის ისტორიაში.
                                                        
                         ჩელნჯერის ტრანსპორტირება ბოინგ 747SCA მეშვეობით 1982წ
ჩელენჯერის კატასტროფა მოხდა 1986წ-ის 28 იანვარს ის დაიშალა აფეთქების შედეგად 73 წამზე კატასტროფის მიზეზი იყო დაზიანება მყარსაწვავიანი დამჩქარებელის რგოლის. დაიღუპა 7 კაცი 
იხ. ვიდეო

გრავიტაცია გრავიტაცია

                             გრავიტაცია

                          
                             სივრცის გამრუდების გაზომვა დედამიწის ორბიტაზე (მხატრვრის ნახატი)
გრავიტაცია —  (მიზიდულობა, მსოფლიო მიზიდულობა, მძიმე) (ლათ. gravitas  - , სიმძიმე) უნივერსალური ფუნდაამეტური ურთიერთქმედება ყველა მატერიალური სხეულებს შორის.  ერთ-ერთი ოთხ ფუნდამენტურ ურთიერთქმედებას შორის (დანარჩენი ფუნდამენტური ურთიერთქმედებებია სუსტი ურთიერთქმედებაძლიერი ურთიერთქმედება და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება), რომლის მეშვეობითაც მასის მქონე სხეულები ერთმანეთს იზიდავენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში გრავიტაციის გამოვლინებაა ის, რომ სხეულებს გააჩნიათ წონა და ისინი საყრდენის ან საკიდის არარსებობის შემთხვევაში დედამიწაზე ეცემიან. გრავიტაციის გავლენით სხეულები ერთმანეთს იზიდავენ, რაც არის დედამიწისმზის, და სამყაროში არსებული მაკროსკოპული სხეულების უმეტესობის წარმოქმნის მიზეზი. გრავიტაციის გამო პლანეტები ბრუნავენ მზის გარშემო წრიულ ორბიტებზე. გრავიტაცია ღებულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი როლს სამყაროს სტრუქტურისა და ევოლუციის ჩამოყალიბებაში (ამყარებს კავშირს სამყაროს სიმკვრივესა და მისი გაფართოების სიჩქარეზე). განსაზღვრავს ასტრონომიული სისტემების წონასწორობასა და ირითადი პირობებს. გრავიტაციის გარეშე სამყაროში არ შეიქმნებოდა პლანეტები ვარსკვლავები, შავი ხვრელები. გრავიტაციული შეკუმშვა წარმოადგენს  წყაროს ძირითადი ენერგია ადრეული სტადიისსამყაროს ევოლუციის.(თეთრი ჯუჯები, ნეტრონული ვარსკვლავები, შავი ხვრელები). იხ ვიდეო


კლასიკური ნექანიკის ჩარჩოში გრავიტაციის დაძაბულობა აღიწერება მსოფლიო მიზიდულობის  კანონით
მსოფლიო მიზიდულობი კანონი

ცისმექანიკა იკვლევს სხეულების მოძრაობას სივრცეში მხოლოდ მოქედი გრავიტაციის პირობებში.
ძლიერ გრავიტაციულ ველში (ასევე გრავიტაციული ველი რელატივისტური სიჩქარით) იწყება გამოვლინება ფარდობითობის ზოგადი თეორიის.
შეცვლა გემეტრიის სავირცე-დროის
როგორც შედეგი ნიუტონის გრავიტაციის გადახრა.
პოტენციალის დაგვიანება, დაკავშირებული საბოლოო შიჩქარისას გავრცელაბა გრავიტაციული შეშფოთება
როგორც შედეგი, წარმოქმნა გრავიტაციული ტალღების
წრფივის ეფექტი : გრავიტაციას გააჩნია საკუთარი ურთიეთქმედება თავსთავში, ამიტომ სუპერპოზიციის პრინციპი ძლიერ ველში უკვე არ სრულდება.
იხ. ვიდეო


ძლიერი გრავიტაციული ველი - ასევე მოძრაობისას გრავიატაციული ველში რელავისტური სიჩქარით, დაწყებული გამოვლენა ფარდობითობის ზოგადი თეორიის (ფზთ) ფექტის.
გეომეტრიის  შეცვლა სივცე-დროში
როგორც შედეგი, მიზიდულობის გადახრა ნიუტონის კანონიდან.
ექსპერიმენტური შემთხვევვები - აღმოცენება შავი ხვრელების
გრავიტაციული პოტენციალი, დაკავშირებული საბოლოოს სიჩქარესთან გავრცელების შეშფოთება
როგორც შედეგი გამოვლინება  გრავიტაციული ტალღების
ეფექტი არაწრფივი : გრავიატაციას აქვს თავსითავში ურთიერთქმედება თავის თავთან, ამიტომ პრინციპი სუპერპოზიციის ძლიერ ველში უყვე არ მჟღავდნება.
                                             
ექსპერიმენტული გაზმოვმა კლება პერიოდის ბრინვის ორმაგი პულსარის  PSR B1913+16 (ლურჯი წერტილები) მაღალი სიზუსტით შეესაბამება წინასწარმეტყველება (ფზთ) გრავიტაციული გამოსხივებაში (შავი მრუდი)
იხ. ვიდეო








вторник, 4 февраля 2020 г.

ძველი გერმანელები ძველი გერმანელები

                        ძველი გერმანელები

                             
                                                                          ძველი გერმანელი ოჯახი
ძველი გერმანელები — საერთო, ზოგადი სახელი ყველა იმ ბარბაროსი ტომისა, რომლებიც ცხოვრობდნენ რომის იმპერიის საზღვრებთან ან უფრო შორს, რაინის შესართავიდან ბალტიისპირეთამდე. ამ ტომების რაოდენობა რამდენიმე ათეულს ითვლიდა. ძველი გერმანელების ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება და საქონლის მწყემსვა იყო. მათში ჯერ კიდევ გვაროვნულ-თემური წყობილება ბატონობდა. ძველ გერმანელებში ტომის საქმეებს სახალხო კრება ან ტომის უხუცესები წყვეტდნენ. თითოეულ ტომს ჰქონდა თავისი ადათ-წესები, ჰყავდა მფარველი ღვთაებები, ჰქონდა თავისებური, ბარბაროსული სამართალი. ძველი გერმანელები, განსაკუთრებით, იმპერიის საზღვრების სიახლოვეს მცხოვრებნი, ბევრ რამეს ითვისებდნენ რომაელებისაგან. ამასთან, ვერ ეგუებოდნენ რომაელთა გაბატონებას. დროდადრო რომაელებთან ბრძოლისთვის ტომთა კავშირები ყალიბდებოდა.
იხ.ვიდეო

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ერთ-ერთი ტომის ბელადის, არმინიუსის მეთაურობით აუჯანყდნენ რომაელებს, დაამარცხეს და განდევნეს ისინი თავიანთი სამშობლოდან. ამის შემდეგ, რომი იძულებული გახდა თავდაცვაზე გადასულიყო. ჩრდილოეთით მცხოვრები ძველი გერმანელები ეთაყვანებოდნენ სკანდინავიურ ღმერთებს, თორს, ოდინსა და ფრეიას. ისინი რელიგიურ რიტუალებს ღია ცის ქვეშ, ტყის კორომებში ატარებდნენ. არქოლოგებმა აღმოაჩინეს ჭაობში ძალადობრივად დახოცილთა ნაშთები. 
                                       
ოქროს აუერუსი იმპერატოს დომიციანე (81-96წწ) გერმანელი ტყვეები (სავარაუდოდ ხატტები) გრძელი თმებით და წწვერის გარეშე ზის ფარზე დამახასიათებელი ფორმით, გვერდით გადატეხილი შუბი ფრამეა - ძირითადი იარაღი გერმანელების პირველ საუკუნეში (ტაციტუცის თანახმად)
                                             
                                   რეკონსტრუქცია ,,გრძელი''  სახლის გერმანელების
სავარაუდოდ, ეს ადამიანთა მსხვერპლშეწირვაზე მიანიშნებს. ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, ძველი გერმანელებით დასახლებული ტერიტორია ჩართული იყო ლითონებითა და ქარვით ვაჭრობაში. რომაულ ეპოქაში საქონლის მოცულობა გაიზარდა, განსაკუთრებით, დუნაისა და რაინის ნაპირების სიახლოვეს. ტომების ბელადებმა თანდათან გაუგეს გემო რომაულ ოქროსა და ვერცხლის ფუფუნების საგნებს. ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქისთვის ძველი გერმანელი ხალხების ნაწილი რომანიზებული იყო, რაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა ვაჭრობას.
                                   
                                         რუქა განსახლება გერმანული ტომების I ს. ჩვ. აღ.
                                                                     



понедельник, 3 февраля 2020 г.

გამოთვლითი ქსელი

                         გამოთვლითი ქსელი

                                                   XO classroom network.jpg
გამოთვლითი ქსელი — სხვადასხვა მოწყობილობეის (უპირველეს ყოვლისა კოპიუტერების, ასევე კონცენტრატორების, სენსორების) ერთობლიობას, რომლებიც გაერთიანებულია კავშირის ხაზებით (კაბელებით), საქსელო ადაპტერებით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.
გამოთვლითი ქსელი არის განაწილებული სისტემის ერთ-ერთი სახეობა.
იხ. ვიდეო
პირველი გამოთვლითი სისტემები იქმნებოდა მაინფრეიმების (მძლავრი და საიმედო უნივერსალური კომპიუტერი) ბაზაზე. პროგრამების ტექსტისა და მონაცემების გამყარება ხდება წინასწარ პერფობარათებზე. სპეციალურ ოპერატორს შეჰქონდა ეს პერფობარათები კომპიუტერში, ხოლო მომხმარებელი კი იღებდა თვლის შედეგებს გარკვეული დროის შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ მუშაობის ასეთი ინერტული რეჟიმი არ იყო მოსახერხებელი მომხმარებლისთვის, ასეთი რეჟიმი მაინც საკმაოდ დიდხანს გამოიყენებოდა, რადგან პაკეტური რეჟიმის დროს მიიღწევა პროცესორის მუშაობის ყველაზე მაღალი საიმედოება.
გამოთვლითი სისტემების განვითარების შემდეგი ეტაპი იყო მრავალტერმინალიანი სისტემების შექმნა, რის საფუძველსაც წარმოადგენს კომპიუტერის აპარატული საშუალებების (უპირველეს ყოვლისა პროცესორის) გაიაფება. ასეთი მუშაობის პრიციპი დამყარებული იყო დროის დაყოფის პრინციპზე, პროცესორთან ერთდროულად მუშაობდა რამდენიმე მომხმარებელი, თითოეულ მათგანს გამოყოფილი ჰქონდა ტერმინალები, რომლის საშუალებითაც შეეძლო გაემართა დიალოგი კომპიუტერთან. სისტემის რეაქცია საკმაოდ დაბალი იყო და მომხმარებლრბს სჭირდებოდა ლოდინი თვლის შედეგებისთვის. ტერმინალები იყო საწარმოოს მთელ ტერიტორიაზე, ასეთი მრავალტერმინალური სისტემები, მიუხედავად ცენტრალზებური პრინციპისა , გარეგნულად ძალიან წააგავდა ლოკალურ ქსელებს.
  • ლოკალური ქსელები
    • BAN
    • PAN
    • WPAN
    • LAN
    • WLAN
  • დანარჩენი ქსელები
    • MAN
    • WAN
    • GAN
    • VPN
    • SAN



რადიოტალღები

                             რადიოტალღები

                                             
                                                  ანიმირიბული სქემა რადიოტალღების გამოსხივების
რადიოტალღები — ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომლის ტალღის სიგრძეებიც ელექტრომაგნიტურ სპექტრში ინფრაწითელ გამოსხივებაზე უფრო გრძელია. რადიოტალღებს აქვს სიხშირე 3 კჰც-დან 300 გჰც-მდე, და შესაბამისი ტალღის სიგრძე 100 კილომეტრიდან 1 მილიმეტრამდე. როგორც ყველა სხვა ელექტრომაგნიტური ტალღა, რადიოტალღებიც სინათლის სიჩქარით ვრცელდება. რადიოტალღების ბუნებრივ წყაროებს წარმოადგენს ელვა და ასტრონომიური ობიექტები.
                                             
                                                                    რადიოსადგურის ანტენა
 ხელოვნურად შექმნილი რადიოტალღები გამოიყენება სტაციონარული და მობილური რადიოკავშირისთვისრადიომაუწყელობისთვისრადიოლოკაციებისა და სხვა სანავიგაციო სისტემებისთვის, საკომუნიკაციო თანამგზავრებისთვისგამოთვლითი ქსელებისა და სხვა მრავალი მოწყობილობისთვის. რადიოტალღების სხვადასხვა სიხშირე სხვადასხვაგვარად ვრცელდება დედამიწის ატმოსფეროში: გრძელ ტალღებს დედამიწის ნაწილის დაფარვა შეუძლიათ ძალიან თანმიმდევრულად, უფრო მოკლე ტალღებს შეუძლიათ იონოსფეროდან არეკლვა და მთელ მსოფლიოში გავრცელება, ხოლო კიდევ უფრო მოკლე სიგრძის რადიოტალღები იდრიკება ან ირეკლება ძალიან სუსტად და ვრცელდება პირდაპირი ხედვის საზღვრებში.
იხ. ვიდეო
ფართო გაგებით რადიოტალღები წარმოადგენს ყველაშესაძლებლობის ტალღური პროცესები ელეკტრომაგნიტური ველი აპარატურაში (მაგ., ტალღური მოწყობილობა, ინტეგრალური სქემა) გადამცემის ხაზი ბოლოს გარემო, დამუხტული გადამცემი და მიმღები ანტენა.
რადიოტალღები წარმოადგენს ელეკტრომაგნიტურ გამოსხვიბას, ვრცელდება თავისუფალ სივცეში სინათლის სიჩქარით. ბუნებრივი წყაროს რადიოტალღებს წარმოადგენს ელვის აფეთქება და ასტრონომიული ობიექტები. ხელოვნური წყარო რადიტალღების გამოიყენება სტაციანური და მოძრავი რადიოკავშირი, რადიგადაცემა, რადილოკაცია, რადინავიგაცია, თანამგზავრული კავშირი, ორგანიზაცია უკაბელო კოფიუტერული ქსელი და სხვა. სიხშირის (ტალღის სიგრძის) მნიშვნელობიდან გამომდინარე, რადიოტალღებს ენიჭება რადიოხშირული სიხშირის ერთი ან სხვა დიაპაზონი (ტალღების სიგრძე). ასევე შეგიძლიათ რადიო ტალღების კლასიფიკაცია თავისუფალ სივრცეში და მთელს მსოფლიოში გავრცელების მეთოდით.


დიდი წყნარი ოკეანის ნაგავი

               დიდი წყნარი ოკეანის ნაგავი
               
ნაგავი კონტინენტების რ-იც  მომდინარეობს  ჩრდ. წყნარი ოკეანის მიმდებარე ოკენეების დინების ხუთი ძირითადი სისტემებიდან
ინგლ. Great Pacific garbage patch, или Eastern Garbage Patch - აღმოსავლეთ ნაგავი კონტინენტია ან  Pacific Trash Vortex - წყნარი ოკეანის ნაგავსაყრელი
ნაგავის მოგროვება წყნარ ოკეანეში. ის განლაგებულია 135°155° დასავლეთით გრძედი და 35°42° ჩრდ. განედზე. ჯერ კიდევ 1988წ-ს გამოქვეყნებული იყო ნაციანალურ მართვის კვლევითი ოკეანოლოგიის და ატმოსფეროს აშშ-ს გამოცემაში. მისი არსებპობის შესახებ. როგოროც სხვა ზონები  მსოფლიო ოკეანეების ჩამოყალიბდა ოკეანების დინენების შედეგად. ნაგავის 80% წარმოიშვება მიწაზე მოქედებების შედეგად ხოლო 20% გემების შედეგად. კონცეტრაცია ხდება წვრილი პლასტიკატების და ეს კონცატრაცია ირდება და რაც ყველაზე მეტად დამფიქრიბელია გარდა მსხვილი პლასტიკატებისა წვრილი პლასტიკატების იმდენად წვრილია რომ ის თავისუფლად მოხვდება თევზის ორგანიზმში
 იხ. ვიდეო
ვინიადან ის ძალინ გავს ზოოპლაქტონებს და მედუზებს თავისუფლად შეიძლება საკვბებში შეეშალოს.ხოლო თვზში მოხვედრილი კი ჩვენს ორგანიზმში.
ალბატყროსის წიწიწლის ნაშთები რ-იც მოშობლებმა პლასტმასის საშუშელბით კვებეს ბუდეების ნაშთია. წიწილამ სხეულიდან გამოსვლა ვერ მოახერხა, რამაც შიმშილით სიკვდილით ან ასფიქსია გამოიწვია.
როგორც ეკოლოგები ამბობენ და გაერემოს დამცველები თუ ასე გაგრძელდა ეკოლოგიური კატასტროფა ელოდება მომავალში.

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...