კოდორის ხეობა
კოდორის კრიზისი (2001)
კოდორის ხეობა (აფხ. Кәыдырҭа) — მდინარე კოდორი მიედინება საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. იქმნება მდინარეების საკენისა და გვანდრის შეერთების შედეგად. მდინარის წყალი სისუფთავით გამოირჩევა, მორძისფრო-ნაცრისფერი წყალი მოაქვს. წყლის საშუალო ხარჯი წამში 110 კუბურ მეტრს უდრის. მდინარის სათავეებში მოიპოვება კალმახი. ხეობის სიმაღლე აღწევს 1300-3984 მ-ს.
კოდორის ხეობას საკმაოდ ნაირგვარი მორფოლოგიური ხასიათი აქვს, რაც გამოწვეულია ამგები გეოლოგიური ფორმაციების ცვლით, ძველი გამყინვარების გავლენით და ეროზიული პროცესების მსვლელობის პირობებით. ძველი მყინვარები, რომლებიც მთავარი ქედიდან საკენისა და გვანდრის ხეობებით ჩამოდიოდნენ, ვერ აღწევდნენ მათი შეერთების ადგილამდე და თავდებოდნენ ზღვის დონიდან 1400-1500 მ სიმაღლეზე. აღნიშნულ ხეობებს ტროგული ფორმა მხოლოდ ზემო ნაწილებში აქვთ; ტროგები ქვემოთკენ ტიპობრივ ეროზიულ ხეობებად იქცევიან. მდინარე საკენის ზემო წელის ხეობა ტიპობრივ ტროგულ ხასიათს ატარებს და ყურადღებას იპყრობს ფრიად წესიერად გამოსახული ბოლომორენული ზვინულებით, რომელთა რიცხვი ექვსს აღწევს. გვანდრა-საკენის შესართავს ქვემოთ კოდორის ხეობა მეტწილად ყუთისებური მოყვანილობისაა, ფსკერი ფართო აქვს, რიყე და დაბალი ალუვიური ტერასები კარგად არის გამოსახული. ზოგან ხეობა ვიწროვდება, მაგრამ იურული ნაფენების გავრცელების ზოლში ნამდვილ ვიწრობებს არსად აჩენს. მხოლოდ მთიანი ზოლის პერიფერიაზე კოდორი და მისი შემდინარეები კანიონების ქსელის სახით ჩაჭრილან ცარცული კირქვების ახალგაზრდა ანტიკლინურ გუმბათში. კოდორის კანიონის საწყის უბანს სოფელ ლათას ქვემოთ, „ბაგადის კლდეები“ ეწოდება.
კოდორის ხეობის ჰავა ნოტიოა, ზამთარი როგორც წესი თოვლიანია. ნალექების წლიური რაოდენობა 1600-იდან 2000 მმ-მდე. ხეობაში მდებარეობს სოფლები ომარიშარა, აჟარა, ლათა.მდინარე კოდორის ზემო დინების ხეობის მონაკვეთი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც დე-ფაქტო საზღვრის ფუნქციას ასრულებს საქართველოს მთავრობასა და სეპარატისტთა და რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის. ხეობის ზემო ნაწილი, დასახლებული სვანებით, აფხაზეთის ერთადერთი კუთხე იყო 1993 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა აკონტროლებდა და რომელსაც ოფიციალურად ზემო აფხაზეთს უწოდებს. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას საქართველოს ხელისუფლებამ მასზე კონტროლი დაკარგა
2008 წლის აგვისტოში სეპარატისტებმა რუსეთის რეგულარული არმიის დახმარებით დაიწყეს შეტევები კოდორის ხეობის (ზემო აფხაზეთი) მიმართულებით. ხეობაში შეყვანილი იქნა რუსეთის რეგულარული არმიის კუთვნილი 135 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკა, მრავალი საარტილერიო დანადგარი მათ შორის ე.წ „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის მწარმოებელი იარაღი. ხეობას რამდენიმე დღის მანძილზე ბომბავდა რუსული ავიაცია. თავდასხმის შედეგად სეპარატისტებმა დიდი ზარალი ნახეს თუმცა მათ ზურგს რუსეთის რეგულარული არმია უმაგრებდა. შედეგად 3 მასირებული შეტევის მოგერიების მიუხედავად ქართულმა მსუბუქად შეიარაღებულმა საპოლიციო ნაწილებმა უკან დაიხიეს და 12 აგვისტოს დატოვეს ხეობა. პოლიციის ნაწილებთნ ერთად ხეობა დატოვა მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, რომელმაც მესტიის რაიონს შეაფარა თავი. ამრიგად, აფხაზეთის ოკუპაციიდან 15 წლის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ავტონომიის ერთადერთი კონტროლირებადი ნაწილი კოდორის ხეობა სეპარატისტთა ხელში გადავიდა.
2011 წლის სექტემბერში ოკუპანტებმა რუსი სამხედროებისთვის საკენსა და გენწვისში 5-სართულიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყეს. საგუშაგოები განლაგებულია ხეობის ოთხ სოფელში – საკენში, გენწვიშში, ომარიშარასა და ქვაბჩარაში.
ამჟამად ხეობაში აფხაზური მთავრობაა განთავსებული თუმცა აფხაზები აქ მუდმივად არ ცხოვრობენ. ადგილობრივ სვანებსაც სთხოვენ უკან დაბრუნებას და ჰპირდებიან, რომ ხელს არ შეუშლიან. პრესის მონაცემებით, ამ დროისთვის ხეობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაბრუნებული 70 ქართული ოჯახი ცხოვრობს.
იხ. ვიდეო
კოდორის კრიზისი — შეტაკება კოდორის ხეობაში, რომელიც დაიწყო 2001 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც აფხაზეთის თვით-გამოცხადებულ რესპუბლიკაში კოდორის ხეობიდან შეიჭრნენ ქართველი და ჩეჩენი მებრძოლები, ჰამზატ გელაევის მეთაურობით. შეტაკებების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა. კრიზისი მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა იმ მიზეზით, რომ მსოფლიოს ყურადღება ძირითადად აშშ-ის ავღანეთზე შეტევაზე იყო გადატანილი
2001 წლის 4 ოქტომბერს, ქართველი და ჩეჩენი მებრძოლები, ჰამზატ გელაევის მეთაურობით შიჭრნენ კოდორის ხეობაში საქართველოს მხრიდან. მათ შეტევა სოფელ გიორგიევსკოეზე მიიტანეს.
8 ოქტომბერს, ვერტმფრენი, რომელსაც გაეროს დამკვირვებლები გადაჰყავდა, ჩამოგდებულ იქნა. შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
18 ოქტომბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა გამოაცხადეს, რომ კოდორის ხეობის მთელს დაბალ ზონას აკონტროლებდნენ და ჩეჩენ-ქართველი მებრძოლები ისევ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ დაბრუნებულნი
იხ. ვიდეო
ხაზი მინდაგაუსვა ზემო აფხაზეთის მინიჭება კოდორის ხეობის იყო სამშობლოს ღალატი და დანაშაული საქართველოს სახელწიფოს წინაშე.
ზემო აფხაზეთი
ზემო აფხაზეთი — პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა 2005-2008 წლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის აღსანიშნავად.
ტერმინი 2005 წლიდან ეტაპობრივად ჟღერდებოდა სხვადასხვა მასობრივ საშუალებებში კოდორის ხეობის ნაცვლად, 2006 წლის ოქტომბერში კი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასცა ბრძანებულება კოდორის ხეობის ზემო აფხაზეთად წოდებისა, შესაბამისად ტერმინი ადმინისტრაციული ერთეულის ოფიციალური დასახელება გახდა.
2008 წლის აგვისტოში ზემო აფხაზეთი დაკავებული იქნა რუსეთის საოკუპაციო ნაწილების მიერ. მას შემდეგ ტერმინმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა და ფაქტობრივად აღარ გამოიყენება.
Комментариев нет:
Отправить комментарий