ტევტობურგის ტყის ბრძოლა
მარკუს კაელიუსის ცენტურიონი , XVIII ს-ის პირველი ცენტურიონი, რომელიც "დაეცა ვარსის ომში" (ბელო ვარიანო).
რეკონსტრუქციული წარწერა: "ლემონის რაიონის ოლქის, მარკუს კაელიუსის ძესთან, ბოლონიიდან, მეთვრამეტე ლეგიონის პირველი ცენტურიონი. 53 1⁄2 წლის. იგი დაეცა ვარიანის ომში. აქ შეიძლება მოხდეს მისი თავისუფლების ძვლების დათვალიერება. ლემონიის რაიონის ტიტუსის ვაჟი პუბლიუს კაელიუსი, მისი ძმა, აღმართული (ეს ძეგლი).
რუქაზე ნაჩვენები პიბლიუს ვარუსის მარცხი
ტევტობურგის ტყის ბრძოლა (გერმ. Schlacht im Teutoburger Wald, Hermannsschlacht ან Varusschlacht) — სამხედრო დაპირისპირება რომის იმპერიის ლეგიონებსა და ძველ გერმანულ ტომებს შორის. რომაელი ისტორიკოსები ამ ბრძოლას აღწერდნენ, როგორც clades Variana (კლადის ვარიანა, ვარიანის კატასტროფა). ბრძოლა ახ. წ. 9 წელს ტევტობურგის ტყეში გაიმართა.
ძველი გერმანული ტომების ალიანსი ჩაუსაფრდა, თავს დაესხა და გაანადგურა რომის იმპერიის სამი ლეგიონი (XVII, XVIII და XIX ლეგიონები) და კავალერია, პუბლიუს კვინტილიუს ვარუსის მეთაურობით. ანტი-რომაულ ალიანსს ხელმძღვანელობდა არმინიუსი, ახალგაზრდა გერმანელი, რომელსაც რომის იმპერიის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული, ასევე მიღებული ჰქონდა რომაული სამხედრო განათლება. ამგვარად მან შეძლო რომაელი მეთაურის მოტყუება და რომაული არმიის ტაქტიკური რეაგირების წინასწარ განჭვრეტა.
იხ. ვიდეო ყველაზე საშინელი ტრაგედია რომის იმპერიაში
ამ მარცხის შემდეგ, რომის იმპერიამ გერმანელთა წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული კამპანია განახორციელა, რომაულმა არმიამ წლების მანძილზე აწარმოა რეიდები, თუმცა რომის იმპერიას მდინარე რაინის აღმოსავლეთით გერმანული ტერიტორიების დაპყრობა აღარასდროს უცდია. ტევტობურგის ტყეში გერმანელთა მიერ რომაული ლეგიონების დამარცხებამ, მომდევნო წლებში როგორც ძველი გერმანელების, ისე რომის იმპერიის ისტორიაზე დიდი ზეგავნელა იქონია. თანამედროვე ისტორიკოსები არმინიუსის გამარჯვებას განიხილავენ, როგორც „რომის უდიდეს დამარცხებას“, ეს ბრძოლა კი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ბრძოლად არის მიჩნეულირამაელების არმიას პუბლიუს კვინტილიუს ვარუსი მეთაურობდა, დიდგვაროვანი და გამოცდილი სამთავრობო მოხელე, რომელიც ძვ. წ. 13 წელს რომის იმპერიის კონსულად აირჩიეს, მისი თანაკონსული კი ტიბერიუს კლავდიუს ნერონი იყო. პუბლიუსი წარმოშობით პატრიციების საგვარეულოდან იყო, აღსანიშნავია, რომ საგვარეულოს კავშირში ჰქონდა რომის იმპერიულ ოჯახთან ახ. წ. 6 წლის ზამთავრში პუბლიუსს ახალი პროვინციის გერმანიის კონსოლიდირება დაევალა. ამავე წელს, გაიუს სენტიუს სატურნინუსი და მარკუს აემილიუს ლეპიდუსი მეთაურობდნენ შეტევით ოპერაციას, სვებური ტომის მარკომანებისა და მათი მეფის მარობოდუსის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 9 წელს დრუსუს I-თან დამარცხდნენ, მარკომანები ბოიების ტერიტორიაზე გადასახლდნენ და მარობოდუსის მეთაურობით ალიანსი ჩამოაყალიბეს, რომელშიც შედიოდნენ ჰერმუნდურები, კვადები, სემნონები, ლუგები, ზუმები, ბუტონები, მუგილონები, სიბინები და ლანგობარდები. ოპერაციაში მონაწილეობდა რომის მასიური არმია. რომაული არმია მოიცავდა 65 000 მზიმე ქვეით ლეგიონერს, 10 000 - 20 000 მხედარსა და მშვილდოსანს, 10 000 - 20 000 მშვიდობიან მოსახლეობას (13 ლეგიონი და მათი გარემოცვა, საერთო ჯამში დაახლოებით 100 000 ადამიანი).
ახ. წ. 4 წელს ტიბერიუსი გერმანიაში ილაშქრა, ქვემო გერმანიაში დაიმონა კანანეფატები, მდინარე ვეზერის ზემო ნაწილის მახლობლად ხატები, ხოლო ტევტობურგის ტყის სამხრეთით ბრუკტერები, ამის შემდეგ კი არმიას ვეზერის გაღმა წარუძღვა. თუმცა ახ. წ. 6 წელს ილირიკუმის პროვინციაში აჯანყებამ იფეთქა, რომელმაც დაახლოებით ოთხ წელს გასტანა. ტიბერიუსი იძულებული გახდა მარობოდუსის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია შეეწყვიტა და მარობოდუსი მეფედ ეღიარებინა. ამის შემდეგ, ტიბერიუსმა რვა ლეგიონი (VIII, XV, XX, XXI, XIII, XIV, XVI ლეგიონები და უცნობი ქვედანაყოფი) ბალკანეთისკენ აჯანყების ჩასახშობად გაგზავნა.
ბალკანეთში აჯანყების ჩასახშობად რომაული ლეგიონების თითქმის ნახევარი გაიგზავნა, აღსანისნავია, რომ აჯანყება მუდმივმა უყურადღებობამ, ენდემური საკვების უკმარისობამ, მაღალმა გადასახადებმა და გადასახადების ამკრეფთა მკაცრმა ქცევამ გამოიწვია. სამხედრო კამპანიას ტიბერიუსი და გერმანიკუსი მეთაურობდნენ, რომის ისტორიაში ეს აჯანყება ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. აჯანყება იქამდე დაიწყო სანამ ვარუსს გერმანიის კონსოლიდირება დაევალებოდა. აჯანყება ახ. წ. 9 წლამდე მიმდინარეობდა, მასში კი რომაული არმიის თითქმის ნახევარი მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ვარუსს გერმანიაში რომის ძალაუფლების განსამტკიცებლად იმპერიის მრავალრიცხოვანი არმიიდან მხოლოდ მცირე ნაწილის, სამი ლეგიონის გამოყენება შეეძლო.
ვარუსის სახელი და მისი საქმეები კარგად იყო ცნობილი იმპერიის მიღმა, კარგად იყო ცნობილი ისიც, რომ ვარუსი მეამბოხეებს სასტიკად და დაუნდობლად ექცეოდა, ხშირად მათ ჯვარცმითაც სჯიდა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ვარუსის ეშინოდა, რომაულ სენატში იგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. რაინზე ვარუსი სამ ლეგიონს XVII, XVIII და XIX ლეგიონებს მეთაურობდა. პუბლიუსამდე ამ ლეგიონებს გაიუს სენტიუს სატურნინუსი მეთაურობდა, რომელიც რომში დაბრუნდა, სადაც სადეკორაციო ტრიუმფით დააჯილდოვეს. რომაული არმიის სხვა ორი ლეგიონი მოგუნტიაკუმში (დღევანდელი მაინცი) მდებარე ციხეში იმყოფებოდა, ამ ორ ლეგიონს ვარუსის დისწული ლუციუს ნონიუს ასპრენასი და შესაძლოა ლუციუს არუნტიუსიც მეთაურობდა.
რომელი სამხედრო ტყვეები მხატვარი მარკ გლეირის (XIX ს)
ძვ. წ. 11 - 9 წლებში დრუსუს I-ის თავდასხმების შემდეგ, არმინიუსი და მისი ძმა ფლავიუსი, მათმა მამამ სეგირიმუს დამპყრობელმა ხარკის სახით რომში გაგზავნა. სეგირიმუსი ხერუსკების დიდგვაროვანთა ოჯახის წინამძღოლი იყო. მძევალად გაგზავნილმა არმინიუსმა ახალგაზრდობა რომში გაატარა, სადაც მან სამხედრო განათლება მიიღო და სამხედრო წოდება ეკვიტესიც (მხედარი) მიენიჭა. არმინიუსის რომში ყოფნის პერიოდში მამამისი, სეგირიმუსი სხვა გერმანელმა წინამძღოლებმა რომის მმართველობის აღიარების გამო მშიშრად სცნეს და გერმანული კანონის მიხედვით სიკვდილით დასაჯეს. ძვ. წ. 11 და ძვ. წ. 9 წლებს შორის გერმანულ ტომებში მტრული ურთიერთობები და დაპირისპირებები უფრო გაღრმავდა. სამხედრო მეთაურებს შორის სავაჭრო და პოლიტიკური ურტიერთობები გაუარესდა. პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი წერდა, რომ ხატები მტრულად იყვნენ განწყობილები, ტაციტუსის მიხედვით მათ ხერუსკებიც დაიმორჩილეს. ტაციტუსი ასევე წერდა, რომ ახ. წ. 1 - 4 წლებში გერმანიაში არეულობა სუფევდა.
ნიღაბი რომაელი მხედარის აღმოჩენილის კალკრიზომთან
რომიდან დაბრუნების შემდეგ, არმინიუსი ვარუსის სანდო მრჩეველი გახდა, თუმცა საიდუმლოდ მან ალიანსი ჩამოაყალიბა გერმანულ ტომებს შორის, რომლებიც ტრადიციულად ერთმანეთის მტრები იყვნენ. ალიანში შედიოდნენ ხერუსკები, მარსები, ხატები, ბრუკტერები, ხავკები, სიგამბრები და სვებების დარჩენილი ნაწილები, რომლებიც ვოსგესის ბრძოლაში იულიუს კეისართან დამარცხდნენ. ვარუსის სისასტიკემ, დაუნდობლობამ და დაპყრობებმა ტომთა ლიდერები აღაშფოთა. არმინიუსმა ადვილად შეძლო რომის იმპერიისად სიძულვილით აღვსილი და დეზორგანიზებული ტომების გაერთიანება.
არმინიუსი მეუღლე ტუსნელდასთან ერთად
სანამ ვარუსი ზაფხულის ბანაკიდან (მდინარე ვეზერის დასავლეთიდან) ზამთრის შტაბისკენ (მდინარე რაინთან) გადაადგილდებოდა, მას ახალი ანგარიში ჩააბარეს და ადგილობრივი აჯანყების შესახებ აცნობეს, რეალურად კი ანგარიში არმინიუსის მიერ იყო შეთხზული. ედვარდ შეფარდ კრისი წერს, რომ „ანგარიშში შემთხვევა ისე იყო აღწერილი, რომ ვარუსის სწრაფ რეაგირებას და აჯანყების ადგილას მის დაუყოვნებლივ მისვლას საჭიროებდა, ვარუსს არც კი უფიქრია, რომ არმინიუსი მახეს უგებდა, რადგან მას კვლავ ერთგულ მსახურად მიიჩნევდა.“
ვარუსმა ამბოხის დაუყოვნებლივ ჩახშობა გადაწყვიტა, აჯანყების ადგილზე სწრაფად მისვლის მიზნით რომაელთათვის უცნობი გზით წასვლა გადაწყვიტა. ვარუსს არმინიუსიც თან ახლდა. არმინიუსმა ვარუსი იმ გზით წაიყვანა რომელიც ჩასაფრებისთვის, შემდგომ კი თავდასხმისთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო. ერთ-ერთმა ხერუსკელმა დიდგვაროვანმა, სეგესტესმა, სეგიმერუსის ძმამ და არმინიუსის სიმამრმა, რომელიც მისდამი ცუდად იყო განწყობილი, ბრძოლის წინა ღამეს, ვარუსს არმინიუსის დაკავება ურჩია და გააფრთხილა რომ არმინიუსი გერმანული ტომების წინამძღოლებთან ერთად აჯანყებას გეგმავდა. ვარუსმა მისი გაფრთხილება უარყო და სეგესტესის ამგვარი საქციელი მისი და არმინიუსის პირად უთანხმოებას მიაწერა. არმინიუსი ყველას თავს აჩვენებდა, რომ რომაულ კამპანიას მხარს უჭერდა. თუმცა, როგორც კი საშუალება მიეცი გერმანული ძალებით რომაულ გარნიზონს გარს შემოერტყა და რომაელებს თავს დაესხა.
ადამიანი ჩაცმული რომაული ლეგიონერის ჩვენი ეპოქის დასაწყისში
ბოლო არქეოლოგიური აღმოჩენების თანახმად ბრძოლა კალკრისეს ბრცვთან ოსნაბრიუკში, ქვემო საქსონიაში მოხდა. რომაელები ჩრდილო-დასავლეთით მარშირებდენენ. მარშირება დღევანდელი დეტმოლდიდან დაიწყეს, ოსნაბრიუკის აღმოსავლეთი გაიარეს და ბანაკი გაშალეს, სადაც მოგვიანებით თავდასმა მოხდა.
შედეგი
რომაელმა ისტორიკოსმა ტრანკვილუსმა ოქტავიანე ავგუსტუსის რეაქცია 12 კეისარის ცხოვრებაში აღწერა, მისი თქმით ვარუსისა და სამი ლეგიონის მარცხმა ავგუსტუსი იმდენად გააბრაზა, რომ თავს სასახლის კედლებს ურტყავდა და ყვირილით იმედორებდა:
„Quintili Vare, legiones redde! (კვინტილიუს ვარუს დამიბრუნე ჩემი ლეგიონები!)“ |
ამ მარცხის შემდეგ რომაელებს XVII და XIX ლეგიონები აღარ აღუდგენიათ. მოგვიანებით იმპერატორ ნერონის ბრძანებით კვლავ აღადგინეს XVIII ლეგიონი, თუმცა ვესპასიანეს ბრძანებით იგი კვლავ გაუქმდა. ასევე არ აღდგენილა XXII ლეგიონიც, იუდეაში ახ. წ. 132 - 136 წლებში მიმდინარე აჯანყებისას მიღებული მძიმე დანაკარგების გამო. რომის ისტორიაში სხვა ლეგიონებისგან განხვავებით, ეს ოთხი ლეგიონი აღარ აღდგენილა, მათი ნუმერაცია მოგვიანებით შექმნილ ლეგიონებში აღარ გამოუყენებიათ.
რუქა გერმანიის. კრემისფერიში და ყვითელი მიუთითებს გერმანიის იმ ტერიტორიებზე,რომლებიც რომის იმპერიამ კონტროლი დაკარგვა 9 წ-ს ტებტორბუგის ბრძოლის შემდეგ.
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ არმინიუსმა ვარუსის მოკვეთილი თავი მარობოდუსს, მარკომანების მეფეს, გერმანელთა კიდევ ერთ ძლიერ მმართველს გაუგზავნა და ანტი-რომაული ალიანსის შექმნა შესთავაზა. თუმცა მარობოდუსმა ვარუსის თავი რომში გაგზავნა და მომდევნო ომებში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. მარობოდუსის ამ საქციელის შემდეგ დაუსრულებელი ომი დაიწყო ორ გერმანელს ლიდერს შორის
Комментариев нет:
Отправить комментарий