вторник, 18 февраля 2020 г.

ბრონქული ასთმა

                              ბრონქული ასთმა

                                                მედიცინა
                               Asthma medicine.jpg
                   სხვადასხვა ინჰალატორები, რ-ებიც გამოიყენება ბროქული ასტმაის დროს
ბრონქული ასთმა – სასუნთქი გზების დაზიანებით მიმდინარე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა; ხასიათდება ბრონქების შეცვლილი რეაქტიულობით. დაავადების აუცილებელი ნიშანია ხუთვითი შეტევა და ასთმური სტატუსი.
გამოყოფენ ბრონქული ასთმის ორ ფორმას: იმუნოლოგიურსა და არაიმუნოლოგიურს, ასევე კლინიკურ-პათოგენეტიკურ ვარიანტებს:
  • ატოპური,
  • ინფექციურ-ალერგიული,
  • ავტოიმუნური, დისჰორმონული,
  • ნერვულ-ფსიქიკური,
  • ადრენერგული დისბალანსის,
  • ბრონქების რეაქტიულობის პირველადად ცვლადი (მათ შორის ,,ასპირინისმიერი” ასთმა და ფიზიკური დატვირთვის ასთმა),
  • ქოლინერგული
ჯაბდაცვის მსოფლიო ორგანზიცაამის მიხედვით 235 მილიონი ადამიანი აქვთ ასთმა. მკურნალობისტის იყენებენ სიმპტომებული პრეპარატებს. შეტევების შესაჩერებლად და პრეპარატები საბაზისო თერაპია, ზემოქედება პათოლოგიური მექანიზმებზე ავადმყოფობის. ვერაგი გართულება ასთმული სტატუსი.
იხ. ვიდეო - ბრონქული ასთმა და ასთმური ბრონქიტი, სრული ვიდეოვერსია, 3 მაისი, 2017



დაავადება იშვიათად იწყება შეტევითი ხველით, რომელსაც თან ახლავს ექსპირატორული ქოშინი, უმნიშვნელო რაოდენობის გამჭვირვალე ნახველის გამოყოფით (ასთმური ბრონქიტი). ბრონქული ასთმის გაშლილი სურათი ხასიათდება მოხრჩობის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე შეტევებით. შეტევებს შესაძლოა წინ უძღოდეს ცხვირიდან უხვი გამონადენი, შეტევითი ხველა და ა. შ. ასთმური შეტევა ხასიათდება მოკლე ჩასუნთქვითა და გახანგრძლივებული ამოსუნთქვით, რომელიც ისმის გარკვეულ მანძილზე ხიხინებით; გულმკერდი მაქსიმალური ჩასუნთვის მდგომარეობაშია. სუნთქვაში მონაწილეობენ მხრის სარტყლის კუნთები, ზურგის, მუცლის კედლის კუნთები.
ასთმური შეტევა
 ფილტვების პერკუსიით მოისმინება კოლოფისებური ხმიანობა, მრავლობითი მშრალი ხიხინი. შეტევა მთავრდება წებოვანი ნახველის გამოყოფით. მძიმე გახანგრძლივებული შეტევები შესაძლოა გადავიდეს ასთმურ მდგომარეობაში, რომელიც წარმოადგენს დაავადების მიმდინარეობის ერთ-ერთ მძიმე ვარიანტს. ასთმური მდგომარეობა ხასიათდება ბრონქების გამაფართოებელი თერაპიისადმი მზარდი რეზისტენტობითა და არაპროდუქტიული ხველით. გამოყოფენ ასთმური მდგომარეობის ორ ფორმას: ანაფილაქსიურსა და მეტაბოლურს. ანაფილაქსიური ფორმის დროს, რომელიც განპირობებულია იმუნოლოგიური ან ფსევდოალერგიული რეაქციებით, ალერგიული რეაქციის მედიატორების დიდი რაოდენობის გამოთავისუფლებით, ვითარდება მოხრჩობის მწვავე უმძიმესი შეტევა.
მსოფლიო გავრცელება ათმის 2003წ
: >10,1
: 7,6—10,0
: 5,1—7,5
: 2,5—5,0
: 0—2,4
: არ არის მონაცემები
 მეტაბოლური ფორმა ფორმირდება რამდენიმე დღის განმავლობაში. საწყის სტადიაზე წყდება ნახველის გამოყოფა, წარმოიქმნება ტკივილი მხრის სარტყლის კუნთებში, გულმკედსა და მუცლის პრესის მიდამოში. ჰიპერვენტილაცია, ამოსუნთქულ ჰაერთან ტენის დაკარგვა იწვევს ნახველის წებოვნების გაზრდას და ბრონქის სანათურის ობტურაციას წებვადი სეკრეტით. ფილტვების უკანა ნაწილებში ,,მუნჯი” ფილტვის უბნების წარმოქმნა ადასტურებს სტატუსის გადასვლას II სტადიაში; დამახასიათებელია დისტანციური ხიხინების აშკარა შეუსაბამობა აუსკულტაციით მათ არარსებობასთან. ავადმყოფთა მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. გულმკერდი ემფიზემატოზურად გადიდებულია; პულსი აღემატება 120 დარტყმას წუთში. არტერიული წნევა მატულობს. ეკგ-ზე აღინიშნება გულის მარჯვენა ნახევრის გადატვირთვის ნიშნები. ფორმირდება რესპირატორული ან შერეული აციდოზი. III სტადიაში (ჰიპოქსიურ-ჰიპერკაპნური ფორმა) მატულობს ქოშინი და ციანოზი, მკვეთრი აგზნება იცვლება გონების დაკარგვით, შესაძლებელია კრუნჩხვები. პულსი პარადოქსულია, არტერიული წნევა ქვეითდება. დაავადების მიმდინარეობა ხშირად ციკლურია: გამწვავების ფაზა დამახასიათებელი სიმპტომებითა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების მონაცემებით იცვლება რემისიით. ბრონქული ასთმის გართულებებია: ფილტვების ემფიზემა, ინფექციური ბრონქიტის თანდართვა, დაავადების ხანგრძლივი და მძიმე მიმდინარეობისას – ფილტვისმიერი გულის ჩამოყალიბება. დიაგნოზის დადგენა ხდება ექსპირატორული მოხრჩობის ტიპური შეტევებით, სისხლში და, განსაკუთრებით, ნახველში ეოზინოფილიით, დაწვრილებითი ანამნეზით, ალერგიული გამოკვლევებით, იმუნოგლობულინების I და G გამოკვლევებით
არსებობს რიგი რისკ-ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ბრონქული ასთმის დაწყებას და განვითარებას გარკვეულ პირებში.
ხახლური მედიცინა -  გთავაზობთ რადენიმე რეცეფტს ბრინხულიასტმის პროფლიატიკისთვის
1.დაქუცმაცებული 0,5გრ ხახვს დაასხით 1ლ. წყალი, დაამატეთ 0,5 ჭიქა შქარი და 1 ს/კ თაფლი, თავდახურულქვაბში ადუღეთ 3 სთ, იდულად ურიეთ და პერშეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ს/კ ნახარში, 3-4 ჯერ დღეში ჭმამდე 30-40წთ-ით ადრე.
2. 1 ჩ/კ გამხმარ ქრისთესისხლას დაასხით 0,5 ლ მშრალი ღვინო, ადუღეთ მანამ სანამ არ დარჩება 125გ სითხე, მიიღეთ 60გ 2-ჯერ დღეში ამამდე მლურნალობის კურსია თვეში ერთ კვირა.
3. 250 გრ დაფქვილი ყავას დაამატეთ 0,5 კგ თაფლი, კარგად აურიეთ მიიღეთ 1 ჩ/კ ჭამამდე 30 წთ-0ით ადრე.მიღებული მასა გათვალისწინებულია 20 დღ-ზე საჭიოროების შემთხვევაში გაიმეორეთ.
300გ პირშუშხას ფაფას შეურიეთ 5 ლიმონის წვენი. მჭიდროდ თავდახურული შეინახეთ  მაცივარში მიიღეთ უფროსებმა თითო ჩ/კ 3-ჯერ დღეშიჭამამდე 30წთ ადრე ბავშებს 5 წლის ასაკიდან 1/2 ჩ/კ უზმოდ. 
ფართოყელიან ჭურჭელში კანიანად ჩაჭერით კანიანად (უკურკოდ) 7 ლიმონი ზემოდან დააწყვეთ  3 ც კარგად გარეცხილი შიანაური ქათმის კვერცხიჭურჭელი დადგით ბნელ და გრილ ადგილას ყოველდღე დაამატეთ იმდენივე ლიმონი და კვერცხი რაოდენობა უნდა იყო 49 ც კვერცხი და ლიმონი 21ც ერთი დღის შეწმდეგ დაამატეთ 3კგ თაფლი და ჭურჭელი დადგით ბნელ და გრილ ადგილას 1 თვის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო კოვზი ს/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 40 წთ-ით ადრე ერთი კვირის განმავლობაში. მკურნალობა გაგრძელდება წამლის დასრულებამდე.
სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე - ასთმა ქრონიკული დაავადებაა და განსაკუთრებულ ყურადრებას საწიროებს. არ დარცეთ საწოლში ადექით ან წამოჯექით, ზურგს უკან დაიწყვეთ რამდენიმე ბალიში, გულმკერდი გაშალეთ და სუნთქვა გაგიადვილდებათ
სუნთქვის აღსადგენად შესრულეტ სპეციალური ვარჯიშები გაიმეორეტ ნელ ტემპში (მსუბუქი ფორმის დრო საკმარისია გაიმეოროთ 10-15-ჯერ) დაჯექით, გაიმართეთ, ხელები დაიწყვეთ მუცელზე ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით, ხელებიტ უნდა იგრძნოთ, რომ მუცელი ბურთივით იბერება ამ დროს გუილკერდი უმოძრაოდ არის, ტუჩები მილისებურად მოკუმეთ და პირით ნელა ამოისუნთქეთ.


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...