вторник, 11 февраля 2020 г.

პელოპონესის ომი

                     პელოპონესის ომი

                         

პელოპონესის ომი — ომი ათენსა და სპარტას გარშემო დაჯგუფებულ პოლისთა – დელოსისა და პელოპონესის კავშირებს შორის. ომი განაპირობა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ხასიათის მიზეზებმა, აგრეთვე ათენსა და სპარტას შორის მეტოქეობამ საბერძნეთში ჰეგემონიისათვის. ამას გარდა, სავაჭრო გზებისა და ბაზრებისათვის ერთმანეთს ექიშპებოდნენ ერთი მხრივ ათენი და, მეორე მხრივ პელოპონესის კავშირში შემავალი კორინთო და მეგარა. ბერძნული პოლისები ცდილობდნენ საკუთარი განუყოფელი მფლობელობის ქვეშ მოექციათ პურით მდიდარი სიცილიისა და იტალიის ოლქები, სპარტელები ხმელეთზე იყვნენ ძლიერები, ათენელები – ზღვაზე. იხ. ვიდეო
ომის დაწყების საბაბად იქცა აშკარა შეტაკებანი ჯერ ათენსა და მეგარას შორის. სპარტამ ულტიმატუმით მოსთხოვა ათენს კავშირის დაშლა და სახელმწიფოს თავკაცის პერიკლეს გაძევება. ათენმა ეს არ შეასრულა და საომარი გამოწვევა მიიღო.
Map Peloponnesian War 431 BC-ru.svg
რუქა საბერძნეთის ომის დასაწყისში

თარიღი - 431 - 404 საბერძნეთი, კუნძული ეგეოსის ზღვაში, მწირე აზია, სიცილია
შედეგი - სპარტის გამარჯვება
ცვლილება - ათენის ,,დერჟავის'' განადგურება
მიწინამღდეგეები
დელოსის კავშირი - მეთურები პერიკლე, კლეონი, ნიკია, ალკიბიადე
პელოპონესის კავშირი - არქიდამე II , ბრასიდი , ლისანდრი
ათენსა და სპარტას შორის დიდი ხანია არსებობდა წინაამღდეგობა. მიზეზი იყი სხვადასხვა პოლიტიკური წყობა სახელწიფოებს შორის. ათენელებსა თავისთავი მიჩნდათ დემოკრატია, როცა სპარტას ხელისუფლება იყო ოლიგარქიული. პოლისებში მათან შესული მოკავშირეებში ცდილობდნენ დამტკიცებინათ თავინთი პოლიტიკური მართველობის სისტემა. პოლიტიკური დაპირისპირებას უფრო აღმავებდა მათი წარმოშობები : ათენელები იყვნენ (მათი დიდი ნაწილი) იონელები, როცა სპარტელები, თავის მხრივ და მათი მოკავშრეები - დორიელები.
ომი დაიწყეს სპარტის მოკავშირე თებელებმა, რომლებიც მოულოდნელად დაესხნენ თავს ათენის მოკავშირე პლატეას. ამას მოჰყვა სპარტის მეფის არქიდამეს მაოხარი ლაშქრობა ატიკაში. მისი სახელის მიხედვით ომის პირველ ათწლეულს (ძვ. წ. 431 – 421) ეწოდა „არქიდამოსის ომი“. მტრის შემოჭრისთანავე ატიკის მოსახლეობა თავშესაფარებლად მიაწყდა ქალაქს.
                                
                               პირველი ათენის  საზღვაო კავშირი 431  ჩვ. წ. აღ
ძვ. წ. 430-429 წლებში ათენში საშინელი ეპიდემია (შავი ჭირი) მძვინვარებდა. მოსახლეობის მეოთხედი დაიღუპა. ათენელებმა მტრის სახმელეთო შემოტევას უპასუხეს ძლიერი საზღვაო თავდასხმებით პელოპონესის ნაპირებზე. 425 წელს ათენელებმა დემოსთენეს სარდლობით ხელთ იგდეს ქალაქი პილოსი, იმავე წელს მათ აიღეს კ. სფაქტერია და დაატყვევეს 300 პელოპონესელი მეომარი, მათ შორის 120 სპარტელი. ეს იყო პირველი შემთხვევა სპარტელთა ტყვედ ჩავარდნისა. 424 წელს სპარტელებმა ბრასიდას სარდლობით ხელთ იგდეს ქალაქი ამფიპოლისი422 წელს ათენელებმა კლეონის სარდლობით შეეცადნენ ამფიპოლისის დაბრუნებას. ბრძოლაში დაიღუპა კლეონიც და ბრასიდაც, ათენელები დამარცხდნენ და ამფიპოლისი სპარტელებს დარჩათ.
421 წელს დაიდო დროებითი ზავი („ნიკიასის ზავი“). 418 წელს ბრძოლა განახლდა. ათენელებმა ალკიბიადეს თაოსნობით (ძვ. წ. 415) დიდი საომარი ექსპედიცია მოაწყვეს სიცილიაში. ქალაქი სირაკუსასთან ბრძოლები პირველად წარმატებით მიდიოდა, მაგრამ ალკიბიადე მტრების დახმარებით სირაკუსასთან დამარცხდნენ. ძვ. წ. 411 წელს ათენში მოხდა ოლიგარქიული გადატრიალება და „400-თა ძალაუფლება“ დამყარდა. მაგრამ მალე გადატრიალება გააუქმეს და შემორიგებული ალკიბიადეს მეთაურობით ათენის ფლოტმა ძვ. წ. 411–408 წლებში. მთელ რიგ წარმატებებს მიაღწია იკონიაში. ძვ. წ. 406 წელს ათენელებმა უკანასკნელად გაიმარჯვეს საზღვაო ბრძოლაში არგინიუსის კონცხთან. მომდევნო წელს სპარტელებმა სპარსელთა დახმარებით აღადგინეს ფლოტი და მდინარე ეგეოსპოტამოსთან სასტიკად გაანადგურეს ათენელები. ძვ. წ. 404 წელს ზღვიდან და ხმელეთიდან გარშემორტყმული ათენი მოწინაღმდეგეებს დანებდა.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...