გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა (United Nations Development Programme, UNDP) — დაარსებულია 1965 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით გაეროს სპეცფონდისა და გაფართოებული ტექნიკური დახმარების პროგრამის შერწყმის გზით. ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: დახმარების მიმღები ქვეყნებისათვის ექსპერტების და კონსულტანტების გაგზავნა, ტექნიკის და მოწყობილობების მიწოდება, კადრების მომზადება, სემინარების ორგანიზება და სხვა.
იხ. ვიდეო
გაეროს განვითარების პროგრამას აქვს ოფისი 177 ქვეყანაში და ფაქტობრივად წარმოადგენს გაეროს სისტემის ორგანიზაციების მიერ განხორციელებელი საქმიანობისა და მრავალმხრივი დახმარების კოორდინატორს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მმართველთა საბჭო 48 წევრის შემადგენლობით, რომელიც აირჩევა ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ 3 წლის ვადით. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ნიუ-იორკი. ამჟამად მისი ადმინისტრატორია ახიმ შტაინერი. იგი ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ დამხმარე უწყებას გარემოს დაცვის გლობალური ფონდისათვის (GEF).
გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფოთა მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ნებაყოფლობითი შენატანები.
ბიუჯეტის ფინანისრება ხდება ნებაყოფლობითი შენატანით სახელწიფო-წევრები და დამკვირვებლელბი გაეროსი, მრავალმხრივი ინსტიტუტების, კერძო სექტორის და სხვა წყაროებით რეგულარული შენატანებით. შენაწირი განსაზღვრულია კონკრეტული რეგიონისთვის, პროექტებზე აბ განვითარებისთვის. 2017წ-ს 66% ბიუჯეტის შედგენდა სახელწიფო- წევრებისგან, 33% - მრავალმხრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ, 1% - კერძო სექტორის
№ | ქვეყნები-დონორები | დოლარი |
---|---|---|
1 | აშშ | 79 804 287 |
2 | გაერთინმებული სამეფო | 72 559 367 |
3 | შვეცია | 70 525 392 |
4 | იაპონია | 66 301 590 |
5 | ნორვეგია | 64 241 11 |
Комментариев нет:
Отправить комментарий