четверг, 6 февраля 2020 г.

დამწვრობა

                                 დამწვრობა

                       Brandwond-graad2.JPG
                                                        თერმული და ქიმიური დამწვრობა

დამწვრობითი დაავადება — კანისლორწოვანი გარსისა და მათ ქვეშ მდებარე ქსოვილების დაზიანება მაღალი ტემპერატურის (თერმული დამწვრობა), ქიმიური ნივთიერების (ქიმიური დამწვრობა), ელექტრული დენის (ელექტროთერმული დამწვრობა), მაიონიზებელი გამოსხივების (სხივური დამწვრობა) და სხვა მოქმედებით.
ახასიათებენ 4 სხვადასხვა დონის დამწვრობას:
1. კანის გაწითლება
2. წყლულების წარმოქმნა
3. კანის კვდომა მთელი კანსი მთელი სიქის
4. ქსოვილების კარბონაზიცია

იხ. ვიდეო
სიმძიმის მიხედვით დამწვრობის განისაზღვრება ფართობს ზომას და ქსოვილების სიღრმის დაზიანება. რაც უფრო დიდი ფართობია და ღრმა არის დაზიანება კანის, მით უფრო მძიემა დაწვრობის ტრამვა. პირველი დახმარება დაწვრობის დროს წარმოადგენს იმას, რომ შეწყდეს დამწვრობის ზემოქედების გარეგანი ფაქტორის და დამუშავება ჭრილობის.
განსაკუთრებული ფორმები - სხივური დამწვრობა (მზის, რედგენის და სხვ.) დენის დარტყმის.
გაყინვა ( დაზიანება დაბალი ტემპერატუისას) და ვიბრაციული ავადმყოფობა (შედეგი ხანგრძლივი ზემოქედებისას ულტრაბგერის აბ ხანგრძლივი ვიბრაცია) ამწვრობა არ მიიჩნევა.
იხ. ვიდეო

დამწვრობის დაზიანების სიმძმე განისაზღვრება დამწვარი ზედაპირის სიღრმითა და სიფართოვით. განარჩევენ ზედაპირულ და ღრმა დამწვრობას. ზედაპირულს განეკუთვნება: I (კანის გაწითლება და შეშუპება), II (კანზე სითხით სავსე ბუშტულების გაჩენა) და III (კანის ზედა შრეების ნეკროზი) ხარისხის დამწვრობა; ღრმას კი III (კანის ყველა შრის ნეკროზი) და IV (კანისა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების — ფასციის, კუნთების, მყესების, ძვლების დანახშირება) ხარისხის დამწვრობა. დამწვრობა ზოგჯერ ორგანიზმში მთელი რიგი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის მოშლას იწვევს. როდესაც ზედაპირული დამწვრობის ფართი სხეულის ზედაპირის 20%-ს აღწევს, ხოლო ღრმა დამწვრობისა 10%-ს აღემატება, ვითარდება დამწვრობითი დაავადება, სადაც განარჩევენ შოკის, მწვავე ტოქსემიის (მიკრობთა ტოქსინებით და ქსოვილთა დაშლის პროდუქტებით ორგანიზმის მოწამვლა), სეპტიკოტოქსემიისა (ემატება ჩირქოვანი პროცესი) და რეკონვალესცენციის ანუ გამოჯანსაღების პერიოდს.
                                                                    
                                                            წყლული 2-ე ხარისხის დამწვრობისას
ავადმყოფს ათავსებენ თბილ ოთახში, აძლევენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, დამწვარ არეებზე აფარებენდამწვრობის საწინააღმდეგო მალამოთი ან ხსნარით გაჟღენთილ სტერილური დოლბანდის საფენებს, ფართო დამწვრობის დროს კი ახვევენ სუფთა, გაუთოებულ ზეწარში. მჟავებით დამწვრობის დროს დაზიანებულ ადგილს ჯერ გამდინარე წყლით მობანენ, შემდეგ, სოდის სუსტ (2%-იან) ხსნარში დასველებულ საფენებს დაადებენ, ხოლო ტუტეებით დამწვრობის შემთხვევაში — სუსტი მჟავების (2%-იანი ძმრის, ბორის, 5%-იანი ლიმონის) ხსნარში დასველებულ საფენებს. საყლაპავისა და კუჭის დამწვრობისას საჭიროა კუჭის რამდენჯერმე ამორეცხვა წყლით, შემდეგ დიდი რაოდენობით სითხის (წყალი, რძე) დალევა, კარაქის ან უმი კვერცხის გადაყლაპვა. თვალების დამწვრობის დროს თვალებს ჯერ წყლით ბანენ შემდეგ სპეციალურ მკურნალობას უნიშნავენ. დამწვრობის ყველა შემთხვევაში აუცილებელია ავადმყოფის დროული ჰოსპიტალიზაცია. სტაციონარში მოთავსებისთანავე ავადმყოფს უკეთებენ ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატს და ანტოქსინს. დამწვრობის ირგვლივ კანს ამუშავებენ ანტისეპტიკური ხსნარებით, დაზიანებულ ადგილზე ადებენ ანტიბაქტერიულ მალამოს და უხვევენ (მკურნალობის დახურული წესი). ზოგჯერ ჭრილობას ღიად ტოვებენ. ღრმა დამწვრობის შემდეგ დარჩენილი კანის დეფექტის დასაფარავად მიმართავენ კანის გადანერგვას.


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...