пятница, 20 марта 2020 г.

ვირუსები

                                    ვირუსები

                                                     
                                         ვირუსის შეჭრა და ბუდობა პატრონის ორგანიზმში
20–300 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ნაწილაკები, რომელთაც ცოცხალი უჯრედების ინფიცირების უნარი აქვთ. სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები - ვირუსები არსებობს ცოცხალ არსებათა დიდი ჯგუფი, რომელსაც არ აქვს უჯრედოვანი აგებულება. ამ არსებებს ვირუსები ეწოდება (ლათ. „viruse“ - შხამი) და ისინი სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმებს მიეკუთვნებიან. ვირუსები არც მცენარეებს მიეკუთვნება და არც ცხოველებს. ისინი უმცირესი ზომის არსებები არიან. ამიტომ მათი შესწავლა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით.
                                          Rotavirus Reconstruction.jpg
როტავირუსი კოპიუტერული რეკონსტრუქცია ელექტრონული მიკრსკოპის დაკვირვების საფუზვლეზე
 ვირუსების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ მათ სიცოცხლე და გამრავლება შეუძლიათ მხოლოდ სხვა, ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში. ცოცხალი ორგანიზმების უჯრედის გარეშე ვირუსებს არსებობა არ შეუძლიათ და ბევრ მათგანს გარემოში კრისტალების ფორმა აქვს. როდესაც ვირუსები ჩასახლდებიან ცხოველების, მცენარეების და ბაქტერიების უჯრედებში, იწვევენ ბევრ საშიშ დაავადებას, ამიტომ ისინი განიხილებიან როგორც უჯრედის პარაზიტები. ადამიანის ვირუსულ დაავადებებს განეკუთვნებიან, 
იხ. ვიდეო

მაგალითად, წითელაგრიპისურდოშიდსიპოლიომიელიტიყვავილიჰეპატიტებიჩუტყვავილაყბაყურა და ა.შ. მცენარეთა ვირუსულ დაავადებათა შორის ცნობილია თამბაქოსბარდისა და სხვა კულტურების მოზაიკური დაავადება, რომლის დროსაც ვირუსები შლიან ქლოროპლასტებს და ფოთლის დაზიანებული ნაწილები უფერულდებიან. ყოველი ვურუსული ნაწილაკი შედგება დნმ ან რნმ-ის მცირე რაოდენობისაგან, რაც დაფარულია ცილოვანი გარსით. ეს გარსი დამცველობით როლს ასრულებს. განვითარების თავისებურების მიხედვით ვირუსი შეიძლება იყოს აქტიური ან ლატენტური:
                                   
იოკოსაკათერული ვირუსების სტრუქტურა: A. ვირუსები, რომლებსაც არ აქვთ ლიპიდური გარსი (მაგალითად პიკორნავირუსები)
B. გარსიანი ვირუსები (მაგალითად, ჰერპევირუსები).
ციფრებით აღნიშნული: 1. კაპსიდი, 2. გენომური ნიკოიდური მჟავა 3. კაპსომერი 4. ნიკლოკაპსიდი 5. ვარიონი 6. ლიპიდური გარსი 7. მემბრანული ცილის გარსი
ვირუსები გა,ოვლინებას ახდენს ფართოდ სხვადასხვა ფორმბსა და ზომებში. როგორც ჩვეულებრივ ვირუსები გაცილებით პატარები არიან ბაქტერიებზე.
ვირუსების კლასიფიკაციის სქემა:
განვითარების თავისებურების მიხედვით აქტიურ ვირუსებს მიეკუთვნებიან მაგ: გრიპის, სურდოს, წითელას, წითურას და ა. შ. ვირუსები, ხოლო ლატენტურ ვირუსებად შეგვიძლია მივიჩნიოთ შიდსის, ჰერპესის, C ჰეპატიტის ვირუსი და სხვა მსგავსი ვირუსები. უჯრედში შესული ვირუსის მემკვიდრული მასალა ეშენება მასპინძელი უჯრედის დნმ-ს და მისი ნაწილი ხდება. ამის შემდგომ ის იწყებს მასპინძელი უჯრედის ნუკლეოტიდების, ამინომჟავების, ფერმენტებისა და რიბოსომების გამოყენებას საკუთარი ცილისა და დნმ-ის საწარმოებლად. მაგ: გრიპის ვირუსი აიძულებს უჯრედს ,აწარმოოს მისთვის დამახასიათებელი მხოლოდ ორი ტიპის ცილის მოლეკულა, ნაცვლად უჯრედისთვის დამახასიათებელი ასობით სხვადასხვა მოლეკულისა. საბოლოო ჯამში ვირუსი აიძულებს მასპინძელ უჯრედს, წარმოქმნას მრავალი ახალი ვირუსი, რომელიც შემდგომ მასპინძელ უჯრედს ანადგურებს. მცენარეებში ძირითადად რნმ-შემცველი ვირუსები პარაზიტობენ (მაგ: თამბაქოს მოზაიკური ვირუსი), ხოლო ცხოველურ უჯრედებში კი სახლდებიან და დაავადებებს იწვევენ როგორც რნმ, ასევე დნმ შემცველი ვირუსები
იხ. ვიდეო
ცნობილია ასევე ისეთი ვირუსებიც, რომლებიც ბაქტერიების უჯრედებში სახლდებიან. მათ ბაქტერიოფაგებს ანუ ფაგებს უწოდებენ. ბაქტერიოფაგები მთლიანად შლიან ბაქტერიულ უჯრედებს და მათი გამოყენება შეიძლება ისეთი ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა დიზენტერია, მუცლის ტიფი, ქოლერა და ა.შ. განვიხილოთ აგებულება იმ ბაქტერიოფაგისა რომელიც სახლდება ნაწლავის ჩხირის უჯრედებში. ასეთი ბაქტერიოფაგი ფორმით თავკომბალას მოგვაგონებს. მისი სხეული შედგება თავის, კუდისა და კუდის რამდენიმე გამონაზარდისაგან. თავი და კუდი გარედან ცილოვანი გარსითაა დაფარული. თავის შიგნით არის დნმ, ხოლო კუდის შიგნით გადის არხი. ბაქტერიოფაგი ნაწლავის ჩხირის უჯრედში იჭრება. ის ჯერ უჯრედის ზედაპირზე მაგრდება და მიმაგრების ადგილზე ხსნის ბაქტერიის გარსს. შემდეგ ბაქტერიოფაგის დნმ შეშხაპუნდება ბაქტერიის უჯრედში. ამის შემდეგ ბაქტერიოფაგით დასნებოვნებულ ნაწლავის ჩხირში იწყება ბაქტერიოფაგის დნმ-ის და არა საკუთრივ ბაქტერიის დნმ-ის სინთეზი, რის შედეგადაც ბაქტერია იღუპება. თუ ოდესმე ტუჩზე ე.წ. „გაციების გამონაყარი“ გქონია, ეს ნიშნავს, რომ ადრე ინფიცირებული ყოფილხარ ჰერპესის ვირუსით (დნმ შემველი ვირუსი), რომელიც ახლა აქტიურ ფაზაში გადავიდა. გააქტიურებული ვირუსი ანადგურებს თქვენი ტუჩის უჯრედებს. რამდენიმე ხანში ვირუსი ისევ ლატენტურ (ფარულ) ფაზაში გადადის, გამონაყარი გაქრება, მაგრამ ვირუსი ორგანიზმის უჯრედებში მაინც არსებობს. ხელმეორედ გაციებამ შეიძლება ჰერპესის ვირუსი კვლავ გაააქტიუროს. შიდსის (HIV - იმუნოდეფიციტის გამომწვევი ვირუსი) ვირუსი მიეკუთვნება რნმ შემცველ ვირუსებს. (შეიცავს რნმ-ის 2 მოლეკულას). იგი სფერული ფორმისაა და გარედან დაფარულია ლურსმნისებური გამონაზარდებით
წარმოშობა - ვირუსების წარმოშობა  და ევოლუცია უძველესი დროს სიცოცხლის არ არის ბოლომდე ნათელი: რადენიმე მათგანი შეიძლება წარმოშობილიყო პლაზმიდიმებიდან მცირე მოლეკულიდან დნმის, შეუზლიათ გადასცენ ერთი უჯრედიადან მეორეზე , სხვა შეიძლება ბაქტერიებიდან წარმშობოლიყვნენ.
                                                         
                     ძირითადი ვირუსული იფექციები ადამიანის და მისი პათოგენები
ყველაზე ცნობილი ვირუსული დააავდება ადამიანის შეიძლება გამოიწვიოს გაციება (ის შეიძლება იყოს და ბაქტეოროლოგიურიც ეტიმოლოგიური), გრიპი, ჩუთყვავილა და ჰერპესი. ცნობილია ასევე ისეთი ვირუსებიც, რომლებიც ბაქტერიების უჯრედებში სახლდებიან. მათ ბაქტერიოფაგებს ანუ ფაგებს უწოდებენ. ბაქტერიოფაგები მთლიანად შლიან ბაქტერიულ უჯრედებს და მათი გამოყენება შეიძლება ისეთი ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა დიზენტერია, მუცლის ტიფი, ქოლერა და ა.შ. განვიხილოთ აგებულება იმ ბაქტერიოფაგისა რომელიც სახლდება ნაწლავის ჩხირის უჯრედებში. ასეთი ბაქტერიოფაგი ფორმით თავკომბალას მოგვაგონებს. მისი სხეული შედგება თავის, კუდისა და კუდის რამდენიმე გამონაზარდისაგან. თავი და კუდი გარედან ცილოვანი გარსითაა დაფარული. თავის შიგნით არის დნმ, ხოლო კუდის შიგნით გადის არხი. ბაქტერიოფაგი ნაწლავის ჩხირის უჯრედში იჭრება. ის ჯერ უჯრედის ზედაპირზე მაგრდება და მიმაგრების ადგილზე ხსნის ბაქტერიის გარსს. შემდეგ ბაქტერიოფაგის დნმ შეშხაპუნდება ბაქტერიის უჯრედში. ამის შემდეგ ბაქტერიოფაგით დასნებოვნებულ ნაწლავის ჩხირში იწყება ბაქტერიოფაგის დნმ-ის და არა საკუთრივ ბაქტერიის დნმ-ის სინთეზი, რის შედეგადაც ბაქტერია იღუპება. თუ ოდესმე ტუჩზე ე.წ. „გაციების გამონაყარი“ გქონია, ეს ნიშნავს, რომ ადრე ინფიცირებული ყოფილხარ ჰერპესის ვირუსით (დნმ შემველი ვირუსი), რომელიც ახლა აქტიურ ფაზაში გადავიდა. გააქტიურებული ვირუსი ანადგურებს თქვენი ტუჩის უჯრედებს. რამდენიმე ხანში ვირუსი ისევ ლატენტურ (ფარულ) ფაზაში გადადის, გამონაყარი გაქრება, მაგრამ ვირუსი ორგანიზმის უჯრედებში მაინც არსებობს. ხელმეორედ გაციებამ შეიძლება ჰერპესის ვირუსი კვლავ გაააქტიუროს. შიდსის (HIV - იმუნოდეფიციტის გამომწვევი ვირუსი) ვირუსი მიეკუთვნება რნმ შემცველ ვირუსებს. (შეიცავს რნმ-ის 2 მოლეკულას). იგი სფერული ფორმისაა და გარედან დაფარულია ლურსმნისებური გამონაზარდებით.

შიდსის ვირუსი

ანტიბიოტიკი ვირუსულ დაავადებებს ვერ კურნავს, თუმცა ვაქცინების მეშვეობით ზოგიერთი ვირუსული დაავადება შეიძლება თავიდან ავიცილოთ. ვაქცინა მზადდება დაზიანებული ვირუსის ნაწილაკებისაგან, რომელსაც დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლიათ. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ჩამოთვლილია ადამიანის დაავადებების გამომწვევი ვირუსები და მითითებულია არსებობს თუ არა მისი ვაქცინა:
დაავადებაგამომწვევი ვირუსივაქცინა
შიდსიHIV_
ჩუტყვავილაზოსტერი ვარიცელა+
ჩვეულებრივი გაციება (სურდო)რინოვირუსები_
გრიპიA, B, C ტიპის ინფლუენცა+
წითურარუბელა+
ყბაყურაპარამიქსოვირუსი+
პოლიომიელიტიპოლიოვირუსი+
ცოფირაბდოვირუსი+

პირველი ვაქცინა 1796 წელს შექმნა ინგლისელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა მძიმე დაავადების - ყვავილის წინააღმდეგ. იმ დროისათვის ვირუსი არ იყო ცნობილი და მან არც კი იცოდა რას ებრძოდა. თუმცა დღეისათვის ეს მეთოდი ვირუსებთან ბრძოლის ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

რინოვირუსები - ეს ნფექციურიის ყველაზე მსუბუქი მწვავე რესპირაციული ინფექციაა. ახასიათებს ცხვირის ლორწოვანის გარსის უპირატესად დაზიანება და უხვი რინორეა.ორგანიზმის ინტოქსიკაცია ამდროს უმნიშვნელოა.
რინოვირუსუსულ ინფექციას ძველად გაციებას ეძახდნენ. - გადამდედსურდოს. 
რინოვირუსები კარგად იტანნე დაბალ ტემ-რას, გათბობას, გაშრობასა და სადეზინფიქციო ხსნარებისთ ინაქტივირება.
რინოვირუსული ინფექციით ავადებიან როგორც ბავშვები ისე მოზრდილები, ინფექციის წყაროა ავადმყოფი ადამიანი, რ-იც საინკუპაციო პერიოდის ბოლო დღებსა და მწვავე პერიოდში გამოყოფს ვირუსს და ჰაეწვეთოვანი და კონტაქტური გზით გადასცემს ჯამრთელ ადამიანს. ავადობა იმატებს შემოდგომასა და გაზაფხულზე. ზოგჯერ მცირე აფეთქებები სახით. იმუნიტეტი ერთ წლამდე გასტანს დადებით გამნერორება სხვადასხვა სესროვარით არის განპირობებული.
დაავდების საინკუპაციო პერიოდია 1-6 დღ.საშუალოდ 2-3დღ. დაავადება იწყება სურდოთი. სუმფებრულებული ტემპარ-რა 2-4დღ. ცხვირის გასავლებისადა ნიჟარების შეშუპების გამო რადენიმე სატში იწყება რინიტი.უხვი სუროზული გამოდენით . ავდყოფს აწუხებს ცრემლიანობა და ყელის ტკივილი ყლაპვის დროს.ქვედა სასუნთქი გზები იშვიათად ზიანდება. დაავდება გრძელდება 1-6 დღე,საშუალოდ - 2-3 დღ, დაავდება იწყება სურდოთი. საჭიროა ავადყოფის იზოლაცია ბინის პირობებში.

                                                              

სელჩუკთა სახელმწიფო

                  სელჩუკთა სახელმწიფო

                 
 სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებლად სელჩუკს თვლიან, მაგრამ დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ოფიციალურად 1040 წელს დანდანდაქანის ველზე ღაზნევიდებთან სელჩუკების გამარჯვების შემდეგ ჩაეყარა საფუძველი. ღაზნევიდების სახელმწიფოსაგან ვასალური პირობებით მიიღეს მიწები ხორასანში (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და 1040 წელს დაამარცხეს ისინი დენდანაკანთან გამართულ ბრძოლაში. 1038 წელს თოღრულ-ბეგმა მიიღო სულთნის ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს. მისი მეთაურობით სელჩუკებმა 1040-50 წლებში დაიპყრეს ხორეზმიირანი, 1050-იან წლებში - აზერბაიჯანიქურთისტანიერაყიალფ-არსლანის მმართველობის წლებში დაიპყრეს სომხეთი (1064), მანაზკერტთან ბრძოლაში დაამარცხეს ბიზანტია (1071), დაიმორჩილეს მცირე აზია და სხვა ტერიტორიები. სულთან მალიქ-შაჰის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია: დაიპყრო კარახანიდების სახელმწიფო შუა აზიაში, ასევე საქართველო.
იხ. ვიდეო

იმპერიის ზრდასთან ერთად დაიწყო ფეოდალიზირებული სამხედრო-მომთაბარე დიდგვაროვანთა ცენტრიდანული მისწრაფებები. უკვე მელიქ-შაჰის მმართველობისას გაჩნდნენ სასულთნოები, რომელთაც სელჩუკიდთა დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ და მხოლოდ ნომინალურად იყვნენ დამოკიდებულნი ცენტრალური ხელისუფლებისაგან („დიდი სელჩუკისაგან“). ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ქერმანის სასულთნო (1041-1187), რუმის, იგივე კონიის სასულთნო (1077-1307), სირიის სასულთნო (1094-1117) და სხვა. პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ სელჩუკებმა დაკარგეს პალესტინასირია, მცირე აზიის სანაპირო ტერიტორიები, საქართველო. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ფეოდალური შინაომები გაძლიერდა, 1118 წელს სახელმწიფო მისმა შვილებმა გაინაწილეს: სანჯარს ერგო აღმოსავლეთი ოლქები დედაქალაქით მერვში, მაჰმუდს დასავლეთი - ერაყის სასულთნო (1118-1194). სანჯარს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა მსხვილ მონაპირე ფეოდალებთან, რის შემდეგაც მან დაკარგა უზენაესი ხელისუფლება შუა აზიაში და 1157 დიდი სელჩუკების დინასტიამ ხორასანში არსებობა შეწყვიტა.

         ღაზნევიდების სახელმწიფო

                                           
თურქული წარმოშობის დინასტია, რომელიც მართავდა ღაზნეველთა სახელმწიფოს (X-XII სს.). სახელწოდება მომდინარეობს ქალაქ ღაზნიდან, რომელიც მდებარეობს ავღანეთის სამხრეთ აღმოსავლეთში. დინასტია დააარსა 962 წელს სამანიდმა მხედართმთავარმა ალი-თეგინიმ, რომელმაც ქალაქ ღაზნის დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა თავი. განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწია მაჰმუდ ღაზნევის მმართველობისას (998-1030), როდესაც სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე ავღანეთსირანისცენტრალური აზიის და ინდოეთის მთელ რიგ რეგიონებს. მისი მმართველები ახალისებდნენ მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას – სამეფო კარზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ცნობილი პოეტები და მეცნიერები: ალ-ბირუნიფირდოუსი და სხვები. მასუდ I-ის მმართველობის წლებში (1030-1041 წწ.) სახელმწიფომ დაშლა დაიწყო. 1040 წლისათვის იგი მოიცავდა ავღანეთისა და პენჯაბის მხოლოდ მცირე ნაწილს. ლიკვიდირებულ იქნა XII ს-ის 70-80-იან წლებში ღურიდების მიერ.




ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)

             ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)

                                               Bagrat IV.jpg      
                                                          ბაგრატ IV-ის გამოსახულება

(დ. 1018 ან 1020 ― გ. 24 ნოემბერი1072) — საქართველოს მეფე 1027-იდან, გიორგი I-ისა და დედოფალ მარიამის უფროსი შვილი. წინამორბევი გიროგი I დაიბ.ადგილი ქუთაისი, მეუღლე 1.ელენე, 2.ბორენა შვილი გიორგიII.
1022-1025 მძევლად იყო კონსტანტინოპოლში. ბაგრატ IV-ის და მისი სამეფო კარის უმთავრესი ამოცანა იყო სახელმწიფოს დაცვა ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკი დამპყრობლებისაგან, ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან აზნაურთა წინააღმდეგობის დაძლევა და საქართველოს ერთიანი სამეფოს ფარგლებს გარეთ დარჩენილი ქართული მიწა-წყლის შემოერთება. მცირეწლოვანი ბაგრატ IV-ის გამეფებისთანავე ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VIII-მ დაარღვია 1022 დადებული ზავი და საქართველოში ჯარი გამოგზავნა. მტერმა გაძარცვა და ააოხრა სამხრეთ საქართველო. ტაოს მსხვილ ფეოდალთა ნაწილი ვაჩე კარიჭისძისა და ეპისკოპოს იოანე ბანელის მეთაურობით მტრის მხარეზე გადავიდა. ბიზანტიელებმა ვერ შეძლეს კლდეკარის ციხესიმაგრის აღება. შავშეთ-კლარჯეთში თავდაცვის ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგნენ ეპისკოპოსები საბა მტბევარი და ეზრა ანჩელი და მტერს ამ მხარის დაპყრობის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ ბიზანტიელებმა ტაქტიკა შეცვალეს: მათ საქართველოში გამოგზავნეს დემეტრე უფლისწული (გურგენ არტანჯულის ძე), რომელიც ბაგრატ III-ის დროს ბიზანტიაში გაიქცა. დემეტრეს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოყვანით ბიზანტია ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის საქართველოს დასაპყრობად კი არ მოდიოდა, არამედ ბაგრატ III-ის მიერ უკანონოდ დაჩაგრული ბატონიშვილის უფლებათა დასაცავად იბრძოდა. მტრის ამ ტაქტიკას წარმატებაც მოჰყვა: მწარმოებელი საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც თავისი მდგომარეობის გაუმჯობესების იმედებს ახალ მეფეს უკავშირებდა, საკუთარი ფეოდალების წინააღმდეგ აჯანყდა და დემეტრესა და ბიზანტიელებს მიემხრო. დაპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლა კლასობრივი ბრძოლით გართულდა. ამ კრიტიკულ მომენტში კონსტანტინე III გარდაიცვალა და ბიზანტირლებმა ჯარი საქართველოდან გაიწვიეს.
იხ.ვიდეო

ბიზანტიასთან ომში დასუსტებულ საქართველოს ბრძოლის გაგრძელება არ შეეძლო, თვით ბიზანტიაც აღმოსავლეთში მტრების მოწოლის გამო საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ესწრაფოდა. ასეთ პირობებში მარიამ დედოფლის ინიციატივით 1029/1030 ბიზანტიასთან ზავი დაიდო. იმპერატორმა რომანოზ III-მ ბაგრატ IV-ს ცოლად მიათხოვა თავისი ძმის ბასილის ასული ელენე და მიანიჭა კურაპალატობის პატივი. ეს პოლიტიკური კავშირი ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობის საფუძველი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დედოფალი ელენე მალე გარდაიცვალა ქუთაისში, ბაგრატ IV-მ ცოლად შეირთო ოსთა მეფის ასული ბორენა. მალე დაიწყო ახალი შინაომი. რეაქციონერმა ფეოდალებმა ბაგრატ IV-ს აუმხედრეს მისი ნახევარძმა დემეტრე უფლისწული ( გიორგი I-ისა და ალდე დედოფლის შვილი), რომელიც ანაკოფიაში (აფხაზეთი) ცხოვრობდა. დემეტრეს გამეფების ცდა მარცხით დაამთავრა. დედა-შვილმა 1032 ანაკოფია ბიზანტიელებს გადასცეს. დემეტრე კონსტანტინოპოლში გაიქცა.
                                                      
                                                                           ბაგრდა IV მონეტა
30-იან წლებში დაიწყო ბრძოლა თბილისის საამიროს შემოერთებისათვის. 1032 კლდეკარის ერისთავმა. ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაღვაშსა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზესძემ თბილისის ამირა ჯაფარი შეიპყრეს, მაგრამ იმის შიშით, რომ თბილისს ლიპარიტი დაეუფლებოდა, ბაგრატ IV-მ ამირა გაათავისუფლა. 1038/1040 ბაგრატ IV-მ წარმატებით შეუტია თბილისის საამიროს, ამირა ჯაფარი უკვე გასაქცევად ემზადებოდა, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანში თურქ-სელჩუკების შემოჭრის გამო, აგრეთვე ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდგვარიანთა რჩევით, ბაგრატ IV ამირას დაეზავა. ეს იქცა საბაბად ლიპარიტსა და ბაგრატ IV-ს შორის განხეთქილებისა და ბრძოლისა, რომელმაც თითქმის ორი ათეული წელი გასტანა.
1045 ბიზანტიელთა აგრესიით შეწუხებულმა ანისის თავკაცებმა ქალაქი ბაგრატ IV-ს გადასცეს (ბაგრატ IV-ის დედა მარიამი ვასპურაკანის უკანასკნელი მეფის სენექერიმ არწრუნის ასული იყო). ბაგრატ IV-მ და მარიამმა ანისის გამგებლად არტანუჯის ერისთავი აბუსერ აბუსერისძე დანიშნეს. იმავე წელს ბაგრატ IV-მ დაიწყო ბრძოლა ბიზანტიასთან ანაკოფის დასაბრუნებლად და ხუფათის შემოსაერთებლად. ამ ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში ბაგრატ IV-ის თბილისის გამგებლების დელეგაციამ ქალაქის ჩაბარების წინადადებით მიმართა. ბაგრატ IV-მ ანაკოფიისა და ხუფათისთვის ბრძოლის მეთაურობა თავის სარდლებს ჩააბარა, თვითონ სასწრაფოდ ქართლში გადმოვიდა, თბილისში შევიდა და ქალაქში მოხელეები განაწესა. მეფეს წინააღმდეგობა გაუწია თბილისის გარეუბანმა ისანმა, რომლის აღება შეუძლებელი გახდა. ამ დროს ლიპარიტ IV ბაღვაშის დახმარებით ანისს ბიზანტიელები დაეუფლნენ. 1046 ლიპარიტმა მოიშველია ბიზანტიელთა ლაშქარი, დაუკავშირდა კახეთის სამეფოს, ტაშირ-ძორაგეთის სომეხთა მეფეს და ქართლში შემოიჭრა. მას თან მოჰყავდა დემეტრე გიორგის ძე. ბაგრატ IV იძულებული გახდა თბილისისათვის თავი დაენებებინა და მტერს ჯავახეთში შეხვდა. გადამწყვეტი ბრძოლის წინ დემეტრე გარდაიცვალა. ბრძოლა ბაგრატის მარცხით დასრულდა. ლიპარიტმა ხელთ იგდო არტანუჯის ციხე.
იხ. ვიდეო

ბაგრატ IV დასავლეთ საქართველოში გაიხიზნა. თურქ-სელჩუკების მიერ ლიპარიტის დატყვევების (1048) შემდეგ ბაგრატ IV კვლავ გაძლიერდა, აიღო უფლისციხე, შეიპყრო ლიპარიტის შვილები ივანე და ნიანია, რომელთაგან პირველი გაათავისუფლა, ხოლო მეორე მძევლად დაიტოვა. თბილელმა ბერებმა ბაგრატ IV-ს კვლავ გადასცეს თბილისი, მაგრამ 1051, როცა ლიპარიტი ტყვეობიდან დაბრუნდა და ბიზანტიელთა ლაშქრით ისევ ბრძოლა განაახლდა ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ, თბილისის შემოერთების ეს ცდაც ჩაიშალა. ლიპარიტი თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონდა. ბაგრატ IV-მ თავისი მცირეწლოვანი შვილი გიორგი ქუთაისში დასავლეთ საქართველოს მეფედ დატოვა, თვითონ კონსტანტინოპოლში წავიდა (1052) და იმპერატორს ლიპერიტთან შერიგების შუამდგომლობა თხოვა. იმპერატორმა ლიპარიტის მცდელობით ბაგრატ IV სამ წელიწადს თავისთან გააჩერა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ფაქტობრივი გამგებელი ლიპარიტი იყო. მან გიორგი ბაგრატის ძე იმერეთიდან ქართლში გადაიყვანა, რუისში მეფედ აკურთხა და თავი მის აღმზრდელად გამოაცხადა. ბოლოს იმპერატორის შუამდგომლობით ბაგრატ IV და ლიპარიტ IV დაზავდნენ. 1056 ბაგრატ IV სამშობლოში დაბრუნდა. ბაგრატ IV-მ ლიპარიტი ბიზანტიაში გააძევა და მის სამფლობელოს დაეუფლა. ამ დროიდან მან განამტკიცა თავისი ხელისუფლება, ხელთ იგდო კახეთ-ჰერეთის უდიდესი ნაწილიც და შეძლო მისი მოწინააღმდეგე დიდგვარიან აბაზასძეთა დამარცხებაც.
                                       
                                                 მესხეთის მხარეები  VIII-X  საუკუენში
XI საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში თურქ-სელჩუკების აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ბიზანტია იძულებული გახდა საქართველოსთან დაახლოების გზას დასდგომოდა. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესები ბაგრატ IV-საც ამისკენ უბიძგებდა. სულთან ალფ-არსლანის პირველი ლაშქრობის შემდეგ ბაგრატ IV-მ თავისი ასული მართა (მარიამი) 1065 იმპერატორ კონსტანტინე X დუკას (1059-1067) შვილს მიხეილს მიათხოვა. გაძლიერებულმა ბაგრატ IV-მ სომხეთის მეფეს სამშვილდე წაართვა და 1067-1068 დაიწყო ბრძოლა კახეთის შემოსაერთებლად, მაგრამ 1068 ალფ-არსლანი მეორედ შემოესია საქართველოს და კახეთის შემოერთების ეს ცდა მარცხით დამთავრდა. სულტანმა თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწია - ბაგრატ IV-მ უარი განაცხადა სულთნის მოხარკეობაზე. სულთანი საქართველოს გაეცალა, მაგრამ თბილისი და რუსთავი განძის (განჯა) ამირა ფადლონს გადასცა. ბაგრატ IV-მ სასტიკად დაამარცხა ქართლში შემოსული ფადლონი, აიღო თბილისი და საგამგეოდ გადასცა ამირათა შთამომავალს, რომელსაც დააკისრა ყოველწლიური ხარკი - 44 ათასი დრაჰკანი. ამრიგად, თბილისის საამირო საქართველოს მეფის ვასალი გახდა. ფადლონი კვლავ შემოესია საქართველოს. ბაგრატ IV-მ თავისი ცოლისძმა ოსთა მეფე დორღოლელი დაიხმარა. უფლისწულ გიორგის მეთაურობით ქართველ-ოსთა ლაშქარმა განძა მოარბია.
ბაგრატ IV-მ შეძლო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და დიდგვარიან ფეოდალთა წინააღმდეგობის დაძლევა. მის დროს მომზადდა ნიადაგი თბილისის საამიროსა და კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის. ბაგრატ IV დიდ ყურადღებას აქცევდა კულტურისა და სწავლა-აღზრდის საქმეს, მისი მოწვევით 1060-1065 საქართველოში ჩამოვიდა გიორგი მთაწმიდელი, რომელმაც ნაყოფიერი მოღვაწეობა გაშალა, არსებობს მოსაზრება, რომ ბაგრატ IV-ს ეკუთვნის კანონები, რომლებიც ბაგრატ კურაპალატის სამართლის სახელწოდებითაა ცნობილი. ბაგრატ IV გარდაიცვალა ქართლში. ანდერძის თანახმად დაასაფლავეს ჭყონდიდში.

среда, 18 марта 2020 г.

მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია

    მწვავე რესპირატორული ვირუსული                                         ინფექცია

                          Illu conducting passages rus.svg
ინგლ.  viral respiratory infections - ჯგუფი კლინიკური და მორფოლოგიური მსგავსი მკეთვრი ანთებითი დაავადება სასუნთქი ორგანოების, რომელთა გამომწვევი აგენტები, როგორც წესი, რესპირატორული ვირუსებია. ეს არის მსოფლიოში დაავადებების ყველაზე გავრცელებული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს გრიპის, რესპირატორული სინციტური, რინოვირუსის, კოროვირვირუსის, ადენოვირუსის და სხვა ინფექციების დაავადებებს, რომლებიც იწვევენ სასუნთქი გზების კატარალურ ანთებას.
იხ. ვიდეო 
მწვავე რესპირატურულ დაავდებაში ასევე შედის გაციება, გრიპი, და ბრონხოლოგია. გაციება მიღებულია მრვი-ის მსუბუქი ფორმა, რ-იც ეხება უპირატესად ხცვირის მიდამოს ეხება. 
ახვდასხვა პათოგენი  მრვი შეუძლია გამოიწვიოს მეტ ნაკლებად  მსგვავსი სიმპტომები, რ-იც  შედის ტემპერატურის მომატება სხეულის, შემცივნება, თავის ტკივილი და ა.შ., ხოლო კლინიკურად შეუზლია გამოიწვიოს სახით რინიტი, ფარინგიტი, პონზილიტი, ლარინგიტი და ბრონხიტი. ხანდახან შეიძლება გამოვლინდეს კონიუქტივიტი. მძიმე ფორმებში მრვი ფორმებშია ბრონხიტი, რ-იც უფრო ხშირად ბავშევბში ვლიდნება ხოლმე. განვითარების პროცესში, ვირუსული დაავადება შეიძლება გართულდეს ბაქტერიული ინფექციით.
     
რინოვირუსი                   კორონავირუსი            ადენოვირუსი                  გრიპის ვირუსი
უმრავლეს შემთხვევაში რესპირატორული ვირუსული ინფექცია მიმდინარეობს მსუბუქ ფორმებში და გავლის თავსთავად, რამდენადაც იმუნური სისტემა საბოლოოდ დამოუკიდებლად ასუფთავებს ორგანიზმიდან  ვირუსისგან. მძიმე შემთხვებში ავადმყოფობა წარმოიქმნება, იმ შემთხვევაში თუ ვირუსი ხვდება ქვედა სასუნთქი გზებში რის შედეგადაც ბრონხიტის გარდა, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსული პნევმონია და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.
ასევე, ვირუსული რესპირატორული ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაავადებების გამწვავებამ.
საბოლოო დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიული ტესტების საფუძველზე.თვითონ ვირუსის წარმოშაობაზე და მიკუთვნებაზე ბევრი ვერსიები შეგვიძლია ვთქვათ რ-იც ბაქტერიებში არ შედის. აიც ვერსიაც რომ ის არამიწიერი წარმოშობისაა (ჩვენ შეგვიძლია სანიტერესო შეთქულების ტერიეზე ვისაუბროდ) ეხლა კი  რატომ გვეუბნებინ ჰიგიენეას პირველ რიგში ხელების დაბანას. რადენად სუფთა არის ხელები და რადენად შეველის ვირუსის წინაამღდეგ 
1 კვადრატულ სანტიმეტრზე ხელზე დაახლოებით 1500 მიკრობი ხვდება ხელის გულზე და ვირუსი, რ-იც შემდეგ წარამეტებით ხვდება თვალებში და პირში. თუ ბაქტერიბტან ბრძოლა შესაძლებელია ანტიბიოტიკებიტ ეს ვირუსზე არ მოქედებს საერთოდ. მის ბუნება არის ასეთი. ვირუსი თვალით არ ჩანს ის ბაქტერიაზე პატარა არის თუმცა რაოდენობა ის ყველაზე მეტია რაც კი დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმის სახეობები არსებობს ერტ ვირუსების ჯგუფში 2 ათასი სხვადასხვა სახეობაა. არის თუ არა ცოცხალი ვირუსი ამაზე პასუხი  მეცნიერების  იყო ერთი ჯგუფი ვირუსს ეძახის პარაზიტულ ნუკლოპროტეინებს, ანუ უბრალო ენიტ რომ ვთქვათ ეს მიკრორგანიზმები ანუ ბუნებიტ დამპყრობლები არიან. ვირუსის სხვადა სხვა ფორმები აქვტ სპირალური მარავკუთხური, სფერული და სხვ. მატ უჯრედები არ აქვთ არ შეუძლიათ საჭმელი ანარგიად გარდაქმნა და ანუ ორგანიზმი რომელზეც პარაზიტობენ. ვურისს შეუზლია დიდხანს იზინოს ორგანიზმში როცა ის უცბად ირვიზებს ერტ მომენტში ამა თუ იმ ფრმით და პარზიტობა დაიწყოს. 
იხ. ლინკზე სტატია




вторник, 17 марта 2020 г.

ჯოხარ დუდაევი

                            ჯოხარ დუდაევი

                                                ჯოხარ დუდაევი Dudin Musa-khant Dʒouxar / Дудин Муса-кIант Жовхар 
                                                   კავკასიური პოლიტიკა
(ჩეჩ. Dudin Musa-khant Dʒouxar / Дудин Муса-кIант Жовхарრუს. Джоха́р Муса́евич Дуда́ев; დ. 15 თებერვალი1944, იალხოროი, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ ― გ. 21 აპრილი1996, გეხი-ჩუ, ჩეჩნეთი) — ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი 1991 წლის 27 ოქტომბრიდან სიკვდილამდე.
დაიბადა იალხოროიში, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ 1944 წლის 15 თებერვალს. ცხოვრების პირველი 13 წელი გადასახლებაში გაატარა. ოჯახთან ერთად ჩეჩნეთში მხოლოდ 1957 წელს დაბრუნდა. 1974 წელს დაამთავრა იური გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია და უმაღლესი პოლიტიკური სასწავლებელი. დუდაევის სამხედრო კარიერა დაიწყო 1966 წელს. 1990 წელს, სსრკ-ის ხელისუფალთა ბრძანებით ესტონეთში, სტრატეგიული ბომბდამშენების დივიზიის მეთაურმა გენერალ–მაიორმა დუდაევმა უარი განაცხადა მოეხდინა ესტონეთის ტელევიზიისა და პარლამენტის შენობის ბლოკირება. ამის შემდეგ, ავიაციის გენერალმა დატოვა თავისი თანამდებობა და ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. 1990 წლის ნოემბერში ჩეჩენი ხალხის საერთო ეროვნულ კონგრესზე აირჩიეს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გენერალი დუდაევი.
იხ. ვიდეო

1991 წლის 27 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს ჯოხარ დუდაევი. ჩეჩნეთის ამ ნაბიჯმა აღაშფოთა კრემლის მესვეურნი და 1991 წლის 8 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა გამოსცა ბრძანება რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. საპასუხოდ დუდაევმა საკუთარ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და გასცა ბრძანება თავდაცვის შეიარაღებული რაზმების გაშლის თაობაზე.
იხ. ვიდეო

 1991 წლის 9 ნოემბრის, გამთენიისას ხანკალას აეროდრომზე დაფრინდა რუსეთის რვა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი შეიარაღებული რუსი ჯარისკაცებით, მაგრამ ეროვნული გვარდიის და მილიციის ნაწილების მიერ აეროდრომი ალყაში იქნა მოქცეული. პარალელურად, დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა; ათიათასობით ადამიანმა იწყო თავმოყრა გროზნოს ცენტრში, რომლებიც მზად იყვნენ დაეცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი.
იხ. ვიდეო

1991 წლის 9 ნოემბერს ჩეჩნეთის ისტორიაში მოხდა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი-შუადღისას, რესპუბლიკის პარლამენტში ფიცი წარმოთქვა პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა. ამრიგად ელცინის ნაბიჯებმა უკუშედეგი გამოიღო და ჩეჩნეთის დამორჩილების ნაცვლად, მან პრაქტიკულად მთელი ჩრდილოეთი კავკასია კრემლის წინააღმდეგ აამხედრა. იმავე დღის საღამოს, რუსეთის წარმომადგენლებთან მიღწეული იქნა მოლაპარაკება ხანკალაში ბლოკირებული რუსული ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. 1991 წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტმა დუდაევმა მსოფლიო საზოგადოებას ამცნო ჩეჩენი ერის ნება - შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამასთან ერთად დასძინა, რომ რუსეთის იმპერიული ძალების აგრესიის შემთხვევაში, ისინი მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ მათ.
იხ. ვიდეო

დაუძლურებული საბჭოთა რუსეთის იმპერია იძულებული გახდა დაჰყოლოდა თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნებას. თუმცა, კრემლი საგულდაგულოდ ემზადებოდა რევანშისთვის და 1994 წლის დეკემბერში,რუსეთი ომის გამოუცხადებლად შეიჭრა ჩეჩნეთის რესპუბლიკა — იჩქერიაში, სადაც შეიყვანა 30 ათასი ჯარისკაცი, 230 ტანკი, 450 ჯავშანტრანსპორტიორი. ამ მომენტიდან იწყება რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი. აქტიურად იბომბება დედაქალაქი - გროზნო, რომელიც რუსებმა პრაქტიკულად აღგავეს პირისაგან მიწისა; პარალელურად რუსეთის სპეცსამსახურები სულმოუთქმელად ნადირობენ პრეზიდენტ დუდაევზე. 1996 წელს, ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით მოხდა პრეზიდენტის მობილური სატელეფონო საუბრის გადატაცვა და მის მისამართით გაგზავნილ იქნა ზესიზუსტის მქონე რაკეტა. ჯოხარ დუდაევი ვერაგულად მოკლეს სოფელ გეხი-ჩუს სიახლოვეს. მის პატივსაცემად დედაქალაქ გროზნოს ეწოდა ჯოხარ-ღალა.
 იხ. ვიდეო - "Взгляд": Джохар Дудаев уже в подполье




ცნობილი გამონათქვამი რუსეთზე ჯოხარ დუდაევის მიერ
,,რუსეთზე მხოლოდ ძალით გაიმრჯვებ''
იმის მერე რაც რუსეთის ავიაციამ გაანადგურა რამდენიმე სასწავლო-სამხედრო ავიაცია, რ-იც ბაზირებული იყო გროზნოს შემოგარენში, დუდაევმა თქვა: ,,ვულოცავ რუსეთის სახედრო საჰაეროს ხელმძღვანელობას მიღწევა იჩქერიის ცაში წარმატებებს ჩვენ შევხდებით დედამიწაზე''.
,, ისინი ვინც თერ სახლში აბსოლუტურად თავხედურ ბრძანებებს გასცემენ და მზად არიან ჩვენს მიწაზე გლობალური სისხლისღვრა მოაწყონ, გაბედავს კიდევ ერთხელ დავარწმუნო: ჩვენ საშინელ დარტყმას მივიღებთ. 30 წუთი საკმარისი იქნება გვამების მთის დასასვენებლად. და რუსი ჯარისკაცების დედების მწუხარება უზარმაზარი იქნება. ”
იხ. ვიდეო

”ჩვენ შეიძლება იმდენად სასარგებლო ვიყოთ რუსეთისთვის, რომ თავად მას არ ეპარება ეჭვი. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, თუმც ძალიან ამაზრზენი მტაცებლური მტრები ვართ”.
”რაც ყველაზე საშინელია, რუსული მხარე ამ მესაფლავეებს ეწვია თავის წარმომადელებს ამ ხიცვაჟლეტაში: მათ ასობით ასაფლავებენ, გვამები იხრწნება, ძაღლები ჭამენ, კატები ჭამენ. იგი გამოფენილია მთელ მსოფლიოში. და ისინი მეტყველებენ იმაზე, რომ აქ ჩვენ (რუსები) ვართ ასე უმოწყალოდ, საკუთარი თავისთვის და უცხოებისთვის - რას უნდა მოვითხოვოთ მათგან?! ეს მოღვაწეები (მოკლული რუსები) არ გვაყენებენ ჩვენ (ჩეჩნებს) პატივს, და ყოვლისშემძლეებს აძლევს, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს. დაე, ისინი იყვნენ, ვინც რუსეთში იწოდება. დაე, მათი სინდისი დაამშვიდოს ამით და ნუგეშს გრძნობენ, რომ ისინი ცოტანი არიან. რაც უფრო მეტს უწოდებენ, მით უფრო მიხარია.
,,არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ძალა, ან იარაღი, რომელსაც შეუძლია ჩვენი სულის გატეხვა''.
,,იმისათვის რომ აამტვერო მთელი კავკასია, საკმარიასია გამოიყვანო ლეზგები''
იმათ ვინც არ უნდათ მონობიდან გამოსვლა, იმსახურეებენ ორმაგ მონობას''.
,,ჩაიხუტეთ კავკასიონის მთები და სამუდამოდ დაიძინებთ''
იხ. ვიდეო

                                                 რეკლამა

https://shotashota75.blogspot.com/search?q=%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90






პანგოლინები

                                 პანგოლინები

                                                  Steppenschuppentier2.jpg
                                                        სტეპის ხლიკი (Manis temminckii)
ლათ. Pholidota - ძუძუმწოვრების რიგის. სახელწოდებამოდის მალაიური ენისგან ავსტრონეზიული ენა pengguling - ბურთისა ფორმის მიმღები. მეთელი რიგი განსაკუთრებულობით ახლო არის არმალილოსთან და ანტეტრებთან. სიგრძე 30-88სმ კუდის სიგრძე - ისეთივეა როგორც მასა 4,5 -დან 27 კგ. სხეული დაფარული აქვს რქოვანი რომბებისმგსავსი ქერცლით ერთგვარი ბრონით. იხ. ვიდეო
ქვედა სხეულის ადგილები ფეხების შიდა ადგილი დაფარულია უხეში ტყავით.  სხეულის ზედიპირზე ქერცლური წარმომნაქმნი დაკავსირებულია რქოოვანი საფარველთან რეპტილიის და მისი დაცვითი ფუნქცია აქვს. 
ცხოვრების წესით ის ღამის ცხოველია დღე ღრმა (7,5 მ) სიღრმის სოროში ცხოვრობს ან ხეების კენწეროში. ის 3,5 - 5 კმ სთ მოძრაობს.  კენგურუს მსგავსად ის დგება ორ თათზე მტაცებელის მოახლოვებისას მაგ., ვეფხვის ან ლეოპარდის და შეუზლია ანალური ჯირკვლიდან სითხეს ამაზრზენი სუნით, რ-იც მტრებს აშიენბს.  იხ. ვიდეო

პანგოლინებს ცუდი მხედველობა აქვს, მაგრამ კარგი ყნოსვა.
ძირითადად ჭიანწველებით იკვებეიან და ტერმიტებით.
ორსულობა 120-150 დღ.ღ. აფრიკული სახეობა ერთ პატარს ბადებს აზიური ერთზე მეტს.
ნამარხების სახით ადრეულ პერიოდის  აღმოჩენილია ჩრდ. ამერიკაში აზისა და სამხრ. ამერიკაში.
გადაშენების გზაზეა აზიაში მისი ხორცი დელეკატესად ითველება ასევე მისი ქერცლი თითქოსდა განკურების უნარი (თუმცა მეცნიერებმა ეს არ დაასატურეს) იხ. ვიდეო



უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...