вторник, 17 марта 2020 г.

ჯოხარ დუდაევი

                            ჯოხარ დუდაევი

                                                ჯოხარ დუდაევი Dudin Musa-khant Dʒouxar / Дудин Муса-кIант Жовхар 
                                                   კავკასიური პოლიტიკა
(ჩეჩ. Dudin Musa-khant Dʒouxar / Дудин Муса-кIант Жовхарრუს. Джоха́р Муса́евич Дуда́ев; დ. 15 თებერვალი1944, იალხოროი, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ ― გ. 21 აპრილი1996, გეხი-ჩუ, ჩეჩნეთი) — ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი 1991 წლის 27 ოქტომბრიდან სიკვდილამდე.
დაიბადა იალხოროიში, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ 1944 წლის 15 თებერვალს. ცხოვრების პირველი 13 წელი გადასახლებაში გაატარა. ოჯახთან ერთად ჩეჩნეთში მხოლოდ 1957 წელს დაბრუნდა. 1974 წელს დაამთავრა იური გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია და უმაღლესი პოლიტიკური სასწავლებელი. დუდაევის სამხედრო კარიერა დაიწყო 1966 წელს. 1990 წელს, სსრკ-ის ხელისუფალთა ბრძანებით ესტონეთში, სტრატეგიული ბომბდამშენების დივიზიის მეთაურმა გენერალ–მაიორმა დუდაევმა უარი განაცხადა მოეხდინა ესტონეთის ტელევიზიისა და პარლამენტის შენობის ბლოკირება. ამის შემდეგ, ავიაციის გენერალმა დატოვა თავისი თანამდებობა და ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. 1990 წლის ნოემბერში ჩეჩენი ხალხის საერთო ეროვნულ კონგრესზე აირჩიეს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გენერალი დუდაევი.
იხ. ვიდეო

1991 წლის 27 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს ჯოხარ დუდაევი. ჩეჩნეთის ამ ნაბიჯმა აღაშფოთა კრემლის მესვეურნი და 1991 წლის 8 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა გამოსცა ბრძანება რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. საპასუხოდ დუდაევმა საკუთარ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და გასცა ბრძანება თავდაცვის შეიარაღებული რაზმების გაშლის თაობაზე.
იხ. ვიდეო

 1991 წლის 9 ნოემბრის, გამთენიისას ხანკალას აეროდრომზე დაფრინდა რუსეთის რვა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი შეიარაღებული რუსი ჯარისკაცებით, მაგრამ ეროვნული გვარდიის და მილიციის ნაწილების მიერ აეროდრომი ალყაში იქნა მოქცეული. პარალელურად, დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა; ათიათასობით ადამიანმა იწყო თავმოყრა გროზნოს ცენტრში, რომლებიც მზად იყვნენ დაეცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი.
იხ. ვიდეო

1991 წლის 9 ნოემბერს ჩეჩნეთის ისტორიაში მოხდა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი-შუადღისას, რესპუბლიკის პარლამენტში ფიცი წარმოთქვა პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა. ამრიგად ელცინის ნაბიჯებმა უკუშედეგი გამოიღო და ჩეჩნეთის დამორჩილების ნაცვლად, მან პრაქტიკულად მთელი ჩრდილოეთი კავკასია კრემლის წინააღმდეგ აამხედრა. იმავე დღის საღამოს, რუსეთის წარმომადგენლებთან მიღწეული იქნა მოლაპარაკება ხანკალაში ბლოკირებული რუსული ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. 1991 წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტმა დუდაევმა მსოფლიო საზოგადოებას ამცნო ჩეჩენი ერის ნება - შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამასთან ერთად დასძინა, რომ რუსეთის იმპერიული ძალების აგრესიის შემთხვევაში, ისინი მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ მათ.
იხ. ვიდეო

დაუძლურებული საბჭოთა რუსეთის იმპერია იძულებული გახდა დაჰყოლოდა თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნებას. თუმცა, კრემლი საგულდაგულოდ ემზადებოდა რევანშისთვის და 1994 წლის დეკემბერში,რუსეთი ომის გამოუცხადებლად შეიჭრა ჩეჩნეთის რესპუბლიკა — იჩქერიაში, სადაც შეიყვანა 30 ათასი ჯარისკაცი, 230 ტანკი, 450 ჯავშანტრანსპორტიორი. ამ მომენტიდან იწყება რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი. აქტიურად იბომბება დედაქალაქი - გროზნო, რომელიც რუსებმა პრაქტიკულად აღგავეს პირისაგან მიწისა; პარალელურად რუსეთის სპეცსამსახურები სულმოუთქმელად ნადირობენ პრეზიდენტ დუდაევზე. 1996 წელს, ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით მოხდა პრეზიდენტის მობილური სატელეფონო საუბრის გადატაცვა და მის მისამართით გაგზავნილ იქნა ზესიზუსტის მქონე რაკეტა. ჯოხარ დუდაევი ვერაგულად მოკლეს სოფელ გეხი-ჩუს სიახლოვეს. მის პატივსაცემად დედაქალაქ გროზნოს ეწოდა ჯოხარ-ღალა.
 იხ. ვიდეო - "Взгляд": Джохар Дудаев уже в подполье




ცნობილი გამონათქვამი რუსეთზე ჯოხარ დუდაევის მიერ
,,რუსეთზე მხოლოდ ძალით გაიმრჯვებ''
იმის მერე რაც რუსეთის ავიაციამ გაანადგურა რამდენიმე სასწავლო-სამხედრო ავიაცია, რ-იც ბაზირებული იყო გროზნოს შემოგარენში, დუდაევმა თქვა: ,,ვულოცავ რუსეთის სახედრო საჰაეროს ხელმძღვანელობას მიღწევა იჩქერიის ცაში წარმატებებს ჩვენ შევხდებით დედამიწაზე''.
,, ისინი ვინც თერ სახლში აბსოლუტურად თავხედურ ბრძანებებს გასცემენ და მზად არიან ჩვენს მიწაზე გლობალური სისხლისღვრა მოაწყონ, გაბედავს კიდევ ერთხელ დავარწმუნო: ჩვენ საშინელ დარტყმას მივიღებთ. 30 წუთი საკმარისი იქნება გვამების მთის დასასვენებლად. და რუსი ჯარისკაცების დედების მწუხარება უზარმაზარი იქნება. ”
იხ. ვიდეო

”ჩვენ შეიძლება იმდენად სასარგებლო ვიყოთ რუსეთისთვის, რომ თავად მას არ ეპარება ეჭვი. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, თუმც ძალიან ამაზრზენი მტაცებლური მტრები ვართ”.
”რაც ყველაზე საშინელია, რუსული მხარე ამ მესაფლავეებს ეწვია თავის წარმომადელებს ამ ხიცვაჟლეტაში: მათ ასობით ასაფლავებენ, გვამები იხრწნება, ძაღლები ჭამენ, კატები ჭამენ. იგი გამოფენილია მთელ მსოფლიოში. და ისინი მეტყველებენ იმაზე, რომ აქ ჩვენ (რუსები) ვართ ასე უმოწყალოდ, საკუთარი თავისთვის და უცხოებისთვის - რას უნდა მოვითხოვოთ მათგან?! ეს მოღვაწეები (მოკლული რუსები) არ გვაყენებენ ჩვენ (ჩეჩნებს) პატივს, და ყოვლისშემძლეებს აძლევს, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს. დაე, ისინი იყვნენ, ვინც რუსეთში იწოდება. დაე, მათი სინდისი დაამშვიდოს ამით და ნუგეშს გრძნობენ, რომ ისინი ცოტანი არიან. რაც უფრო მეტს უწოდებენ, მით უფრო მიხარია.
,,არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ძალა, ან იარაღი, რომელსაც შეუძლია ჩვენი სულის გატეხვა''.
,,იმისათვის რომ აამტვერო მთელი კავკასია, საკმარიასია გამოიყვანო ლეზგები''
იმათ ვინც არ უნდათ მონობიდან გამოსვლა, იმსახურეებენ ორმაგ მონობას''.
,,ჩაიხუტეთ კავკასიონის მთები და სამუდამოდ დაიძინებთ''
იხ. ვიდეო

                                                 რეკლამა

https://shotashota75.blogspot.com/search?q=%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90






Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...