ერნან კორტესი
ცნობილი როგორც ერნან კორტესი (ესპ. Hernán Cortés; დ. 1485, მედელინი, ბადახოსის პროვინცია — გ. 2 დეკემბერი, 1547, კასტილიეხა-დე-ლა-კუესტა, სევილიის პროვინცია) — ესპანელი კონკისტადორი. მექსიკის დამპყრობელი და აცტეკთა იმპერიის გამანადგურებელი. იმპერატორმა კარლ V ჰაბსბურგმა მას მიანიჭა ოახაკის ხეობის მარკიზის ტიტული. მისი ცხოვრების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა შემონახული, ამიტომ კორტესის პიროვნებისა და მემკვიდრეობის შესახებ ისტორიკოსები საკმაოდ განსხვავებულ ვარაუდებს გამოთქვამენ. იხ. ვიდეო
მექსიკის დაპყრობის იდეა ეკუთვნის ველასკესს, იგი იყო ექსპედიციის მთავარი სპონსორიც. 1518 წელს კორტესი დაინიშნა მეთაურად, მაგრამ კუბის გუბერნატორთან მორიგი კამათის შედეგად ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. საბოლოოდ 1519 წლის 10 თებერვალს ექსპედიციამ დატოვა კუბა და გაემართა მექსიკის სანაპიროებისკენ. კორტესის არმიაში შედიოდა 518 ფეხოსანი, 16 ცხენოსანი რაინდი, 13 არკებუზის მსროლელი, 32 არბალეტის მსროლელი, 110 მატროსი და 200 მონა - კუბელი ინდიელები და ზანგები.
1519-1521 წლის ლაშქრობის მარშრუტი
ტენოჩტიტლანში ესპანელები შევიდნენ 1519 წლის 8 ნოემბერს, რომელთაც თავაზიანი დახვედრა მოუწყო აცტეკთა ტლატოანმა მონტესუმა II-მ. მონტესუმამ კორტესი დააჯილდოვა მდიდრული ოქროს ნივთებით, რამაც კიდევ უფრო გააღვივა ესპანელებში ამ ქვეყნის დაპყრობის სურვილი.
1520 წლის ივნისში, მექსიკის ყურის სანაპიროებიდან მოვიდა ცნობა, რომ კუბის გუბერნატორის, ველასკესის მიერ გამოგზავნილ იქნა ესპანელთა რაზმები ურჩი კორტესის შესაჩერებლად და დასატყვევებლად. ამ ამბის შეტყობის შემდეგ, კორტესი ტენოჩტიტლანში ტოვებს თავის უერთგულეს ლეიტენანტ პედრო დე ალვარადოს და თვითონ რაზმთან ერთად მიემართება სანაპიროსაკენ, სადაც ის სასტიკად ამარცხებს ესპანელტა რაზმებს. დამარცხებულ ჯარისკაცებს კორტესი უყვება ოქროს ქალაქის – ტენოჩტიტლანის შესახებ და ისინიც, სიმდიდრეს დახარბებულნი, სასწრაფოდ უერთდებიან
იხ. ვიდეო
ივნისის ბოლოს, როდესაც კორტესი ტენოჩტიტლანში დაბრუნდა, მას ახალი ამბავი დახვდა: აცტეკებს უკვე ახალი იმპერატორი ჰყავდათ არჩეული – კუიტლაუაკი. სულ ცოტა ხნის შემდეგ, აცტეკებმა ალყა შემოარტყეს მონტესუმას სასახლეს, სადაც ესპანელები იყვნენ დაბანაკებულნი. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კორტესმა, აიძულა მონტესუმა გასულიყო სასახლის აივანზე და დაეშოშმინებინა გააფთრებული აცტეკები და ეთხოვა მათთვის, რომ ესპანელებისთვის მიეცათ საშუალება, რათა უკან, სანაპიროზე მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ. ვერაფერმა დააშოშმინა გაშმაგებული აცტეკები, მათ მონტესუმას სიცილი დააყარეს, ქვებისა და შუბების წვიმა დაუშინეს. შედეგად მონტესუმა დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
საერთო სქემა მოძრაობა კორტესის 1519 წ. საზღვაო ნაწილი გამოყოფილია წითლად. ადმინისტრაციული საზღვრები მექსიკაში — თანამედროვეობა.
ალყაში მოქცეულ კორტესის ამალას სულ რამდენიმე დღის სამყოფი წყალი და საკვები დარჩენოდა. ამიტომ კორტესმა ალყის გარღვევა გადაწყვიტა.
1520 წლის 30 ივნისის ღამეს, ესპანელთა გაძლიერებული არმია, შემოვლითი გზებით, აცტეკების მძინარე ქალაქში შევიდა. მაგრამ ისინი ქალაქის დარაჯმა მაინც შენიშნა და განგაშის ზარების რეკვა დაიწყო. ბრძოლა სასტიკი აღმოჩნდა. ბრძოლის პარალელურად, ესპანელებს თან ქალაქის ოქრო გაჰქონდათ ტბაზე სახელდახელოდ მოწყობილი ხიდების საშუალებით. ზოგიერთმა ესპანელმა იმდენად იხარბა, რომ ოქროს სიმძიმემ დასცა და ტბაში დაახრჩო.
რუქა -სქემა მეხიკო -ტენოჩტინილისლათინური გამოცემის «რელაცია» კორტესის (ნიურბერგი, 1524). ხელით შეღებილი
ბრძოლაში კორტესმა მხოლოდ 150 ესპანელი ჯარისკაცი და 2.000 ადგილობრივი მოკავშირე დაკარგა. თვითონ კორტესმა, ალვარადომ და კიდევ რამდენიმე კაცმა ძლივს მოახერხა ტენოჩტიტლანიდან გაქცევა.
ბრძოლა ტენოპჩტიტლანი. სურათი უცნპობი მხატვრის , მეორე ნახევარი XVII ს
საბოლოოდ 1521 წლის აგვისტოში დაიწყო შტურმი ქალაქზე, ტენოჩტიტლანის დაცვის დროს განსაკუთრებული სამხედრო ნიჭი და გმირობა გამოამჟღავნა კუაუტემოკმა. 13 აგვისტოს კუაუტემოკის დამხობის შემდეგ, აცტეკების სამეფო გადაწვეს
Комментариев нет:
Отправить комментарий