пятница, 20 марта 2020 г.

სელჩუკთა სახელმწიფო

                  სელჩუკთა სახელმწიფო

                 
 სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებლად სელჩუკს თვლიან, მაგრამ დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ოფიციალურად 1040 წელს დანდანდაქანის ველზე ღაზნევიდებთან სელჩუკების გამარჯვების შემდეგ ჩაეყარა საფუძველი. ღაზნევიდების სახელმწიფოსაგან ვასალური პირობებით მიიღეს მიწები ხორასანში (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და 1040 წელს დაამარცხეს ისინი დენდანაკანთან გამართულ ბრძოლაში. 1038 წელს თოღრულ-ბეგმა მიიღო სულთნის ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს. მისი მეთაურობით სელჩუკებმა 1040-50 წლებში დაიპყრეს ხორეზმიირანი, 1050-იან წლებში - აზერბაიჯანიქურთისტანიერაყიალფ-არსლანის მმართველობის წლებში დაიპყრეს სომხეთი (1064), მანაზკერტთან ბრძოლაში დაამარცხეს ბიზანტია (1071), დაიმორჩილეს მცირე აზია და სხვა ტერიტორიები. სულთან მალიქ-შაჰის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია: დაიპყრო კარახანიდების სახელმწიფო შუა აზიაში, ასევე საქართველო.
იხ. ვიდეო

იმპერიის ზრდასთან ერთად დაიწყო ფეოდალიზირებული სამხედრო-მომთაბარე დიდგვაროვანთა ცენტრიდანული მისწრაფებები. უკვე მელიქ-შაჰის მმართველობისას გაჩნდნენ სასულთნოები, რომელთაც სელჩუკიდთა დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ და მხოლოდ ნომინალურად იყვნენ დამოკიდებულნი ცენტრალური ხელისუფლებისაგან („დიდი სელჩუკისაგან“). ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ქერმანის სასულთნო (1041-1187), რუმის, იგივე კონიის სასულთნო (1077-1307), სირიის სასულთნო (1094-1117) და სხვა. პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ სელჩუკებმა დაკარგეს პალესტინასირია, მცირე აზიის სანაპირო ტერიტორიები, საქართველო. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ფეოდალური შინაომები გაძლიერდა, 1118 წელს სახელმწიფო მისმა შვილებმა გაინაწილეს: სანჯარს ერგო აღმოსავლეთი ოლქები დედაქალაქით მერვში, მაჰმუდს დასავლეთი - ერაყის სასულთნო (1118-1194). სანჯარს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა მსხვილ მონაპირე ფეოდალებთან, რის შემდეგაც მან დაკარგა უზენაესი ხელისუფლება შუა აზიაში და 1157 დიდი სელჩუკების დინასტიამ ხორასანში არსებობა შეწყვიტა.

         ღაზნევიდების სახელმწიფო

                                           
თურქული წარმოშობის დინასტია, რომელიც მართავდა ღაზნეველთა სახელმწიფოს (X-XII სს.). სახელწოდება მომდინარეობს ქალაქ ღაზნიდან, რომელიც მდებარეობს ავღანეთის სამხრეთ აღმოსავლეთში. დინასტია დააარსა 962 წელს სამანიდმა მხედართმთავარმა ალი-თეგინიმ, რომელმაც ქალაქ ღაზნის დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა თავი. განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწია მაჰმუდ ღაზნევის მმართველობისას (998-1030), როდესაც სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე ავღანეთსირანისცენტრალური აზიის და ინდოეთის მთელ რიგ რეგიონებს. მისი მმართველები ახალისებდნენ მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას – სამეფო კარზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ცნობილი პოეტები და მეცნიერები: ალ-ბირუნიფირდოუსი და სხვები. მასუდ I-ის მმართველობის წლებში (1030-1041 წწ.) სახელმწიფომ დაშლა დაიწყო. 1040 წლისათვის იგი მოიცავდა ავღანეთისა და პენჯაბის მხოლოდ მცირე ნაწილს. ლიკვიდირებულ იქნა XII ს-ის 70-80-იან წლებში ღურიდების მიერ.




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...