სელევკიდები
სელევკე I ნიკატორი
მმართველი დინასტია, ალექსანდრე მაკედონელის სარდლის სელევკე I ნიკატორის მიერ დაარსებულ ელინისტურ სახელმწიფო სელევკიდების სირიაში (ძ.წ.312 — 83, ძვ.წ. 68—64)სელევკე I ნიკატორი (ძვ. ბერძნ. Σέλευκος Α' Νικάτωρ; დ. ძვ. წ. 358, ევროპოსი, მაკედონია — გ. ძვ. წ. 281, ლისიმაქია, თრაკია) — სელევკიდების სახელმწიფოსა და სელევკიდების დინასტიის დამაარსებელი, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ძვ. წ. 326 წელს ინდოეთში ლაშქრობის დროს. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ, დიადოქოსთა შორის სელევკე I ნიკატორი იყო ერთ-ერთი აქტიური მაძიებელი უმაღლესი მბრძანებლობისა, ძვ. წ. 321 წელს პერდიკასგან (ტახტის რეგენტი) მიიღო სატრაპია ბაბილონეთი. ძვ. წ. 312 წელს აქვე გამაგრდა და თავი დამოუკიდებელ მმართველად (სელევკიდური ერის დასაწყისი) გამოაცხადა. შემოიერთა სხვა პროვინციები: მიდია, სუსიანე, პერსიდა, ბაქტრია და ძვ. წ. 305 წელს თავი მეფედ გამოაცხადა. ამავე წელს წარმატებით ილაშქრა ინდოეთში. დაუზავდა აქაურ მეფეს, ჩანდრაგუპტას: დაუთმო მას მდინარე ინდის დასავლეთით მდებარე მიწები და სამაგიეროდ მიიღო 500 საბრძოლო სპილო. ძვ. წ. 301 წლის იფსოსის ბრძოლის შემდეგ დიადოქოსებს შორის მიწების განაწილების შედეგად მესოპოტამია და სირია მიიღო. ძვ. წ. 281 წელს დაამარცხა ლისიმაქე და თითქმის მთელი მცირე აზია დაიპყრო. ეწეოდა დიდ საქალაქო აღმშენებლობას. სამოცდაათამდე ქალაქი დააარსა. ცდილობდა ბალკანეთის, განსაკუთრებით, მაკედონიისა და თრაკიის დაპყრობას, ამ მიზნით ძვ. წ. 280 წელს ჯარებით გადალახა ჰელესპონტი, მაგრამ ლისიმაქეის მახლობლად პტოლემე კერავნუსმა მოკლა. იხ. ვიდეო
გამარჯვებულებმა ურთიერთშორის დაინაწილეს იმპერია, ამასთან, სელევკმა უარყო რა ხილიარხის მოვალეობა ანტიპატრეს ვაჟის, კასანდრის სასარგებლოდ, მიიღო ბაბილონის სატრაპია. მალე მას მოუწია ბრძოლა უფლებებისათვის მებრძოლ ევმენთა სამეფო დინასტიასთან, რომელიც პოლიპერხონმა დანიშნა აზიის მმართველად. ამ ბრძოლაში სელევკის მოკავშირე ანტიგონმა გაიმარჯვა ევმენზე, რის წყალობითაც მას ხელში ჩაუვარდა უზარმაზარი სიმდიდრე და სამხედრო ძალები. ფიქრობდა რა მთელი აზიის დაპყრობას, ანტიგონმა ზურგი შეაქცია მოკავშირე სელევკს. ის მას უკვე განიხილავდა არა თავის მოკავშირედ, არამედ თავის ხელქვეითად და ბაბილონის დასაპყრობად ემზადებოდა.
სელევკი გაიქცა ბაბილობში, შეშინებულმა, რომ ანტიგონე მოსთხოვდა მას დაპყრობილი მიწების უკან დაბრუნებას, შეკრა კავშირი პტოლემეოსთან, ლისიმაქესთან და კასანდრთან. მოკავშირეებმა ანტიგონს წაუყენეს მოთხოვნა, რომ გაენაწილებინა მათთვის აზიის საგანძური და გაეყო მიწები. რასაკვირველია ანტიგონმა უარი განაცხადა. დაიწყო ომი. ღაზასთან ბრძოლის შემდეგ ძვ. წ. 312 წელს, რომელშიც ანტიგონის ვაჟი დემეტრე განადგურებულ იქნა, სელევკმა პტოლომეოსისგან მიიღო მცირე რაოდენობის ჯარები, რითაც იგი გაემართა თავისი სატრაპიის გამოსახსნელად. ბაბილონის სხვადასხვა ადგილებში არსებულ ციხე–სიმაგრეებში გარნიზონების ჩაყენების შემდეგ, სელევკი დაპყრობილებმა აღიარეს მმართველად. მან შტურმით აიღო ბაბილონი, დაამარცხა ბაბილონის ყოფილი სატრაპი ნიკანორი, დაიმორჩილა სუზა, მიდია, სპარსეთი და აღმოსავლეთ ირანი. სამართლიანობისა და სირბილის წყალობით, რომლითაც გამოირჩეოდა სელევკი, როგორც მმართველი, დაპყრობილი პროვინციების ხალხებმა სიხარულით მიიღეს იგი და შეიყვარეს. ასე წარმოიქმნა სელევკიდების სამეფო უზარმაზარი ტერიტორიით
Комментариев нет:
Отправить комментарий