четверг, 5 марта 2020 г.

რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)

           რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774) და                                     საქართველო

                                            Torelli2.jpg                              
                     ალეგორია გამარჯვება  ეკატერინეს თურქეთზე გამარჯვება (1772), სტეფანო ტორელი
როგორ გადავიდა საქართველო ერთი იმპერიიდან მეორე იმპერიის ხელში და სხვა                ხახლები და ქვეყნებიც რა დაკარგა საქართველომ ამის შემდეგ სამეფო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია ის რაც აქამდე ავად თუ კარგად გვქონდა.                                                  ტოტლებენის და რუსების მუხანათობა
ადგილი  - დუნაის სამეფო, ბულგარეთი, ზაპოროჟია, ყირიმი, ეგეოსის ზღვა, ხმელთაშუაზღვის ზღვა, ლევანტი, კავასია, შავი ზღვა. 

რუსეთის ეკონომიკური განვითარება და გაბატონებული კლასების ინტერესები გადაუდებლად მოითხოვდა შავ ზღვაზე გასვლას. ოსმალეთი თავის მხრივ სამფლობელოების გავრცელებას შავიზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ფიქრობდა, ასტრახანის აღებასაც ლამობდა. გარდა ამისა, რუსეთი და ოსმალეთი პოლონეთის საკითხშიც ვერ თანხმდებოდნენ. ომის საბაბად ოსმალეთმა ის გამოიყენა, რომ რუსეთმა უარით უპასუხა პოლონეთიდან ჯარის გაყვანის მოთხოვნას, საფრანგეთისა და ავსტრიის დიპლომატიის წაქეზებით 1768 წლის 25 სექტემბერს ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა, რუსეთის სტრატეგიული გეგმა 1769 წელს ითვალისწინებდა მთავარი ძალებით (1-ლი არმია გენერალ ა. გოლიცინისა - 80-90 ათ. კაცი) შეტევას ხოტინზე. მე-2 არმია გენერალ პეტრე რუმიანცევისა (35 ათ. კაცი) უზრუნველყოფდა მთავარი ძალების შეტევას და ყირიმელი თათრებისაგან იცავდა სამხრეთ საზღვარს დონიდან დნეპრამდე. ამავე დროს რუსეთის ფლოტი ბალტიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში უნდა შესულიყო დარდანელის ბლოკირებისათვის და საბერძნეშთი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, როგორც ანტიოსმალური ძალის მხარდაჭერისათვის. ამავე დროს აპირებდნენ ცალკეული რაზმების გამოყენებას ჩრდილოეთ კავკასიაში ნოღაელი თათრების დასამორჩილებლად და ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეების ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩასაბმელად.
იხ. ვიდეო

1769 წლის იანვარში ყირიმის ხანი 80-ათასიანი ჯარით შეიჭრა უკრაინაში. რუსეთის მეორე არმიამ უკუაქცია ყირიმელი თათრები და აზოვის ზღვის სანაპირო დაიკავა. აპრილსა და ივნისში რუსეთის პირველმა არმიამ ორჯერ მიიტანა იერიში ხოტინზე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ვერც ოსმალებმა შეძლეს ხოტინის მომარაგება და სექტემბერში დატოვეს იგი. 1-ლი არმიის სარდლად რუმიანცევი დანიშნეს, ხოლო მის მაგიერ მე-2 არმიის მეთაურობა პ. პანინს დაავალეს. რუმიანცევის არმიამ ქალაქი იასი დაიკავა. ბალტიის ზღვიდან კი რუსეთის ესკადრა ადმირალ გ. სპირიდოვის მეთაურობითხმელთაშუა ზღვისკენ დაიძრა. 1770 წლის 24-26 ივნისს ეგეოსის ზღვაზე ჩესმენის ყურეში, რუსეთის ესკადრამ გაანადგურა ოსმალთა ფლოტი. რუმიანცევის არმიამ მდინარე ლარგსა და მდინარე კაგულზე გამარჯვებები მოიპოვა. შემდეგ ბენდერის, იზმაილის, კილიასა და აკერმანის ციხესიმაგრეები აიღო.
1771 წელს მეორე არმიამ ვ. დოლგორუკის ხელმძღვანელობით პერეკოპი აიღო და ყირიმში შევიდა. რუმიანცევის არმიამ დუნაის მარჯვენა ნაპირზეც დაიწყო მოქმედება. რუსეთის ჯარის წარმატებამ აიძულა ოსმალები მშვიდობიანი მოლაპარაკება დაეწყოთ ჯერ ჟურჟაში, შემდეგ ფოქშანსა და ბუქარესტში, მაგრამ ყოველივე უშედეგოდ დამთავრდა. 1772 წლის 1 ნოემბერს რუსეთმა ყირიმის ხან საჰიბ-გირეისთან ხელშეკრულება დადო. ყირიმი ოსმალეთისაგან დამოუკიდებელ და რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ სახანოდ გამოცხადდა.
1773 წლის მარტიდან რუმიანცევი დუნაის ფორსირებისათის მზადებას სეუდგა. ალექსანდრე სუვოროვის მეთაურობით სამხედრო რაზმმა ტურტუკაისაკენ რეიდი წარმატებით ჩაატარა. 1774 წლის 6 ივნისს მთავარმა ძალებმა დუნაი გადალახეს. სუვორვის 18-ათასიანმა კორპუსმა კოზლუჯასთან 40-ათასიანი ოსმალთა ლაშქარი გაანადგურა. ი. სალტიკოვის რაზმმა კი ტურტუკაისტან გაიმარჯვა. რუსეთის ჯარმა შუმლუს, რუშჩუკისა და სილისტრიის ციხესიმაგრეების ბლოკირება მოახერხა. ამ პირობებში ოსმალები ზავის დადებაზე დათანხმდნენ, 1774 წლის 10 ივლისს ქუჩუკ-კაინარჯში ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას. რუსეთმა მიიღო დნეპრისა და სამხრეთის ბუგს შორის მდებარე ტერიტორია და კინბურნის, ქერჩისა და ენიკალეს სიმაგრეები. რუსეთის ფლოტმა შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის უფლება მოიპოვა. ხელშეკრულების 23-ე მუხლით რუსეთის მთავრობა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის უფლებას ცნობდა იმ პირობით, რომ ოსმალეთი უარს ამბობდა იმერეთის ხარკზე.
ამ ომში რუსეთის მხარეზე აქტიურად გამოვიდნენ ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II და იმერეთის მეფე სოლომონ Iსაქართველოში რუსეთის მთავრობამ საექსპედიციო რაზმი გამოგზავნა გენერალ გ. ტოტლებენის მეთაურობით, მაგრამ ტოტლებენის თვითნებურმა მოქმედებამ ქართველ მეფეთა უკმაყოფილება გამოიწვია. 1770 წლის 19 აპრილს მან მოულოდნელად მიატოვა ერეკლე II აწყურის ციხესთან და უკან გაბრუნდა. ერეკლე II-მ მოიგერია აწყურიდან გამოსული მტრის იერიში. 20 აპრილს ასპინძასთან ქართველებმა ოსმალეთის ლაშქართან ბრძოლაში დიდი გამარჯვება მოიპოვეს.
შედეგი რუსეთის გამარჯვება - ქუჩუქ-კანარჯის საზავო ხელშეკრულება
ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება (1774) — რუსეთისა და ოსმალეთს შორის 1774 წლის 21 ივლისს, სოფელ ქუჩუქ-კაინარჯში დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დამთავრდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი. ევროპელი დიპლომატების მტრული პოზიციისა და რთული საშინაო ვითარების მიუხედავად, რუსეთმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია: გადაეცა ტერიტორია დნეპრსა და ბუგს შორის, სიმაგრეები შავ ზღვაზე — კინბურნიქერჩი და იენიკალე; რუსეთის სავაჭრო ფლოტს შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობისა და სრუტეებში გავლის ნება დართო; კავკასიაში რუსეთის საზღვარი მდინარე ეისა და თერგის ხაზზე გავიდა; ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობა მიენიჭა (გათავისუფლდა ოსმალეთის ბატონობისგან). ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ზღვაზე ვაჭრობის განვითარებისა და რუსეთის სამხედრო სტარატეგიული პოზიციის განმტკიცებას.
ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების 23-ე მუხლი საქართველოს ეხებოდა. ოსმალეთი „საზეიმოდ“ აცხადებდა, რომ იგი ამიერიდან „სამუდამოდ“ იღებდა ხელს იმერეთისაგან ხარკის მოთხოვნაზე, საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების შევიწროვებაზე. ხელშეკრულებაში იყო სადავო ადგილებიც — იმერეთის ციხებს (ბაღდათიშორაპანიქუთაისი), რომელიც რუსეთის ჯარმა გაათავისუფლა, რუსეთი იმის საკუთრებად ცნობდა, „ვისაც იგი ძველთაგან ეკუთვნოდა“, ხოლო ოსმალეთს უკრძალავდა საქართველოში ახალი რაიონების (ის, რაც „ძველთაგან არ ეკუთვნოდა“) მითვისებას; დამარცხებულმა ოსმალეთმა ვერ შეძლო ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების სადავო მუხლების თავის სასარგებლოდ გამოყენება. ამიტომ სოლომონ I-მა საშუალება არ მისცა ოსმალეთს ხელახლა გაბატონებულიყო იმერეთში, ქვეყანა დამშვიდდა და მოსახლეობამაც მნიშვნელოვნად იმატა.
ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა მიიღო უფლება გამოსარჩლებოდა ოსმალეთის უღელქვეშ მყოფ ქრისტიან ხალხებს (ქართველებიმოლდაველებირუმინელები), რაც ოსმალეთის საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავდა. ეს კი ხელს უწყობდა ბალკანეთისა და კავკასიელი ხალხების განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას.
                                                  Heraclius II of Eastern Georgia.jpg
                                                      კახეთის მეფე რეკლე II
                                                             

                                                             ასპინძის ბრძოლა

1770 წლის 20 აპრილს ქართველთა ბრძოლა ოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II-ის სარდლობით რუსეთ-ოსმალეთის ომის (1768-1774) დროს. საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმს, რომელსაც ამიერკავკასიის ფრონტზე ოსმალთა ძალების ნაწილი უნდა მიეზიდა, ერეკლე II-მ შესთავაზა რუს-ქართველთა ერთობლივი ძალით ახალციხეზე გალაშქრება. მისი მიზანი იყო მესხეთის განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან.
1770 მარტში სურამში რუსებისა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ. რუსთა სამხედრო რაზმს (1200 კაცი) გენერალი გ. ტოტლებენი მეთაურობდა, ქართულ ლაშქარს (დაახლოებით 7 ათასი კაცი) - ერეკლე II. 24 მარტს შეერთებული მხედრობა ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ დაიძრა და 14 აპრილს აიღო სადგერის ციხე, 17 აპრილს კი ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს. აქ ერეკლე II-მ უშუალოდ ახალციხეზე გალაშქრება მოითხოვა, რადგან აწყურის ძნელად მისადგომი ციხის მცირერიცხოვანი გარნიზონის წინააღმდეგ ბრძოლა დროისა და ძალის დაკარგვად მიაჩნდა, ხოლო ციხის ღრმა ზურგში მოტოვება, მისი აზრით, თავისთავად გადაწყვიტდა აწყურის საკითხს. ტოტლებენი შეუძლებლად თვლიდა გამაგრებული ციხის ზურგში მოტოვებას და ამიტომ საიერიშო ღონისძიებათა მომზადებას შეუდგა, მაგრამ ციხის გარემოცვისა და ბრძოლის მისეული გეგმა არასწორი იყო. ამით ისარგებლა ახალციხის ფაშამ და 18 აპრილს აწყურის ციხეში 2000-კაციანი დამხმარე რაზმი შეგზავნა.
19 აპრილს ტოტლებენი თავისი რაზმითურთ მოულოდნელად უკან დაბრუნდა. მტერმა დრო იხელთა, ციხიდან გამოიჭრა და თავს დაესხა ქართველებს. ერეკლე II-მ სწრაფი კონტრშეტევით უკუაგდო მტერი და ასპინძისკენ დაიძრა. ქართველთათვის გზა რომ გადაეჭრა, ახალციხის ფაშამ 1500 მეომარი გამოიყვანა ახალქალაქისა და ხერთვისის ციხეებიდან, მაგრამ ერეკლემ ეს რაზმი დაამარცხა და უკუაქცია. მალე ასპინძასთან მტრის ძირითადი ძალები გამოჩნდა. ოსმალ-ლეკთა 8 -ათასიანი კორპუსის დიდ ნაწილს ერეკლემ მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა, ღამით კი აღაბაბა ერისთავს, სვიმონ მუხრანბატონსა და ხუდია ბორბაჩალოელს მალულად გადაახერხინა ხიდის თავხეები ("ისრები"). ამით მტერს უკანდასახევი გზა მოეჭრა. 20 აპრილს ქართველები მტრის პირისპირ საბრძოლო წყობით განლაგდნენ: მარჯვენა ფლანგს დავით ორბელიანი სარდლობდა, მარცხენას - გიორგი ბატონიშვილი (შემდგომში გიორგი XII), ცენტრს - ერეკლე II, რომელიც საერთო ხელმძღვანელობასაც ახორციელებდა.
                                                      Solomon I of Imereti.jpg
                                                          იმერეთის მეფე სოლომონ I
ბრძოლა ქართველთა შეტევით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო დარტყმას და უწესრიგოდ იწყო უკან დახევა ხიდისაკენ. თავხეებგადახერხილი ხიდი ჩაინგრა და ასობით ოსმალ-ლეკი თან ჩაიტანა ადიდებულ მტკვარში. მტერმა ბრძოლის ველზე 4 ათასი მოკლული დატოვა. დაღუპულთა შორის იყვნენ ოსმალთა კორპუსის მთავარსარდალი, რამდენიმე ცნობილი ფაშა და ბეგი. ერეკლემ ორთაბრძოლაში მოკლა ლეკთა ბელადი მალაჩილა (კოხტა-ბელადი). ქართველებმა ხელთ იგდეს ტყვეები, დროშები, ცხენები და დიდძალი იარაღი.
XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ერეკლე II-ის სამეფო საბოლოოდ დაუკავშირდა რუსეთს, გაფორმდა 1783 რუსეთ-საქართველოს მფარველობითი ტრაქტატი, ერეკლე II-ს მიაჩნდა, რომ რუსეთის სახელმწიფო ხელს შეუწყობდა ქართლ-კახეთის სამეფოს შემდგომ წინსვლას და მის სამეფოს გარეშე მტრებისგან დაიცავდა, მაგრამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება მალე შეიცვალა, დიდი სახელმწიფოები გააქტიურდნენ და კვლავ დაიწყეს ბრძოლა ამიერკავკასიის დასაუფლებლად.
შეუძლებელია, დღეს განსაზღვრო შეინარჩუნებდა თუ არა ქართლ–კახეთის სამეფო დამოუკიდებლობას, რომ არ ყოფილიყო დადებული ტრაქტატი, ძნელია გაამართლო ან გაამტყუნო ერეკლე რუსეთთან კავშირის გამო. მალე გამოიხატა, რომ რუსეთი, ტრაქტატის თანახმად მიღებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებდა. ქართლ–კახეთის სამეფოს რუსეთთან კავშირის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ირანი და ოსმალეთი, აგრესიით განეწყვნენ მეზობელი მაჰმადიანური სახანოები. კავკასიაში რუსეთის გამოჩენა ევროპის ქვეყნებისთვისაც მიუღებელი იყო. თუმცა ერეკლეს მაინც ჰქონდა რუსეთის მხარდაჭერის იმედი.
ერეკლე ხვდებოდა, რომ მხოლოდ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნას შეეძლო უზრუნველყო საქართველოს მომავალი წარმატებები. ქართული ჯარის ევროპულ ყაიდაზე გასაწყობად სესხის აღებაც უნდოდა ევროპის ზოგიერთი ქვეყნისაგან, მაგრამ ევროპა, იმ დროს ნაკლებად იყო დაინტერესებული ამ მხარით. ევროპისკენ მიმავალ გზად კი ერეკლე რუსეთთან ურთიერთობაში ხედავდა. აშკარა იყო რომ მეზობელი სამი დიდი სახელმწიფოდან, როგორებიც იყო თურქეთი სპარსეთი და რუსეთი, თითეული ცდილობდა დაეპყრო საქართველო. ისიც გამოიკვეთა, რომ საქართველოს დიდი ხნის თავისუფლება არ ეწერა. საქართველოს დამონებისათვის მიმდინარე ბრძოლაში საბოლოოდ რუსეთმა გაიმარჯვა, რომელიც აგრესიით მოიწევდა ამიერკავკასიისაკენ და ჩანდა, რომ მის გადაწყვეტილებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.
რუსეთთან კავშირის გამო აითვალისწუნა და გაწირა იმდროინდელმა გავლენიანმა სამყარომ აღმოსავლეთ საქართველო. ბედის მწარე დაცინვა კი ის იყო, რომ რუსეთი არამც თუ არაფერს აკეთებდა საქართველოს საკეთილდღეოდ,არამედ ხელს უწყობდა საქართველოს თვითმყოფადობის უნარის დაკარგვას, რათა შემდგომში მისი დაპატრონება არ გაჭირვებოდა.
ანალიზის სახით შეგვიძლია შევაფასოთ შემდეგი გარეომეობები რომელიც შეგვიქმნა და ჩამოყალიბდა ქართველების მითები
                                         რუსების მითები ქართველებზე
1. პირველი მითი ის არის რომ ქართველები არიაც ძალინ მცირე ერი და ის  იყო გადაშენების გზაზე და არ იყო სხვა გზა გარდა იმისა, რომ რუსეთან გაერთიანებისა
საქართველოს ისტორიის მანძილზე საქართველო არაერთხელ ყოფილი ჩავარდნილი უმძიმეს მდგომარეობაში მათ შორის ფიზიკური არსებობისა მაგალითისთვის განვიხილოთ დავით აღმაშენებლის მამის გიროგი მეორეს პერიოდი ამ დროისთვის საქართველო ძალიან მძიმე მდგომარებაში იყო ჩავარდნილი პირველი კი რათქმა უნდა დიდი თურქობის პერიოდი როგორც ვიცით თურქ სელჩუკები მომთაბარე ხახლი იყო და ისინი არა მარტო დასახარკად მოდიოდნენ ქვეყნების არამედ ტერიტორიის იალაღები თურქები ცხვარით და კარვით ანუ ოჯახით მოდიოდა და აღარ მიდიოდა ასე მოხდა თანამდროვე თურქეთის ტერირიაზე ანუ ძველი ბიზანტიის ტერიტორიის და იქ მცხოვრები ხახლების გათურქება და მაშინ ბიზანტიას ჯერ კიდევ ქონდა ძალა შეეჩერებინა თურქები და ამიტომ მთელი ეს მომთაბარე ურდო საქართველოში წამოვიდა. როგორც იმ დროის ისტორიკოსი  წერს ქვეყანა გავერანებულა  და ქუთაისის იქით მეფისთვისაც იყო საშიში ან ნადირისგან ან მომთაბარე თუ ყაჩაღებისგან. გარდა ამისა არნახული  მიწისძვა მომხდარა საქართველოში და მძიმე ზამთარი. სად იყო მაშინ რუსეთი, მაგრამ მაშინ იყო უდიდესი მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლი რომელმაც 60 ბრძოლა გადაიტანა და არცერთი არ წაუგია.
2. ის თითქოსად და ბაგრატიონები ეხვეწებოდნენ და და ფეხებს უკოცნიდნენ რუს იმპერატორს აგერ დაგვიმონე და წაგვართვი მეფობა და ქვეყანაო. რა თქმა უნდა პოლიტიკური და რელიგიური გადაწყვეტილებით უწევდათ მაშინდელ ქართველ ბაგრატონებს რუსეთისკენ, მაგრამ ეს იმიტომ კი არა რომ ვინმეს მონები გამხდარიყვნენ არამედ სახმედრო მეგობრული თანამშრომლობის საფუძველით აეღო რუსეთს საქართველოს დახმარება რათქმა უნდა ასეთი ნაბიჯით გარკვეული საგარეო უფლებების შეზღვუდასა და ლავირების საშუალებიას გვიზღვუდავდა. ამის მაგალითია გიორგისევსკის ტრაქტატი შესაძლოა ჩვენ ქართველებმა ვიდავოთ რამდენად იყო საჭირო ასეთი ნაბიჯით იარანის გამოწვევა და შესაძლებელი იყო თუ არა აღამახმადა ხანის შემოსევისგან თავის არიდება ან ასე ბრმად რატომ ენდობოდნენ რუსებს ერეკლე თუნდაც მაშინ უნდა დარწმუნებულიყო ტოტლებენის ისტორის გამო  ალაბათ ერეკლემ ერთი სამხედრო მოხელეს მიწაერა ეგ ყველაფერი რაშიც შემდეგი განვითარებული მოვლენებმა დაადასტურა, რომ ამაში მწარედ ცდებოდნენ ბაგრატონები.
                                                                       

                            რეკლამა

იხ. ბმულზე  ⇓⇓⇓⇓

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...