четверг, 14 мая 2020 г.

მექსიკის რევოლუცია

                         მექსიკის რევოლუცია

                                               Dead bodies in graveyard.jpg
                                    რევულუციისას ერთ-ერთი ბრძოლაში დაღუპული ცხედრები
 (ესპ. Revolución mexicana) – მექსიკის ისტორიის ყველაზე სისხლიანი პერიოდი. ამ დროს ქვეყანაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300 ათასიდან 2 მლნ-მდე მერყეობს. რევოლუცია დაიწყო პორფირიო დიასის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებით. მას შემდეგ რაც დიასმა მორიგ არჩევნებში თავი გამოცხადებულად გამოაცხადა დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერმა ფრანსისკო მადერომ მოსახლეობას მოუწოდა შეიარაღებული აჯანყებისაკენ დიასის ხელისუფლების დასამხობად. აჯანყება დაიწყო 1910 წლის 20 ნოემბერს. 1911 წლის მაისში დიასის დიქტატურა დაემხო, თვით დიქტატორი კი საფრანგეთში გაიქცა. დროებითი პრეზიდენტი გახდა ფრანსისკო ლეონ დე-ლა-ბარა. ოქტომბერში მექსიკის პრეზიდენტად აირჩიეს ფ. მადერო. თუმცა რევოლუცია ამით არ დასრულებულა. იგი რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა.
იხ. ვიდეო
  • რევოლუციის პირველი ეტაპი (1910 ნოემბერი – 1911 მაისი) – ამ პერიოდში რევოლუციის მთავარი მიზანი იყო პორფირიო დიასის დიქტატურის დამხობა. ამ ეტაპზე რევოლუციური ძალები ერთიანი ფრონტით მოქმედებდნენ.
  • რევოლუციის მეორე ეტაპი (1911 მაისი – 1913 თებერვალი) – ამ პერიოდში ხელისუფლებაში აღმოჩდნენ ლიბერალ დემოკრატები. ამ ეტაპზე ერთიანი რევოლუციური ფრონტი დაიშალა.
  • რევოლუციის მესამე ეტაპი (1913 თებერვალი – 1914 ივლისი) ამ პერიოდში მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციური რეჟიმის აღდგენა. რევოლუციური ძალები კვლავ ერთიანი ფრონტით მოქმედებდნენ.
  • რევოლუციის მეოთხე ეტაპი (1914 ივლისი – 1917 თებერვალი) – რევოლუციის ბოლო და გარდამავალი ეტაპი კონსტიტუციურ მმართველობაზე.
                                                                   

                           პორფირიო დიასი

                                                      პორფირიო დიასი
 (ესპ. José de la Cruz Porfirio Díaz Mori, დ. 15 სექტემბერი1830ოახაკა-დე-ხუარესიმექსიკა — გ. 2 ივლისი1915პარიზისაფრანგეთი) — მექსიკელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. მექსიკის 3-გზის პრეზიდენტი. დიქტატორი. მექსიკას მართავდა 30 წლის განმავლობაში. მისი მმართველობის პერიოდს მექსიკის ისტორიაში პორფირიატო (ესპ. Porfiriato) უწოდეს.
1910 წელს, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამოცხადებულად გამოაცხადა მისმა ოპონენტმა ფრანსისკო მადერომ უარი თქვა შედეგების აღიარებაზე და მოუწოდა მექსიკელებს დიასის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ასე დაიწყო მექსიკის რევოლუცია, რომელიც 1911 წელს დიასის ჩამოგდებით დამთავრდა. დიასი საფრანგეთში გაიქცა სადაც გარდაიცვალა 1915 წელს 84 წლის ასაკში.                 

                                         
                                                  ტერიტორიების დაყოფა მექსიკის 1902 - დან 1917 წ

ამბროს გვინეტ ბირსი

                      ამბროს გვინეტ ბირსი

                       Ambrose Bierce-1.jpg
(ინგლ. Ambrose Gwinnett Bierce 1845წ 24 ივლისი - შესაძლოა 1913წ-ის 26 დეკემბერი.) ამრიკელი მწერალი,ჟურნალისტი, ავტორი იუმორული და ,, საშინელებათა'' მოთხრობების. 
მონაწილებას იღებდა აშშ სამქალაქო ომში  (1861 - 1865), ამბროზ ბისრსი, იყო თავისებური რეპორტიორი სიხისტით, შეუთავსებელი და პირდაპირი, რ-იც გამოვლინდა  მისი ლექსებსა და სტატიებში ესეებში მისი მხატრული პროზა და პოეზია. ამ თვისების გამო მან ზედმეტსახელი დამისახურა ,, შეუწყნარებელი ბირსი'' (ინგლ. Bitter Bierce) ხანდაზმულ ასაკში მან მხარი დაუჭირა და წაახალისა ახალგაზრდა მწერლები, მაგალითად, პოეტი ჯორჯ სტერლინგი (ინგლისელი) რუსი (1869-1926) და "საშინელი" მოთხრობების ავტორი, უილიამ მორჟ   (1854-1923).

სიცოცხლის ბოლოს, ამბროსი ბირსი, გატეხილი პირადი ტრაგედიით (ორი ვაჟის ნაადრევად გარდაცვალება, მეუღლისგან განქორწინება, დამსაქმებელთა პრობლემები), გაემგზავრა მექსიკაში, სადაც მოხდა სამოქალაქო ომი. მისი ბოლო წერილის წერილი დათარიღდა 1913 წლის 26 დეკემბერს, რის შემდეგაც მწერალი კვალის გარეშე გაქრა. ამბროსი ბიერსის გარდაცვალების ადგილი და დრო ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

ამბროსი ბირსის  სალიტერატურო მემკვიდრეობა დიდად აფასებდა თანამედროვეთა და მიმდევართა. ამბროსი ბირსი ითვლება მოკლემეტრაჟიული პროზის სამაგალითო ოსტატად და მისი მოთხრობა "საქმე ბუზის ნაკადის ხიდზე", ამერიკული ლიტერატურის კლასიკად ითვლება.

იხ. ვიდეო

            An Occurrence at Owl Creek Bridge

                                                       An Occurrence at Owl Creek Bridge 1891.jpg
(Eng. A Ownance at Owl Creek Bridge) - ყველაზე ცნობილი  ამბავი ამერიკელი მწერლის ამბროსი ბირსისა. ის პირველად გამოიცა გაზეთ The San Francisco Examiner- ში 1890 წელს და იგი შესულია კრებულში The Thick of Life (ჯარისკაცების და სამოქალაქო პირების სამოქალაქო ფორმაში).
  სიუჟეტი  
იხ. ვიდეო


среда, 13 мая 2020 г.

ერიხ მარია რემარკი


                    ერიხ მარია რემარკი

                            Erich Maria Remarque1.jpg
(გერმ. Erich Maria Remarque ნამდვილი სახელი ერიხ პაულ რემარკი (გერმ. Erich Paul Remark; დ. 22 ივნისი1898ოსნაბრიუკი— გ. 25 სექტემბერი1970ლოკარნო) — გერმანელი მწერალი და გერმანული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატორი.  მისმა ანტიფაშისტურმა რომანებმა დიდი გავლენა მოახდინა და დღესაც ახდენს მრავალ თაობასა თუ საზოგადოებაზე. მის რომანებში უმეტესად ასახულია ომის შემდგომი (როგორც პირველი, ასევე მეორე მსოფლიო ომი) გერმანიის ცხოვრება და საოცარი რეალიზმით არის გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა. რემარკის საუკეთესო ნაწარმოებებად ითვლება: „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“„სამი მეგობარი“ და „ტრიუმფალური თაღი“.
ერიხ პაულ რემარკი პროვინციულ ქალაქ ოსნაბრიუკეში კათოლიკე მუშების ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში მისი ოჯახი ხშირად იცვლიდა ბინას. ორი და და ერთი ძმა ჰყავდა, თუმცა ძმა ადრევე გარდაეცვალა.
იხ. ვიდეო

1904-1912 წლებში რემარკი სახალხო სკოლაში სწავლობდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი – 3 წელი კათოლიკურ სამასწავლებლო სემინარიაში, სადაც სახალხო სკოლების მასწავლებლებს ამზადებდნენ.
1915 წელს ახალგაზრდულ წრეში „სიზმრების მანსარდა“ გაწევრიანდა. იმავე წელს დაამთავრა სამასწავლებლო სემინარიის მოსამზადებელი კურსი და სამეფო სამასწავლებლო სემინარიაში ჩაირიცხა. 1916 წლის 21 ნოემბერს რემარკი ჯარში გაიწვიეს. 1917 წლიდან კი უკვე ფრონტზე გადაიყვანეს. ომის დროს რამდენიმეჯერ დაიჭრა. ამავე წელს გარდაიცვალა მისი დედა ანა მარია რემარკი. 1918 წელს იგი რკინის ჯვრის ორდენით დააჯილდოვეს.
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ რემარკი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. რემარკების ოჯახი ხაკენშტრასეს ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც მისი რომანების მოქმედებები ვითარდება. 1919 წლიდან სამასწავლებლო სემინარიაში აგრძელებს სწავლას და მოსწავლეთა გაერთიანების მდივანი ხდება. ამავე წელს ჯარიდან დაეთხოვა და ჯილდოებზეც უარი თქვა.
სახალხო სკოლის მასწავლებლის დიპლომის მიღების შემდეგ 1920 წელს ჯერ მასწავლებლად მუშაობს, მაგრამ ამ საქმეს მალევე ანებებს თავს და საფლავის ქვებით სავაჭრო კომპანიაში ბუღალტრად იწყებს მუშაობას; შემდეგ ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა და ორღანისტადაც მუშაობდა. ამ პერიოდში დაიწყო რემარკმა თავისი ჩანახატების გამოცემა ფსევდონიმით ერიხ მარია რემარკი.
1925 წლიდან რემარკი საცხოვრებლად ბერლინში გადადის, სადაც გაზეთის რედაქტორად იწყებს მუშაობას. იმავე წლის 14 ოქტომბერს ილზა ჯინ ცამბიზე იქორწინა. 1927 წელს ცოლთან ერთად კათოლიკური ეკლესიიდან გამოდის. ამავე წლის შემოდგომაზე იწყებს მუშაობას თავის პირველ რომანზე „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ (Im Western nichts Neues). რომანი ჯერ გაზეთში დაიბეჭდა 1928 წელს, და მხოლოდ შემდეგ წელს გამოვიდა წიგნად.
გერმანული საზოგადოება ამ რომანს არაერთგვაროვნად შეხვდა, ზოგი თვლიდა, რომ ის საუკეთესოდ აღწერდა პირველ მსოფლიო ომს, ხოლო სხვები ამ რომანს გერმანიის ღალატად მიიჩნევდნენ. ამ წლიდან გავრცელდა პრესაში მისი თითქოს და ებრაული წარმოშობის შესახებ ჭორები. რემარკს ჭორების არ შეშინებია და რომანზე „გზა შინისაკენ“ (Der Weg Zurück) იწყებს მუშაობას.
1930 წელს რემარკი რუტ ალბუს რჩევით სურათებსა და ხელოვნების ნიმუშებს ყიდულობს. ამავე წელს იგი გაეყარა პირველ ცოლს. 1931 წელს ხდება ნაწარმოების „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ პირველი ეკრანიზაცია. მის პრემიერაზე ბერლინში მოეწყო ნაციონალ-სოციალისტების აქცია ფილმის აკრძალვის მოთხოვნით, საბოლოოდ ფილმი გერმანიაში აიკრძალა. რემარკი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება ,სადაც მუშაობას დაბრუნებაზე აგრძელებს. წლის ბოლოს გაზეთში „გზა შინისაკენ“ გამოქვეყნდა.
1931 წელს გერმანიაში გაიმართა ფართომასშტაბიანი ბატალიები რემარკის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. რემარკმა გამოსცა პუბლიკაცია „რემარკი და სინამდვილე“ სადაც ასახა თავისი პოზიცია. იმავე წელს რუთ ალბუს ინიციატივით მან იყიდა შვეიცარიაში ვილა, სადაც მალევე გადასახლდა. 1932 წლიდან მან დაიწყო რომან „პატზე“ მუშაობა, რომელიც შემდგომ „სამი მეგობარის“ სახელწოდებით გამოვიდა.
1933 წლიდან, როდესაც გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რემარკის ვილაში შვეიცარიაში თავს აფარებენ გერმანიიდან დევნილები. ამ დროს გერმანიაში მოხდა მისი რომანის „დასავლეთის ფრონტი უცვლელიას“ საჯარო დაწვა და მისი რომანების გაყიდვიდან ამოღება. 1935 წელს მას მოსთხოვეს გერმანიაში დაბრუნება, რაზეც რემარკმა უარი განაცხადა. იგი ამ პერიოდში ხშირად მოგზაურობდა პარიზში, სადაც მონაწილეობა მიიღო დევნილ მწერალთა კონფერენციაში.
იხ. ვიდეო ნასესხები სიცოცხლე

1936 წელს პირველად გამოვიდა რომანი „სამი მეგობარი“ დანიურ ენაზე კოპენჰაგენში1937 წელს მოხდა „გზა შინისაკენ“ ეკრანიზაციაც. ამავე წელს რემარკმა და მისმა პირველმა ცოლმა მიიღეს პანამის რესპუბლიკის პასპორტი. ამავე დროს რემარკსა და მარლენ დიტრიხს შორის დაიწყო რომანი.
1938 წელს რემარკი და მისი პირველი ცოლი ხელმეორედ დაქორწინდნენ, მიუხედავად ამისა მისი რომანები მარლენ დიტრიხთან და რუთ ალბუსთან გრძელდებოდა. იმავე წელს მან დაიწყო მუშაობა რომანებზე „შეიყვარე მოყვასი შენი“ და „ტრიუმფალური თაღი“. „სამი მეგობარის“ პირველი ეკრანიზაცია მოხდა პარიზში. გერმანიის მთავრობამ კი ცოლ-ქმარ რემარკებს მოქალაქეობა ჩამოართვა.
1939 წელს, როდესაც ევროპა ომის ალში გაეხვა, რემარკი, როგორც ბევრი სხვა გერმანელი, აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში, სადაც პირველად გამოიცა მისი „გიყვარდეს მოყვასი შენი“ ინგლისურ ენაზე, რომანის ეკრანიზაცია კი 1941 წელს მოხდა სახელით „ასე სრულდება ჩვენი ღამე“. 1942 წელს რემარკი აშშ-ში აქტიურ ანტინაცისტურ მოღვაწეობას ეწევა, იგი ასევე ყველაფრით ცდილობს გერმანიიდან ემიგრანტებისთვის დახმარებას. 1943 წელს რემარკი იტყობს, რომ მისი და ელფრიდა გერმანიაში გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. შემდეგ წელს იგი აქტიურად მუშაობს ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებთან გერმანიაში ნაციზმის დაცემის შემდეგ ჩასატარებელ აღმზრდელობით სამუშაოებზე.
1945 წელს რემარკმა დაიწყო მუშაობა მორიგ რომანზე „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“, იმავე წელს პირველად გამოქვეყნდა „ტრიუმფალური თაღი“ ინგლისურ ენაზე. ომის შემდეგ, 1947 წელს რემარკმა და მისმა მეუღლემ ამერიკის მოქალაქეობა მიიღეს. 1948 წელს მოხდა „ტრიუმფალური თაღის“ ეკრანიზაცია. ამავე წელს იგი პირველად, ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ, დაბრუნდა ევროპაში.
შემდეგი წლები დატვირთული იყო მოგზაურობებითა და ახალ რომანებზე მუშაობით. 1952 წელს გამოვიდა მისი რომანი „სიცოცხლის ნაპერწკალი“. ამ პერიოდში იგი უშედეგოდ ცდილობს გერმანიის მოქალაქეობის აღდგენას. 1953 წელს იგი პირველად ომის შემდეგ ჩავიდა მშობლიურ ქალაქში, სადაც და და მამა მოინახულა. 1954 წელს გამოვიდა რომანი „ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა“. ამ დროს იგი იწყებს მუშაობას რომანზე „შავი ობელისკი“.
1958 წელს რემარკმა და პოლეტ გოდარდმა იქორწინეს. ნანატრი მოქალაქეობა რემარკს მხოლოდ გარდაცვალების წელს მისცეს. 1970 წელს რემარკი აორტის ანევრიზმით გარდაიცვალა.

       ტრიუმფალური თაღი (რომანი)

                                                  ArchOfTriumph.jpg
ერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც გამოიცა 1945 წელს. მწერალი მასში აღწერს გერმანელი ლტოლვილის ცხოვრებას, რომელიც არალეგალურად გადმოვიდა გერმანიიდან პარიზში მეორე მსოფლიო ომამდე. რომანის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ შემდეგ, „ტრიუმფალური თაღი“ გახდა მწერლის რიგით მეორე ბესტსელერი მსოფლიოს მასშტაბით.ტრიუმფალური თაღი არის ტრიადის დასასრული, რომელიც დაიწყო რემარკმა სამი მეგობრით. მთავარ გმირ რავიკს აწუხებს ეგზისტენციალური პრობლემები, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს, იგი მოსვენებას ვერ პოვებს ვერც პარიზში.
ეკრანიზაცია - ფილმი 1948 წ-ს  მთავარ როლებში ინგრიდ ბერგმანი და შარლემ ბუაი იხ ბმულზე კინო 
მეორე ფილმი - 1985 წ- ს მთავარ როლებში - ენტონი ჰოპკინსი და ლესლი-ენ-დაუნი
იხ. ვიდეო


вторник, 12 мая 2020 г.

ბოსტნეული კულტურები

                 ბოსტნეული კულტურები

                                               
                                              ბოსტნეული ფილიპილენების გაზრობაზე
ბოსტნეული კულინარიული ტერმინია - აღნიშნავს მცენარეები, რ-აც საჭმელად იყენებენ. ბოტანიკის თვალასაზრისით საკვებად ვარგისი მცენარე  არის სადაც შეძლება შევიდეს კენკრაც და ხილი. განეკუთვნება 10 ოჯახს:
იხ. ვიდეო

სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით განარჩევენ ერთწლოვანორწლოვან და მრავალწლოვან ბოსტნეული კულტურებს. საჭმელად გამოსაყენებელი ორგანოების მიხედვით ბოსტნეული კულტურები იყოფა 4 ჯგუფად: ფოთლიანები — კომბოსტოკამაოხრახუშისალათაისპანახი და სხვა; ნაყოფიანები — კიტრი - უხვად შეიცავს კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, იოდს, კაროტინს, და სხვ. სასარგებლო ნივთიერებას, დიდი ხანია კიტრს იყენებენ კოსმეტოლოგიაში მისი წვენი აქრობსჭორფლებს, ფერიმჭალებს, პიგმეტურ ლაქებს, სპეციალისტების რჩევითძირად ღირებულ პროცედურებთან ერთად სასურველია სახე გაიწმინდოთ კიტრით. გთავაზობთ სახის კანის გასაახალგაზრდავებე და გამწენდ რეცეპტს - მსხვილად გახეხილი კიტრი ჩაყარეთ ბოთლში და დაასხით სპირტი(არაყი)2 კვირადადგით მზეზე, ამ ნაყენით დღეში 2 ჯერ გაიწმინდეთ სახე. კიტრი ხელს უწყობს საკვების სწრაფად ათვისებას და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას. გასანკუთრებით რეკომენდებულია კუჭნაწლავის (როგორც გამხსნელი საშუალების( ღვიძლისა და თირკმელების დიარეების დროს. პროტონდიტის თმის ცვენის, ნერვიულობისა და ათეროსკლეროზის დროს.ყოველდღე დალიეთ 100მლგრ ახალგამოწურული კიტრის წვენი. ეფექტის გასაძლიერებლად დაამატეთ პომიდვრის, ნისრვის 20:201 ან შავი მოცხარის ვაშლის, გრეიფუტის, წვენი 2:211.
მაღალი ტემპერატურის დროს დღეში 3 - 4-ჯერ მიიღეთ კიტრისწვენისა და თაფლის ნაყენი.
 ნესვი, საზამთრო, პამიდორი, ბადრიჯანი, ლობიო, სიმინდი და სხვა; ძირხვენები — თალგამურა, ბოლოკი, თვის ბოლოკი, სტაფილოჭარხალი და სხვა; ბოლქვიანნი — ხახვი, პრასა, ნიორი. მრავალწლოვანებს გამოყოფენ ცალკე ჯგუფად. ბოსტნეული კულტურები შეიცავს ვიტამინებს, აგრეთვე ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს. ხახვში, ნიორში, ბოლოკსა და სხვა შემავალ ფიტონციდებს ახასიათებთ ბაქტერიციდული თვისებები. თითქმის ყველა ბოსტნეული ძვირფასი საკონსერვო ნედლეულია. ბოსტნეული კულტურების უმეტესობა ტროპიკული და სუბტროპიკული წარმოშობისაა, ბევრი მათგანი სითბოს მოყვარულია და მოითხოვს ნაყოფიერსა და ტენიან ნიადაგს. საქართველოში ბოსტნეული კულტურები ძველთაგანვე ფართოდაა გავრცელებული.
კულინარი
დაბალანსებული დიეტა, პირველ რიგში, გულისხმობს გემრიელი, კარგად მომზადებული საკვების დროულ და სწორად ორგანიზებულ მიწოდებას, რომელიც შეიცავს სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია მისი ნორმალური განვითარებისათვის. დიეტაში სხვადასხვა ბოსტნეულის კომბინაციამ სასარგებლო გავლენა მოახდინა სხეულზე, ზრდის თითოეული ვიტამინის ასიმილაციის პროცენტს ცალკე. დაბალანსებული დიეტის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბოსტნეულს - ყოველდღიური დიეტის აუცილებელ და არსებით ნაწილს, ვიტამინების საწყობებსა და სხვა ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებს.

ბოსტნეულში ნახშირწყლებია. ბოსტნეულში ცილის შემცველობა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ხორცში, და მათში ცხიმი თითქმის არ შეიცავს. ბოსტნეულის ძირითადი მნიშვნელობა ის არის, რომ ისინი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ვიტამინებს (ვიტამინი C, კაროტინი, ფოლიუმის მჟავა), მინერალები, ორგანული მჟავები, ბოჭკოვანი და პექტინი .

ბოსტნეულის ჭამის დროს მცირდება ტოქსინების მოქმედება ადამიანის სხეულზე. ბოსტნეული ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მწვანე და ყვითელი ბოსტნეული ხელს უწყობს კიბოს განვითარებას .

ბოსტნეული გამოიყენება დიეტურ საკვებში. ჯანმრთელმა ზრდასრულმა უნდა მოიხმაროს მინიმუმ 600 გრ ბოსტნეული დღეში .


ანტინივთიერება

                         ანტინივთიერება 

                      
                                                    ატომის სტრუქტურა ანტინივთიერებაში

საწინააღმდეგო ნაწილაკებისგან შემდგარი ნივთიერება, რომელიც სტაბილურად არ წარმოიქმნება (სადამკვირვებლო მონაცემები არ მიუთითებს ანტიმატერიის აღმოჩენაზე ჩვენს გალაქტიკასა და მის მიღმა . ანტიმეტერიის ბირთვები შედგება ანტიპროტონებისა და ანტინეიტრონებისგან, ხოლო გარსი შედგება პოზიტრონებისაგან .

მატერიისა და ანტიმეტერიის ურთიერთქმედება ანიჰილიზაციას განიცდიან, და იქმნება მაღალი ენერგიის ფოტონები ან ნაწილაკ-ანტინაწილაკის  წყვილი.

ჩვენს მიერ დაკვირვებული სამყაროს ნაწილში არ აღმოჩნდა ანტიმეტრიის მნიშვნელოვანი დაგროვება , თუმცა, მიმდინარეობს მსჯელობები იმის შესახებ, მოიცავს თუ არა სამყარო თითქმის ექსკლუზიურად მატერიას, და არსებობს თუ არა სხვა ადგილები შევსებული, პირიქით, თითქმის მთლიანად ანტიმეტრით. სამყაროში მატერიისა და ანტიმეტრიის ასიმეტრია ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაუჭრელი პრობლემაა (იხ. სამყაროს ბარიონური ასიმეტრია). ვარაუდობენ, რომ ასიმეტრია წარმოიქმნა დიდი აფეთქების შემდეგ წამის პირველ ფრაქციებში.
იხ. ვიდეო
ანტიმტერის არსებობის შესახებ პირველი თეორიების გამოცხადებიდან მას შემდეგ, რაც მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ ემპირიულად შეესწავლათ მისი თვისებები  უპასუხონ კითხვას - რატომ არსებობს სამყარო? "ანტიმეტერიის" მცნება წარმოიშვა სამეცნიერო წრეებში მე -19 საუკუნის ბოლოს და 1928 წელს ლეგენდარულმა ბრიტანელმა ფიზიკოსმა პოლ დირაკმა შეიმუშავა თეორია, რომლის თანახმად, მატერიასა და ანტიმატერიას ერთნაირი თვისებები აქვთ,  მუხტის გარდა,  ახლანდელი კვლევის თანახმად, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა ჟურნალში Nature, მეცნიერებმა შეძლეს ანტი-წყალბადის ნაწილაკების დაჭერა და მათი არსებობის გახანგრძლივება დიდი ხნის განმავლობაში, რაც მათ აძლევდა საშუალებას ანალიზი გაეკეთებინათ თავიანთი სტრუქტურის შესახებ. ცნობილია, რომ სამყაროში თითოეულ ნაწილაკს აქვს თავისივე ანტინაწილაკები , იდენტური (ანუ სიმეტრიული) მას ყველა თვისება მსგავსი აქვთ, მაგრამ საპირისპირო მუხტით. შესაბამისად, ანტიმატერიაში არსებული ელექტრონისა და პროზიტრონის ანალოგიურად   პოზიტრონი და ანტიპროტონი, რომლებიც ერთად ქმნიან ანტიატომს - ანტიწყალბადს. პრობლემა ის არის,რომ   ანტიმატერია ძალიან არასტაბილურია და, ჩვეულებრივ ნივთიერებებთან ურთიერთობისას, ნაწილაკებსა და ანტინაწილაკებისას   ანიჰილიზიაცია წარმოიშვება და  მაღალი ენერგიის ფოტონები ან წყვილი ნაწილაკა-ატინაწილაკების წყვილი. ამ მომენტში სამყაროს ერთ – ერთი უდიდესი საიდუმლოა: თუ სამყაროს წარმოშობისას  შეიქმნა იგივე ოდენობა მატერია და ანტიმატერია, მაშინ რატომ არ გაქრა იგი განადგურების შედეგად? ექსპერიმენტულად ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და დაადასტუროს დისერტაცია მატერიისა და ანტიმეტრიული თვისებების მახასიათებლების შესახებ, შვეიცარიის ცერნის ლაბორატორიაში მომუშავე საერთაშორისო სპეციალისტთა ჯგუფს დასჭირდა ანტი-წყალბადის ატომის ხაფანგი და მისი არსებობის გახანგრძლივება საკმაოდ გრძელი პერიოდის განმავლობაში. 2010 წელს, Alpha– ს პროექტის გუნდმა მოახერხა 38 ანტიწყალბადი  ატომის ჩასმა "ვაკუუმური ხაფანგში", გაყოფილი წამით; 2011 წელს მათ გაიმეორეს ექსპერიმენტი, მაგრამ ამჯერად მათ მოახერხეს  მხოლოდ 1000 წამზე მეტი გაჩერება. თანდათანობით, ფიზიკოსებმა შეძლეს ანტიმატერიის თვისებების ანალიზის დაწყება, რაც, ალფა პროექტის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ამ ექსპერიმენტის საწყისი მიზანი იყო. ”თითქმის 20 წელი დაგვჭირდა იმის შესწავლა, თუ რამდენად იდენტურია მატერიისა და ანტიმეტრის თვისებები, ახლა კი ექსპერიმენტულად პასუხი შეგვიძლია,” - თქვა პროექტის მონაწილე ჯეფრი ჰანგსტმა BBC– სთან ინტერვიუში.
იხ. ვიდეო



понедельник, 11 мая 2020 г.

ახმედ ხალდოს ძე ზაკაევი

              ახმედ ხალიდოს ძე ზაკაევი

                    Ахмед Закаев
                                                   ფოტო ახმედ ზაკაევის. გადაღებული 2002წ
(ჩეჩ. ზაქაევი ხალიტან ვოხ ახმად; 1959 წლის 26 აპრილი, სოფ. კიროვსკი, ტალდი-კურგანის რაიონი, ყაზახეთის სსრ) - იჩკერიის არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის ბრიგადის გენერალი. კულტურის მინისტრი და ჩრი- ს მინისტრის მოადგილე, 1996 წლიდან - CRI საგარეო საქმეთა მინისტრი. 2007 წლის ნოემბერში ჩეჩნეთის ემიგრაციის ნაწილი გამოცხადდა არარსებული ჩრი- ს ”პრემიერ მინისტრად”.

2002 წლის იანვრიდან ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში. ამავე წელს, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ დაადანაშაულა ზაქაევი 1991 წელს 2001 წლამდე ბანდების შექმნისთვის, რომლის რიცხვი 300-დან 1,500 მილიციამდე იყო, ასევე ტერორისტული და ჩვეულებრივი დანაშაულები . რუსეთის ხელისუფლებამ სცადა მისი ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში . 2003 წელს ლონდონის სასამართლომ უარყო ზაქაევის ექსტრადიციის მოთხოვნა, ბრალდებას უწოდებდა პოლიტიკურად მოტივირებულ და გამოხატავდა შიშებს, რომ ზაქაიევს შეიძლება აწამებდნენ რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში .

2003 წლის ბოლოს, ზაკაევმა მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში და ამჟამადაც იქ ცხოვრობს.  იხ. ვიდეო ,, რუსეთი მზად არის დასაშლელად''

ასტროფიზიკა

                                  ასტროფიზიკა

               
ორი  წარმოდგენილი ოპტიკური სპექტრის: ზემოთ ,, ბუნებრივი'' (ხილული სპექტროსკოპი), ქვემოთ - როგორც დამოკიდებული ინტესივობის ტალღის სიგრძეზე. ნაჩვენებია კომბონირებული სპექტრული გამოსხივება მზის. აღნიშნულია შთანთქმის ხაზები ბალმერის სერიის წყალბადის.
ასტრონომიის განყოფილება რ-იც იკვლევს ფიზიკის და ქიმიის პრინციპებს ასტრონომიული ობიექტების (ბერძნ. ἀστήρ - ასტრო ვასრკვლავი და  φυσικά - ,, ბუნება ;;) ისეთი ასტრონიმიული  ობიექტებს იკვლევს როგორებიც არის ვარსკვლავები, გალაქტიკები, ეკზოპლანეტები და სხვ. ფიზიკური მატერიის თვისებებს ყველა მაშტაბის  და მათი წარმოშობას სამყაროში სწავლობს კოსმოსგონია.
იხ. ვიდეო
დაკვირვებითი ასტრონომია არის ასტრონომიული მეცნიერება, ის მოიცავს ჩაწერილ მოცემებს. თეორიულ ასტროფიზიკასთან კონსტრანტში, რომელიც მოიცავს გაზომნვადი შედეგის ფიზიკური მოდელის აღმოჩენას. ის ციურ სცხეულებზე ტელესკოპით და სხვა ახვა აპარეტებით დაკვირბების პრაქტიკაა.
დაკვირვებითი ასტროფიზიკის ძირითადი დაკვირვებები ელექტრომაგნიტური სპექტრით ხორციელდება.
                                                            
                                                                             რადიტელესკოპი РТФ-32
  • ოპტიკური ასტრონომია ასტრონომიის ყველაზე ძველი დარგია. ამ დარგში სპეცტროსკოპები ყველაზე მეტად გამოყენებადი ინსტრუმენტია. დედამიწის ატმოსფერო ოპტიკურ ობსერვარტორიებს ხელს უშლის, ამიტომ მაღალი ხარისხის სურათების და გამოსახულებების მისაღებად გამოიყენება კოსმოსური ტელესკოპები და ადაპტირებული ოპტიკები. ტალღის ასეთი სიდიდე განაპირობებს იმას რომ ციური სხეულები უკეთ ჩანან ამიტომ ამითომ იკვეთება მათი ქიმიური სპექტრი და შესაძლებელის ხდება ვარსკვლავებისგალაქტიკების და ნებულის ქიმიური შემადგენლობის დადგენა.
                                                                         
 ხაზები გვიჩვენებს სუპერ ნოვას აფეთქების დროს მატერიის ამოფრქვევის მიმართულებას და წარმოდგენას გვიქმნის პულსარების ჩამოყალიბებასზე.

თეორიული ასტროფიზიკა იყენბს ხელსაწყოების ფართო ვარიაციებს მაგალითად ანალიტიკური მოდელი (ვარკვლავის თვისებების დასადგენად) და კომპიუტერული სიმულაცია, თვითოეულ მადგანს გააჩნია საკუთარი დადებითი და უარყოფითი. ასნალიტიკური მოდელით შესაძლებელია ვარსკვლავის ზედაპირის შესწავლა ხოლო კომპიუტერული სიმულაცია გამოიყენება ვარსკვლავის შიგნიდან შესასწავლად და იმის გასაგებათ თუ რა ხდება მის გულში. თეორიტიკოსები ასტროფიზიკაში ცდილობენ რომ შექმნან სახვადასხვა ციური სხეულების კომპიუტერული მოდელები (სიმულაციები) და ისე დააკვირდნენ მას. ეს დამკვირვებლებს ეხმარება რომ მიიღონ მონაცემები სხეულების შესახებ და შემდეგ მათი პრაქტიკული შესწავლის გზები აირჩიონ.
იხ. ვიდეო საინტერესო მოსაზრებებია და ერთგვარი ორიგინალურიც 

თეორიტიკოსები ასევე ცდილობენ რომ შეცვალონ სიმულირებული სხეულები ახალი მონაცემების მიღების მიზნით. ამრიგად თეორიტიკოსების მთავარი მიზანია რაც შეიძლება ნაკლები ცვლილების კაკეთება მონაცემების რეალობასთან მორგების მიზნით, რადგან ბევრი ცვლილების გაკეთება მათ მოდელების მიტოვებისაკენ უბიძგებს.
თეორიული ასტროფიზიკა სეისწავლის: სტერალურ დინამიკას და ევოლუციასგალაქტიკის ფორმაციას და ევოლუციას; მაგნეტოჰიდროდინამიკასმატერიის დიდი სტრუქტურებს სამყაროში; კოსმოსური რადიაციის წარმოშობას; ზოგად ფარდობითობის თეორიას და ფიზიკურ კოსმოლოგიას, სიმებიანი კოსმოლოგიის და ასტრონაწილაკური ფიზიკის ჩათვლით. ასტროფიზიკური ფარდობითობა ემსახურება შავი ხვრელების და გრავიტაციული ტალთღების შესწავლას.
ზოგ ზოგადად აღიარებულ თეორიებს შეისწავლის თეორიული ასტროფიზიკა, ესენია დიდი აფეთქებიაკოსმოსური ინფლექციაშავი მატერიაშავი ენერგია და ფიზიკის ფუნდამენტური თეორიები. ხოლო ჭიის ხვრელები მიეკუთვნებიან იმ ჰიპოთეზების და თეორიების რიცხვს რომლებიც არავი დაუდასტურებია და არავის აღმოუჩენია მაგრამ არსებობს მათი არსებობის თეორიული შესაძლებლობა.

თერაპია (მკურნალობა)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                       თერაპია (მკურნალობა) მოახლემ წამალი და წვნიანი მოუტანა გაციებულ ბ...