четверг, 14 мая 2020 г.

მექსიკის რევოლუცია

                         მექსიკის რევოლუცია

                                               Dead bodies in graveyard.jpg
                                    რევულუციისას ერთ-ერთი ბრძოლაში დაღუპული ცხედრები
 (ესპ. Revolución mexicana) – მექსიკის ისტორიის ყველაზე სისხლიანი პერიოდი. ამ დროს ქვეყანაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300 ათასიდან 2 მლნ-მდე მერყეობს. რევოლუცია დაიწყო პორფირიო დიასის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებით. მას შემდეგ რაც დიასმა მორიგ არჩევნებში თავი გამოცხადებულად გამოაცხადა დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერმა ფრანსისკო მადერომ მოსახლეობას მოუწოდა შეიარაღებული აჯანყებისაკენ დიასის ხელისუფლების დასამხობად. აჯანყება დაიწყო 1910 წლის 20 ნოემბერს. 1911 წლის მაისში დიასის დიქტატურა დაემხო, თვით დიქტატორი კი საფრანგეთში გაიქცა. დროებითი პრეზიდენტი გახდა ფრანსისკო ლეონ დე-ლა-ბარა. ოქტომბერში მექსიკის პრეზიდენტად აირჩიეს ფ. მადერო. თუმცა რევოლუცია ამით არ დასრულებულა. იგი რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა.
იხ. ვიდეო
  • რევოლუციის პირველი ეტაპი (1910 ნოემბერი – 1911 მაისი) – ამ პერიოდში რევოლუციის მთავარი მიზანი იყო პორფირიო დიასის დიქტატურის დამხობა. ამ ეტაპზე რევოლუციური ძალები ერთიანი ფრონტით მოქმედებდნენ.
  • რევოლუციის მეორე ეტაპი (1911 მაისი – 1913 თებერვალი) – ამ პერიოდში ხელისუფლებაში აღმოჩდნენ ლიბერალ დემოკრატები. ამ ეტაპზე ერთიანი რევოლუციური ფრონტი დაიშალა.
  • რევოლუციის მესამე ეტაპი (1913 თებერვალი – 1914 ივლისი) ამ პერიოდში მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციური რეჟიმის აღდგენა. რევოლუციური ძალები კვლავ ერთიანი ფრონტით მოქმედებდნენ.
  • რევოლუციის მეოთხე ეტაპი (1914 ივლისი – 1917 თებერვალი) – რევოლუციის ბოლო და გარდამავალი ეტაპი კონსტიტუციურ მმართველობაზე.
                                                                   

                           პორფირიო დიასი

                                                      პორფირიო დიასი
 (ესპ. José de la Cruz Porfirio Díaz Mori, დ. 15 სექტემბერი1830ოახაკა-დე-ხუარესიმექსიკა — გ. 2 ივლისი1915პარიზისაფრანგეთი) — მექსიკელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. მექსიკის 3-გზის პრეზიდენტი. დიქტატორი. მექსიკას მართავდა 30 წლის განმავლობაში. მისი მმართველობის პერიოდს მექსიკის ისტორიაში პორფირიატო (ესპ. Porfiriato) უწოდეს.
1910 წელს, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამოცხადებულად გამოაცხადა მისმა ოპონენტმა ფრანსისკო მადერომ უარი თქვა შედეგების აღიარებაზე და მოუწოდა მექსიკელებს დიასის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ასე დაიწყო მექსიკის რევოლუცია, რომელიც 1911 წელს დიასის ჩამოგდებით დამთავრდა. დიასი საფრანგეთში გაიქცა სადაც გარდაიცვალა 1915 წელს 84 წლის ასაკში.                 

                                         
                                                  ტერიტორიების დაყოფა მექსიკის 1902 - დან 1917 წ

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...