დეტერმინიზმი
დეტერმინიზმის მრავალი ფილოსოფიური თეორიის იმ აზრს, რომ რეალობა ერთგვარ წინასწარ განსაზღვრულ გზას მისდევს.
(ლათ. Determinare – განსაზღვრა), ან წინასწარგანჩინება — შეხედულება სამყაროს კანონზომიერების შესახებ, რომლის მიხედვითაც სამყაროში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით არის განპირობებული, დეტერმინირებული. ამიტომ სამყაროში არ არსებობს არავითარი უმიზეზო მოვლენა ანუ შემთხვევითობა. შემთხვევითობა, მხოლოდ სუბიექტური არცოდნის გამო მოიხმარება მეცნიერებაში, თორემ თავისთავად სამყაროში არავითარი შემთხვევითობა არ არსებობს, სამყაროს მხოლოდ მკაცრი აუცილებლობა და მიზეზობრიობა მართავს.
იხ. ვიდეო
დეტერმინიზმი შეიძლება ასევე იქნას გაგებული, როგორც ფატალიზმი. დეტერმინიზმის საპირისპიროა ინდერდეტერმზი..
აბსოლუტური დეტერმინიზმის მიმდევარი იყო პიერ-სიმონ ლაპლასი. მან ჩათვალა, რომ თუ რაიმე რაციონალურ არსებას შეეძლო ცოდნა მსოფლიოში ყველა ნაწილაკის პოზიცია და სიჩქარე, მას შეუძლია ზუსტად განსაზღვროს სამყაროს ყველა მოვლენა. მოგვიანებით, ასეთ ჰიპოთეტურ არსებას ლაპლაზის დემონი დაერქვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий