суббота, 16 мая 2020 г.

TRAPPIST-1

                                 TRAPPIST-1                 

ჩვენ ვეძებთ სიცოცხლეს დედამიწის გარეთ 
(ცნობილია როგორც 2MASS J23062928-0502285) — 40 სინათლის წლის დაშორებით მდებარე ვარსკვლავური სისტემა, რომლის გარშემოც 7 კლდოვანი პლანეტა ბრუნავს. ვარსკვლავური სისტემა მდებარეობს მერწყულის თანავარსკვლავედში. ნასამ აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე გამოაცხადა სპეციალურ პრესკონფერენციაზე. NASA-მ აღნიშნული აღმოჩენა გააკეთა სპიცერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით. სპიცერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოჩენისთვის ტრანზიტული მეთოდი გამოიყენა.
                   
                     მხატვრის კონცეფცია TRAPPIST-1 პლანეტარული მოდელი
მეცნიერთა შეფასებით, სამი პლანეტა სასიცოცხლო ზონაში იმყოფება და შესაბამისად, თხევადი წყალიც არსებობს, რაც სიცოცხლის არსებობის წინაპირობაა. აქედან გამომდინარე სანტერესო იქნება არის თუ არა სიცოცხლე და რა სახის და ფორმის. მომავალი კვლევები ამ კითხვებს და საიდუმლოებას ფარდას ახდის.
იხ. ვიდეო 

სისტემაში მდებარე ერთ-ერთი პლანეტა გრავიტაციულადაა ჩაჭერილი თავის დედა-ვარსკვლავთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სულ ერთი სახით უყურებს ვარსკვლავს.
სამი პატარა პლანეტა წითელ ჯუჯასთან ძალიან ახლოს მოძრაობს (მზესა და დედამიწის მანძილის 1%-ით, 1,5%-ით და 5%-ით). წელიწადი უახლოეს პლანეტაზე მხოლოდ დედამიწის 1,5 დღე გრძელდება, მეორეზე 2,4 დედამიწის დღე. რაც შეეხება მესამე პლანეტას, მისი ორბიტა ცოტა გაურკვეველია. მეცნიერთა შეფასებით, მისი ორბიტალური პერიოდი 4,5-7,3 დედამიწის დღეა. რაც შეეხება დედა-ვარსკვლავს, იგი წითელი ჯუჯაა.                                
შედარება ზომების მზისა და ვაეკლავ TRAPPIST-1. რადენადაც ტემპერატურის ეფექტურობა პატარა ვარსკლვავის რადენჯერმე დაბალია ვიდრე მზის, ის გამოყურება წითლად

მისი მასა მზის მასის 8%-ია, ხოლო რადიუსი 11%. მისი ზედაპირის ტემპერატურა 2277 გრადუსი ცელსიუსია და დაახლოებით 500 მილიონი წლისაა. შედარებისთვის, ჩვენი მზე 4,6 მილიარდი წლისაა და ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 5727 გრადუსი ცელსიუსია. ასეთი მასის გამო, წითელ ჯუჯებს 4-5 ტრილიონ წელიწადს შეუძლიათ არსებობა. თავდაპირველად, აღნიშნულ სისტემაში ორი პლანეტა იყო აღმოჩენილი.
                                                         
შედარება ზომების, სიმკვრივის და განათება პლანეტების TRAPPIST-1 სისტემაში მზის სისტემის პლანეტების. მწვანე ფერით გამოყოფოლია დასახლებული ზონა.
                                                                   

                                       რეკლამა

იხ. ბმულზე .. ➣➣➣➣

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...