понедельник, 30 ноября 2020 г.
დიფრაქცია
воскресенье, 29 ноября 2020 г.
იონური ბმა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
იონური ბმა
пятница, 27 ноября 2020 г.
ექვსდღიანი ომი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ექვსდღიანი ომი
5 ივნისის დილას ისრაელის გამანადგურებელი თვითმფრინავები აფრინდნენ ჰაერში და პირველი დარტყმა მიაყენეს სინაის ნახევარკუნძულს, სადაც გაანადგურეს სამხედრო აეროდრომები. დარტყმა იმდენად მოულოდნელი და ძლიერი იყო რომ ეგვიპტის საჰაერო ძალები მთლიანად გამოვიდნენ წყობიდან, რის შემდეგადაც ომში ჩაერთო იორდანიაც. მიუხედავად ხუსიენ მეფის გაფრთხილებისა ისრაელის მიერ, რომ შეეწყვიტა ომი, მან განაგრძო თავდასხმა. ამის შემდეგ ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს იორდანიის წინააღმდეგაც ოპერაცია და გაათავისუფლეს აღმოსავლეთი იერუსალიმი და მიმდებარე ტერიტორიები. ასევე სირიამ პირველივე დღეებში დაიწყო მასიური არტილერიული სროლა ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებებზე, რამაც განაპირობა ისრაელის საპასუხო დარტყმა, რომელმაც გაანადგურა სირიის მეტი წილი საჰაერო ძალები, მთლიანობაში არაბულმა ქვეყნებმა პირველი დღის ომში დაკარგეს 400 მეტი სამხედრო თვითმფრინავი.
ომის შემდეგ დღეებში ისრაელის ჯარმა განაგრძო ქვეითი ძალებით შეტევა და მესამე დღის ბოლოს უკვე დაიპყრო ნახევარკუნძული სინაი, (მაშინ, როცა მარტო ეს ტერიტორია 3 ჯერ დიდია ისრაელზე) ,ამის მერე საერთაშორისო ერებმა მოითხოვეს ცეცხლის შეწყვეტა. მიუხედავად წარმატებისა ისრაელი პირველი იყო ვინც დაეთანხმა ამ პირობას მაგრამ სირიამ განაგრძო ებრაული დასახლებების დაბომბვა და ასევე სცადა წარუმატებლად დაეპყრო კიბუც დანი (კიბუცი ებრაული სოფლის ტიპის დასახლებაა, სადაც მაცხოვრებლებს საერთოა ქონება აქვთ). ამის შემდეგ ისრაელმა თავი მოუყარა ძალებს და გადავიდა კონტრშეტევაზე გოლანის მაღლობებისკენ, სადაც სირიის ძალები იყვნენ განლაგებული. ამ ბრძოლაში ისრაელმა დაიპყრო გოლანის მაღლობები
შედეგი - 10 ივნისს ომი ისრაელის გამარჯვებით დამთავრდა. ამ დღისათვის უკვე განადგურებული იყო მტრის 400-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი, აქედან 60 ჰაერში. აგრეთვე განადგურდა 500-ზე მეტი ტანკი, რაც მოწინააღმდეგე მხარის მთელი მძიმე სამხედრო ტექნიკის 70%-ზე მეტს წარმოადგენდა. ამ ომში დაიღუპა 15,000 მეტი ეგვიპტელი, 5000 ტყვედ ჩავარდა, 6000 იორდანიის ჯარისკაცი და სირიის 1000 ჯარისკაცი. ისრაელია მხრიდან კი 700 მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და 2500 დაიჭრა.
იხ. ვიდეო
მარია კალასი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მარია კალასი
1945 წელს მარია კალასი დაბრუნდა ნიუ–იორკში. დაიწყო წარუმატებლობები: იგი არ გააცნეს არტურო ტოსკანინის, სიმსუქნის გამო უარი თქვა მეტროპოლიტენ–ოპერაში ჩიო–ჩიო–სანის პარტიის შესრულებაზე, ჩიკაგოში ჩაიშალა "ლირიკული ოპერის" აღორძინება, სადაც იგი იმედოვნებდა მონაწილეობას.
1947 წელს მარია კალასი ხვდება ტულიო სერაფინს. მასთან შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეცვალა მომღერლის ცხოვრება. სერაფინს მარია დიდი ოპერის სცენაზე გაჰყავს. პირველმა პარტიებმა ჯუზეპე ვერდის აიდაში და ბელინის ნორმაში 1948 წელს, ერთი კვირის შემდეგ კი ვოკალურად შეუთავსებადი პარტიები ბრუნჰილდასი ვაგნერის "ვალკირიებში" და ელვირასი ბელინის "პურიტანელებში" შექმნეს მარია კალასის შემოქმედებითი ფენომენი. იგი ასრულებდა როგორც ლირიულ, ასევე დრამატულ და კოლორატულ პარტიებს, რაც ერთი მხრივ ფენომენური იყო ("ოთხი ხმა ერთ ყელში" – ასე ახასითებდნენ მას), მეორე მხრივ კი დამღუპველი იყო მისი უნიკალური ხმისთვის.
იხ. ვიდეო
1949 წელს მარია კალასი ქორწინდება ჯოვანი მენეგინიზე და გასტროლებზე მიემგზავრება სამხრეთ ამერიკაში. 1950 წელს პირველად გამოდის ლა სკალას სცენაზე და გარდაიქმნება "იტალიელ პრიმადონათა დედოფლად".
1953 წელს ფირმა EMI გამოსცემს კალასის შესრულებით ოპერების სრულ კრებულს.
იმავე წელს მარია 30 კილოგრამით იკლებს წონას. წლების მანძილზე მარია ცდილობდა ლამის სილამაზის ეტალონად ქცეულ ოდრი ჰეპბერნს დამსგავსებოდა, და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი კალასი ცოტა ხანში პოდიუმის მოდელს დაემსგავსა. გარდასახული კალასი მსოფლიოს პუბლიკას იპყრობს ოპერებში: ლუჩია დი ლამერმური, ნორმა, მედეა, მაკბეტი, ტოსკა.
იხ. ვიდეო
მარია კალასის ტრიუმფალური სვლა 1959 წელს ჩერდება. ხმის დაკარგვამ, სკანდალებმა, განქორწინებამ, მეტროპოლიტენ–ოპერასთან განშორებამ, ლა სკალის იძულებითმა დატოვებამ, უიღბლო სიყვარულმა არისტოტელე ონასისთან, ბავშვის დაკარგვამ – საბოლოოდ გატეხა იგი. 1964 წელს სცენაზე დაბრუნება სრული ფიასკოთი სრულდება.
იხ. ვიდეო
სიცოცხლის ბოლო წლები მარია კალასი პარიზში ცხოვრობდა, პრაქტიკულად არ გამოდიოდა გარეთ. სადაც გარდაიცვალა კიდეც 1977 წელს. იგი ჯერ კრემირებულ, შემდგომ კი დაკრძალულ იქნა პერ ლაშეზის სასაფალოზე. მოგვიანებით ანდერძის თანახმად მისი ფერფლი ეგეოსის ზღვას მოჰფინეს
გეოფიზიკა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
გეოფიზიკა
მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც შეისწავლის მთლიანად დედამიწის ფიზიკურ თვისებებსა და მის მყარ, თხევად და აირის გარსებში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს. გეოფიზიკა განეკუთვნება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ჯგუფს და ფართოდ სარგებლობს კვლევის ფიზიკური და მათემატიკური მეთოდებით. გეოფიზიკა იყოფა სამ დიდ ნაწილად: დედამიწის ფიზიკა (იგულისხმება დედამიწის მყარი ნაწილი), ჰიდროფიზიკა, ატმოსფეროს ფიზიკა, რომლებიც თავის მხრივ, მოიცავენ ცალკეულ გეოფიზიკურ დისციპლინებს; გამოყენებით გეოფიზიკას განეკუთვნება ძიების გეოფიზიკური მეთოდები, რომლებითაც ბუნებრივ და ხელოვნურ ფიზიკურ ველებზე დაკვირვების გზით იკვლევენ დედამიწის ქერქისა და მისი შიგნეთის აგებულებას, სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს და საინჟინრო გეოლოგიის საკითხებს.
თანამედროვე გეოფიზიკა დიდი როლს თამაშობს დედამიწის შინაგანი აგებულებისა და ფიზიკური თვისებების შესწავლის საქმეში. დედამიწის შედარებით დიდი სიღრმეები უშუალო დაკვირვებისათვის (სამთო გამონამუშევრებით, ბურღვით) პრაქტიკულად მიუწვდომელია. გეოფიზიკური დაკვირვებები კი ისეთ მასალას გვაწვდის, რომლის ანალიზი საშუალებას იძლევა საკმაოდ სარწმუნო წარმოდგენა ვიქონიოთ დედამიწის შინაგან აგებულებასა და მასში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებზე.
იხ. ვიდეო
დედამიწის ფიზიკის ძირითადი დარგებია: დედამიწის მაგნეტიზმი, რომელიც შეისწავლის დედამიწის მაგნიტურ ველს, მის სივრცობრივ განაწილებას და დროში ვარიაციებს; სეისმოლოგია სწავლობს მიწისძვრების წარმოქმნის მიზეზებსა და პირობებს, მათ გამოვლინებას დედამიწის ზედაპირზე, სეისმური (დრეკადი) ტალღების ბუნებასა და დედამიწის წიაღში მათ გავრცელებას, მიწისძვრის კერებში მიმდინარე პროცესებს, დედამიწის ქერქის სუსტ რყევებს, ანუ მიკროსეისმებს.
მიწისძვრების თანამგზავრ მოვლენებს, სეისმოლოგიური დაკვირვებები ძირითადად სტაციონარულ სეისმურ სადგურებში მიმდინარეობს, ხოლო ცალკეულ მძლავრ მიწისძვრებს, მათ ნგრევით მოქმედებას და დედამიწის ქერქში მომხდარ დეფორმაციებს საგანგებოდ სწავლობენ.
вторник, 24 ноября 2020 г.
სტენოკარდია
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სტენოკარდია
სტენოკარდიის დროს ტკივილი ყოველთვის გამოირჩევა შემდეგი ნიშნებით:
- აქვს შეტევითი ხასიათი, ანუ აქვს მკაფიოდ გამოხატული წარმოქმნის და შეწყვეტის, ასევე შესუსტების დრო;
- ტკივილი წარმოიქმნება გარკვეული პირობებისა და გარემოებების დროს;
- ქრება და საერთოდ წყდება ნიტროგლიცერინის მოქმედებით (1 – 3 წუთის შემდეგ მისი სუბლინგვალური მიღებიდან).
დაძაბვის სტენოკარდია ყველაზე უფრო ხშირად ვითარდება სიარულის დროს (მოძრაობის აჩქარებისას, მთაზე ასვლისას, მკვეთრი შემხვედრი ქარის დროს, ჭამის შემდეგ სიარულისას ან მძიმე ტვირთის ტარების დროს), ასევე სხვა ფიზიკური დატვირთვის ან (და) მნიშვნელოვანი ემოციური დაძაბულობის დროს. ფიზიკური დატვირთვის გაგრძელებისას ან გაზრდისას განუხრელად მატულობს ტკივილის ინტენსივობაც, ხოლო შეწყვეტისას ტკივილი სუსტდება და რამდენიმე წუთში ქრება.
იხ. ვიდეო
დაძაბვის სტენოკარდიას ახასიათებს შემდეგი კლინიკური ნიშნები:
- ტკივილის ლოკალიზაცია მკერდის უკან (განსაკუთრებით ტიპიურია), იშვიათად – კისრის მიდამოში, ქვედა ყბებში და კბილებში, ხელებში, ბეჭში (ხშირად მარცხნივ), გულის მიდამოში;
- ტკივილის ხასიათი – მოჭერითი, ზეწოლითი, იშვიათად მწვავე, ან მკერდში უცხო სხეულის შეგრძნება (ზოგჯერ ავადმყოფს აქვს არა ტკივილის შეგრძნება, არამედ უსიამოვნო შეგრძნება მკერდის უკან და უარყოფს საკუთრივ ტკივილის არსებობას);
- შეტევასთან ერთად არტერიული წნევის მომატება, კანის საფარველის სიფერმკთალე, პულსის სიხშირის ცვლილება, ექსტრასისტოლები.
მოსვენების სტენოკარდია, განსხვავებით დაძაბვის სტენოკარდიისაგან წარმოიქმნება ფიზიკური დატვირთვების გარეშე, ხშირად ღამით, მაგრამ სხვა დანარჩენის მიხედვით აქვს იგივე ნიშნები და ხშირად თან ახლავს ჰაერის უკმარისობა, მოხრჩობის შეგრძნება. ავადმყოფთა უმრავლესობაში სტენოკარდიის მიმდინარეობა ხასიათდება შედარებითი სტაბილურობით. ამის ქვეშ გულისხმობენ სტენოკარდიის წარმოქმნის ნიშნების გარკვეულ ხანდაზმულობას, როდესაც შეტევები მცირედ იცვლება სიხშირისა და ძალის მიხედვით, ვითარდება ერთი და იმავე ანალოგიური პირობების განმეორებით, არ ვითარდებიან ამ პირობების გარეშე და ქრებიან მოსვენებით მდგომარეობაში (დაძაბვის სტენოკარდია), ან ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ
იხ. ვიდეო
სტაბილური სტენოკარდიის ინტენსივობა კვალიფიცირდება ე. წ. ფუნქციონალური კლასით. პირველ ფუნქციონალურ კლასსს მიაკუთვნებენ სტაბილურ სტენოკარდიას, რომელიც გამოწვეულია მხოლოდ ჭარბი ფიზიკური დატვირთვით. თუკი სტაბილური სტენოკარდიის შეტევები წარმოიქმნება ჩვეულებრივი დატვირთვის დროსაც, თუმცა არა ყოველთვის, ასეთ სტენოკარდიას მიაკუთვნებენ მეორე ფუნქციონალურ კლასს, ხოლო როდესაც შეტევები ვითარდება მცირე (საყოფაცხოვრებო) დატვირთვებისას – მიაკუთვნებენ მესამე ფუნქციონალურ კლასს. მეოთხე ფუნქციონალური კლასი ფიქსირდება ავადმყოფებში, რომლებთაც შეტევები უვითარდებათ მინიმალური დატვირთვების, ზოგჯერ კი მათ გარეშეც კი.
სტენოკარდია განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თუკი: შეტევა განვითარდა პირველად, განსაკუთრებით – თუკი პირველად განვითარებული შეტევები ხშირდება და ძლიერდება დაავადების პირველივე კვირეებიდანვე; სტენოკარდიის მიმდინარეობა კარგავს თავის სტაბილურობას: შეტევების სიხშირე მატულობს, ისინი ვითარდება სხვა პირობებში (ნაკლები დატვირთვების, დაძაბულობის დროს), ვლინდება დაძაბულობის გარეშეც (მოსვენებით მდგომარეობაში, დილით ადრე), თითქოს გადადიან I – II ფუნქციონალური კლასიდან III – IV ფუნქციონალურ კლასში; ანუ სტენოკარდიის მიმდინარეობა იცვლება, იძენს არსებითად ახალ თვისებებს. ეკგ – ს ცვლილებები (ST სეგმენტის დაწევა, T კბილის ინვერსია, არითმიები), ასევე სისხლის შრატის ფერმენტების აქტივობის ზომიერი მომატება, როგორც წესი, არ ვლინდება, მაგრამ ამ ნიშნების არსებობა დამატებით ადასტურებს სტენოკარდიის არასტაბილურობას. პრედინფარქტული სტენოკარდია ყოველთვის არ მთავრდება გულის ინფარქტით (ინფარქტის განვითარების ალბათობა შეადგენს დაახლოებით 30% – ს); ეს აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს კლინიკურ დიაგნოსტიკაში. იშვიათად გვხვდება ე. წ. ვარიანტული (ვაზოსპასტური) სტენოკარდია, რომელიც გამოირჩევა შეტევების სპონტანური ხასიათით, ეკგ – ზე რეგისტრირებული ST სეგმენტის მკვეთრი აწევით, ბეტაბლოკატორებისადმი რეფრაქტერობით (ანაპრილინისადმი და ობზიდანისადმი), მაგრამ კალციუმის იონების ანტაგონისტებისადმი მგრძნობელობით (ვერაპამილი, ფენიგიდინი, კორინფარი).
იხ. ვიდეო
ელექტრომობილები მზის ბატარეებზე
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ელექტრომობილები მზის ბატარეებზე
სტელა (მზის ავტომობილი)
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...