пятница, 8 января 2021 г.

კარლ გუსტავ იუნგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                  კარლ გუსტავ იუნგი


(გერმ. Carl Gustav Jung [ˈkarl ˈgʊstaf ˈjʊŋ]; დ. 26 ივლისი1875კესვილითურგაუშვეიცარია — გ. 6 ივნისი1961კიუსნახტიციურიხიშვეიცარია) — შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. იუნგმა ფსიქოანალიტიკაში შემოიტანა და განავითარა ექსტრავერტისა და ინტროვერტის ცნებები; არქეტიპები და კოლექტიური არაცნობიერი. მისმა ნაშრომებმა გავლენა მოახდინა ფსიქიატრიასა და რელიგიურ სწავლებაზე, არქეოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურაზე და სხვა მსგავს დარგებზე. იუნგის ნაშრომების უმეტესი ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.

ანალიტიკური ფსიქოლოგიის მთავარი ცნება არის ინდივიდუალიზაცია — ფსიქოლოგიური პროცესი, როდესაც ურთიერთსაწინააღმდეგო სფეროები ერთიანდება, ცნობიერი და არაცნობიერი ერთად კოორდინირებენ, თუმცა ამავე დროს არ კარგავენ საკუთარ ავტონომიას. იუნგი ადამიანის განვითარების ცენტრალურ პროცესად ინდივიდუალიზაციას მიიჩნევს.

იუნგი ადამიანის ფსიქიკას განიხილავდა, როგორც „რელიგიურ ბუნებას“ და მის გამოკვლევებში რელიგიურობას მთავარი ადგილი ეჭირა. იუნგი ასევე ერთ-ერთი თანამედროვე წარმომადგენელია სიზმრების ანალიზსსა და სიმბოლიზმში.

მისი უნიკალური და გავლენიანი შეხედულება ფსიქოლოგიაზე ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკის გაანალიზებაზე სიზმრების, ხელოვნების, მითოლოგიის, მსოფლიო რელიგიებისა და ფილოსოფიის სამყაროთა შესწავლით. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი არ ყოფილა, რომელმაც სიზმრების ანალიზი სცადა, ის უდავოდ ყველაზე ცნობილი პიონერია ამ დარგში. თუმცა, ის თეორეტიკოსი ფსიქოლოგი იყო და მთელი ცხოვრება კლინიკურ პრაქტიკას ეწეოდა, მისი ცხოვრებისეული ნაშრომების უმრავლესობა სხვა იდეათა შემეცნებას ეთმობა, როგორიცაა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილოსოფია, ალქიმიაასტროლოგიასოციოლოგიალიტერატურა და ხელოვნება. იუნგის ინტერესმა ფილოსოფიისა და ოკულტიზმისადმი მას ბევრის თვალში მისტიკოსის სახელი დაუმკვიდრა, მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობდა თავი მეცნიერად წარმოეჩინა. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიაზე, „რელიგიურ ფსიქოანალიზზე“, სპირიტუალიზმზე და ახალი ეპოქის მოძრაობაზე.

იხ. ვიდეო

იუნგი ოცდაათი წლის იყო, როდესაც მან ვენაში ზიგმუნდ ფროიდს მისწერა წერილი 1906 წელს. ერთი წლის შემდეგ კი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და ცამეტი საათის განმავლობაში თითქმის შეუჩერებლად საუბრობდნენ. ექვსი თვის შემდეგ, ფროიდმა (მაშინ იგი 50 წლის იყო) იუნგს გაუგზავნა თავისი ახლადგამოქვეყნებული ესეების კოლექცია შვეიცარიაში. ეს იყო აქტიური თანამშრომლობისა და კორესპონდენციის დასაწყისი, რომელიც ექვს წელიწადს გაგრძელდა და დასრულდა 1913 წლის მაისში. ამ დროისთვის იუნგი ფროიდის მხარდაჭერით არჩეულ იქნა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკის ასოციაციის თავმჯდომარედ.

იუნგი და ფროიდი ინტელექტუალური და პროფესიული თვალსაზრისით ურთიერთგავლენას განიცდიდნენ. ფროიდი იუნგს მოიხსენიებდა „თავის უფროს შვილად, გვირგვინოსან პრინცად და თავის მემკვიდრედ“. 1906 წელს ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება ჯერ კიდევ თავისი განვითარების დაწყებით სტადიაზე იმყოფებოდა. იუნგი ფსიქიატრიით სტუდენტობის დროს დაინტერესდა, როდესაც გაეცნო ვენის პროფესორის, ფონ ებინგის წიგნს „სექსუალური ფსიქოპათია“. შემდგომში იუნგმა ფსიქიატრ იოზეფ ბრეიერის მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყო ექიმად მუშაობა. ამ დროისთვის კარლი გაეცნო ფროიდის წიგნ „სიზმრებს“ და მის იდეებს არაცნობიერთან დაკავშირებით და ახალი „ფსიქო-ანალიზის“ მიმდევარი გახდა. ამ პერიოდში ფროიდს სჭირდებოდა მოსწავლეები და თანამშრომლები მისი თეორიების განსამტკიცებლად და გასავცელებლად. იუნგი კი ცნობილ კლინიკაში მუშაობდა და მისი გამოკვლევები უკვე ხდიდა ცნობადს საერთაშორისო დონეზე.

თუმცა, იუნგმა შემდგომში შეიცვალა თავისი შეხედულებები ფროიდის ფსიქოანალიზზე. მას არ მოსწონდა ფროიდის თეორიებში სექსუალური განვითარების ცენტრალური როლი და თავისი ყურადღება კოლექტიური არაცნობიერისკენ მიმართა: არაცნობიერი ნაწილისკენ, რომელიც შეიცავს წინაპრებისგან მემკვიდრეობით გადმოცემულ მახსოვრობასა და იდეებს. იუნგი ფიქრობდა, რომ ლიბიდო (ფროიდისეული განმარტებით, სექსუალური ენერგია. მოგვიანებით, იუნგმა ლიბიდოს ცნება გააფართოვა და ის მას სასიცოცხლო ენერგიის კონტექსტში განიხილავდა) მნიშვნელოვანი წყარო იყო პიროვნული ზრდისთვის, თუმცა ფროიდისგან განსხვავებით, ის მიიჩნევდა, რომ მხოლოდ ის არ იყო პასუხისმგებელი ადამიანის მთლიანი პიროვნულობის ფორმირებაში.

იხ. ვიფრო კარლ გისტავ იუნგი - ფრაზები და ციტატები, რომლის გააზრებაც თქვენ შინაგან სამყაროს შეცვლის

ნალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები

იუნგმა დააარსა ფსიქოთერაპიის ახალი სკოლა, რომელსაც ანალიტიკური ფსიქოლოგია ეწოდება.

იუნგის თეორიები მოიცავს:

  • ინტროვერტისა და ექსტრავერტის ცნებას.
  • კომპლექსის ცნებას.
  • კოლექტიური არაცნობიერის ცნებას, რომელიც მოიცავს არქეტიპებს.
  • სინქრონულობას, როგორც ურთიერთობის ფორმას, რომელიც არ არის კაუზალური.

ინტროვერტი და ექსტრავერტი

იუნგის თეორიის მიხედვით, ყოველი ადამიანი განეკუთვნება ორი კატეგორიის ფსიქოლოგიური ტიპიდან ერთ-ერთს, ინტროვერტს ან ექსტრავერტს. ამ ორ ფსიქოლოგიურ ტიპს იუნგი ადარებს უძველეს არქეტიპებს, აპოლონს და დიონისეს.

ინტროვერტის ტიპის ადამიანი დაკავშირებულია აპოლონურ საწყისთან, რომელიც ისწრაფვის შემეცნებისკენ. ინტროვერტის ორიენტაცია მიმართულია საკუთარი შინაგანი სამყაროს, მსოფმხედველობისა და წარმოსახვითი სფრეოების ჩაღმავებისკენ. ამ ტიპის ადამიანები ხანდახან თავს არიდებენ სხვა ადამიანებთან აქტიურ ურთიერთობებს და მეტწილად შორსმჭვრეტელი, გულჩათხრობილი და ჩაფიქრებული პიროვნებები არიან.

ექსტრავერტის ტიპის ადამიანები დიონისესთან ასოცირდებიან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი გარესამყაროს აქტივობებში. ექსტრავერტი ფოკუსირებულია გარემომცველ საგნებზე, შეგრძნებით აღქმასა და ქმედებებზე. ამ ტიპის ადამიანები ენერგიულები და სიცოცხლით სავსე პიროვნებები არიან, თუმცა დიონისურ საწყისთან მჭიდრო კავშირმა შესაძლოა მათ საკუთარ თავთან კავშირი დააკარგვინონ.

ფსიქიკის სტრუქტურა:
1. ეგო
2. ცნობიერება
3. პიროვნული არაცნობიერი
4. კოლექტიური არაცნობიერი
5. კოლექტიური არაცნობიერის ნაწილი, რომელიც შეიცავს არქეტიპებს.

არაცნობიერი

იუნგსა და ფროიდს შორის წარმოქმნილი უთანხმოების მთავარი მიზეზი მათ მიერ არაცნობიერის ურთიერთგანსხვავებული ხედვა იყო. იუნგი ფროიდისეულ თეორიას არაცნობიერზე არასრულად და ზედმეტად ნეგატიურად თვლიდა. იუნგის აზრით, ფროიდი მიიჩნევდა, რომ არაცნობიერი მხოლოდ ჩახშული ემოციებისა და სურვილების საწყობი იყო. იუნგი ეთანხმებოდა არაცნობიერის ფროიდისეულ მოდელს და მას „პიროვნული არაცნობიერი“ უწოდა, თუმცა ის ვარაუდობდა, რომ არსებობდა მეორე, გაცილებით უფრო ღრმა ფორმა არაცნობიერის, რომელიც პიროვნული არაცნობიერის (ქვეცნობიერის) ქვემოთ იყო განლაგებული. იუნგმა მას კოლექტიურ არაცნობიერი უწოდა, სადაც მისი აზრით, არქეტიპები „ბინადრობდნენ“. მართალია, ფროიდი ეთანხმებოდა ფსიქიკაში კოლექტიური არაცნობიერის არსებობას, თუმცა ის მას მხოლოდ მთლიანი ფსიქიკის დანამატად მიიჩნევდა.

ინდივიდუალიზაცია

იუნგი მიიჩნევდა, რომ ადამიანის ფსიქიკური მთლიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო ინდივიდუალიზაციის პროცესი, ცნობიერისა და არაცნობიერის ურთიერთშეთანხმებული მოქმედება და ამასთან მათი ავტონომიის შენარჩუნება.

ინდივიდუალიზაცია გულისხმობს ტრანსფორმაციის პროცესს, როდესაც პიროვნული და კოლექტიური არაცნობიერი ქმნიან ცნობიერებას (სიზმრების, აქტიური წარმოსახვის ან თავისუფალი ასოციაციების საშუალებით), რათა შენარჩუნდეს პიროვნული მთლიანობა. ეს სრულიად ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია ადამიანის ფსიქიკის სიჯანსაღისა და მთლიანობისთვის.

გარდა ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღისა, ადამიანები რომლებიც აღწევენ ინდივიდუალიზაციას არიან ჰარმონიულები, დინჯები და აქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ისინი აფასებენ ისეთ ადამიანურ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და სამრთლიანობა. ამასთან, კარგად ესმით ადამიანური ბუნება და სამყაროს არსი.

პერსონა

თავის ფსიქოლოგიურ თეორიაში იუნგი განმარტავს, რომ პერსონა არის ადამიანის მიერ შეგნებულად შექმნილი პიროვნულობა ან ინდივიდუალობა (იდენტურობა), რომელსაც ის წარმოქმნის კოლექტიური ფსიქიკის გავლენით სოციალიზაციის, კულტურული ასიმილაციისა და გამოცდილების შედეგად. იუნგმა ეს ტერმინი შემთხვევით არ შეარჩია, ვინაიდან მისი თავდაპირველი მნიშვნელობა გულისხმობს ნიღაბს, რომელსაც მსახიობი ატარებს, რათა განასახიეროს თავისი როლი, რომელსაც ის თამაშობს.

პერსონა არის „კოლექტიური ფსიქიკის“ მიერ შექმნილი ნიღაბი, რომელსაც ადამიანი სოციალურ ურთიერთობებში იყენებს და ისე ირგებს, რომ თავად მას და სხვებსაც სჯერათ მისი შენიღბული ინდივიდუალობის, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ის კარგად გათამაშებული როლია. იუნგი მიიჩნევდა, რომ „პერსონა-ნიღაბი“ იყო რთული სისტემა, რომელიც კოორდინირებდა ინდივიდუალ ცნობიერებასა და სოციალურ საზოგადოებას შორის: „ის არის მედიატორი ინდივიდსა და საზოგადოებას შორის, ის სახე, რითაც ადამიანი ჩნდება სხვების თვალში“. ის ერთგვარად წარმოადგენს სახასიათო ნიღაბს, რომელსაც მსახიობი ირგებს თატრალური წარმოდგენისას და ასრულებს ორმაგ ფუნქციას: ერთი მხრივ, ცდილობს სხვებზე შთაბეჭდიების მოხდენას, ხოლო მეორე მხრივ კი, საკუთარი ნამდვილი ინდივიდუალური ბუნების დამალვას (ნაწილობრივ). თერაპევტები პაციენტებს ეხმარებიან ინდივიდუალიზაციაში, რომლის დროსაც ადამიანი იბრუნებს მის „ნამდვილ სახეს“. ეს პროცესი მიიღწევა საკუთარი თავის პერსონული ნიღბისგან გათავისუფლებით და არაცნობიერი იმპულსური ძალებისგან დახსნით.

იუნგის თეორიამ უდიდესი წვლილი შეიტანა მენეჯმენტში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მენეჯერებსა და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებს სჭირდებათ „მენეჯმენტური პერსონა“ (კორპორატიული ნიღაბი) და თავდაჯერება, არამედ იმისთვისაც, რომ სწორად შეაფასონ თუ სინამდვილეში როგორი პიროვნებები არიან მათი დაქვემდებარებულები, რათა მართონ ისინი (მაგალითად, პიროვნული ტესტებით).

მანდალა, მთლიანობის სიმბოლო

სპირიტუალიზმი

იუნგი საკუთარ თავზე და თავის პაციენტებზე ჩატარებული სამუშაობის შედეგად დარწმუნდა, რომ ცხოვრებაში მატერიალური მიზნების მიღმა არსებობს სულიერი სწრაფვებიც. მას სჯეროდა, რომ ადამიანების მთავარი დანიშნულება იყო მათი თანდაყოლილი შესაძლებლობების აღმოჩენა და სრულქმნა. ქრისტიანობისინდუიზმისბუდიზმისგნოსტიციზმისდაოიზმის და სხვათა ტრადიციების შესწავლის საფუძველზე იუნგი დარწმუნდა, რომ ყველა რელიგიის მისტიკური გული იყო ინდივიდუალიზაცია. ეს იყო მოგზაურობა საკუთარი თავის საპოვნელად და ამავე დროს ღმერთის აღმოსაჩენადაც. ფროიდის ობიექტივისტური მსოფმხედველობისგან განსხვავებით, იუნგი პანთეისტურმა ხედვამ დაარწმუნა, რომ ადამიანის კარგად ყოფნისთვის მნიშვნელოვანი იყო სულიერი გამოცდილება და ის თითოეული ინდივიდის სიცოცხლეს აიგივებდა მთლიან სამყაროდ. იუნგის რელიგიური შეხედულებები უპირისპირდებოდა ფროიდისეულ სკეპტიციზმს რელიგიაზე. მისი მოსაზრება რელიგიაზე, როგორც გზისა ინდივიდუალიზაციის მისაღწევად, ძალიან პოპულარული გახდა და მისი ნაშრომები დღემდე გამოიყენება რელიგიური ფსიქოლოგიის ანალიზში, თუმცა მის იდეებს ჰყავს კრიტიკოსებიც.

ალქიმია

1940 წლიდან იუნგის ნაშრომები ფოკუსირებული იყო ალქიმიაზე.

1944 წელს იუნგმა გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი „ფსიქოლოგია და ალქიმია“, სადაც ის აანალიზებს ალქიმიურ სიმბოლოებს და აჩვენებს მის პირდაპირ კავშირს ფსიქოანალიტიკურ პროცესებთან. ის ალქიმიკურ პროცესებს ადარებს ტრანსფორმაციას, რომელსაც გადის სული დაბალი საფეხურებიდან სრულყოფილებამდე და ინდივიდუალიზაციის მეტაფორად მიიჩნევს.

1963 წელს იუნგის კოლექტიურ ნაშრომებს შორის პირველად გამოქვეყნდა Mysterium Coniunctionis, რომელიც იუნგის უკანასკნელი წიგნია. მისი მთავარი თემატიკა მოიცავს მითოლოგიურ არქეტიპებს, რომელიც ცნობილია როგორც მზისა და მთვარის წმინდა ქორწინება. იუნგი ფიქრობდა, რომ ალქიმიის საფეხურები - გაშავება, გათეთრება, გაწითლება და გაყვითლება შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო ინდივიდუალიზაციის სიმბოლოდ, რომელიც მის საუკეთესო ტერმინს წარმოადგენს პიროვნული ზრდის გამოსახატად.

ალკოჰოლიზმი

იუნგი ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ მიმართავდა სპირიტუალიზმს. ის ერთხელ მკურნალობდა ამერიკელ პაციენტს (როულანდ ჰაზარდი), რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა. უშედეგო მკურნალობის შემდეგ, იუნგმა განუცხადა პაციენტს, რომ მისი მდგომარეობა უიმედო იყო და ერთადერთ გამოსავლად სპირიტუალიზმი რჩებოდა. იუნგმა შენიშნა, რომ იყო შემთხვევები როდესაც ამ მეთოდით ინკურნებოდნენ სრულიად უიმედო ალკოჰოლიკები.

იუნგის პაციენტმა მისი რჩევა მიიღო და დაიწყო ამ მეთოდით მკურნალობა. ის დაბრუნდა ამერიკაში და შეუერთდა პირველსაუკუნოვან ევანგელისტურ მოძრაობას. მან ასევე სხვა ალკოჰოლისტებს უამბო იმ სულიერი გამოცდილების მნიშვნელობის შესახებ, რომელითაც იუნგი მას მკურნალობდა. ჰაზარდის ერთ-ერთი ალკოჰოლიკი მეგობარი შეუერთდა ევანგელისტურ მოძრაობას და მოგვიანებით ალკოჰოლიზმის სამკურნალო დაწესებულების (Alcoholics Anonymous) ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

ხელოვნების თერაპია

იუნგი მიიჩნევდა, რომ ხელოვნებას შეეძლო გამოეხატა პიროვნების შინაგანი განცდები: ტკივილი, შიში, მღელვარება ან დადებითი ემოციები, რომელსაც მაამებელი და სამკურნალო ზეგავლენის მოხდენა შეეძლო. თავის პაციენტებთან მუშაობის და ასევე საკუთარი პირადი გამოკვლევების შედეგად მან დაასკვნა, რომ ადამიანის წარმოსახვის მიერ შექმნილი ხატებები და შთაბეჭდილებები შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ემოციური სტრესის სამკურნალოდ. იუნგი ხშირად ხატავდა, აფერადებდა, ქმნიდა საგნებსა და კონსტრუქციებს ემოციური სტრესის დროს და ხელოვნებას საუკეთესო თერაპიად თვლიდა.



четверг, 7 января 2021 г.

გიორგი V ბრწყინვალე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                  გიორგი V ბრწყინვალე

გიორგი ბრწყინვალე, მხატვარი - გიორგი გეგეჭკორი

(დ. 1286 — გ. 1346) — საქართველოს მეფე 1299-1302 და 1318-1346 წლებში,[კ 1] დემეტრე II თავდადებულისა და მისი მესამე ცოლის, ნათელა ჯაყელის ძე.

აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის (დედის მამის) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა — მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-1308 წლებში). 1318 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.

იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. მიუხედავად ამისა, მან ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან — ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა. იგი ენერგიულად შეუდგა ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას: შიდა ქართლიდან განდევნა მონღოლთა ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები, რომელთა მეკობრული თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა მოსახლეობას; ალაგმა სამეფო ხელისუფლების ურჩი ფეოდალები, რისთვისაც არც უკიდურეს ღონისძიებებს მოერიდა; მოახერხა რეალურად სამ ნაწილად დაყოფილი საქართველოს გაერთიანება და მონღოლთა ბატონობისას შერყეული სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა და სამართლებრივ-საკანონმდებლო სისტემების მოწესრიგება.

ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერების შემდეგ, გიორგი ბრწყინვალემ მონღოლები საქართველოდან განდევნა და მათი თითქმის ასწლოვანი მმართველობა დაასრულა. კვლავ გაიზარდა საქართველოსა და მისი მეფის პოლიტიკური წონა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი V აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკურ ურთიერთობებს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ევროპასა და ეგვიპტის სასულთნოსთან; ეკონომიკური კავშირები დაამყარა იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებთან; გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს გავლენის დამყარებისათვის ბრძოლაში.

გიორგი V 1346 წელს გარდაიცვალა. მეფეს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. მის პიროვნებასა და მმართველობას მაღალ შეფასებას აძლევენ ყველა ეპოქის ქართველი და არაქართველი ისტორიკოსები. იმ უდიდესი დამსახურებებისათვის, რომლებიც მას საქართველოს წინაშე მიუძღვის, ქართველმა ხალხმა მას მეტსახელად „ბრწყინვალე“ უწოდა.

იხ. ვიდეო

ვახტანგ III-მ, რომელიც ძმასთან, დავით VIII-სთან დასაპირისპირებლად გაამეფეს მონღოლებმა, ამ უკანასკნელთა იმედები ვერ გაამართლა. იგი ძმასთან ბრძოლას მხოლოდ მონღოლთა ძალდატანებითა და ისიც, პერიოდულად აწარმოებდა. ამის საპასუხოდ, მონღოლებმა 1299 წელს აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დემეტრე II თავდადებულის უმცროსი ვაჟი — გიორგი V დაამტკიცეს. გიორგი პაპის (დედის, ნათელა ჯაყელის, მამის), სამცხის მთავრის, მანდატურთუხუცეს ბექა ჯაყელის კარზე იზრდებოდა. მართალია, ამ ეტაპზე გიორგის ძალაუფლება ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მხოლოდ დედაქალაქზე, თბილისზე, ვრცელდებოდა, მაგრამ ამ ღონისძიებით მონღოლებმა სახელმწიფოს ერთიანობას კიდევ ერთხელ შეურყიეს საფუძველი.

გიორგი V და გიორგი VI „მცირე“

1304 წელს გარდაიცვალა მეფე ვახტანგ IIIბექა ჯაყელმა ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა და გიორგი V საილხანოს კარზე დიდი გავლენის მქონე ჩობან ნოინთან გაგზავნა, რომელთანაც მეგობრობა აკავშირებდა.

ჩობანმა ტახტის პრეტენდენტი ახალ ყაენს, ოლჯაითუს, წარუდგინა, რათა მას გარდაცვლილი მეფის ადგილი დაეკავებინა. ყაენმა გიორგი პატივით მიიღო, თუმცა მეფედ გიორგის უფროსი ძმის, დავით VIII-ის, მცირეწლოვანი ვაჟი, გიორგი VI დაამტკიცა, რომელზე ზედამხედველობა და ზრუნვაც გიორგი V-ს დაავალა.

1311 წლის დასაწყისში გარდაიცვალა დავით VIII. აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე, ერთდროულად, ორი მეფე დარჩა — გიორგი V და გიორგი VI. ოლჯაითუ ყაენმა, ამჯერადაც, არჩევანი გიორგი VI-ის სასარგებლოდ გააკეთა. ყაენს კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ტახტის პრეტენდენტთა შორის ყველაზე ძლიერი გიორგი V იყო. მის მხარდამჭერთა შორის იყვნენ როგორც სამცხის მთავრები (რომლებიც დედის მხრიდან მისი ახლო ნათესავები იყვნენ), ასევე ჩობან ნოინიც, რომელთანაც ბექა ჯაყელმა გიორგი ჯერ კიდევ წლების წინ გაგზავნა. მემატიანის გადმოცემით, „ოლჯათ სულტანმან წარმოავლინა მცირე გიორგი (გიორგი VIმეფედ, და ზაალ მელიქი, ვინმე სპარსი ხუარასნელი, და ახრუჩი, მამისძმა ჩოფანისა, თანა წარამოიტანა, რათა ყოველი საქართველო ერთად შეკრიბონ მეფობასა შინა გიორგისსა“. ყაენმა გიორგი VI-ს დამხმარეებად ამირსპასალარი შანშე II და ზაქარია მხარგრძელები მიუჩინა. ამავე პერიოდში ყაენს რუმის მმართველი აუჯანყდა, რომლის დასამორჩილებლადაც ოლჯაითუმ ჩობან ნოინი გაგზავნა. ამ უკანასკნელს თან გააყოლეს გიორგი V, რომელიც სამცხიდან გაგზავნილ ჯარს სარდლობდა. ამ ლაშქრობაში გიორგიმ ჩობანის დიდი ნდობა მოიპოვა.

მეორე გამეფება

სანამ ჩობან ნიონი და გიორგი V აჯანყებას ახშობდნენ, გიორგი VI-მ თავის მომხრეებთან ერთად თბილისი დაიკავა. რუმში აჯანყების ჩაქრობას მთელი წელი დასჭირდა. ჩობანის ლაშქრობიდან დაბრუნებიდან ერთ თვეში ოლჯაითუ-ყაენი გარდაიცვალა. ილხანთა ტახტზე მისი მცირეწლოვანი ძე, აბუ საიდ ყაენი ავიდა. ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი ჩობან ნოინი გახდა, რომლის ძალაუფლება, ფაქტობრივად, შეუზღუდავი იყო. როდესაც გიორგი V-მ ოლჯაითუს გარდაცვალებისა და აბუ საიდის გაყაენების შესახებ შეიტყო, ილხანთა კარზე გაემგზავრა. ჩობანმა გიორგი სიხარულით მიიღო და ყაენის თანხმობით, 1318 წელს საქართველოს მეფედ დაამტკიცა. მემატიანის სიტყვებით, ჩობანმა გიორგი „შეიტკბო ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და შვილნი დავით მეფისანი, და მესხნი, შვილნი ბექასანი“. საქართველოში დაბრუნებული გიორგი V ყველა წესის დაცვით მეფედ ეკურთხა.

გიორგი მეფემ მეტად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. მისი გამეფების პერიოდში ერთიანი საქართველო აღარ არსებობდა, იგი სამ ნაწილად იყო დაყოფილი; ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა სუფევდა; მეფის ხელისუფლება კი დასუსტებული იყო. ასეთ პირობებში გიორგი V-მ მონღოლებთან ურთიერთობის წინამორბედთაგან განსხვავებული გზა აირჩია: მან საყაენოსთან შეიარაღებულ დაპირისპირებას მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება არჩია.

საშინაო პოლიტიკა

გიორგი V წინდახედული პოლიტიკოსი იყო. სამეფო ხელისუფლების მიღების შემდეგ მან ჯერ საშინაო საქმეების მოგვარება დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, მეფემ ჩობან ნოინისაგან მიიღო უფლება, რომ ხარკი თავად აეკრიფა. ეს დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგანაც ქვეყანამ გადასახადების ამკრეფი საგანგებო მოხელეების, ბასკაკების თვითნებობისაგან დაისვენა.

ოსთა განდევნა შიდა ქართლიდან

ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც გიორგი V-მ საქართველოში გაატარა, ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული ოსების წინააღმდეგ გალაშქრება იყო.

XIII საუკუნის 30-იან წლებში, მონღოლთა ხელშეწყობით, შიდა ქართლში ოსთა თარეში გახშირდა.


„იწყეს ოვსთა ოჴრებად, ჴოცად, და რბევად, და ტყუევნად ქართლისა, და ქალაქი გორი წარტყუენეს და თავისად დაიჭირეს ოვსთა... და დაწვეს გორი სრულიად.“

მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მანამდეც იბრძოდნენ ოსთა თარეშის ასალაგმად, მონღოლთა ხელშეწყობისა და განსაკუთრებით კი ქვეყნის შიდა აშლილობის წყალობით, მათი მეკობრული თავდასხმები მაინც გრძელდებოდა. ჟამთააღმწერლის ცნობით, მათი განდევნა მხოლოდ გიორგი მეფემ შეძლო. ქართველებმა სამი წელი მოანდომეს გორის აღებას, რის შემდეგაც ოსებისაგან მთელი შიდა ქართლი გაწმინდეს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, გიორგი ბრწყინვალემ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმომავალი გზებიც დაიკავა და გაამაგრა და ასე „დაამშვიდა ქართლი ოსთაგან“.

იხ. ვიდეო 



ბრძოლა ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ

ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით, გიორგი V იძულებული გახდა უკიდურესი ზომებისათვის მიემართა. ილხანთა ყაენები ხელს უწყობდნენ და აქეზებდნენ ქართველ მეფეთა ურჩ ერისთავებსა და მთავრებს. ახლა კი, რადგანაც გიორგის ჩობან ნოინის კეთილგანწყობა უკვე მოპოვებული ჰქონდა და ჰულაგუიანთა სახელმწიფოშიც შინააშლილობა სუფევდა, მეფემ ხელსაყრელი დროით ისარგებლა და ის ერისთავები, რომლებიც მას არ დაემორჩილნენ, კერძოდ კი კახეთ-ჰერეთისა და სომხითის ერისთავები, კახეთში, ცივის მთაზე დარბაზობაზე მიიწვია და ერთიანად გაჟლიტა. ამ რადიკალური ქმედებით გიორგი V-მ მეფის ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააძლიერა

გამეფებიდანვე, მეფის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი საქართველოს ერთიანობის აღდგენა იყო. დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის სიკვდილის შემდეგ გამეფებულ კონსტანტინე I-ს მისივე ძმა, მიქელი აუჯანყდა. ძმათა შორის ბრძოლა ხან წყდებოდა ხანმოკლე დაზავებით, ხან კი ისევ გრძელდებოდა. 1327 წელს კონსტანტინე გარდაიცვალა და ტახტი მიქელმა დაიკავა, თუმცა ორი წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა. მიქელს მცირეწლოვანი ვაჟი — ბაგრატი დარჩა, რომელსაც მთავრებმა მხარი არ დაუჭირეს. ამით ისარგებლა გიორგი ბრწყინვალემ, დაუკავშირდა იმერეთის დიდებულებს, მათთან შეთანხმებით გადავიდა დასავლეთ საქართველოში და ყველა ციხე და ქალაქი დაიკავა. ბაგრატი მცირერიცხოვან მომხრეებთან ერთად ქუთაისის ციხეში გამაგრდა, მაგრამ როდესაც გიორგის ჯარი ქალაქს მიუახლოვდა, ბაგრატი მეფეს ჩაბარდა, რის სანაცვლოდაც ხელშეუხებლობის პირობა და შორაპნის ერისთავობა მიიღო. ქუთაისში გიორგი მეფეს დადიანი, გურიელი, აფხაზთა და სვანთა ერისთავები ეახლნენ დიდი საჩუქრებით და მორჩილება გამოუცხადეს. შემდეგ მეფემ თავად იმოგზაურა ოდიშში, აფხაზეთსა და გურიაში და იქაური საქმეები მოაწესრიგა.

გიორგი ბრწყინვალემ სამცხის შემოერთებაც მშვიდობიანად მოახერხა. 1334 წელს, როდესაც ბიძამისი, სამცხის მთავარი სარგისი გარდაიცვალა, მეფე სამცხეში ჩავიდა და სარგისის ძე, ყვარყვარე მთავრად თავად დაამტკიცა. ეს ფაქტი სამცხეზე მეფის უზენაესობის აღდგენასა და მის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას ნიშნავდა. ამ აქტით გიორგი V-მ, არსებითად, საქართველოს გაერთიანების პროცესი დაასრულა.

საქართველოს გათავისუფლება მონღოლთა ბატონობისაგან

1327 წელს აბუსაიდ ყაენმა მოაკვლევინა თავისი მეურვე და საყაენოს ფაქტობრივი გამგებელი ჩობან ნოინი თავისი ორი შვილითა და მომხრეებით. ჭკვიანი და ძლიერი ხელისუფლის დაღუპვამ დააჩქარა ილხანთა სახელმწიფოს კიდევ უფრო დაქვეითება და დაშლა. ახალგაზრდა და სუსტმა პოლიტიკოსმა აბუსაიდმა საყაენოს უკუსვლის შეჩერება ვეღარ შეძლო. 1335 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში სრული ქაოსი დაიწყო და ფაქტობრივად, საილხანო ერთმანეთის მოქიშპე რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა.

შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლა გიორგი V-მ. მან მონღოლებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და მათი ჯარი ქვეყნიდან განდევნა. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, რომლის დროსაც გამოიყენებოდა როგორც მშვიდობიანი და დიპლომატიური, ისე ძალისმიერი საშუალებები (ეს პროცესი 1327-1335 წლებში გრძელდებოდა). მართალია, XIV საუკუნის 30-40-იან წლებში მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მათი ბატონობის აღდგენის მიზნით რამდენიმე ლაშქრობა მოაწყვეს, მაგრამ ამას წარმატება არ მოჰყოლია.

იხ. ვიდეო



понедельник, 4 января 2021 г.

სალათა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет                                                                 სალათა

ყრდელი (ლათ. Lactuca sativa) — ერთწლოვანი ბოსტნეული მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

კულტურაში გავრცელებულია თითქმის ყველგან. იზრდება ველურადაც. სალათა ჯერ ივითარებს ფესვთანური ფოთლების როზეტს (თავიანი სალათა პატარ-პატარა თავებს), შემდეგ - ძლიერ განტოტვილ საყვავილე ღეროს, რომლის სიმაღლე 60-120 ამ აღწევს. სიცივეგამძლე (აღმონაცენი იტანს მინუს 3-5 °C ტემპერატურას), სინათლისა და ტენის მოყვერული მცენარეა, იყენებენ საჭმელად. შეიცავს C, B, PP და სხვა ვიტამინებს, კაროტინს, რკინისა და ფოსფორის მარილებს. მოსავლიანობა 300-500 ც/ჰა. სალათის სახესხვაობებია ფოთლოვანი სალათათავიანი სალათა და რომენის სალათა.

საქართველოში უმეტესად ფოთლოვანი სალათის ადგილობრივი ფორმებია გავრცელებული. სალათა მრავლდება თესლით, ზოგჯერ ჩითილით.

იხ. ვიდეო





აბეზარა (ფილმი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     აბეზარა (ფილმი)

ქართული მხატვრული ფილმი გადაღებული 1956 წელს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ. დამდგელი რეჟისორი ნოკოლოზ სინიაშვილი, სცენარის ავტორი ალექსანდრე ვიტენზორი, კომპოზიტორი სულხან ცინცაძე.

მხიარული, მაგრამ ენამწარე მძღოლი — ლია თავისი სიმართლისმიყვარე ხასიათის წყალობით, მრავალ უსამოვნებას გადაეყრება ხოლმე. ახალგაზრდა არქიტექტორს გიორგის, რომელსაც ემსახურება და უყვარს კიდეც, საჯაროდ აკრიტიკებს, რასაც ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოსდევს. მაგრამ ლია კვანძს თვითონვე ხსნის, გიორგის ხიბლავს ქალიშვილის პატიოსნება, გულწრფელობა და გადაწყვეტილი აქვს თავისი ბედი მას დაუკავშიროს.

როლებში 
იხ. ვიდეო


воскресенье, 3 января 2021 г.

პერიფერიული ნერვული სისტემა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

       პერიფერიული ნერვული სისტემა

ადამიანის ნერვული სისტემა. პერიფერიული ნერვული სისტემა მონიშნულია ლურჯად და ცენტრალური ნერვული სისტემა მონიშნულია ყვითლად
 ნერვული სისტემის ორი კომპონენტიდან ერთ-ერთია, რომლის მეორე კომპონენტია ცენტრალური ნერვული სისტემა (ცნს). პერიფერიული ნერვული სისტემა შედგება ნერვებისა და განგლიისგანტვინისა და ზურგის ტვინის გარეთ. პერიფერიული ნერვული სისტემის მთავარი ფუნქცია ცენტრალური ნერვული სისტემის კიდურებთან და ორგანოებთან დაკავშირებაა და ძირითადად მოქმედებს, როგორც გადამცემი (დამაკავშირებელი) თავის ტვინს, ზურგის ტვინსა და დანარჩენ სხეულს შორის. ცენტრალური ნერვული სისტემისგან განსხვავებით, პერიფერიულ ნერვულ სისტემას არ იცავს ხერხემლის სვეტი და თავის ქალა, არც ჰემატოენცეფალური ბარიერი, რის გამოც ტოქსინებისა და მექანიკური დაზიანებებისგან დაუცველია. პერიფერიული ნერვული სისტემა იყოფა სომატურ ნერვულ სისტემად და ავტონომიურ ნერვულ სისტემად. სომატურ ნერვულ სისტემაში კრანიალური (თავის ქალის) ნერვები არის პნს-ის ნაწილი, გარდა მხედველობის ნერვებისა ბადურასთან ერთად. მეორე თავის ქალის ნერვები მიეკუთვნებიან არა პერიფერიულ ნერვებს, არამედ დიენცეფალონის ტრაქტს. კრანიალური ნერვული განგლია წარმოიქმნება ცნს-ში (ცენტრალურ ნერვულ სისტემაში). თუმცაღა, დარჩენილი ათი კრანიალური ნერვის აქსონი წვდება ტვინს და ამიტომაც მიჩნეულია პნს-ის ნაწილად. ავტონომიური ნერვული სისტემა გლუვი კუნთებისა და ჯირკვლების უნებლიე კონტროლია. ცნს-სა და ორგანოებს შორის კავშირი სისტემას საშუალებას იძლევა, რომ არსებობდეს ორ განსხვავებულ მდგომარეობა: სიმპათიკური და პარასიმპათიკური.
იხ. ვიდეო

პერიფერიული ნერვული სისტემა იყოფა სომატურ ნერვულ სისტემად და ავტონომიურ ნერვულ სისტემად. სომატური ნერვული სისტემა ნებაყოფლობით კონტროლს ექვემდებარება და გადააქვს სიგნალები ტვინიდან კუნთებამდესენსორული ნერვული სისტემა არის სომატური ნერვული სისტემის ნაწილი და ისეთი შეგრძნებებიდან, როგორიცაა გემო და შეხება სიგნალები ტვინსა და ზურგის ტვინში გადააქვს. ავტონომიური ნერვული სისტემა არის “თვითრეგულირებადი” სისტემა, რომელიც გავლენას ახდენს ნებითი კონტროლის არმქონე ორგანოების ფუნქციებზე, მაგალითად, გულისცემაზე და საჭმლის მომნელებელ სისტემის ფუნქციონირებაზე.

პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები შეიძლება იყოს გავრცელებული ერთ ან რამდენიმე ნერვზე, ასევე მთლიან სისტემაზეც.

შესაძლოა დაზიანდეს ნებისმიერი ნერვი ან ნერვის ფესვი. ამას ეწოდება მონონეიროპათია და შესაძლოა დაზიანებამ, ტრავმამ ან შეკუმშვამ გამოიწვიოს. ნერვების შეკუმშვა შეიძლება მოხდეს სიმსივნური მასის ან დაიზანებისგან. თუ ნერვი არის არეალში, რომელსაც ფიქსირებული ფარგლები აქვს, სხვა კომპონენტების ზომაში გაზრდის შემთხვევაში ის შეიძლება გაიჭედოს, მაგალითად, მაჯის ძვლის მილის სინდრომი და კოჭის ძვლის მილის სინდრომი. მაჯის ძვლის მილის სინდრომის საერთო სიმპტომები მოიცავს ტკივილსა და მგრძნობელობის დაკარგვას ცერა, საჩვენებელ და შუა თითებში. პერიფერიულ ნეიროპათიაში ერთი ან მეტი ნერვი შეიძლება სხვადასხვა საშუალებებით დაზიანდეს. ტოქსიკური დაზიანება შეიძლება მოხდეს დიაბეტის (დიაბეტური ნეიროპათია), ალკოჰოლის, მძიმე მეტალებისა და ტოქსინების, ასევე ზოგიერთი ინფექციის, ავტოიმუნური და ანთებითი მდგომარების გამო, როგორიცაა ამილოიდური დისტროფია და სარკოიდოზი. პერიფერიული ნეიროპათია კიდურების ბოლოებში სენსორული თვისებების დაკარგვასთან ასოცირდება და ნელ-ნელა ზემოთ პროგრესირდება. მან ასევე შეიძლება მწვავე ქრონიკული ტკივილი გამოიწვიოს. პერიფერიული ნეიროპათია არ შემოიფარგლება მხოლოდ სომატოსენსორული ნერვებით, ის ასევე მოიცავს ავტონომიურ ნერვულ სისტემასაც (ავტონომიური ნეიროპათია).

იხ. ვიდეო





ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის ტექნიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის                                           ტექნიკა

დიდი პირამიდის საშუალო ძირითადი ბლოკის წონა დაახლოებით 1.5 ტონაა, ხოლო გრანიტის ბლოკები, რომლებიც გამოიყენება სამარხების პალატების გადახურვისთვის, თითოეული იწონის 80 ტონას.
პირამიდიდან პირამიდად შეიცვალა. ამ პროცესთან დაკავშირებით მრავალი ჰიპოთეზა არსებობს და მეცნიერებას აქვს გარკვეული ინფორმაცია ზოგიერთი კარიერის ადგილმდებარეობის შესახებ, ქვის განვითარებაში გამოყენებული ზოგიერთი იარაღის, ქვის მშენებლობის ადგილზე გადატანის, საძირკვლის გათანაბრებისა და აღმართული სტრუქტურების შემდგომი დონის შესახებ. ჰიპოთეზების უმეტესი ნაწილი ემყარება იმ ფაქტს, რომ კირქვის ბლოკები მოჭრილ იქნა კარიერებში, სპილენძისგან ნაკაწრების ან მწვერვალებით. შესაბამისად, მოპოვებული მასალა როგორღაც უნდა მიეტანა სამშენებლო მოედანზე და დამონტაჟებულიყო. სხვადასხვა ჰიპოთეზას შორის შეუსაბამობა ეხება ძირითადად ბლოკების მიწოდების და დამონტაჟების მეთოდებს, აგრეთვე მშენებლობის დროსა და შრომის მოთხოვნებს. ხოლო სხვა მოსაზრებით რომლის თანახმადაც გიზის ხუთი პირამიდა უნდა ყოფილი უფრო ადრინდელი და არ არის საერთოდ ეგვიპტელების აშენებული ვინიდან 80 ტ-ნიან ბლოკის გადატანის საშუალება უბრალოდ ვერავინ შეძლებდა იმ დროს იხ. ვიდეო აღნიშნულ საკითხზე და ვერსიაზე
ხოლო მისი დანიშნულება სულაც არ იყო ფარონების და მისი ოჯახის სარკოფაგებისთვის თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არნუშნული პირამიდები არ გამოიყენეს ფარაონებს რომლებიც ძალინ ძველი და ქვიშაში იყო ჩაფლული. ზემოთ ხსენებულ ვერსიაში კი ატლანიტელებზეა საუბარი.



თეოლოგია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                                             თეოლოგია

 (ბერძ. θεολογία) — მოძღვრება ღმერთის არსისა და ყოფის შესახებ. ღვთისმეტყველება წარმოიქმნება მხოლოდ ისეთი სწავლების ფარგლებში, როგორიცაა თეიზმი. ამიტომ, თეოლოგიაზე საუბრისას, იგულისხმება აბრაამისეული რელიგიები (იუდაიზმიქრისტიანობა და ისლამი). ძველი ტრადიციები, როგორიცაა, მაგალითად, ვედები, აგრეთვე განეკუთვნება თეიზმს. ქრისტიანული თეოლოგიის ძირითად დებულებათა სისტემატიზატორია ნეტარი ავგუსტინე.
სხვადასხვა დროს სიტყვას "თეოლოგია" (ღვთისმეტყველება, ძველი ბერძნული θεολογία, ლათ. Theologia) განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა . ღმერთის დოქტრინის მნიშვნელობით, სიტყვა "ღვთისმეტყველება" დამკვიდრდა XIII საუკუნის პირველი ნახევრიდან აბელარდის წიგნის "ქრისტიანული ღვთისმეტყველება" (Theologia christiana) გამოჩენიდან და პარიზის უნივერსიტეტში სასულიერო ფაკულტეტის გახსნიდან
იხ.ვიდეო


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...