пятница, 8 января 2021 г.

კარლ გუსტავ იუნგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                  კარლ გუსტავ იუნგი


(გერმ. Carl Gustav Jung [ˈkarl ˈgʊstaf ˈjʊŋ]; დ. 26 ივლისი1875კესვილითურგაუშვეიცარია — გ. 6 ივნისი1961კიუსნახტიციურიხიშვეიცარია) — შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. იუნგმა ფსიქოანალიტიკაში შემოიტანა და განავითარა ექსტრავერტისა და ინტროვერტის ცნებები; არქეტიპები და კოლექტიური არაცნობიერი. მისმა ნაშრომებმა გავლენა მოახდინა ფსიქიატრიასა და რელიგიურ სწავლებაზე, არქეოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურაზე და სხვა მსგავს დარგებზე. იუნგის ნაშრომების უმეტესი ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.

ანალიტიკური ფსიქოლოგიის მთავარი ცნება არის ინდივიდუალიზაცია — ფსიქოლოგიური პროცესი, როდესაც ურთიერთსაწინააღმდეგო სფეროები ერთიანდება, ცნობიერი და არაცნობიერი ერთად კოორდინირებენ, თუმცა ამავე დროს არ კარგავენ საკუთარ ავტონომიას. იუნგი ადამიანის განვითარების ცენტრალურ პროცესად ინდივიდუალიზაციას მიიჩნევს.

იუნგი ადამიანის ფსიქიკას განიხილავდა, როგორც „რელიგიურ ბუნებას“ და მის გამოკვლევებში რელიგიურობას მთავარი ადგილი ეჭირა. იუნგი ასევე ერთ-ერთი თანამედროვე წარმომადგენელია სიზმრების ანალიზსსა და სიმბოლიზმში.

მისი უნიკალური და გავლენიანი შეხედულება ფსიქოლოგიაზე ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკის გაანალიზებაზე სიზმრების, ხელოვნების, მითოლოგიის, მსოფლიო რელიგიებისა და ფილოსოფიის სამყაროთა შესწავლით. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი არ ყოფილა, რომელმაც სიზმრების ანალიზი სცადა, ის უდავოდ ყველაზე ცნობილი პიონერია ამ დარგში. თუმცა, ის თეორეტიკოსი ფსიქოლოგი იყო და მთელი ცხოვრება კლინიკურ პრაქტიკას ეწეოდა, მისი ცხოვრებისეული ნაშრომების უმრავლესობა სხვა იდეათა შემეცნებას ეთმობა, როგორიცაა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილოსოფია, ალქიმიაასტროლოგიასოციოლოგიალიტერატურა და ხელოვნება. იუნგის ინტერესმა ფილოსოფიისა და ოკულტიზმისადმი მას ბევრის თვალში მისტიკოსის სახელი დაუმკვიდრა, მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობდა თავი მეცნიერად წარმოეჩინა. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიაზე, „რელიგიურ ფსიქოანალიზზე“, სპირიტუალიზმზე და ახალი ეპოქის მოძრაობაზე.

იხ. ვიდეო

იუნგი ოცდაათი წლის იყო, როდესაც მან ვენაში ზიგმუნდ ფროიდს მისწერა წერილი 1906 წელს. ერთი წლის შემდეგ კი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და ცამეტი საათის განმავლობაში თითქმის შეუჩერებლად საუბრობდნენ. ექვსი თვის შემდეგ, ფროიდმა (მაშინ იგი 50 წლის იყო) იუნგს გაუგზავნა თავისი ახლადგამოქვეყნებული ესეების კოლექცია შვეიცარიაში. ეს იყო აქტიური თანამშრომლობისა და კორესპონდენციის დასაწყისი, რომელიც ექვს წელიწადს გაგრძელდა და დასრულდა 1913 წლის მაისში. ამ დროისთვის იუნგი ფროიდის მხარდაჭერით არჩეულ იქნა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკის ასოციაციის თავმჯდომარედ.

იუნგი და ფროიდი ინტელექტუალური და პროფესიული თვალსაზრისით ურთიერთგავლენას განიცდიდნენ. ფროიდი იუნგს მოიხსენიებდა „თავის უფროს შვილად, გვირგვინოსან პრინცად და თავის მემკვიდრედ“. 1906 წელს ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება ჯერ კიდევ თავისი განვითარების დაწყებით სტადიაზე იმყოფებოდა. იუნგი ფსიქიატრიით სტუდენტობის დროს დაინტერესდა, როდესაც გაეცნო ვენის პროფესორის, ფონ ებინგის წიგნს „სექსუალური ფსიქოპათია“. შემდგომში იუნგმა ფსიქიატრ იოზეფ ბრეიერის მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყო ექიმად მუშაობა. ამ დროისთვის კარლი გაეცნო ფროიდის წიგნ „სიზმრებს“ და მის იდეებს არაცნობიერთან დაკავშირებით და ახალი „ფსიქო-ანალიზის“ მიმდევარი გახდა. ამ პერიოდში ფროიდს სჭირდებოდა მოსწავლეები და თანამშრომლები მისი თეორიების განსამტკიცებლად და გასავცელებლად. იუნგი კი ცნობილ კლინიკაში მუშაობდა და მისი გამოკვლევები უკვე ხდიდა ცნობადს საერთაშორისო დონეზე.

თუმცა, იუნგმა შემდგომში შეიცვალა თავისი შეხედულებები ფროიდის ფსიქოანალიზზე. მას არ მოსწონდა ფროიდის თეორიებში სექსუალური განვითარების ცენტრალური როლი და თავისი ყურადღება კოლექტიური არაცნობიერისკენ მიმართა: არაცნობიერი ნაწილისკენ, რომელიც შეიცავს წინაპრებისგან მემკვიდრეობით გადმოცემულ მახსოვრობასა და იდეებს. იუნგი ფიქრობდა, რომ ლიბიდო (ფროიდისეული განმარტებით, სექსუალური ენერგია. მოგვიანებით, იუნგმა ლიბიდოს ცნება გააფართოვა და ის მას სასიცოცხლო ენერგიის კონტექსტში განიხილავდა) მნიშვნელოვანი წყარო იყო პიროვნული ზრდისთვის, თუმცა ფროიდისგან განსხვავებით, ის მიიჩნევდა, რომ მხოლოდ ის არ იყო პასუხისმგებელი ადამიანის მთლიანი პიროვნულობის ფორმირებაში.

იხ. ვიფრო კარლ გისტავ იუნგი - ფრაზები და ციტატები, რომლის გააზრებაც თქვენ შინაგან სამყაროს შეცვლის

ნალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები

იუნგმა დააარსა ფსიქოთერაპიის ახალი სკოლა, რომელსაც ანალიტიკური ფსიქოლოგია ეწოდება.

იუნგის თეორიები მოიცავს:

  • ინტროვერტისა და ექსტრავერტის ცნებას.
  • კომპლექსის ცნებას.
  • კოლექტიური არაცნობიერის ცნებას, რომელიც მოიცავს არქეტიპებს.
  • სინქრონულობას, როგორც ურთიერთობის ფორმას, რომელიც არ არის კაუზალური.

ინტროვერტი და ექსტრავერტი

იუნგის თეორიის მიხედვით, ყოველი ადამიანი განეკუთვნება ორი კატეგორიის ფსიქოლოგიური ტიპიდან ერთ-ერთს, ინტროვერტს ან ექსტრავერტს. ამ ორ ფსიქოლოგიურ ტიპს იუნგი ადარებს უძველეს არქეტიპებს, აპოლონს და დიონისეს.

ინტროვერტის ტიპის ადამიანი დაკავშირებულია აპოლონურ საწყისთან, რომელიც ისწრაფვის შემეცნებისკენ. ინტროვერტის ორიენტაცია მიმართულია საკუთარი შინაგანი სამყაროს, მსოფმხედველობისა და წარმოსახვითი სფრეოების ჩაღმავებისკენ. ამ ტიპის ადამიანები ხანდახან თავს არიდებენ სხვა ადამიანებთან აქტიურ ურთიერთობებს და მეტწილად შორსმჭვრეტელი, გულჩათხრობილი და ჩაფიქრებული პიროვნებები არიან.

ექსტრავერტის ტიპის ადამიანები დიონისესთან ასოცირდებიან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი გარესამყაროს აქტივობებში. ექსტრავერტი ფოკუსირებულია გარემომცველ საგნებზე, შეგრძნებით აღქმასა და ქმედებებზე. ამ ტიპის ადამიანები ენერგიულები და სიცოცხლით სავსე პიროვნებები არიან, თუმცა დიონისურ საწყისთან მჭიდრო კავშირმა შესაძლოა მათ საკუთარ თავთან კავშირი დააკარგვინონ.

ფსიქიკის სტრუქტურა:
1. ეგო
2. ცნობიერება
3. პიროვნული არაცნობიერი
4. კოლექტიური არაცნობიერი
5. კოლექტიური არაცნობიერის ნაწილი, რომელიც შეიცავს არქეტიპებს.

არაცნობიერი

იუნგსა და ფროიდს შორის წარმოქმნილი უთანხმოების მთავარი მიზეზი მათ მიერ არაცნობიერის ურთიერთგანსხვავებული ხედვა იყო. იუნგი ფროიდისეულ თეორიას არაცნობიერზე არასრულად და ზედმეტად ნეგატიურად თვლიდა. იუნგის აზრით, ფროიდი მიიჩნევდა, რომ არაცნობიერი მხოლოდ ჩახშული ემოციებისა და სურვილების საწყობი იყო. იუნგი ეთანხმებოდა არაცნობიერის ფროიდისეულ მოდელს და მას „პიროვნული არაცნობიერი“ უწოდა, თუმცა ის ვარაუდობდა, რომ არსებობდა მეორე, გაცილებით უფრო ღრმა ფორმა არაცნობიერის, რომელიც პიროვნული არაცნობიერის (ქვეცნობიერის) ქვემოთ იყო განლაგებული. იუნგმა მას კოლექტიურ არაცნობიერი უწოდა, სადაც მისი აზრით, არქეტიპები „ბინადრობდნენ“. მართალია, ფროიდი ეთანხმებოდა ფსიქიკაში კოლექტიური არაცნობიერის არსებობას, თუმცა ის მას მხოლოდ მთლიანი ფსიქიკის დანამატად მიიჩნევდა.

ინდივიდუალიზაცია

იუნგი მიიჩნევდა, რომ ადამიანის ფსიქიკური მთლიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო ინდივიდუალიზაციის პროცესი, ცნობიერისა და არაცნობიერის ურთიერთშეთანხმებული მოქმედება და ამასთან მათი ავტონომიის შენარჩუნება.

ინდივიდუალიზაცია გულისხმობს ტრანსფორმაციის პროცესს, როდესაც პიროვნული და კოლექტიური არაცნობიერი ქმნიან ცნობიერებას (სიზმრების, აქტიური წარმოსახვის ან თავისუფალი ასოციაციების საშუალებით), რათა შენარჩუნდეს პიროვნული მთლიანობა. ეს სრულიად ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია ადამიანის ფსიქიკის სიჯანსაღისა და მთლიანობისთვის.

გარდა ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღისა, ადამიანები რომლებიც აღწევენ ინდივიდუალიზაციას არიან ჰარმონიულები, დინჯები და აქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ისინი აფასებენ ისეთ ადამიანურ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და სამრთლიანობა. ამასთან, კარგად ესმით ადამიანური ბუნება და სამყაროს არსი.

პერსონა

თავის ფსიქოლოგიურ თეორიაში იუნგი განმარტავს, რომ პერსონა არის ადამიანის მიერ შეგნებულად შექმნილი პიროვნულობა ან ინდივიდუალობა (იდენტურობა), რომელსაც ის წარმოქმნის კოლექტიური ფსიქიკის გავლენით სოციალიზაციის, კულტურული ასიმილაციისა და გამოცდილების შედეგად. იუნგმა ეს ტერმინი შემთხვევით არ შეარჩია, ვინაიდან მისი თავდაპირველი მნიშვნელობა გულისხმობს ნიღაბს, რომელსაც მსახიობი ატარებს, რათა განასახიეროს თავისი როლი, რომელსაც ის თამაშობს.

პერსონა არის „კოლექტიური ფსიქიკის“ მიერ შექმნილი ნიღაბი, რომელსაც ადამიანი სოციალურ ურთიერთობებში იყენებს და ისე ირგებს, რომ თავად მას და სხვებსაც სჯერათ მისი შენიღბული ინდივიდუალობის, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ის კარგად გათამაშებული როლია. იუნგი მიიჩნევდა, რომ „პერსონა-ნიღაბი“ იყო რთული სისტემა, რომელიც კოორდინირებდა ინდივიდუალ ცნობიერებასა და სოციალურ საზოგადოებას შორის: „ის არის მედიატორი ინდივიდსა და საზოგადოებას შორის, ის სახე, რითაც ადამიანი ჩნდება სხვების თვალში“. ის ერთგვარად წარმოადგენს სახასიათო ნიღაბს, რომელსაც მსახიობი ირგებს თატრალური წარმოდგენისას და ასრულებს ორმაგ ფუნქციას: ერთი მხრივ, ცდილობს სხვებზე შთაბეჭდიების მოხდენას, ხოლო მეორე მხრივ კი, საკუთარი ნამდვილი ინდივიდუალური ბუნების დამალვას (ნაწილობრივ). თერაპევტები პაციენტებს ეხმარებიან ინდივიდუალიზაციაში, რომლის დროსაც ადამიანი იბრუნებს მის „ნამდვილ სახეს“. ეს პროცესი მიიღწევა საკუთარი თავის პერსონული ნიღბისგან გათავისუფლებით და არაცნობიერი იმპულსური ძალებისგან დახსნით.

იუნგის თეორიამ უდიდესი წვლილი შეიტანა მენეჯმენტში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მენეჯერებსა და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებს სჭირდებათ „მენეჯმენტური პერსონა“ (კორპორატიული ნიღაბი) და თავდაჯერება, არამედ იმისთვისაც, რომ სწორად შეაფასონ თუ სინამდვილეში როგორი პიროვნებები არიან მათი დაქვემდებარებულები, რათა მართონ ისინი (მაგალითად, პიროვნული ტესტებით).

მანდალა, მთლიანობის სიმბოლო

სპირიტუალიზმი

იუნგი საკუთარ თავზე და თავის პაციენტებზე ჩატარებული სამუშაობის შედეგად დარწმუნდა, რომ ცხოვრებაში მატერიალური მიზნების მიღმა არსებობს სულიერი სწრაფვებიც. მას სჯეროდა, რომ ადამიანების მთავარი დანიშნულება იყო მათი თანდაყოლილი შესაძლებლობების აღმოჩენა და სრულქმნა. ქრისტიანობისინდუიზმისბუდიზმისგნოსტიციზმისდაოიზმის და სხვათა ტრადიციების შესწავლის საფუძველზე იუნგი დარწმუნდა, რომ ყველა რელიგიის მისტიკური გული იყო ინდივიდუალიზაცია. ეს იყო მოგზაურობა საკუთარი თავის საპოვნელად და ამავე დროს ღმერთის აღმოსაჩენადაც. ფროიდის ობიექტივისტური მსოფმხედველობისგან განსხვავებით, იუნგი პანთეისტურმა ხედვამ დაარწმუნა, რომ ადამიანის კარგად ყოფნისთვის მნიშვნელოვანი იყო სულიერი გამოცდილება და ის თითოეული ინდივიდის სიცოცხლეს აიგივებდა მთლიან სამყაროდ. იუნგის რელიგიური შეხედულებები უპირისპირდებოდა ფროიდისეულ სკეპტიციზმს რელიგიაზე. მისი მოსაზრება რელიგიაზე, როგორც გზისა ინდივიდუალიზაციის მისაღწევად, ძალიან პოპულარული გახდა და მისი ნაშრომები დღემდე გამოიყენება რელიგიური ფსიქოლოგიის ანალიზში, თუმცა მის იდეებს ჰყავს კრიტიკოსებიც.

ალქიმია

1940 წლიდან იუნგის ნაშრომები ფოკუსირებული იყო ალქიმიაზე.

1944 წელს იუნგმა გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი „ფსიქოლოგია და ალქიმია“, სადაც ის აანალიზებს ალქიმიურ სიმბოლოებს და აჩვენებს მის პირდაპირ კავშირს ფსიქოანალიტიკურ პროცესებთან. ის ალქიმიკურ პროცესებს ადარებს ტრანსფორმაციას, რომელსაც გადის სული დაბალი საფეხურებიდან სრულყოფილებამდე და ინდივიდუალიზაციის მეტაფორად მიიჩნევს.

1963 წელს იუნგის კოლექტიურ ნაშრომებს შორის პირველად გამოქვეყნდა Mysterium Coniunctionis, რომელიც იუნგის უკანასკნელი წიგნია. მისი მთავარი თემატიკა მოიცავს მითოლოგიურ არქეტიპებს, რომელიც ცნობილია როგორც მზისა და მთვარის წმინდა ქორწინება. იუნგი ფიქრობდა, რომ ალქიმიის საფეხურები - გაშავება, გათეთრება, გაწითლება და გაყვითლება შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო ინდივიდუალიზაციის სიმბოლოდ, რომელიც მის საუკეთესო ტერმინს წარმოადგენს პიროვნული ზრდის გამოსახატად.

ალკოჰოლიზმი

იუნგი ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ მიმართავდა სპირიტუალიზმს. ის ერთხელ მკურნალობდა ამერიკელ პაციენტს (როულანდ ჰაზარდი), რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა. უშედეგო მკურნალობის შემდეგ, იუნგმა განუცხადა პაციენტს, რომ მისი მდგომარეობა უიმედო იყო და ერთადერთ გამოსავლად სპირიტუალიზმი რჩებოდა. იუნგმა შენიშნა, რომ იყო შემთხვევები როდესაც ამ მეთოდით ინკურნებოდნენ სრულიად უიმედო ალკოჰოლიკები.

იუნგის პაციენტმა მისი რჩევა მიიღო და დაიწყო ამ მეთოდით მკურნალობა. ის დაბრუნდა ამერიკაში და შეუერთდა პირველსაუკუნოვან ევანგელისტურ მოძრაობას. მან ასევე სხვა ალკოჰოლისტებს უამბო იმ სულიერი გამოცდილების მნიშვნელობის შესახებ, რომელითაც იუნგი მას მკურნალობდა. ჰაზარდის ერთ-ერთი ალკოჰოლიკი მეგობარი შეუერთდა ევანგელისტურ მოძრაობას და მოგვიანებით ალკოჰოლიზმის სამკურნალო დაწესებულების (Alcoholics Anonymous) ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

ხელოვნების თერაპია

იუნგი მიიჩნევდა, რომ ხელოვნებას შეეძლო გამოეხატა პიროვნების შინაგანი განცდები: ტკივილი, შიში, მღელვარება ან დადებითი ემოციები, რომელსაც მაამებელი და სამკურნალო ზეგავლენის მოხდენა შეეძლო. თავის პაციენტებთან მუშაობის და ასევე საკუთარი პირადი გამოკვლევების შედეგად მან დაასკვნა, რომ ადამიანის წარმოსახვის მიერ შექმნილი ხატებები და შთაბეჭდილებები შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ემოციური სტრესის სამკურნალოდ. იუნგი ხშირად ხატავდა, აფერადებდა, ქმნიდა საგნებსა და კონსტრუქციებს ემოციური სტრესის დროს და ხელოვნებას საუკეთესო თერაპიად თვლიდა.



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...