пятница, 29 января 2021 г.

ივანე ჯავახიშვილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    ივანე ჯავახიშვილი

(დ. 23 აპრილი [ძვ. სტ. 11 აპრილი]1876თბილისი — გ. 18 ნოემბერი1940, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

                            მივლინება და მოგზაურობა სინას მთაზე

სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ივანე გავახიშილი საზღვარგარეთ, ბერლინის უნივერსიტეტში მიავლინეს.

გერმანიის დედაქალაქში ყოფნისას ქართულ ისტორიულ ძეგლებს თარგმნიდა, გამოკვლევებს წერდა და ქართველი ხალხის კულტურულ მიღწევებს ევროპელ მეცნიერთათვის ხელმისაწვდომს ხდიდა. მან გერმანულად თარგმნა და გამოკვლევა დაურთო „ევსტატე მცხეთელის მარტვილობას“ და კ. შულცთან ერთად გერმანულადვე გადათარგმნა და გამოკვლევა დაურთო იოანე საბანისძის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს - „აბო თბილელის წამება“.

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, 1902 წლის აპრილში ივანე ჯავახიშვილი ნიკო მართან ერთად ქართული ხელნაწერების შესწავლა-აღწერის მიზნით არაბეთში სინას მთაზე გაემგზავრა. 1902 წლის 7 მაისს ნიკო მარი წერდა: „...ჯავახიშვილი მუშაობაში ძალიან ბეჯითი და ამტანი აღმოჩნდა...“ 

სინას მთაზე მუშაობისას არა ერთი ფასდაუდებელი ძეგლი გამოავლინეს. განსაკუთრებით ძვირფასია ივ. ჯავახიშვილის მიერ გადაწერილი იოანე-ზოსიმე „კრებაი თთუეთაი წელიწადისათაი“ და სხვა ძეგლები.

იხ. ვიდეო

                                            საჯარო ლექციები

ყველა პროგრესული ძალის დარაზმვის, ქართული კულტურის აღდგენა-აღორძინების ამოცანის განხორციელებისათვის სამეცნიერო წრეს მუშაობის ერთ-ერთ სახედ საქართველოს კულტურულ-ისტორიული წარსულის შესახებ საჯარო ლექციების კითხვა მიაჩნდა. ამ საქმესაც სათავეში ივანე ჯავახიშვილი ჩაუდგა. ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების დროს დიდი მეცნიერი საქართველოსკენ მოეშურებოდა და მოხსენებებით გამოდიოდა. მისი ლექციები დიდ შთაბეჭდილებას ახდენნდა მსმენელზე. ჯერ კიდევ პრივანტ-დოცენტად პეტერბურგის უნივერსიტეტში ყოფნის დროს ივ. ჯავახიშვილი საქართველოს წარსულის კვლევა-ძიებით არ კმაყოფილდებოდა. თავის კაბინეტშიც არ იყო ჩაკეტილი, თბილისში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში საჯარო ლექციების კითხვით ხალხის კულტურული თვითშეგნების ამაღლებას ცდილობდა.

იმდროინდელი ქართული პრესა ივანე ჯავახიშვილის ლექციებს ეხმაურებოდა, აღნიშნული ლექციების შინაარსს ბეჭდავდა და ამ გზით გაზეთებიც ქართული კულტურის ერთგვარ პროპაგანდას ეწეოდნენ ხალხში. მაგ: გაზეთის „ისარი“ 1907 წლის 27 და 28 ივნისის ნომრებში მოთავსებული კორესპონდენციები (რომლებიც ივ. ჯავახიშვილის მიერ წაკითხულ საჯარო ლექციებს ეხებოდა) არაერთ მოწოდებას შეიცავდა: „... უცხოელებთან შეტაკებამ ქართველების ეროვნული გრძნობა გამოაღვიძა, მჭიდროდ შეაერთა და თვითშემეცნება უმაღლეს წერტილამდე აიყვანა“;  „... ქართველებმა მიაღწიეს მიზანს და ბერძნებს არაფერში ჩამორჩნენ, თუ არ გადააჭარბეს კიდეც. ამ ხანში საქართველოს ყველა კუთხის მკვიდრნი ისე მჭიდროდ იყვენ შეკავშირებულნი, ისე იყვნენ გამსჭვალულნი საერთოდ საქართველოს გადიდების სურვილით, რომ ხსენება არც-კი იყო არავითარ იმერლობა-ამერლობისა და სხვა ამის მსგავს რისმე, რომელიც ჩვენდა საამრცხვინოდ დღესაც სავსებით არ გამქრალა...“.

ივანე ჯავახიშვილის მიერ წაკითხული ერთ-ერთი ლექციისშესახებ ალ. ფრონელი წერდა: „...ახალგაზრდა მეცნიერმა ჯავახიშვილმა წარსულ კვირას წაიკითხა საჯარო ლექცია; „ეკონომიური ისტორია საქართველოსი უძველეს დროიდან მეცამეტე საუკუნემდე ქრისტესშობის შემდეგ“. ფრონელი ყურადღებას ამახვილებდა, რომ საგანი ძნელი იყო, მასალები მცირე დამიუხედავად ამისა, „სიმცირეს მასალისას არ შეუშინდა ლექტორი, რაც გამოქვეყნებულია, იმას თავი მოუყარა და შედარებით სავსე სურათი დაგვიხატა ჩვენის საქართველოს წარსულის ეკონომიური ვითარებისა“. ივანე ჯავახიშვილი განსაკუთრებით ხაზს უსვამდა ლექციებში ქართველთა სათანადო დამსახურებას და ამას თიგი სრული შეგნებით აკეთებდა.

1908 წლის 14 ივლისს ივანე ჯავახიშვილმა დეპუტატთა საკრებულო დარბაზში, ქარული საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე წაიკითხა ლექცია თემაზე: „საქართველოს ისტორიკოსთა ფილოსოფიური და მეთოდოლოგიური შეხედულების განვითარება VIII-XII საუკუნეთა განმავლობაში. 1910 წლის იანვარში ივანე ჯავახიშვილი პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა და საჯარო ლექციები წაიკითხა ძველი ქართული საისტორიო მწერლობის ისტორიიდან. წაკითხული 4 ლექციის შესახებ „საქართველოს მოამბე“ წერდა: „ლექციების მთავარი ღირსება იყო სიუხვე ცნობათა და მათი კრიტიკა, მერმე კიდევ მოხერხებული კონცენტრაცია აუარებელ მასალისა, რითაც ბ-ნი ივ, ჯავახივილი მართლაც განირჩევა ჩვეულებრივ პროფესორთაგან...“.

ასეთ ლექციებში განვითარებული დებულებები ივანე ჯავახიშვილმა გააფართოვა და ბოლოს ცალკე წიგნად („ძველი ქართული საისტორიო მწერლობა“) გამოსცა.

1913 წლის ზამთარში ივ. ჯავახიშვილი ჩვეულებრივ ეწვია საქართველოს და თბილისელებს ახალი მეცნიერული ნააზრევი გააცნო. მეცნიერი ძველი ქართული ხელოვნების შესახებ მოხსენებით გამოვიდა. ივანე ჯავახიშვილის ლექციები ქართველ ხალხს რწმენას უმტკიცებდა, სამშობლოს აყვარებდა და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის აუცილებლობას უნერგავდა.

იხ. ვიდეო



ივანე ჯავახიშვილმა პირვველმა ახსნა, რომ ქართული ტაძრების სიდიადე მოთხოვნილებით იყო განპირობებული, ე.ი. ქართველი ხალხის კულტურული დონე იმდენად მაღალი იყო, რომ უბრალოდ ნაგები შენობა მათ გემოვნება ვერ დაამაყოფილებდაო. „ქართული ტაძრების ნაშთები ამტკიცებენ, რომ ამდვილი მოთხოვნილება იყო მშვენიერების ბუნებისა და ხელოვებისა, ხუროთმოძღვრებისა“.

1906 წელს გამოვიდა ივანე ჯავახიშვილის ნაშრომი - „პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში“. წინასიტყვაობაში ივ. ჯავახიშვილი ნაშრომის დანიშნულებას განმარტავდა და აღნიშნავდა, რომ უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც რუსეთის საზოგადოებრივ აზრს იზიდავს საქართველოში არსებული მძლავრი სოციალური და პოლიტიკური მოძრაობები. ამ წიგნში მეცნიერმა თვითმპყრობელობის ნაციონალური პოლიტიკის ნამდვილი არსი დამაჯერებელი ფაქტებით გამოაშკარავა.

ამ ნაშრომის გამოცემის გამო პოლიციამ ივანე ჯავახიშვილი სამართალში მისცა. სასამართლოს დადგენილებით ივანე ჯავახიშვილის ეს შრომა მავნე წიგნად აღიარეს და აკრძალეს. განადგურების შესახებ დადგენილებამ მაინც ვერ უშველა, ცალკეული ცალები გადარჩა და მკითხველამდე მაინც მიაღწია.

აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია აღიშნავდა, რომ ივანე ჯავახიშვილი სარბიელზე გამოვიდა, როგორც საზოგადოებრივი მებრძოლი, რომლისთვისაც მეცნიერული მუშაობა მარტოოდენ საზოგადოებრივი აქტიურობის ერთი ფორმათაგანი იყო.

ივანე ჯავახიშვილი საგანგებოდ უკვირდებოდა ძველი საქართელოს სოციალური მოძრაობისა და კლასთა ბრძოლის ისტორიის საკითხებს. ამ პრობლემათა სერიიდან მან გამოაქვეყნა მონოგრაფია „სოციალური ბრზოლი ისტორია საქართველოში IX-XIII საუკუნეებში“. ივანე ჯავახიშვილმა პირველმა აღნიშნა, რომ კლასთან ბრძოლის ყველა ნიშანი საქართველოსთვისაც ისევე იყო დამახასიათებელი, როგორც სხვა ყველა განვითარებული ქვეყნისთვის.

პირველი მსოფლიო ომის დროს ჯავახიშვილმა კონფიდენციალური ურთიერთობა დაამყარა გერმანიის იმპერიის ხელისუფლებასთან. ის 1916 წელს ჩავიდა იმ დროისთვის ნეიტრალური სახელმწიფოს, შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში, სადაც საიდუმლოდ შეხვდა იქ აკრედიტებულ გერმანიის იმპერიის ელჩს. 1917 წელს, როდესაც რუსეთში ცარიზმი დაემხო, ივანე ჯავახიშვილმა თავის ბინაზე მოიწვია ქართველ პატრიოტთა მცირე ჯგუფი და თათბირი გამართა. მაშინ ქ. თბილისში ქართული უნივერსიტეტის გახსნა გადაწყვიტეს. 1917 წლის აპრილში ჯავახიშვილი საქართველოში დაბრუნდა. 1918 წლის იანვარში ივანეჯავახიშვილის საქმიანობა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებით დაგვირგვინდა

იხ. ვიდეო

                                სამეცნიერო შრომები

ჯავახიშვილმა დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის უმდიდრესი წყაროთმცოდნეობითი ბაზის ღრმა მეცნიერულ კვლევას. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ძველი ქართული ჟამთააღმწერლობითი თხზულებების კრებულის — „ქართლის ცხოვრების“ შესწავლის საქმეში. მანვე აღმოაჩინა აღნიშნული კრებულის უძველესი ნუსხა, რომელიც ანა დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების“ სახელითაა ცნობილი. ჯავახიშვილმა შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა“, რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად:

1. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V—XVIII სს.), (გამოსცა 1916, 1921, 1945, 1977);

2. ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია (1925);

3. ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია (1926, 1949);

4. ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა (1925).

ჯავახიშვილმა შეისწავლა ძველი სომხური საისტორიო მწერლობა (I წიგნი გამოიცა 1935) და სომხურ ისტორიოგრაფიასაც მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო.

ჯავახიშვილს ეკუთვნის კაპიტალური შრომა „ქართველი ერის ისტორია“ (5 წიგნად), რომელშიც სრულიად ახლებურადაა შესწავლილი საქართველოს პოლიტიკური ისტორია, სოციალური ურთიერთობის ფორმები, ქართველი ხალხის ვინაობისა და მიგრაციის საკითხები, სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმები, მატერიალური კულტურა, იდეოლოგია, სარწმუნოება, კულტურა. ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის პრობლემების ფართო მასშტაბით კვლევა. ისტორიის გეოგრაფიულ საკითხებს საჭიროებისამებრ იგი სხვადასხვა ნაშრომში ეხება, საგანგებოდ კი ამ პრობლემას უძღვნა მონოგრაფია „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით“ (1919).

ივ. ჯავახიშვილი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში.

ჯავახიშვილმა საგანგებოდ შეისწავლა საქართველოს ეკონომიკის ისტორია. დღესაც ამ დარგის მეცნიერთა სამაგიდო წიგნს წარმოადგენს მისი 2 ტომიანი ფუნდამენტური მონოგრაფია „საქართველოს ეკონომიური ისტორია“.

ჯავახიშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული სამართლის ისტორიის შესწავლასაც. შექმნა კაპიტალური ნაშრომი „ქართული სამართლის ისტორია“ (I წიგნი გამოქვეყნდა 1919, 1928; II წიგნის I ნაკვეთი — 1928; II წიგნის II ნაკვეთი — 1929, უკანასკნელი გამოცემა „თხზულებანი“, ტ. 6-7, 1982—1984).

ჯავახიშვილმა საფუძვლიანად გამოიკვლია მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში. შექმნა ფუძემდებლური მონოგრაფია ქართული მუსიკის ისტორიის საკითხებზე. 1943 ჯავახიშვილის თანაავტორობით გამოქვეყნდა საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო, რომელსაც 1947 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია.

ჯავახიშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის უძველესი აგებულებისა და ნათესაობის საკითხების კვლევას. მან პირველმა დაასაბუთა ქართველური ენების მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან ნათესაობა ძირითადი გრამატიკული კატეგორიებისა და ლექსიკის მიხედვით, რითიც მყარი ნიადაგი მოამზადა იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის.

ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული უძველეს პალიმფსესტურ ხელნაწერებში V—VII საუკუნეებში ხანმეტი ტექსტების აღმოჩენა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ენის წერილობითი ისტორიის პერიოდიზაციისათვის.

ჯავახიშვილი აქტიურად იღვწოდა ქართული ხელოსნობისა და შინამრეწველობის ისტორიის შესასწავლად. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით იქნა შეკრებილი ქართული შინამრეწველობის უმდიდრესი მასალა (გამოიცა 3 ტომად 1976—1986 წლებში).

ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში. თბილისში არსებობს მისი სახელობის მოედანი და ქუჩა.

იხ. ვიდეო






Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...