воскресенье, 17 января 2021 г.

ბაძგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  ბაძგი

ბაძგი  Ilex colchicum

 ყორი (ლათ. Ilex) — მცენარეთა გვარი ბაძგისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ზოგჯერ ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. აქვს მარტივი, ტყავისებრ ხეშეში, კიდეეკლიანი ფოთლები. ნაყოფი კურკიანაა, წითელი ან შავი, იშვიათად ყვითელი.

შეიცავს 400-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია სამხრეთ ამერიკისა და აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. 3 სახეობა იზრდება კავკასიაში. ესენია: წვრილნაყოფა ბაძგი (ლათ. Ilex stenocarpa) ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, ჰირკანული ბაძგი (ლათ. Ilex hyrcanica) — თალიშში და კოლხური ბაძგი (ლათ. Ilex colchica) - საქართველოში.

კოლხური ბაძგა 2,5 მ სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია; ქვეტყეს ქმნის ფოთლოვან (განსაკუთრებით წიფლნარებში). ფოთლოვან-წიწვოვანსა და წიწვოვან ტყეებში. კულტივირებულია ბაძგის ეგზოტიკური სახეობის უმრავლესობა მოშენებულია საქართველოში. მათგან აღსანიშნავია პარაგვაული ბაძგი ანუ პარაგვაული ჩაი, რომლის ფოთლებისაგან სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ამზადებენ ჩაის - მატეს.

იხ. ვიდეო



ბაძგის მარადმწვანე სახეობები დეკორატიულია, აშენებენ ცოცხალ ღობეებად. მაგარსა და მძიმე მერქანს იყენებენ სადურგლო-სახარატო საქმეში. ფოთოლი, ნაყოფი და ქერქი იხმარება მედიცინასა და კულინარიაში. სახეობათა უმრავლესობა შეიცავს მთრიმლავ, ცხიმოვან და საღებარ ნივთიერებებს, ზოგი A1, B2 და C ვიტამინებს.

                                        მატე

მატე ტრადიციულ ჭურღელში
(სიტყვა ნასესხებია სამხრეთ ამერიკის ინდიელების ერთ-ერთი ტომის — კეჩუას ენიდან) — მარადმწვანე პარაგვაული ჩაის გამხმარი, დაფშვნილი ფოთლები. შეიცავს 1,8% კოფეინს, 0,05% თეობრომინს, 9-12% მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთებს, A, B, C ვიტამინებს, ლიმონის მჟავასა და სხვა ნივთიერებებს. სამხრეთ ამერიკაში მისგან აყენებენ კოფეინით მდიდარ ჩაის მსგავს სასმელს. განსაკუთრებით პოპულარულია არგენტინაში, სადაც ის კანონით განსაზღვრულია როგორც "ეროვნული სასმელი". მატეს ეძახიან იმ ჭურჭელსაც (აკეთებენ გოგრისაგან), რომლიდანაც სვამენ ჩაის და თვითონ ხესაც. ის ასევე გამოიყენება დრუზების მიერ სირიაში

მიიჩნევა, რომ მატეს გამოყენება თავიდან დაიწყო გუარანის და ტუპის ტომებმა, რომლებიც დღევანდელი სამხრეთი ბრაზილიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. გვიან XVI საუკუნეში მატეს გამოყენება ფართოდ დაიწყეს ესპანელმა კოლონიზატორებმა. შუა XVII საუკუნეში პირველად მოახერხეს მატეს მცენარის კულტურული ჯიშების შექმნა.

იხ. ვიდეო



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...