четверг, 28 января 2021 г.

ქისტები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ქისტები

ქისტები (1880-იან წწ)

 საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები. ძირითადად ცხოვრობენ საქართველოშიპანკისის ხეობაში (ახმეტის მუნიციპალიტეტი). ქისტები საკუთარ თავს „ქისტიე“ ან „ვეჲ ნახ-ს“ უწოდებენ. „ვეჲ ნახ“ ითარგმნება როგორც „ჩვენი ხალხი“. ამ სახელით მოიხსენიებენ ჩეჩენიინგუში და ქისტი ხალხი საკუთარ თავს სხვა მთიელი კავკასიელებისგან განსასხვავებლად. სასაუბრო ენა ქისტებისათვის ჩეჩნური ენის ქისტური დიალექტია.

მჭიდრო ურთიერთობა ქართველურ და ვაინახურ ტომებს შორის ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იწყება. უძველეს ქართულ წყაროებში ვეინახები ნახჩებად, ღლიღვებად, ძურძუკებად და დურძუკებად მოიხსენიებიან. საუკუნეების მანძილზე ვეინახური ტომები ქართველი მეფეების მხარდამხარ იბრძოდნენ. განსაკუთრებული სიყვარული ქისტებს თამარ მეფისადმი ჰქონდათ. თამარის სახელს არქმევდნენ ხიდებსა და სხვა ნაგებობებს, ქალიშვილებს. ერთ ლამაზ ყვავილსაც თამარს უწოდებენ.

საქართველოში ვაინახების ჩამოსახლება პერიოდულად ხდებოდა, რაც საბოლოოდ მათი ასიმილაციით სრულდებოდა. ბოლო მასობრივი ჩამოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე XIX საუკუნის ოციან წლებში მოხდა. ქისტების ნაწილი საქართველოში ჩამოსახლების პერიოდში ქრისტიანი იყო, ნაწილი მუსლიმი, თუმცა ძირითადი ნაწილი ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენებს მისდევდა. თუმცა 2000-იანი წლების შემდეგ ქისტებში სრულად ისლამი გავრცელდა.

საქართველოშიმდინარე ალაზნის ვიწრო ხეობაში ერთმანეთთან ახლოს განლაგებულია ხეობის ზემოთ დასახლებულ ქისტების სოფლები. ისინი გადმოვიდნენ კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებიდან და შეადგენენ ჩეჩნების განაყოფს. მათ უკავიათ მდ. ალაზნის გასწვრივ მდებარე სოფლები: დუისიჯოყოლობირკიანიომალოდუმასტურიზემო ხალაწანიშუა ხალაწანიქვემო ხალაწანიწინუბანიძიბახევი, ასევე ქართვებთან ერთად ცხოვრობენ ქორეთში და ყვარელწყალში.

2002 წლის მოსახლეობის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 7110 ქისტი.

იხ. ვიდეო




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...