четверг, 8 апреля 2021 г.
ტრისკელიონი
ეკუმენიზმი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ეკუმენიზმი
(ბერძ. οἰκουμένη, მსოფლიო) — ტერმინი აღნიშნავს მოძრაობას, რომლის მიზანიცაა რელიგიური კონფენსიების გაერთიანება. ქრისტიანულ ეკუმენიზმს საფუძველი ჩაეყარა 1910 წელს ედინბურგში გამართულ მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე. ეკუმენიზმი, სულ ცოტა, სამ მიმართულებას ითვალისწინებს: 1. ქრისტიანული კონფენსიების გაერთიანებას; 2. არაქრისტიანული რელიგიების ინტეგრაციულ პროცესებსა და 3. ქრისტიანული ეკონუმენური ორგანიზაციების არაქრისტიანულ ორგანიზაციებთან შეთანხმებულ მოქმედებებს. უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ბუდისტების მსოფლიო საძმო, მსოფლიო ისლამური კონგრესი, ალ–ახზარესთან (ქაიროში) არსებული ისლამური კვლევების ცენტრი და სხვა.
ქრისტიანული ეკუმენური მოძრაობა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების (კონფესიების) დაახლოებასა და გაერთიანებას. ტერმინი "ეკუმენიზმი" ხმარებაში შემოვიდა 1937 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის თეოლოგიური სემინარიის თეოლოგების მიერ. ქრისტიანობაში ეკუმენისტური პროცესების კოორდინატორია მსოფლიო საეკლესიო საბჭო, რომელიც 1948 წელს შეიქმნა. მასში გაერთიანებულია პროტესტანტული, მართლმადიდებლური და სხვ. კონფესიების უმრავლესობა. მოძრაობაში წამყვანი როლი პროტესტანტულ ორგანიზაციებს უკავიათ.
იხ. ვიდეო მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმენიზმს მიუღებელად და, ზოგჯერ, მწვალებლობადაც კი მიიჩნევს, დიალოგი ქრისტიანულ კონფესიებს შორის გრძელდება და ქრისტიანებს შორის, განსაკუთრებით დასავლეთში, პოპულარულია განსხვავებული კონფესიების გაერთიანების იდეა. როგორ იცვლებოდა დამოკიდებულება ეკუმენიზმის მიმართ? როდის გაჩნდა კონფესიების შერიგებისა და მათ შორის დიალოგის იდეა? ნიშნავს თუ არა ეს დიალოგი ქრისტიანული კონფესიების საბოლოო გაერთიანებას? „წითელი ზონის" მორიგ გამოშვებაში გიორგი გვახარია ამ საკითხებზე ესაუბრება საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს, რუსუდან გოცირიძეს.
კარმა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
კარმა
(სანსკ. कर्म karma ”ქმედება”) — ცენტრალური ცნება ინდუიზმსა და ინდოეთის სხვა რელიგიებში, ცოცხალი არსების ქმედება, რომელიც მის შემდგომ ბედს და ცხოვრების პირობებს განაპირობებს.
ინდუიზმი ქადაგებს სულის (ატმანი) უკვდავებას და სხეულის სიკვდილის შემდეგ მის ახალ სხეულში დაბადებას. სხეულის შერჩევა, არსების ხელახალი დაბადების ადგილი, მშობელი, ცხოვრების ხანგძლივობა და მისი პირობები განპირობებულია წინა ცხოვრების ქმედების შესაბამისად, ანუ კეთილი ქმედების - კეთილი კარმის - ”ანაზღაურებაა” მომდევნო ცხოვრების უკეთესი პირობები, ბოროტი ქმედებით - ბოროტი კარმით - ატმანი (სული) იმკის ცხოვრების არახელსაყრელ პირობებს.
მცენარეთა და ცხოველთა კარმა (ქმედება) ბუნებრივია, ატმანი 8 400 000 ფორმას ერთი მეორის მიყოლებით იცვლის, ხოლო ადამიანის სხეულის მიღწევისას მის კარმას გააზრებული მნიშვნელობა ეძლევა და იგი თავისი ქმედებისთვის პასუხისმგებელი ხდება.
ადამიანის სხეულში მყოფი სულის დანიშნულება არა კეთილი კარმის დაგროვებაა, არამედ კეთილი და ბოროტი ქმედებების არარსებულამდე დაყვანა, კარმისა და დაბადებათა ბორკილებისგან განთავისუფლება და ღმერთთან (პერსონალურ ან უპიროვნო ბრაჰმანთან) შერწყმა
იხ. ვიდეო
ელექტროენერგიის უსადენო გადაცემა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ელექტროენერგიის უსადენო გადაცემა
2011 წლისთვის ჩატარდა შემდეგი წარმატებული ექსპერიმენტები ენერგიის გადასაცემად ათობით კილოვატის სიმძლავრის მიკროტალღოვანი დიაპაზონის დაახლოებით 40% ეფექტურობით: 1975 წელს გოლდსტონის ობსერვატორიაში (კალიფორნია) და 1997 წელს გრანდ ბასინი რეუნიონის კუნძულზე (დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილი, სწავლა სოფლის ელექტრომომარაგების სფეროში საკაბელო ელექტროგადამცემი ქსელის გაყვანის გარეშე).
ლაკშმი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ლაკშმი
(სანსკ. लक्ष्मी lakṣmī „ბედნიერების მომტანი“) — ინდუისტური ბედნიერების ქალღმერთი, ღვთაება ვიშნუს მეუღლე და მარადიული თანამგზავრი.
ლაკშმი მფარველ ღმერთს მუდმივად ფეხთით უზის და მას მაშინაც არ შორდება, როდესაც ვიშნუ თავისი მისიის აღსასრულებლად ქვეყანას ერთ-ერთ ავატარად ევლინება. ლაკშმი მეუღლეს ყოველთვის თან ახლავს: რამასთან იგი სიტაა, კრიშნასთან — რადჰა.
მშვენიერი ქალღმერთი განისვენებს ლოტოსის ყვავილზე და აწეული ხელით ლოცავს თავის თაყვანისმცემლებს, ხოლო უბეში მყოფი ოქროთი სავსე ქოთნიდან მას მონეტები უცვივა.
ლაკშმის ერთგულება და მეუღლის დაუღალავი მსახურება ახლადგათხოვილთათვის მაგალითად მოჰყავთ ინდოეთში, ხოლო მისი უხვად შემკული ტაძრები ყოველთვის სავსეა სიმდიდრის და ბედნიერების მრავალრიცხოვანი მაძიებლებით
იხ. ვიდეო
ლაკშმი იყო მნიშვნელოვანი ქალი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ჯაინიზმში. ადრე ლაკშმი იყო ბუდიზმში სიმრავლისა და კეთილდღეობის ქალღმერთი. ტიბეტის, ნეპალისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბუდისტურ სექტებში ლაკშმის როლს ასრულებს ქალღმერთი ვასუდჰარა. ლაქშმი ასოცირდება სვასტიკის სიმბოლოსთან, ტკბილ საკვებთან, წიწიბურასთან (ბარდა) და პარასკევს, როდესაც ქალღმერთი ასრულებს პუჯას. ინდოეთის შუქების ფესტივალი, რომელიც ცნობილია როგორც Diwali ან Deepavali, აღინიშნება ოქტომბერში ან ნოემბერში და ეძღვნება ლაკშმს. ლაკშმის თაყვანისმცემლები ქალღმერთს სთავაზობენ საკვებს, ფულს, ტანსაცმელს და სამკაულებს. ქალები სახლს ამშვენებენ ანთებული ნათურებით, ლაქშმის ნათურებით და სიმბოლოებით, კაცები ფულზე თამაშობენ, რადგან ლაქშმი ბედის ქალღმერთია. თანამედროვე ინდურ საზოგადოებაში, სანსკრიტზე სიმბოლო "შრი" გამოიყენება როგორც ხელსაყრელი ემბლემა შენობებზე, წიგნებზე, პროდუქტებზე და ა.შ. უფალი ”ბრაჰმა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ბრაჰმა
(სანსკრ. ब्रह्मा brahmā „შემოქმედი“) — ადრეული ბრაჰმანიზმის უმაღლესი ღვთაება, ინდუისტური სამების ტრიმურტის შემოქმედი ღმერთი — მფარველ ვიშნუსა და გამანადგურებელ შივასთან ერთად.
ბრაჰმას კულტი უნდა წარმოშობილიყო გვიანდელ ვედურ პერიოდში ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში კლასობრივი საზოგადოების გაჩენისა და ქურუმთა პრივილეგიური კასტის ბრაჰმანების გაბატონებასთან ერთად.
ჩვეულებრივ ბრაჰმას გამოხატავენ გედზე მჯდომს ოთხი სახითა და ოთხი ხელით.
ვინაიდან ბრაჰმამ მსოფლიოს შექმნა უხსოვარ დროში უკვე დაასრულა, ინდუიზმის მიმდევრებში მის მიმართ ინტერესი იმდენად დაიკარგა, რომ ტაძრებით მოფენილ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ბრაჰმასთვის მიძღვნილი ორი უძველესი მოუვლელი ტაძარიღა არსებობს. ბრაჰმას კულტი საუკუნეების განმავლობაში შეცვალეს სხვა ღმერთებმა — კრიშნამ, რამამ, განეშამ და სხვა.
ბრაჰმას ცოლია სარასვატი, მეცნიერებისა და ხელოვნების ქალღმერთი.
იხ. ვიდეო
საიდუმლონი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
საიდუმლონი
ქრისტიანულ რელიგიაში საკულტო მღვდელ-მოქმედებანი, რომელთა შესრულების დროს, საეკლესიო მოძღვრების თანახმად, მორწმუნე-მლოცველებს გადაეცემათ ღვთის მადლი ცოდვებისაგან სულის სახსნელად, ავადმყოფობისაგან განსაკურნავად და სხვა. საიდუმლოთა შესრულების უფლება მხოლოდ კულტის მსახურებს აქვთ. არსებობს ახალი აღთქმის 7 საიდუმლო, რომელიც დააწესა მაცხოვარმა: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა.
- ნათლისღება — ძირითადი აქტი, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება, არის ნათლობა. ნათლობის რიტუალს წინ უძღვის კათაკმევლობის პერიოდი, რომლიც განმავლობაში ახალმოქცეული ემზადება ნათლისღებისთვის, ეცნობა ძირითად ჭეშმარიტებებს, სწავლობს მრწამსს, ესწრება საკვირაო ლიტურგიას, ოღონდ არა ბოლომდე. კათაკმევლობის პერიოდი განსაზღვრული არ არის. ასევე განუსაზღვრელია ასაკი ადამიანისა, რომელიც ინათლება. ნათლისღება ხდება წყალში სამჯერ შთაფვლით ან სხურებით, უკიდურეს გამონაკლის შემთხვევებში — ქვიშით. ნათლობის რიტალს აღავლენს მღვდელი. მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით, მონათლული განიწმინდება ცოდვებისგან და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. მართლმადიდებლობა ნათლისღებას სულიერ შობად, მეორედ დაბადებად მიიჩნევს და ის მხოლოდ ერთხელ ხდება ადამიანის ცხოვრებაში.
- მირონცხება — ნათლობის შემდეგ ხდება წმინდა მირონის ცხება, რაც მონათლულს სულიწმიდის მეშვეობით ანიჭებს სასიცოცხლო ძალას. მირონცხება უშალოდ მოსდევს ნათლისღებას და მის ნაწილად აღიქმება, თუმცა ცალკე საიდუმლოა.
- ზიარება, ანუ ევქარისტია — ყველა ქრისტიანი, სასულიერო თუ საერო პირი ეზიარება ქრისტეს სისხლს და ხორცს პურის და ღვინის სახით. ამით ის მისტიურად მონაწილეობს საიდუმლო სერობაში, როდესაც ქრისტემ თავის მოციქულებს გაუნაწილა უკვდავი სიცოცხლე. არ არის განსაზღვრული, თუ რა სიხშირით უნდა ეზიაროს მართლმადიდებელი.
- სინანული — ქრისტიანი პერიოდულად აბარებს აღსარებას მღვდელს, რომელიც მას მიუტევებს ქრისტესა და ეკლესიის სახელით
- ქორწინება — წყვილის შეუღლება რომ საეკლესიო წესით კანონიერი იყოს, ის საჭიროებს დადასტურებას მღვდლის მიერ
- ზეთის კურთხევა — აღსრულდება მძიმე სნეულებაში მყოფი ქრისტიანის სულის და სხეულის საკურნებლად და იმ ცოდვების მისატევებლად, რაც მოუნანიებელი დარჩა სიკვდილის სარეცელზე მწოლარეს
- მღვდლობა — საიდუმლოს აღასრულებს მღვდელმთავარი იმ პირის მიმართ, რომელიც განწესებულია სასულიერო იერარქიის რომელიმე საფეხურის დასაკავებლად.
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...