Translate

пятница, 3 сентября 2021 г.

ფანჯშირის პროვინცია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               ფანჯშირის პროვინცია

                                 
                                                             ავღანეთი ადმ. ცენტრი ბაზარაკი

 (დარი پنجشیر - Panjšēr) — ავღანეთის 34-დან ერთ-ერთი პროვინცია. პროვინციის მოსახლეობა 144 400 ადამიანი (2007), ფართობი — 3 610 კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბაზარაკი. სახელწოდება ფანჯშირი დარი ენაზე თარგმანში აღნიშნავს „ხუთ ლომს“. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება თახარის პროვინცია, ჩრდილო-დასავლეთით ბადახშანის პროვინცია, დასავლეთით ნურისტანის პროვინცია, სამხრეთით კაპისას პროვინცია, სამხრეთ-დასავლეთით ლაღმანის პროვინცია, აღმოსავლეთით ფარვანის პროვინცია და ჩრდილო-აღმოსავლეთით ბაღლანის პროვინცია.

ოლქში მდებარეობს ნატოს ძირითადი ძალები აშშ-ის ხელმძღვანელობით.

იხ. ვიდეო

დარი ენაზე ფანჯშირი ნიშნავს ,, ხუთ ლომს''. ასევე მდინარის სახელწოდების მიხედვით პანჩამუ. რ-იც მოხსიენიბულია მაჰაბჰატაში უძველესი ინდურ ტექსტში. 1951წ-ის მიხედვით საერთო მოსახლეობა ხეობაში ცხოვრობს 173 000 ადამიანი. ძირითადად ეთნიკური ტაჯიკია. პროვინციის მოსახლეობა არის სუნიტი როცა სხვა რეგინებში უმრავლესობა შიიტია.


среда, 1 сентября 2021 г.

ყაზახეთი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ყაზახეთი

ყაზახეთის დროშა

(ყაზახ. Қазақстан Республикасыრუს. Республика Казахстан) — ტრანსკონტინენტური ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, რომლის მცირე ნაწილი ურალის დასავლეთით ხვდება აღმოსავლეთ ევროპაში. ყაზახეთი არის მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანა, ხოლო ხმელეთით გარშემორტყმულ ქვეყნებს შორის — უდიდესი, მისი ფართობი შეადგენს 2 727 300 კვადრატულ კილომეტრს, რაც აღემატება დასავლეთი ევროპის ფართობს. მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მოძრაობის მიხედვით): რუსეთიჩინეთიყირგიზეთიუზბეკეთითურქმენეთი და კასპიის ზღვა. ყაზახეთის ტერიტორია მოიცავს: ვრცელ ველებსტაიგასკანიონებსგორებსდელტებს, მუდმივი თოვლით დაფარულ მთებსა და უდაბნოებს. 17 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით მისი საშუალო სიმჭიდროვე დაახლოებით 6 ადამიანს შეადგენს კვ. კილომეტრზე. დედაქალაქი ალმათიდან ასტანაში (დღ. ნურ-სულთანში1997 წელს გადავიდა.
იხ. ვიდეო ყაზეხეთის სამხედროებმა გააფრთხილეს მოსკოვი, თუ რას მოუტანს აგრესიას და კრემლის პასუხი
  

დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს ერგო საბჭოთა კოსმონავტიკის ძირითადი ბაზა — ბაიკონურის კოსმოდრომი. მას დაახლოებით 6 ათასი კმ² ფართობი უჭირავს, რომელსაც იჯარით იყენებს რუსეთი. ყაზახეთი არის დსთ-ის წევრი. 1999 წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

                                                                  

ყაზხეთის  რესპუბლიკა

ქვეყანა ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება რუსეთსჩინეთსყირგიზეთსუზბეკეთსა და თურქმენეთს. დასავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 2 717 000 კვ. კმ-ს. ამ მაჩვენებლით მას მე-9 ადგილი უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისი ტერიტორია გადაჭიმულის კასპიის ზღვიდან ალტაის მთებამდე. მთავარი მდინარეებია ილიირტიში და იშიმი, ტბები - არალისბალხაშისა და ზაისანის.

                                                                     

ყაზახი მამაკაცი ცხენზე და არწივით



სექტა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                     სექტა

ოლუსტრაცია სექტის კატალოგიდან (1647)

(ლათ. secta — სკოლა, სწავლება) — ცნება (ტერმინი), რომელიც გამოიყენება რელიგიური ჯგუფის აღსანიშნავად, გამოყოფილი მთავარი რელიგიური მიმართულებიდან და დაპირისპირებული მას ან ორგანიზებული ტრადიცია, რომელსაც აქვს საკუთარი დამაარსებელი და განსაკუთრებული დოქტრინა. 
იხ. ვიდეო
ზოგიერთ წყაროში კონცეფცია "სექტა" უფრო ფართოდ არის განმარტებული. ეს არის ნებისმიერი ჯგუფის სახელი (რელიგიური თუ არარელიგიური, განცალკევებული თუ ახალი), რომელსაც აქვს საკუთარი სწავლება და პრაქტიკა, განსხვავებული დომინანტური (ქვეყანაში, რეგიონში ან ხალხში) ეკლესიისა თუ იდეოლოგიისგან
ეტიმოლოგიურად, სიტყვა "სექტა" მომდინარეობს ლათ. სექტა - „რელიგიური საზოგადოების სეპარატისტული ნაწილი“ მომდინარეობს სექტორიდან - „ვინმეს გაყოლა, მორჩილება“ ამავე დროს, საკმაოდ ადრე იგი ასოცირდება ჰომონიმურ, მაგრამ ეტიმოლოგიურად დაუკავშირებელ სიტყვას ლათ. სექტა, მომდინარეობს secāre– დან - „გაჭრა, გაყოფა, გათიშვა“ . თავდაპირველად, სიტყვა "სექტა" ნეიტრალური ტერმინი იყო ცალკეული, განსხვავებული პოლიტიკური, ფილოსოფიური და რელიგიური ჯგუფების აღსაწერად.

                                                Major denominations and religions of the world




ქლორი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ქლორი

                                                     
ქლორი (Chlorum) (ბერძნ.chlōros მწვანეს ნიშნავს ), Cl, ელემენტთა პერიოდული სისტემის VII ჯგუფის ქიმიური ელემენტი; ატომური ნომერი 17, ატომური მასა 35,453, tდნ- 101 °C, tდუღ - 34,05 °C, სიმკვრივე (აირადი ქლორისა)3,214 კმ/მ³, მოყვითალო-მომწვანო აირი; მიეკუთვნება ჰალოგენებს.
ქლორი
17 CI
35,4527
3s²3p5

ქლორი მომწამლავი, მოყვითალო მწვანე ფერის, მხრჩოლავი სუნის გაზია. 6,6 ატ. წნევაზე და 20 °C ქლორი ადვილად თხევადდება. 1 მოცულობა წყალში იხსნება 2,3 მოცულობა ქლორი.

აირადი ქლორი ჰაერზე 2,5–ჯერ მძიმეა. ქლორის რიგობრივი რიცხვი Z=17. მისი ატომის გარე გარსი შეიცავს 7 ელექტრონს. ქლორის მოლეკულაში ატომები კოვალენტური ბმით არის შეერთებული CI:Cl. ქლორის წყალხსნარს მომწვანო ფერი და სპეციფიკური მძაფრი სუნი აქვს.

ბუნებაში ქლორის ნაერთებში ქლორი თავის უარყოფით ვალენტობას ავლენს, ამიტომ თავისუფალი სახით მისაღებად საჭიროა მისი დაჟანგვა ელექტრონეიტრალურ მდგომარეობამდე. ლაბორატორიულ პირობებში ქლორი შეიძლება მივიღოთ კონცენტრირებული მარილმჟავას მოქმედებით რაიმე მჟანგავზე, როგორიცაა მაგალითად, MnO2, KMnO4, CaOCl2 და სხვა.

ქლორის მიღებისას მანგანუმის მინარალის პიროლუზიტის MnO2-ის გამოყენებისას რეაქცია მიმდინარეობს განტოლებით

4 HCl + MnO2 → MnCl2 + 2 H2O + Cl2

ეს რეაქცია ორ ფაზად მიმდინარეობს: ჯერ წარმოიქმნება შედარებთ ნაკლებად მდგრადი ოთხვალენტიანი მანგანუმის ქლორიდი – MnCl4, რომელიც გათბობისას იშლება ორვალენტიან მანგანუმის ქლორიდად და თავისუფალ ქლორად:

  1. 4HCl + MnCl2 → MnCl4 + 2H2O
  2. MnCl4 → MnCl2 + Cl2

ქლორის მიღების ეს რექცია გათბობას მოითხოვს. ამ რეაქციით ამჟამად იშვიათად იღებენ ქლორს

ზემო რეაქციაში ნაცვლად მარილმჟავასი გოგირდმჟავასთან ერთად შეიძლება შევიტანოთ NaCl

MnO2 + 2NaCl + 3H2SO4 → 2NaHSO4 + MnSO4 + 2 H2O + Cl2

ამ რეაქციის მიმდინარეობა მოითხოვს ნარევის გათბობას.

ბევრად უფრო ადვილად მიდის რეაქცია პერმანგანატსა და მარილმჟავას შორის:

2KaMnO4 + 16 HCl → 2MnCl2 + 2KCl + 8H2O + 5Cl2

ამ რეაქციის წარმართვისთვის გათბობა საჭირო არ არის, რადგან ქლორი ჰაერზე უფრო მძიმეა, ამირომ მისი შეგროვება თავღია ჭურჭელში შეიძლება.

მანგანუმის ორჟანგის ნაცვლად შეიძლება სხვა უმაღლესი ჟანგეულის გამოყენება. მაგალითად, ტყვიის ორჟანგთან (PbO2) რეაქცია იმავე გზით მიდის:

PbO2 + 4HCl → PbCl4 + 2H2O
PbCl4 → PbCl2 + Cl2

რეაქცია ქლორიან კირსა და მარილჟავას შორის მიდის შემდეგი გზით:

CaOCl2 + 2HCl → CaCl2 + H2O

ბერთოლეს მარილზე მარილმჟავას მოქმედებისას აგრეთვე მიიღება თავისუფალი ქლორი:

KClO3 + 6HCl → KCl + 3H2O + 3Cl2

ლაბორატორიულ პირობებში და ტექნიკაში ქლორს იღებენ ქლორნატრიუმის კონცენტრირებული ხსნარების ელექტროლიზით.

ელექტროლიზის პროცესს, როგორც ცნობილია, თან ახლავს ელექტრონების გადასვლა კათოდიდან კატიონებზე და ანიონებიდან ანოდზე. მაშასადამე, კათოდზე ხდება აღდგენის პროცესი, ანოდზე – კი დაჟანგვის, ამგვარად, ჟანგვა–აღდგენა შეიძლება ელექტროდენის საშუალებით.

ქლორნატრიუმის წყალხსნარის ელექტროლიზის დროს კათოდზე განიმუხტება წყალბად–იონები (აღდგენა), ანოდზე კი ქლორ–იონები(დაჟანგვა):

კათოდი – 2H+ + 2e = H2
ანოდი – 2Cl- - 2e = Cl2

ამის შედეგად გამოიყოფა თავისუფალი ქლორი და წყალბადი, ხოლო ხსნარში დარჩება ნატრიუმის ტუტე NaOH. არ შეიძლება ქლორი წყლის ზემოთ შევაგროვოთ, რადგან იგი იხსნება წყალში. თუ წყალში გავხსნით NaCl–ს გაჯერებამდე, მასში ქლორის ხსნადობა მცირე იქნება. ამიტომ მოხერხდება ქლორის შეგროვება გაზომეტრში, რომელშიც წყლის ნაცვლად სუფრის მარილის ნაჯერი ხსნარია.

წარმოებაში მიღებულ ქლორს რკინის ბალონებში ინახავენ მაღალი წნევის ქვეშ. ჩაწნევის წინ ქლორს გააშრობენ, რადგან ტენიანი ქლორი რკინის ძლიერ კოროზიას იწვევს.

ქლორი მომწამლავია, ამიტომ მასთან მუშაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.

იხ. ვიდეო

ქლორი გამოიყენება მრავალი ნაერთის მისაღებად და კერძოდ, ქლორიანი კირის მოსამზადებლად, რომელიც ფართო გამოყენებას პოულობს სხვადასხვა მიზნებისათვის. თავისუფალი ქლორის მცირე მინარევი საკმარისია დაავადებათა გამომწვევი მიკრობების მოსასპობად. ამიტომ წყალსადენის წყალს დააქლორებენ. დაქროლებულ წყალში წარმოქმნილი მცირეოდენი მარილმჟავა სრულიად უვნებელია. თავისუფალი ქლორი და ქლორიანი წყალი გამოიყენება როგორც გამათეთრებელი საშუალება. ქლორით ათეთრებენ ქსოვილებს და ქაღალდს. ქლორის ნაერთები გამოიყენებასოფლის მეურნეობის მავნებლებთან საბრძოლველად.

მეტალურგიაში ქლორი გამოიყენება იშვიათი და ფერადი მეტალების მისაღებად. ქლორის დიდი რაოდენობით ხმარებას მარილმჟავას წარმოქმნის.

ქლორი, სხვა ჰალოგენების მსგავსად, უშუალოდ არ უერთდება ჟანგბადს, ამიტომაც ქლორის ჟანგბადოვანი ნაერთები არაპირდაპირი გზით მიიღება. ქლორის ჟანგბადნაერთები არამდგრადია, არამდგრადია მისი ჟანგბადობანი მჟავებიც. ყველაზე მეტად მდგრადია ქლორის ჟანგბადოვანი მჟავების მარილები. ჟანგბადოვან ნაერთბში ქლორი დადებით ვალენტობას იჩენს.

ქვექლოროვანმჟავა და მისი მარილები – ჰიპოქლორიტები – უმდგრადობის გამო ადვილად გამოყოფენ ატომურ ჟანგბადს, რის გამოც ისინი ძლიერ მჟანგავებს მიეკუთვნებიან. ჰიპოქლორიტებიდან ყველაზე ფართო გამოყენება მოიპოვა კალციუმის მარილმა, რომელიც ქლორიანი კირის შემადგენლობაში შედის.

ქლორის ყველა ჟანგბადოვანი ნაერთი მჟანგავია.





ნახშირწყლები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                              ნახშირწყლები


ლაქტოზა რ-იც რძეშია

რთული ორგანული ნაერთები, რომელთა შედგენილობაში შედის ნახშირბადისჟანგბადისა და წყალბადის ატომები. განასხვავებენ მარტივსა და რთულ ნახშირწყლებს. მარტივ ნახშირწყლებს მონოსაქარიდები ეწოდება. რთული ნახშირწყლები არის პოლიმერები, რომლებშიც მონოსაქარიდები მონომერის როლს ასრულებენ. ორი მონოსაქარიდისაგან წარმოიქმნება დისაქარიდი, სამისაგან - ტრისაქარიდი, მრავლისაგან — პოლისაქარიდი. ყველა მონოსაქარიდი უფერო ნივთიერებაა, წყალში კარგად იხსნება; თითქმის ყველას აქვს ტკბილი, სასიამოვნო გემო. ყველაზე გავრცელებული მონოსაქარიდებია გლუკოზაფრუქტოზარიბოზა და დეზოქსირიბოზა. ისინი შედიან ნუკლეინის მჟავებისა და ატმოსფეროს შემადგენლობაში.

დი- და ტრისაქარიდები მონოსაქარიდის მსგავსად, კარგად იხსნება წყალში, აქვთ ტკბილი გემო. მონომერული რგოლების რიცხვის ზრდასთან ერთად პოლისაქარიდების ხსნადობა კლებულობს, ტკბილი გემო ქრება. დისაქარიდებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭარხლისა და რძის შაქრები. პოლისაქარიდებიდან ფართოდაა გავრცელებული სახამებელიგლიკოგენი, უჯრედის ცელულოზა. მერქანი თითქმის წმინდა ცელულოზაა. ამ პოლისაქარიდების მონომერი გლუკოზაა.

იხ. ვიდეო



ნახშირწყალბადი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                             ნახშირწყალბადი

ოქტანი - ნახშირწყალბადი, რომელიც გვხდება ნავთობში, სურ. შავი სფეროები გამოსახავენ ნახშირბადის ატომებს, ხოლო თეთრი - წყალბადის
 (HC) ეწოდება ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც მხოლოდ ნახშირბადისა (C) და წყალბადის (Hატომებისაგან შედგებიან. ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnHm, სადაც n და m მთელი ნატურალური რიცხვებია.

ახშირწყალბადების დასახარისხებლად გამოიყენება მათი განდასება აღნაგობისა და შედგენილობის მიხედვით. შედგენილობის მიხედვით ნახშირყალბადები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან :

  • ნაჯერი ნახშირწყალბადები — მათი ნახშირბადოვანი ჯაჭვი მხოლოდ მარტივი ბმებისაგან შედგება. ნაჯერი ნახშირწყალბადების წარმომადგენლებია ალკანები;
  • უჯერი ნახშირწყალბადები — მათი ნახშირბადოვანი ჯაჭვი შეიცავს ერთ ან მეტ ჯერად (ორმაგ ან სამმაგ) ბმას. უჯერ ნახშირწყალბადებს მიეკუთვნებიან ალკენებიალკინებიარომატული ნაერთები და ა.შ.

აღნაგობის მიხედვით გამოყოფენ ნახშირწყალბადების შემდეგ ჯგუფებს:

  • წრფივი ნახშირყალბადები — წრფივ ნახშირწყალბადებში ნახშირბადის არც ერთი ატომი არაა დაკავშირებული ნახშირბადის ორზე მეტ სხვა ატომთან (მაგ.: ალენები);
  • განტოტვილი ნახშირწყალბადები —  განტოტვილ ნახშირწყალბადებში ნახშირბადის თუნდაც ერთ ატომს დამყარებული აქვს ბმა ორზე მეტ ნახშირბადის სხვა ატომთან (მაგ.: იზოოქტანი);
  • ციკლური ნახშირწყალბადები — ციკლურ ნახშირწყალბადებში ნახშირბადოვანი ჯაჭვი იხშვება საკუთარ თავთან და წარმოქმნის რგოლს (მაგ.: ციკლოჰექსანი).
იხ. ვიდეო

ნაჯერი წრფივი და განტოტვილი ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2n+2), სადაც n ნულისაგან განსხვავებული მთელი ნატურალური რიცხვია.

ნაჯერ ციკლურ ნახშირწყალბადებს არ აქვთ საერთო ემპირიული ფორმულა ვინაიდან მათში წყალბადის ატომების რაოდენობის თანაფარდობა ნახშირბადის ატომების რაოდენობასთან დამოკიდებულია მოლეკულაში ციკლების რაოდენობაზე. ერთციკლიანი ნაჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH2n, ორციკლიანებისა — CnH(2n-2).

შეიძლება ითქვას, რომ ნაჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ზოგადი ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-c)+2), სადა c ციკლების რაოდენობას უდრის.

უჯერი წრფივი და განტოტვილი ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-i)+2), სადაც i უჯერობის რიცხვია.

უჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-i-c)+2), სადაც i უჯერობის რიცხვია, ხოლო c კი — ციკლების რაოდენობა.

იხ. ვიდეო

ნახშირწყალბადები, როგორც წესი წყალში არ იხსნებიან და მას არ ერევიან. ეს განპირობებულია ნახშირწყალბადებში ბმების დაბალი პოლარულობით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ნახშირბადისა და წყალბადის დაბალი ელექტროუარყოფითობით.

ნახშირწყალბადები ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. ნახშირწყალბადებისაგან შედგება ისეთი წიაღისეული როგორიცაა ნავთობიბუნებრივი აირიასფალტი და ა.შ.

ნახშირწყალბადები ყველაზე უფრო გავრცელებული და ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროა, ამიტომ ნახშირწყალბადები ფართოდ გამოიყენება საწვავად.

მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ქიმიურ მრეწველობაშიც, რადგანაც მრავალი ქიმიური ნაწარმის საწყის ნედლეულად გამოიყენებიან.









უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -     უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია უცხოპლანეტელების და...