четверг, 9 сентября 2021 г.

ოშო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                    ოშო


 (ჰინ. चन्द्र मोहन जैन), აგრეთვე ცნობილი როგორც აჩარია რაჯნიშიბჰაგვან შრი რაჯნიში ან ოშო (დ. 11 დეკემბერი1931მადჰია-პრადეშიინდოეთი — გ. 19 იანვარი1990მაჰარაშტრა, ინდოეთი) — ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.

   
ჩანდრა მოჰან ჯაინი დაიბადა 1931 წლის 11 დეკემბერს სოფელ კუშადვეში (მადია პრადეშის შტატი, ინდოეთი) ღარიბი ქსოვილებით მოვაჭრის ოჯახში. მისი მამა ჯანაიზმის მიმდევარი იყო. იგი შვიდი წლის ასაკამდე ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა, სადაც აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. მისი ბავშვობის მეტსახელი იყო რაჯნიში, რაც მან შემდგომში სასულიერო სახელად აირჩია. ბაბუის სიკვდილის შემდეგ ის ბებიასთან ერთად საცხოვრებლად მშობლებთან დაბრუნდა (სხვათა შორის რაჯნიშის ბებია სიკვდილამდე თავს შვილიშვილის მოწაფედ თვლიდა). 14 წლის ასაკიდან რაჯნიში უკვე იწყებს მედიტაციებს და ცხოვრების არსის ძიებას.

1957 წელს მან წარმატებით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და მიიღო ფილოსოფიის მაგისტრის წოდება, ხოლო 1966 წელს კი პროფესორის წოდება.

60-იანი წლებიდან ის აჩარია (მასწავლებელი) რაჯნიშის სახელით იწყებს მოგზაურობას მთელი ინდოეთის მასშტაბით — ქადაგებს, ქმნის ბანაკებს, სადაც ეწყობა კოლექტიური მედიტაციები, ლოცვები, რელიგიური თვითჩაღრმავებები.

1970 წელს რაჯნიში ქალაქ ბომბეიში (ამჟ. მუმბაი) აარსებს მედიტაციურ ბანაკს, ხოლო ერთი წლის შემდეგ მისი მეგობრები აარსებენ ფონდს, სადაც ხდება შემოწირულობების შეგროვება. რაჯნიშის გარშემო ბევრი ინტელექტუალი იყო — სხვადასხვა ეზოთერული მოძღვრების მიმდევრები, მუსიკოსები, მწერლები, მხატვრები. ბევრმა მათგანმა შემდგომში რაჯნიშთან მიღებული იმპულსი საკუთარ შემოქმედებაში გამოიყენა, მაგალითად, ცნობილი გერმანელი მუსიკოსი კარუნეში. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო რაჯნიშის მოძღვრების ინდოეთის ფარგლებს გარეთ სწრაფად გავრცელებას (ამერიკაევროპაიაპონია და ა. შ.). სწორედ ამ პერიოდიდან ის მოღვაწეობას აგრძელებს, როგორც ბჰაგვან შრი რაჯნიში, რაც უფალ რაჯნიშს ნიშნავს.

1974 წელს ქალაქ პუნაში რაჯნიშმა გახსნა აშრამი (სანსკ. განმარტოვება, განდეგილობა, ადგილი, სადაც განმარტოვება ხდება). რაჯნიში მთელი დღე განმარტოვებული იყო და თავისი ოთახიდან მხოლოდ დილით, ლექციის წასაკითხად და საღამოს, ინდივიდუალური საუბრებისთვის გამოდიოდა. მალე ქალაქ პუნაში, აშრამის გარშემო გაჩნდა ახალი დასახლებები, რადგან აქ ჩამოსული ხალხი უკან აღარ მიდიოდა, ხოლო რაჯნიშის მიმდევრები ელვის სისწრაფით იზრდებოდა. მისი ქადაგებები ადამიანს საშუალებას აძლევდა განეცადა სულიერი ტრანსფორმაცია, თვითჩაღრმავება და მიეღო რთულ კითხვებზე პასუხი. ამ პერიოდისთვის მთელი მსოფლიო მასშტაბით ქალაქი პუნა, უფრო სწორედ კი რაჯნიშის აშრამი „ჭეშმარიტების მაძიებელთათვის“ ნამდვილი მექა იყო. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მორაჯი დესაი, რომელიც დოგმატური ინდუისტი იყო, ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეშალა რაჯნიშის მოძღვრების პოპულარიზაციისთვისა და გავრცელებისთვის, რომელიც გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ადგილობრივ რელიგიასთან — ინდუიზმთან (და არა მხოლოდ ინდუიზმთან). მიუხედავად თითქმის ყველა „ოფიციალური“ რელიგიის წინააღმდეგობებისა, რაჯნიშის მიმდევართა რიცხვმა მალე რამდენიმე მილიონს გადააჭარბა, ხოლო პუნაში მათი რიცხვი თითქმის მეოთხედი მილიონი იყო.

1980 წელს რაჯნიშს ლექციის კითხვისას თავს ფანატიკოსი ინდუისტი დაესხა და დანით დაჭრა. 1981 წელს ის ოპერაციისთვის აშშ-ში გადააფრინეს, ამ პერიოდიდან რაჯნიშმა თავის თავს ოშო (ოკეანისებური) უწოდა. ამავე პერიოდში ორეგონში ოშოს მიდევრებმა იყიდეს მიწა, სადაც დააარსეს აშრამი. ამ ადგილას ოშოს მიმდევრებმა დასახლება დაიწყეს და ძალიან მალე აქ ქალაქის ტიპის დასახლება (კომუნა) გაჩნდა. ამერიკის ხელისუფლება საგონებელში ჩავარდა. მითუმეტეს, რომ 1985 წელს ოშო საკუთარმა პირადმა მდივანმა დატოვა და ამის გამო ამ კომუნაში მთელი რიგი არაკანონიერი საქმიანობები გამჟღავნდა. ოშო დააპატიმრეს და ამერიკიდან გააძევეს. ის იძულებული გახდა წასულიყო ნეპალში და აქედან იწყება მისი იძულებითი მოგზაურობები, რადგან მისი მიღება არცერთ ქვეყანას არ სურდა. ნეპალი, საბერძნეთიინდოეთიშვეიცარიაშვედეთიინგლისიირლანდიაურუგვაიიამაიკაესპანეთიპორტუგალია — ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ოშომ დაჰყო რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. მას აეროპორტში ხვდებოდა პოლიცია და თვითმფრინავის ბილეთი, სადაც მას სხვა ქვეყანაში უხდებოდა გაფრენა. მთლიანობაში დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში ოშომ გამოიცვალა თერთმეტი ქვეყანა, ხოლო ათმა საერთოდ უარი უთხრა მიღებაზე.

ოშო იძულებული გახდა ისევ ინდოეთში, პუნაში დაბრუნებულიყო. 1987 წელს ფანატიკოსმა ინდუსმა ოშო დანით დაჭრა, ეს იყო იგივე პიროვნება, რომელმაც 1980 წელს ოშოს დანა დაარტყა. მის სახლს დღედაღამ პოლიცია იცავდა. ხოლო პუნაში ისევ ახლიდან დაიწყო ოშოს მიმდევრების დასახლება. ოშო 1990 წლის 19 იანვარს, ქალაქ პუნაში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

მისმა მოწაფეები იწერდნენ მის საუბრებს, რომლებიც შემდგომში წიგნებად გამოიცემოდა და საერთო რიცხვი ასეულობითაა. ოშო უდავოდ შედის იმ ადამიანების რიცხვში, რომლებმაც თავისი აზროვნებით მსოფლიოზე უდიდესი გავლენა მოახდინეს, ის შეიძლება დავაყენოთ ისეთი ადამიანების გვერდით, როგორებიცაა ელენა ბლავტსკაიარუდოლფ შტაინერიგიორგი გურჯიევიპეტრე უსპენსკი, ჯუდი კრიშნამურტი, სვამი ვივეკანანდა და ა. შ.

21 წლის ასაკში მიაღწია ყოფიერების ტრანსცენდენტურ მდგომარეობას — გასხივოსნდა. ის ამბობს: „მე აღარ ვარ მაძიებელი რაიმეს მიმართ. ყოფიერებამ ყველა კარი გახსნა ჩემს მიმართ“. იგი იყო ფილოსოფიის პროფესორი თუმცა ამბობდა: „პროფესიით მე ვარ ლოგიკოსი, მაგრამ შეცდომით გავხდი მისტიკოსი; ამ შეცდომამ მომიტანა უდიდესი ბედნიერება“. ოშო თავის მოძღვრებაზე ამბობს: „ჩემი მოძღვრება არ არის ფილოსოფია. ჩემი მოძღვრება არის განსაზღვრული ალქიმია, მეცნიერება სულიერი ტრანსფორმაციისა. მხოლოდ ის უმამაცესი ადამიანი, რომელიც გარისკავს და მომისმენს გააკეთებს ნაბიჟს ახალი დაბადებისკენ“. ოშო ესაუბრებოდა მოსწავლეებს ადამიანური ყოფის ყველანაირ ასპექტზე: მატერიალურზე, სოციალურზე, ბიოლოგიურ სხეულზე, ფსიქოლოგიურ სფეროზე და სულიერ სამყაროზე. იგი მსოფლიოს ყველაზე ნაყოფიერი ავტორია: 650 წიგნი, რომელიც მსოფლიოს 55 ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ფუნქციონირებს ოშოს სამედიტაციო ცენტრები. ოშომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა სადაც ის ატარებდა ე.წ. საუბრებს, იგი თავის სწავლებას ეძახდა საუბარს, რადგან სიტყვა ლექცია მკაცრ დირექტიულ გამიჯვნას გულისხმობს ლექტორსა და მსმენელებს შორის, ოშომ მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანთა სულიერ გამოღვიძებას მიუძღვნა.

                                                                 

ოშო საკუთარი მაბქანის მართვის დროს

   

ოშოს ფილოსოფია

ოშოს მიხედვით, ცხოვრების უმაღლესი ფასეულობები შეგნებულობა, სიყვარული, მედიტაცია (პირდაპირი და ფართო გაგებით), უქმად ყოფნის უნარი, დღესასწაულობა, შემოქმედებითობა და მხიარულებაა. მისი თქმით გასხივოსნებულობა ყოველი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ადამიანთა უმეტესობა შინაგანად იმდენადაა დაბნეული, რომ მათ არ ძალუძთ ეს. მეტიც ისინი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ და ხდებიან უფრო პათოლოგიურები. ისინი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ცხოვრებაში, მაგრამ არა მეტი ბედნიერებისთვის, არამედ მეტი დამოკიდებულებისთვის. სოციალური მოლოდინები, რომლებიც საბოლოოდ იმედგაცრუებებად გადაიქცა წაშლის ყოველგვარ შანსს, რომ ადამიანმა მიაღწიოს თავისი შეგნების მწვერვალს. ცნობილია ოშოს იგავები, ბრძნული ფრაზები, ანეკდოტები და მის მიერ შემუშავებული მედიტაციური ტექნიკები.

ოშოს კრიტიკა

ოშოს მოწაფეთა მიერ გამოქვეყნებულ წიგნში „ახალი ადამიანის უფლებანი“ (1994) კრიტიკოსები ხაზს უსვამენ მის ფაშისტურ მსოფლმხედველობას, სადაც იგი ქადაგებს დედამიწის მოსახლეობის შემცირებაზე და ამის განხორციელების გზებზე. მისი აზრით, ეს შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ აბორტებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებით, არამედ ჰიტლერული ევტანაზიის მეთოდითაც, ანუ ავადმყოფ, ინვალიდ ბავშთა და მოზრდილთა ფიზიკური ლიკვიდირებით.

იხ. ვიდეო ინდოეთის რელიგიური და სულიერი ლიდერი და მისტიკოსი, რ-საც მსოფლიოში ბევრი მიმდევარი ყავს



დეილ კარნეგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - 

                        დეილ კარნეგი


 (ინგლ. Dale Breckenridge Carnegie; დ. 24 ნოემბერი1888. — გ. 1 ნოემბერი1955) — ამერიკელი მწერალი, ლექტორი, პედაგოგი, ორატორ-მოტივატორი. დაიბადა 1888 წლის 24 ნოემბერს, მისურის შტატის ერთ-ერთ ფერმაში. იყო ღარიბი ფერმერის, უილიამ კარნეგისა (1852-1941) და მისი ცოლის, ამანდა ელისაბედ ჰარბისონის (1858-1939) მეორე შვილი..

მოსწავლეობის პერიოდში დეილს არ ჰყავდა მეგობრები, მას სცხვენოდა თავისი ოჯახის სიღარიბის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას არც ჰქონდა იმდენი თავისუფალი დრო, რომ მეგობრები გაეჩინა, სწავლის პარალელურად ის მშობლებს ეხმარებოდა ფერმაში. უმეგობროდ დარჩენილი დეილი სადისკუსიო კლუბში ჩაეწერა და სწორედ იქ გაირკვა რომ ბიჭი გამორჩეული ორატორი იყო.

კარნეგმა სწავლა ვარენსბურგის (მისური) პედაგოგიურ კოლეჯში განაგრძო. პარალელურად ითვისებდა საორატორო ხელოვნებასაც. დეილს კოლეჯი არ დაუმთავრებია.

კოლეჯის მიტოვების შემდეგ (1908 წ)კარნეგი ნებრასკისა და ვაიომინგის ფერმერებს კომუნიკაციის ხელოვნებას ასწავლიდა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ სოფლის მასწავლებლობა არ იყო ის მწვერვალი, რომლის მიღწევაც სურდა და „Armour & company“-ში დასაქმდა, ყიდიდა ბეკონს, საპონსა და სალას.

ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, 1911 წელს კარნეგმი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ცხოვრობდა სახლში, რომელიც Young Men's Cristian Association-ს ეკუთვნოდა, სწორედ ამ სახლის მაცხოვრებელთათვის დაიწყო ლექციების წაკითხვა. მისი აუდიტორია ყოველთვის სავსე იყო.

1926 წელს კარნეგმა გამოსცა პირველი წიგნი „როგორ გავხდეთ ორატორული ხელოვნების ვირტუოზი“, შემდეგი წიგნი იყო „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და ვიმოქმედოთ ადამიანზე“, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა კარნეგს. 1948 წელს გამოსცა წიგნი „როგორ დავამარცხოთ შიში და სტრესი“, 1956 წელს კი „როგორ განვავითაროთ საკუთარ თავში თავდაჯერებულობა მოქმედება ადამიანებზე საჯარო გამოსვლებისას“.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას. მისი პირველი ცოლი ლოლიტა ბოკერი იყო, მასთან კარნეგმა 10 წელი იცხოვრა. მეორე ცოლი კი იყო დოროთი პრაის ვანდერპული, რომელიც კარნეგის ლექციებზე დადიოდა და მის წიგნებსაც კითხულობდა. დოროთი იყო Dale Carrnegie & Associates Inc-ის ხელლმძღვანელი, მან დაწერა წიგნი „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ მათზე ზეგავლენა — მოზარდი გოგონებისთვის“.

კარნეგის უნივერსიტეტში სასწავლებლად თავის თანამშრომლებს უშვებდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცააა American Express და Ford, Coca-Cola და WalMart.

სიცოცხლის ბოლო წლებში დეილ კარნეგი სრულიად მარტო დარჩა. 1955 წლის 1 ნოემბერს ის 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხ. ვიდეო





მარკ ტვენი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             მარკ ტვენი


(ინგლ. Samuel Langhorne Clemens; დ. 30 ნოემბერი1835ფლორიდამისურის შტატი ― გ. 21 აპრილი1910რედინგიკონექტიკუტის შტატი), ცნობილია მარკ ტვენის (Mark Twain) ფსევდონიმით — ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი.

ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მარკ ტვენის ნაწარმოებმა „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ და „ტომ სოიერის თავგადასავლები“. თავისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა ამერიკის პრეზიდენტებთან, ევროპული სამეფო ოჯახების წევრებთან, ცნობილ მხატვრებთან და მეწარმეებთან.

მწერალი სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. მისი მწვავე და მახვილგონივრული სატირა ქებას იმსახურებდა როგორც თაყვანისმცემლებისაგან, ისე კრიტიკოსებისაგან. ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს „ამერიკული ლიტერატურის მამა“ უწოდა.

ტვენი დიდ ინტერესს იჩენდა მეცნიერებისადმი. პოლიტიკური შეხედულებებით, იგი ომს ეწინააღმდეგებოდა და განსაკუთრებით აშშ-ის მიერ ფილიპინების ოკუპაციას.

ტვენი კრიტიკულად იყო განწყობილი ორგანიზებული რელიგიისადმი, თუმცა არასოდეს უთქვამს უარი თავის პრესვიტერიანულ აღმსარებლობაზე.

იხ. ვიდეო     მარკ ტვენი ციტატები

სამუელ კლემენსი დაიბადა 1835 წლის 30 ნოემბერს ფლორიდის პატარა ქალაქში (მისური, აშშ); მოგვიანებით მან ხუმრობით თქვა, რომ როდესაც ის დაიბადა, მან მოსახლეობა ერთი პროცენტით გაზარდა. ის იყო მესამე გადარჩენილი ოთხი ბავშვიდან (სულ შვიდი იყო), ჯონ მარშალ კლემენსი (11 აგვისტო, 1798 - 24 მარტი, 1847) და ჯეინ ლამპტონი (1803-1890). ოჯახი იყო კორნიული, ინგლისური და შოტლანდიურ-ირლანდიური ფესვები. მამას, რომელიც ვირჯინიის მკვიდრი იყო, დაერქვა შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს უფროსი ჯონ მარშალის სახელი. მშობლები შეხვდნენ, როდესაც ჯონი მისურიში გადავიდა საცხოვრებლად და დაქორწინდნენ 1823 წლის 6 მაისს კოლუმბიაში, კენტუკი.
მარკ ტვენი 15 წ-ის

საერთო ჯამში, ჯონს და ჯეინს ჰყავდა შვიდი შვილი, რომელთაგან მხოლოდ ოთხი გადარჩა: თავად სამუელი, მისი ძმები ორიონი (1825 წლის 17 ივლისი-1897 წლის 11 დეკემბერი) და ჰენრი (1838-1858) და და პამელა (1827-1904). მისი უფროსი და მარგარეტი (1833-1839) გარდაიცვალა, როდესაც სამუელი 3 წლის იყო, ხოლო კიდევ 3 წლის შემდეგ გარდაიცვალა მისი მეორე უფროსი ძმა ბენიამინი (1832-1842). მისი მეორე უფროსი ძმა, სასიამოვნო (1828-1829), გარდაიცვალა სამუელის დაბადებამდე ექვსი თვის ასაკში. როდესაც სამუელი 4 წლის იყო, ოჯახი უკეთესი ცხოვრების საძიებლად გადავიდა მისურის სხვა ქალაქში - ჰანიბალში. სწორედ ეს ქალაქი და მისი მოსახლეობა აღწერეს მარკ ტვენმა თავის ცნობილ ნაშრომებში, განსაკუთრებით ტომ სოიერის თავგადასავალი (1876). კლემენსის მამა გარდაიცვალა 1847 წელს პნევმონიით, რის გამოც ბევრი ვალები დარჩა. უფროსმა ვაჟმა, ორიონმა, მალე დაიწყო გაზეთის გამოქვეყნება, ხოლო სემმა შეძლებისდაგვარად შეუწყო ხელი თავისი წვლილის შეტანას, როგორც საბეჭდი მანქანა და ზოგჯერ როგორც სტატიების ავტორს. გაზეთის ზოგიერთი ყველაზე ცოცხალი და საკამათო სტატია მომდინარეობს უმცროსი ძმის კალამიდან - ჩვეულებრივ, როდესაც ორიონი შორს იყო. თავად სემიც ხანდახან მიემგზავრებოდა ქ. ლუისსა და ნიუ იორკში.


ლევ ტოლსტოი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ლევ ტოლსტოი


(რუს. Лев Николаевич Толстой; დ. 9 სექტემბერი [ძვ. სტ. 28 აგვისტო]1828სოფ. იასნაია-პოლიანა, ახლანდელი ტულის ოლქი ― გ. 20 ნოემბერი [ ძვ. სტ. 7 ნოემბერი]1910, რკინიგზის სადგური ასტაპოვო, ახლანდელი სადგური ლევ-ტოლსტოი, ლიპეცკის ოლქი, დაკრძალულია იასნაია-პოლიანაში) — რუსი მწერალი. დაიბადა მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში (მამა — გრაფი ნიკოლოზ ილიას ძე, 1812 სამამულო ომის მონაწილე; დედა — მარია ვოლკონსკაია). მშობლები ადრე გარდაეცვალა. იასნაია-პოლიანაში მიიღო საფუძვლიანი შინაური განათლება. 1844-1847 წლებში სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში. 1851 უფროს ძმასთან ერთად გაემგზავრა კავკასიაში, სადაც თერგის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში განაწესეს. 1852 წელს თბილისში დაწერა პირველი მოთხრობა „ბავშვობა“ (ამავე წელს დაიბეჭდა „სოვრემენნიკში“), რომელმაც შემდგომ „ყრმობასა“ (1852-1854) და „სიჭაბუკესთან“ (1855-1857) ერთად ავტობიოგრაფიული ტრილოგია შეადგინა. ამ პერიოდში 1851 წელს მწერალი თბილისს ესტუმრა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სამხედრო გზამ, დარიალის ხეობამ. მოინახულა გერგეტის სამების მონასტერი. თბილისში თითქმის ხუთი თვე დაყო. აქ მან მიიღო სამხედრო ჩინი და დაინიშნა სამსახურში. მის პირად წერილებში და 1851-1853 ჩანაწერებში ხშირად მოიხსენიება საქართველოს და ქართველებს. 90-იან წლებიდან გაძლიერდა ტოლსტოის კავშირი ქართველ ინტელიგენციასთან. პირადი ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდათ ი. ნაკაშიძეს, ნ. ნაკაშიძეს, ბ. გეგიძეს, გ. დადიანს, მ. ბოლქვაძეს, მ. ყიფიანს.

იხ. ვიდეო ბრძნული გამონათქვამები


1854 კავკასიიდან დუნაის არმიაში გადავიდა. ყირიმის ომის დროს სევასტოპოლის სახიფათო IV ბასტიონზე იბრძოდა. იქ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მდიდარი მასალა მისცა „სევასტოპოლური მოთხრობებისათვის“ (გამოქვეყნდა 1855-1856), რომლებშიც დასმულია ომის, მშვიდობის, პატრიოტიზმის, სიკვდილ-სიცოცხლის, გმირობისა და მამაცობის პრობლემები. მწერლის აზრით, უბრალო ხალხს სძულს ომი, გულმოდგინე შრომისათვის მას მშვიდობა სჭირდება, მაგრამ ქვეყნის, ნაშრომის, ოჯახის მტრისაგან დასაცავად ის იარაღით ხელში აღდგება. ომის ბედსაც სწორედ ხალხი წყვეტს. 1855 ტოლსტოი პეტერბურგში ჩავიდა, დაუახლოვდა ნ. ნეკრასოვსი. ტურგენევსი. გონჩაროვსა. ოსტროვსკისნ. ჩერნიშევსკის1856 წელს საბოლოოდ გამოეთხოვა სამხედრო სამსახურს . დასახლდა იასნაი-პოლიანაში. ერთი წლის შემდეგ ევროპაში იმოგყაურა. სამშობლოში დაბრუნებულმა 1859 იასნაი-პოლიანაში გახსნა სკოლა გლეხთა ბავშვებისათვის. გამოსცა პედაგოგიური ჟურნალი „იასნაია პოლიანა“ (1862). ჩამოაზალიბა საკუთარი თეორია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ძალადობაზე დამყარებულ ოფიციალურ პედაგოგიურ შეხედულებებს. შემდგომაც, 70-იან წლებში, ტოლსტოი კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იასნაია-პოლიანის სკოლაში. დაწერა „ანბანი“ (1871-1872), „ახალი ანბანი“ (1874-1875), მათ მიუსადაგა ოთხი „რუსული საკითხავი წიგნი“, რომლებშიც შეიტანა თავისი მოთხრობები, გადამუშავებული ზღაპრები და იგავ-არაკები.

60-იანი მწერალმა წლებში გამოაქვეყნა რომანი „ოჯახური ბედნიერება“ (1858-1859), მოთხრობები „კაზეკები“ (1853-1863), „პოლიკუშკა“ (1861-1863), ხოლო 1863-1869 მან შექმნა რომან-ეპოპეა „ომი და მშვიდობა“ (პუბლიკაცია დაიწყო 1868). ტოლსტოის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესია აგრეთვე რომანი „ანა კარენინა„ (1873-1877, გამოქვეყნდა 1876-1877). მან ამ რომანში ასახა რეფორმის შემდგომ რუსეთის ცხოვრება.

ტოლსტოის კალამს ეკუთვნის მოთხრობა „კრეიცერის სონატა“ (1887-1789, გამოქვეყნდა 1891), დრამა „მეუფება წყვდიადისა“ (1866), კომედია „განათლების ნაყოფი“ (1886-1890, გამოქვეყნდა 1891), მოთხრობა „ივან ილიჩის სიკვდილი“ (1884-1886). უმნიშვნელოვანესი თხზულებაა რომანი „აღდგომა“ (1889-1899). კავკასიის თემისადმი მიძღვნილია მოთხრობა „ჰაჯი-მურატი“ (1896-1904, გამოქვეყნდა 1912). ჰაჯი-მურატის პიროვნებით იგი თბილისში ყოფნის დროს დაინტერესდა.

1910 წელს ტოლსტოიმ სამუდამოდ მიატოვა იასნაია-პოლიანა და სამხრეთისაკენ გასწია, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. მწერლის ანდერძისამებრ, მის საფლავს არ ამშვენებს არც ძეგლი და არც ჯვარი. ვაჟა-ფშაველა გამოეხმაურა მწერლის გარდაცვალებას ლექსით „ლევ ტოლსტოის სიკვდილზე“.

იხ. ვიდეო



вторник, 7 сентября 2021 г.

ლიმონმჟავა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              ლიმონმჟავა

                                                           


  — სამფუძიანი ორგანული ოქსიმჟავა, ფართოდაა გავრცელებული ცოცხალ ბუნებაში. 
კარგად იხსნება წყალსა და სპირტში, ცუდად უმეტეს ორგანულ გამხსნელებში, დნობის ტემპერატურაა 156°C. იძლევა ერთ-, ორ- და სამჩანაცვლებულ მარილებს — ციტრატებს. ლიმონმჟავა უჯრედის სუნთქვის ბიოქიმიურ რეაქციათა სისტემის მთავარი რგოლია. ცხოველებისგან განსხვავებით, ზოგიერთი მცენარისა და მიკროორგანიზმის უჯრედებში დიდი რაოდენობით გროვდება (ლიმონის წვენში 5–6%); იყენებენ მედიცინაში, კვების მრეწველობაში, სამღებრო საქმესა და ფოტოგრაფიაში.
                                                                   
ლიმონმჟავას კრისტალები მიკროსკოპის ქვეშ გადაკვეთილ პოლაროიდებს შორის. ირიდისცენტური ფერები გამოწვეულია სინათლის პოლარიზაციის სიბრტყის სხვადასხვა ბრუნვით სხვადასხვა ტალღის სიგრძეში. გადიდება 200x.

როდესაც გაცხელებულია 175 ° C- ზე ზემოთ, ლიმონმჟავა გარდაიქმნება აკონიტურ მჟავად, ხოლო მშრალი გამოხდის დროს წყალი იშლება და დეკარბოქსილირდება, ერთდროულად წარმოიქმნება აცეტონი და იძლევა იტაკონის და ციტრაკონის მჟავის ანჰიდრიდებს. 35 ° C კალიუმის პერმანგანატთან დაჟანგვა იწვევს აცეტონ დიკარბოქსილის მჟავას, ხოლო 85 ° C ტემპერატურაზე ოქსილის მჟავას. როდესაც კალიუმის ჰიდროქსიდთან ერთად დნება, ლიმონმჟავა ქმნის ოქსილის მჟავას და ძმარმჟავას.
იხ. ვიდეო




კარლ ვილჰელმ შეელე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       კარლ ვილჰელმ შეელე

 (შვედ. Carl Wilhelm Scheele; დ. 9 დეკემბერი1742 — გ. 21 მაისი1786) — შვედი ქიმიკოსი, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1775).

განათლებითა და პროფესიით ფარმაცევტი. მუშაობდა შცვედეთის სხვადასხვა ქალაქის აფთიაქებში, სადაც ატარებდა ქიმიურ კვლევებს. აღმოაჩინა მრავალი არაორგანული და ორგანული ნივთიერება: ქლორი (1774), გლიცერინი (1779, მოლიბდენისა (1778) და ვოლფრამის (1781) ანჰიდრიტები, სილიციუმის ტეტრაფთორიდი (1771), ბარიუმის ჟანგი (1774), დარიშხანწყალბადი (1775), ღვინომჟავა (1769), სილიციუმფთორწყალბადმჟავა და ფთორწყალბადმჟავა (1771), დარიშხანმჟავა (1775), მჟაუნმჟავა (1776), რძემჟავა (1780), ციანმჟავა (1782) და სხვა.

1769 წელს შეელემ შეიმუშავა ნაცრიდან ფოსფორის წარმოების ხერხი. 1774 წელს თავისუფალი სახით გამოყო მანგანუმი და ბარიუმის ოქსიდი. დეტალურად აღწერა ქლორის თვისებები. დაამტკიცა ჰაერის რთული შედგენილობა. მისი სახელობისაა მცირე კრატერი მთვარის ზედაპირზე და მცირე პლანეტა კარლშეელე. მისი სახელობისაა მინერალი შეელიტი.

იხ. ვიდეო

                                     შეელიტი

ვოლფრამატების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა: CaWO4. მინარევებია Mo, Cu, Sr, Mn, Mb, Ta, F და სხვა. კრისტალდება ტეტრაგონურ სინგონიაში, აქვს დაპირამიდული ფორმის კრისტალები და მარცვლოვანი აგრეგატები. უფერული ან თეთრი, მურა, მწვანე და შავი ფერისაა. ახასიათებს ლუმინესცენცია ულტრაიისფერ სინათლეში.

სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3-5; სიმკვრივე 5500-6170 კგ/მ³. ზოგიერთი თვისების ცვალებადობა დამოკიდებულია მოლიბდენის შემცველობაზე. წარმოიქმნება სკარნებში, გრაიზენებსა და ჰიდროთერმულ ძარღვებში. შეელიტი ვოლფრამის მნიშვნელოვანი მადანია.

შეელიტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოიპოვება, მ.შ. ევროპაში (ავსტრიაიტალიასაფრანგეთიესპანეთიდიდი ბრიტანეთი), აზიაში (ჩინეთისამხრეთ კორეატაჯიკეთი), რუსეთში (ურალიჩუკოტკაბაიკალისპირეთიჩრდილოეთი კავკასია), აშშ-ში (ნევადაარიზონაკალიფორნია) და სხვა.

შეელიტს როგორც მინერალს 1821 წლამდე არ აღიარებდნენ, მანამ სანამ შვედმა ქიმიკოსმა კარლ ვილჰელმ შეელემ (1742-1786) არ დაადგინა მისი მინერალური თვისება. მინერალს კარლ ვილჰელმ შეელეს პატივსაცემად შეელიტი ეწოდა.

იხ. ვიდეო







უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...