понедельник, 11 октября 2021 г.

ნიობიუმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ნიობიუმი     

ბზინავი რუხი ფერის ლითონი, იფარება მოყვითალო ფერის ოქსიდის ფენით იშვიათად მიწა ლითონი
ნიობიუმის ატომური სქემა
მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მეხუთი ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტიატომური ნომერია 41. აღინიშნება სიმბოლოთი Nb (ლათ. Niobium). მარტივი ნივთიერების ნიობიუმი (CAS-ნომერი: 7440-03-1) — ბრწყინვალე მოვერცხლისფრო-რუხი ფერის ლითონი.
აღმოჩენილი იქნა 1801 წ. ინგლისელი მეცნიერის ჩ. ჰატჩეტის მიერ მინერალში (კოლუმბიტი), რომელიც ნაპოვნი იქნა მდ. კოლუმბიის აუზში, და ამიტომაც ამ ელემენტმა მიიღო სახელწოდება «კოლუმბიუმი». 1809 წ. ინგლისელმა ქიმიკოსმა უ.ვოლასტონმა შეცდომით დაასკვნა, რომ ტანტალი და კოლუმბიუმი ინდენტურები
                                                                           
ჩსრზლ ჰატჩეტი
გერმანელმა მეცნიერმა ჰ.როუზმა 1846 წ. განსაზღვრა, რომ ტანტალის საბადო შეიცავდა მეორე (სხვა) ელემენტს, რომელსაც მან უწოდა ნიობიუმი.ნიობის ტანტალის ქალიშვილის პატივსაცემად, რითაც ხაზი გაუსვა ნიობიუმისა და ტანტალის მსგავსებას. შემდგომმა მეცნიერულმა კვლევებმა უჩვენა, რომ ნიობიუმი და კოლუმბიუმი წარმოადგენდა ერთსადაიმავე ელემენტს (ტანტალისგან განსხვავებულს) და მთელი საუკუნის განმავლობაში ორივე სახელი გამოიყენებოდა მონაცვლეობით. მაგრამ ზოგ ქვეყანაში (აშშ, ინგლისი) დიდი ხნით შენარჩუნდა ელემენტის პირვანდელი სახელწოდება — კოლუმბიუმი, და მხოლოდ 1950 წ. თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის გადაწყვეტილებით (IUPAC) ელემენტს საბოლოოდ მიენიჭა ნიობიუმის სახელწოდება.
ნიობის ელინური სკუპლტურა (ავტ. ჯიორჯიო სიომერი)
იობიუმი დედამიწაზე გავრცელების მიხედვით წარმოადგენს 33–ე ელემენტს. დედამიწის ქერქში იგი არის 20ppm. ბუნებაში თავისუფალი ელემენტი არ არის ნაპოვნი, მაგრამ იგი გვხვდება მინერალებში. ნიობიუმის კლარკი არის 18 გრ/ტ. ნიობიუმის შემცველობა მატულობს ულტრაფუძე ქანებიდან (0,2 გრ/ტ Nb) მჟავე ქანებისაკენ 24 გრ/ტ Nb). ნიობიუმს სულ თან ახლავს ტანტალი. ტანტალისა და ნიობიუმის ახლო ქიმიური თვისებები განაპირობებენ მათ ერთობლივ არსებობას ერთ და იგივე მინერალში და საერთო გეოლოგიურ პროცესებში მონაწილეობას. ნიობიუმს შეუძლია ჩაანაცვლოს ტიტანი ზოგ ტიტანშემცველ მინერალში (სფენი, ორტიტი, ბიოტიტი). ბუნებაში ნიობიუმის არსებობის ფორმა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: გაბნეული (ქანწარმომქმნელ და მაგმატური ქანების აქცესორულ მინერალებში) და მინერალური. საერთოდ ცნობილია 100-ზე უფრო მეტი ნუბიუმშემცველი მინერალი. მათ შორის სამრეწველო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ რამდენიმეს: კოლუმბიტ-ტანტალიტი (Fe, Mn)(Nb, Ta)2O6, პიროქლორი (Na, Ca, TR, U)2(Nb, Ta, Ti)2O6(OH, F) (Nb2O5 0 — 63 %), ლოპარიტი (Na, Ca, Ce)(Ti, Nb)O3 ((Nb, Ta)2O5 8 — 10 %), ზოგჯერ გამოიყენება ევქსენითი, ტოროლიტი, ილმენორუტილი, ასევე მინერალები, რომლებიც შეიცავენ ნიობიუმს როგორც მინარევს (ილმენიტი, კასიტერიტი, ვოლფრამიტი). ტუტე - ულტრაფუძე ქანებში ნიობიუმი იფანტება მინერალებში. ნიობიუმის კონცენტრაცია ზღვის წყალში შეადგენს 1×10−5 მგრ/ლ

ნიობიუმის საბადოები მდებარეობენ აშშ, იაპონიაში, რუსეთში, ბრაზილიაში, კანადაში[4]. ბრაზილია მსოფლიოში ლიდერობს ნიობიუმის და ფერონიობიუმის (ნიობიუმისა და რკინის შენადნობი) წარმოებაში.

იხ. ვიდეო ნიობიუმი - მეტალი რომელსაც შეუძლა ჩაანაცვლოს ოქრო

ნიობიუმის მადანი — ჩვეულებრივ არის კომპლექსური და ღარიბია ლითონით. მადნის კონცენტრატები შეიცავენ Nb2O5პიროქლორები — არა უმცირეს 37 %-ისა, ლიპარიტები — 8 %, კოლუმბიტები — 30—60 %. მათი უმრავლესობას ამუშავებენ ალუმინო- ან სილიკოთერმული აღდგენით ფერონიობიუმამდე (40—60 % Nb) და ფეროტანტალონიობიუმამდე. ლითონურ ნიობიუმს მიიღებენ მადნის კონცენტრატებისაგან სამ სტადიანი რთული ტექნოლოგიით:

1) კონცენტრატის გახსნა, 2) ნიობიუმისა და ტანტალის გამოყოფა და მათი სუფთა ქიმიური ნაერთების მიღება, 3) ლითონური ნიობიუმის და მისი შენადნობების აღდგენა და რაფინირება. ლითონური ნიობიუმის Nb და შენადნობების მიღების ძირითადი სამრეწველო მეთოდებია - ალუმინოთერმული, ნატრიუმთერმული, კარბოთერმული: თავდაპირველად Nb2O5-სა და ჭვარტლის - ბუნებრივი აირის ნამწვისაგან 1800 °C ტემპერათურისას წყალბადის ატმოსფეროში მიიღებენ კარბიდს, შემდეგ კარბიდისა და ხუთჟანგის ნარევისაგან 1800—1900 °C-ზე ვაკუუმში - მიიღებენ ლითონს; ნიობიუმის შენადნობების მისაღებად ამ ნარევებში ამატებენ მალეგირებელი ლითონების ჟანგებს; მეორე ვარიანტით ნიობიუმს აღადგენენ ვაკუუმში მაღალი ტემპერატურისას უშუალოდ Nb2O5-საგან. ნატრიუმთერმული მეთოდისას ნიობიუმს K2NbF7-დან აღადგენენ ნატრიუმით, ალუმინოთერმულისას — Nb2O5-დან ალუმინით. კომპაქტურ ლითონებს (შენადნობი) აწარმოებევნ ფხვნილური მეტლურგიის მეთოდებით, ჯერ ვაკუუმში ლითონის დაწნეხილ ფხვნილებს 2300 °C-ზე ადუღებენ ერთმანეთთან ელექტრონულსხივური ან ვაკუუმური შედუღებით.

ბუნებაში, ნიობიუმი გვხვდება ერთადერთი სტაბილური იზოტოპის Nb-93–ის სახით. 2003 წ. სინთეზირებულ იქნა 32–მდე რადიოიზოტოპი, რომელთა ატომური მასები 81-დან 113–მდე მერყეობს. მათგან ყველაზე სტაბილურია Nb-92 (ნახევარდაშლის პერიოდით 34.7 მილიონი წელი. ყველაზე ნაკლებ სტაბილურია Nb-113 (ნახევარდაშლის პერიოდი – 30 მილიწამი).

აღწერილია 25 ბირთვული იზომერი, ატომური მასით 84–დან 104–მდე ამ რიგში იზომერი არ აქვს მხოლოდ Nb-96, Nb-101 და Nb-103–ს. ნიობიუმის იზომერიდან ყველაზე მდგრადია 93მეტაNb (ნახევარდაშლის პერიოდი 103 ნწმ). გარდა 92მეტაNb–ისა, ნიობიუმის ყველა იზომერი იშლება ან იზომეტრიული გარდაქმნით ან ბეტა–დაშლით.

ფიზიკური თვისებები

ნიობიუმი — დრეკადი პარამაგნიტური, ბრწყინავი მოვერცხლისფრო-რუხი ფერის ლითონია რომელსაც კუბური მოცულობაცენტრირებული კრისტალური α-Fe, а = 0,3294 ნმ ტიპის მესერი აქვს.

  • მას ახასიათებს მაღალი სიმაგრე და ჭედადობა.
  • ჰაერზე მდგრადი და პარამაგნიტურია.
  • გარე ელექტრონულ შრეზე დანარჩენ წევრებთან შედარებით გააჩნია ელექტრონების არატიპიური კონფიგურაცია. (ეს აღინიშნება მის მეზობელ რუთენიუმშიროდიუმში (45) და პალადიუმში (46)).
  • ნიობიუმი კრიოგენულ ტემპერატურაზე ხდება ზეგამტარი.
  • ატმოსფერულ წნევაზე, მას გააჩნია ელემენტური სუპერგამტარობის უმაღლესი კრიტიკული ტემპერატურა: 9.2 K.
  • ნიობიუმს გააჩნია უდიდესი მაგნიტური შეღწევადობა სხვა ელემენტებთან შედარებით.
  • ლითონ ნიობიუმის ზეგამტარობა ძლიერ არის დამოკიდებული მის სისუფთავეზე, როდესაც ძლიერ სუფთაა იგი შედარებით რბილი და დრეკადია, მაგრამ მინარევების დროს იგი ხდება უფრო მაგარი
იხ. ვიდეო


ქიმიური თვისებები

ლითონი ნიობიუმი ოთახის ტემპერატურაზე, ჰაერზე გარკვეული პერიოდით დაყოვნებისას იღებს მოლურჯო ელფერს, მიუხედავად იმისა, რომ ელემენტურ ფორმაში გააჩნია მაღალი ლღობის ტემპერატურა (2.468 °C), ახასიათებს დაბალი სიმკვრივე, სხვა ძნელადლღობად ლითონებთან შედარებით. იგი წარმოადგენს კოროზიამედეგ ლითონს, რომელიც ამჟღავნებს ზეგამტარობის უნარს და წარმოქმნის ოქსიდის ფენებს. ნიბიუმის ელექტროუარყოფითობა მცირედ ნაკლებია და მეტად კომპაქტურია, ვიდრე პერიოდულ სისტემაში მის წინ მდგომი ცირკონიუმისა, მაშინ როცა იგი ზომაში ვირტუალურად იდენტურია უფრო მძიმე ტანტალისა. ამიტომაც, ნიბიუის ქიმიური თვისებები ძალიან ემსგავსება ტანტალისას, რომელიც პერიოდულ სისტემაში განლაგებულია ნიობიუმის ქვემოთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი კოროზიული მედეგობა არ არის ისეთივე გამოკვეთილი, როგორიც ტიტანის, მაგრამ დაბალი ფასისა და დიდი მისაწვდომობის გამო ნიობიუმი ხდება უფრო ხელმისაწვდომი ნაკლებად მოთხოვნად გამოყენებაში. მაგალითად როგორიცაა დანადგარების მოპირკეთება.

ქიმიურად ნიუბიუმი მეტად მდგრადია. ჰაერზე გახურებისას იჟანგება Nb2О5-მდე. ამ ოქსიდისათვის აღწერილია მიახლოებით 10 კრისტალური მოდიფიკაცია. ჩვეულებრივი წნევისას β-ფორმა სტაბილურია Nb2О5.

  • Nb2О5-ის შედნობისას სხვადასხვა ოქსიდებთან მიიღებენ ნიობატებს: Ti2Nb10О29, FeNb49О124. ნიობატები შეიძლება განვიხილოთ როგორც ჰიპითეთიკური ნიობიუმის მჟავეების მარილებად. ისინი იყოფიან მეტანიობატებად MNbO3ორთონიობატებად M3NbO4პირონიობატებად M4Nb2O7 ან პოლინიობატებად M2O·nNb2O5 (M — ერთმუხტიანი კათიონია, n = 2-12). ცნობილია ასევე ორ- და სამმუხტიანი კათიონი ნიობატები.
  • ნიობატები რეაგირებენ ფტორწყალბადმჟავასთან HF, ტუტე ლითონების და ამონიუმის ჰიდროფტორიდებთან, (KHF2). ზოგი ნიობატი M2O/Nb2O5 ჰიდროლიზდება:
6Na3NbO4 + 5H2O = Na8Nb6O19 + 10NaOH.
                                      

ნიობიუმის პენტატლორიდი

  • ნიობიუმი წარმოქმნის NbO2, NbO, მთელ რიგ ოქსიდებს, შუალედური NbO2,42-სა და NbO2,50-ს შორის და ის სტრუქტურით ახლოა β-ფორმასთან Nb2О5.
  • ნიობიუმი წარმოქმნის ჰალოგენიდებს დაჟანგულობის ხარისხით +5 და +4. პენტაჰალგენიდები (NbHal5) წარმოადგენენ ოქტაედრს, რომლის ცენტრშიც არის ნიობიუმი. ნიობიუმ პენტაფტორიდი (NbF5) წარმოადგენს თეთრ, მყარ ნივთიერებას, ლღობის ტემპერატურით 79,0 °C, ნიობიუმ პენტაქლორიდი (NbCl5) კი არის ყვითელი ფერის ნივთიერება ლღობის ტემპერატურით 203.4 °C. ორივე ნივთიერება განიცდის ჰიდროლიზს და იძლევა ოქსიდებს და ოქსიდჰალოგენებს, როგორიცაა მაგალითად NbOCl3. პენტაქლორიდი გამოიყენება ძირითადად ორგანომეტალური ნაერთების მისაღებად, როგორიცაა ((C5H5)2NbCl2).
                                                                              
ნაბიუმ-პენტაქლორიდი

ტეტრაჰალოგენიდი (NbHal4) და ფაზები NbHal2,67 — NbHal3+x, რომლებში არის დაჯგუფებები Nb3 ან Nb2 მუქი ფერის პოლიმერი Nb-Nb ბმით, მაგალითად, შავი ჰიგროსკოპული ნიობიუმტეტრაქლორიდი (NbF4) და ყავისფერი ნიობიუმტეტრაქლორიდი (NbCl4). ნიობიუმის პენტაჰალოგენიდები ადვილად ჰიდროლიზდებიან წყალში კარგადაა ცნობილი ნიობიუმის ანიონური ჰალოგენიდები. მათ შორის პენტაჰალოგენიდები. მნიშვნელოვანია [NbF7]2-, რომელიც შუალედური პროდუქტია საბადოებიდან Nb და Ta გამოყოფის დროს. ეს ჰეფტაფტორიდი წარმოქმნის ოქსოპენტაქლორიდს უფრო ადვილად, ვიდრე ტანტალის ნაერთები. სხვა ჰალოგენიდკომპლექსები მოიცავენ ოქტაედრული [NbCl6]-:

Nb2Cl10 + 2 Cl- → 2 [NbCl6]-

  • წყლის ორთქლთან და ჟანგბადთან ერთად NbCl5 და NbBr5 წარმოქმნის ოქსიჰალოგენიდებს NbOCl3 და NbOBr3 — ფხვიერი ბამბისმაგვარი ნივთიერება.
  • ნიობიუმისა და გრაფიტის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება კარბიდები Nb2C და NbC, მაგარი ცეცხლგამძლე ნაერთებია. Nb — N სისტემაში არსებობს ცვალებადი შემადგენლობის რამდენიმე ფაზა და ნიტრიდები Nb2N და NbN. ნიობიუმი ფოსფორის და დარიშხანის სისტემებშიც მსგავსად იქცევა. ნიობიუმისა და გოგირდის ურთიერთქმედებით მიიღება სულფიდები: NbS, NbS2 და NbS3. Nb-სა და კალიუმის (ნატრიუმის) ორმაგი ფტორიდები სინთეზირდებიან — K2[NbF7].
  • წყლის ხსნარებიდან ელექტროქიმიურად ნიობიუმის მიღება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. შესაძლებელია ნიობიუმის შემცვლელი შენადნობების მიღება ელექტროქიმიურად. უწყლო მარილების შენადუღებიდან ელექტროლიზით შესაძლებელია ლითონური ნიობიუმის მიღება.

რომ 2006 წელს, ნიობიუმის 44.500 მეტრი ტონა იქნა წარმოებული, რომლის 90% გამოყენებული იქნა მაღალი ხარისხის ფოლადის წარმოებაში, იგი აგრეთვე გამოყენებული იქნა ზეშენადნობებში. ნიობიუმის მიღება და გამოყენება სწრაფად იზრდება, რაც განპირობებულია მისი ისეთი თვისებებით, როგორიცაა ძნელადლღობადობა, ზეგამტარობა, სითბური ნეიტრონების მიტაცების მცირე განიკვეთი, ცეცხლმედეგობა, კოროზიამედეგობა და სხვა. ნიობიუმის გამოკენების ძირითადი დარგებია: რაკეტის მშენებლობა, ავიაციური და კოსმოსური ტექნიკა, რადიოტექნიკა, ელექტრონიკა, ატომური ენერგეტიკა.

  • სუფთა ნიობიუმიდან ან მისი შენადნობებიდან ამზადებენ საფრენი აპარატების ნაწილებს; ურანისა და პლუტონიუმის სითბოგამემცემი ელემენტის გარსებს; თხევადი ლითონების კონტეინერებსა და მილებს; ელექტრილიტური კონდენსატორების ნაწილებს; ელექტრონული (რადარული დანადგარებისათვის) და მძლავრი გენერატორების ნათურების (ანოდები, კათოდები, ბადეები და სხვა) «ცხელ» არმატურებს; კოროზიამედეგ აპარატურისათვის ქიმიურ მრეწველობაში.
  • ნიობიუმით ალეგირებენ სხვა ფერად ლითონებს, მათ შორის ერანს.
  • ნიობიუმი გამოიყენება კრიოტრონებში — გამომთვლელი მანქანების ზეგამტარ ელემენტებში. ნიობიუმი ასევე ცნობილია იმით, რომ გამოიყენება დიდი ადრონული კოლაიდერის აჩქარებულ სტრუქტურებში
                                                                   
ლითონური ნიობიუმის კრისტალები
  • სტანიდი Nb3Sn და ნიობიუმის შენადნობები ტიტანთან და ცირკონიუმთან ერთად გამოიყენება ზეგამტარი ელექტრომაგნიტების კოჭების დასამზადებლად.
  • ნიობიუმი და მისი შენადნობები ტანტალთან ბევრ შემთხვევაში ცვლიან ტანტალს, რასაც დიდი ეკონომიური ეფექტი აქვს (ნიობიუმი იაფია და თითქმის ორჯერ უფრო მჩატეა, ვიდრე ტანტალი).
  • ფერონიობიუმს ამატებენ უჟანგავი ქრომონიკელის ფოლადებში კრისტალებსშორისი კოროზიისა და დაშლის თავიდან ასაცილებლად და სხვა ტიპის ფოლადებში თვისებების გასაუმჯობესებლად.
  • ნიობიუმი გამოიყენება კოლექციური მონეტების მოჭრისას. ლატვიის ბანკი ამტკიცებს, რომ 1 ლატის ნომინალის კოლექციურ მონეტებში ვერცხლთან ერთად გამოყენებულია ნიობიუმი

ნიობიუმის ნაერთების გამოყენება

  • Nb2O5 - არის კატალიზატორი ქიმიურ მრეწველობაში;
  • გამოიყენება ცეცხლგამძლე მასალებში, კერმეტებში, სპეციალური მინებში, ნიტრიდებში, კარბიდებში და ნიობატებში.
  • ნიობიუმის კარბიდი (დნ. ტ. 3480 °C) ცირკონიუმის კარბიდთან და ურან-235-ის კარბიდთან ერთად შენადნობში წარმოადგენს მნიშვნელოვან კონსტრუქციულ მასალას სითბოგამომყოფი ელემენტებისათვის მყარფაზიან ბირთვულ რეაქტიულ ძრავებში.
  • ნიობიუმის ნიტრიდი NbN გამოიყენება 5-10 К მქონე კრიტიკული ტემპერატურის, წვრილი გადასვლის - მიახლოებით 0,1 К-ის თხელი და ულტრათხელი ზეგამტარი ბრკეების (пленка) დასამზადებლად .

პირველი თაობის ზეგამტარი მასალები

  • არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ზეგამტარი მასალა (ზეგამტარობაზე გადასვლის ტემპერატურა 9,25 К). ნიობიუმის ნაერთების ზეგამტარობის გადასვლის ტემპერატურა აღწევს 23,2 К (Nb3Ge).
  • ყველაზე ხშირად გამოყენებადი სამრეწველო ზეგამტარებია — NbTi და Nb3Sn.
  • ნიობიუმი ასევე გამოიყენება მაგნიტურ შენადნობებში.
  • გამოიყენება როგორც მალეგირებელი დანამატი.
  • ნიობიუმის ნითრიდი გამოიყენება ზეგამტარი ბოლომეტრების დასამზადებლად.
  • ცეზიუმ-133-ის გადახურებულ ორთქლში ნიობიუმისა და მისი შენადნობები ტანტალთან ერთად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და იაფ კონსტრუქციულ მასალას დიდი სიძლიერის თერმოემისიური გენერატორებისა.

ფიზიოლოგიური ქმედება

ნიობიუმის ლითონური მტვერი ცეცხლსაშიშია და აღიზიანებს თვალებს და კანს. ნიობიუმის ზოგი ნაერთი ძალიან ტოქსიკურია. წყალში ნიობიუმის ზღვრული დასაშვები კონცენტრაციაა 0,01 მგრ/ლ. ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს შინაგანი ორგანოების გაღიზიანებას და კიდურების დამბლას.








                                                          

воскресенье, 10 октября 2021 г.

Let L-410 Turbolet

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       Let L-410 Turbolet

Let L-410MU კუბინკის საჰაერი ბაზასთან
ორძრავიანი მოკლე მანძილზე საფრენი სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც აწარმოებს ჩეხური საავიაციო კომპანია Let Kunovice. ძირითადად გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად. 1969 წლიდან დღემდე, წარმოებულია 1100 თვითმფრინავი.

-410-ის განვითარება 1960-იანი წლებიდან ჩეხოსლოვაკიის საავიაციო მწარმოებელმა Let Kunovice-მ დაიწყო. საბჭოთა ავიახაზები „აეროფლოტი“ Ан-2-ის ჩასანაცვლებლად ტურბხრახნიან ძრავიან თვითმრინავს ეძებდა, რისთვისაც მან Let-ის დიზაინი შეიმუშავა. თვითმფრინავის ადრეულ ვერსიებს L-400 უწოდეს, შემდეგ გაუმჯობესებულებს კი L-410 Turbolet. პირველმა პროტოტიპმა, XL-410-მა პირველი ფრენა 1969 წლის 16 აპრილს შეასრულა. შესაბამისი ჩეხური ძრავის (Walter M601) განვითარების გადავადების გამო, პირველი თვითმფრინავები Pratt & Whitney Canada PT6-ის ძრავზე მუშაობდა.

როდესაც M601-ზე მუშაობა დასრულდა, PT6 ძრავა M601-მა ჩაანაცვლა, რომელიც Avia V508-ის სამფრთიან პროპელერებთან ერთად მუშაობდა; ამის შემდეგ შემუშავდა შემდეგი ვარიანტი, L-410M.

შემდგომი ვერსია აეროფლოტისათვის იყო L-410 UVP. მას გაუმჯობესებული შესაძლებლობები ჰქონდა აფრენისა და დაფრენის თვალსაზრისით, რადგან გაზრდილი იყო ფრთებისა და კუდის მიდამოები. მიუხედავად ამისა, გაზრდილი წონისა და გრავიტაციის ცენტრისკენ გადაწევისა, თვითმფრინავის მგზავრთა რაოდენობა 15-მდე შემცირდა.

L-410UVP-E-ის (L-410-ის ყველაზე გავრცელებული ვარიანტი) აფრენის მაქსიმალური წონა 6400 კგ-მდე გაიზარდა, გაიზარდა M601E ძრავის ძალაც, შემუშავდა ხუთფრთიანი პროპელერი[3] V 510 და ფრთების კიდეებში ჩაყენდა დამატებითი საწვავის ავზები. ამ მოდელის პირველი ფრენა 1984 წელს შედგა, წარმოება კი 1986 წელს დაიწყო.

L-410UVP-E9 და UVP-E20 ის ვერსიებია, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ მცირედით განსხვავდება, ძირითადად მრავალგვარი სასერტიფიკაციო რეგულაციებით. L-410-ის ოჯახის ბოლო წევრია L-420, რომელიც ახალ ძრავს, M601F-ს იყენებს. ამჟამად წარმოებული L 410 UVP-E20-ები მუშაობს ძრავ M601-ის შემდეგ ვერსია GE H80-200-სა და ახალ ხუთფრთიან პროპელერ AV-725-ზე.

L-410 UVP-E ჰერმეტულად დაუხურავი მთლიანად მეტალის გრძელფრთებიანი სამგზავრო თვითმფრინავია, იყენებს ხუთფრთიან პროპელერ V 510-ს. აღჭურვილია აღდგენადი შასებით. თვითმფრინავი იყენებს ორ ჰიდრავლიკურ წრებრუნს: ძირითადს და სათადარიგოს. ძირითადი ელექტროსისტემა მუშაობს 28V DC-ზე. გაყინვისგან დამცავი სისტემა მუშაობს კიდეების პნევმატურ დამცავებსა და ელექტროგამაგრილებელ პროპელერებზე. L-410 UVP-E-ის აფრენის მაქსიმალური წონაა 6400 კგ, რაც E9 და E20 ვარიანტებისთვის 6600 კგ-მდეა გაზრდილი; მგზავრთა რაოდენობა 17-19-ია. მგზავრობის სიჩქარეა 170 KIAS, მაქსიმალური ნიშნული დაახლოებით 1 430 კმ. თვითმფრინავი სერტიფიცირებულია IFR ოპერაციებისათვის, ILS მისადგომებისათვის და ყინვის პირობებში ფრენებისათვის.

დაახლოებით 1 100 გამოშვებული ერთეულიდან, ამჟამად გამოყენებაში მხოლოდ 500 ერთეულია. მათი უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშია, თუმცა ხშირად ისინი ხელახლა გაიყიდა აზიისაფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ავიახაზებზე. ამჟამად ევროპაში იხმარებაა ორმოცი ერთეული, ძირითადად კომერციული ფრენებისა და პარაშუტით ხტომისათვის. უცნობია რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებული ხომალდების რაოდენობა. თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელია მოკლე მანძილებზე ფრენისათვის და მოუასფალტებელ ბილიკებზეც კი.

ამორჩეული ინციდენტები

  • 1977 წლის 6 აგვისტოს, L-410 ბალატონის ტბაში ჩავარდა და გარდაიცვალა ბორტზე მყოფი ერთი ადამიანი.
  • 1995 წლის 7 ივნისს, ლატვიის სამხედრო ძალების კუთვნილი L-410–მა მონაწილეობა მიიღო ლიელვარდეს სამხედრო ბაზის საჰაერო შოუში, რომლის დროსაც პილოტებმა აკრძალული მანევრების შესრულება სცადეს. მანევრი შესაძლოა წარმატებულად დასრულებულიყო, მაგრამ საწყისი სიმაღლე იმდენად დაბალი იყო (350 მ), რომ თვითმფრინავი მაყურებლებიდან 150 მეტრში ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
  • 1999 წლის 7 დეკემბერს, ფილიპინური კომპანია Asian Spirit Flight 100–ის კუთვნილი L-410 ფილიპინებში მთის კალთას შეეჯახა. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი თხუთმეტივე მგზავრი და ორივე პილოტი.
  • 2001 წლის 10 სექტემბერს, L-410, რომლის ბორტზეც 19 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფეხბურთის ფანები, მექსიკაშიიუკატანის შტატის ჯუნგლებში ჩავარდა, დაიღუპა ყველა მგზავრი.
  • 2003 წლის 2 მარტს, L-410, რომელსაც სპორტული პარაშუტისტები გადაჰყავდა, რუსეთში ჩამოვარდა. თვითმფრინავი საკმაო სიმაღლეზე იმყოფებოდა და პარაშუტების წყალობით, მრავალი პარაშუტისტი გადარჩა.
  • 2004 წლის 23 მაისს, კენიური კომპანია Bluebird Aviation–ის კუთვნილი ორი L-410 ქალაქ მვინგის სიახლოვეს ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, ერთ–ერთი მათგანი ჩამოვარდა და ყველა მგზავრი დაიღუპა, მეორე თვითმფრინავი კი უვნებლად დაეშვა.[16]
  • 2005 წლის 27 იანვარს უნგრული კომპანია Farnair Hungary-ის კუთვნილი L-410 რადარების ზონიდან გავიდა და ის რუმინეთის ქალაქ იასის საერთაშორისო აეროპორტის რადარმა დააფიქსირა, რაც ეკიპაჟმაც შენიშნა და მარჯვნივ შებრუნება სცადა, თუმცა მარცხნივ შებრუნდნენ. ამის შემდეგ თვითმფრინავი სპირალურად დაბლა დაეშვა და აეროპორტში დაეცა. ეკიპაჟის ორივე წევრი გარდაიცვალა.
  • 2005 წლის 26 მარტს, კოლუმბიური West Caribbean Airways-ის კუთვნილი Let L-410 Turbolet რეგისტრაციის ნომრით HK-4146, რომელიც ელ-ემბრუხოს აეროპორტიდან კუნძულ პროვიდენსიისკენ მიემართებოდა, აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ მთებს შეეჯახა. გარდაიცვალა ეკიპაჟის 2 წევრი და 6 მგზავრი 12-დან.
  • 2005 წლის 2 ივნისს, გვატემალური Transportes Aéreos Guatemaltecos-ის კუთვნილი L-410 რეგისტრაციის ნომრით TG-TAG, 17 მგზავრით, აფრენიდან სულ ცოტა ხანში ქალაქ საკაპის სიახლოვეს ჩამოვარდა. მას შემდეგ, რაც ტექნიკური პრობლემები აღმოაჩინეს, ეკიპაჟი აეროპორტში უკან დაშვებას ცდილობდა. ყველა მგზავრი ცოცხალი გადარჩა.
  • 2005 წლის 30 ოქტომბერს, ხორვატული Trade Air-ის კუთვნილი L-410 რეგისტრაციის ნომრით 9A-BTA, ბერგამო-ორიო-ალ-სერიოს აეროპორტიდან ზაგრებისკენ მიმავალ გზაზე, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი. ამინდი საკმაოდ ცუდი იყო, დაბალი ხილვადობით.
  • 2006 წლის 31 მარტს, ბრაზილიური TEAM Linhas Aéreas-ის კუთვნილ L-410UVP-E20-ს საბედისწერო ინციდენტი შეემთხვა. 17:19 საათზე ქალაქ მაკაეს აეროპორტიდან რიო-დე-ჟანეიროს მიმართულებით ფრენა ნომერი 6865 დაიწყო. ჩასვლა 18:02 საათზე იყო დაგეგმილი. მოულოდნელად კავშირი დაიკარგა და აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავი ქალაქ საკუარემასა და რიო-ბონიტუს შორის ჩამოვარდა. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი 19-ვე ადამიანი.
  • 2007 წლის 24 სექტემბერს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კომპანია Karibu Airways-ს კუთვნილი L-410 დაშვებისას ჩამოვარდა. გარდაიცვალა ერთიდა დაშავდა ხუთი ადამიანი.
  • 2007 წლის 8 ოქტომბერს, L-410UVP-E10A, რომელზეც 15 ჯარისკაცი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოვებოდა, კოლუმბიაში ვულკან სერო-ბრავოს შეეჯახა.
  • 2008 წლის 4 იანვარს, ვენესუელური Transaven-ის კუთვნილი L-410UVP-E რეგისტრაციის ნომრით YV2081, 12 მგზავრითა და ეკიპაჟის ორი წევრით ლოს-როკესის კუნძულების სიახლოვეს ჩამოვარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. თვითმფრინავი კატასტროფიდან 5 წლის შემდეგ იპოვეს.
  • 2010 წლის 25 აგვისტოს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში L-410-მა ავარია განიცადა, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთადერთი გადარჩენილი მგზავრის მონათხრობით, ავარია გამოწვეული იყო მგზავრების მიერ პანიკურად აქეთ-იქით გაქცევით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მგზავრის ჩანთიდან ნიანგი გამოძვრა. თავად ნიანგი გადარჩა, თუმცა ის გადარჩენილმა მგზავრმა მოკლა.
  • 2011 წლის 14 თებერვალს, ჰონდურასული Central American Airways-ის კუთვნილი L-410, ეკიპაჟის 2 წევრითა და 12 მგზავრით დაშვებისას ჩამოვარდა ტონკონტინის საერთაშორისო აეროპორტში. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი.
  • ამავე დღეს, African Air Services-ის კუთვნილი L-410, რომელსაც გაეროს მსოფლიო სასურსათო საბჭოს პროგრამით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კავუმუს აეროპორტიდან ტვირთი გადაჰქონდა სხვა ქალაქში, აფრენიდან სულ ცოტა ხანში მონტ-ბიენგას მთას შეეჯახა. დაიღუპა ეკიპაჟის ორივე წევრი.
  • 2011 წლის 13 ივლისს, ბრაზილიური Noar Linhas Aéreas-ის კუთვნილი L-410 რეგისტრაციის ნომრით PR-NOB, რომელიც რესიფიდან ნატალის მიმართულებით ფრენა ნომერ 4896-ს ასრულებდა, აფრენიდან სულ მალე ჩამოვარდა. დაიღუპა 16 ადამიანი.
  • 2012 წლის 10 ივნისს, L-410 ჩამოვარდა კიევიდან 50 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით, ბოროდიანკის დასაჯდომზე დაშვებისას. ამინდი შტორმიანი იყო. თვითმფრინავმა ავარიული დაშვება სცადა, რა დროსაც დაიღუპა ხუთი და დაშავდა ცამეტი ადამიანი. ხომალდზე სულ 16 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა.
  • 2012 წლის 22 აგვისტოს, კენიური Mombasa Air Safari-ის კუთვნილი L-410UVP-E9 რეგისტრაციის ნომრით 5Y-UV7, 11 მგზავრითა და ეკიპაჟის 2 წევრით, მასაი-მარას სპორტული ნადირობის ნაკრძალში არსებულ ასაფრენ ზოლზე ჩამოვარდა. დაიღუპა ორივე პილოტი და ორი მგზავრი. 9 მგზავრმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
იხ. ვიდეო 10 ოქტობერი 2021წ დღევანდელი ინციდენტი რუსეთში რის დროსაც 16 პარაშუტისტი დაიღუპა


ჰერმან ჰესე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ჰერმან ჰესე

 (გერმ. Hermann Hesse დ. 2 ივლისი1877 ― გ. 9 აგვისტო1962) — გერმანელი მწერალი, 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში.

ჰესეს პროზისათვის დამახასიათებელია სიმბოლურ-ალეგორიული ელემენტების სიჭარბე და ფილოსოფიური სიღრმე. მის თხზულებებში ორი სინამდვილეა წარმოდგენილი — გარეგანი, ყოფით-ემპირული და შინაგანი, სიმბოლურ-ალეგორიული, რომელსაც თავად „მაგიურს“ უწოდებს.

ჰერმან კარლ ჰესე 1877 წლის 2 ივლისს ვიურტემბერგის სამეფოს ქალაქ კალვში დაიბადა. მისი დედის მშობლები ინდოეთში მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდნენ. მისმა ბაბუამ, ჰერმან განდერტმა შეადგინა მალაიამური ენის გრამატიკის სახელმძღვანელო, მალაიამურ-ინგლისური ლექსიკონი და თარგმნა ბიბლია მალაიამურ ენაზე. ჰერმანის დედა ერთ-ერთი ასეთი მისიონერული მოგზაურობის დროს, 1942 წელს დაიბადა. ოთხი წლის გოგონა მშობლებმა ევროპაში დატოვეს და თავად ინდოეთში დაბრუნდნენ.

მომავალი მწერლის მამა, იოჰან ჰესე 1847 წელს ესტონეთის ქალაქ პაიდეში დაიბადა, რომელიც იმ დროს რუსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. იოჰანი ბალტიისპირა რეგიონის ბალტიელ გერმანელთა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ამიტომ დაბადებისას ჰერმანი ერთდროულად გერმანიისა და რუსეთის იმპერიების მოქალაქე გახდა. მას ხუთი დედმამიშვილი ჰყავდა, რომელთაგან ორი ჩვილობის ასაკშივე გარდაიცვალა. 1873 წელს, ჰესეების ოჯახი კალვში გადავიდა, სადაც ჰერმანის მამა გამომცემლობაში მუშაობდა, რომელიც თეოლოგიურ წიგნებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებს გამოსცემდა. ბაბუა, ჰერმან განდერტი, რომელიც ფილოსოფიის დოქტორი იყო, ჰერმანს წიგნების კითხვისკენ მოუწოდებდა. მან შვილიშვილს წვდომა მისცა ბიბლიოთეკაზე, სადაც უამრავ მსოფლიო ლიტერატურის შედევრს შეხვდებოდით. წიგნების კითხვა ჰერმანს თავს მსოფლიოს მოქალაქედ აგრძნობინებდა.

1881 წელს ჰერმანის ოჯახი საცხოვრებლად შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გადავიდა, ხოლო ექვსი წლის შემდეგ კვლავ კალვში დაბრუნდა.

იხ. ვიდეო

1891 წელს ჰესემ მელბრონის სააბატოში, ევანგელისტურ თეოლოგიურ სემინარიაში დაიწყო სწავლა. სემინარიის მოსწავლეები სააბატოში ცხოვრობდნენ და კვირაში 41 საათი მეცადინეობდნენ. ჰერმანი კარგად სწავლობდა. მას მოსწონდა ესეების წერა და კლასიკური ბერძნული პოეზიის გერმანულ ენაზე თარგმნა. მიუხედავად ამისა, მეამბოხე ბუნების ჰესესთვის მელბრონში გატარებული დრო სერიოზული ფსიქოლოგიური კრიზისის დასაწყისი აღმოჩნდა. 1892 წლის მარტში ჰერმანი სემინარიიდან გაიქცა. იგი მეორე დღეს მინდორში იპოვეს. ამ ინციდენტის შემდეგ ჰესე მშობლებს მუდმივად ერთი სასწავლებლიდან მეორეში გადაჰყავდათ. იმავე წლის მაისის თვეში მან თვითმკვლელობაც კი სცადა, რის შემდეგაც იგი თეოლოგი და მღვდელი კრისტოფერ ბლუმჰარდტის ზედამხედველობისა და მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა. მოგვიანებით ჰერმანი მენტალურ დაავადებათა დაწესებულებაში მკურნალობდა, შემდეგ კი ბაზელის ვაჟთა სასწავლებელში დადიოდა. 1892 წლის ბოლოს იგი შტუტგარტის გიმნაზიაში სწავლობდა. ჰერმანი დამამთავრებელ გამოცდებზე ჩაიჭრა, რის შემდეგაც მან უფროსი ასაკის მეგობრები გაიჩინა და მათთან ერთად დალევა და მოწევა დაიწყო
                                                                        
ჰერმან ჰესეს ბიუსტი კავლშდი

1895 წელს ჰესემ ქალაქ ტუბინგენტში წიგნების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, სადაც თეოლოგიის, ფილოსოფიისა და სამართლის სექციას ხელმძღვანელობდა. თორმეტსაათიანი სამუშაო დღის ბოლოს ჰესე თავისუფალ დროს მეგობრებთან გართობის ნაცვლად წერასა და თვითშემეცნებაში ატარებდა. იგი ეცნობოდა თეოლოგიურ მწერლობას, ბერძნულ მითოლოგიას, გოეთეს, ლესინგს, შილერსნიცშეს.

1896 წელს ჰესეს ლექსი „მადონა“ და ლექსების კრებული „რომანტიკული სიმღერები“ ვენის ერთ-ერთ პერიოდულ გაზეთში დაიბეჭდა. 1897 წელს მან ახალი ლექსი „დიდი ვალსი“ გამოაქვეყნა, რომელმაც ახალგზარდა გამომცემლის ცოლის, ელენ ვოითის აღფრთოვანება დაიმსახურა. მისი თხოვნით გამომცემელმა იუჯინ დიდერიხმა 1898 წელს ჰესეს პროზაული კრებული „ერთი საათი შუაღამის შემდეგ“ გამოსცა. ჰესეს სალიტერატურო ასპარეზზე გასვლის პირველი მცდელობები წარუმატებელი გამოდგა. ორ წელიწადში „რომანტიკული სიმღერების“ 600-იანი ტირაჟიდან მხოლოდ 54 ეგზემპლარი გაიყიდა.

1898 წლისთვის ჰესემ ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ პერიოდში იგი გერმანელ რომანტიკოსთა შემოქმედებას ეცნობოდა, რომელთა შორის იყვნენ იოზეფ აიხენდორფი, კლემენს ბრენტანო და ფრიდრიხ ჰოლდერინი. ჰესემ ოჯახის მეგობრის, ფროილაინ ვონ რეიტენრის სახლში შეკრებებზე სიარული დაიწყო, სადაც ბევრი ახალგაზრდა ადამიანი გაიცნო. მას უჭირდა თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება და სოციალურ სიტუაციებში თავს უხერხულად გრძნობდა.

1899 წლის ბოლოდან ჰესე ბაზელში ანტიკური ლიტერატურის მაღაზიაში მუშაობდა. მისი ოჯახის სანაცნობო წრის საშუალებით მას კავშირი ჰქონდა ბაზელის ინტელექტუალურ საზოგადოებასთან. ეს სივრცე ჰესეს, როგორც ხელოვანს, განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის აღმოჩენის საშუალებას აძლევდა. 1900 წელს ჰესე მხედველობის პრობლემის გამო სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნევრალგია და თავის ტკივილი მწერალს მთელი ცხოვრების მანძილზე ტანჯავდა.

1901 წლიდან ჰესე ჟურნალებში ლექსებს და მცირე ლიტერატურულ ტექსტებს აქვეყნებდა. მისით გამომცემელი სამუელ ფიშერი დაინტერესდა. მან ჰესეს რომანი „პიტერ კამენცინდი“ გამოაქვეყნა, რომელმაც მწერალს სახელი მთელი გერმანიის მასშტაბით გაუთქვა. ზიგმუნდ ფროიდმა „პიტერ კამენცინდი“ თავის საყვარელ ნაწარმოებებს შორის დაასახელა. მისი გამოსვლის შემდეგ, ჰესეს უკვე შეეძლო, თავი მხოლოდ წერის საშუალებით ერჩინა.

ჰესემ 1904 წელს ცოლად მარია ბერნოული შეირთო. წყვილი ქალაქ გაიენჰოფენში ბოდენის ტბის მახლობლად დასახლდა. მათ სამი ვაჟი შეეძინათ. გაიენჰოფენში ჰესემ მეორე რომანი, „ბორბლის ქვეშ“ დაწერა, რომელშიც მელბრონის სემინარიაში გატარებულ პერიოდს აღწერს. რომანი 1906 წელს გამოიცა. შემდგომ პერიოდში მწერალი ძირითადად მოთხრობებსა და ლექსებს წერდა. მეტად სავარაუდოა, რომ 1906-1907 წლებში დაწერილი მოთხობა „მგელი“ მწერლის ცნობილი რომანის, „ტრამალის მგელის“ წინასახეა. ჰესეს მომდევნო რომანი, „გერტრუდა“ 1910 წელს გამოქვეყნდა.

                                                        

ჰერმან ჰესეს სამუშაო მაგიდა გაინჰოფენის სახლ-მუზეომში

გაიენჰოფენში ყოფნისას მწერალს ხელახლა გაუღვივდა ინტერესი ბუდიზმის მიმართ. იგი თავის ნამუშევრებში ბუდისტური ელემენტების ჩართვას ცდილობდა. 1904 წელს ჰესემ თეოსოფია აღმოაჩინა. არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიურმა იდეებმა მწერალს ინდოეთის მიმართ განუახლა ინტერესი, რისი ზეგავლენითაც ჰესემ მოგვიანებით „ზიდჰარტა“ დაწერა.

გაიენჰოფში ცხოვრების მანძილზე მწერალსა და მის ცოლს შორის თანადათან იზრდებოდა უთანხმოება. 1911 წელს ჰესე შრი ლანკასა და ინდონეზიაში ხანგრძლივ მოგზაურობაში წავიდა, რომლის შთაბეჭდილებებმაც შემდგომ მწერლის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა. 1912 წელს, ჰესეს დაბრუნების შემდეგ, მისი ოჯახი საცხოვრებლად ბერნში გადავიდა, თუმცა წყვილს შორის ურთიერთობა მაინც ვერ დალაგდა, რასაც მწერალი 1914 წელს გამოქვეყნებულ რომანში „როსჰალდე“ აღიარებს.

იხ. ვიდეო

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ჰესე არმიაში მოხალისედ ჩაეწერა. მწერალმა განაცხადა, რომ არ აპირებდა უმოქმედოდ ყოფნას, როცა სხვა ახალგაზრდა მწერლები ფრონტზე იბრძნოდნენ. ჰესეს ტყვეების ზედამხედველობა დაევალა, რადგანაც სამხედრო მოვალეობების შესრულება მისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა.

ომის პერიოდში საყოველთაოდ გამეფებულმა სიძულვილმა ვერ შეძლო მწერალზე გავლენის მოხდენა. 1914 წლის ნოემბერში მან ესე გამოაქვეყნა, სადაც წერდა: „სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიძულვილი, გაგება უფრო ძლიერია, ვიდრე უთანხმოება, მშვიდობა უფრო დიდებულია, ვიდრე ომი, ამიტომ უნდა ჩავახშოთ ეს უწმინდური ბრძოლა ჩვენს მოგონებებში.“[54] ესემ აჟიოტაში გამოიწვია. ჰესე პირველად აღმოჩნდა სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტის ეპიცენტრში. მწერალი მკაცრად გააკრიტიკა გერმანულმა პრესამ, მას ჩამოშორდნენ მეგობრები.

მალე ჰესეს ცხოვრებაში უფრო მწვავე პრობლემები გაჩნდა. მას 1916 წელს მამა გარდაეცვალა, მისი ვაჟი მძიმედ ავადმყოფობდა, ცოლი კი შიზოფრენიით იტანჯებოდა. ჰესემ მიატოვა სამხედრო სამსახური და ფსიქოთერაპიის გავლა დაიწყო. 1917 წელს ჰესემ დაწერა რომანი „დემიანი“, რომელიც 1919 წელს ემილ სინკლეირის ფსევდონიმით გამოაქვეყნა

ჰესე ჩვეულ ცხოვრებას 1919 წელს დაუბრუნდა. იგი ცოლს გაშორდა. წყვილმა ბერნის სახლი გაიყო, შვილები კი ნათესავებსა და პანსიონებში გააგზავნეს.

ჰესე ტიჩინოს კანტონში, ქალაქ მონტანიოლაში დასახლდა, სადაც სასახლის მსგავს შენობაში ოთხ პატარა ოთახს ქირაობდა. მწერალი აქტიურად მუშაობდა, რაც მის მომდევნო რომანში „კლინგსორის უკანასკნელი ზაფხული“ აისახა, რომელიც 1920 წელს გამოქვეყნდა. ახალმა გარემომ მწერალს ბედნიერება და სიმშვიდე მოუტანა. წლების შემდეგ, მწერალმა ტიჩინოში გატარებულ პირველ წელს „თავისი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი და ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი“ უწოდა. 1922 წელს გამოქვეყნდა ჰესეს რომანი „ზიდჰარტა“, რომელიშიც მწერლის ინდური ლიტერატურისა და ბუდისტური ფილოსოფიისადმი სიყვარული მჟღავნდება. 1923 წელს მწერალმა შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო. 1924 წელს ჰესემ ცოლად მომღერალი რუთ ვენგერი შეირთო, თუმცა მათი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა სტაბილური.

ჰესემ მომდევნო ნამუშევრები, „მოაგარაკე“ და „ნიურნბერგის მოგზაურობა“ ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს. 1927 წელს ჰესეს რიგით მეათე რომანი „ტრამალის მგელი“ გამოქვეყნდა, რომელმაც მწერალს დიდი წარმატება მოუტანა. ჰესემ ცოლად ხელოვნებათმცოდნე ნინო დოლბინი შეირთო. კომპანიონის ცვლილება აისახა მის რომანში „ნარცისი და გოლდმუნდი“, რომელიც 1930 წელს გამოიცა. 1931 წელს მწერალი საცხოვრებლად ცოლის სახლში გადავიდა, რომელიც იმავე ქალაქში მდებარეობდა და მისი სურვილით იყო აშენებული. იმავე წელს ჰესემ მუშაობდა დაიწყო მის საბოლოო რომანზე „თამაში რიოში მარგალიტებით“, რომელიც 1943 წელს გამოაქვეყნა. მწერალს 1946 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ესეს სწამდა, რომ „ყველა ადამიანს ღმერთის განსხვავებული აღქმა აქვს“. მიუხედავად იმისა, რომ მწერალი ბუდისტური ფილოსოფიის ძლიერ გავლენას განიცდიდა, თავისი მშობლების შესახებ აღნიშნავდა, რომ „მათი მორწმუნეობა იყო ყველაზე ძლიერი ძალა, რომელმაც იგი ჩამოაყალიბა.“

სიცოცხლის ბოლო წლები და სიკვდილი

გერმანიაში ნაციზმის გავრცელებამ ჰესეს შეშფოთება გამოიწვია. იგი საჯაროდ გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას ანტისემიტიზმის მიმართ და ცდილობდა თავისი შემოქმედებით ნაცისტური იდეოლოგია გაეპროტესტებინა. 1930-იან წლებში ჰესემ გამოაქვეყნა და განიხილა გერმანიაში აკრძალული ებრაელ მწერალთა ნაშრომები (მათ შორის იყო ფრანც კაფკა), რითაც მკაფიოდ გამოხატა წინააღმდეგომა ნაცისტური გერმანიის მიმართ.

სიცოცხლის ბოლო 12 წლის მანძილზე ჰესე მოთხრობებსა და პოემებს წერდა, ასევე აქვეყნებდა ესეებს გაუცხოების თემაზე. 85 წლის მწერალი მონტანიოლაში 1962 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა.


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...