пятница, 15 октября 2021 г.

ვოლტერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            ვოლტერი  

 (ფრანგ. Voltaire, ნამდვილი სახელი: ფრანსუა მარი არუე ფრანგ. François-Marie Arouet, დ. 21 ნოემბერი1694 — გ. 30 მაისი1778) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ფილოსოფოსიგანმანათლებელიფრანსუა მარი არუე დაიბადა პარიზში, შეძლებული ნოტარიუსის ოჯახში. 1704 წელს შედის იეზუიტთა კოლეჯში. 1711 წელს კი სწავლას განაგრძობს სამართლის სკოლაში. ამავე დროს იგი ხშირი სტუმარია პარიზის სალონების და გამოირჩევა თავისი მახვილგონიერებით. 1717 წელს ლუი XIV -ის მეფობის შესახებ პოლიტიკური სატირის დაწერის გამო აპატიმრებენ. 1718 წელს კომედი ფრანსეზში წარმატებით იდგმება მისი ტრაგედია ოიდიპოსი. ამ პერიოდს უკავშირდება ფსევდონიმის აღებაც. 1726 წელს შევალიე დე როანთან მომხდარი უსიამოვნების გამო ისევ აპატიმრებენ. ბასტილიიდან გამოსვლის შემდეგ ვოლტერი ინგლისში მიემგზავრება, სადაც იგი გაეცნობა ჯონ ლოკისა და ისააკ ნიუტონის თეორიებს და წერს ინგლისურ წერილებს, რომლებშიც გამოთქვამს თავის აღფრთოვანებას ბრიტანული მონარქიით1729 წელს ბრუნდება საფრანგეთში, მაგრამ ინგლისური წერილების გამოქვეყნების გამო იძულებული ხდება თავის მეგობარ, მარკიზა დუ შატელესთან პროვინციაში შეაფაროს თავი. ეს დრო მისი ლიტერატურული მოღვაწეობის ყველაზე უხვი პერიოდია. აქვე იწყება მისი მიმოწერა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-სთან, რომელიც მას ბერლინში მიიპატიჟებს. 1750-1753 წლებში ვოლტერი გერმანიის სამეფო კარზეა, მაგრამ ფრიდრიხ II-სთან უთანხმოების გამო ისევ იძულებულია გაიქცეს. ამჯერად შვეიცარიაში მიემგზავრება. საბოლოოდ, 1759 წელს, ფერნეიში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან ახლოს აშენებს ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას და იქვე სახლდება. მალე მას "ფერნეის პატრიარქსაც" შეარქმევენ. მასთან გამუდმებით მოდიან სტუმრად ცნობილი ადამიანები. თავის სოფელს ვოლტერი პატარა ინდუსტრიული წარმოების მოდელად აქცევს სადაც საგრძნობლად გაუმჯობესებულია გლეხთა პირობები. ამ პეროდისთვის იგი იმდენად პოპულარულია რომ პარიზში ძეგლსაც უდგამენ, რომლის გახსნას თავადვე ესწრება. 1746 წელს მას საფრანგეთის აკადემიის დირექტორად ნიშნავენ. ვოლტერი გარდაიცვლება 1778 წელს, 84 წლის ასაკში. 1791 წელს მისი ფერფლი პარიზის პანთეონში გადააქვთ.
იხ. ვიდეო 
ვოლტერმა მრავალი მოაზროვნის გავლენა განიცადა, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მონტენსლოკსა და ნიუტონს ჰქონდათ. ინგლისური ემპირიზმისა და ფრანგული სინამდვილის ზეგავლენით იგი დეიზმის პოზიციაზე დგება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ დოგმატურ რელიგიურ ინსტიტუციას. თუმცა იგი საერთოდ რელიგიის წინააღმდეგი არ ყოფილა. რელიგია მას აუცილებლად მიაჩნია საზოგადოების არსებობსათვის, როგორც მასების მორჩილების საშუალება. ღმერთი რომ არ ყოფილიყო ის უნდა გამოგვეგონაო, ამბობდა ვოლტერი. თავის ფილოსოფიურ ლექსიკონში სტატიაში თეისტი ვოლტერს შემოაქვს ღმერთის, როგორც სამყაროს არა არარიდან შემომქმედის, არამედ მომწესრიგებლისა და პირველი ბიძგის მიმცემის გაგება. ყველას შეუძლია თავისებურად სწამდეს ღმერთი, მაგრამ რაღაცნაირი მაინც უნდა სწამდეს. ცხოვრების სახელმძღვანელო მაქსიმა კი არის - "აკეთე სიკეთე"! ეს მოთხოვნა, მეტაფიზიკური სისტემების უარყოფისა და რეალური შრომის პროცესის აპოლოგიასთან ერთად, ვოლტერის ცხოვრებისა და აზროვნების ძირითად პრინციპს წარმოადგენს.
იხ.ვიდეო ციტატა უდიდედის ადამინების

ზღაპრების წერა ვოლტერმა 50 წლის ასაკში დაიწყო. მასზე დიდი გავლენა მოახდინა იეზუიტურმა განათლებამ, საიდანაც აიღო სტილის ელეგანტურობა. ინგლისში ყოფნისას გაიცნო სვიფტის შემოქმედება, რომლისგანაც გადმოიღო ფანტაზიისადმი მიდრეკილება და მოგზაურობის სიყვარული. სიუჟეტებისთვის კი უძველეს აღმოსავლელ ავტორებს მიმართავდა, რის გამოც პლაგიატორობაც კი დასწამეს. ზღაპრებში ვოლტერს გამოყენებული აქვს დამცინავი, სხარტი კილო და იმდენად ჩქარი რიტმი, რომ პერსონაჟის უბედურება მკითხველს მღელვარებასაც კი არ განაცდევინებს. ვოლტერის ზღაპრების გამაერთიანებელი რგოლი მისი ფილოსოფიაა, რომელიც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე იცვლებოდა. ზღაპრებში ვოლტერი დასცინის რელიგიებს, ეკლესიის მსახურებს და რელიგიურ ინსტიტუციებს.

  • ზადიგი ანუ ბედისწერა, 1747
  • მიკრომეგასი, 1752
  • კანდიდი ანუ ოპტიმისტი, 1759
  • მიამიტი, 1767
  • ბაბილონის პრინცესა, 1768
                                                           
ვოლტერის ბიუსტი, 1778 ჟან ანტუან ჰუდონი

ოლტერი თავის ლიტერატურულ კარიერას იწყებს 1718 წელს პიესით ოიდიპოსი და ამთავრებს ასევე დრამატული ნაწარმოებით, ირენი, რომლის წარმოდგენაზეც იმყოფებოდა სიკვდილის წინა დღეს. იგი ხშირად თავადვე თამაშობდა თავის პიესებში. ვოლტერი სიცოცხლეში სწორედ დრამატული ნაწარმოებებით გახდა ცნობილი. მასზე დიდი გავლენა მოახდინა შექსპირის თეატრმა, თუმცა ამავდროულად კლასიცისტური ტრადიციის ერთგულიც რჩება. მისი აზრით ინგლისურ თეატრს აკლდა ფრანგული დახვეწილი სტილი, სიწმინდე, რეგულარობა, მაგრამ ამავდროულად ჰქონდა უპირატესობაც - მოქმედება. ამიტომ ვოლტერის ნაწარმოებებში შენარჩუნებულია კლასიცისტური სტილი ,მაგრამ გაძლიერებული, გამრავლებულია მოქმედება, გართულებულია ინტრიგა. იმისათვის, რომ ეფექტი და მაყურებლის თანაგრძნობა გააძლიეროს ვოლტერი ამრავლებს დეკორაციებს, სხვადასხვა ეროვნებების პერსონაჟებს, შემოაქვს ლოკალური ფერი, პათეტიკურობა, და მელოდრამატული ეფექტები და ყოველივე ამით ტრაგედიას აქცევს დრამად. ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია მისმა ტრაგედიამ მაჰმუდი, სადაც ადვილი შესაცნობია ცრუ წინასწარმეტყველი და ამის სასფუძველზე რელიგიის კრიტიკა, იქნება ეს ქრისტიანული თუ მაჰმადიანური. ვოლტერს უსაყვედურებენ ქრისტიანობაზე იერიშის მიტანას. ვოლტერმა შექმნა ასევე ნაციონალური ტრაგედიაადელაიდა დიუ გეკლენი , რაც მართლაც სიახლე იყო.

  • ოიდიპოსი, 1718
  • ბრუტუსი, 1730
  • ზაირი, 1732
  • მაჰმუდი, 1742
  • მეროპე, 1743
  • სემირამისი, 1748
  • ჩინელი ობოლი, 1755
  • ირენი, 1778






სიმფონია № 5 (ბეთჰოვენი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                                              
სიმფონიის ყდა, რომელზეც იკითხება მიძღვნა პრინც ლობკოვიცის და გრაფი რაზიმოსკივსადმი

(დო მინორი) Op. 67 — ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიმფონია, დაწერილი 1804-1808 წლებში, კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ნიმუში და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებული სიმფონია, ფართოდ განიხილება დასავლეთევროპული მუსიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედად. პირველად შესრულდა 1808 წელს, ვენის თეატრში (Theater an der Wien) და მალევე მოიპოვა განსაკუთრებული რეპუტაცია. ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანმა სიმფონიას „თავისი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები“ უწოდა. კლასიკური პერიოდის სიმფონიების უმეტესობის მსგავსად, მეხუთე სიმფონიაც ოთხი მოქმედებისგან შედგება.

იგი იწყება გამოკვეთილი ოთხნოტიანი მოტივით („მოკლე-მოკლე-მოკლე-გრძელი“)

სიმფონია და განსაკუთრებით, მისი ოთხნოტიანი ინტრო, მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი. მოტივი ხშირად ჩნდება პოპულარულ კულტურაშიც, არსებობს მისი ვერსიები დისკოს და როკ-ენ-როლის სტილში, გამოყენებულია ფილმებსა და ტელევიზიაში.

ბეთჰოვენის მე-3 („გმირული“) და მე-6 („პასტორალური“) სიმფონიების მსგავსად, მე-5 სიმფონიასაც აქვს შერქმეული სახელი, თუმცა არა ავტორის მიერ. მას ხშირად ეწოდება „ბედისწერის სიმფონია“ (გერმ. Schicksals-Sinfonie), ხოლო მის ცნობილ მოტივს - „ბედისწერის მოტივი“ (Schicksals-Motiv).

რომანტიკულ პერიოდში, ე.ი. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მე-5 სიმფონია განიხილებოდა, როგორც ობიექტივისტური მუსიკალური თხრობა ადამიანის ბედისწერის, მარცხისა და ტრიუმფის, ტანჯვისა და ხსნის შესახებ.[2] მისივე მე-9 სიმფონიის მსგავსად, რომელიც საზეიმო ფინალით მთავრდება, თავისი სვლით მინორიდან მაჟორისკენ მე-5 სიმფონიაც ევროპული კულტურის ამ ფუნდამენტურ იდეას იმეორებს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გააზრება ამჟამად პათეტიკურად ჟღერს, უდავოა, რომ მე-3 და მე-9 სიმფონიასთან ერთად ამ ნაწარმოებმა უდიდესი გავლენა იქონია მე-19 საუკუნის სიმფონიურ აზროვნებაზე, ფრანც შუბერტიდან და იოჰანეს ბრამსიდან მოყოლებული, პეტრე ჩაიკოვსკისანტონ ბრუკნერის და გუსტავ მალერის ჩათვლით. გარდა ამისა, იგი მიეკუთვნება კლასიკური რეპერტუარის იმ ნიმუშებს, რომლებიც კლასიკურ მუსიკაში გაუცნობიერებელ მსმენელსაც ძლიერად იზიდავს, განსაკუთრებით, თავისი რიტმული ძალის და დასამახსოვრებელი შესავლის წყალობით.

იხ. ვიდეო ლუდგვინ ვან ბეთჰოვენი მე-5 სიმფონია ტრაგიკული ნაწილი

ბეთჰოვენის მე-5 სიმფონიის პირველი ესკიზები 1803-1804 წლებით თარიღდება, ანუ მე-3 სიმფონიის დასრულების შემდეგ და მე-4-ს დაწყებამდე პერიოდით. 1806 წელს კომპოზიტორმა გაიცნო სილეზიელი გრაფი, ფრანც ფონ ოპერსდორფი, რომელმაც, მოგვიანებით, ორი სიმფონია შეუკვეთა. მე-5 სიმფონიაზე მუშაობა ვენაში, 1807 წლის ბოლოდან 1808 წლის გაზაფხულამდე პერიოდში, მე-6 სიმფონიის პარალელურად დასრულდა.[6] სიმფონიის მიძღვნა, თავდაპირველად, ოპერსდორფისთვის იყო განსაზღვრული. მას თანხაც ჰქონდა გადახდილი, რაც, გარკვეული დროით, ნაწარმოებზე მის უფლებებს უზრუნველჰყოფდა. მიუხედავად ამისა, ბეთჰოვენმა ნაწარმოები საბოლოოდ პრინც ფრანც იოზეფ ლობკოვიცს მიჰყიდა და მიუძღვნა მას და უკრაინის ბოლო გეტმანის ვაჟს, გრაფ ანდრეი კირილეს ძე რაზუმოვსკის. ამ უკანასკნელსვე მიუძღვნა მოგვიანებით სამი სიმებიანი კვარტეტი (op. 59). 1808 წლის 1 ნოემბრის წერილში ბეთჰოვენი ოპერსდორფს უხსნის: „გაჭირვებამ მაიძულა, რომ თქვენთვის დაწერილი სიმფონია გამესხვისებინა.“ ბოდიშის ნიშნად, კომპოზიტორმა მას მე-4 სიმფონია მიუძღვნა. 1808 წლის ივნისში, უკეთესი გასამრჯელოს იმედით, ბეთჰოვენმა ნაწარმოები გამომცემლობა Breitkopf & Härtel-ს შესთავაზა, რომელთაც იგი 1809 წელს გამოსცეს.
  
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770 - 1827)

სიმფონიის პრემიერა 1808 წლის 22 დეკემბერს, ვენის თეატრში გამართული ოთხსაათიანი კონცერტის ფარგლებში შედგა. ამ ისტორიული მნიშვნელობის კონცერტზე[9] აგრეთვე პირველად შესრულდა მე-4 საფორტეპიანო კონცერტი, მე-6 სიმფონია, ასევე ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის. პროგრამაში აგრეთვე შედიოდა ნაწყვეტები დო მაჟორული მესიდან და არია Ah, perfido!. პრემიერებმა წარუმატებლად ჩაიარა, რადგან მუსიკოსებს სათანადო რეპეტიცია გავლილი არ ჰქონდათ, ხოლო დარბაზში არ იყო გათბობა. პრემიერის დროს ბეთჰოვენს მე-5 და მე-6 სიმფონიები უკუთანმიმდევრობით ჰქონდა დანომრილი, თუმცა, მოგვიანებით, დღეს არსებული ნუმერაციის გამოყენება გადაწყვიტა.

მე-5 სიმფონიასთან დაკავშირებით ბეთჰოვენის ჩანაფიქრსა და მოტივაციაზე სათქმელი ცოტაა, რადგან თავად ავტორს არავითარი ჩანაწერი არ დაუტოვებია. მიუხედავად ამისა, სმენის დაქვეითება, რომელიც კომპოზიტორს 1798 წელს დაეწყო, აგრეთვე, მისი ჰაილიგენშტადტის ანდერძი გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. 1859 წელს სწორედ ამ ფაქტორებზე დაყრდნობით, ალექსანდერ ულიბიშევმა შემდეგი მოსაზრება გამოთქვა: „მან კარი გაუხსნა სასიკვდილო დარტყმებს, მის წინაშე აღიმართა ბნელი აჩრდილი, რომელიც სრულ სიყრუეს და არარაობას უქადდა.“

მე-5 სიმფონიის წარმოშობასთან დაკავშირებულ კვლევაში მეხტჰილდ ფუქსი ითვალისწინებს როგორც ბიოგრაფიულ, ისე ისტორიულ ასპექტებს: „ბეთჰოვენის ბიოგრაფიით ან მის დროს მიმდინარე რევოლუციური პროცესებით მე-5 სიმფონიის შინაარსის ახსნა ზედმეტად მარტივი იქნებოდა. ბეთჰოვენის იმიჯის შესწავლის შედეგად, რომელიც როგორც საკუთარი, ისე იმ პერიოდის მუსიკალური საზოგადოების მიერ დატოვებულ დახასიათებებს ემყარება, მივედი დასკვნამდე, რომ ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია, თუმცა, კომპოზიტორის არტისტული ხედვა მათით არ შემოისაზღვრება.“




სიმფონია № 9 (ბეთჰოვენი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                 სიმფონია № 9 (ბეთჰოვენი)

ერთ-ერთი გვერდი ბეთხჰოვენის მე-9 სიმფონიის ავტოგრაფიდან

 (რე მინორი), Op. 125 ― ბეთჰოვენის უკანასკნელი დასრულებული სიმფონია, რომელიც 1822-1824 წლებში დაიწერა და პირველად შესრულდა ვენაში, 1824 წლის 7 მაისს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები კლასიკური პერიოდიდან და ბევრი კრიტიკოსის და მუსიკოლოგის მიერ მიიჩნევა ბეთჰოვენის შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად და დასავლური მუსიკის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად. 2010-იანი წლებისთვის, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად შესრულებული სიმფონიების რიცხვს მიეკუთვნება.

მე-9 სიმფონია წარმოადგენს წამყვანი კომპოზიტორის მიერ სიმფონიაში ვოკალის გამოყენების პირველ შემთხვევას და საგუნდო სიმფონიის პირველ მაგალითს. ვოკალური ნაწილი ჩართულია სიმფონიის ბოლო (IV) მოქმედებაში და სრულდება ოთხი სოლისტის და გუნდის მიერ. ბეთჰოვენმა სასიმღერო ტექსტად აირჩია ფრიდრიხ შილერის ლექსი „სიხარულის ოდა“ (გერმ. An die Freude) (დაიწერა 1785 წელს, რევიზია 1803 წელს), ტექსტის გარკვეული ნაწილი აგრეთვე დამატებულია თავად კომპოზიტორის მიერ. როგორც პირველმა საგუნდო სიმფონიამ, მან გარდატეხა მოახდინა მუსიკის ისტორიაში და მის გავლენას შემდეგი თაობის მუსიკოსებიც განიცდიდნენ.

2001 წელს, სიმფონიის ორიგინალი, ხელნაწერი პარტიტურა, რომელიც ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაშია დაცული, შეტანილ იქნა გაეროს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის სიაში და წარმოადგენს ამ პროგრამაში მოხვედრილ პირველ სანოტო ჩანაწერს

იხ. ვიდეო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია

ლონდონის ფილარმონიულმა საზოგადოებამ სიმფონია თავდაპირველად 1817 წელს შეუკვეთა, კომპოზიციის შექმნა კი 1822 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 1824 წლის თებერვალში დასრულდა. სიმფონიას საფუძვლად დაედო ბეთჰოვენის სხვა ნაწარმოებები, რომლებიც, თავის მხრივ, დასრულებული ნამუშევრებია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული აზრით, წარმოადგენს მომავალი სიმფონიის მონახაზებსაც. საგუნდო ფანტაზიას Op. 80 (1808), რომელსაც, პრინციპში, საფორტეპიანო კონცერტის ერთ-ერთი მოქმედების ფორმა აქვს, კულმინაციურ ნაწილში ვოკალური სოლისტები და გუნდი უერთდება. ვოკალისტები და გუნდი ასრულებენ თემას, რომელიც მანამდე ინსტრუმენტების მიერ არის გაჟღერებული და რომელიც წააგავს შესაბამის თემას მეცხრე სიმფონიიდან.

უფრო ადრე, საგუნდო ფანტაზიის თემა გვხვდება სიმღერაში Gegenliebe ფორტეპიანოსა და მაღალი ხმისთვის, რომელიც 1795 წლით თარიღდება. რობერტ გუტმანის მიხედვით, მოცარტის K. 222, ოფერტორია რე-მინორი, Misericordias Domini, რომელიც 1775 წელს დაიწერა, ასევე შეიცავს მსგავს მელოდიას.

                                                                  

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის პორტრეტი, 1820. მე-9 სიმფონიის წერის დროს ბეთჰოვენი თითქმის სრულად იყო ყრუ.
მიუხედავად იმისა, რომ ბეთჰოვენის ძირითადი ნაწარმოებების პრემიერა, როგორც წესი, ვენაში ხდებოდა, კომპოზიტორს სურდა, თავისი ბოლო კომპოზიცია ბერლინში შესრულებულიყო, დასრულებიდან რაც შეიძლება მალე, რადგან ფიქრობდა, რომ ვენის მუსიკალურ გემოვნებაში იტალიელი კომპოზიტორები დომინირებდნენ, მაგალითად, ჯოაკინო როსინი. როცა ამის შესახებ მისმა მეგობრებმა და სპონსორებმა შეიტყვეს, წერილობითი პეტიცია გაუგზავნეს, რომელსაც ხელს არაერთი ვენელი მუსიკის მფარველი და შემსრულებელი აწერდა და სადაც დაჟინებით სთხოვდნენ კომპოზიტორს, სიმფონიის პრემიერა ვენაში შესრულებულიყო

                                                                              
კერნერტორის თეატრი 1830

ბეთჰოვენი ნასიამოვნები დარჩა მსგავსი თაყვანისცემით და მეცხრე სიმფონია 1824 წლის 7 მაისს, კერნტნერტორის თეატრში (Theater am Kärntnertor) შესრულდა ბეთჰოვენის სხვა ორ ნაწარმოებთან ერთად - სახლის განწმენდა (უვერტიურა) და საზეიმო მესის (Missa Solemnis) სამი ნაწილი (Kyrie, Credo და Agnus Dei). ეს იყო კოპოზიტორის პირველი გამოჩენა სცენაზე 12 წლის განმავლობაში და დარბაზი სავსე იყო დაინტერესებული მსმენელით და მუსიკოსებით.

მე-9 სიმფონიის პრემიერაში ჩართული იყო ყველაზე დიდი ორკესტრი, რაც ბეთჰოვენს მანამდე შეეკრიბა. საჭირო გახდა კერნტნერტორის ორკესტრის, ვენის მუსიკალური საზოგადოების (Gesellschaft der Musikfreunde) და არაერთი ნიჭიერი მოყვარულის გაერთიანებული ძალისხმევა. საპრემიერო შესრულებაში მონაწილეთა სრული სია არ არსებობს, მაგრამ ცნობილია, რომ მასში ვენის ბევრი ელიტური შემსრულებელი შედიოდა.

სოპრანოს და ალტის პარტიებს ორი ცნობილი, ახალგაზრდა მომღერალი ასრულებდა: ჰენრიეტ ზონტაგი და კაროლინ უნგერი. გერმანელი სოპრანო, ჰენრიეტ ზონტაგი 18 წლის იყო, როცა ბეთჰოვენმა პირადად მიიწვია პრემიერაში მონაწილეობისთვის. აგრეთვე ბეთჰოვენის მიერ პირადად მიწვეული 20 წლის ვენელი კონტრალტო, კაროლინ უნგერი, უკვე ცნობილი იყო 1821 წელს, როსინის ტანკრედიში შესრულებული როლით. სიმფონიის 1824 წლის პრემიერის შემდეგ მან სახელი მოიხვეჭა იტალიაში და პარიზშიც. ცნობილია, რომ იტალიელ კომპოზიტორებს, გაეტანო დონიცეტის და ვინჩენცო ბელინის სპეციალურად მისი ხმისთვის აქვთ დაწერილი როლები. ანტონ ჰაიცინგერი ასრულებდა ტენორის, ხოლო იოზეფ ზაიპელტი - ბანის პარტიას.

                                                                               

კაროლინ უნგერი
მიუხედავად იმისა, რომ შესრულებას, ოფიციალურად, თეატრის კაპელმაისტერი, მიხაელ უმლაუფი დირიჟორობდა, მასთან ერთად სცენას იყოფდა ბეთჰოვენიც. თუმცა, ორი წლით ადრე, უმლაუფს ნანახი ჰქონდა, თუ როგორი კატასტროფით დასრულდა ბეთჰოვენის მიერ თავისი ოპერის, ფიდელიოს გენერალური რეპეტიციის დირიჟორობა. ამიტომაც, ამჯერად, შემსრულებლებს მისცა მითითება, რომ უკვე თითქმის სრულებით ყრუ ბეთჰოვენისთვის ყურადღება არ მიექციათ. ყველა ნაწილის დასაწყისში, ბეთჰოვენი, რომელიც სცენის გევრდით იჯდა, ტემპს იძლეოდა. იგი შლიდა პარტიტურის გვერდებს და დირიჟორობდა ორკესტრს, რომლის ხმაც არ ესმოდა.

აუდიტორიის აპლოდისმენტების დროს - სხვადასხვა გადმოცემით, სკერცოს ან მთლიანი სიმფონიის ბოლოს - ბეთჰოვენი რამდენიმე ტაქტით უკან იყო და ჯერ კიდევ დირიჟორობდა. ამის გამო, კონტრალტო, კაროლინ უნგერი, მივიდა მასთან და შემოაბრუნა, რათა მიეღო მსმენელთა ტაში და ოვაციები. Theater-Zeitung-ის კრიტიკოსის მიხედვით, „პუბლიკამ თავისი მუსიკალური გმირი უკიდურესი პატივისცემით და სიმპათიით მიიღო, უსმენდა მის გიგანტურ ქმნილებებს უდიდესი ყურადღებით და საზეიმოდ ტაშს უკრავდა, ხშირად ნაწილების დროსაც, ხოლო მათი დასრულებისას - განუწყვეტლივ.“

პირველი გერმანული გამოცემა დაიბეჭდა B. Schott's Söhne-ს მიერ, მაინცში, 1826 წელს. Breitkopf & Härtel-ის გამოცემა, რომელიც 1864 წლით თარიღდება, ყველაზე ხშირად გამოიყენება ორკესტრების მიერ. 1997 წელს, Bärenreiter-მა გამოსცა ჯონათან დელ მარის მიერ რედაქტირებული ვერსია. დელ მარის მიხედვით, ამ გამოცემაში გასწორებულია 3,000-მდე შეცდომა, ზოგიერთი - საკმაოდ მნიშვნელოვანი. დევიდ ლივაიმ, მოერეს მხრივ, გააკრიტიკა ეს რედაქცია და თქვა, რომ მას შეეძლო „საკმაოდ მცდარი“ ტრადიციებისთვის მიეცა სათავე. Breitkopf-მა ასევე გამოსცა ახალი, პეტერ ჰაუშილდის რედაქცია, 2005 წელს

.მუსიკის კრიტიკოსებს შორის არსებობს თითქმის უნივერსალური კონსენსუსი, რომ მეცხრე სიმფონია წარმოადგენს ბეთჰოვენის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს და ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ნაწარმოებს, რაც ოდესმე დაწერილა. თუმცა, ფინალურ მოქმედებას ახლდა თავის წინააღმდეგბები: „ადრინდელ კრიტიკოსებს იგი გაუგებრად და ექსცენტრუილად მიაჩნდათ, ყრუ და ხანშიშესული კომპოზიტორის მუსიკად“.

                                                                                          

ინო სავინი დირიჟორობს მე-9 სომფონიას რივოლის თეატრში. პორტუ, პორტუგალია 1955

მეცხრე სიმფონიის ბრიტანული პრემიერს 1825 წლის 21 მარტს წარმოადგინა დამკვეთმა, ლონდონის ფილარმონიულმა საზოგადოებამ, Argyll Rooms-ში, სერ ჯორჯ სმარტის დირიჟორობით, საგუნდო პარტია კი იტალიურად იყო შესრულებული. ამერიკული პრემიერა 1846 წლის 20 მაისს განხორციელდა ახლად ჩამოყალიბებული ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის შესრულებით Castle Garden-ში. კონცერტი ახალი საკონცერტო დარბაზისთვის თანხის შეგროვებას ისახავდა მიზნად და მას ინგლისში დაბადებული ჯორჯ ლოუდერი დირიჟორობდა. ვოკალური ნაწილი პირველად ამ კონცერტისთვის ითარგმნა ინგლისურად.

რიხარდ ვაგნერმა კარიერის განმავლობაში მეცხრე სიმფონია არაერთხელ იდირიჟორა. აქედან ბოლო შესრულება 1872 წელს განხორციელდა ბაიროითის საფესტივალო სახლისთვის საძირკვლის ჩაყრასთან დაკავშირებულ კონცერტზე. ვაგნერმა მოგვიანებით ნარკვევიც გამოაქვეყნა სიმფონიის შესრულების თავისებურებებთან დაკავშირებით, სადაც აღწერა მის მიერ გაორკესტრებაში შეტანილი ცვლილებები 1872 წლის კონცერტთან დაკავშირებით.

ლონდონის ფილარმონიული გუნდის დებიუტი 1947 წლის 15 მაისს სწორედ მეცხრე სიმფონიით მოხდა ლონდონის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, ვიქტორ დე საბატას დირიჟორობით, Royal Albert Hall-ში. 1951 წელს ვილჰელმ ფურტვენგლერმა და ბაიროითის ფესტივალის ორკესტრმა ხელახლა გახსნეს ბაიროითის ფესტივალი მეცხრე სიმფონიით. ფესტივალი მოკავშირეების მიერ შეჩერებული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ამერიკელმა დირიჟორმა, ლეონარდ ბერნსტაინმა მეცხრე სიმფონია სამი ჩანაწერიდან პირველი 1964 წელს, ნიუ-იორკის ფილარმონულ ორკესტრთან ერთად გააკეთა, Columbia Masterworks-ისთვის. შესრულებაში მონაწილეობდნენ მარტინა აროიო (სოპრანო), რეჯინა სარფატი (მეცო), ნიკოლას დი ვირჯილიო (ტენორი), ნორმან სკოტი (ბანი) და ჯულიარდის სკოლის გუნდი. მოგვიანებით, ჩანაწერი კომპაქტ-დისკის სახითაც გამოიცა.

მეორე ჩანაწერი ბერნსტაინმა ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად გააკეთა Deutsche Grammophon-ისთვის, 1979 წელს. მასში მონაწილეობდნენ გუინეტ ჯოუნსი (სოპრანო), ჰანა შვარცი (მეცო), რენე კოლო (ტენორი), კურტ მოლი (ბანი) და ვენის სახელმწიფო ოპერის გუნდი.

ბერნსტაინმა ასევე იდირიჟორა სიმფონიის ოდნავ შეცვლილი ვარიანტი Konzerthaus Berlin-ში, აღმოსავლეთ ბერლინში სადაც სიტყვა გერმ. Freude (სიხარული) შეცვლილი იყო სიტვით გერმ. Freiheit (თავისუფლება). 1989 წლის შობას გამართული კონცერტი ბერლინის კედლის დაცემას ეძღვნებოდა. ორკესტრი და გუნდი, რომელიც აღნიშულ კონცერტში მონაწილეობდა, ბევრი სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსებისგან შედგებოდა: ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, დრეზდენის საქსონიის სახელმწიფო კაპელის წევრები და დრეზდენის ბავშვთა ფილარმონიული გუნდის წევრები - გერმანიიდან; კიროვის თეატრის ორკესტრის წევრები საბჭოთა კავშირიდან; ლონდონის სიმფონიური ორკესტრის წევრები გაერთიანებული სამეფოდან; ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის წევრები აშშ-დან და პარიზის ორკესტრის წევრები საფრანგეთიდან. სოლისტები იყვნენ ჯუნ ანდერსონი (სოპრანო), სარა უოკერი (მეცო-სოპრანო), კლაუს კენიგი (ტენორი) და იან-ჰენდრიკ როტერინგი (ბანი). ეს ბოლო შემთხვევა იყო, როცა ბერნსტაინმა ეს სიმფონია იდირიჟორა. იგი ათი თვის შემდეგ გარდაიცვალა.

სერ გეორგ შოლტიმ მეცხრე სიმფონია ორჯერ იდირიჟორა ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან და ჩიკაგოს სიმფონიურ გუნდთან ერთად. პირველად 1972 წელს, სოლისტებთან პილარ ლორენგართან, ივონ მინტონთან, სტიუარტ ბაროუზთან და მარტი ტალველასთან ერთად, ხოლო მეორედ - 1986 წელს, სადაც სოლისტები ჯესი ნორმანი, რაინჰილდ რუნკელი, რობერტ შუნკი და ჰანს სოტინი იყვნენ. მეორე შესრულების ჩანაწერმა 1987 წელს გრემის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო საორკესტრო შესრულებისთვის.

2018 წელს, BBC Proms-ის ახალგაზრდულმა გუნდმა შეასრულა სიმფონია სერ გეორგ შოლტის სახელობის იუნესკოს მშვიდობის მსოფლიო ორკესტრთან ერთად Royal Albert Hall-ში. ის მეცხრე განყოფილებაში შესრულდა, რომელსაც „ომი და მშვიდობა“ ერქვა და მიეძღვნა პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ასი წლისთავს. მას დონალდ რანიკლსი დირიჟორობდა და BBC-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

არსებობს რამდენიმე ჩანაწერი, სადაც დირიჟორები ეცადნენ სიმფონიის იმ ჟღერადობის მიღწევას, როგორიც იქნებოდა ბეთჰოვენის სიცოცხლეში, რისთვისაც შესაბამისი პერიოდის ინსტრუმენტები და ბეთჰოვენისეული ტემპები იყო გამოყენებული. მათგან აღსანიშნავია:

  • როჯერ ნორინგტონი და London Classical Players (1987). გამოსცა EMI Records-მა 1997 წელს.
  • ბენჯამინ ზანდერი და ბოსტონის ფილარმონიული ორკესტრი (1992).
  • ბენჯამინ ზანდერი და ლონდონის Philharmonia Orchestra (2018). ტან ახლავს ზანდერის 3 საათიანი ლექცია, სადა ის თავისი ინტერპრეტაციის გამართლებულობაზე საუბრობს.
  • ფილიპ ჰერევეგე და Orchestre des Champs-Élysées (1999, Harmonia Mundi).
  • სერ ჯონ ელიოტ გარდინერი[56] და Orchestre Révolutionnaire et Romantique (1992). გამოსცა Deutsche Grammophon-მა 1994 წელს, როგორც ბეთჰოვენის სიმფონიების სრული ციკლის ნაწილი.
  • კრისტოფერ ჰოგვუდი და ძველი მუსიკის აკადემია (1997, Éditions de l'Oiseau-Lyre).

79 წუთიანი ხანგრძლივობით, მეცხრე სიმფონიის უგრძესი ჩანაწერი ეკუთვნის კარლ ბემს და ვენის ფილარმონიულ ორკესტრს (1981). სოლისტებში ჯერი ნორმანი და პლასიდო დომინგოც შედიოდნენ.







გოტფრიდ ლაიბნიცი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       გოტფრიდ ლაიბნიცი

                                     მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები:

გოტფრიდ ლაიბნიცი ითვლება XVII საუკუნის ფილოსოფიის დამსრულებლადა და გერმანული იდეალიზმის წინამორბედად. შექმნა ფილოსოფიური სისტემა, რომელიც მონადოლოგიის სახელითაა ცნობილი. განავითარა სწავლება ანალიზისა და სინთეზის შესახებ, პირველმა ჩამოაყალიბა საკმარისი საფუძვლის პრინციპი (რომელსაც მიკუთვნებული აქვს არა მხოლოდ ლოგიკური, არამედ ონთოლოგიური მნიშვნელობაც: ... არასაკმარისი საფუძვლის გარეშე, არცერთი მოვლენა არ შეიძლება აღმოჩნდეს ჭეშმარიტი ან ნამდვილი, არცერთი მტკიცებულება - სამართლიანი) ასევე ითვლება იგივეობის კანონის თანამედროვე ფორმულირების ავტორად; შემოიტანა ტერმინი „მოდელი“, წერდა ადამიანური ტვინის ფუნქციის სამანქანო მოდელირების შესაძლებლობების შესახებ. ლაიბნიცმა გამოთქვა იდეა ერთი სახის ენერგიის სხვა სახით გარდაქმნის შესახებ, ჩამოაყალიბა ფიზიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვარიაციული პრინციპი — უმცირესი ქმედების პრინციპი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფიზიკის სპეციალური დარგების განვითარებაში.

პირველი იყო, რომელმაც გერმანულ ისტორიოგრაფიაში ყურადღება გაამახვილა ლინგვისტურ პრობლემების გენეალოგიასთან ურთიერთკავშირზე, შექმნა ენების ისტორიული წარმოშობის თეორია და მიანიჭა მათ გენეალოგიური კლასიფიკაცია, ითვლება გერმანული ფილოსოფიური და სამეცნიერო ლექსიკონის ერთ-ერთ შემქმნელად.

იხ. ვიდეო

გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი დაიბადა 1646 წლის 1 ივლისსლაიფციგის უნივერსიტეტის მორალის ფილოსოფიის პროფესორის ფრიდრიხ ლაიბნიცისა და იურისპუდენციის გამოჩენილი პროფესორის ქალიშვილის — კატერინა შმუკის ოჯახში. გოტფრიდის მამა სერბო-ლუჟიცული წარმოშობის იყო. დედის მხრიდან კი, როგორც ეტყობოდა, გერმანელი წინაპრები ჰყავდა.

ვილჰემის მამამ ადრეულ ასაკშივე შეამჩნია შვილის ნიჭიერება და ცდილობდა მასში ცნობისმოყვარეობის გრძნობა გაეღვივებინა, ხშირად უყვებოდა პატარ-პატარა ეპიზოდებს საღმრთო და საერო ისტორიიდან; ლაიბნიცის თქმით, ამ ისტორიებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მასზე და ისინი ბავშვობის ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილებები იყო. შვიდი წლისაც არ იყო როდესაც მამა დაეღუპა; მამამისი დაუღუპა, თუმცა მას ძალიან დიდი ბიბლიოთეკა დაუტოვა. იგი ყვებოდა:

როდესაც წამოვიზარდე, ნებისმიერი სახის ისტორიული მოთხრობების კითხვისას განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებდი. გერმანული წიგნები, რომლებიც ხელში ჩამივარდებოდა, სანამ ბოლომდე არ წავიკითხავდი არ „ვუშვებდი“. ლათინური ენის შესწავლა თავდაპირველად სკოლაში დავიწყე და მას გაუცნობიერებლად და ნელი ტემპით ვსწავლობდი, იმ ერთ შემთხვევამდე, რომელმაც აბსოლუტურად ინდივიდუალური გზა მიჩვენა. სახლში, რომელშიც მე ვცხოვრობდი, ერთი სტუდენტის მიერ დატოვებულ ორ წიგნს წავაწყდი. ერთი მათგანი იყო ტიტუს ლივიუსის თხზულება, ხოლო მეორე — ზეტ კალვისიუსის ქრონოლოგიური საგანძური.
                                                       
კოპია მექანიკური კალკულატორის ლაბნიცის გერმანელი მუზეომის

კალვიზიას შემოქმედებას ლაიბნიცმა ადვილად აუღო ალღო, რადგან მას საზოგადო ისტორიის გერმანულენოვანი წიგნი ჰქონდა, სადაც იმის მსგავს საკითხებზე საუბრობდნენ, რაზეც კალვიზია წერდა; თუმცა, კალვიზიასგან განსხვავებით, ლივიუსის კითხვისას ლაიბნიცი ყოველთვის „ჩიხში“ ხვდებოდა. ლაიბნიცს წარმოდგენა არ ჰქონდა ძველი ხალხის ცხოვრებასა და მათი წერის მანერებზე; მიჩვეული არ იყო ისტორიოგრაფების ამაღლებულ რიტორიკას, რომელიც ყოველდღიურ გაგებაზე მაღლა იდგა; ვერ გებულობდა ნაწარმოების ვერცერთ ხაზს. ეს გამოცემა უძველესი იყო, გრავიურებით გაფორმებული, ამიტომ ლაიბნიცი ყურადღებით აკვირდებოდა გრავიურებსა და მინაწერებს, რისი გაგებაც არ შეეძლო, მას უბრალოდ გამოტოვებდა ხოლმე. ეს მოქმედება მან რამდენიმეჯერ გაიმეორა და ბოლომდე გადაფურცლა წიგნი; ასეთი სახის მოქმედებით, მან უკეთ შეძლო გაეგო ის, რაც წინათ ვერ შეძლო. ამ მოქმედებებს იმეორებდა მანამდე, სანამ ულექსიკონოდ არ შეძლო წაკითხულის ძირითადი ნაწილის გაგება.

ლაიბნიცის მასწავლებელმა მალევე შეამჩნია, თუ რითი იყო დაკავებული მისი მოსწავლე და ბევრი ფიქრის გარეშე, იგი გააგზავნა იმ პირებთან, რომლებსაც გოტფრიდი უნდა აღეზარდათ, მათ ყურადღება უნდა მიექციათ ლაიბნიცის „უადგილო და ნაადრევ ქმედებებზე“. მისივე სიტყვებით, ეს მოქმედებები მხოლოდ ხელს შეუშლიდა ლაიბნიცის სწავლას. ლივიუსიც ისევე გამოადგებოდა ლაიბნიცს, როგორც კოტურნი პიგმეებს; უფროსი ასაკის მკითხველზე გათვლილი წიგნები გოტფრიდს ჩამოართვეს და სანაცვლოდ იან კომენსკის „Orbis pictus“ და მარტინ ლუთერის მოკლე კატეხიზმო მისცეს



გოლფსტრიმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              გოლფსტრიმი

გოლფსტრიმის დინების სქემა

 (ინგლ. gulf stream) — თბილ დინებათა მძლავრი სისტემა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ვრცელდება 10 ათ. კმ-ზე, ფლორიდის ნახევარკუნძულის სანაპიროებიდან შპიცბერგენისა და ახალი მიწის კუნძულებამდე.

საკუთრივ გოლფსტრიმი იწყება ფლორიდის სრუტის სამხრეთ ნაწილში და ვრცელდება ნიუფაუნდლენდის დიდ მარჩხობამდე. მისი წარმოშობის მიზეზია პასატური ქარების მიერ იუკატანის სრუტის გავლით მექსიკის ყურეში წყლის დიდი რაოდენობით მოდენა და ამის შედეგად მექსიკის ყურისა და მასთან მიმდებარე ატლანტის ოკეანის წყლების დონეთა შორის წარმოქმნილი მნიშვნელოვანი სხვაობა. ოკეანეში გასვლისას დინების სიმძლავრე 25 მლნ. მ³/წმ შეადგენს (2160 კმ³ დღე-ღამეში), რაც 20-ჯერ აღემატება მსოფლიოს ყველა მდინარის ჯამურ ხარჯს. ოკეანეში გოლფსტრიმი უერთდება ანტილის დინებას და ჩ.გ. 38°-ზე მისი სიმძლავრე 82 მლნ. მ³/წმ აღწევს.

იხ. ვიდეო


გოლფსტრიმის ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოძრაობის ზოგადი კანონზომიერების საწინააღმდეგოდ, ეს დინება დედამიწის ბრუნვის ზეგავლენით მარჯვნივ კი არა, მარცხნივ გადაიხრება. ეს გამოწვეულია ატლანტის ოკეანის სუბტროპიკული ნაწილის ანტიციკლონურ არეში ოკეანის მაღალი დონითა და ანტილის დინების მიერ მექსიკის ყურიდან გამომავალი წყლის სამხრეთიდან შეგუბებით.

ოკეანეში გოლფსტრიმი მიედინება ჩრდილოეთისაკენ 6 კმ/სთ სიჩქარით (ზოგჯერ 10 კმ/სთ), ჰატერასის კონცხთან იგი გადაიხრება ჩრდილო-აღმოსავლეთით ნიუფაუნდლენდის მარჩხობისაკენ. აქ მისი სიჩქარე 3-4 კმ/სთ-მდე კლებულობს. დინების სიგანე სამხრეთით 75 კმ-ია, ჰატერასის კონცხთან 110-120 კმ, ნაკადის სიღრმე — 700-800 მ.

გოლფსტრიმს მიაქვს დიდი რაოდენობით სითბო და მარილები. წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 25 °C-26 °C , მარილიანობა 36,2‰-36,4‰; მაქსიმალური მარილიანობა (36,5‰) აღინიშნება 200 მ სიღრმეზე. წყლის ტემპერატურის ცვალებადობა მჭიდროდაა დაკავშირებული თბილი ტროპიკული წყლის მომდენი პასატების ქროლვის სიძლიერესთან.

                                                                    

ტემპერატურის მაჩვენებელი ჩრდ. ატლანტიკაში

ნიუფაუნდლენდის მარჩხობის სამხრეთ კიდესთან გოლფსტრიმს ჩრდილოეთიდან უახლოვდება ლაბრადორის ცივი დინება, რომლის წყლებთან აღრევის დროს ზედაპირული წყალი იძირება. ნიუფაუნდლენდის მარჩხობს რომ ჩაუვლის, დაახლ. დ. გ. 40°-თან საკუთრივ გოლფსტრიმი გადადის ჩრდილოატლანტიკურ დინებაში, რომელიც დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ქარების გავლენით ჰკვეთს ოკეანეს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და ევროპის სანაპიროებთან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიედინება.

გოლფსტრიმის თბილ დინებათა სისტემა დიდ გავლენას ახდენს არა მარტო ზღვებისა და საკუთრივ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ჰიდროლოგიურ და ბიოლოგიურ თვისებებზე, არამედ ატლანტისოკეანისპირა ევროპული ქვეყნების კლიმატზეც.

გოლფსტრიმის თბილი წყლები ათბობს ჰაერის მასებს, რომლებიც დასავლეთის ქარებს გადააქვს ევროპის სანაპიროებისაკენ და იწვევს ტემპერატურის გადახრას საშუალო განედური სიდიდეებიდან. იანვარში ნორვეგიის სანაპიროებთან ეს გადახრა 15-20° შეადგენს, მურმანსკთან 11° და მეტს.

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...