пятница, 15 октября 2021 г.

ცეკვა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ცეკვა

ტანის რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება. საცეკვაო ხელოვნება ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა. ცეკვას ძველ დროებში რელიგიური, მაგიური, საქორწინო, ხოლო განვითარებული საზოგადოებისათვის სოციალური და მხატვრული დანიშნულება ჰქონდა. ცეკვის (ძვ.ფრანგ: danse, წარმოშობის შესახებ საკითხი საკამათოა და იგი უმეტესწილად მუსიკის და/ან რითმიკისაგან მიღებულ ინსპირაციის გამოვლინებას წარმოადგენს. ცეკვა მოიცავს რიტუალსწეს-ჩვეულებებსსაშემსრულებლო ხელოვნების სახეობებსსპორტულ სახეობასთერაპიის ფორმას და ის შესაძლოა სოციალური ინტერაქციის ფორმა იყოს ან უბრალოდ იდივიდის გრძნობათა გამოხატვის გზა.
იხ. ვიდეო გვანცა ციხელაშვილი

ცეკვას საზოგადოებაში მრავალი ფუნქცია გააჩნია და ის ხშირ შემთხვევაში გარკვეულ მიზანს ატარებს ან მხოლოდ გართობის მიზნით სრულდება. ქრისტიანობამდელ ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიტუალურ ცეკვებს, ძველი ბერძნული ცეკვები დღემდე ახდენენ ზეგავლენას თანამედროვე ცეკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ხალხურ ცეკვებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ, აღმოსვლური ცეკვების ტრადიცია მას ბევრად წინ უსწრებს. ყველა ხალხს ცეკვის თავისებური მისთვის დამახასიათებელი, ფორმა აქვს შექმნილი. ამ საფუძველზეა შექმნილი სასცენო ცეკვა — ბალეტი.

სარიტუალო ცეკვა კომპლექსურობასა და ემოციებს გამოხატავს და როგორც საზეიმო, შესაძლოა ის აგრეთვე ახალბედა წევრის რაიმე სახის ჯგუფში ან თემში მიღების ცერემონიას, სასკოლო ან სხვა სახის გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამაგვირგვინებელ წვეულებასაც ახლდეს თან. ძველ დროებში სარიტუალო ცეკვებით ღვთაებებს განდიდებდნენ და მათი შესრულება ხშირად ასევე ბოროტი სულების განდევნას და მათგან თავის დაცვას ემსახურებოდა.

ცეკვა, როგორც სპორტი კუნთოვანი სისტემის აგებულებას, ასევე კოორდინაციისა და წონასწორობის შეგრძნების განვითარებას უწყობს ხელს. ცეკვის სრულყოფილად შესწავლა, მისი გეგმის დასახვა და კომპლექსური მოძრაობების შესრულება ადამიანს თვითრწმენას უნერგავს და ეხმარება მისსავე სხეულთან ჯანმრთელი დამოკიდებულების გამომუშავებაში.

                                                                       

საბალო ცეკვა

   ცეკვა, როგორც ხელოვნების სახეობა გრძნობებისა და მოქმედებათა ვიზუალურ ჩვენებას ემსახურება. მიმიკა, ჟესტიკულაცია, მთლიანი სხეულის საცეკვაო მოძრაობები მუსიკის თანხლებით ცეკვის მნიშვნელოვან სამუშაო მასალას წარმოადგენს, რომელსაც მაყურებლის თვალწინ ადამიანის სხეულის სილამაზისა და მისი გამოხატვის უნარი შესწევს.

პროფესიული ცეკვა, რომელმაც განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, გახდა ევროპული კლასიკური ცეკვის, აგრეთვე აზიისა და აფრიკის ქვეყნების საცეკვაო სისტემების საფუძველი. კლასიკური ტრადიცია XV საუკუნით თარიღდება (იტალია), ცეკვების პირველი დაბეჭდილი ტესტები — XVI საუკუნით (საფრანგეთი). პირველი საცეკვაო სკოლა პარიზში გაიხსნა XVII საუკუნეში. თანამედროვე ცეკვები XX საუკუნის პირმშოა.

ქართული ცეკვებიდან აღსანიშნავია: აჭარულიგანდაგანაკინტაურილეკურიფერხული.

იხ. ვიდეო ქართული ცეკვა ერისიონი



ძველი დრო

მუსიკოსები და მოვეკვავეების ფრესკა ნებამუნის საფლავის

ეკვის უძველესი შემონახული დოკუმენტიაცია ინდურ კლდის მხატვრობას წარმოადგენს, რომელიც ძვ.წ. 5000 - 2000 წწ. შეიქმნა. ბჰიმბეტკას გამოქვაბულებიდან ერთ-ერთი ნახატი ფერხულის ცეკვის ადრეულ ჩანასახების სცენებს ასახავს. სცენები ინდუიზმის ადრეულ ფორმებს წარმოადგენს და მასში ნაჩვენებია ღმერთი შივა, როგორც “ცეკვის ღმერთი”. ინდოეთში შემონახულია ძვ.წ. 400 - 200 წწ.  დაწერილი “ნატიაშასტრა”, “ცეკვის წმინდა მეცნიერება” - უმნიშველოვანესი ტრაქტატი შექმნილი ცეკვის თემაზე.

ძველ ეგვიპტეში არსებობდა სარიტუალო ცეკვები, რომლებიც ღმერთი ოსირისის სიკვდილსა და ხელახალი დაბადების სცენებს ილუსტრირებდნენ. ცეკვებს, მათი შესრულების ტექნიკის სირთულის გამო, მხოლოდ პროფესიონალი მოცეკვავეები წარმოადგენდნენ.

                                                               

გამოსახული მოცეკვავე ანიტიკური საბერძნეთში

     

ძველმა ბერძნებმა სისტემაში მოიყვანეს ღვთაებებისადმი მიძღვნილი ცეკვები და მათთან დაკავშირებული გრძნობათა გამოხატვის ხერხებიც. ამის მნიშვნელოვანი მაგალითს წარმოადგენს ჰომეროსის მიერ ილიადაში გადმოცემული ცეკვის ხორეიას (ბერძ. ἡ χορεία hē choreía  “ცეკვა, გუნდური ცეკვა, ფერხული”) ძვ.წ.  8 - 6 საუკუნეების ექსტატური ცეკვების აღწერა, რომლებიც დიონისიების ერთ-ერთ ნაწილს შეადგენდნენ და რომელთაგანაც შემდგომში დრამა და კომედია წარმოიშვა. ამ თეატრალურ ფორმებში ხშირად ქორო ანუ გუნდი იღებდა მონაწილეობას, რომლის მოძრაობების ე.წ. “ქორეოგრაფიის”  მონიშვნა პიესებში ხდებოდა; სწორედ აქედან განვითარდა ქორეოგრაფიის თანამედროვე ცნება.

შუა საუკუნეები

Tacuina sanitatis (XIV century) 0-svaghi,suono e ballo,Taccuino Sanitatis, Casanatense 4182

ცეკვა შუა საუკუნეების ევროპაში ტრადიციულ ხალხურ ფორმებზე დაყრდნობით იქმნებოდა და ამდენადვე ის ნაყოფიერების სარიტუალო ელემენტებითაც იყო დატვირთული (მაგ: მაისის ხის სარიტუალო ცეკვა). აგრეთვე ფართოდ გავრცელებული იყო მებრძოლთა და დემონთა თემატიკაზე შესრულებული რიტუალები. ცეკვა ეკლესიებში იმართებოდა და მას რელიგიური ცერემონიალის საზეიმოდ მუსიკა ახლდა თან. ცეკვა მალე სეკულარიზირებული და განვითარებული იქნა სოციალური და თეატრალური ხასიათით, რომელსაც მოხეტიალე კომედიანტები ასრულებდნენ. 11-ე და 12-ე საუკუნეებში წმ. ვიტუსისა თუ წმ. იოანეს ცეკვამ, ექსტატური მასიური ცეკვის ფორმა წარმოშვა; მგზნებარე ნახტომიანი ცეკვა, რომლის პროტაგონისტები ძალ-ღონის გამოლევამდე ცეკვადნენ და მღეროდნენ. 12-ე საუკუნისათვის უკვე ჩნდება წყვილის დახვეწილი ცეკვა, რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტების აკომპანიმენტისა და მაყურებელთა მიერ ნამღერის ფონზე სრულდებოდა. ბაზელის საეკლესიო კრების მიერ 1445 წელს აკრძალული წინარე ქრისტიანული ზამთრის სატურნალია ან “მასხარების დღეობა” (ლათ. festum fatuorum, festum stultorum) და სხვა მსგავსი ტიპის დღესასწაულები ქალებსა და კაცებს საშუალებას აძლევდნენ ეცეკვათ ხტომებით, ხელთ სჭეროდათ ზარები თუ ათასგვარი ზანზალაკები და ხანაც ეტარებინათ ნიღბები. ხელიხელ ჩაკიდებული მოცეკვავეები ცეკვავდნენ წრიულად, საათის ისრის მიმართულებით შედგენილი ნიმუშების გათვალიწინებით, ხშირად ცენტრალური პერსონაჟის გარშემო, რომელიც ცეკვაში მაგ: ხელნაკეთი ვირის ფიგურით იყო მოხმობილი. გვიანდელ 15-ე საუკუნეში კი 'შვიდი სათნოებისა და შვიდი ცოდვის' ცეკვას მღვდლები და მათი მგალობლები ასრულებდნენ, როგორც ერთ-ერთ ნაწილს კორპუს ქრისტის დღესასწაულისას მადრიდში, რომლისგანაც შემდგომში ალეგორიული ხასიათის საცეკვაო დრამებს ჩაეყარა საფუძველი.

რენესანსის ხანა

რობერტ დადლი, მოცეკვავე ელისაბედი

განპირობებული ცეკვის ეფემერული ბუნებით 1400-იანი წლებიდან ვერ შემოინახა საგულისხმოდ მრავალი ინდივიდუალური ნამუშევარი, მაგრამ ამ დროისათვის მაინც არსებობდნენ ცეკვის ოსტატები და მათ შორის იყო დომენიკო და პიაჩენცა (იგივე და ფერარა, ფლორენ. დაახ. 1420-60), რომლებიც იტალიური სამეფოების კარზე მსახურობდნენ. რენესანსის ხანაში მიუხედავად იმისა, რომ სრულდებოდა ცეკვები და განსაკუთრებით გლეხების მიერ ორგანიზირებულ, წელიწადის დროებთან დაკავშირებული დღესასწაულების დროს, მაინც მწირი ინფორმაცია მოიპოვება ამდროინდელ წყაროებში. ადრეულ 15-ე საუკუნეში შეიმჩნევა აშკარა ცვილილება. დაიწყო ხალხური (ისინი მეტწილად პრექრისტიანულ საცეკვაო ფორმებს ეყრდნობოდნენ და უმთავრესად ღია ცის ქვეშ იმართებოდნენ) და დიდებულთა ცეკვების ერთმანეთისაგან გამოყოფა. ცვლილება შეიმჩნეოდა აგრეთვე სოციალური ცეკვების წყველების მიერ შესრულებაშიც, რომლებიც ევროპული სამეფოების კარზე დროსტარებისა და გართობის მიზნით ხდებოდა. სამეფო კარის პროფესიონალი მოცეკვავის გამოსვლა და პირველი ცეკვის სახელმძღვანელოების გამოჩენა ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ცეკვა იმ დროს უკვე არისტოკრატიის ცხოვრების სტილის ნაწილად იყო ქცეული. იმ დროის კარის პოეტმა ანტონიო კორნაცანომ (1429 - 1484) მრავალრიცხოვანი ნამუშევრების ჩათვლით დაწერა “Libro sull’arte del danzara” ((დაახლ. 1455 წ.). ამ დროისათვის მეტად იყო გავრცელებული ცეკვა პავანა (ფარშევანგების ცეკვა). რენესანსის ეპოქის განმავლობაში უმთავრესად საპროცესიო ცეკვას ეკავა მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ღირსეული საცერემონიო მოძრაობებით გამოირჩეოდა და რომელთა შესერულება ქალბატონებსაც კი შეეძლოთ მიუხედავად მათი არაკომფორტული კაბებისა. მხიარულებამ და მისწრაფებამ თავისუფალი წეს-ჩვეულებებისადმი განაპირობა “danse haute”-ის (მაღალი ცეკვა) შემოღება, რომელიც “danse basse”-თან შედარებით უფრო სწრაფი მოძრაობებისაგან, შეხტომებისაგან შედგებოდა და ფიზიკურ მოქნილობას მოითხოვდა. ამ სახის პირველი ცეკვა იყო იტალიური გალიარდა, რომელიც უმეტესწილად პარტნიორებს შორის ხელის შეხების გარეშე შერეული ნაბიჯებითა და შეხტომებით სრულდებოდა. გალიარდა, როგორც წესი, პავანას მოჰყვებოდა ხოლმე.16-ე საუკუნეში არისტოკრატიის მხიარული ხასიათის ცეკვები დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ფენის ძირებს შეიცავდა, რომლებიც სტილისტურად სახეცვლილი ფორმით იქნა გადმოღებული. 16-ე საუკუნის მეორე ნახევარში ცეკვები კი უფრო მეტად  დაიხვეწა, გამთლიანდა და ამავდროულად მეტი სენსაციურობაც შეიძინა. ევროპულ სამეფო კარებზე ცეკვის სკოლების მიერ დიდგვაროვანთა სწავლება ხორციელდებოდა იმგვარად, რომ  იმ დროის პოპულარული ცეკვების ერთი ქვეყნიდან მეორეში გავრცელება შესაძლებელი ყოფილიყო. ნიჭიერი და დახელოვნებული იმპრესარიოები საუცხოო წარმოდგენებს უწევდნენ ორგანიზირებას, რომლის დროსაც ცეკვებს, გალობასრეჩიტატივს და პანტომიმას მდიდრულად მორთული გარემოში ეთმობოდა ადგილი. ესენი იყო იტალიური “balli”, ფრანგული “Ballet de cour” და ინგლისური “masques”, რომელთა დაგეგმვასა და დადგმაში თავად სამეფო ოჯახი იღებდა მონაწილეობას. გვიანდელი რენესანსის ცეკვის საუკეთესო წყაროდ თუანო არბოს “ორქესოგრაფიაა” (1588) მიჩნეული.

ტრადიციული აფრიკული ცეკვა

აკვა იბომის მოცეკვავეები

მრავალ აფრიკულ საზოგადოებებში ცეკვა რიტუალებისა და ცერემონიების განუყოფელი ნაწილია, რომლის არსებობაც მრავალ საუკუნეს ითვლის. ცეკვას მნიშვნელოვანი როლი უკავია ადამიანებისათვის თავიანთ ღმერთებთან სულიერი კავშირის დასამყარებლად, ომისათვის მოსამზადებლად თუ ჩვილის დაბადების ზეიმის, ქორწინებისა და სიკვდილის აღსანიშნავად. მსგავსი სარიტუალო ცეკვები უმთავრესად მკაცრი წესებით იმართება და ამა თუ იმ ტომისათვის დამახასიათებელი სპეციფიურობით ხასიათდება: ბანტუს ხალხებს შორის მეტად გავრცელებული მისალმების სიტყვიერი ფორმა არის “რას ცეკვავ (შენ)?”. აქედან გამომდინარე, ადამიანის სოციალური წეს-ჩვეულებანი, რელიგია თუ ტომის მიერ განსაზღვრული იდენტურობა განსაზღრავს მისი ცეკვის ხასიათს. აფრიკული მუსიკა და ცეკვა მიუხედავად კულტურათა მრავალფეროვნებისა ბევრ აფრიკულ ქვეყანაში მაინც საერთოა. ტრადიციული აფრიკული ცეკვა სათემო საქმეა და ძირითადად ჯგუფურ საქმიანობას წარმოადგენს. ის ასევე ცხოვრების მრავალ ასპექტსაც აერთანებს მაგ: მრავალფეროვანი მითითებები შრომის, თევზაობის თუ საომარი მოქმედებების შესახებ. ის სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური დღესასწაულების მნიშვნელოვანი ნაწილია. დასვლური ბალეტის სწორი ხაზებისა და ვერტიკალური პოზიციის საპირისპიროდ, ბევრი აფრიკული ცეკვა ფეხის დაკვრითი მონაცვლეობით, მუხლში მოხვრით, სხეულის კიდურებისა და ტანის ტალღისებური მოძრაობებით ხასიათდება. დროთა განმავლობაში არაერთი აფრიკული საზოგადოება გადაშენების პირას არის და მასთან ერთად მისი ცეკვებიც. მსოფლიოში დღემდე მოღწეულ აფრიკულ ცეკვებს მაყურებელს უმეტესწილად პროფესიონალური ცეკვის კომპანიები წარმოუდგენენ.

ცეკვა და მუსიკა

ცეკვა და მუსიკა ერთმანეთთან მჭირდოდ არიან დაკავშირებულნი. ზოგ კულტურებში კი მაგ: აფრიკულ ცეკვაში განსაკუთრებით მჭიროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ხელოვნების ეს ორი ფორმა. ეს თვალნათელი ხდება მაშინ, როცა მუსიკა და ცეკვა რიტუალურ მნიშვნელობას იძენენ, რომელთა შესრულების დროსაც ბევრი მუსიკალური ინსტრუმენტი და ცეკვის ილეთი ღმერთებს სიმბოლურად განასახიერებენ. დროთა განმავლობაში ცეკვა და მუსიკა ინდივიდუალურად განვითარდა, მაგრამ მათ მუდმივ არსებით საზიარო ელემენტად მაინც რითმი რჩება. ცეკვისა და მუზიცირების პრაქტიკაში აგრეთვე ფართოდაა გავრცელებული ისეთი შერეული ფორმები, რომლის კარგ მაგალითსაც ვხვდებით ფლამენკოში, შუპლატერში ანდაც სტეპის ცეკვისას. ამრიგად ყოველი თანამედროვე საზოგადოებრივი ცეკვა მთავარი რითმის გათვალისწინებით იქმნება, რომელსაც მუსიკა მთლიანი ნაწარმოების განმავლობაში ინარჩუნებს.

იხ. ვიდეო Can Can Dance




ვოლტერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            ვოლტერი  

 (ფრანგ. Voltaire, ნამდვილი სახელი: ფრანსუა მარი არუე ფრანგ. François-Marie Arouet, დ. 21 ნოემბერი1694 — გ. 30 მაისი1778) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ფილოსოფოსიგანმანათლებელიფრანსუა მარი არუე დაიბადა პარიზში, შეძლებული ნოტარიუსის ოჯახში. 1704 წელს შედის იეზუიტთა კოლეჯში. 1711 წელს კი სწავლას განაგრძობს სამართლის სკოლაში. ამავე დროს იგი ხშირი სტუმარია პარიზის სალონების და გამოირჩევა თავისი მახვილგონიერებით. 1717 წელს ლუი XIV -ის მეფობის შესახებ პოლიტიკური სატირის დაწერის გამო აპატიმრებენ. 1718 წელს კომედი ფრანსეზში წარმატებით იდგმება მისი ტრაგედია ოიდიპოსი. ამ პერიოდს უკავშირდება ფსევდონიმის აღებაც. 1726 წელს შევალიე დე როანთან მომხდარი უსიამოვნების გამო ისევ აპატიმრებენ. ბასტილიიდან გამოსვლის შემდეგ ვოლტერი ინგლისში მიემგზავრება, სადაც იგი გაეცნობა ჯონ ლოკისა და ისააკ ნიუტონის თეორიებს და წერს ინგლისურ წერილებს, რომლებშიც გამოთქვამს თავის აღფრთოვანებას ბრიტანული მონარქიით1729 წელს ბრუნდება საფრანგეთში, მაგრამ ინგლისური წერილების გამოქვეყნების გამო იძულებული ხდება თავის მეგობარ, მარკიზა დუ შატელესთან პროვინციაში შეაფაროს თავი. ეს დრო მისი ლიტერატურული მოღვაწეობის ყველაზე უხვი პერიოდია. აქვე იწყება მისი მიმოწერა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-სთან, რომელიც მას ბერლინში მიიპატიჟებს. 1750-1753 წლებში ვოლტერი გერმანიის სამეფო კარზეა, მაგრამ ფრიდრიხ II-სთან უთანხმოების გამო ისევ იძულებულია გაიქცეს. ამჯერად შვეიცარიაში მიემგზავრება. საბოლოოდ, 1759 წელს, ფერნეიში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან ახლოს აშენებს ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას და იქვე სახლდება. მალე მას "ფერნეის პატრიარქსაც" შეარქმევენ. მასთან გამუდმებით მოდიან სტუმრად ცნობილი ადამიანები. თავის სოფელს ვოლტერი პატარა ინდუსტრიული წარმოების მოდელად აქცევს სადაც საგრძნობლად გაუმჯობესებულია გლეხთა პირობები. ამ პეროდისთვის იგი იმდენად პოპულარულია რომ პარიზში ძეგლსაც უდგამენ, რომლის გახსნას თავადვე ესწრება. 1746 წელს მას საფრანგეთის აკადემიის დირექტორად ნიშნავენ. ვოლტერი გარდაიცვლება 1778 წელს, 84 წლის ასაკში. 1791 წელს მისი ფერფლი პარიზის პანთეონში გადააქვთ.
იხ. ვიდეო 
ვოლტერმა მრავალი მოაზროვნის გავლენა განიცადა, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მონტენსლოკსა და ნიუტონს ჰქონდათ. ინგლისური ემპირიზმისა და ფრანგული სინამდვილის ზეგავლენით იგი დეიზმის პოზიციაზე დგება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ დოგმატურ რელიგიურ ინსტიტუციას. თუმცა იგი საერთოდ რელიგიის წინააღმდეგი არ ყოფილა. რელიგია მას აუცილებლად მიაჩნია საზოგადოების არსებობსათვის, როგორც მასების მორჩილების საშუალება. ღმერთი რომ არ ყოფილიყო ის უნდა გამოგვეგონაო, ამბობდა ვოლტერი. თავის ფილოსოფიურ ლექსიკონში სტატიაში თეისტი ვოლტერს შემოაქვს ღმერთის, როგორც სამყაროს არა არარიდან შემომქმედის, არამედ მომწესრიგებლისა და პირველი ბიძგის მიმცემის გაგება. ყველას შეუძლია თავისებურად სწამდეს ღმერთი, მაგრამ რაღაცნაირი მაინც უნდა სწამდეს. ცხოვრების სახელმძღვანელო მაქსიმა კი არის - "აკეთე სიკეთე"! ეს მოთხოვნა, მეტაფიზიკური სისტემების უარყოფისა და რეალური შრომის პროცესის აპოლოგიასთან ერთად, ვოლტერის ცხოვრებისა და აზროვნების ძირითად პრინციპს წარმოადგენს.
იხ.ვიდეო ციტატა უდიდედის ადამინების

ზღაპრების წერა ვოლტერმა 50 წლის ასაკში დაიწყო. მასზე დიდი გავლენა მოახდინა იეზუიტურმა განათლებამ, საიდანაც აიღო სტილის ელეგანტურობა. ინგლისში ყოფნისას გაიცნო სვიფტის შემოქმედება, რომლისგანაც გადმოიღო ფანტაზიისადმი მიდრეკილება და მოგზაურობის სიყვარული. სიუჟეტებისთვის კი უძველეს აღმოსავლელ ავტორებს მიმართავდა, რის გამოც პლაგიატორობაც კი დასწამეს. ზღაპრებში ვოლტერს გამოყენებული აქვს დამცინავი, სხარტი კილო და იმდენად ჩქარი რიტმი, რომ პერსონაჟის უბედურება მკითხველს მღელვარებასაც კი არ განაცდევინებს. ვოლტერის ზღაპრების გამაერთიანებელი რგოლი მისი ფილოსოფიაა, რომელიც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე იცვლებოდა. ზღაპრებში ვოლტერი დასცინის რელიგიებს, ეკლესიის მსახურებს და რელიგიურ ინსტიტუციებს.

  • ზადიგი ანუ ბედისწერა, 1747
  • მიკრომეგასი, 1752
  • კანდიდი ანუ ოპტიმისტი, 1759
  • მიამიტი, 1767
  • ბაბილონის პრინცესა, 1768
                                                           
ვოლტერის ბიუსტი, 1778 ჟან ანტუან ჰუდონი

ოლტერი თავის ლიტერატურულ კარიერას იწყებს 1718 წელს პიესით ოიდიპოსი და ამთავრებს ასევე დრამატული ნაწარმოებით, ირენი, რომლის წარმოდგენაზეც იმყოფებოდა სიკვდილის წინა დღეს. იგი ხშირად თავადვე თამაშობდა თავის პიესებში. ვოლტერი სიცოცხლეში სწორედ დრამატული ნაწარმოებებით გახდა ცნობილი. მასზე დიდი გავლენა მოახდინა შექსპირის თეატრმა, თუმცა ამავდროულად კლასიცისტური ტრადიციის ერთგულიც რჩება. მისი აზრით ინგლისურ თეატრს აკლდა ფრანგული დახვეწილი სტილი, სიწმინდე, რეგულარობა, მაგრამ ამავდროულად ჰქონდა უპირატესობაც - მოქმედება. ამიტომ ვოლტერის ნაწარმოებებში შენარჩუნებულია კლასიცისტური სტილი ,მაგრამ გაძლიერებული, გამრავლებულია მოქმედება, გართულებულია ინტრიგა. იმისათვის, რომ ეფექტი და მაყურებლის თანაგრძნობა გააძლიეროს ვოლტერი ამრავლებს დეკორაციებს, სხვადასხვა ეროვნებების პერსონაჟებს, შემოაქვს ლოკალური ფერი, პათეტიკურობა, და მელოდრამატული ეფექტები და ყოველივე ამით ტრაგედიას აქცევს დრამად. ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია მისმა ტრაგედიამ მაჰმუდი, სადაც ადვილი შესაცნობია ცრუ წინასწარმეტყველი და ამის სასფუძველზე რელიგიის კრიტიკა, იქნება ეს ქრისტიანული თუ მაჰმადიანური. ვოლტერს უსაყვედურებენ ქრისტიანობაზე იერიშის მიტანას. ვოლტერმა შექმნა ასევე ნაციონალური ტრაგედიაადელაიდა დიუ გეკლენი , რაც მართლაც სიახლე იყო.

  • ოიდიპოსი, 1718
  • ბრუტუსი, 1730
  • ზაირი, 1732
  • მაჰმუდი, 1742
  • მეროპე, 1743
  • სემირამისი, 1748
  • ჩინელი ობოლი, 1755
  • ირენი, 1778






სიმფონია № 5 (ბეთჰოვენი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                                              
სიმფონიის ყდა, რომელზეც იკითხება მიძღვნა პრინც ლობკოვიცის და გრაფი რაზიმოსკივსადმი

(დო მინორი) Op. 67 — ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიმფონია, დაწერილი 1804-1808 წლებში, კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ნიმუში და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებული სიმფონია, ფართოდ განიხილება დასავლეთევროპული მუსიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედად. პირველად შესრულდა 1808 წელს, ვენის თეატრში (Theater an der Wien) და მალევე მოიპოვა განსაკუთრებული რეპუტაცია. ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანმა სიმფონიას „თავისი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები“ უწოდა. კლასიკური პერიოდის სიმფონიების უმეტესობის მსგავსად, მეხუთე სიმფონიაც ოთხი მოქმედებისგან შედგება.

იგი იწყება გამოკვეთილი ოთხნოტიანი მოტივით („მოკლე-მოკლე-მოკლე-გრძელი“)

სიმფონია და განსაკუთრებით, მისი ოთხნოტიანი ინტრო, მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი. მოტივი ხშირად ჩნდება პოპულარულ კულტურაშიც, არსებობს მისი ვერსიები დისკოს და როკ-ენ-როლის სტილში, გამოყენებულია ფილმებსა და ტელევიზიაში.

ბეთჰოვენის მე-3 („გმირული“) და მე-6 („პასტორალური“) სიმფონიების მსგავსად, მე-5 სიმფონიასაც აქვს შერქმეული სახელი, თუმცა არა ავტორის მიერ. მას ხშირად ეწოდება „ბედისწერის სიმფონია“ (გერმ. Schicksals-Sinfonie), ხოლო მის ცნობილ მოტივს - „ბედისწერის მოტივი“ (Schicksals-Motiv).

რომანტიკულ პერიოდში, ე.ი. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მე-5 სიმფონია განიხილებოდა, როგორც ობიექტივისტური მუსიკალური თხრობა ადამიანის ბედისწერის, მარცხისა და ტრიუმფის, ტანჯვისა და ხსნის შესახებ.[2] მისივე მე-9 სიმფონიის მსგავსად, რომელიც საზეიმო ფინალით მთავრდება, თავისი სვლით მინორიდან მაჟორისკენ მე-5 სიმფონიაც ევროპული კულტურის ამ ფუნდამენტურ იდეას იმეორებს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გააზრება ამჟამად პათეტიკურად ჟღერს, უდავოა, რომ მე-3 და მე-9 სიმფონიასთან ერთად ამ ნაწარმოებმა უდიდესი გავლენა იქონია მე-19 საუკუნის სიმფონიურ აზროვნებაზე, ფრანც შუბერტიდან და იოჰანეს ბრამსიდან მოყოლებული, პეტრე ჩაიკოვსკისანტონ ბრუკნერის და გუსტავ მალერის ჩათვლით. გარდა ამისა, იგი მიეკუთვნება კლასიკური რეპერტუარის იმ ნიმუშებს, რომლებიც კლასიკურ მუსიკაში გაუცნობიერებელ მსმენელსაც ძლიერად იზიდავს, განსაკუთრებით, თავისი რიტმული ძალის და დასამახსოვრებელი შესავლის წყალობით.

იხ. ვიდეო ლუდგვინ ვან ბეთჰოვენი მე-5 სიმფონია ტრაგიკული ნაწილი

ბეთჰოვენის მე-5 სიმფონიის პირველი ესკიზები 1803-1804 წლებით თარიღდება, ანუ მე-3 სიმფონიის დასრულების შემდეგ და მე-4-ს დაწყებამდე პერიოდით. 1806 წელს კომპოზიტორმა გაიცნო სილეზიელი გრაფი, ფრანც ფონ ოპერსდორფი, რომელმაც, მოგვიანებით, ორი სიმფონია შეუკვეთა. მე-5 სიმფონიაზე მუშაობა ვენაში, 1807 წლის ბოლოდან 1808 წლის გაზაფხულამდე პერიოდში, მე-6 სიმფონიის პარალელურად დასრულდა.[6] სიმფონიის მიძღვნა, თავდაპირველად, ოპერსდორფისთვის იყო განსაზღვრული. მას თანხაც ჰქონდა გადახდილი, რაც, გარკვეული დროით, ნაწარმოებზე მის უფლებებს უზრუნველჰყოფდა. მიუხედავად ამისა, ბეთჰოვენმა ნაწარმოები საბოლოოდ პრინც ფრანც იოზეფ ლობკოვიცს მიჰყიდა და მიუძღვნა მას და უკრაინის ბოლო გეტმანის ვაჟს, გრაფ ანდრეი კირილეს ძე რაზუმოვსკის. ამ უკანასკნელსვე მიუძღვნა მოგვიანებით სამი სიმებიანი კვარტეტი (op. 59). 1808 წლის 1 ნოემბრის წერილში ბეთჰოვენი ოპერსდორფს უხსნის: „გაჭირვებამ მაიძულა, რომ თქვენთვის დაწერილი სიმფონია გამესხვისებინა.“ ბოდიშის ნიშნად, კომპოზიტორმა მას მე-4 სიმფონია მიუძღვნა. 1808 წლის ივნისში, უკეთესი გასამრჯელოს იმედით, ბეთჰოვენმა ნაწარმოები გამომცემლობა Breitkopf & Härtel-ს შესთავაზა, რომელთაც იგი 1809 წელს გამოსცეს.
  
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770 - 1827)

სიმფონიის პრემიერა 1808 წლის 22 დეკემბერს, ვენის თეატრში გამართული ოთხსაათიანი კონცერტის ფარგლებში შედგა. ამ ისტორიული მნიშვნელობის კონცერტზე[9] აგრეთვე პირველად შესრულდა მე-4 საფორტეპიანო კონცერტი, მე-6 სიმფონია, ასევე ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის. პროგრამაში აგრეთვე შედიოდა ნაწყვეტები დო მაჟორული მესიდან და არია Ah, perfido!. პრემიერებმა წარუმატებლად ჩაიარა, რადგან მუსიკოსებს სათანადო რეპეტიცია გავლილი არ ჰქონდათ, ხოლო დარბაზში არ იყო გათბობა. პრემიერის დროს ბეთჰოვენს მე-5 და მე-6 სიმფონიები უკუთანმიმდევრობით ჰქონდა დანომრილი, თუმცა, მოგვიანებით, დღეს არსებული ნუმერაციის გამოყენება გადაწყვიტა.

მე-5 სიმფონიასთან დაკავშირებით ბეთჰოვენის ჩანაფიქრსა და მოტივაციაზე სათქმელი ცოტაა, რადგან თავად ავტორს არავითარი ჩანაწერი არ დაუტოვებია. მიუხედავად ამისა, სმენის დაქვეითება, რომელიც კომპოზიტორს 1798 წელს დაეწყო, აგრეთვე, მისი ჰაილიგენშტადტის ანდერძი გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. 1859 წელს სწორედ ამ ფაქტორებზე დაყრდნობით, ალექსანდერ ულიბიშევმა შემდეგი მოსაზრება გამოთქვა: „მან კარი გაუხსნა სასიკვდილო დარტყმებს, მის წინაშე აღიმართა ბნელი აჩრდილი, რომელიც სრულ სიყრუეს და არარაობას უქადდა.“

მე-5 სიმფონიის წარმოშობასთან დაკავშირებულ კვლევაში მეხტჰილდ ფუქსი ითვალისწინებს როგორც ბიოგრაფიულ, ისე ისტორიულ ასპექტებს: „ბეთჰოვენის ბიოგრაფიით ან მის დროს მიმდინარე რევოლუციური პროცესებით მე-5 სიმფონიის შინაარსის ახსნა ზედმეტად მარტივი იქნებოდა. ბეთჰოვენის იმიჯის შესწავლის შედეგად, რომელიც როგორც საკუთარი, ისე იმ პერიოდის მუსიკალური საზოგადოების მიერ დატოვებულ დახასიათებებს ემყარება, მივედი დასკვნამდე, რომ ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია, თუმცა, კომპოზიტორის არტისტული ხედვა მათით არ შემოისაზღვრება.“




სიმფონია № 9 (ბეთჰოვენი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                 სიმფონია № 9 (ბეთჰოვენი)

ერთ-ერთი გვერდი ბეთხჰოვენის მე-9 სიმფონიის ავტოგრაფიდან

 (რე მინორი), Op. 125 ― ბეთჰოვენის უკანასკნელი დასრულებული სიმფონია, რომელიც 1822-1824 წლებში დაიწერა და პირველად შესრულდა ვენაში, 1824 წლის 7 მაისს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები კლასიკური პერიოდიდან და ბევრი კრიტიკოსის და მუსიკოლოგის მიერ მიიჩნევა ბეთჰოვენის შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად და დასავლური მუსიკის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად. 2010-იანი წლებისთვის, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად შესრულებული სიმფონიების რიცხვს მიეკუთვნება.

მე-9 სიმფონია წარმოადგენს წამყვანი კომპოზიტორის მიერ სიმფონიაში ვოკალის გამოყენების პირველ შემთხვევას და საგუნდო სიმფონიის პირველ მაგალითს. ვოკალური ნაწილი ჩართულია სიმფონიის ბოლო (IV) მოქმედებაში და სრულდება ოთხი სოლისტის და გუნდის მიერ. ბეთჰოვენმა სასიმღერო ტექსტად აირჩია ფრიდრიხ შილერის ლექსი „სიხარულის ოდა“ (გერმ. An die Freude) (დაიწერა 1785 წელს, რევიზია 1803 წელს), ტექსტის გარკვეული ნაწილი აგრეთვე დამატებულია თავად კომპოზიტორის მიერ. როგორც პირველმა საგუნდო სიმფონიამ, მან გარდატეხა მოახდინა მუსიკის ისტორიაში და მის გავლენას შემდეგი თაობის მუსიკოსებიც განიცდიდნენ.

2001 წელს, სიმფონიის ორიგინალი, ხელნაწერი პარტიტურა, რომელიც ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაშია დაცული, შეტანილ იქნა გაეროს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის სიაში და წარმოადგენს ამ პროგრამაში მოხვედრილ პირველ სანოტო ჩანაწერს

იხ. ვიდეო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია

ლონდონის ფილარმონიულმა საზოგადოებამ სიმფონია თავდაპირველად 1817 წელს შეუკვეთა, კომპოზიციის შექმნა კი 1822 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 1824 წლის თებერვალში დასრულდა. სიმფონიას საფუძვლად დაედო ბეთჰოვენის სხვა ნაწარმოებები, რომლებიც, თავის მხრივ, დასრულებული ნამუშევრებია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული აზრით, წარმოადგენს მომავალი სიმფონიის მონახაზებსაც. საგუნდო ფანტაზიას Op. 80 (1808), რომელსაც, პრინციპში, საფორტეპიანო კონცერტის ერთ-ერთი მოქმედების ფორმა აქვს, კულმინაციურ ნაწილში ვოკალური სოლისტები და გუნდი უერთდება. ვოკალისტები და გუნდი ასრულებენ თემას, რომელიც მანამდე ინსტრუმენტების მიერ არის გაჟღერებული და რომელიც წააგავს შესაბამის თემას მეცხრე სიმფონიიდან.

უფრო ადრე, საგუნდო ფანტაზიის თემა გვხვდება სიმღერაში Gegenliebe ფორტეპიანოსა და მაღალი ხმისთვის, რომელიც 1795 წლით თარიღდება. რობერტ გუტმანის მიხედვით, მოცარტის K. 222, ოფერტორია რე-მინორი, Misericordias Domini, რომელიც 1775 წელს დაიწერა, ასევე შეიცავს მსგავს მელოდიას.

                                                                  

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის პორტრეტი, 1820. მე-9 სიმფონიის წერის დროს ბეთჰოვენი თითქმის სრულად იყო ყრუ.
მიუხედავად იმისა, რომ ბეთჰოვენის ძირითადი ნაწარმოებების პრემიერა, როგორც წესი, ვენაში ხდებოდა, კომპოზიტორს სურდა, თავისი ბოლო კომპოზიცია ბერლინში შესრულებულიყო, დასრულებიდან რაც შეიძლება მალე, რადგან ფიქრობდა, რომ ვენის მუსიკალურ გემოვნებაში იტალიელი კომპოზიტორები დომინირებდნენ, მაგალითად, ჯოაკინო როსინი. როცა ამის შესახებ მისმა მეგობრებმა და სპონსორებმა შეიტყვეს, წერილობითი პეტიცია გაუგზავნეს, რომელსაც ხელს არაერთი ვენელი მუსიკის მფარველი და შემსრულებელი აწერდა და სადაც დაჟინებით სთხოვდნენ კომპოზიტორს, სიმფონიის პრემიერა ვენაში შესრულებულიყო

                                                                              
კერნერტორის თეატრი 1830

ბეთჰოვენი ნასიამოვნები დარჩა მსგავსი თაყვანისცემით და მეცხრე სიმფონია 1824 წლის 7 მაისს, კერნტნერტორის თეატრში (Theater am Kärntnertor) შესრულდა ბეთჰოვენის სხვა ორ ნაწარმოებთან ერთად - სახლის განწმენდა (უვერტიურა) და საზეიმო მესის (Missa Solemnis) სამი ნაწილი (Kyrie, Credo და Agnus Dei). ეს იყო კოპოზიტორის პირველი გამოჩენა სცენაზე 12 წლის განმავლობაში და დარბაზი სავსე იყო დაინტერესებული მსმენელით და მუსიკოსებით.

მე-9 სიმფონიის პრემიერაში ჩართული იყო ყველაზე დიდი ორკესტრი, რაც ბეთჰოვენს მანამდე შეეკრიბა. საჭირო გახდა კერნტნერტორის ორკესტრის, ვენის მუსიკალური საზოგადოების (Gesellschaft der Musikfreunde) და არაერთი ნიჭიერი მოყვარულის გაერთიანებული ძალისხმევა. საპრემიერო შესრულებაში მონაწილეთა სრული სია არ არსებობს, მაგრამ ცნობილია, რომ მასში ვენის ბევრი ელიტური შემსრულებელი შედიოდა.

სოპრანოს და ალტის პარტიებს ორი ცნობილი, ახალგაზრდა მომღერალი ასრულებდა: ჰენრიეტ ზონტაგი და კაროლინ უნგერი. გერმანელი სოპრანო, ჰენრიეტ ზონტაგი 18 წლის იყო, როცა ბეთჰოვენმა პირადად მიიწვია პრემიერაში მონაწილეობისთვის. აგრეთვე ბეთჰოვენის მიერ პირადად მიწვეული 20 წლის ვენელი კონტრალტო, კაროლინ უნგერი, უკვე ცნობილი იყო 1821 წელს, როსინის ტანკრედიში შესრულებული როლით. სიმფონიის 1824 წლის პრემიერის შემდეგ მან სახელი მოიხვეჭა იტალიაში და პარიზშიც. ცნობილია, რომ იტალიელ კომპოზიტორებს, გაეტანო დონიცეტის და ვინჩენცო ბელინის სპეციალურად მისი ხმისთვის აქვთ დაწერილი როლები. ანტონ ჰაიცინგერი ასრულებდა ტენორის, ხოლო იოზეფ ზაიპელტი - ბანის პარტიას.

                                                                               

კაროლინ უნგერი
მიუხედავად იმისა, რომ შესრულებას, ოფიციალურად, თეატრის კაპელმაისტერი, მიხაელ უმლაუფი დირიჟორობდა, მასთან ერთად სცენას იყოფდა ბეთჰოვენიც. თუმცა, ორი წლით ადრე, უმლაუფს ნანახი ჰქონდა, თუ როგორი კატასტროფით დასრულდა ბეთჰოვენის მიერ თავისი ოპერის, ფიდელიოს გენერალური რეპეტიციის დირიჟორობა. ამიტომაც, ამჯერად, შემსრულებლებს მისცა მითითება, რომ უკვე თითქმის სრულებით ყრუ ბეთჰოვენისთვის ყურადღება არ მიექციათ. ყველა ნაწილის დასაწყისში, ბეთჰოვენი, რომელიც სცენის გევრდით იჯდა, ტემპს იძლეოდა. იგი შლიდა პარტიტურის გვერდებს და დირიჟორობდა ორკესტრს, რომლის ხმაც არ ესმოდა.

აუდიტორიის აპლოდისმენტების დროს - სხვადასხვა გადმოცემით, სკერცოს ან მთლიანი სიმფონიის ბოლოს - ბეთჰოვენი რამდენიმე ტაქტით უკან იყო და ჯერ კიდევ დირიჟორობდა. ამის გამო, კონტრალტო, კაროლინ უნგერი, მივიდა მასთან და შემოაბრუნა, რათა მიეღო მსმენელთა ტაში და ოვაციები. Theater-Zeitung-ის კრიტიკოსის მიხედვით, „პუბლიკამ თავისი მუსიკალური გმირი უკიდურესი პატივისცემით და სიმპათიით მიიღო, უსმენდა მის გიგანტურ ქმნილებებს უდიდესი ყურადღებით და საზეიმოდ ტაშს უკრავდა, ხშირად ნაწილების დროსაც, ხოლო მათი დასრულებისას - განუწყვეტლივ.“

პირველი გერმანული გამოცემა დაიბეჭდა B. Schott's Söhne-ს მიერ, მაინცში, 1826 წელს. Breitkopf & Härtel-ის გამოცემა, რომელიც 1864 წლით თარიღდება, ყველაზე ხშირად გამოიყენება ორკესტრების მიერ. 1997 წელს, Bärenreiter-მა გამოსცა ჯონათან დელ მარის მიერ რედაქტირებული ვერსია. დელ მარის მიხედვით, ამ გამოცემაში გასწორებულია 3,000-მდე შეცდომა, ზოგიერთი - საკმაოდ მნიშვნელოვანი. დევიდ ლივაიმ, მოერეს მხრივ, გააკრიტიკა ეს რედაქცია და თქვა, რომ მას შეეძლო „საკმაოდ მცდარი“ ტრადიციებისთვის მიეცა სათავე. Breitkopf-მა ასევე გამოსცა ახალი, პეტერ ჰაუშილდის რედაქცია, 2005 წელს

.მუსიკის კრიტიკოსებს შორის არსებობს თითქმის უნივერსალური კონსენსუსი, რომ მეცხრე სიმფონია წარმოადგენს ბეთჰოვენის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს და ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ნაწარმოებს, რაც ოდესმე დაწერილა. თუმცა, ფინალურ მოქმედებას ახლდა თავის წინააღმდეგბები: „ადრინდელ კრიტიკოსებს იგი გაუგებრად და ექსცენტრუილად მიაჩნდათ, ყრუ და ხანშიშესული კომპოზიტორის მუსიკად“.

                                                                                          

ინო სავინი დირიჟორობს მე-9 სომფონიას რივოლის თეატრში. პორტუ, პორტუგალია 1955

მეცხრე სიმფონიის ბრიტანული პრემიერს 1825 წლის 21 მარტს წარმოადგინა დამკვეთმა, ლონდონის ფილარმონიულმა საზოგადოებამ, Argyll Rooms-ში, სერ ჯორჯ სმარტის დირიჟორობით, საგუნდო პარტია კი იტალიურად იყო შესრულებული. ამერიკული პრემიერა 1846 წლის 20 მაისს განხორციელდა ახლად ჩამოყალიბებული ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის შესრულებით Castle Garden-ში. კონცერტი ახალი საკონცერტო დარბაზისთვის თანხის შეგროვებას ისახავდა მიზნად და მას ინგლისში დაბადებული ჯორჯ ლოუდერი დირიჟორობდა. ვოკალური ნაწილი პირველად ამ კონცერტისთვის ითარგმნა ინგლისურად.

რიხარდ ვაგნერმა კარიერის განმავლობაში მეცხრე სიმფონია არაერთხელ იდირიჟორა. აქედან ბოლო შესრულება 1872 წელს განხორციელდა ბაიროითის საფესტივალო სახლისთვის საძირკვლის ჩაყრასთან დაკავშირებულ კონცერტზე. ვაგნერმა მოგვიანებით ნარკვევიც გამოაქვეყნა სიმფონიის შესრულების თავისებურებებთან დაკავშირებით, სადაც აღწერა მის მიერ გაორკესტრებაში შეტანილი ცვლილებები 1872 წლის კონცერტთან დაკავშირებით.

ლონდონის ფილარმონიული გუნდის დებიუტი 1947 წლის 15 მაისს სწორედ მეცხრე სიმფონიით მოხდა ლონდონის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, ვიქტორ დე საბატას დირიჟორობით, Royal Albert Hall-ში. 1951 წელს ვილჰელმ ფურტვენგლერმა და ბაიროითის ფესტივალის ორკესტრმა ხელახლა გახსნეს ბაიროითის ფესტივალი მეცხრე სიმფონიით. ფესტივალი მოკავშირეების მიერ შეჩერებული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ამერიკელმა დირიჟორმა, ლეონარდ ბერნსტაინმა მეცხრე სიმფონია სამი ჩანაწერიდან პირველი 1964 წელს, ნიუ-იორკის ფილარმონულ ორკესტრთან ერთად გააკეთა, Columbia Masterworks-ისთვის. შესრულებაში მონაწილეობდნენ მარტინა აროიო (სოპრანო), რეჯინა სარფატი (მეცო), ნიკოლას დი ვირჯილიო (ტენორი), ნორმან სკოტი (ბანი) და ჯულიარდის სკოლის გუნდი. მოგვიანებით, ჩანაწერი კომპაქტ-დისკის სახითაც გამოიცა.

მეორე ჩანაწერი ბერნსტაინმა ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად გააკეთა Deutsche Grammophon-ისთვის, 1979 წელს. მასში მონაწილეობდნენ გუინეტ ჯოუნსი (სოპრანო), ჰანა შვარცი (მეცო), რენე კოლო (ტენორი), კურტ მოლი (ბანი) და ვენის სახელმწიფო ოპერის გუნდი.

ბერნსტაინმა ასევე იდირიჟორა სიმფონიის ოდნავ შეცვლილი ვარიანტი Konzerthaus Berlin-ში, აღმოსავლეთ ბერლინში სადაც სიტყვა გერმ. Freude (სიხარული) შეცვლილი იყო სიტვით გერმ. Freiheit (თავისუფლება). 1989 წლის შობას გამართული კონცერტი ბერლინის კედლის დაცემას ეძღვნებოდა. ორკესტრი და გუნდი, რომელიც აღნიშულ კონცერტში მონაწილეობდა, ბევრი სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსებისგან შედგებოდა: ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, დრეზდენის საქსონიის სახელმწიფო კაპელის წევრები და დრეზდენის ბავშვთა ფილარმონიული გუნდის წევრები - გერმანიიდან; კიროვის თეატრის ორკესტრის წევრები საბჭოთა კავშირიდან; ლონდონის სიმფონიური ორკესტრის წევრები გაერთიანებული სამეფოდან; ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის წევრები აშშ-დან და პარიზის ორკესტრის წევრები საფრანგეთიდან. სოლისტები იყვნენ ჯუნ ანდერსონი (სოპრანო), სარა უოკერი (მეცო-სოპრანო), კლაუს კენიგი (ტენორი) და იან-ჰენდრიკ როტერინგი (ბანი). ეს ბოლო შემთხვევა იყო, როცა ბერნსტაინმა ეს სიმფონია იდირიჟორა. იგი ათი თვის შემდეგ გარდაიცვალა.

სერ გეორგ შოლტიმ მეცხრე სიმფონია ორჯერ იდირიჟორა ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან და ჩიკაგოს სიმფონიურ გუნდთან ერთად. პირველად 1972 წელს, სოლისტებთან პილარ ლორენგართან, ივონ მინტონთან, სტიუარტ ბაროუზთან და მარტი ტალველასთან ერთად, ხოლო მეორედ - 1986 წელს, სადაც სოლისტები ჯესი ნორმანი, რაინჰილდ რუნკელი, რობერტ შუნკი და ჰანს სოტინი იყვნენ. მეორე შესრულების ჩანაწერმა 1987 წელს გრემის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო საორკესტრო შესრულებისთვის.

2018 წელს, BBC Proms-ის ახალგაზრდულმა გუნდმა შეასრულა სიმფონია სერ გეორგ შოლტის სახელობის იუნესკოს მშვიდობის მსოფლიო ორკესტრთან ერთად Royal Albert Hall-ში. ის მეცხრე განყოფილებაში შესრულდა, რომელსაც „ომი და მშვიდობა“ ერქვა და მიეძღვნა პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ასი წლისთავს. მას დონალდ რანიკლსი დირიჟორობდა და BBC-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

არსებობს რამდენიმე ჩანაწერი, სადაც დირიჟორები ეცადნენ სიმფონიის იმ ჟღერადობის მიღწევას, როგორიც იქნებოდა ბეთჰოვენის სიცოცხლეში, რისთვისაც შესაბამისი პერიოდის ინსტრუმენტები და ბეთჰოვენისეული ტემპები იყო გამოყენებული. მათგან აღსანიშნავია:

  • როჯერ ნორინგტონი და London Classical Players (1987). გამოსცა EMI Records-მა 1997 წელს.
  • ბენჯამინ ზანდერი და ბოსტონის ფილარმონიული ორკესტრი (1992).
  • ბენჯამინ ზანდერი და ლონდონის Philharmonia Orchestra (2018). ტან ახლავს ზანდერის 3 საათიანი ლექცია, სადა ის თავისი ინტერპრეტაციის გამართლებულობაზე საუბრობს.
  • ფილიპ ჰერევეგე და Orchestre des Champs-Élysées (1999, Harmonia Mundi).
  • სერ ჯონ ელიოტ გარდინერი[56] და Orchestre Révolutionnaire et Romantique (1992). გამოსცა Deutsche Grammophon-მა 1994 წელს, როგორც ბეთჰოვენის სიმფონიების სრული ციკლის ნაწილი.
  • კრისტოფერ ჰოგვუდი და ძველი მუსიკის აკადემია (1997, Éditions de l'Oiseau-Lyre).

79 წუთიანი ხანგრძლივობით, მეცხრე სიმფონიის უგრძესი ჩანაწერი ეკუთვნის კარლ ბემს და ვენის ფილარმონიულ ორკესტრს (1981). სოლისტებში ჯერი ნორმანი და პლასიდო დომინგოც შედიოდნენ.







ასაკი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                  ასაკი ჯორჯიონე. სამი ასაკის კაცი. 1500-1510 წწ. პალაცო...