четверг, 21 октября 2021 г.

მაიკლ ჯექსონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           მაიკლ ჯექსონი

                                                                          

 (ინგლ. Michael Jackson, ნამდვილი სახელი — მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი (Michael Joseph Jackson); დ. 29 აგვისტო1958 — გ. 25 ივნისი2009), აგრეთვე ცნობილი როგორც MJპოპის მეფემაიკლ ჯო ჯექსონი — ამერიკელი მუსიკოსიმსახიობი და პოპ-კერპი. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო. თავდაპირველად მან სახელი გაითქვა ძმებთან ერთად, ჯგუფით The Jackson 5, ხოლო 1971 წლიდან სოლო კარიერა დაიწყო.

1980-იანი წლების დასაწყისში მაიკლი იქცა დომინირებად ფიგურად პოპულარულ მუსიკაში. მისი სიმღერების ვიდეოკლიპებმა, განსაკუთრებით „Beat It“„Billie Jean“ და „Thriller“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვიზუალური ხელოვნების, კერძოდ, ვიდეოკლიპების ტრადიციების განვითარებაში, რამაც ტელეარხ MTV-საც დიდი პოპულარობა მოუტანა. 1990-იან წლებში მაიკლი ასევე იყო ტელეეთერის მუდმივი მონაწილე, მაგალითად, კლიპებით „Black or White“ და „Scream“. სასცენო გამოსვლებისა და მუსიკალური კლიპების დახმარებით ჯექსონმა პოპულარობა მოუტანა საკუთარ საცეკვაო ილეთებს, როგორიც იყო „რობოტის ცეკვა“ და „გასეირნება მთვარეზე“. მისი სიმღერების ჟღერადობისა და ვოკალური შესრულების ტექნიკამ გავლენა იქონია ჰიპ ჰოპზეპოპზე, თანამედროვე რითმ-ენდ-ბლუზსა და როკ-მუსიკაზე.

ჯექსონის 1982 წლის დისკი Thriller ითვლება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად. მისი სხვა ალბომები, მათ შორის Off the Wall (1979), Bad (1987), Dangerous (1991) და HIStory (1995) ასევე ითვლება მსოფლიო ბესტსერებად. ჯექსონი იმ რამდენიმე შემსრულებელს შორის არის, რომლებიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. იგი ასევე შეყვანილი იქნა ცეკვის დიდების დარბაზში როგორც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მოცეკვავე პოპისა და როკ-ენ-როლის სამყაროდან. მის დამსახურებებსა და ჯილდოებს შორის არის: გინესის მსოფლიო რეკორდები, 13 გრემი, 26 ამერიკული მუსიკის ჯილდო (ყველაზე მეტი ამ ჯილდოს არსებობის ისტორიაში, მათ შორის - „საუკუნის შემსრულებლის“ კატეგორიაში); 13 სინგლი, მოხვედრილი #1 პოზიციაზე აშშ-ს ჩარტებში მისი სოლო-კარიერის მანძილზე და მსოფლიო მასშტაბით გაყიდული დაახლოებით 750 მილიონი ჩანაწერი. ჯექსონს ასევე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.

მაიკლი ასევე იყო ცნობილი ფილანტროპი და ჰუმანისტი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა და მილიონობით აშშ დოლარით უზრუნველყოფდა რამდენიმე ათეულ ფონდს. დევიდ უინტერსის თანახმად, მაიკლი ათეულობით მილიონ დოლარს ანონიმურად გადასცემდა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდებს და დროის დიდ ნაწილს უთმობდა მძიმედ დაავადებული ბავშვების მონახულებას. საავადმყოფოებში ვიზიტის დასრულებისთანავე იგი ინტერესდებოდა, თუ რა იყო აუცილებელი ამა თუ იმ ბავშვისათვის და ასევე ანონიმურ გადარიცხვებს აწარმოებდა, რათა საავადმყოფოებს შეეძინათ შესაბამისი საშუალებები.

ჯექსონის ცხოვრების ასპექტები, მათ შორის, ცვლილებები მის გარეგნობაში, პირადი ურთიერთობები და ქცევები იწვევდნენ სკანდალებს. 1993 წელს იგი დადანაშაულებული იქნა მცირეწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში, თუმცა მოგვიანებით მისი ბრალეულობა დამტკიცებული არ იქნა. 2005 წელს მას იგივე მიზეზით უჩივლეს, მაგრამ მაიკლი კვლავ უდანაშაულოდ სცნეს.

კონცერტების სერიის This Is It მომზადების პერიოდში მაიკლი გარდაიცვალა, რის მიზეზად ოფიციალურად იქნა დასახელებული პროპოფოლისა და ლორაზეპამის ჭარბი რაოდენობა. წარმოიშვა ვარაუდები, რომ მრავალი შეცდომა მუსიკოსის მკურნალობისას დაუშვა მისმა პირადმა ექიმმა, კონრად მიურეიმ. მაიკლის დასაფლავების ცერემონია გადაიცემოდა პირდაპირ ტელეეთერში - მას დაახლოებით მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს.

2010 წლის მარტში კომპანიამ Sony Music Entertainment ხელი მოაწერა სპეციალურ კონტრაქტს ჯექსონის მემკვიდრეებთან, რითაც მას 2017 წლამდე გაუხანგრძლივდა მაიკლის ჩანაწერების გამოყენების უფლება. შესაბამისად, კომპანის უფლება მიეცა, ამ ვადაში გამოეცა შვიდი ალბომი მუსიკოსის გამოუცემელი მასალით.

იხ. ვიდეო მაკლ ჯექსონი - პოპის მეფედ აღიარებული  მუსიკოსი გამონათქვამები და ციტატები

მაიკლ ჯექსონი დაიბადა ჯოზეფ და კეტრინ ჯექსონების ოჯახში, ქალაქ გერიში (ინდიანას შტატი). იგი იყო მერვე ათი შვილიდან. ჯოზეფმა შექმნა ოჯახური ჯგუფი Jackson 5, რომელიც თავდაპირველად გამოდიოდა მხოლოდ ადგილობრივ ბარებსა და კლუბებში. თუმცა, ამავე დროს, დამოუკიდებელ ლეიბლზე Steeltown Records ჩაწერილი იქნა ორი სინგლი, ხოლოდ 1969 წელს, ბობი ტეილორის დახმარებით მათ მოაწერეს ხელი კონტრაქტს მსხვილ ლეიბლთან Motown Records.

მალე ჯექსონების ოჯახი ცნობილი გახდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო 1970 წელს მათი პირველი ოთხი სინგლი სხვადასხვა დროს მოხვდა ამერიკული ჩარტების #1 ადგილზე. მაიკლი გამოირჩეოდა ყველასგან და უკვე ითვლებოდა წამყვან ძალად მთელ კოლექტივში, მით უმეტეს, რომ სწორედ მას ერგებოდა ხოლმე მთავარი ვოკალური სოლო-პარტიები. ის იქცევდა ყურადღებას ცეკვის საოცარი სტილით და სცენაზე მოძრაობის მანერით, რომელიც შეიმუშავა თავისი მუსიკალური კერპების, ჯეიმზ ბრაუნისა და ჯეკი უილსონის გავლენით.

სოლო-კარიერის დაწყება

1973 წლიდან ხუთეულის პოპულარობამ იკლო და 1976 წლიდან კონტრაქტი გაფორმა სხვა კომპანიასთან, რასაც მოჰყვა ჯგუფის სახელის უბრალოდ The Jacksons-ით ჩანაცვლება. 1976-1984 წლებში მათ გამოსცეს კიდევ 6 ალბომი. ამასობაში მაიკლმა დაიწყო სოლო-კარიერა და გამოუშვა ოთხი წარმატებული სოლო-ალბომი.

1978 წელს მან დაიანა როსთან ერთად მონაწილეობა ფილმში The Wiz, რომელიც იყო ეკრანიზაცია ბროდვეის მიუზიკლისა ოზის საოცარი ჯადოქარი. გადაღებების დროს მან გაიცნო მუსიკალური რეჟისორი კუინსი ჯონსი, რომელიც მისი ყველაზე ცნობილი ალბომების პროდიუსერად იქცა. აქედან პირველმა, Off the Wall (1979) წარადგინა მაიკლი, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი, ხოლო სასცენო პროგრამამ - როგორც შესანიშნავი მოცეკვავე. ჩარტების სათავეში მოექცა სინგლები Don’t Stop 'Til You Get Enough და Rock With You, თავად ალბომი კი გაიყიდა 20 მილიონი ასლის ოდენობით. ბევრი კრიტიკოსი დღემდე თვლის, რომ ეს დისკი იყო დისკოს ჟანრის უკანასკნელი მნიშვნელოვანი ჩანაწერი.

იხ. ვიდეო



Thriller და მოტაუნის 25-ე იუბილე (1982–83)

1982 წელს ჯექსონმა ფილმისათვის „უცხოპლანეტელი“ (რეჟ.: სტივენ სპილბერგი) ჩაწერა სიმღერა „Someone In the Dark“. იმავე წელს გამოიცა მაიკლის ლეგენდარული ალბომი Thriller, რომელიც თითქმის დამატებითი პრომოკამპანიის გარეშე იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად და ცნობილ მუსიკალურ ალბომად. სინგლები ამ ალბომიდან („Billie Jean“, „Beat It," და „Wanna Be Startin' Somethin'“) ფიგურირებდნენ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო სიმღერების ჰიტ-აღლუმებში. ალბომს მიენიჭა ორმაგი ალმასის სტატუსი, მთელ მსოფლიოში გაყიდული 29 მილიონი დისკისათვის. იგი კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ალბომად. დღეისათვის გაყიდულის მისი დაახლოებით 110 მილიონი ასლი.

პირადი ცხოვრება

1994 წლის მაისში, მომღერალი მაიკლ ჯექსონი დაქორწინდა ცნობილი მომღერლის ელვის პრესლის შვილზე, ლიზა მარი პრესლიზე. ისინი მალევე დაშორდნენ, რადგან ლიზამ მაიკლს შვილი არ გაუჩინა. თუმცა 2010 წლის ბოლოს ლიზამ ჩაწერა ოპრა უინფრისთან ინტერვიუ სადაც იგი დაუფარავად საუბრობს მისი და მაიკლის ურთიერთობაზე და აღნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი ნამდვილად უყვარდათ.

1996 წლის 14 ნოემბერს მეორედ იგი დაქორწინდა დები როუზე. მათი ქორწინება ბევრად ხანგრძლივი გამოდგა ვიდრე ლიზა მარი პრესლისთან, მაიკლ ჯექსონს დები როუსგან ეყოლა შვილები: პრინს მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი და ქალიშვილი პერის ჯექსონი .

მალევე ისინი დაშორდნენ დებიმ კი განაცხადა: „მაიკლს ძალიან უნდოდა შვილები, ის არის საუკეთესო მამა. მე შვილები არ მიმიტოვებია, უბრალოდ შვილები მხოლოდ მაიკლის გამო გავაჩინე.“

ცნობილია, რომ მაიკლ ჯექსონი, როგორც მამა, თავის მოვალეობებს პირნათლივ ასრულებს. ეს განაცხადა მისი სიკვდილის შემდეგ პერის ჯექსონმაც:

მამიკო იყო საუკეთესო მამა, რომელიც კი შეიძლებოდა ოდესმე წარმოგედგინათ, მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა, რომ ის ძლიერ მიყვარს.

მაიკლის ირგვლივ სწორედ ამან გამოიწვია დიდი სკანდალი, მისი არანორმალური სიყვარული ბავშვების მიმართ იქცა იმის საბაბად, რომ მისთვის ეჩივლათ სასამართლოში პედოფილიისთვის. ცნობილია რომ მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ 2 სასამართლო ჩატარდა და ვერც ერთზე ვერ დამტკიცდა მისი დამნაშავეობა. პირველად მბრალდებელი იყო ჯორდან ჩენდლერი, რომლის მამამაც აღიარა, რომ ჯექსონისგან ფულის გამოძალვის მიზნით მოიქცა ასე, ხოლო მეორე — ერვინ გავიზო, რომლის მშობლებმაც ასევე ტყუილად დასდეს ბრალი მაიკლს.

გარდაცვალება

2009 წლის, 25 ივნისს, დილით, კონრად მიურეიმ მაიკლ ჯექსონს გაუკეთა პროპოფოლის ინექცია და დატოვა იგი. დაახლოებით 2 საათში მიურეი დაბრუნდა პაციენტთან და იპოვა მაიკლი საწოლზე დაღებული პირით და თვალებით. მან სცადა მაიკლის რეანიმირება მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 12:21 ტეხასის დროით 911-ში დაფიქსირდა ზარი. სასწრაფო 3 წუთსა და 17 წამში ადგილზე იყო, ამ დროს კი მაიკლს უკვე გული გაჩერებული ჰქონდა და ექიმებმა გულის რეანიმაციის ჩატარება დაიწყეს. მაიკლის სიცოცხლის დაბრუნებას ისინი ეცადნენ 1 საათი კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტის მიყვანის შემდეგ (13:14) მაგრამ ამაოდ. 14:26 მაიკლის სიკვდილის დროდ დააფიქსირეს. მაიკლის დაკრძალვის შესახებ ბევრი საიდუმლო და ჭორი ვრცელდებოდა, საბოლოოდ იგი დაკრძალეს ხუთშაბათს, 3 სექტემბერს ფორესტ-ლაუნის სასაფლაოზე. ლოს-ანჯელესის მთავრობა იძიებდა მაიკლ ჯექსონის მკვლელობას მათ ჩათვალეს ექიმების მოქმედებები როგორც მკვლელობა ამიტომ გამოძიება აღიძვრა. 2011 წლის ნოემბერში კონრად მიურეი აღიარებული იქნა მაიკლის უნებლიე მკვლელად და მიესაჯა 4 წელი პატიმრობა და ასევე წაერთვა ექიმის ლიცენზია.



ულრიხ ცვინგლი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ულრიხ ცვინგლი

                              
ულრიხ (ჰულდრაიხ) ცვინგლი (Huldrych/Ulrich Zwingli; დ. 1 იანვარი1484ვილდჰაუზიტოგენბურგის საგრაფო — გ. 11 ოქტომბერი , 1531კაპელი) — შვეიცარიის საეკლესიო რეფორმატორი და პოლიტიკური მოღვაწე, პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულების ― ცვინგლიანობის ფუძემდებელი. თავისი დროის ერთ-ერთი უაღრესად განათლებული ჰუმანისტი.

1506 მიიღო მღვდლის თანამდებობა გლარუსში; მონაწილეობდა იტალიურ ომებში როგორც ლეგიონის მოძღვარი. 1519 წლის იანვარს ცვინგლი დანიშნეს კათედრალური ტაძრის მოძღვრად ციურიხში, აქვე დაუკავშირდა იგი პატრიციატისა და თავადაზნაურობის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას, რომელსაც აწარმოებდა ბიურგერობის პროგრესული ფენა ამქრებსა და გლეხობასთან ერთად. აქვე შეიმუშავა მან საეკლესიო და პოლიტიკური წყობილების გარდაქმნის პროგრამა, რომელიც გადმოცემულია მის „67 თეზისში“ (1522). ცვინგლმა აშკარად გაწყვიტა კავშირი რომის პაპთან. 1523 გაიმარჯვა კათოლიკეებთან გამართულ დიპუტში. საეკლესიო და პოლიტიკური წყობილების რეფორმას ციურიხში ცვინგლი შეუდგა 1523-იდან. დახურეს მონასტრები, ეკლესიებს მოაცილეს „წმინდათა“ ნაწილები და ხატები, ჩამორთმეული სამონასტრო ქონება კი მოხმარდა საქველმოქმედო და განათლების საქმეებს, რომელიც დაექვემდებარა საერო ხელისუფლებას ― დიდ საბჭოს, სადაც ამქრები ბატონობდნენ. საერო ხელისუფლებას დაემორჩილა ეკლესიაც, ქალაქიდან განდევნეს ანაბაპტისტები. ცვინგლი დაუპირისპირდა კათოლიკური ტყის კანტონებს და მათთან სამხედრო შეტაკებისას (კაპელთან ბრძოლაში) ციურიხის ჯარი დამარცხდა, ცვინგლი ამ ბრძოლაში დაიღუპა.

იხ. ვიდეო

                            ცვინგლიანობა

 პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც აღმოცენდა შვეიცარიაში XVI საუკუნეშირეფორმაციის დროს. რელიგიურ-ეთიკური და სოციალურ-პოლიტიკური მოძღვრება, რომელიც შეიმუშავა ულრიხ ცვინგლიმ.

ცვინგლიანობას ბევრი საერთო აქვს ლუთერანობასთან. ამ უკანასკნელის მსგავსად ცვინგლიაობა უარყოფდა კათოლიციზმის ძირითად დოგმას, კერძოდ, იმას, რომ ეკლესია და სამღვდელოება აუცილებელი შუამავლები არიან ადამიანსა და ღმერთს შორის, სულის ხსნის ერთადერთ გზად აცხადებდა ჭეშშმარიტ რწმენას, ქრისტიანობის განახლების საფუძვლად მიაჩნდა საღვთო წერილი, უგულვებელყოფდა ინდულგენციებს, ხატებისადმი თაყვანისცემას, მარხვას, მღვდლების უცოლობას და ა.შ. საიდუმლოთაგან დატოვა მხოლოდ ორი მთავარი — ნათლობა და ზიარება. ამასთანავე, ლუთერანობასთან შედარებით ცვინგლიანობა უფრო გაბედულად გამოდიოდა კათოლიკური კულტის წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ. რაციონალურად განმარტავდა ზიარებას, განიხილავდა მას არა როგორც საიდუმლოს, არამედ როგორც ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის სიმბოლურ გახსენებას. ცვინგლიანობა ეკლესიას საერო ხელისუფლებას უმორჩილებდა.

იხ. ვიდეო 





ჟან-ჟაკ რუსო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              ჟან-ჟაკ რუსო


(ფრანგ. Jean-Jacques Rousseau; დ. 28 ივნისი1712ჟენევა — გ. 2 ივლისი1778პარიზი) — ფრანგი კომპოზიტორი, ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმა და პოლიტიკურმა იდეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფრანგეთის რევოლუციაში. მისმა პოლიტიკურმა იდეებმა ხელი შეუწყო სოციალიზმის ჩამოყალიბებას და ნაციონალიზმის გავრცელებას. რუსომ ასევე დიდი წვლილი შეიტანა მუსიკაში, როგორც თეორეტიკოსმა, ასევე კომპოზიტორმა. „აღსარების“ დაწერის შემდეგ მან პრქტიკულად საფუძველი ჩაუყარა ბიოგრაფიას, როგორც ლიტერატურულ ჟანრს. შემდგომში მისი იდეები განავრცეს ჰეგელმა და ფროიდმა.
იხ. ვიდეო ჟან-ჟაკ რუსო ,, ემილი, ანუ აღზრდის შესახებ''

წარმოშობით რუსო პროტესტანტულ ქალაქ ჟენევიდან იყო. დაბადებისთანავე ჟან-ჟაკმა დედა, სუზანა, დაკარგა. მისი მამა ისააკ რუსო (1672 - 1747), რომელიც მესაათე და ცეკვის მასწავლებელი იყო, მძიმედ განიცდიდა საყვარელი მეუღლის დაკარგვას. ჟან-ჟაკი სახლში ყველასათვის საყვარელი იყო. უკვე შვიდი წლის ასაკში იგი დიდი გულმოდგინებით კითხულობდა ისტორიულ წიგნებს, განსაკუთრებით კი - პლუტარქეს. ბავშვობაში მას თავი ანტიკურ გმირად წარმოედგინა.

რუსო იძულებული იყო ადრეული ასაკიდანვე მუშაობით ერჩინა თავი. 1725 წელს მან საათების გრავირების შესწავლა დაიწყო. მოგვიანებით სინანულით აღნიშნავდა, ჟენეველი მდაბიო მესაათის ხვედრზე მეტად, რომელი ხვედრი უფრო შემეფრებოდაო.[1]თვითდამკვიდრებისთვის რუსო შინამასწავლებლობას,მდივნობას,მთარგმენლობას და კომპოზიტორობას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 1742 წლის 22 აგვისტოს რუსომ პარიზის აკადემიას თავისი ნაშრომი - „პროექტი სამუსიკო ჩანაწერების შესახებ“ წარუდგინა. ზომიერი, არც თუ ისე მწვავე ნაშრომი 1743 წელს დაბეჭდეს.[2] შემდეგ პარიზის გარეუბანში დასახლდა.პარიზში მან კონკურსში მიიღო მონაწილეობა და წარადგინა თავისი ფილოსოფიური ტრაქტატი „მსჯელობა,მეცნიერებისა და ხელოვნებათა გამო“ –ამ ნაშრომმა კი მას საქვეყნო აღიარება მოუტანა.შემდეგ 1754 წელს რუსომ გამოსცა თხზულება „“მსჯელობანი ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობასა და საფუძველზე“. შემდეგ 1762 წელს გამოსცა „პოლიტიკური ტრაქტატი საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ, ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები“. 1862 წელს დაწერა: „ჟიული, ანუ ახალი ელიოზა“ – რითაც ჟან–ჟაკ რუსომ სათავე მისცა ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობას–სენტიმეტალიზმს. ჟან–ჟაკ რუსოს მიერ დაწერილმა პედაგოგიურმა რომანმა „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“ – საფუძველი ჩაუყარა ახალ პედაგოგიურ აზროვნებას. რუსოს აზრით აღზრდამ ადამიანს უნდა შთაუნერგოს მაღალი გრძნობები და საზოგადოებას მისცეს სასარგებლო ადამიანი. შეიარაღებული თავდასხმის გამო ისააკი იძულებული გახდა მეზობელ კანტონაში გაქცეულიყო, სადაც მეორეჯერ იქორწინა. ჟან-ჟაკი ჟენევაში დარჩა და სწავლა დაიწყო ნოტარიუსთან. მუშაობის დროსაც კი იგი განაგრძობდა წიგნების კითხვას. შემდგომ, როგორც საკუთარ წიგნ „აღსარებაში“ აღიარებს რუსო ახალგაზრდობაში ხშირად იტყუებოდა და იპარავდა. კვირაობით იგი ქალაქიდან გადიოდა, საიდანაც გვიან ბრუნდებოდა, მაშინ როდესაც კარები უკვე დაკეტილი იყო, ამიტომაც მას ხშირად უწევდა ღია ცის ქვეშ ღამის გათენება. 16 წლის ასაკში, 1728 წლის 14 მარტს მან გადაწყვიტა ქალაქი დაეტოვებინა.

იხ. ვიდეო

ჟან ჟაკ რუსოს ახალგაზრდობამ სკანდალებითა და თავგადასავლებით ჩაიარა. მოგვიანებით რუსო ამაზე ხატოვნად წერდა თავის „აღსარებაში“, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. 1741 წელს პარიზის გარეუბანში დასახლდა და ცდილობდა, თავი დრამატურგიით ერჩინა. პარიზში ის დაუკავშირდა განმანათლებლებს. მან დიდროს რჩევით დიჟონის აკადემიის კონკურსში წარადგინა ნაშრომი „მსჯელობანი ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობასა და საფუძველზე“. ამ ნაშრომით მან უთანასწორობის გამომწვევ მიზეზად დაასახელა კერძო საკუთრება. „განსჯა ხელოვნებისა და მეცნიერების შესახებ“ (1750) რომელიც ადამიანის ბუნებრივ მხარეს ადიდებდა და მე-18 საუკუნის საფრანგეთის უკიდურესად ხელოვნურ საზოგადოებას უპირისპირდებოდა, რუსოს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. 1762 წელს რუსომ თავისი პირველი რომანი „ემილი“ და ნაშრომი „საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ“ გამოაქვეყნა. ტრაქტატში რუსომ ჩამოაყალიბა დემოკრატიული რესპუბლიკის და ხალხის სუვერენიტეტის იდეები. ნაშრომმა, რევოლუციური განწყობილების გამო, ხელისუფლების წყრომა გამოიწვია. რუსომ თავი შვეიცარიას, შემდეგ კი ინგლისს შეაფარა. მისი იდეებით სულდგმულობდა ფრანგული რევოლუცია. რუსოს აზრით ადამიანები ერთმანეთის თანასწორნი და თავისუფალნი იბადებიან მათი ბუნებრივი გაერთიანება ოჯახია იგი აღნიშნავდა რომ არც ერთ ადამიანს თავის მსგავზე ძალაუფლების გავრცელების უფლება ბუნებით არ აქვს მინიჩებული ამიტომ ხელისუფლება არა მონარქს არამედ მთელ ხალხს უნდა ეკუთნოდეს რუსო ქონების გათანასწორების მომხრე იყო იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აღზრდას.

იხ. ვიდეო 








შარლ ბოდლერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                           შარლ ბოდლერი


(Charles Pierre Baudelaire; დ. 9 აპრილი1821პარიზი ― გ. 31 აგვისტო1867, იქვე) — XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი პოეტი; ასევე მნიშვნელოვანი კრიტიკოსი და მთარგმნელი. 

მამა, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მონაწილე ადრე გარდაეცვალა. მამინაცვალთან დაძაბულმა ურთიერთობამ მძიმე დაღი დაასვა მის ხასიათს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ სამსახური არ დაუწყია, ოჯახსაც გაერიდა და წერას მიჰყო ხელი. მისი პირველი ლექსები („ალბატროსი“, „კრეოლ ქალს“) და სტატიები ფერწერის საკითხებზე 40–იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა. პოეტური შეგირდობის პერიოდში გატაცებული იყო პიერ დე რონსარითკლემან მაროთიაგრიპა დ'ობინიეთი. ღრმად სწავლობდა სტენდალისბალზაკის შემოქმედებას, განმანათლებლებს. მისი ესთეტიკური მრწამსის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინეს სტენდალმაგუსტავ ფლობერმა, აგრეთვე ედგარ ალან პომ, რომლის ნაწარმოებების თარგმანსაც ბოდლერმა 17 წელი მოანდომა.

                                                                    

ბოდლერის პორტრეტი, გუსტავ კურბე 1848

1848 წლის რევოლუციის დღეებში ბარიკადებზე იბრძოდა. დაწერა ლექსი „აბელი და კაენი“ – ფრანგ. რევოლუციური პოეზიის ბრწყინვალე ნიმუში. იბრძოდა კონსერვატიული რომანტიზმისა და „პარნასის“ ესთეტიზმის წინააღმდეგ. ამ პერიოდის ლექსებში თვალსაჩინოა მისი დაინტერესება სოციალური საკითხებით. მაგრამ რევოლუციის დამარცხებამ და ე.წ. მეორე იმპერიის დამყარებამ მკვეთრად შეცვალა ბოდლერის პოეზიის განწყობილება. საზოგადოებრივი პროგრესი პოეტისათვის ქიმერად იქცა. თანდათანობით დაიხვეწა ბოდლერის ძირითადი პოეტური კრებულებისათვის ესოდენ დამახასიათებელი სახელწოდებაც: წიგნის სათაურების ვარიანტები („ლესბოსელი ქალები“, „ლიმბები“, „ჯოჯოხეთის რკალები“) იცვლებოდა შემოქმედებითი ძიების პროცესში, ვიდრე 1857 წელს გამოსულ კრებულს არ დაერქვა „ბოროტების ყვავილები“ (1861 და 1869 წლებში გამოქვეყნდა ამ კრებულის შევსებული გამოცემებიც). ბოდლერის მიერ მკაცრად მოფიქრებული არქიტექტონიკის შესაბამისად, წიგნი შედგება შემდეგი განყოფილებებისგან: „სპლინი და იდეალი“, „პარიზული სურათები“, „ღვინო“, „ბოროტების ყვავილები“, „ამბოხი“ და „სიკვდილი“. აქ პოეტმა თავი მოუყარა ადრინდელ პერიოდში დაწერილ ლექსებსაც, თუმცა კრებულში მაინც გატარებულია პოეტის საბოლოოს ესთეტიკური მრწამსი: ცხოვრებაში ბოროტება ბატონობს და ხელოვნებაშიც ეს ტრაგიკული ფაქტი უნდა ისახებოდეს. ბოდლერი მრავალგზის აღნიშნავდა, რომ „ბოროტების ყვავილები“ შემთხვევითი ლექსებისგან შედგენილი კრებული არ არის, არამედ ერთიანი კონცეფციით შექმნილი „წიგნი“.

„ბოროტების ყვავილები“ კონტრასტის პრინციპითაა აგებული: მასში დაპირისპირებულია სიცოცხლისა და სიკვდილის, სპლინისა და იდეალის თემები. ბოდლერი მტკივნეულად აღიქვამს მისი თანამედროვე საზოგადოების სიმახინჯეს და მაშინაც, როდესაც გამოსავალს ვერ ხედავს, რჩება პირდაპირი და უკომპრომისო. ბოდლერის სხვა თხზულებებიდან აღსანიშნავია წიგნი „ხელოვნური სამოთხენი“ (1860), მისი გარდაცვალების შემდეგ შედგენილი ლექსთა კრებული „ნამსხვრევები“ (1866), კრიტიკული წერილები ხელოვნებათმცოდნეობის საკითხებზე („1845 წლის სალონი“, „1846 წლის სალონი“, „კლასიკოსთა მუზეუმი“), სადაც იგი ავითარებდა თანამედროვე რომანტიზმსა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდის მხატვართა შორის ნათესაობის იდეას. ბოდლერი განსაკუთრებითი აღტაცებით წერდა დელაკრუასდავიდისენგრის ხელოვნებაზე, დომიეს პოლიტიკურ კარიკატურაზე, მიქელანჯელოსა და გოიას შემოქმედებაზე

იხ. ვიდეო შარლ ბოდლერი - ,,მკითხველს''

ბოდლერის პოეზიას დიდი რეზონანსი ჰქონდა როგორც თანამედროვე, ისე მომდევნო თაობის მწერალთა შორის. კერძოდ, მის სახელს უკავშირებდნენ დეკადენტური ლიტერატურის განვითარებას, მაგრამ წმინდა „ბოდლერისეული“ განწყობილებებისა და თემების გარდა ამ დიდ რეზონანს საფუძვლად უდევს პოეტის პროგრესული ჰუმანისტური ტენდენციებიც, აგრეთვე მისი ლექსების კლასიკურად მკაცრი, დახვეწილი სტილი, გასაოცარი ბგერწერა, რიტმულობა, მკაფიო გამომსახველობა. საქართველოში ბოდლერის პოეზიით დაინტერესებულები იყვნენ „ცისფერყანწელები“. მისი გავლენა იგრძნობა პაოლო იაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების ადრეულ ეტაპებზე.

იხ. ვიდეო შარლ ბოდლერი - ,, ალბატროსი''




სამცხე-საათაბაგო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                          სამცხე-საათაბაგო

სამცხე- საათაათბაგო XIII საუკუნის II სახევარსა და XIV საუკუნის I მეოთხედში
 ფეოდალური სამთავრო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში XIV საუკუნის I ნახევრიდან XVII საუკუნის 20-იან წლებამდე. წარმოიქმნა ადრინდელი სამცხის სამთავროს გაზრდისა და გაფართოების საფუძველზე. (სამცხის გამგებლებს ერისთავობასთან ერთად მინიჭებული ჰქონდათ სპასალარობაც). მონღოლებმა საქართველოს დაპყრობის შემდეგ აღნიშნული მხარე ერთ დუმანში მოაქციეს და ჯაყელთა გვარის ძველ ერისთავებს დაუმორჩილეს. 1266 სამცხის სამთავრომ სამეფო კარისაგან შეუვალობა მოიპოვა, იგი ყაენის სახასო მამულად ანუ „ხასინჯუდ“ აღირიცხა — ულუსიანი გახდა. სამცხის სამთავრომ მოახერხა განვითარების მაღალი დონის შენარჩუნება და ტერიტორიის შემდგომი გაზრდაც. მისი სოციალურ-პოლიტიკური წყობა და საზოგადოებრივი ურთიერთობა ძირითადად საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო.

XIII საუკუნის 80-იან წლებში სამცხის სამთავროს ფარგლებში შედიოდა: ტაოშავშეთიკლარჯეთიკოლაარტაანი, კარნიფორი, აჭარა, „კარული ქვეყანა“, (ყარსის რეგიონი) და სპერი. სამთავროს საზღვრები ტაშისკარიდან არზრუმამდე და შავ ზღვამდე ვრცელდებოდა. ძირითადი რეზიდენცია იყო ქ. ახალციხე. „ხასინჯუდ“ ყოფნის დროს სამცხის მთავრები ფორმალურად საქართველოს სამეფოს სამოხელეო ტიტულებსაც ატარებდნენ (მანდატურთუხუცესობა და სხვა). საქართველოდან ფაქტობრივად გათიშული სამთავრო შემოიერთა მეფე გიორგი V-მ, რომელიც სამცხის მთავარ ბექას (1285-1306) შვილიშვილი და მისივე აღზრდილი იყო. გიორგიმ სარგის ბექას ძეს (1306-1334) სპასალარობა დაუბრუნა, ათაბაგობის პატივიც უწყალობა და ამგვარად შემოიმტკიცა. 1334 წელს, სარგისის სიკვდილის შემდეგ, როდესაც სამცხის სამთავროს ტახტზე გიორგი მეფემ ყვარყვარე I დაამტკიცა, ათაბაგობაც მასვე უბოძა. სამცხე-საათაბაგო საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდა. ჯავახეთის შემოერთების შემდეგ (XV საუკუნე) იგი მთელი მესხეთის ტერიტორიაზე გაიშალა. თუ ადრე სამცხის ერისთავები თავიანთ უფლებას „სრულიად სამცხე-კლარჯეთზე“ სპასალარობით ახორციელებდნენ, ახლა „ყოველთა მესხთა“ ათაბაგობით ფლობდნენ. ტერმინი „ათაბაგმა“ შინაარსი იცვალა. იგი ამ მხარის თავადი გახდა, სამცხე-საათაბაგო კი — მთელი მესხეთის სინონიმი.

თემურლენგის ურდოებმა ივანე ათაბაგის (1391-1444) დროს სამცხე-საათაბაგო რამდენიმეჯერ აიკლეს. შემდეგ თანდათან ივანემაც გამოამჟღავნა სეპარატული ტენდენციები. თურქების მხრივ საფრთხის მომიზეზებით მესხეთის ლაშქარი არ მიაშველა. მეფე ალექსანდრე I-ს, რომელიც 1415 წელს დასავლეთ საქართველოში სალაშქროდ მიდიოდა. ურჩი ათაბაგი მეფემ დაატყვევა, მაგრამ შემდეგ ფიცი დაადებინა და შეიწყალა. სამთავროს გამოყოფისათვის ენერგიულად იბრძოდა ათაბაგი ყვარყვარე II (1451-1498). მეფემ 1465 წელს ურჩი ქვეშევრდომის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ სამცხეში გიორგი VIII დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ასევე დამარცხდა 1483 წელს არადეთს ყვარყვარე II-თან ბრძოლაში მეფე კონსტანტინე II. სეპარატისტ ათაბაგთა მიერ წამოწყებული ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ. XV საუკუნის დასასრულს სამცხე-საათაბაგო დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა.

                                                                      

სამცხე-საათაბაგოს (მწვანედ) რუქა

ათაბაგ მზეჭაბუკ ყვარყვარეს ძემ (1500-1515) არ იკმარა პოლიტიკური სეპარატიზმი და ეროვნულ-კულტურულ ერთიანობის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. მისი წყალობით მესხეთი თანდათან თურქთა ფოროპოსტად იქცა. 1510 წელს სამცხის გზით თურქებმა იმერეთი დალაშქრეს. 1535 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ ლუარსაბ I-თან შეთანხმებით ილაშქრა მესხეთში. ქვეყნის ერთიანობის მომხრე ძალების მხარდაჭერით ბაგრატმა ათაბაგი ყვარყვარე III სოფ. მურჯახეთთან (ახალქალაქის ახლოს) ბრძოლაში დაამარცხა, დაატყვევა და სამცხე-საათაბაგო გააუქმა. სამთავროს დიდი ნაწილი იმერეთის სამეფოს შეუერთა, ჯავახეთი ლუარსაბ I-ს დაუთმო. ამ დროს სამცხე-საათაბაგოს ფეოდალმა ოთარ შალიკაშვილმა ტახტის ახალგაზრდა პრეტენდენტი ქაიხოსრო ყვარყვარეს ძე სტამბოლში გააპარა. ოსმალებმა ისარგებლეს გართულებული მდგომარეობით და საათაბაგოს სამხრეთ პროვინციების დაპყრობას შეუდგნენ. აქეთკენ გამოემართა ირანის შაჰი თამაზიც 1543 წელს. სულთანმა სულეიმანმა სამცხე-საათაბაგოს დასაპყრობად 22 000 მეომარი გაგზავნა. ქართველებმა მტერი ქარაღაქთან დაამარცხეს. 1545 წელს სულთანის დიდმა ლასქარმა სოფ. სოხოისთან (ბასიანში) დაამარცხა ქართველთა ჯარი და ქაიხოსრო II (1545-1573) ათაბაგი გახდა. ამის შემდეგ (1547) ქაიხოსრო II-მ ოსმალებს ზურგი შეაქცია. ირანში ჩავიდა და ლუარსაბ I-ის მიერ დაკავებული ჯავახეთის დაბრუნება ითხოვა. ამ საბაბით შაჰმა თამაზმა ჯავახეთში ილაშქრა. ლაშქრობებმა სამცხე-საათაბაგოს დიდი ზიანი მიაყენა (ერთ-ერთი ლაშქრობის დროს გაძარცვეს ვარძიის მდიდარი მონასტერი). საპასუხოდ 1549 წელს საათაბაგოში ოსმალი დამპყრობლები შეიჭრნენ, ციხესიმაგრეები აიღეს და ქვეყანა აიკლეს. ათაბაგთა სპარსული ორიენტაცია იმით იყო გამოწვეული, რომ ირანი მაშინ მესხეთის ვასალობას მეხარკეობის საფუძველზე სჯერდებოდა, ოსმალეთი კი საათაბაგოს შეერთებისათვის იბრძოდა.

იოხ. ვიდეო გააგრძელე საქართველოს ისტორია მე-3 სერია სამცხე



1555 წელს ქ. ამასიაში დადებული ზავით საფუძველზე ირანმა და ოსმალეთმა სამცხე-საათაბაგო შუაზე გაიყვეს. მისი დასავლეთი ნაწილი — ტაოშავშეთი, კლარჯეთი (ჭოროხის აუზი) ერგო ოსმალეთს, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი — სამცხე-ჯავახეთი, არტაანი (მტკვრის აუზი) — ირანს. ზავის მიუხედავად, ოსმალეთი ვერ ურიგდებოდა საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილის დაკარგვას. 1578 დაიწყო ირან-ოსმალეთის მეორე ომი. საქართველოსკენ დაიძრა ოსმალთა სარდალი მუსტაფა ლალა-ფაშა. ჩილდირთან ბრძოლაში სპარსელები დამარცხდნენ. მალე ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ქართლის მეფე სიმონ I. თურქებმა მესხეთი დაიპყრეს, მერე კი მთელი კავკასიაც დაიმორჩილეს. სამცხის დაპყრობილ ტერიტორიაზე ახალციხის საფაშო შექმნეს. გამაჰმადიანებულ მანუჩარ ქაიხოსროს ძეს ფაშობა მისცეს. 1590 წლის ზავით ირანმა ცნო ოსმალთა უფლება ამიერკავკასიაზე. 1625 წელს სამცხე-საათაბაგომ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა, არსებობა შეწყვიტა. ოსმალთა აგრესიის შედეგები ყველაზე მძიმე სამცხე-საათაბაგოსთვის აღმოჩნდა. 1595 წელს დაპყრობილი მხარე აღწერეს და გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი შეადგინეს მიწის მფლობელობის ქართული წესი ოსმალური წესით შეცვალეს. მიწის დროებით მფლობელად სამხედრო ვალდებული გამოცხადდა. სამხედრო ვალდებული კი მაჰმადიანი უნდა ყოფილიყო. დაპყრობილ სამთავრო სანჯაყებად (სადროშოებად) დაყვეს.

სამცხე-საათაბაგო თავისი ტერიტორიით საქართველოს ერთ მესამედ ნაწილს შეადგენდა. კულტურული თვალსაყრისით მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თემურლენგის შემოსევების შემდეგაც კი კულტურულ-აღმშენებლობითი მუშაობა არ შექყვეტილა. XIII-XIV საუკუნეებში საათაბაგოში შეიქმნა ქართული ფეოდალური სამართლის ერთ-ერთი საყურადღებო ძეგლი „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“, რომელიც დაიწყო ბექა მანდატურთუხუცესმა და დაამთავრა მისმა შვილიშვილმა აღბუღამ. ძეგლს შემოკლებით ბექა-აღბუღას სამართალსაც უწოდებენ. მასში აისახა ეპოქისათვის დამახასიათებელი ყველა ძირითადი მოვლენა. ამ ძეგლს მთელი შუა საუკუნეების მანძილზე არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

იხ. ვიდეო გააგრძლე საქართველოს ისტორია სამცხე 2 სერია



საყურადღებო ძეგლია „მესხური დავითნის ქრონიკა“. ისეთ დიდ საკათედრალო მონასტრებში, როგორიც იყო: იშხანიბანაოპიზატბეთისაფარაკუმურდო, წყაროსთავი და სხვა. XVII საუკუნის II ნახევრამდე (ზოგან შემდეგაც) არ შეწყვეტილა ტრადიციული მწიგნობრული საქმიანობა. აქ შეიქმნა მნიშვნელოვანი ძეგლები. საფარის მონასტრის ანსამბლებში აგებული წმ. საბას ეკლესია და სამრეკლო (XIII ს.) აღსანიშნავია სახელგანთქმული ანჩისხატის კარედის მოჭედულობა (XIV ს.). სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე გამოირჩეოდნენ ქალაქები: ახალციხე, ართვინი, ოლთისი (Oltu), ახალქალაქი, არტანუჯი, არდანი, ერეშეთი და სხვა. ესენი იყვნენ ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის ცენტრები ხელოსანთა სპეციალობის მიხედვით არსებობდა ცალკეული გაერთიანებები, რომელთა სათავეში „უხუცესები“ იდგნენ (კალატოზთუხუცესი, მკერავთუხუცესი და სხვა). ხელოსნური დარგებიდან განსაკუთრებით დაწინაურებული იყო მეთუნეობა, მჭედლობა, კალატოზობა, დურგლობა, მეხმალეობა, ოქრომჭედლობა და სხვა. მესხ ვაჭრებს ურთიერთობა ჰქონდათ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთი ბაზრებთან (სტამბოლითავრიზითეირანიინდოეთიასტრახანი და სხვა), მსხვილი ვაჭრები ბექას და აღბუღას სამართლის ძალით გათანაბრებული იყვნენ აზნაურებთან.

იხ. ვიდეო გააგრძელე საქართველოს იასტორია 


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...