пятница, 12 ноября 2021 г.

რენიუმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           რენიუმი

                   
                                                  მტკიცე მოვერცხისფრო-თეთრი ფერის ლითონი
დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის VII ჯგუფის ქიმიური ელემენტიაატომური ნომერით 75, აღინიშნება სიმბოლოთი Re (ლათ. Rhenium). სტანდარტულ პირობებში წარმოადგენს მკვრივ მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი.
                                                                            
რენიუმის ატომის სქემა

რენიუმის არსებობა იწინასწარმეტყველა დიმიტრი მენდელეევმა («დვიმანგანუმი»), პერიოდული სისტემის ჯგუფის ელემენტების თვისებების ანალოგიით.

ელემენტი აღმოაჩინეს 1925 წელს გერმანელმა ქიმიკოსებმა იდა და ვალტერ ნოდაკებმა კომპანია Siemens & Halske-ის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებისას. ელემენტს მიეცა სახელწოდება რეინის პროვინციის პატივსაცემად გერმანიაში — იდა ნოლდაკის სამშობლო.

რენიუმი
75 Re
186,207
[Xe] 4f14 5d5 6s2
რენიუმი გახდა ბოლო აღმოჩენილი ელემენტი, რომელსაც გააჩნია სტაბილური იზოტოპი - ყველა სხვა შემდგომ ელემენტს (მათ შორის ხელოვნურად მიღებულს) არ გააჩნდათ სტაბილური იზოტოპები.

რენიუმის არსებობა იწინასწარმეტყველა დიმიტრი მენდელეევმა («დვიმანგანუმი»), პერიოდული სისტემის ჯგუფის ელემენტების თვისებების ანალოგიით.

ელემენტი აღმოაჩინეს 1925 წელს გერმანელმა ქიმიკოსებმა იდა და ვალტერ ნოდაკებმა კომპანია Siemens & Halske-ის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებისას. ელემენტს მიეცა სახელწოდება რეინის პროვინციის პატივსაცემად გერმანიაში — იდა ნოლდაკის სამშობლო.

რენიუმი გახდა ბოლო აღმოჩენილი ელემენტი, რომელსაც გააჩნია სტაბილური იზოტოპი - ყველა სხვა შემდგომ ელემენტს (მათ შორის ხელოვნურად მიღებულს) არ გააჩნდათ სტაბილური იზოტოპები.

რენიუმის მსოფლიო მოპოვება 2006 წ. შეადგინა მიახლოებით 40 ტონამ. ყვერლაზე მსხვილ მწარმოებელს წარმოადგენს ჩილეს კომპანია Molymet.

იხ. ვიდეო რენიუმი - მეტალი რომლის გარეშე არ იქნებოდა ბენზინი

რენიუმის ბუნებრივი მარაგის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჩილე[4], მეორე ადგილზეა აშშ, ხოლო მესამეზე რუსეთი.

რენიუმის საერთო მსოფლიო მარაგი შეადგენს მიახლოებით 13 000 ტონას, მათ შორის 3500 ტონა მოლიბდენის ნადლეულში და 9500 ტ — სპილენძის ნედლეულში. რენიუმის მოხმარების პერსპექტიული დონის წელიწადში 40—50 ტონის დროს კაცობრიობას არსებული მარაგი კიდევ 250—300 წელს ეყოფა. მოყვანილ რიცხვს აქვს შეფასებითი ხასიათი, ლითონის მეორადი გამოყენების გათვალისწინების გარეშე.

კუნძულ იტურუპზე რენიუმის მარაგი რენიიტის სახით ფასდება 10—15 ტონამდე, ხოლო ვულკანური აირების სახით — 20 ტონამდე წელიწადში.

პრაქტიკულო თვალსაზრისით პირველადი რენიუმის მიღების ყველაზე მნიშვნელოვან ნედლეულის სამრეწველო მასშტაბის წყაროს წარმოადგენს მოლიბდენის და სპილენძის სულფიდური კონცენტრატები. მსოფლიო მოპოვების საერთო ბალანსში მათი წილი შეადგენს 80 %-ზე მეტი. დანარჩენი ძირითადად მოდის მეორად ნედლეულზე.

                               რენიუმის გეოქიმია

რენიუმი — ერთ ერთი ყველაზე იშვიათი ელემენტია დედამიწის ქერქზე. მისი კლარკის რიცხვია — 10−3 გრ/ტ. გეოქიმიური თვისებებით ის ძალიან ჰგავს პერიოდული სისტემის მის უფრო მეტად გავრცელებულ მეზობლებს — მოლიბდენს და ვოლფრამს. ამიტომაც მცირე მინარევების სახით ის შედის ამ ელემენტების მინერალებში. რენიუმის ძირითად წყაროს წარმოადგენს ზოგიერთი საბადოს მოლიბდენის მადნები, საიდანაც მას მოიპოვებენ როგორც თანაურ კომპონენტს.

რენიუმი გვხვდება იშვიათი მინერალის ჯეზკაზგანიტის (ჟესყაზგანიტი) (CuReS4) სახით, რომელიც ნაპოვნი იქნა ყაზახეთის ქალაქ ჯესყაზგანთან (თანამედროვე სახელია — ჟეზყაზგანი). ამას გარდა, მინარევის სახით რენიუმი შედის კოლუმბიტისკოლჩედანების შემადგენლობაში, ასევე ცირკონში და იშვიათმიწა ელემენტების მინერალებში.

რენიუმის ძალიან ძლიერ გაბნეულობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ცნობილია მხოლოდ ერთი ეკონომიურად მომგებიანი რენიუმის საბადო, რომელიც რუსეთში მდებარეობს: იქ მისი მარაგი შეადგენს მიახლოებით 10-15 ტონას. ეს საბადო აღმოჩენილ იქნა 1992 წელს კუნძულ იტურუპზე, კურილიის კუნძულებზე.

ფიზიკური თვისებები

რენიუმი — ძნელად დნობადი მძიმე ლითონია, გარეგნულად, შესახედავად ფოლადს მოგვაგონებს. ლითონის ფხვნილი — შავი ან მუქი რუხი ფერისაა დისპერსიულობის მიხედვით. მთელი რიგი ფიზიკური თვისებების მიხედვით რენიუმი უახლოვდება VI ჯგუფის ძნელად დნობად ლითონებს (მოლიბდენივოლფრამი), ასევე პლატინის ჯგუფის ლითონებს. დნობის ტემპერატურის მიხედვით რენიუმს უჭირავს მეორე ადგილი ლითონებს შორის, და ჩამორჩება მხოლოდ ვოლფრამს, ხოლო სიმკვრივით — მეოთხე ადგილზეა (ოსმიუმისირიდიუმის და პლატინის შემდეგ). სუფთა ლითონი პლასტიკურია ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ დრეკადობის მაღალი მოდულის შედეგად დამუშავების შემდეგ რენიუმის სიმაგრე ძალიან იზრდება. პლასტიკურობის აღსადგენად მას გამოწვავენ (უფრო სწორედ ავარვარებენ) წყალბადში, ინერტულ აირებში ან ვაკუუმში. რენიუმი უძლებს მრავალჯერად გახურება გაცივებას სიმტკიცის დაკარგვის გარეშე. მისი სიმტკიცე 1200 გრადუს ცელსიუსზე უფრო მაღალია, ვიდრე ვოლფრამის, მა მნიშვნელოვნად მაღალია მოლიბდენის სიმტკიცეზე. რენიუმის კუთრი ელექტრო წინაღობა ოთხჯერ მეტია, ვიდრე ვოლფრამის და მოლიბდენის.

                                    ქიმიური თვისებები

კომპაქტური რენიუმი მდგრადია ჰაერზე ჩვეულებრივ ტემპერატურაზე. 300 გრადუს ცელსიუსზე უფრო მაღალ ტემპერატურებზე შეიმჩნევა ლითონის დაჟანგვა, ინტენსიური ჟანგვა მიმდინარეობს 600 გრადუსზე უფრო მაღალ ტემპერატურებზე. რენიუმი უფრო მედეგია ჟანგვის მიმართ, ვიდრე ვოლფრამი, არ რეაგირებს უშუალოდ აზოტთან და წყალბადთან; რენიუმის ფხვნილი მხოლოდ ადსორბირებს წყალბადს. გახურებისას რენიუმი ურთიერთქმედებს ფტორთან, ქლორთან, და ბრომთან. რენიუმი თითქმის არ იხსნება მარილმჟავაში და ფტორწყალბადმჟავაში და მხოლოდ სუსტად რეაგირებს გოგირდმჟავაში გახურების დროსაც, მაგრამ ადვილად იხსნება აზოტმჟავაში. ვერცხლისწყალთან რენიუმი წარმოქმნის ამალგამას.

რენიუმი ურთიერთქმედებს წყალბადის პეროქსიდის წყალხსნარებთან რენიუმმჟავის წარმოქმნით.

                                        ღირებულება

რენიუმი — ძვირფასი ლითონია. ფასი ძალიანაა დამოკიდებული ლითონის სიწმინდეზე, 1 კგ რენიუმი ღირს 1000-დან 10 000-მდე დოლარი

                          რენიუმის მიღების ტექნოლოგია

რენიუმს იღებენ ნედლეულის გადამუშავებით რომელიც კომპონენტს შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით (ძირითადად ეს არის სპილენძის ან მოლიბდენის სულფიდური ნედლეული).

რენიუმშემცველი სპილენძისა და მოლიბდენის სულფიდური ნედლეულის გადამუშავება ეყრდნობა პირომეტალურგიულ პროცესებს (დნობა, კონვერტაცია, ჟანგვითი გამოწვა). მაღალი ტემპერატურების პირობებში რენიუმი გადადის და იშლება მაღალი ოქსიდის Re2O7 სახით, რომელსაც შემდეგ აჩერებს მტვერ აირდამჭერი სისტემები.

რენიუმის არასრული დაჟანგვის შემთხვევაში მოლიბდენიტური კონცენტრატების გამოწვისას, მისი ნაწილი რჩება ნამწვში და შემდგომ გადადის ამიაკის ან სოდის ხსნარში, ხდება ნამწვის გამოტუტება (NH4ReO4), რომელსაც მოგვიანებით აღადგენენ წყალბადით:

2NH4ReO4 + 4H2 → N2 + 2Re + 8H2O.

მიღებული რენიუმის ფხვნილს ფხვნილური მეტალურგიის მეთოდების გამოყენებით გარდაქმნიან ლითონის ზოდებად.

ასე რომ, რენიუმის მიღების წყაროებს მოლიბდენიტური კონცენტრატების გადამუშავებისას შეიძლება წარმოადგენდეს მტვერდამჭერი სველი სისტემების გოგირდმჟავის ხსნარები და ნამწვების ჰიდრომეტალურგიული გადამუშავების შემდეგ დედა ხსნარები.

სპილენძის კონცენტრატების დნობისას აირებთან ერთად მიდის 56—60 % რენიუმი. ამიტომ რენიუმის მიღებისათვის გამოიყენება მტვერდამჭერი ფილტრების გოგირდმჟავით გამორეცხვისას მიღებული რენიუმმჟავა.

ხსნარებიდან რენიუმის გამოყოფის და გაწმენდის ძირითადი მეთოდებია — ექსტარქციული და სორბციული.

ამ მეთოდით ლითონის გამოსვლა მადნიდან შეადგენს 65-85%. ძვირი ლითონის ასეთი მცირე წილის მიღების გამო მიმდინარეობს ახალი ალტერნატიული მეთოდების ძიება და კვლევა (რაც ყველა გაბნეული ლითონების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას). ერთ-ერთ თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს ნანოფრაქციების გამოყოფა წყალხსნარებში, და არა მჟავის ან ტუტის ხსნარებში. ასე რომ 2-3 თავით დაბლა იწევს მთელი რიგი ქიმიური ელემენტის აღმოჩენის ზღვარი, ანუ შეიძლება დაფიქსირდეს მნიშვნელოვნად მცირე კონცენტრაციებიც კი.

                                                  გამოყენება

რენიუმის უმნიშვნელოვანესი თვისებები, რომლებიც განსაზღვრავენ მის გამიყენებას, ესაა: ძალიან მაღალი დნობის ტემპერატურა, მდგრადობა ქიმიური რეაგენტების მიმართ, კატალიტიკური აქტივობა (ამაში ის ახლოსაა პლატინოიდებთან). გამოიყენება როგორც მალეგირებელი ელემენტი ფოლადებში და რკინის შენადნობებში. რენიუმის მცირე რაოდენობის შეყვანით (< 0,5%) მნიშვნელოვნად იზრდება შენადნობის პლასტიკურიბა, მისი სიმტკიცის შენარჩუნებით.

რენიუმი გამოიყენება:

  • პლატინარენიუმის კატალიზატორების დასამზადებლად, რომელიც გამოიყენება მაღალოქტანიან კომპონენტიანი ბენზინის სინთეზისათვის, რომელიც გამოიყენება სასაქონლო ბენზინის წარმოებისათვის, სადაც არ საჭიროებს ტეტრაეთილტყვიის დამატებას.
  • ვოლფრამ-რენიუმის თერმოწყვილის დასამზადებლად, რომელიც იძლევა საშუალებას გაზომილ იქნას ტემპერატურა 2200 °C-მდე.
  • ვოლფრამისა და მოლიბდენის შენადნობებში. რენიუმის დამატება ერთდროულად ზრდის ამ ლითონების სიმტკიცეს და პლასტიკურობას.
  • გავარვარების ძაფების დასამზადებლად მას-სპექტრომეტრებში და იონურ მანომეტრებში.
  • რეაქტიულ ძრავებში. კერძოდ კი, მონოკრისტალურ ნიკელის რენიუმ შემცველ შენადნობებში, რომლებიც ფლობენ მაღალ ცეცხმედეგობას, გამოიყენება გაზოტურბინული ძრავების ფრთების დასამზადებლად.

ამას გარდა, რენიუმისაგან აკეთებენ თვითმწმენდ ელექტრო კონტაქტებს. წრედის ყოველი ჩართვისა და გამორთვის დროს ხდება ელექტრო განმუხტვა, რის შედეგად ლითონი იჟანგება. ზუსტად ასევე იჟანგება რენიუმიც, მაგრამ ოქსიდი Re2O7 აქროლადია შედარებით დაბალტემპერატურაზე (დუღილის ტემპერატურაა — რაღაც 362,4 გრადუს ცელსიუსი), და განმუხტვისას ის აქროლდება კონტაქტის ზედაპირიდან. ამიტომაც რენიუმის კონტაქტები დიდ ხანს ძლებენ.

                             ბიოლოგიური როლი

ნაკლებადსავარაუდოა, რომ რენიუმი მონაწილეობდეს ბიოქიმიურ პროცესებში. საერთოდ რენიუმის ზემოქმედების შესახებ ცოცხალ ორგანიზმზე ძალიან ცოტაა ცნობილი, არაა შესწავლილი მისი ტოქსიკურობა, ამიტომაც მის ნაერთებთან მუშაობისას საჭიროა სიფრთხილე.

                                  იზოტოპები

რენიუმის იზოტოპები.

ბუნებრივი რენიუმი შედგება ორი იზოტოპისაგან: 185Re (37,4 %) და 187Re (62,6 %). პირველი სტაბილურია, ხოლო მეორე განიცდის ბეტა-დაშლას რომლის ნახევარდაშლის პერიოდია 43,5 მლრდ. წელი. ეს დაშლა გამოიყენება ძველი მადნების და მეტეორიტების დათარიღებისათვის (იხ. რენიუმ-ოსმიუმის მეთოდი) რენიუმ შემცველ მინერალებში სტაბილური იზოტოპის 187Os დაგროვების მიხედვით . 187Re-ის დაშლა საინტერესოა კიდევ იმით, რომ მისი ენერგია წარმოადგენს ყველაზე მცირეს (სულ 2,6 კევ) ყველა იზოტოპს შორის, რომლებიც ბეტა-დაშლას განიცდიან




ერნესტ შეკლტონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                     გამოჩენილი ადამინი და მკვლევარი

                       ერნესტ შეკლტონი                                                      
(ინგლ. Ernest Shackleton; დ. 15 თებერვალი1874კილკეა — გ. 5 იანვარი1922სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები) — ირლანდიელი პოლარეთის მკვლევარი.

ერნესტ შეკლტონი საოცარ რწმენას უნერგავდა თავის ხალხს. მათ სცადეს, ფეხით გადაელახათ ანტარქტიდა1915 წლის იანვრისათვის შეკლტონის გემი „ენდურანსი“ ყინულებში მოხვდა. იგი 10 თვე იყო ამ ადგილას გაჩერებული, მერე კი თანდათან ჩაიძირა. შველას არსაიდან არ მოელოდნენ. შეკლტონმა თავისი ხალხი 290 კილომეტრით დაშორებული ელეფანტის კლდოვანი კუნძულისაკენ წაიყვანა. აქედან შეკლტონი ხუთ კაცთან ერთად გაემართა სამხრეთ გეორგიის კუნძულისაკენ, რომელიც 1300 კილომეტრის დაშორებით, მსოფლიოს ყველაზე ცივი და მღელვარე ოკეანის გადაღმა მდებარეობდა.

                                                                   

11-წ-ის შეკლტონი 1885წ-ს

  კუნძულს 16 დღეში მიადგნენ. ერნესტ შეკლტონი მივიდა ჩრდილო სანაპიროზე მდებარე ვეშაპმჭერ სადგურზე და მაშველი წამოიყვანა. შეკლტონის ხალხს სამართლიანად სწამდა მეთაურისა: მან ეკიპაჟის 27-ვე წევრი გადაარჩინა.

შეკლტონს უკვე მოხვეჭილი ჰქონდა სახელი „ნიმროდის“ ექსპედიციით (1907–1909), რომლის დროსაც მარხილებით მიმავალ რაზმს გაუძღვა და 156 კილომეტრზე მიუახლოვდა სამხრეთ პოლუსს. შეკლტონი ინგლისში დაბრუნდა და, როგორც გმირი, რაინდად აღიარეს.

იხ. ვიდეო

1909წ-ის  12 ივლისს შეკლტონმა მეფე ედუარდ VII-მ მიიღო ვიქტორიას ორდენის მეთაურის წოდება, ხოლო 13 დეკემბერს რაინდის წოდება . KGO-მ მას ოქროს მედალი დააჯილდოვა. საზოგადოების მდივანმა ს.კელტიმ დამამცირებლად გააკეთა დათქმა, რომ "მედალი გაკეთდა არა იმ ზომის, როგორც კაპიტან სკოტს" . სანაპირო გუნდის ყველა წევრი დაჯილდოვდა პოლარული მედლით . შეკლტონი ასევე მიიღეს დუბლინის სამების სახლის საძმოში, მეზღვაურის განსაკუთრებული პატივი . პრესა, განსაკუთრებით ირლანდიელი, სავსე იყო ენთუზიაზმით, განსაკუთრებული აქცენტით შეკლტონის ირლანდიურ წარმომავლობაზე . შეკლტონი ასევე იყო დაშვებული მსოფლიოს 20-ზე მეტ სამეცნიერო და გეოგრაფიულ საზოგადოებაში.
ერთერთი აფეშა რეკლამირებას ეწევა საჯარო ლექციას შეკელტონის
შეკელტონს მიღებული აქვს მრავალი უცხოური ჯილდო, კერძოდ, ჩრდილოეთ ვარსკვლავის შვედური ორდენი, წმ. ოლაფი, დანებროგის დანიის ორდენი, ასევე გვირგვინის პრუსიის ორდენი და სხვა. საფრანგეთში აიყვანეს საპატიო ლეგიონის ოფიცრის წოდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში შეკლტონს მიენიჭა National Geographic Society-ის უმაღლესი ჯილდო - Callum Medal. 1909 წლის ივლისში მისი ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში მოათავსეს


ლეგენდა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  ლეგენდა

ჟიულ ჯოზეფ ლეფევრის ლედი გოდივას ამ 1891წ-ის ნახატში, ავთენტიკური ისტორიული პიროვნება სრულად არის ჩაძირული ლეგენდაში, წარმოდგენილი ანაქნისტულ მაღალ შუა საუკუნეებში
 (ლათ. legenda – სიტყვასიტყვით, სავალდებულო წასაკითხი ტექსტი) — ზეპირმეტყველების თხრობითი ჟანრი. საფუძვლად უდევს ზღაპრული, სასწაულებრივი ამბავი ან ფანტასტიკური იერსახე. მასში შეიძლება ასახული იყოს წარსული, თანამედროვეობა და მომავალიც. თემატურად: რელიგიური, ისტორიული, გეოგრაფიული, საყოფაცხოვრებო ლეგენდები. თანამედროვე გაგებით ლეგენდას უწოდებენ ნაწარმოებს (განურჩევლად ჟანრისა), რომელშიც მხატვრული გამონაგონი ემყარება გმირულ, ფანტასტიკურ ამბავს.
ძმები გრიმები აღწერდნენ ლეგენდას, როგორც "ისტორიულად დასაბუთებულ ზღაპარს". ლეგენდის პროფესიული განმარტება შემოგვთავაზა თანამედროვე ფოლკლორისტმა ტიმოთი რ. ტანგერლინმა 1990 წელს: პოპულარული რწმენისა და კოლექტიური გამოცდილების სიმბოლური წარმოდგენის დონეზე და ემსახურება როგორც დადასტურებას ზოგადად მიღებული იდეების ღირებულებების შესახებ. ჯგუფი, რომლის ტრადიციებს მიეკუთვნება.
იხ. ვიდეო 5 ყველაზე საშიში ლეგენდა, რ-იც აუცილებლად შეგაშინებთ
თავდაპირველად ლეგენდად ითვლებოდა ქრისტიანული წმინდანის ცხოვრებიდან შემსწავლელი ამბავი. იგი მოიცავდა ისტორიულად ზუსტ ფაქტებს, ასევე ისტორიას, რომელიც შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც არაისტორიული ლეგენდა (გამოგონილი ფიქცია). მოწამეთა დროიდან მოყოლებული, კათოლიკური ეკლესია იხსენებდა თავის სახელოვან მიცვალებულებს მესა და ჟამის ლიტურგიაში, ახსენებდა წამებულებში აღნიშნულ სახელებს და მათ ცხოვრებიდან და მოწამეობრივ მოვლენებს. როდესაც კითხვა (lectio) რეცეპტის საგანი გახდა, ყოველდღიური კითხვა ლეგენდად იქცა სიტყვის ორიგინალური მნიშვნელობის მიხედვით (რა უნდა წაიკითხოს.
იხ. ვიდეო ლეგენდა ქართველთა წარმოშობის შესახებ(ბიბლიური თეორია)
ასეთი ამბები წმინდანის დღესასწაულზე იკითხებოდა ეკლესია-მონასტრებში და შეიცავდა ეპიზოდებს მისი ცხოვრებიდან. როგორც წესი, ლეგენდა ბოლომდე არ ავლენდა წმინდანის ცხოვრებას, მაგრამ მისგან გამოყოფდა ცალკეულ აღმზრდელობით ეპიზოდებს, რომლებშიც ძალიან ნათლად არის ნაჩვენები მისი სათნოებები ან ღვთის მიერ აღსრულებული სასწაულები. ლეგენდები გავრცელდა როგორც ცალკეული ნაწარმოებების სახით, ასევე კრებულებში (ლეგენდები). ლეგენდების ერთ-ერთი უძველესი ლათინური პროზაული კრებული არის გრიგოლ I დიდის "დიალოგები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ და სულის უკვდავებაზე". დიდი პოპულარობა მოიპოვა იაკობ ვორაგინსკის ლათინურმა კრებულმა „ოქროს ლეგენდა“, რომელიც თარგმნილია მრავალ ევროპულ ენაზე, რომელშიც ეკლესიის რიგით არის დალაგებული გადმოცემები იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის, მოციქულთა და წმინდანთა ცხოვრებიდან. წელიწადი. LL ივაშნევას თქმით, „თანამედროვე ფოლკლორისტები (რევოლუციამდელი მეცნიერების მიმდევრობით) ყურადღებას ამახვილებენ ფოლკლორის ლეგენდის რელიგიურ კომპონენტზე, მის მნიშვნელოვან ქონებაზე“
იხ. ვიდეო საიდმლოებით მოცული მთა საქართველოში ხვამლის მთა

 კირქვული მასივი საქართველოშილეჩხუმში, მხარის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. სიმაღლე 2002 მ. ორმაგი კუესტაა. აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი. ორივე კუესტის ჩრდილოეთი დაფერდება დაცხრილულია მრავალი კარსტული ძაბრით. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი (შესასვლელი წიფლის ფუღუროდან) და ყინულოვანი მღვიმე ბოგა. ხვამლი შემოსილია შერეული ტყით.

ხვამლის შესახებ ჟამთააღმწერელი და „ქართლის ცხოვრება”, ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან:


„რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები; „გორდიდან ვიდრე კავკასისამდე არს ხეობა ლეჩხუმისა, არამედ მოიგო სახელი ესე სახელი ესე გარემოსთა მთათაგან, კუერსავით მდებარისა, ხოლო ლეჩხუმი ეწოდა ეწოდა ხომლის მთის გამო ჴესე არს ლეჩხომი.; ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადააარჩინოს.“

საინტერესოა დავით ულუსა და ნარინის დროის მემატიანის ცნობა:


„ამისათვის განიყვნენ მეფეთა ქვეყანანი და ქალაქნი ქუთაისი და ტფილისი ორად, არამედ ხომლის ქუაბსა შინა რაიცა იყო, მცირედნი განყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს, ხოლო ჯაჭვი იგი სახელდებული, სალმასური და თვალი იგი პატივცემული გრდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის-სადა უხილავს. ესეც სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა.

ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი, იგივე ხომლი, მიიჩნევა ბერძნული მითური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. ხვამლის არის მთა, რომელზედაც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე და რომელიც შემდგომ დაიხსნა ჰერაკლემ. XIX საუკუნის 50-იან წლებში ხვამლს ეწვია იტალიელი მოგზაური და მკვლევარი დანიელა პიზაგალი, რომელიც ბერძნულ ანტიკურ წყაროებზე დაყდნობით ეძებდა არგონავტების, პრომეთეს მიჯაჭვის ადგილებს. როგორც შემდგომ მკვლევარი თავის მოგონებებში წერს, იგი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კარგად იცოდნენ ეს ლეგენდა და მათ ყველაზე მეტად უხაროდათ როცა მტაცებელ სვავს მოინადირებდენენ, რომელიც ლეგენდის თანახმად პრომეთეს გულ-ღვიძლს უკორტნიდა.

ხომლის მთა აგრეთვე ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით აღწერილი აქვს ფრანგ მწერალ-ფანტასტ ჟიულ ვერნს თავის სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი”:


„ამ მთებში, რომლებიც კვეთენ ჰორიზონტს თანამედროვე ქუთაისთან, იაფეტისა და კლიმენას შვილი პრომეთე, რომელმაც მოიტაცა ცეცხლი, იუპიტერის (ზევსის) ბრძანებით მიჯაჭვული იქნა ხომლის მწვერვალზე და მას ყორანი უკორტის გულ- ღვიძლს.“

2020 წლის 23 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

იხ. ვიდეო ხვამლის საიდმლოება - ფილმი 

                               ბოგის მღვიმე

 კარსტული მღვიმე ხვამლის კირქულ მასივში, ცაგერის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1710 მ. გამომიშავებულია ქვედა ცარცულ კირქვებში.მღვიმეში ჩასასვლელი იხსნება კარსტული ძაბრის ფსკერზე და საფეხურად ეშვება სიღრმეში. ნაპრალების გადაკვეთის ადგილებში გვხვდება დარბაზები. მღვიმის გამოკვლეული ნაწილის ჯამური სიღრმე 50 მ. აღწევს. მღვიმეში არის თოვლ-ფირნისა და ყინულების წარმონაქმნები. ვარაუდობენ რომ ბოგაში ჩაჟონილი წყლები კვებავს ვერძისთავის ვოკლუზს.








четверг, 11 ноября 2021 г.

SpaceX Crew-3

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              SpaceX Crew-3

მესამე საექპლატაციო ფრენა შეცვლა საერთაშორისო სადგურზე ეკიპაჟის პროგრამის ფარგლებში ამერიკული კერძო მრავალჯერადი გამოყენებადი კოსმოსური ხომალდის Crew Dragon-ის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის შემცვლელს წარმოადგენს. გაშვება წარმატებით დასრულდა 2021 წლის 11 ნოემბერს, 02:03 UTC
ეკიპაჟი შედგება ოთხი ეკიპაჟისგან რუსი კოსმონავტი, რუსეთის კოსმოსურ სააგენტოსთან თანხების უნაღდო გაცვლის შესახებ შეთანხმების ფარგლებში. კოსმონავტი სერგეი კორსაკოვი, რომელიც თავდაპირველად უნდა გაფრენილიყო Soyuz MS-18-ზე აპრილში, იყო ერთ-ერთი პირველი რუსი განმცხადებელი, რომელიც იფრინდა ამერიკული Crew Dragon კოსმოსური ხომალდით და გაიარა NASA-ში საჭირო პროცედურები და აქტივობები ინდივიდუალური კოსმოსური აღჭურვილობის შესაქმნელად. გარდა ამისა, კორსაკოვის სარეზერვო პერსონალს MC-18 მისიაში, კოსმონავტ დიმიტრი პეტელინს შეუძლია განაცხადოს ადგილი Crew Dragon კოსმოსურ ხომალდზე.
იხ. ვიდეო ტრანსლიაცია სტარტის ფალკონი რაკატა მატარებლით დრაგონის
2021წ-ის 17 მაისს გამოცხადდა, რომ ასტრონავტი კეილა ბარონი შეუერთდებოდა ეკიპაჟის მეოთხე წევრს SpaceX Crew-3 მისიაზე ISS-ზე Crew-3 გამოიყენებს ახალ C210 Endurance კაფსულას. ეკიპაჟი ISS-ის ბორტზე ექვსი თვის განმავლობაში ჩაატარებს კვლევასა და ტექნიკურ ექსპლუტაციას. Crew Dragon გაშვებული იყო 2021 წლის 11 ნოემბერს, 02:03 UTC-ზე Falcon 9 რაკეტა-მატარებლის გამოყენებით.

среда, 10 ноября 2021 г.

ნოემბერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              ნოემბერი

ნოემბერის დაბადების ყვავილია ქრიზანთემა ხოლო დაბადების ქვა არის ტოპაზი (განსაკუთრებით ყვითელი), რომელიც სიმბოლოა მეგობრობისა და ციტრინის.  (ლათ. November) — გრიგორიანული კალენდრის მეთერთმეტე თვე. ნოემბერში 30 დღეა.

სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეცხრე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად novem — ცხრა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ტირისკონი (ტირისკნისი), ქართული ხალხური სახელწოდებაა გიორგობისთვე, აგრეთვე ჭინკობისთვე.

ნოემბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.

ნოემბრის ზოდიაქოს ნიშნები ღრიანკალი და მშვილდოსანი.

ნოემბერი იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც მარტი, გარდა ნაკიანი წლისა — თებერვალი.

<<ნოემბერი>>
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
2021

კორნელი კეკელიძე ტირისკონს 5 ოქტომბერი — 3 ნოემბერით საზღვრავდა

კ. კეკელიძის აზრით უნდა იყოს „ტირისკანი“ და არა „ტირისკონი“. ტირისკანი იყოფა „ტირის“ და „კანი“ ნაწილებად. პირველი ნაწილი „ტირის“ არის სახელწოდება ძველი ირანული თვის „Tiris“, საიდანაც მომდინარეობს, როგორც ახალსპარსული მეოთხე თვის სახელი „ტირ“, ასევე კაპადოკიური „Tirix-Τήρι-Τειρει“ და სომხური „ՏՐԷ“ (აქაც მეოთხე თვეა). მეორე დაბოლოება „კანი“ არის ირანულ-სომხური დაბოლოებაა, როგორც მაგალითად ირანული „ფროტი-კან“, ანდა შემდგომი „ფროტი-გან“, კაპადოკიურად „მითრაკან“, სომხური „მეჰეკან“ და „აჰეკან“.


„წელთა მათ სუფევისა ნუმერიანოსისთა და მსაჯულობასა თეოდორჱსსა, თთუესა ტირისკნისასა ოცდახუთსა.“

„იქმნა წამებაჲ ესე სამგზის სანატრელთა მოწამეთაჲ წელთა დიოკლიტიანესთა ნიკომიდია ქალაქსა ტირისკნისასა ხუთსა.“

                                             ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები

                                     იხ. ვიდეო - ანრი ჯოხაძე - ცივი ნოებერი



ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

             ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი

(გერმ. Leopold Ritter von Sacher-Masoch; დ. 27 იანვარი1836 — გ. 9 მარტი1895) — ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი. მისი სახელიდან მომდინარეობს ტერმინი მაზოხიზმი. ავტორია ნაწარმოებისა „ვენერა ქურქში“გრაცის უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს, ისტორიასა და მათემატიკას. ამავდროულად იყო ავტორი და მთხრობელი რეალისტური რომანებისა, სადაც აღწერილია გალისიური და ებრაული საზოგადოებები („მადიარების ბოლო მეფე“, 1867; „გალიური მოთხრობები“, 1876; „პოლონელი ებრაელების ამბები“, 1886).

ზახერ-მაზოხს სახელი ეროტიკულმა რომანებმა მოუხვეჭა („ვენერა ქურქში“, 1870; „ვენის მესალინები“, 1874; „ყალბი ყარყუმი“, 1873-1879; „სასტიკი ქალები“, 1907 გარდაცვალების შემდეგ), რომლებშიც აღწერილია პარაფილია, რომელიც მისთვის იყო დამახასიათებელი და რომელსაც მოგვიანებით, ფსიქიატრმა და ნევროლოგმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა მაზოხიზმი უწოდა. მისმა მეუღლემ 1895 წელს ის მანჰაიმის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსა, სადაც იმავე წელს გარდაიცვალა. ზოგი მეცნიერის აზრით, ლეოპოლდი 10 წლის შემდეგ გარდაიცვალა იმავე კლინიკაში.

მისი პირადი ცხოვრება ცნობილი გახდა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც აურორა ფონ რუმელინმა (რომელზედაც იგი 1873 წელს დაქორწინდა და რომელიც მისი მეუღლე დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იყო) 1905 წელს გამოაქვეყნა მისი მოგონებები ვანდა ფონ ზახერ-მაზოხის ფსევდონიმით.

იხ. ვიდეო



უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...