среда, 10 ноября 2021 г.

ნოემბერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              ნოემბერი

ნოემბერის დაბადების ყვავილია ქრიზანთემა ხოლო დაბადების ქვა არის ტოპაზი (განსაკუთრებით ყვითელი), რომელიც სიმბოლოა მეგობრობისა და ციტრინის.  (ლათ. November) — გრიგორიანული კალენდრის მეთერთმეტე თვე. ნოემბერში 30 დღეა.

სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეცხრე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად novem — ცხრა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ტირისკონი (ტირისკნისი), ქართული ხალხური სახელწოდებაა გიორგობისთვე, აგრეთვე ჭინკობისთვე.

ნოემბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.

ნოემბრის ზოდიაქოს ნიშნები ღრიანკალი და მშვილდოსანი.

ნოემბერი იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც მარტი, გარდა ნაკიანი წლისა — თებერვალი.

<<ნოემბერი>>
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
2021

კორნელი კეკელიძე ტირისკონს 5 ოქტომბერი — 3 ნოემბერით საზღვრავდა

კ. კეკელიძის აზრით უნდა იყოს „ტირისკანი“ და არა „ტირისკონი“. ტირისკანი იყოფა „ტირის“ და „კანი“ ნაწილებად. პირველი ნაწილი „ტირის“ არის სახელწოდება ძველი ირანული თვის „Tiris“, საიდანაც მომდინარეობს, როგორც ახალსპარსული მეოთხე თვის სახელი „ტირ“, ასევე კაპადოკიური „Tirix-Τήρι-Τειρει“ და სომხური „ՏՐԷ“ (აქაც მეოთხე თვეა). მეორე დაბოლოება „კანი“ არის ირანულ-სომხური დაბოლოებაა, როგორც მაგალითად ირანული „ფროტი-კან“, ანდა შემდგომი „ფროტი-გან“, კაპადოკიურად „მითრაკან“, სომხური „მეჰეკან“ და „აჰეკან“.


„წელთა მათ სუფევისა ნუმერიანოსისთა და მსაჯულობასა თეოდორჱსსა, თთუესა ტირისკნისასა ოცდახუთსა.“

„იქმნა წამებაჲ ესე სამგზის სანატრელთა მოწამეთაჲ წელთა დიოკლიტიანესთა ნიკომიდია ქალაქსა ტირისკნისასა ხუთსა.“

                                             ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები

                                     იხ. ვიდეო - ანრი ჯოხაძე - ცივი ნოებერი



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...