ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
წყლისმზომელა ბაღლინჯოები
(ლათ. Gerridae) — ბაღლინჯოების ოჯახი. სხეული წვრილი და წაგრძელებულია, სიგრძეში 1–30 მმ, ქვემოდან დაფარულია ხშირი მოკლე ვერცხლისფერი ბეწვით, რომელიც წყლით არ სველდება. ფეხები გრძელია. ხშირად უფრთოებია.
ცნობილია 1700-მდე სახეობა, რომელთაგან 10% ზღვის ბინადარია. ცხოვრობენ წყლის ზედაპირზე, იშვიათად მტკნარი წყალსატევების სანაპიროებზე და ნოტიო ხავსში. Halobatinae-ს ქვეოჯახის წარმომადგენლები — ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებზე, ხშირად ხმელეთიდან საკმაოდ შორს. ევროპისათვის ჩვეულია Gerris-ის და Hydrometra-ს გვარის წარმომადგენლები. მცირე ზომის წყლისმზომელა ბაღლინჯოების უმრავლესობა ბინადრობს წყალმცენარეებს შორის. სწრაფად, ნაწყვეტებით დასრიალებენ წყლის ზედაპირზე (აქედან სახელწოდება); „ნაბიჯის“ სიგრძე შეიძლება 0,5 მეტრსაც აღწევდეს.
იკვებებიან მცირე ზომის უხერხემლოებით, რომლებსაც წყლის ზედაპირზე პოულობენ, სწოვენ ცხოველთა გვამებს. მტკნარი წყლის მზომელები კვერცხს წყალმცენარეებში დებენ, ზღვებისა — მცურავ საგნებზე ან თვითონ დაატარებენ.
წყლისმზომელებს ეძახიან აგრეთვე Hydrometridae-ს და ზოგიერთი სხვა ოჯახის წარმომადგენლებს.
იხ. ვიდეო გასაოცარი მწერი წყლისმზომელა მწერი
Комментариев нет:
Отправить комментарий