ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სატაცური
(ლათ. Asparagus) — მცენარეთა გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, ძალზე დატოტვილი ბალახები, ნახევრად ბუჩქები და ლიანებია. მათი ფოთლები რედუცირებულია ქერქლებად, რომელთა უბეში ჯგუფ-ჯგუფად სხედან ნემსისებრი კლადოდიუმები (სახეცვლილი ღეროები). ზოგ სახეობას ფილოკლადიუმიც აქვს. ნაყოფი კენკრაა. ყვავილი პატარაა, ხშირად ცალსქესიანი, მარტოული ან საგველასებრ ყვავილედში.
იხ. ვიდეო სატაცურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები
▶ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენელი ირმა ირემაშვილი სტუმრად გადაცემაში "აგრო სექტორი300-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, უმთავრესად მშრალი ჰავის პირობებში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ 3. სამეურნეო მნიშვნელობა აქვს სამკურნალო სატაცურს (ლათ. Asparagus officinaltis), რომელიც ფართოდაა გავრცელებული და მოჰყავთ როგორც ბოსტნის კულტურა. სატაცურის ზოგი სახეობა (მაგ., ასპარაგუსი) დეკორატიულია, ფართოდ იყენებენ თაიგულებსა და გამწვანებაში.
იხ. ვიდეო უგემრიელესი სატაცური კურდღლის ჩაქაფული
იხ. ვიდეო სატაცური ეფექტურია ფსიქოლოგიურ დაავადებების წინააღმდეგ;
წმენდს სისხლძარღვებს; გამოიყენება წყლულის სამკურნალოდ; გაციების და გრიპის საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა; ამცირებს ძვლის ტკივილებს და არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი.
Комментариев нет:
Отправить комментарий