среда, 24 ноября 2021 г.

იტერბიუმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               იტერბიუმი

                                           
პლასტიკური მოვერცხლიფრო ფერის ლითონი, მიეკუთვნება იშვიათიმიწათა ელემეტებს

იტერბიუმის ატომისქემა

დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის მეასამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტიატომური ნომერით 70. აღინიშნება სიმბოლოთი Yb (ლათ. Ytterbium). მიეკუთვნება იშვიათმიწა ელემენტებს (იტერიუმის ქვეჯგუფს).

მარტივი ნივთიერება იტერბიუმი (CAS-ნომერი: 7440-64-4) — მოვერცხლისფრო მოთეთრო-რუხი ფერის ლითონია. რსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაციით: α-Yb სპილენძის ტიპის კუბური მესერით და β-Yb α-Fe ტიპის კუბურ წახნაგცენტრირებული მესერით, გადასვლის ტემპერატურა α↔β 792 °C.

იხ. ვიდეო 

კიდევ სამ ელემენტთან (ტერბიუმისიტრიუმისერბიუმის) ერთად მიიღო სახელწოდება სტოკჰოლმის არქიპელაგის კუნძულ რესარიოზე არსებული სოფლის იტერბიუს პატივსაცემად, სადაც ნაპოვნი იქნა მინერალი საიდანაც იქნა აღმოჩენილი ეს ელემენტი

დედამიწის ქერქში მისი კლარკია (ტეილორის მიხედვით) 0,33 გრ/ტ, ოკეანის წყალში მისი შემცველობა 2×10−6.

იტერბიუმის მიღების ძირითადი მეთოდებია იტერბიუმის(III) ოქსიდის აღდგენა ვაკუუმში ნახშირბადთან ან ლანთანთან ერთად, ასევე ქლორიდის YbCl3 განალღვობის ელექტროლიზით.

                                                     ლაზერული მასალები

იტერბიუმის იონები გამოიყენებიან ლაზერული გამოსხივების გენერაციისათვის გამოსხივების ტალღის სიგრძით 1,06÷1,07 მკმ, ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში, და იტერბიუმის ოქსიდის სახით გამოიყენება მძლავრი ბოჭკოვანი ლაზერის წარმოებაში. ჰოლმიუმის იონებით ლეგირებული ბარიუმის ფტორიდი-იტერბიუმის ფტორიდის მონოკრისტალური შენადნობი, გამოიყენება როგორც ძლიერი და ტექნოლოგიური ლაზერული მასალა.

                                 თერმოელექტრული მასალები

იტერბიუმის მონოტელურიდი წარმოადგენს პერსპექტიულ თერმოელექტრულ მასალას (თერმო-ე.მ.ძ. 680 მკვ/К).

                                      მაგნიტური მასალები

იტერბიუმის საფუძველზე იწარმოება სხვადასხვაგვარი მაგნიტური შენადნობები.

                                       ბირთვული ენერგეტიკა

იტერბიუმის ბორატი ნახულობს გამოყენებას ატომურ ტექნიკაში (სპეციალური მინანქარი და მინა).

                                               ელექტრონიკა

იტერბიუმის ოქსიდი გამოიყენება როგორც დიელექტრიკი სილიციუმის ტრანზისტორის წარმოებაში.

                          სპეციალური ბირთვული კვლევები

ატომურ რეაქტორში იტერბიუმის ნეიტრონებით დასხივებისას ნაწილობრივ გარდაიქმნება იზომერში ჰაფნიუმ-178 — 178m2Hf. არსებობს წინადადება ამ იზომერის როგორც ენერგიის აკუმულატორის გამოყენებისა, თუმცა ეს პროექტი მხოლოდ კვლევის სტადიაშია.

მიუხედავად იმისა, რომ იტერბიუმი ქიმიურად საკმაოდ სტაბილურია, ის ინახება ჰერმეტულ კონტეინერებში და ინერტულ ატმოსფეროში, როგორიცაა აზოტით სავსე მშრალ ყუთში ჰაერისა და ტენისგან დასაცავად. იტერბიუმის ყველა ნაერთი განიხილება, როგორც უაღრესად ტოქსიკური, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ საფრთხე მინიმალურია. თუმცა, იტერბიუმის ნაერთები იწვევს ადამიანის კანისა და თვალების გაღიზიანებას და ზოგიერთი შეიძლება იყოს ტერატოგენული. მეტალის იტერბიუმის მტვერს შეუძლია სპონტანურად იწვა, და შედეგად მიღებული ორთქლი საშიშია. იტერბიუმის ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელია წყლის გამოყენებით და მხოლოდ მშრალი ქიმიური კლასის D ცეცხლმაქრებს შეუძლიათ ხანძრის ჩაქრობა.



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...