ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჰენრი კავენდიში
(ინგლ.Henry Cavendish; დ. 10 ოქტომბერი, 1731, ნიცა — გ. 24 თებერვალი, 1810, ლონდონი) — ინგლისელი ლორდი, ქიმიკოსი და ფიზიკოსი. 1731 წლის 10 ოქტომბერს ქალაქ ნიცაში, ლორდის ოჯახში, დაიბადა ვაჟი - ჰენრი, რომელსაც შემდეგში წილად ხვდა ფიზიკისა და ქიმიის ისტორიაში შესანიშნავი ფურცლები ჩაეკერებინა. ჰენრის მამა მეტეოროლიგიით იყო გატაცებული და კარგ ექსპერიმენტატორად ითვლებოდა. მამის გავლენით პატარა ჰენრის ადრეულ წლებში შეუყვარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი. ეს ინტერესი დროთა განმავლობაში მეცნიერული კვლევის მიმართ ლტოლვაში გადაიზარდა და კავენდიშის მთელი არსება მოიცვა. ქავენდიშს მემკვიდრეობით აურაცხელი ქონება დარჩა, ამასთან, ლორდის წოდების გამო მას საზოგადოებაში ერთობ მაღალი ადგილი ეკავა, მაგრამ მიუხედავად მისა, იგი ყოველთვის თავმდაბალი და მორიდებული იყო. მთელი თავისი ქონების უდიდეს ნაწილს სამეცნიერო მუშაობაზე და ახალგაზრდა მეცნიერთა დასახმარებლად ხარჯავდა. იგი თავის მამულში მუშაობდა და იმდენად იყო გატაცებული მეცნიერული კვლევებით, რომ, დროის მოგების მიზნით შინაურებს ერთხელ და სამუდამოდ შემოკლებული ნიშნებით ელაპარაკებოდა. იმის გამო, რომ ქალთა მოძულე იყო, ოჯახს არ მოჰკიდებია.
ჰენრი კავენდაშის მეცნიერული მოღვაწეობაკავენდიშმა ქიმიაში დაიწყო. მისი პირველი გამოკვლევა აირებს შეეხო.1766წელს მან შეისწავლა მარილმჟავასა და სუსტ გოგირდმჟავას მოქმედება თუთიასა და რკინაზე. შენიშნა, რომ ამ დროს რაღაც აირი გამოიყო. უფრო გვიან, ამ აირს წყალბადი ეწოდა, კავენდიში კი ამას „საწვავ ჰაერს" უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ წყალბადის თვისებები და სახელწოდებაც კი მეცნიერთათვის ჯერ უცნობი იყო, მან პირველმა განსაზღვრა მისი კუთრი სითბოტევადობა; ამ გამოკვლევამ დიდი სამსახური გაუწიააერნაოსნობას;1783წელს ჟ. შარლმა კავენდიშის მეთოდით მიიღოწყალბადი; რომლითაც გაავსოაეროსტატიდა პირველი აფრენა მოაწყო.1766წელსვე მიიღო კავენდიშმა სუფთანახშირორჟანგააირი და განსაზღვრა მისი კუთრი წონა.1779-1783წლებში კავენდიში სწავლობდა სხვადასხვა აირის შერევის საკითხებს, მათ ნარევში ელექტრონულ ნაპერწკალს ატარებდა და, ამგვარად,1781-1782წლებში აღმოაჩინა წყლის რთული ქიმიური შედგენილობა. მანამდე წყალი მარტივ ნივთიერებად იყო აღიარებული. სამი წლის შემდეგ,1785წელს, ლავუაზიემ და მენემ წყლის რაოდენობრივი ქიმიური ანალიზი დააზუსტეს. მეორე მხრივ, კავენდიშმა დააზუსტა ლავუაზიეს მიერ ადრე მიღებული შედეგები და განსაზღვრაატმოსფეროსჰაერში ჟანგბადის პროცენტული შედგენილობა.
ქავენდიშმა 1771-1773 წლებში პირველმა აღმოაჩინა ელექტროსტატისტიკის ძირითადი კანონი-უძრავი მუხტების ურთიერთქმედების შესახებ. სამწუხაროდ, კავენდიში თავის შრომებს ელექტროობის შესახებ არ ბეჭდავდა. 100 წელზე მეტ ხანს ელაგა ეს შრომები კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და მეცნიერებისათვის უცნობი დარჩა. მხოლოდ 1878 წელს შეისწავლა ისინი მაქსველმა და გამოაქვეყნა. მაგრამ ანალოგიური რაოდენობრივი გამოთვლები კავენდიშისგან დამოუკიდებლად უკვე შესრულებული ჰქონდა ფრანგ ფიზიკოსსა და ინჟინერსშარლ კულონს, ამ კანონს კულონის კანონი ეწოდა.
კავენდიში არჩეული იყო ინგლისის სამეფო საზოგადოებისა და პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. იგი გარდაიცვალა 1810 წლის 10 თებერვალს ლონდოში.
კემბრიჯის უნივერსიტეტში ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკის კვლევითი ლაბორატორიების კომპლექსს დღემდე კავენდიშის სახელი შემორჩა. ამ ლაბორატორიებში იწვრთნებოდნენ მსოფლიოში გამოჩენილი ფიზიკოსები: რეზერფორდი, ბორი და სხვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий