ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჟოლო
(ლათ. Rubus idaeus) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ბუჩქბალახია, მისი სიმაღლეს 1-3 მ აღწევს. მიწისქვეშა ნაწილი მრავალწლოვანი ფესურაა, მიწისზედა — ერთ- და ორწლოვანი მწვანე, წითელი ან იისფერი ყლორტია, რომელიც დაფარულია სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ქაცვებით. ფოთოლი სამყურა ან ფრთისებრ რთულია, ყვავილი — ორსქესიანი, თეთრი, ნაყოფი — კენკრა, ფერად ყვითელი, წითელი ან მუქი მეწამული.
მრავლდება თესლით (ახალი ჯიშის მისაღებად) და ვეგეტატიურად. ცნობილია ჟოლოს 120-ზე მეტი სახეობა. ფართოდაა გავრცელებული ყველგან. იყენებენ საჭმელად — ნედლად და გადამუშავებულს. მედიცინაში გამხმარი ნაყოფის ნახარში ოფლმდენი საშუალებაა.
ხილი შეიცავს 11%-მდე შაქარს (გლუკოზა, ფრუქტოზა, პენტოზა), ეთერზეთის კვალს, პექტინს და ცილოვან ნივთიერებებს, ლორწოს; ვიტამინები C, A, B; ორგანული მჟავები (ვაშლის, ლიმონის, ღვინის, სალიცილის და ა. ; 0,3%-მდე ტანინები. თესლი შეიცავს 22%-მდე ცხიმოვან ზეთს.
იხ. ვიდეო ჟოლოს მოვლა-ფორმირება
Комментариев нет:
Отправить комментарий