четверг, 4 ноября 2021 г.

პლანეტოშენადედი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                                პლანეტოშენადედი

ნარჩენებისგან დისკოები HD 141943 და HD 191089, რომელიც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ახალგაზრდა ვარსკვალვების არქივში აღმოაჩინეს (24 აპრილი, 2014).

 მყარი ობიექტი, რომელზეც ფიქრობენ, რომ პროტოპლანეტურ და ნარჩენების დისკოში არსებობს.

პლანეტების ფორმირების ფართოდ მიღებული თეორიის, ე.წ. პლანეტოშენადედის ჰიპოთეზის, ჩამბერლინ-მაულტონის პლანეტოშენადედის ჰიპოთეზის, მიხედვით, პლანეტები წარმოიქმნება კოსმოსური მტვრის მარცვლებისაგან, რომლებიც ერთმანეთს ეჯახება, ეწებება და წარმოქმნის უფრო და უფრო დიდ სხეულებს. როდესაც ეს სხეულები 1 კილომეტრის ზომის ხდება, ისინი ერთმანეთს იზიდავს პირდაპირ მათი საერთო გრავიტაციით და ამის წყალობით ხელს უწყობენ მთვარის ზომის ობიექტის პროტოპლანეტების ჩამოყალიბებას. უმეტესად ასე განიმარტება პლანეტოშენადედები. პლანეტოშენადედებზე მცირე სხეულები დამოკიდებული უნდა იყოს ბრაუნის ან ტურბულენტურ მოძრაობაზე გაზში, რომ დაიწყოს შეჯახებები, რამაც, თავის მხრივ, შეწებების პროცესი უნდა წარმართოს. სხვანაირად, პლანეტოშენადედები შესაძლოა წარმოიქმნას მტვრის მარცვლების ძალიან მკვრივ ფენაში, რომელიც განიცდის ერთობლივ გრავიტაციულ არასტაბილურობას პროტოპლანეტარულ დისკოში. პლანეტოშენადედთა უმეტესობა მძლავრი შეჯახებებისას შუაზე იგლიჯება, როგორც შესაძლოა დაემართა 4 ვესტასა და 90 ანტიოპს, მაგრამ ყველაზე დიდ პლანეტოშენადედთა მცირე ნაწილი შეიძლება გადაურჩეს ასეთ შეჯახებებს და გააგრძელოს ზრდა პროტოპლანეტებად და მოგვიანებით პლანეტებად.

იხ. ვიდეო რა არის პლანეტოშენადედი და რა კავშირი აქვს მეტეორიტებთან. მეტეორიტების წარმოშობასთან  დაკავშირებულებთ ბევრი საიდუმლოა. თითოეული ციური სხეულის წარმოშობის საკითხი მეცნიერებისთვის საკამოათო საკითხია. კერძოდ 1960-იან წწ -ში ნაპოვნი მეტეორიტების იმავე ფრეგმენტები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გასაგები. ისისნი მსოფლიოში არიან მიმოფანტული და აშკარაა, რო, ის ერთ ობიექტს ეკუთვნის.



ზოგადად მიჩნეულია, რომ დაახლოებით 3,8 მილიარდი წლის წინ, „[მძიმე დაბომბვის“ პერიოდის შემდეგ, მზის სისტემაში არსებული პლანეტოშენადედების უმეტესობა ან მთლიანად გაიტყორცნა მზის სისტემიდან შორეულ ექსცენტრიულ ორბიტებზე, როგორიცაა ურტის ღრუბელი, ან უფრო დიდ ობიექტებს შეეჯახა რეგულარული გრავიტაციული ბიძგების დახმარებით, რომლებიც გამოწვეული იყო გიგანტური პლანეტებისგან (განსაკუთრებით იუპიტერისა და ნეპტუნისაგან). შესაძლებელია მცირე რაოდენობის პლანეტოშენადედი მთვარეებად იქნა ჩაჭერილი, როგორებიცაა ფობოსი და დეიმოსი (მარსის თანამგზავრები) და გიგანტური პლანეტების უმეტესი თანამგზავრები.

ის პლანეტოშენადედები, რომლებიც გადაურჩა ყველაფერს დღემდე, ძალიან ღირებულია მეცნიერებისათვის, რადგან ისინი შეიცავს მზის სისტემის ფორმირების შესახებ უზარმაზარ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ მათი გარე ნაწილები მზისგანაა დასხივებული, რაც მის ქიმიურ შედგენილობას შეცვლის, მათი შიგა ნაწილები შეიცავს უძველეს მატერიას, რომელზედაც პლანეტოშენადედის წარმოქმნის შემდეგ არანაირი გავლენა არ მომხდარა. ამის გამო თითოეული პლანეტოშენადედი „დროის კაფსულაა“ და მათ შედგენილობას შეუძლია გვითხრას, რა მდგომარეობა იყო მზიურ ნისლეულში — საიდანაც ჩვენი პლანეტური სისტემა წარმოიქმნა

                                                           

პლენტიზმი - კიუბივანო 2014 MU ფოტოგრაფია საპლანეტათაშორისო სადგურის ,,ახალი ჰორიზონტის'' მიერ 2019წ-ს

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...