четверг, 4 ноября 2021 г.

კომპლემენტის სისტემა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                კომპლემენტის სისტემა

                
მემბრანის შემტევი კომპლექსის იწვევს უჯრედის ლიზისს

იმუნური სისტემის ნაწილი, რომელიც ეხმარება ან აკომპლექტებს/ავსებს ანტისხეულებისა დ ფაგოციტური უჯრედების უნარს გაწმინდონ/გაასუფთავონ პათოგენები ორგანიზმისაგან. ის ნაწილია თანდაყოლილი იმუნური სისტემისა, რომელიც არ არის შეგუებადი და არ იცვლება ინდივიდის ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, იგი შეიძლება „გაწვეული“ ან ჩართულ იქნას ადაპტაციური იმუნური სისტემის მიერ.

კომპლემენტის სისტემა შედგება მთელი რიგი პატარა ცილებისაგან, რომლებიც აღმოჩენილია/ნაპოვნია სისხლში, ძირითადად ღვიძლის მიერ სინთეზირებული, და როგორც წესი, მოცირკულირე არააქტიური წინამორბედების სახით (პრო-ცილები/პრო-პროტეინები). რამდენიმედან ერთი ტრიგერის/სასხლეტის (O.o) სტიუმულაციის შემდეგ, სისტემაში არსებული პროტეაზები ხლეჩენ სპეციფიურ პროტეინებს, რათა გამოათავისუფლონ ციტოკინები და ინიცირებენ ზრდად (amplifying) კასკადს შემდგომი/დამატებითი გახლეჩებისათვის. საბოლოო შედეგი კასკადის აქტივაციისა არის მასიური ამპლიფიკაცია/გაძლიერება პასუხისა და უჯრედის მკვლელი მემბრანის შემტევი კომპლექსის (MAC) ატივაცია. 30-ზე მეტი ცილა და ცილოვანი ფრაგმენტი შეადგენს კომპლემენტის სისტემას, შრატის ცილების, სეროზული ცილების და უჯრედის მემბრანული რეცეპტორების ჩათვლით. ისინი ითვლება სისხლის შრატის გლობულინების წილის დაახლოებით 5%-ად და შეუძლიათ იმოქმედონ, როგორც ოფსონინებმა.

სამი ბიოქიმიური გზა ააქტიურებს კომპლემენტის სისტემას: კლასიკური კომპლემეტის გზა, ალტერნატიული კომპლემენტის გზა და ლექტინის გზა

                                                                 

კასაკდის ქსემა კომლემეტის სისტემა

კომპლემენტის მთავარი ფუნქციები არის შემდეგი

  1. ოფსონიზაცია — ანტიგენების ფაგოციტოზის გაძლიერება
  2. ქემოტაქსისი — მაკროფაგებისა და ნეიტროფილების მოზიდვა
  3. უჯრედის ლიზისი — უცხო უჯრედების მემბრანის გახვრეტა
  4. აგლუტინაცია — პათოგენების დაკავშირება და კლასტერიზება/ერთად დაგროვება (მიწებება)

პროტეინები და გლიკოპროტეინები, რომლებიც წარმოქმნიან კომპლემებტის სისტემას სითეზირებულნი არიან ჰეპატოციტების მიერ. მაგრამ მნიშვნელოვანი რაოდენობა ასევე პროფუცირებულია/წარმოებულია ქსოვილოვანი მაკროფაგების, სისხლის მონოციტების და შარდსადენი და კუჭნაწილავის მიერ ტრაქტის ეპითელიალური უჯრედების მიერ. აქტივაციის სამივე გზა წარმოქმნის ჰოპმოლოგიურ ვარიანტებს პროტეაზა С3 კონვერტაზისა. კლასიკური კომპლემენტის გზა ტიპურად მოითხოვს ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსებს (იმუნურ კომპლექსებს) აქტივაციისათვის (სპეციფიკური იმუნური პასუხი), მაშინ, როდესაც ალტერნატიული და მანან-დამაკავშირებელი ლექტინის გზები შეიძლება გააქტიურდეს C3-ის ჰიდროლიზით ან ანტიგენენების მიერ ანტისხეულების არსებობის გარეშე (არასპეციფიკური იმუნური პასუხი).

იხ.ვიდეო მედეგი იმუნიტეტი




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...