ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
შუცშტაფელი
1923 წლის მაისში ადოლფ ჰიტლერმა „სა“-ს წევრებისაგან ჩამოაყალიბა ახალი ორგანიზაცია „შტაბსვახე“ (გერმ. Stabswache; ქართ. შტაბის დაცვა), რომელმაც სულ მცირე ხნის განმავლობაში იარსება. ჰერმან ერჰარტმა, მას შემდეგ რაც 1923 წლის ივლისში ჰიტლერისა და რიომის მიმდევარი გახდა, ჩამოაყალიბა 12 კაციანი „შტოსტრუპი ადოლფ ჰიტლერი“ (გერმ. Stoßtrupp Adolf Hitler; ქართ. შემტევი რაზმი ადოლფ ჰიტლერი), რომელსაც უნდა დაეცვა პირადად ადოლფ ჰიტლერი შიდაპარტიული განხეთქილებების დროს.
„შტოსტრუპის“ შემადგენლობაში 2 ყოფილი „შტაბსვახელი“ იყო: იულიუს შრეკი და იოზეფ ბერხტოლდი. ამათ გარდა „ტოსტრუპის“ წევრები გახდნენ: ულრიხ გრაფი, ემილ მორისი, კრისტიან ვებერი, ზეპ დიტრიხი, რუდოლფ ჰესი, იაკობ გრიმინგერი, ვალტერ ბუხი და კარლ ფილერი.
1925 წლის მაისში იულიუს შრეკმა, შემდგომში „სს“-ის პირველმა რაიხსფიურერმა, ჰიტლერის დავალებით „შტოსტრუპი“» 8 წევრისაგან (მათ შორის: რუდოლფ ჰესი, ჰერმან გერინგი და ზეპ დიტრიხი) ჩამოაყალიბა ახალი შენაერთი. ეს შენაერთი წარმოადგენდა ბირთვს, რომელზეც მოგვიანებით ორგანიზაცია „სს“ ჩამოყალიბდა.
სახელი „სს„ (სრულად: „დამცავი რაზმი“; გერმ.: Schutzstaffel) მაშინდელი „სა“-ს ლიდერის ჰერმან გერინგის იდეა იყო. მან ეს სახელი ისესხა ლეგენდარული “წითელი ბარონის“ ესკადრილიის, რომელის წევრიც თვითონ იყო პირველ მსოფლიო ომში, ერთ-ერთი ბადრაგ/დამცავი რაზმისაგან.
ახალჩამოყალიბებული ორგანიზაციის დავალებები ჰიტლერმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა მისსავე 1930 წლის 7 ნოემბრის „ფიურერის ბრძანებაში“: „სს-ს ევალება უპირველეს ყოვლისა საპოლიციო სამსახური პარტიის შიგნით“ (გერმ. „Die Aufgabe der SS ist zunächst die Ausübung des Polizeidienstes innerhalb der Partei.“)
იხ. ვიდეო
„სა“-ს მეთაურებმა გადაწყვიტეს «სს» მცირე, დამოკიდებულ ოორგანიზაციად დაეტოვებინათ და იმისათვის, რომ ხელი შეეშალათ «სს»-ის რიგების შევსებისათვის დააწესეს ამ ორგანიზაციისათვის მაქსიმუმი. „სს“-ის შემადგენლობას არ უნდა გადაეჭარბებინა „სა“-ს კონტინგენტის 10 %-იასთვის. რაიხსგაუებში „სს“-ში მიღება იწარმოებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ „სა“-ს რიგები უკვე შევსებული იქნებოდა. გამონაკლის წარმოადგენდა ბერლინი, სადაც „სს“-ს უფლება ჰქონდა „სა“-ს რაოდენობის 20 % კონტინგენტი ჰყოლოდა.
ამ დირექტივით უკმაყოფილების გამო 1927 წელს თანამდებობიდან გადადგა „სს“-ის მეორე რაიხსფიურერი იოზეფ ბერხთოლდი. მისი ადგილი დაიკავა 27 წლის ერჰარტ ჰაიდენმა, რომელმაც თავის მოადგილედ აქამდე რემის პარამილიტარისტული ორგანიზაცია „რაიხსკრიგსფლაგეს“ წევრი ჰაინრიხ ჰიმლერი დანიშნა.
მომდევნო წლებში ურთიერთობა ამ ორ ორგანიზაციას შორის კიდევ უფრო დაიძაბა. 1929 წლის 5 იანვარს ჰაიდენი თანამდებობიდან გადადგა.
„სს“-ს, სანამ „სა“-ს შემადგენლობაში იყო, „ნსდაპ“-ის შიდასაპოლიციო პუნქცია ეკისრებოდა. მას შემდეგ რაც 1929 წელს ჰაინრიხ ჰიმლერი რაიხსფიურერი გახდა დაიწყო ორგანიზაციის ძირეული გარდაქმნა, რომელიც ამიერიდან „ნსდაპ“-ის საბრძოლო რაზმი უნდა ყოფილიყო: „ნაციონალ-სოციალისტური, სამხედრო ორდენი ნორდიული ნიშნების მატარებელ კაცთა, რომელთაგანაც თითოეული უპირობოდ დაემორჩილებოდა ფიურერის ყოველ ბრძანებას“ (გერმ. „ein nationalsozialistischer, soldatischer Orden nordisch bestimmter Männer, von denen jeder bedingungslos jeden Befehl befolgt, der vom Führer kommt“).
„სს“ ნელ-ნელა ელიტარულ და მასობრივ ორგანიზაციად გადაიქცა, რომლის რიგებშიც 1932 წელს 52 000, ხოლო ერთი წლის შემდეგ უკვე 204 000 წევრი ირიცხებოდა. ორგანიზაციის ელიტარული ხასიათი გამოსჭვივოდა იმ რასობრივ-ბიოლოგიურ და მსოფლხედველობრივ კრიტერიუმებში, რომლებიც კანდიდატებს უნდა შეესრულებინათ „სს“-ში მოსახვედრად. „სს“, როგორც „კლანური ერთობა“, ნაციონალ-სოციალისტური გაბატონებული რასის იდეოლოგიის განსახიერება და როგორც „სისხლის სიწმინდის შემნახველი“ მსოფლიოში ნორდიული რასის დომინირების ჩანასახი უნდა ყოფილიყო.
აქედან გამომდინარე საარჩევნო კრიტერიუმები არა მარტო კაცებზე ვრცელდებოდა, არამედ მათი მეუღლეებიც კი „რასობრივ სიწმინდეზე“ უნდა შეემოწმებინათ.
„სს“-ის იდეოლოგია ეყრდნობოდა და ემსგავსებოდა შუა საუკუნეების რაინდთა ორდენების წყობას. რიტუალები საკრალურ ადგილებში, სიმბოლოები (სს-ის მკვდარი თავის ქალას ბეჭედი), სხვადასხვა რუნების გამოყენება და საპატიო ხანჯალი ორგანიზაციას თითქმის რელიგიურ ხასიათს აძლევდა.
ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „სა“, „სს“ და „შტალჰელმი“ პოლიციური პრივილეგიებით აღჭურვილ ორგანიზაციებად იქცნენ, რომელთაც ევალებოდათ პოლიტიკურ მოღინააღმდეგეთა დევნა. უკვე 1933 წლის აპრილისათვის მათ მიერ დაახ. 25 000 რეჟიმის მოწინააღმდეგე იქნა დაპატიმრებული. „სა“-მ და „სს“-მა დაიწყეს პირველი საკონცენტრაციო ბანაკების მშენებლობა დახაუსა და ორანიენბურგში (ზაკსენჰაუზენი).
1934 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს მოწყობილი პოლიტიკური წმენდის დროს (გრძელი დანების ღამე) „სს“-ის შენაერთები “ლაიბშტანდარტი ადოლფ ჰიტლერი” და „მკვდარი თავის ქალა“ ფიზიკურად გაუსწორდნენ «სა»-ს უმღლეს სარდლობას და ჰიტლერის რეჟიმის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს კონსერვატიული ბანაკიდან. 20 ივლისს ადოლფ ჰიტლერმა განაცხადა: „სს“-ის დიდი დამსახურებისთვის, გამოჩენილი განსაკუთრებით 1934 წლის 30 ივნისის მოვლენების დროს, ვამაღლებ მე მას დამოუკიდებელ ორგანიზაციად „ნსდაპ“-ის ფარგლებში“ (გერმ. „Im Hinblick auf die großen Verdienste der SS, besonders im Zusammenhang mit den Ereignissen vom 30. Juni 1934, erhebe ich dieselbe zu einer selbständigen Organisation im Rahmen der NSDAP.“)
„სს“-ის დაქვემდებარებაში გადავიდა რაიხის ყველა საკონცენტრაციო ბანაკი, რომლებსაც მანამდე ნაწილობრივ „სა“-ც განაგებდა. „სს“-ის „მკვდარი თავის ქალას“ შენაერთები ამირიდან მარტო კონცბანაკების დაცვით ფუქციას ასრულებდნენ. 1934 წლის ნოემბერში პრინც-ალბრეხტ-პალე, რომელიც ბერლინში ვილჰელმშტრასეს 102-ში მდებარეობდა, შეუერთდა პრინც-ალბრეხტ-შტრასე 8-ზე მდებარე შენობათა კომპლექსს და მასში «სს»-ის რაიხსფიურერის უშიშროების აპარატი იქნა განლაგებული.
1935 წელს „სს“-ის განმკარგულებელი აპარატი გადაკეთდა „საზოგადო სს“-ად. „სს“-ის შეიარარებული ნაწილი ორად გაიყო: „სს-ის სარეზერვო ჯარები“ და „სს-ის მკვდარი თავის ქალას შენაერთები“. შემდგომში ისინი „ვაფენ-სს“-ის შემადგენლობაში შევიდნენ.
„საზოგადო სს“-ი, რომელსაც „მამულის-სს“ ან „შავ-სს“-საც უწოდებნდნენ, ემორჩილებოდა სპეციალურად მისთვის შექმნილ „საზოგადო სს-ის სამმართველოს“, რომელიც ბერლინში მდებარეობდა. ამით დამთავრდა „სს“-ის კლასიკური დაყოფა 3 ნაწილად, რომელმაც 1945 წლამდე იარსება:
- საზოგადო-სს - Allgemeine-SS
- სს-ის მკვდარი თავის ქალას შენაერთები - SS-Totenkopf-Standarten
- სს-ისსარეზერვო ჯარები - SS-Verfügungstruppe
1939-1940 წლებში „სს“-ის შიგნით ჩამოყალიბდა რამდენიმე მთავარი სამმართველო და განყოფილება:
- მართვის მთავარი სამმართველო, შემოკლ.: „ფჰა“, (გერმ. Führungshauptamt — FHA) — „სს“-ის სამეთაურო შტაბი, რომლის დაქვემდებარებაში იყვნენ: ოფიცერთა სკოლები, სამედიცინო და სატრანსპორტო მომსახურების საქმე, ფინანსები და შეიარაღება.
- რასისა და დასახლების მთავარი სამმართველო, შემოკლ.: „რუსჰა“, (გერმ. Rasse- und Siedlungshauptamt - RuSHA) - ამ სამმართველოს ევალებოდა „რასობრივად ღირებული“ მმართველი ელიტის მომზადება და აღზრდა.
- რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო, შემოკლ.: „რსჰა“, (გერმ. Reichssicherheitshauptamt - RSHA) - „რსჰა“-ს ევალებოდა საპოლიციო ფუნქციების შესრულება.
- უშიშროების სამსახური, შემოკლ.: „სდ“, (გერმ. Siecherheitsdinst – SD) – რაინჰარდ ჰაიდრიხის სამმართველო საიდუმლო სამსახურის ფუნქციებს ასრულებდა და ევალებოდა საგარეო და საშინაო მტრებთან ბრძოლა და გერმანელ მოსახლეობაზე თვალყურის დევნება.
- უშიშროების პოლიცია, შემოკლ.: «ზიპო» (გერმ. Sicherheitspolizei - Sipo) - იგი მეთვალყურეობდა კრიმინალურ (კრიპო) და საიდუმლო (გერსატპო) პოლიციას.
- ვაფენ-სს (გერმ.: Waffen-SS) - ეს ორგანიზაცია შეადგენდა „სს“-ის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც თავის მხრივ შედგებოდნენ მკვდარი თავის ქალას შენაერთებისაგან და სს-ის სარეზერვო ძალებისაგან.
- მეურნეობისა და მმართვის მთავარი სამმართველო, შემოკლ.: „ვფჰა“ (გერმ. Wirtschafts- und Verwaltungshauptamt - WVHA) - იგი მართავდა „სს“-ის საკუთრებაში მყოფი ინდუსტრიულ, სამომსახურეო და სასოფლო სამეურნეო საწარმოებს, საკონცენტრაციო ბანაკებს და განაგებდა მათ კონსტრუირებას.
გერმანული საწარმოები
«სს»-ის მიერ უამრავი ფირმა იქნა დაარსებული. მათ შორის - შპს „გერმანული მიწისა და ქვის ქარხანა“ (1938). ეს ფირმები 1940 წელს „გერმანულ სამეურნეო საწარმოებში“ გაერთიანდნენ, რომელიც «სს»-ის ელიტისაგან იმართებოდა. 1942 წელს ყველა ეკონომიკურ-ფინანსური საქმე მეურნეობისა და მმართვის მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში გადავიდა. მას მიეკუთვნებოდნენ აგრეთვე საკონცენტრაციო ბანაკები და აქედან გამომდინარე «სს»-ის ფირმებში ათიათასობით სამხედრო ტყვე და პატიმარი იძულებით მუშაობდა.
1943-1944 წლებში «სს»-ის ეკონომიკურ იმპერიას 30-მდე მსხვილი და 100-ზე მეტი წვრილი საწარმო მიეკუთვნებოდა, რომლებშიც 40 000 იძულებით მომუშავე პირი იყო დასაქმებული. „გერმანული სამეურნეო საწარმოების“ ცენტრალური ბიურო ბერლინში, ორანიენბურგში იყო განთავსებული.
«სს»-ის მონაწილეობა საომარ მოქმედებებში
1938 წლის 13 მარტსავსტრიის ანშლუსში «სს»-ის ნაწილებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ მიერ ვენაში დაარსებულ იქნა სს-ის შტანდარტი „ფიურერი“.
იმავე წლის ოქრომბერში «სს»-ის სარეზერვო ჯარები ჩეხოსლოვაკურ ზუდეტენლანდში შევიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ჩეხესლოვაკიამ არსებობა შეწყვიტა. ჩეხეთი ახლად დაარსებული ბოჰემიის და მორავიის რაიხსპროტექტორატის შემადგენლობაში შევიდა და «სს»-ს დავალება მიეცა ჩაეხშო ჩეხური იატაკქვეშა მოძრაობა. «რსჰა»-ს შეფი რაინჰარდ ჰაიდრიხი დაპყრობილი მიწების რაიხსპროტექტორად დაინიშნა და მის მიერ გამოჩენილი სისასტიკისათვის სულ მალე მეტსახელად „პრაღელი ყასაბი“ შეარქვეს.
1939 წლის შემოდგომაზე ლაიბშტანდარტი, სარეზერვო ჯარები და მკვდარი თავის ქალას შენაერთები გაერთიანებულ იქნენ ერთ ორგანიზაციად - «ვაფენ-სს»-ად. ჰიმლერს სურდა «სს» გადაექცია სახელმწიფოს დამცავ სპეციალურ არმიად, რომელიც მოაწილეობას მიიღებდა როგორც შინაგანი ისევე გარე მტრის წინაარმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად «სს»-ის სხვადასხვა ქვეორგანიზაციებს შორის დიფერენციისა იგი მაინც ერთი იდეოლოგიური მიზნის მიმდევარი ძალა იყო. აქედან გამომდინარე მომავალი «სს»-ის ოფიცრები საერთო იდეოლოგიურ-პოლიტიკურ აღზრდას იღებდნენ სს-ის იუნკერთა სკოლებში ბად ტიოლცში და ბრაუნშვაიგში. იუნკრები საერთო განატლებას იღებდნენ და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა შემდეგში თუ სად განაწილდებოდნენ: სს-ის ხელმძრვანელობაში, სამხედრო ფრონტზე, «სდ»-ში თუ კონცბანაკებში.
მონაწილეობა სამხედრო დანაშაულში და ჰოლოკოსტში
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში «ვაფენ-სს»-ის ნაწილები მონაწილეობას იღებდენ უამრავ სამხედრო დანაშაულში, როგორიცაა: სამხედრო ტყვეთა წამება, დაპყრობილი ქვეყნების მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ეკზეკუცია, აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობილი ქვეყნებიდან ადგილობრივი მოსახლეობის აყრა და სხვა. «ვფჰა»-ს საშუალების «სს» განაგებდა საკონცენტრაციო და ადამიანთა ფიზიკურად გასანადგურებელ ბანაკებს, რომლებსაც ე.წ. «სს-ის მკვდარი თავის ქალას» ვახშტურმბანები მეთაურობდნენ.
ნიურნბერგის პროცესზე «სს» და მისი შემადგენელი ნაწილები: «ვაფენ-სს», «სს-ის მკვდარი თავის ქალას შენაერთები» და «სდ», როგორც «ნსდაპ»-ის ნაწილი და პოლიტტერორის მთავარი ინსტრუმენტი „დანაშაულებრივ ორგანიზაციად“ იქნენ აღიარებულნი. გამონაკლისი დაშვებულ იქნა «სს-ის მხედრების» მიმართ.
«სს»-ის შენაერთებმა სამხედრო ნათლობა პოლონეთის წინააღმდეგ ომში მიიღეს. «ვერმახტი» ცდილობდა საშიში კონკურენთი თავიდან მოეცილებინა და დარჩენილიყო ერთადერთ შეიარაღებულ ძალად მესამე რაიხში, მაგრამ ჰიმლერმა თავისი გაიტანა. «სს»-ის პოლკები ”გერმანია”, “ფიურერი”, “ტოტენკოპფი” და “ლაიბშტანდარტე-სს ადოლფ ჰიტლერი” ერთ, «სს»-ის სარეზერვო დივიზიაში იქნენ გაერთიანებულნი. ერთადერთი რაც «ვერმახტმა» შეძლო იყო ის, რომ «სს»-ის დივიზია მის ხელქვეით იდგა და გადანაწილებულ იქნა სხვადასხვა სამხედრო შენაერთებში. ასე რომ «სს»-ის სარეზერვო დივიზიას, როგორც ერთ საბრძოლო ერთეულს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
1943 წლიდან «სს» თავის რიგებში წვევამდელებს იღებდა, ისინი ფრონტზე «ვერმახტის» მებრძოლების გვერდით იბრძოდნენ. გარდა ამისა «სს» შეეცადა ჩამოეყალიბებინა უცხოელი მებრძოლებისაგან დაკომპლექტებული დივიზიები, თუმც ამ წამოწყებას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ასე მაგალითად ალბანელი მებრძოლებით შედგენილი დივიზია “სკანდერბეგი” ომში მონაწილეობის მიღებამდე დაიშალა.
სხვა «ვერმახტის» მთავარსარდლობისაგან დამოუკიდებელი «სს»-ის შენაერთები (მაგ. “ტოტენკოპფის” ასეულები) გამოიყენებოდნენ საკონცენტრაციო ბანაკების დაცვად, გერმანიის ტერიტორიაზე “პოლიტიკური წმენდების” დროს, ებრაელთა და პოლონელი ინტელიგენციის დევნა-განადგურებისათვის. «ვერმახტსა» და «სს»-ს შორის ურთიერთობას კარგად აღწერს გენერალი იოჰენს ბლასკოვიცი საპროტესტო ნოტაში: “არმიის განწყობა «სს»-ისა და პოლიციის მიმართ მერყეობა ზიზღსა და სიძულვილს შორის. თითოეული მებრძოლი თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობს იმ დანაშაულებების გამო, რომელიც ჩადენილ იქნა პოლონეთში.”
ნაციონალ-სოციალისტურ ელიტას «სს» თავისი მიზნების განსახორციელებლად აწყობდა და ამიტომ მისი შენაერთების ზრდა ჩქარი ტემპით მიდიოდა. საფრანგეთზე თავდასხმის დროს ახლად დაარსებული «ვაფენ-სს» თავის რიგებში უკვე 3 დივიზიას (“რაიხი”, “ტოტენკოპფი” და “სს-ის პოლიციის დივიზია”) და ერთ მოტორიზირებულ პოლკს (“ლაიბშტანდარტე-სს ადოლფ ჰიტლერი) მოითვლიდა. «სს»-ის დივიზიები ძირითადად მოხალისეებისაგან იყო დაკომპლექტებული და მის ოფიცრებს შესაბამისი სამხედრო განათლება და გამოცდილება აკლდათ. ამიტომ საფრანგეთის წინააღმდეგ ომში მათ დიდი დანაკლისი განიცადეს. მათ მეტსახელად “საზარბაზნე ხორცს” ეძახდნენ. ამ დივიზიების მიერ ჩადენილი დანაშაულები (ასობით დანებებულ ჯარისკაცთა და სამხედრო ტყვეთა დახვრეტა) დოკუმნეტურადაა დადასტურებული.
Комментариев нет:
Отправить комментарий