ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი
ზახერ-მაზოხს სახელი ეროტიკულმა რომანებმა მოუხვეჭა („ვენერა ქურქში“, 1870; „ვენის მესალინები“, 1874; „ყალბი ყარყუმი“, 1873-1879; „სასტიკი ქალები“, 1907 გარდაცვალების შემდეგ), რომლებშიც აღწერილია პარაფილია, რომელიც მისთვის იყო დამახასიათებელი და რომელსაც მოგვიანებით, ფსიქიატრმა და ნევროლოგმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა მაზოხიზმი უწოდა. მისმა მეუღლემ 1895 წელს ის მანჰაიმის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსა, სადაც იმავე წელს გარდაიცვალა. ზოგი მეცნიერის აზრით, ლეოპოლდი 10 წლის შემდეგ გარდაიცვალა იმავე კლინიკაში.
მისი პირადი ცხოვრება ცნობილი გახდა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც აურორა ფონ რუმელინმა (რომელზედაც იგი 1873 წელს დაქორწინდა და რომელიც მისი მეუღლე დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იყო) 1905 წელს გამოაქვეყნა მისი მოგონებები ვანდა ფონ ზახერ-მაზოხის ფსევდონიმით.
იხ. ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий