вторник, 16 ноября 2021 г.

რუნები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                   რუნები

 ძველი გერმანელების დამწერლობა, გამოიყენებოდა I—II საუკუნეებიდან XII საუკუნემდე თანამედროვე დანიისშვედეთისა და ნორვეგიის ტერიტორიაზე, X—XIII საუკუნეებში ისლანდიასა და გრენლანდიაში, ხოლო შვედეთის პროვინცია დალარნაში XIX საუკუნემდე. რუნებს აქვთ სპეციფიკურად კუთხოვანი ფორმა, რომელიც მორგებულია ეპიგრაფიკას. ზოგიერთი სპეციალისტი რუნებს ჩრდილოეტრუსკული ანბანის მოდიფიკაციად მიიჩნევს. ცნობილია რუნებით შესრულებული წარწერები ქვაზელითონზეხეზე; მოგვიანებით სასულიერო და საერო ტექსტები — ქაღალდზე.

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქრისტიანობის მიღების შემდეგ რუნები, როგორც დამწერლობა, შეავიწროვა ლათინურმა. თვითონ ტერმინს „რუნები“ აქვს კავშირი ძველგერმანულ ფუძე run-თან („საიდუმლო“). სულ ცნობილია 5000-მდე რუნული წარწერა, მათი უმეტესი ნაწილი ნაპოვნია შვედეთში. გარდა ამისა, შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდა რუნული კალენდრები.

ძველი თურქების ანბანი, რომელსაც მსგავსი კუთხური ფორმა აქვს, ასევე იწოდება რუნებად. ხშირად ამ სახელით მოიხსენიებენ სხვა დამწერლობით სისტემებს, მაგალითად, ძველი სლავების ჰიპოთეტურ ანბანს (რომლის არსებობის რეალური მტკიცებულებები არ არსებობს).

იხ. ვიდეო რუნები - მაგიური სიმბოლოები

ძველსკანდინავიური და ძველინგლისური run, ძველისლანდიური runar და ძველგერმანული runa ერთმანეთთან დაკავშირებულია გერმანული ფუძით ru და გოთური runa-თი, რომელიც ნიშნავს „საიდუმლოს“, აგრეთვე ძველგერმანული runen-ით (თანამედ. raunen), რომელიც აღნიშნავდა „უჩუმრად ჩურჩულს“. ამგვარი სახელწოდება, როგორც ჩანს, გამოწვეულია იმით, რომ ძველი გერმანელები რუნებს მისტიკურ თვისებებს მიაწერდნენ
                                                                                  
რუნები წარწერა რეკის ქვაზე, აღმოსავლეთ მხარე

რუნული ანბანის მთავარ განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს ასოების წყობა, პირობითად მას უწოდებენ ფუთარქს (fuþark) — პირველი ექვსი ასოს მიხედვით. ამგვარი ანბანური წყობა არ გვხვდება არცერთ სხვა დამწერლობაში. ანბანი იყოფოდა სამ ჯგუფად (ისლ. Ættir — ეტირი, ნორვ. Ætt — ატი), თითოეულში 8 რუნით. პირველ ეტირში შედიოდა რუნები f, u, þ, a, r, k, g, w. მეორეში — h, n, i, j, é (ih-wh), p, R (z), s. მესამე ეტირი მოიცავდა რუნებს t, b, e, m, l, ŋ, d, o
                                                                   
რუნული წარწერა რეკის ქვაზე დასავლეთ მხარე

თითოეულ რუნას ჰქონდა საკუთარი სახელწოდება. რუნების თავდაპირველი სახელწოდებები არ არის შემორჩენილი, მაგრამ მათი სავარაუდო სახელწოდებები აღდგენილია უფრო გვიანდელი ანბანის რუნების სახელწოდებებიდან:

                                                                               

დანიური რუნული ქვის ბ მხარე წარწერა იკითხება, როგორც 
 þusi : kubl : ub : biruti, რაც ითარგმნება შემდეგნაირად: „ჯადოქარი იქნება ის ადამიანი, ვინც ამ ძეგლს გაანადგურებს“


რუნასახელწოდებათარგმანიტრანსკრიფცია
1 ეტირი:
fFehu„საქონელი, ქონება“f, v
uUruz„დომბა“u
th, þÞurisaz„ეკალი, ეშმაკი“þ
aAnsuz„ღმერთი“a
rRaidu„გზა“r
kKauna„ჩირაღდანი“k
gGebu„ძღვენი“g, γ
wWunju„სიხარული“w
2 ეტირი:
hHagalaz„სეტყვა“h
nNaudiz„საჭიროება“n
iIsaz„ყინული“i
jJara„წელიწადი, მოსავალი“j
ï, eiIwaz„ურთხელი“é (ih-wh)
pPerþu„მეხსიერების საწყობი“p
RAlgiz„ცხენ-ირემი“-R (-z)
s ან sSowilu„მზე“s
3 ეტირი:
tTiwaz„ტური“t
bBerkana„არყის ხე“b
eEhwaz„ცხენი“e
mMannaz„ადამიანი“m
lLaguz„ტბა“l
ŋIŋwaz„ინგვი“ŋ
dDagaz„დღე“d, ð
oOþila„მემკვიდრეობა“o

დამწერლობის მიმართულება — მარცხნიდან მარჯვნივ, მაგრამ ადრეულ წარწერებში გვხდება ბუსტროფედონი. ამგვარად, ქალაქ კოველის შუბზე წარწერა თავდაპირველად იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ, ამავდროულად თვითონ რუნებიც შემოტრიალებულია საპირისპირო მხარეს, როგორც ჩრდილოეტრუსკული და ბერძნული ასოები ძველბერძნული დამწერლობის ადრეულ ძეგლებზე. სიტყვები ერთმანეთს გამოეყოფოდა წერტილის, ორწერტილის ან ჯვარედის მეშვეობით.

სიმბოლოები

სიმბოლოები რუნულ ქვებზე
სიმბოლოები ბრაქტეატებზე

რუნულ ქვებზე გვხვდება სხვადასხვა სიმბოლოები: სვასტიკის ფორმები, ოთხსეგმენტიანი სიმბოლოები, ტრიქუეტრებიტრისკელიონებიპენტაგრამებისპირალები. გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყო სიმბოლოები ბრაქტეატებზე: მათზე გვხვდებოდა ორნამენტები სამი ან უფრო მეტი წერტილისგანსამკუთხედებიწრეები, T-სებური, S-ისებური, I-სებური სიმბოლობები, ზიგზაგები.

                                                                    რუნული ძეგლები

სულ ნაპოვნია დაახლოებით 5000-მდე რუნული წარწერა, მათგან 3000 — შვედეთში. რუნული დამწერლობის უძველესი ძეგლები აღმოჩენილია დანიაში, იქ სულ ნაპოვნია 500-მდე რუნული წარწერა. დაახლოებით 600 რუნული წარწერა ნაპოვნია ნორვეგიაში, 140-მდე — ბრიტანეთის კუნძულებზე, 60-მდე — გრენლანდიაში, 70-მდე — ისლანდიაში. რამდენიმე წარწერა ნაპოვნია რუსეთშილატვიაშიუკრაინაშიგერმანიაშიავსტრიაში. აგრეთვე რუნული წარწერები აღმოჩენილია საფრანგეთშისაბერძნეთშირუმინეთშითურქეთშინიდერლანდებში. დიდი რაოდენობით რუნული ქვებია თავმოყრილი უფსალის უნივერსიტეტის კოლექციაში. თანამედროვე სტოკჰოლმშიგამლასტანის რაიონში, კეკბრინკენის ფერდობის კუთხეში, საცხოვრებელი სახლის საძირკველში ჩამონტაჟებულია ძველი ქვა, რომელზეც შემორჩენილია რუნული წარწერები.

ერთ-ერთ უძველეს რუნულ წარწერად ითვლება წარწერა ძვლის სავარცხელზე, რომელიც შემორჩენილი იყო ჭაობში, დანიის კუნძულ ფიუნზე. წარწერა ითარგმნება როგორც harja (სახელი ან ეპითეტი) და თარიღდება II საუკუნის მე-2 ნახევრით. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ რუნული დამწერლობა გაჩნდა III საუკუნეში, თუმცა უკანასკნელი აღმოჩენები მიუთითებს იმაზე, რომ რუნები გამოიყენებოდა ჯერ კიდევ I საუკუნეში.

ბრაქტეატი რუნებითა და სვასტიკის სიმბოლოთი

დიდი რაოდენობით რუნული წარწერები ამოკვეთილია ქვებზე, ეგრეთ წოდებულ ბრაქტეატებზე, რომლებიც წარმოადგენენ ოქროს მრგვალ ფირფიტებს და რომლებიც თავდაპირველად რომაულ მედალიონებს ბაძავდნენ.

ცნობილია რამდენიმე რუნული ხელნაწერი — „Codex Runicus“, „Fasti Danici“, „Cotton Domitian“, „Codex Salisburgensis, 140“. მეტად საინტერესოა აია-სოფიას ტაძრის რუნული წარწერები კონსტანტინოპოლში, აგრეთვე ათენის ნავსადგურ პირეოსში მდებარე მარმარილოს ლომი, რომლის მხარიც დაფარულია რუნული წარწერებით. 1687 წელს ალაფის სახით ძეგლი გადაიტანეს ვენეციაში. კენსინგტონში, მინესოტას შტატში (აშშ1898 წელს იპოვეს რუნული ქვა, მაგრამ საკითხი მის უტყუარობაზე დღემდე გაურკვეველია.

რუნული წარწერები იჭრებოდა ან იკვეთებოდა ლითონზე, ხეზე, ქვაზე — ძველი გერმანელები მაღალ დონეზე ფლობდნენ ხეზე ამოკვეთის ხელოვნებას. რუნული წარწერები სხვადასხვა შემცველობის იყო: გვხვდება სხვადასხვა მაგიური წარწერა და ღმერთებისადმი მიმართვა, თუმცა უმეტესწილად რუნებით იწერებოდა მემორიალური წარწერები. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს რუნული ქვა რეკიდან, რომელიც ადიდებდა მეფე თეოდორიხ დიდს, რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში, თუმცა ამ წარწერის პირველ სტროფებში წერუა: „ეს რუნები ამბობენ ვემუდის შესახებ. ვარინმა ისინი დაცემული ვაჟის პატივსაცემად დააწყო“, — რაც შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ქვას სამახსოვრო მნიშვნელობა აქვს.

ნეკროლოგის როლს ასრულებს აგრეთვე სხვა რუნული ქვა ნორვეგიიდან. იგი იუწყება: „ენგლმა აღმართა ეს ქვა საკუთარი ვაჟის, ტორალდის, სამახსოვროდ, რომელიც გარდაიცვალა ვიტაჰოლმში, უსტაჰოლმსა და გარდარს შორის“.

სხვა რუნული ძეგლები ადიდებდნენ მოგზაურობიდან დაბრუნებული ვიკინგების გმირობასა და სიმამაცეს. სტოკჰოლმში აღმოჩენილ ქვაზე გვხვდება ტიპური წარწერა: „რუნები ამოკვეთილია რანგვალდის ბრძანებით. იგი საბერძნეთში ჯარს მეთაურობდა“. რუნული ქვები, როგორიცაა ქვა ჰელერშედან (შვედეთი), მოგვითხრობენ ძველ გერმანელებში ქალთა განსაკუთრებული უფლებების, კერძოდ, საკუთრების ფლობის უფლების შესახებ. რუნებით იწერებოდა იარაღის მფლობელების, მხატვრების სახელები. თუმცა ცნობილია საყოფაცხოვრებო ხასიათის რუნული წარწერებიც. რუნული წარწერების უმრავლესობას ბრაქტეატები წარმოგვიდგენს, აგრეთვე ცნობილია რუნული კალენდრები.

იხ. ვიდეო რუნა ფეჰუ - სიმდიდრის რუნა



ბერძნულ-ლათინური ვერსია

გვერდი რუნული ხელნაწერიდან „რუნების კოდექსი“
ოქროს ბეჭედი პიეტროასადან
წარწერა შუბის წვერზე ევრე-სტაბიუდან (ნორვეგია)

რუნების წარმომავლობის პრობლემასთან დაკავშირებით მრავალი ჰიპოთეზა არსებობს. რუნების ფორმამ, წაგრძელებულმა და ეკლიანმა, ისააკ ტეილორს გაუჩინა მოსაზრება, რომ რუნები წარმოიშვა ბერძნული ანბანიდან, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნეში გამოიყენებოდა შავი ზღვის სანაპიროზე. შემქმნელებად ტეილორმა გუთები დაასახალა, რომლებიც ამ დროს, მისი აზრით, რუსეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ, თუმცა რეალურად ისინი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში 900 წლის შემდეგ დასახლდნენ. სხვა მრავალი მეცნიერი რუნული დამწერლობის წინამორბებად თვლის ჩვენი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეების ბერძნულ სტენოგრაფიას.

ლუდვიგ ფრანც ადალბერტ ვიმერმა გამოთქვა თეორია, რომლის მიხედვითაც რუნები წარმოიშვა ახ. წ. II საუკუნის ლათინური დამწერლობიდან. ლათინურ თეორიას ემხრობა აგრეთვე სიგურდ აგრელიც, რომელიც რუნების წარმოქმნის თარიღად I საუკუნეს მიიჩნევს. ოტო ფონ ფრიზენის მოსაზრებით, რუნული დამწერლობა შექმნეს გუთებმა ჩვენი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეებში ბერძნულ და ლათინურ ანბანებზე დაყრდნობით.

ბრედსფორდი თვლიდა, რომ რუნებს საფუძვლად გოთური დამწერლობა უდევს. ამ ვერსიას უარყოფენ სხვა მკვლევრები, რადგან უძველესი რუნული წარწერები დანამდვილებით თარიღდება არაუგვიანეს III საუკუნით, როცა გოთური დამწერლობა მხოლოდ IV საუკუნეში შეიქმნა.

ჩრდილოეტრუსკული ვერსია

ყველაზე პოპულარულია რუნული დამწერლობის ერთ-ერთი ჩრდილოეტრუსკული ანბანიდან წარმოშობის თეორია, რომელიც 1928 წელს შემოგვთავაზა რუნოლოგმა კარლ მარსტრანდერმა.

მოცემულ ვერსიას მხარს უჭერს მეცნიერთა უმრავლესობა. არსებობს თეორია შერეული წარმომავლობის შესახებ ჩრდილოეტრუსკული და ოღამური დამწერლობებიდან (იგი შემოგვთავაზა ჰამერსტრემმა), აგრეთვე, ფაისტის მოსაზრებით, ამ ორი დამწერლობის გარდა, შესაძლოა, რუნებზე გავლენა ლათინურმაც იქონია.

სემიტური ვერსია

ლიდიურ ანბანში არის რუნების იდენტური (გრაფიკის მიხედვით და არა ფონეტიკის) რამდენიმე ასო. ეს ანბანი, როგორც ჩანს, ბერძნულის პარალელურად წარმოიქმნა ფინიკიური ანბანიდან. მოცემული დამწერლობა გამოიყენებოდა ძვ. წ. III საუკუნემდე და დაახლოებით ამ დროსვე გამოჩნდა რუნები ევროპაში. ზოგიერთ რუნას ზუსტი ანალოგი ჰყავს სხვა სემიტურ ანბანებში, მაგალითად, სამხრეთარაბულ დამწერლობაში: Gebo, Berkana, Ing (სკანდინავიურ ვარიანტში).

არატრადიციული ვერსიები

1930—1940-იან წლებში მუშავდებოდა თეორია „Urrunen“, რომლის თანახმადაც, რუნები წარმოიქმნა წინარერუნებისგან, რომელთაგანაც აგრეთვე ჩრდილოსემიტური ანბანი და, შესაბამისად, მსოფლიოს ყველა ანბანური დამწერლობა შეიქმნა. ეს თეორია შემუშავდა უკიდურესად ანბანის „გერმანიზაციის“ მიზნით და არ იმსახურებს ნდობას. დღესდღეობით უცნობია, რა მიზნით იქმნებოდა რუნები: მკითხაობისთვის თუ თავიდანვე დამწერლობად იყო ჩაფიქრებული.

სიგურდ აგრელმა, ლუნდის უნივერსიტეტის შვედმა პროფესორმა, 1932 წელს შემოგვთავაზა ეზოთერიული თეორია, რომლის თანახმადაც „f“ იყო რუნული ანბანის არა პირველი, არამედ უკანასკნელი რუნა. იგი თვლიდა, რომ რუნების ამგვარად დაწყობით შესაძლებელი იყო რუნული შიფრის საიდუმლოს ამოცნობა. სამეცნიერო სამყარომ ეს თეორია არ მიიღო, თუმცა მას გაუჩნდა რამდენიმე მიმდევარი, მაგალითად, როგორიცაა თომას კარლსონი. აგრელის ნაშრომების შემდეგ მან პირველმა გამოაქვეყნა მონოგრაფიები ფუთარქის თეორიაზე. ფუთარქის თეორიის სხვა ცნობილი მიმდევარია ოკულტისტი კენეთ მედოუზი.

მითოლოგიური ვერსია

სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით, რუნები იხილა ოდინმა, მას შემდეგ, რაც მან საკუთარი თავი შუბით განგმირა და ცხრა დღისა და ღამის განმავლობაში ეკიდა მსოფლიო ხეზე საჭმლისა და სასმლის გარეშე, საბოლოოდ კი ბაბუამისის, ბელტორნის, წმინდა (შამანური) თაფლით წყურვილი მოიკლა. ამის შემდეგ ოდინს რუნები ჩაესმა და ისინი შუბის გამოყენებით საკუთარი სისხლით გამოსახა ხეზე.

იხ. ვიდეო კოლხური რუნები 



დამწერლობის განვითარება

ადრეული, საერთოგერმანული, ანუ წინარესკანდინავიური რუნები

გოთური რუნები
ანგლოსაქსონური რუნები ხელნაწერ „Cotton Domitian-ის“ თანახმად
„სკრამასაქსი“ ანგლოსაქსონურ რუნულ ანბანთან ერთად
„მარკომანული რუნები“

არსებობდა რუნების რამდენიმე განსხვავებული ტიპი. ყველაზე ადრინდელი არის წინარესკანდინავიური ვარიანტი, რომელიც გამოიყენებოდა საერთოგერმანულ ენა-კოინეში. იგი გამოიყენებოდა ახ. წ. I—VIII საუკუნეებში (გერმანული ხალხების ისტორიაში ეს არის რომაული რკინის საუკუნე და გერმანული რკინის საუკუნე). მას ზოგჯერ უწოდებენ უფროს ფუთარქს ან უფროს რუნებს.[1] უფროსი რუნა სულ 24-ია, ისინი გვხვდება იარაღებზე, ძვირფასეულობებსა და მემორიალურ ქვა-სტელებზე. სწორედ უფროსი რუნები გამოიყენებოდა მოგვიანებით (XIII საუკუნემდე) მაგიური და საკრალური მიზნებისთვის. უმცროს რუნებს (IX—XIII სს.) იყენებდნენ მემორიალური წარწერებისთვის და მათ არ ჰქონდა საკრალური მნიშვნელობა.

სულ ცნობილია ადრეული, III—VIII საუკუნეების, რუნული წარწერის მქონე 150-მდე ნივთი (შეიარაღების დეტალები, ამულეტები, საფლავის ქვები). წარწერების უმეტესობა შედგება ერთადერთი სიტყვისგან, ჩვეულებრივ, სახელისგან, რაც, რუნების მაგიურ გამოყენებასთან ერთად, წარწერების დაახლოებით მესამედის სრულყოფილად წაკითხვას შეუძლებელს ხდის. უძველესი რუნული წარწერების ენა სხვა წერილობით ძეგლებში დაფიქსირებულ ყველაზე ადრეულ გერმანულ ენაზე — გოთურზე უფრო არქაულია.

გოთური რუნები

აგრეთვე გამოყოფენ გოთურ რუნებს, რომლებიც საერთოგერმანულის ადრეული სახესხვაობაა. ისინი გამოიყენებოდა აღმოსავლეთ ევროპაში ახ. წ. I–IV საუკუნეებში. როგორც წესი, გოთურ რუნულ წარწერებს განაკუთვნებენ შუბის პირის წარწერას კოველიდან (უკრაინა), ოქროს ბეჭდის წარწერას პიეტროასადან (რუმინეთი), აგრეთვე წარწერას შუბის პირზე ევრე-სტაბიუდან (ნორვეგია). წარწერა იუწყება: raunijaz, ანუ „მგრძნობიარე“ (ის, ვინც განიცდის, გრძნობს). იგი ყველაზე ადრეულ რუნულ წარწერად ითვლება.

ანგლოსაქსონური რუნები

ბრიტანეთის კუნძულებზე რიგი გერმანული ტომების (ანგლებისსაქსებისიუტების) გადასახლებამ მათ ენაში გამოიწვია ფონეტიკური ცვლილებები, დაემატა რამდენიმე ახალი ხმოვანი, რის შედეგადაც საერთოგერმანული რუნული ანბანი გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ასე წარმოიშვა ანგლოსაქსონური რუნული ანბანიVII საუკუნეში ანბანს დაემატა ორი ახალი რუნა — „Ac“, რომელიც აღნიშნავდა გრძელ „ɑ:-ს“ და „Æsc“, რომელიც აღნიშნავდა ბგერა „æ-ს“. მოგვიანებით აგრეთვე დაემატა რუნები Yr — y-სთვის, Ior — დიფტონგ io-სთვის, Ear — დიფტონგ ea-სთვის, Cweorþ — q-სთვის, Calk — k-სთვის, Stan — ბგერათშეწყობა st-სთვის, Gar — მძიმე g-სთვის. ანგლოსაქსონური რუნული ანბანის სიები შემონახულია ხელნაწერებში „Codex Salisburgensis, 140“, „Cotton Domitian (Codex Cotton)“, აგრეთვე სკრამასაქსზე — მოკლე ხმალზე, რომელიც ტემზაში იპოვეს. რამდენიმე ძველმა რუნამ შეიცვალა თავისი ფონეტიკური მნიშვნელობა: a-თი გამოიხატებოდა ბგერა o, z-თი — x. ძველი რუნების სახელწოდებები მნიშვნელოვნად შეიცვალა, უფრო სწორად, ითარგმნა ანგლოსაქსონურ ენაზე შემდეგნაირად: FeohUrÞornOrRadCenGyfuWenHaglNydIsGerIhPeorþEohlxSigelTirBeorcEhManLaguIngOeþelDæg.

ახალი რუნები შემდეგნაირად ითარგმნებოდა: Ac — „მუხა“, Æsc — „იფანი“, Yr — „მშვილდი“, Ior — „გველი“, Ear — „მიწა“, Calc — „თასი“, Stan — „ქვა“, Gar — „შუბი“. რუნა Cweorþ-ის მნიშვნელობა უცნობია.

„მარკომანული რუნები“

ტრაქტატში „De Inventione Litterarum“, რომელიც ჩვემანდე კაროლინგების იმპერიის ტერიტორიაზე ნაპოვნ VIII და IX საუკუნეების ხელნაწერებში შემორჩა, ნახსენებია საერთოგერმანული და ანგლოსაქსონური რუნების საინტერესო ნაზავი, რომელსაც „მარკომანული რუნები“ ეწოდა, თუმცა თვითონ მარკომანებთან მას არავითარი კავშირი არ აქვს და, როგორც ჩანს, შეიქმნა იმისთვის, რომ რუნები ლათინური ანბანის ეკვივალენტური ყოფილიყო.

ჩრდილოეთის, ანუ სკანდინავიური რუნები

დანიური რუნები
შვედურ-ნორვეგიული რუნები
ნორვეგიული რუნები

IX საუკუნის დასაწყისისთვის სკანდინავიის ქვეყნებში საერთოგერმანული რუნული ანბანი სხვაგვარად განვითარდა. გარკვეული ცვლილებები განხორციელდა აგრეთვე ძველსკანდინავიურ ენაში: გამდიდრდა ენის ბგერათა რიგი, ამიტომ საერთოგერმანული რუნები არასაკმარისად გადმოსცემდა ენის ხმოვან შედგენილობას, თუმცა, ანგლოსაქსონური რუნებისგან განსხვავებით, სკანდინავიურ რუნებში ნიშნების რაოდენობა კი არ იზრდებოდა, არამედ მცირდებოდა. გამოირიცხა რუნები g, w, ih-wh, p, z ŋ, d, o. ანგლოსაქსონური რუნული ანბანიდან გადმოვიდა რუნა Yr. ამგვარად, ანბანმა მოიცვა თექვსმეტი რუნული ნიშანი. ძლიერ შეიცვალა რუნების სახელწოდებებიც: FeUrÞursÅssReiðKaunHagallNauðIssArSolTyrBjarkanMaðrLøgr. რაც შეეხება დარჩენილ წინარესკანდინავიურ რუნებს, თითოეულმა მათგანმა აღნიშნა რამდენიმე მსგავსი ბგერა: რუნა Ur აღნიშნავდა ბგერებს u, o, ø, w; þurs — þ, ð; Åss — å, ą, æ; Kaun — k, g, ŋ; Iss — i, e, ø, y; Ar — a, æ, e, ø; Tyr — t, d, nd; Bjarkan — p, b, mb.

დანიური რუნები

ჩვეულებრივ, განასხვავებენ სკანდინავიური რუნების ორ ტიპს — დანიურსა და შვედურ-ნორვეგიულს. დანიური რუნები გარეგნულად ნაკლებად განიცდიდა ცვლილებებს, ისინი IX—XI საუკუნეებში გამოიყენებოდა. რაც შეეხება შვედურ-ნორვეგიულ რუნებს, მათ ნიშნის გრაფიკული მინიმალიზაციის ტენდენცია გააჩნდათ. ამგვარად, რუნები s და y შემცირდა ერთ შტრიხამდე. შვედურ-ნორვეგიული რუნები გამოიყენებოდა IX-X საუკუნეებში. მოგვიანებით გამოიყო ნორვეგიული ვარიანტი, რომელიც ვიზუალურად დანიურს უახლოვდებოდა. სკანდინავიურ რუნებს, აგრეთვე ყოველ შემდგომს, უწოდებენ უმცროს რუნებს.

ჰელსინკის რუნები

ჰელსინკის რუნები

შვედურ-ნორვეგიულ რუნათა ნიშნების ჩაწერის შემოკლების ტენდენცია ჰელსინკის რუნებშიც გამოვლინდა. ეს რუნები, მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენებოდა ჰელსინგლანდში (შვედეთი), სავარაუდოდ შეიქმნა ტბა მელარენის რაიონში. ჰელსინკის რუნებით შესრულებული წარწერები XI საუკუნით თარიღდება.

მენის რუნები

მენის რუნები

შემოკლების ტენდენცია ნორვეგიულ რუნებშიც შენარჩუნდა. ამგვარად, XI-XII საუკუნეებში კუნძულ მენზე გამოიყენებოდა ნორვეგიული რუნების მეტად უცნაური ვარიანტი, რომელსაც მენის რუნები ეწოდა. მისი განმასხვავებელი განსაკუთრებულობა ისაა, რომ მასში არ არის მე-16 რუნა. ამ დამწერლობით განხორციელებულ წარწერებს ორ ტიპად ყოფენ: სადაც მეოთხე რუნა აღნიშნავდა ბგერა ą-ს და სადაც ის აღნიშნავდა ბგერა o-ს.

წერტილებიანი რუნები

წერტილებიანი რუნების ადრეული ფორმა
წერტილებიანი რუნების უფრო გვიანდელი ფორმა

წერტილებიანი რუნები XI საუკუნეში წარმოიშვა დანიასა და ნორვეგიაში. ისინი შეიქმნა სკანდინავიური რუნების გაუმჯობესების მიზნით, რადგან ამ უკანასკნელებს, თითოეული რუნის მრავალი ფონეტიკური მნიშვნელობის გამო, არ შეეძლოთ დაწერილის ზუსტად გადმოცემა. ამიტომ ანბანს დაემატა ნიშნები c, d, g, o, p, v, ð, æ, ø, z. ანბანის გაფართოების სტიმული ანგლოსაქსონური რუნების გამოცდილება იყო. სახელწოდებას წერტილებიანი რუნები უნდა უმადლოდენ წერტილებს, რომლებიც რუნებს ემატებოდა þ-დან ð-სა და b-დან p-ს, აგრეთვე y-ის წარმოქმნისას.


ისლანდიური რუნები XII საუკუნის დასაწყისში

ისლანდიური რუნები შეგვიძლია წერტილებიანი რუნების განვითარებულ ვარიანტად ჩავთვალოთ. ისინი გამოიყენებოდა ისლანდიაში XII—XIV საუკუნეებში. გვიანდელ ეპოქაში ისლანდიურ რუნებში მკვეთრად შეიცვალა ცალკეული რუნების ფორმები. ამგვარად რუნა y-მა მიიღო ფორმა Iceland-y.gif, p-მ — Iceland-p.gif ხოლო q-მ — Iceland-q.gif. რუნებში d (Is-normal-d.gif), e (Iceland-e.gif) გაჩნდა წვრილი შტრიხებისა და წერტილების წრეებად ჩანაცვლების ტენდენცია. წარმოიქმნა „რუნების შემოკლებული ფორმები“ (Viktigste islandske særformer): რუნებიIs-saer-d.gif (d), Is-normal-e.gif (e), Is-saer-k.gif (k), Is-saer-q.gif (q), Is-normal-s.gif (s), Is-saer-x.gif (x), Is-saer-y.gif (y), Is-saer-z.gif (z), Is-saer-oe.gif (ö).

გრენლანდიური რუნები

გრენლანდიური რუნები

ისლანდიურის მსგავსად, გრენლანდიური რუნებიც წერტილებიანიდან წარმოიქმნა. ისინი გამოიყენებოდა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ისლანდიურებთან ერთად. სულ გრენლანდიაში ნაპოვნია 60-მდე რუნული წარწერა, მათგან 35 — აღმოსავლეთ დასახლებაში, 20 — დასავლეთ დასახლებაში. უძველესი გრენლანდიური რუნული წარწერა XIV საუკუნეს განეკუთვნება და ნაპოვნია ნარსაკშიიულიანეჰობიდან ჩრდილო-დასავლეთით.

დალეკარლიული, ანუ დალიური რუნები

დალეკარლიული რუნები

დალეკარლიული, ანუ დალიური რუნები გამოიყენებოდა დალარნის პროვინციაში (შვედეთიXV საუკუნიდან XIX საუკუნემდე. ჩანაწერით ისინი ძლიერ უახლოვდებოდნენ ლათინურს, გაჩნდა ასოთა წმინდად ლათინური ფორმები (ÄÖÅG). ეს ვარიანტი უკანასკნელი გამოყენებადი იყო დამწერლობის სახით. იგი საბოლოოდ ლათინურმა შეავიწროვა.

გავლენა სხვა დამწერლობებზე

ეპისკოპოსმა ულფილამ გოთური დამწერლობა ბერძნული ანბანური წყობის საფუძველზე ლათინური და რუნული დამწერლობების გამოყენებით შექმნა. რუნული დამწერლობიდან გოთურმა ანბანმა იანდერძა ასოთა სახელწოდებები, თუმცა ისინი რამდენადმე შეიცვალა: ahsabairkangibadagsaihvusquairthaiujahaglthiutheiskusmalagusmannanauthsjeruruspairthraraidasauilteiwswinjafaihuiggwishwairothal. რუნულ დამწერლობას შეგვიძლია მივაკუთვნოთ გოთური ასოები urusothal.

რუნულ დამწერლობას უკავშირდება აგრეთვე დამატებითი ასოები ძველინგლისურ და ისლანდიურ ანბანებში, რომლებიც ლათინურს ეფუძნება: Þ (თორნ) და Ƿ (ვინ, მხოლოდ ძველინგლისურში).

რუნული კრიპტოგრაფია

რუნული კრიპტოგრაფია რეკის ქვის გვერდითა მხარეს. წარწერა იკითხება როგორც ruv [s]akumukmini
წარწერა ტერვიკის ქვაზე (წითლად გამოყოფილია ზედმეტი ხაზები, პუნქტირით — რომლებიც აკლია)
„ტოტოვანი რუნები“
წარწერა ვოლსტიდან
„კარვული რუნები“, რუნათა მნიშვნელობები ზედა ნახევარში
„კარვული რუნები“, რუნათა მნიშვნელობები ქვედა ნახევარში

ცნობილია რუნული ნიშნების დაშიფვრის რამდენიმე მარტივი ხერხი. გავრცელებული იყო ეგრეთ წოდებული „ნაქსოვი რუნები“, რომლებშიც ერთ შტრიხზე რამდენიმე რუნა ერთიანდებოდა. რუნული კრიპტოგრაფიის სხვა სახეს წარმოადგენს პრინციპი, რომლის მიხედვითაც უშუალოდ რუნის ნაცვლად აისახებოდა ნომერი ეტირისა, რომელშიც ეს რუნა შედიოდა, და რუნის რიგითი ნომერი ეტირის შიგნით. ეს სისტემა მხოლოდ სკანდინავიურ რუნებში გამოიყენებოდა. ეტირების ნომრები საპირისპიროთი ნაცვლდებოდა. ამგვარად, პირველი ეტირი კრიპტოგრაფიაში აღინიშნებოდა მესამით, მესამე პირველით, ხოლო მეორე კვლავ მეორით. რეკის ქვაზე წარმოდგენილია კრიპტოგრაფიის მრავალი სახესხვაობა, რომელთა განმასხვავებელ ნიშანსაც წარმოადგენს ის, რომ მესამე (კრიპტოგრაფიაში პირველ) ეტირში შედის არა t, b, m, l, y რუნები, არამედ t, b, l, m, k. არსებობდა ამ პრინციპის გამოსახვის რამდენიმე ხერხი. „ტოტოვან რუნებში“ (kvistrunir) გრძელი ხაზიდან გამოედინება შტრიხები: მათი რაოდენობა მარცხნივ აღნიშნავდა ეტირის ნომერს, მარჯვნივ — რუნისას. „კარვული რუნები“ (ანუ „ჯვარედინი რუნები“; Tjaldrunir) განსხვავდება ტოტოვანი რუნებისგან იმით, რომ ერთი ნიშანი აღნიშნავს ორ ბგერას: ჯვარედის ბოლოებიდან გამოდის შტრიხები, მარცხნივ მაღლა აღნიშნულია ეტირის ნომერი, მარჯვნივ მაღლა — რუნის ნომერი; მარჯვნივ დაბლა მოცემულია მეორე რუნის ეტირის ნომერი, ხოლო მარცხნივ დაბლა — მისი ნომერი ეტირში.[3] კრიპტოგრაფიის ეს ორივე ტიპი წარმოდგენილია რეკის ქვაზე. ამავე ქვაზე გამოსახული მსგავსი კრიპტოგრაფიის სხვა ტიპი წარმოადგენს შიფრს, რომელშიც ეტირის ნომერი აღინიშნებოდა საერთოგერმანული რუნებით o, ხოლო რუნის ნომერი — შვედურ-ნორვეგიული s-ებით. ქვაზე წერია „oossoosss“, რაც აღნიშნავს „ni-ს“. გარდა ამისა, ამ ქვაზე არის კრიპტოგრაფიის ტიპი, როცა ეტირის ნომერი აღინიშნებოდა საპირისპირო მხარეს ამოტრიალებული საერთოგერმანული რუნით ih-wh, ხოლო რუნის ნომერი — ჩვეულებრივი საერთოგერმანული რუნით ih-wh. სხვა ზოგიერთ შემთხვევაში (წარწერა ვოლსტიდან) ეტირის ნომერი აღნიშნული იყო შვედურ-ნორვეგიული რუნებით y, ხოლო რუნის ნომერი, ისევე როგორც „ტოტოვან რუნებში“, მთავარი ხაზის მარჯვენა მხარეს შტრიხების რაოდენობით.

რუნული კრიპტოგრაფიის უნიკალური სახეობებით მდიდარია აგრეთვე ქალაქი ბერგენი. აქ ნაპოვნია ორი უნიკალური ხის დაფა „ტოტოვანი რუნების“ სახესხვაობებით: ერთ-ერთზე შუა ხაზის ნაცვლად გამოსახული იყო თევზები, სხვა დაფაზე ეტირისა და რუნის ნომრები აღნიშნული იყო მამაკაცის თავის წვერის ხაზებით. ბერგენში ასევე გამოიყენებოდა რუნათა დაშიფვრის ისეთი სისტემა, რომლის დროსაც რუნა f აღინიშნებოდა თვითონ f-ით; u — ff-ით; þ — fff-ით; o აღინიშნებოდა თვითონ რუნა o-თი, r — oo-თი; k — ooo-თი და ა.შ. რუნა y არ იშიფრებოდა. ხელნაწერში „Codex Salisburgensis, 140“ მოცემულია ხმოვნების წერტილებით ჩანაცვლების სისტემა: a ერთით, e ორით, і სამით, o ოთხით, u ხუთით. აგრეთვე არსებობს კრიპტოგრაფიის სახე, რომელიც გულისხმობს ცალკეული რუნების საპირისპიროდ დაწერას, რუნებისთვის ზედმეტი შტრიხების დამატებასა და საჭირო შტრიხების წაშლას. ეს ხერხი წარმოდგენილია ტერვიკის ქვის წარწერებზე.

რუნული კალენდრები

რუნული კალენდარი
ცხრამეტი „ოქროს რიცხვის“ აღნიშვნა გვიანდელ რუნულ კალენდრებში
დღეების აღნიშვნა შვიდი რუნის გამოყენებით ადრეულ რუნულ კალენდრებში

არსებობდა აგრეთვე რუნული კალენდრები, „მუდმივი კალენდრის“ სახესხვაობები. დანიაში მათ რიმსტოკებს უწოდებდნენ (rim — „კალენდარი“ და stok — „ჯოხი“), ნორვეგიაში — პროისტავებს (prim — „ოქროს რიცხვი“). უმეტესწილად მათ ჯოხის ან კვერთხის ფორმა ჰქონდათ რამდენიმე დუიმიდან 5 ფუტამდე. ეს კალენდრები გამოიყენებოდა სკანდინავიაში და, შესაძლოა, თავისი ფესვებით შორეული წარსულიდან მოდიან, მაგრამ მათგან ყველაზე ადრინდელები თარიღდება XIV საუკუნით. მეცნიერებისთვის ინტერესს იწვევს ოლე ვორმის ხელნაწერი „Computus Runicus“, 1328 წლის ხელნაწერის ასლი, რომელშიც მთლიანადაა ჩაწერილი რუნული კალენდარი. ერთ მხარეს აღინიშნებოდა რიცხვები 14 აპრილიდან 13 ოქტომბრამდე (Nottleysa, „უღამეო დღეები“, ზაფხული სკანდინავიური კალენდრის მიხედვით), მეორე მხარეს კი, შესაბამისად, რიცხვები 14 ოქტომბრიდან 13 აპრილამდე (Skammdegi, „მოკლე დღეები“, ზამთარი სკანდინავიური კალენდრის მიხედვით). დღეების აღსანიშნავად რუნულ კალენდრებში თავდაპირველად გამოიყენებოდა შვიდი რუნისგან შემდგარი გამეორებადი რიგი. ასევე აღინიშნებოდა ცხრამეტი „ოქროს რიცხვი“ სავსემთვარეობის დასადგენად. ცხრამეტი რიცხვიდან თითოეულს შეესაბამებოდა რუნა, რიცხვითი მნიშვნელობა ისაზღვრებოდა ანბანური წყობით, ხოლო სამი რიცხვის დანაკლისის შესავსებად შექმნილი იყო დამატებითი რუნები: Arlaug (Arlaug.svg) აღნიშნავდა 17-ს, Tvimaður (Tvimadur.gif) აღნიშნავდა 18-ს, Belgþor (Belgthor.svg) აღნიშნავდა 19-ს. დღესასწაულები მონიშნული იყო სპეციალური სიმბოლოებით. ეს სიმბოლოები, როგორც წესი, ისაზღვრებოდა ამა თუ იმ დღესასწაულთან დაკავშირებული რაიმე ნიშნით. ამგვარად, 9 ივნისსწმინდა კოლუმბას დღეს, ორაგულის გამოსახულებით აღნიშნავდნენ, რადგან, ნიშნის მიხედვით, ამ დღეს იწყებოდა ორაგულის ქვირითობა. 14 აპრილი, კალენდრული ზაფხულის პირველი დღე, აღინიშნებოდა აყვავილებული ბუჩქის გამოსახულებით. 11 ნოემბერი, წმინდა მარტინეს დღე, აღინიშნებოდა ბატის გამოსახულებით, რადგან მარტინე ტურელი, როდესაც იგი ეპისკოპოსად აირჩიეს, შეშინდა და ბატებს შორის დაიმალა. უფრო გვიანდელ ეპოქაში დღეებს აღნიშნავდნენ მარტივი შტრიხებით, ცხრამეტ „ოქროს რიცხვს“ კი — არაბული ციფრებით ან სხვა რიცხვული ნიშნებით.

რუნული წარწერების ენები

მთავარი სტატიები: ძველგერმანული ენაგოთური ენაძველინგლისური ენაძველსკანდინავიური ენაძველშვედური ენაშვედური ენა

ყველაზე ძველი რუნული წარწერები ძველგერმანულ ენაზე დაიწერა, თუმცა მათ არ შეუძლიათ საერთოგერმანული ენობრივი მდგომარეობის სრულყოფილად ასახვა: სხვადასხვა ადგილას ნაპოვნ ადრეულ წარწერებს არ აქვთ არავითარი ენობრივი გამორჩეულობა და ისინი ამა თუ იმ რეგიონში ენის განვითარების შესახებ ინფორმაციას არ იძლევიან. უფრო გვიანდელი რუნული წარწერები დაწერილია ანგლოსაქსონურ (ანგლოსაქსონური რუნები) და ძველსკანდინავიურ (სკანდინავიური რუნები) ენებზე. ყველაზე გვიანი ეპოქის რუნული წარწერები კი, რომლებიც განხორციელდა დალეკარლიული რუნებით, დაწერილია შვედურად. ჯამში, რუნებით დაწერილი ყოველთვის როდი შეესაბამება წარმოთქმას, რადგან ადრეულ რუნულ წარწერებში ხშირია შემოკლებები სიტყვების ბოლოებში, სიტყვათგამყოფები კი არ გამოიყენება. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე მრავალი რუნული წარწერის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა შესაძლებელი.

მაგიური და სამკითხაო მნიშვნელობა

ჯერ კიდევ ძვ. წ. I საუკუნეში იულიუს კეისარი საუბრობდა გერმანელთა ადათზე, ემკითხავათ საკენჭისყრე ჯოხებზე. ტაციტუსი დაწვრილებით გვიყვება მის შესახებ:


„აყვავილებული ხის მოტეხილ ტოტს ისინი ჭრიან კამათლებად, რომლებზეც გამოსახავენ სპეციალურ ნიშნებს, და შემდეგ, როგორც მოხერხდება, ყრიან თოვლისფერ ქსოვილზე. შემდგომ ამისა, თუკი მკითხაობა საჯარო მიზნებით ხორციელდება, ტომის ქურუმი, ხოლო თუკი კერძო მიზნებით, — ოჯახის უფროსი, მზერის ცაში აპყრობისა და ღმერთებისთვის ლოცვის შემდეგ სამჯერ იღებს თითო კამათელს და მათზე წინასწარ ამოფხეკილი ნიშნების მიხედვით ამბობს წინასწარმეტყველებას“

მაგიურ თვისებებს რუნებს ჯერ კიდევ ძველი გერმანელები მიაწერდნენ, ამგვარად, „პოეტურ ედაში“ შეგვიძლია ვიპოვოთ ინფორმაცია რუნათა გარკვეულ მისტიკურ თვისებებზე, დაწყებული საშიშროებისა და მოტყუების საწინააღმდეგო თილისმობიდან დამთავრებული სამკურნალო სიმბოლოებით[ჩვენება]

ეგრეთ წოდებული „არმანიული ფუთარქი“

ერთ-ერთი უძველესი რუნული ძეგლი, სადაც ნახსენებია რუნათა მაგიური მნიშვნელობა, არის დანიელი მეცნიერისა და ექიმის, ოლე ვორმის, ხელნაწერი „Computus Runicus“, 1328 წლის ხელნაწერის ასლი.

ოკულტიზმში

რუნათა თანამედროვე სამკითხაო მნიშვნელობა XIX-XX საუკუნეებში დაამკვიდრა გერმანელმა რუნების მკვლევარმა და ოკულტისტმა გვიდო ფონ ლისტმა, რომელმაც, სხვა ყველაფერთან ერთად, სპეციალურად მკითხაობისთვის შექმნა რუნული „ანბანი“ — „არმანიული ფუთარქი“. ეს ანბანი ეფუძნება სკანდინავიურ რუნებს, მასში დამატებულია ორი „ნიშანი“, რუნათა სახელწოდებები შეცვლილია; „ანბანური წყობის“ მიხედვით: FaUrThorrOsRitKaHagalNauthIsArSolTyrBarLafManYrEfFyfros.

დღესდღეობით რუნები გამოიყენება მარტოოდენ როგორც მისტიკური სიმბოლოები მკითხაობისთვის, ნივთების „შესალოცად“, გამოიყენება ტატუებსა და თილისმებში. მკითხაობისთვის იყენებენ 24 ან 25[42] რუნისგან შემდგარ კომპლექტს. როგორც წესი, რუნებს გამოსახავენ ქვებზე, თუმცა მკითხავები ხშირად იყენებენ ხის, ძვლისა და მარილიანი ცომის რუნებსაც კი.

ზიგფრიდ კიუმერი თვლიდა, რომ რუნები ასრულებენ როლს ხიდისა, რომელიც ადამიანს უძველეს „არიულ“ ღმერთებთან აკავშირებს. იგი მიიჩნევდა, რომ თითოეული რუნა შეესაბამება ადამიანის სხეულის მდგომარეობას. აგრეთვე მას აუცილებლად მიაჩნდა რუნათა სხვადასხვა კომბინაციების მღერა. შედეგად, ამ მოსაზრებების გავლენით, ადოლფ ჰიტლერმა რუნები ნაცისტურ სიმბოლიკაში გამოიყენა. კიუმერი წერდა:


„რუნული მაგია ხუთი კოსმოსური სფეროდან გამომავალი სხვადასხვა ენერგეტიკული ნაკადის მართვის შესაძლებლობას იძლევა. ამისთვის აუცილებელია საკუთარი ფიზიკური სხეულისთვის შესაფერისი პირობების შექმნა — ანუ საჭირო რუნული პოზის მიღება — და ენერგეტიკული ნაკადების აღქმისთვის საკუთარი ცნობიერების მომართვა. ეს კეთდება სპეციალური რუნული ბგერების დახმარებით, რომლებსაც ძველი გერმანელები უწოდებდნენ „გალდს“ (galdr — „შელოცვა“, „მაგიური სიმღერა“).“

რუნები ნაცისტურ სიმბოლიკაში

შუცშტაფელის სიმბოლო

SS-ის სიმბოლიკაში არაერთხელ გვხვდება რუნული ნიშნები. თვით SS-ის სიმბოლოც იყო ორი თეთრი რუნა s შავ ფონზე. მეტიც, რუნები ხშირად გვხვდება SS-ის სხვადასხვა დივიზიის სიმბოლიკაში: რუნა o მე-7 სამოხალისეო სამთო დივიზია „პრინცი ოიგენის“23-ე სამთო დივიზია „კამასა“ და 23-ე სამოხალისეო მოტორიზებული დივიზია „ნედერლანდების“ ემბლემებზე; რუნა s აგრეთვე ვხვდება მე-12 სატანკო დივიზია „ჰიტლერიუგენდის“ სიმბოლიკაში; რუნა t გამოსახულია 32-ე გრენადერთა სამოხალისეო დივიზია „30 იანვრის“ ემბლემაზე; რუნა n მე-6 სამთო დივიზია „ნორდის“ ემბლემაზე.

რუნა s იყო ჰიტლერიუგენდის ქვედანაყოფის — ორგანიზაცია იუნგფოლკის სიმბოლო.

ორი რუნა s და რუნა n გამოსახულია SS-ის საჯილდოე ბეჭედზე „მკვდარი თავი“.

საერთო ჯამში, ჰაინრიხ ჰიმლერის ბრძანებით, შუცშტაფელის სიმბოლიკაში გამოიყენებოდა უფროსი ფუთარქის 14 რუნა, რომელთა მეშვეობითაც აღინიშნებოდა ორგანიზაციის წევრების კარიერული წინსვლის ძირითადი ეტაპები და პირადი მახასიათებლები. SS-ის რიტუალებში გამოიყენებოდა განსხვავებული რუნებით მოხატული სხვადასხვა ნივთი, მათ შორის ბეჭდები, იოლის ლამპარები, ხანჯლები და ა.შ.

რუნები მხატვრულ ლიტერატურაში

კირთი — შუახმელეთის ერთ-ერთი დამწერლობა
მთვარის რუნები

ჯ. რ. რ. ტოლკინი თავის წიგნებში აღწერს ანბანებს, რომლებიც მან სპეციალურად შუახმელეთის ხალხთა ენებისთვის შექმნა. მათ შორისაა ორი დამწერლობა, რომლებიც რუნულს ეფუძნება. ამ დამწერლობებიდან ერთ-ერთი — მთვარის რუნები (ინგლ. Moon letters) — წარმოადგენს რამდენადმე შეცვლილ საერთოგერმანულ რუნულ ანბანს, რომლითაც ტოლკინმა თითქოსდა თარგმნა შუახმელეთის ავთენტური ტექსტები, შუახმელეთის სხვა დამწერლობა — კირთი (cirth) — ვიზუალური თვალსაზრისით აგრეთვე წარმოადგენს საერთოგერმანული რუნული ანბანის რუნებს, მაგრამ სხვა მნიშვნელობებით. მათი გარეგნული იერი ბგერათა ფონეტიკური მახასიათებლების შესაბამისობაშია მოყვანილი.

გარდა ამისა, რუნები ხშირად მოიხსენიება მხატვრულ ფილმებში, სერიალებსა და კომპიუტერულ თამაშებში.

იხ. ვიდეო რუნები - რუნებთან დაკავშირებული საფრთხეები



შუცშტაფელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            შუცშტაფელი

                                                              სს-ის სიმბოლო ძველგერმანული რუნები
(ქართ. დამცავი რაზმიგერმ. Schutzstaffel - SS) — 1934-1945 წლებში იყო დამოუკიდებელი, პარამილიტარისტული ორგანიზიაცია ნაცისტური პარტიის შემადგენლობაში, რომლის შემადგენელი ნაწილები (ორგანიზაციები) მთავარი დამნაშავენი იყვნენ ჰოლოკოსტში. „სს“-ის დევიზი იყო „ჩვენს ღირსებას ერთგულება ჰქვია“ (გერმ. „Unsere Ehre heißt Treue“).

1923 წლის მაისში ადოლფ ჰიტლერმა „სა“-ს წევრებისაგან ჩამოაყალიბა ახალი ორგანიზაცია „შტაბსვახე“ (გერმ. Stabswacheქართ. შტაბის დაცვა), რომელმაც სულ მცირე ხნის განმავლობაში იარსება. ჰერმან ერჰარტმა, მას შემდეგ რაც 1923 წლის ივლისში ჰიტლერისა და რიომის მიმდევარი გახდა, ჩამოაყალიბა 12 კაციანი „შტოსტრუპი ადოლფ ჰიტლერი“ (გერმ. Stoßtrupp Adolf Hitlerქართ. შემტევი რაზმი ადოლფ ჰიტლერი), რომელსაც უნდა დაეცვა პირადად ადოლფ ჰიტლერი შიდაპარტიული განხეთქილებების დროს.

„შტოსტრუპის“ შემადგენლობაში 2 ყოფილი „შტაბსვახელი“ იყო: იულიუს შრეკი და იოზეფ ბერხტოლდი. ამათ გარდა „ტოსტრუპის“ წევრები გახდნენ: ულრიხ გრაფიემილ მორისიკრისტიან ვებერიზეპ დიტრიხირუდოლფ ჰესიიაკობ გრიმინგერივალტერ ბუხი და კარლ ფილერი.

                                                        

შტოსტრუპი ადოლფ ჰიტლერი 1924წ-ს

1925 წლის მაისში იულიუს შრეკმა, შემდგომში „სს“-ის პირველმა რაიხსფიურერმა, ჰიტლერის დავალებით „შტოსტრუპი“» 8 წევრისაგან (მათ შორის: რუდოლფ ჰესიჰერმან გერინგი და ზეპ დიტრიხი) ჩამოაყალიბა ახალი შენაერთი. ეს შენაერთი წარმოადგენდა ბირთვს, რომელზეც მოგვიანებით ორგანიზაცია „სს“ ჩამოყალიბდა.

სახელი „სს„ (სრულად: „დამცავი რაზმი“; გერმ.: Schutzstaffel) მაშინდელი „სა“-ს ლიდერის ჰერმან გერინგის იდეა იყო. მან ეს სახელი ისესხა ლეგენდარული “წითელი ბარონის“ ესკადრილიის, რომელის წევრიც თვითონ იყო პირველ მსოფლიო ომში, ერთ-ერთი ბადრაგ/დამცავი რაზმისაგან.

ახალჩამოყალიბებული ორგანიზაციის დავალებები ჰიტლერმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა მისსავე 1930 წლის 7 ნოემბრის „ფიურერის ბრძანებაში“: „სს-ს ევალება უპირველეს ყოვლისა საპოლიციო სამსახური პარტიის შიგნით“ (გერმ. „Die Aufgabe der SS ist zunächst die Ausübung des Polizeidienstes innerhalb der Partei.“)

იხ. ვიდეო


„სა“-ს მეთაურებმა გადაწყვიტეს «სს» მცირე, დამოკიდებულ ოორგანიზაციად დაეტოვებინათ და იმისათვის, რომ ხელი შეეშალათ «სს»-ის რიგების შევსებისათვის დააწესეს ამ ორგანიზაციისათვის მაქსიმუმი. „სს“-ის შემადგენლობას არ უნდა გადაეჭარბებინა „სა“-ს კონტინგენტის 10 %-იასთვის. რაიხსგაუებში „სს“-ში მიღება იწარმოებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ „სა“-ს რიგები უკვე შევსებული იქნებოდა. გამონაკლის წარმოადგენდა ბერლინი, სადაც „სს“-ს უფლება ჰქონდა „სა“-ს რაოდენობის 20 % კონტინგენტი ჰყოლოდა.

ამ დირექტივით უკმაყოფილების გამო 1927 წელს თანამდებობიდან გადადგა „სს“-ის მეორე რაიხსფიურერი იოზეფ ბერხთოლდი. მისი ადგილი დაიკავა 27 წლის ერჰარტ ჰაიდენმა, რომელმაც თავის მოადგილედ აქამდე რემის პარამილიტარისტული ორგანიზაცია „რაიხსკრიგსფლაგეს“ წევრი ჰაინრიხ ჰიმლერი დანიშნა.

მომდევნო წლებში ურთიერთობა ამ ორ ორგანიზაციას შორის კიდევ უფრო დაიძაბა. 1929 წლის 5 იანვარს ჰაიდენი თანამდებობიდან გადადგა.

                                                              

სს-ის რახსფეიურერი ჰაინრიხ ჰიმლერი

„სს“-ს, სანამ „სა“-ს შემადგენლობაში იყო, „ნსდაპ“-ის შიდასაპოლიციო პუნქცია ეკისრებოდა. მას შემდეგ რაც 1929 წელს ჰაინრიხ ჰიმლერი რაიხსფიურერი გახდა დაიწყო ორგანიზაციის ძირეული გარდაქმნა, რომელიც ამიერიდან „ნსდაპ“-ის საბრძოლო რაზმი უნდა ყოფილიყო: „ნაციონალ-სოციალისტური, სამხედრო ორდენი ნორდიული ნიშნების მატარებელ კაცთა, რომელთაგანაც თითოეული უპირობოდ დაემორჩილებოდა ფიურერის ყოველ ბრძანებას“ (გერმ. „ein nationalsozialistischer, soldatischer Orden nordisch bestimmter Männer, von denen jeder bedingungslos jeden Befehl befolgt, der vom Führer kommt“).

„სს“ ნელ-ნელა ელიტარულ და მასობრივ ორგანიზაციად გადაიქცა, რომლის რიგებშიც 1932 წელს 52 000, ხოლო ერთი წლის შემდეგ უკვე 204 000 წევრი ირიცხებოდა. ორგანიზაციის ელიტარული ხასიათი გამოსჭვივოდა იმ რასობრივ-ბიოლოგიურ და მსოფლხედველობრივ კრიტერიუმებში, რომლებიც კანდიდატებს უნდა შეესრულებინათ „სს“-ში მოსახვედრად. „სს“, როგორც „კლანური ერთობა“, ნაციონალ-სოციალისტური გაბატონებული რასის იდეოლოგიის განსახიერება და როგორც „სისხლის სიწმინდის შემნახველი“ მსოფლიოში ნორდიული რასის დომინირების ჩანასახი უნდა ყოფილიყო.

აქედან გამომდინარე საარჩევნო კრიტერიუმები არა მარტო კაცებზე ვრცელდებოდა, არამედ მათი მეუღლეებიც კი „რასობრივ სიწმინდეზე“ უნდა შეემოწმებინათ.

„სს“-ის იდეოლოგია ეყრდნობოდა და ემსგავსებოდა შუა საუკუნეების რაინდთა ორდენების წყობას. რიტუალები საკრალურ ადგილებში, სიმბოლოები (სს-ის მკვდარი თავის ქალას ბეჭედი), სხვადასხვა რუნების გამოყენება და საპატიო ხანჯალი ორგანიზაციას თითქმის რელიგიურ ხასიათს აძლევდა.

ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „სა“, „სს“ და „შტალჰელმი“ პოლიციური პრივილეგიებით აღჭურვილ ორგანიზაციებად იქცნენ, რომელთაც ევალებოდათ პოლიტიკურ მოღინააღმდეგეთა დევნა. უკვე 1933 წლის აპრილისათვის მათ მიერ დაახ. 25 000 რეჟიმის მოწინააღმდეგე იქნა დაპატიმრებული. „სა“-მ და „სს“-მა დაიწყეს პირველი საკონცენტრაციო ბანაკების მშენებლობა დახაუსა და ორანიენბურგში (ზაკსენჰაუზენი).

1934 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს მოწყობილი პოლიტიკური წმენდის დროს (გრძელი დანების ღამე) „სს“-ის შენაერთები “ლაიბშტანდარტი ადოლფ ჰიტლერი” და „მკვდარი თავის ქალა“ ფიზიკურად გაუსწორდნენ «სა»-ს უმღლეს სარდლობას და ჰიტლერის რეჟიმის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს კონსერვატიული ბანაკიდან. 20 ივლისს ადოლფ ჰიტლერმა განაცხადა: „სს“-ის დიდი დამსახურებისთვის, გამოჩენილი განსაკუთრებით 1934 წლის 30 ივნისის მოვლენების დროს, ვამაღლებ მე მას დამოუკიდებელ ორგანიზაციად „ნსდაპ“-ის ფარგლებში“ (გერმ. „Im Hinblick auf die großen Verdienste der SS, besonders im Zusammenhang mit den Ereignissen vom 30. Juni 1934, erhebe ich dieselbe zu einer selbständigen Organisation im Rahmen der NSDAP.“)

„სს“-ის დაქვემდებარებაში გადავიდა რაიხის ყველა საკონცენტრაციო ბანაკი, რომლებსაც მანამდე ნაწილობრივ „სა“-ც განაგებდა. „სს“-ის „მკვდარი თავის ქალას“ შენაერთები ამირიდან მარტო კონცბანაკების დაცვით ფუქციას ასრულებდნენ. 1934 წლის ნოემბერში პრინც-ალბრეხტ-პალე, რომელიც ბერლინში ვილჰელმშტრასეს 102-ში მდებარეობდა, შეუერთდა პრინც-ალბრეხტ-შტრასე 8-ზე მდებარე შენობათა კომპლექსს და მასში «სს»-ის რაიხსფიურერის უშიშროების აპარატი იქნა განლაგებული.

1935 წელს „სს“-ის განმკარგულებელი აპარატი გადაკეთდა „საზოგადო სს“-ად. „სს“-ის შეიარარებული ნაწილი ორად გაიყო: „სს-ის სარეზერვო ჯარები“ და „სს-ის მკვდარი თავის ქალას შენაერთები“. შემდგომში ისინი „ვაფენ-სს“-ის შემადგენლობაში შევიდნენ.

„საზოგადო სს“-ი, რომელსაც „მამულის-სს“ ან „შავ-სს“-საც უწოდებნდნენ, ემორჩილებოდა სპეციალურად მისთვის შექმნილ „საზოგადო სს-ის სამმართველოს“, რომელიც ბერლინში მდებარეობდა. ამით დამთავრდა „სს“-ის კლასიკური დაყოფა 3 ნაწილად, რომელმაც 1945 წლამდე იარსება:

  • საზოგადო-სს - Allgemeine-SS
  • სს-ის მკვდარი თავის ქალას შენაერთები - SS-Totenkopf-Standarten
  • სს-ისსარეზერვო ჯარები - SS-Verfügungstruppe

1939-1940 წლებში „სს“-ის შიგნით ჩამოყალიბდა რამდენიმე მთავარი სამმართველო და განყოფილება:

გერმანული საწარმოები

«სს»-ის მიერ უამრავი ფირმა იქნა დაარსებული. მათ შორის - შპს „გერმანული მიწისა და ქვის ქარხანა“ (1938). ეს ფირმები 1940 წელს „გერმანულ სამეურნეო საწარმოებში“ გაერთიანდნენ, რომელიც «სს»-ის ელიტისაგან იმართებოდა. 1942 წელს ყველა ეკონომიკურ-ფინანსური საქმე მეურნეობისა და მმართვის მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში გადავიდა. მას მიეკუთვნებოდნენ აგრეთვე საკონცენტრაციო ბანაკები და აქედან გამომდინარე «სს»-ის ფირმებში ათიათასობით სამხედრო ტყვე და პატიმარი იძულებით მუშაობდა.

1943-1944 წლებში «სს»-ის ეკონომიკურ იმპერიას 30-მდე მსხვილი და 100-ზე მეტი წვრილი საწარმო მიეკუთვნებოდა, რომლებშიც 40 000 იძულებით მომუშავე პირი იყო დასაქმებული. „გერმანული სამეურნეო საწარმოების“ ცენტრალური ბიურო ბერლინში, ორანიენბურგში იყო განთავსებული.

«სს»-ის მონაწილეობა საომარ მოქმედებებში

1938 წლის 13 მარტსავსტრიის ანშლუსში «სს»-ის ნაწილებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ მიერ ვენაში დაარსებულ იქნა სს-ის შტანდარტი „ფიურერი“.

იმავე წლის ოქრომბერში «სს»-ის სარეზერვო ჯარები ჩეხოსლოვაკურ ზუდეტენლანდში შევიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ჩეხესლოვაკიამ არსებობა შეწყვიტა. ჩეხეთი ახლად დაარსებული ბოჰემიის და მორავიის რაიხსპროტექტორატის შემადგენლობაში შევიდა და «სს»-ს დავალება მიეცა ჩაეხშო ჩეხური იატაკქვეშა მოძრაობა. «რსჰა»-ს შეფი რაინჰარდ ჰაიდრიხი დაპყრობილი მიწების რაიხსპროტექტორად დაინიშნა და მის მიერ გამოჩენილი სისასტიკისათვის სულ მალე მეტსახელად „პრაღელი ყასაბი“ შეარქვეს.

1939 წლის შემოდგომაზე ლაიბშტანდარტი, სარეზერვო ჯარები და მკვდარი თავის ქალას შენაერთები გაერთიანებულ იქნენ ერთ ორგანიზაციად - «ვაფენ-სს»-ად. ჰიმლერს სურდა «სს» გადაექცია სახელმწიფოს დამცავ სპეციალურ არმიად, რომელიც მოაწილეობას მიიღებდა როგორც შინაგანი ისევე გარე მტრის წინაარმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად «სს»-ის სხვადასხვა ქვეორგანიზაციებს შორის დიფერენციისა იგი მაინც ერთი იდეოლოგიური მიზნის მიმდევარი ძალა იყო. აქედან გამომდინარე მომავალი «სს»-ის ოფიცრები საერთო იდეოლოგიურ-პოლიტიკურ აღზრდას იღებდნენ სს-ის იუნკერთა სკოლებში ბად ტიოლცში და ბრაუნშვაიგში. იუნკრები საერთო განატლებას იღებდნენ და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა შემდეგში თუ სად განაწილდებოდნენ: სს-ის ხელმძრვანელობაში, სამხედრო ფრონტზე, «სდ»-ში თუ კონცბანაკებში.

მონაწილეობა სამხედრო დანაშაულში და ჰოლოკოსტში

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში «ვაფენ-სს»-ის ნაწილები მონაწილეობას იღებდენ უამრავ სამხედრო დანაშაულში, როგორიცაა: სამხედრო ტყვეთა წამება, დაპყრობილი ქვეყნების მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ეკზეკუცია, აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობილი ქვეყნებიდან ადგილობრივი მოსახლეობის აყრა და სხვა. «ვფჰა»-ს საშუალების «სს» განაგებდა საკონცენტრაციო და ადამიანთა ფიზიკურად გასანადგურებელ ბანაკებს, რომლებსაც ე.წ. «სს-ის მკვდარი თავის ქალას» ვახშტურმბანები მეთაურობდნენ.

ნიურნბერგის პროცესზე «სს» და მისი შემადგენელი ნაწილები: «ვაფენ-სს»«სს-ის მკვდარი თავის ქალას შენაერთები» და «სდ», როგორც «ნსდაპ»-ის ნაწილი და პოლიტტერორის მთავარი ინსტრუმენტი „დანაშაულებრივ ორგანიზაციად“ იქნენ აღიარებულნი. გამონაკლისი დაშვებულ იქნა «სს-ის მხედრების» მიმართ.

«სს»-ის შენაერთებმა სამხედრო ნათლობა პოლონეთის წინააღმდეგ ომში მიიღეს. «ვერმახტი» ცდილობდა საშიში კონკურენთი თავიდან მოეცილებინა და დარჩენილიყო ერთადერთ შეიარაღებულ ძალად მესამე რაიხში, მაგრამ ჰიმლერმა თავისი გაიტანა. «სს»-ის პოლკები ”გერმანია”, “ფიურერი”, “ტოტენკოპფი” და “ლაიბშტანდარტე-სს ადოლფ ჰიტლერი” ერთ, «სს»-ის სარეზერვო დივიზიაში იქნენ გაერთიანებულნი. ერთადერთი რაც «ვერმახტმა» შეძლო იყო ის, რომ «სს»-ის დივიზია მის ხელქვეით იდგა და გადანაწილებულ იქნა სხვადასხვა სამხედრო შენაერთებში. ასე რომ «სს»-ის სარეზერვო დივიზიას, როგორც ერთ საბრძოლო ერთეულს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

1943 წლიდან «სს» თავის რიგებში წვევამდელებს იღებდა, ისინი ფრონტზე «ვერმახტის» მებრძოლების გვერდით იბრძოდნენ. გარდა ამისა «სს» შეეცადა ჩამოეყალიბებინა უცხოელი მებრძოლებისაგან დაკომპლექტებული დივიზიები, თუმც ამ წამოწყებას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ასე მაგალითად ალბანელი მებრძოლებით შედგენილი დივიზია “სკანდერბეგი” ომში მონაწილეობის მიღებამდე დაიშალა.

სხვა «ვერმახტის» მთავარსარდლობისაგან დამოუკიდებელი «სს»-ის შენაერთები (მაგ. “ტოტენკოპფის” ასეულები) გამოიყენებოდნენ საკონცენტრაციო ბანაკების დაცვად, გერმანიის ტერიტორიაზე “პოლიტიკური წმენდების” დროს, ებრაელთა და პოლონელი ინტელიგენციის დევნა-განადგურებისათვის. «ვერმახტსა» და «სს»-ს შორის ურთიერთობას კარგად აღწერს გენერალი იოჰენს ბლასკოვიცი საპროტესტო ნოტაში: “არმიის განწყობა «სს»-ისა და პოლიციის მიმართ მერყეობა ზიზღსა და სიძულვილს შორის. თითოეული მებრძოლი თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობს იმ დანაშაულებების გამო, რომელიც ჩადენილ იქნა პოლონეთში.”

ნაციონალ-სოციალისტურ ელიტას «სს» თავისი მიზნების განსახორციელებლად აწყობდა და ამიტომ მისი შენაერთების ზრდა ჩქარი ტემპით მიდიოდა. საფრანგეთზე თავდასხმის დროს ახლად დაარსებული «ვაფენ-სს» თავის რიგებში უკვე 3 დივიზიას (“რაიხი”, “ტოტენკოპფი” და “სს-ის პოლიციის დივიზია”) და ერთ მოტორიზირებულ პოლკს (“ლაიბშტანდარტე-სს ადოლფ ჰიტლერი) მოითვლიდა. «სს»-ის დივიზიები ძირითადად მოხალისეებისაგან იყო დაკომპლექტებული და მის ოფიცრებს შესაბამისი სამხედრო განათლება და გამოცდილება აკლდათ. ამიტომ საფრანგეთის წინააღმდეგ ომში მათ დიდი დანაკლისი განიცადეს. მათ მეტსახელად “საზარბაზნე ხორცს” ეძახდნენ. ამ დივიზიების მიერ ჩადენილი დანაშაულები (ასობით დანებებულ ჯარისკაცთა და სამხედრო ტყვეთა დახვრეტა) დოკუმნეტურადაა დადასტურებული.

კაენი და კაენი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                     კაენი

 ძველი აღთქმის პერსონაჟი. დედამიწაზე დაბადებული პირველი ადამიანების ადამისა და ევას უფროსი ვაჟი, აბელის ძმა. 
ბიბლიის მიხედვით აბელი მწყემსი იყო, კაენი - მიწისმუშა. ორივემ მიართვა უფალს შესაწირავად თავ-თავისი შრომის ნაყოფი. მოხედა უფალმა აბელის ძღვენს, კაენისა კი უარყო... „ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე“ (4:5-7). გაფრთხილების მიუხედავად, კაენმა ძმა ველად გაიხმო და მოკლა.

„უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ? უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვედრს“ (4:10-15).

აღსანიშნავია, რომ დაბადების წიგნს ინცესტისა და და-ძმის ქორწინების საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რადგან ადამიანთა რაოდენობის სიმცირის გამო გამრავლება სხვანაირად ვერ მოხერხდებოდა. ამ შემთხვევაში კაენის აღშფოთება უფრო გასაგები ხდება – ღმერთმა ამჯობინა აბელი როგორც მსხვერპლის მიღების, ისე ქორწინების საკითხში. ღმერთი აფრთხილებს კაენს, მოიშოროს ცოდვილი ფიქრები, მაგრამ ის უარზეა და სთხოვს თავის ძმას, გაჰყვეს მინდორში, გონებაში კი ცუდი აზრი უტრიალებს.

კაენი დასახლდა და ცოლად შეირთო თავისი და, გაუჩნდა ვაჟი, გააშენა ქალაქი და საფუძველი ჩაუყარა ცივილიზაციას

მუსლიმები მიიჩნევენ, რომ კაენი და აბელი (არაბ. هابيل, قابيل, ყაბილი და ჰაბილი) ადამისა და ევას ვაჟები იყვნენ. ყურანში მოთხრობილი ამბავი იგივეა, რაც ებრაული ბიბლიური მოთხრობები: ძმებს კამათი მოსდით, რაც ჩხუბში გადაიზრდება, აბელი მიწაზე წვება და ამბობს: „ალაჰ, დაე მომივიდეს ის, რაც შენი ნებაა.“ მკვლელობის შემდეგ, ალაჰმა გაგზავნა ყორანი, რომელმაც მიწა გაკაწრა, რათა კაენისთვის ეჩვენებინა როგორ დაემალა ძმის მკვდარი სხეული. კაენმა, სირცხვილისგან, საკუთარი თავის დაწყევლა დაიწყო და იგი დანაშაულით სავსე გახდა. ბოლოს და ბოლოს, მკვლელს გაუჩნდა დანაშაული, რადგან მან მართლაც გააცნობიერა, თუ რამდენად საშინელი იყო ვინმეს მოკვლა, მით უფრო, რომ მსხვერპლი იყო უდანაშაულო და მართალი ადამიანი. მონანიე კაენი ღრმა მწუხარებით გამოირჩეოდა. ყურანში ნათქვამია: „შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი მათგანი, ვინც ნანობდა“. 5:31

იხ. ვიდეო ძველი აღთქმა

                             აბელი (ბიბლია)

 (ებრ. הבל „აბელი“ — ტირილი) — ბიბლიური პერსონაჟი, ადამის მეორე ვაჟი, მწყემსი. უფროსმა ძმამ კაენმა მოშურნეობით მოკლა, რადგან ღვთისმოსავი ადამი უყვარდა ღმერთს. იუდაისტური და ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, აბელი თვინიერი და უდანაშაულო მსხვერპლის ზოგადი სახეა.






სატაცური

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               სატაცური

 (ლათ. Asparagus) — მცენარეთა გვარი სატაცურისებრთა ოჯახისამრავალწლოვანი, ძალზე დატოტვილი ბალახები, ნახევრად ბუჩქები და ლიანებია. მათი ფოთლები რედუცირებულია ქერქლებად, რომელთა უბეში ჯგუფ-ჯგუფად სხედან ნემსისებრი კლადოდიუმები (სახეცვლილი ღეროები). ზოგ სახეობას ფილოკლადიუმიც აქვს. ნაყოფი კენკრაა. ყვავილი პატარაა, ხშირად ცალსქესიანი, მარტოული ან საგველასებრ ყვავილედში.

იხ. ვიდეო  სატაცურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები

▶ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენელი ირმა ირემაშვილი სტუმრად გადაცემაში "აგრო სექტორი


300-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაშიაზიასა და აფრიკაში, უმთავრესად მშრალი ჰავის პირობებში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ 3. სამეურნეო მნიშვნელობა აქვს სამკურნალო სატაცურს (ლათ. Asparagus officinaltis), რომელიც ფართოდაა გავრცელებული და მოჰყავთ როგორც ბოსტნის კულტურა. სატაცურის ზოგი სახეობა (მაგ., ასპარაგუსიდეკორატიულია, ფართოდ იყენებენ თაიგულებსა და გამწვანებაში.

იხ. ვიდეო უგემრიელესი სატაცური კურდღლის ჩაქაფული



ხ. ვიდეო სატაცური ეფექტურია ფსიქოლოგიურ დაავადებების წინააღმდეგ;

წმენდს სისხლძარღვებს; გამოიყენება წყლულის სამკურნალოდ; გაციების და გრიპის საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა; ამცირებს ძვლის ტკივილებს და არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი.


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...