ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მეხუთე ელემენტი
(ინგლ.The Fifth Element, ფრანგ.Le Cinquième élément) — 1997 წლის ხაგრძლივონა - 127წთ. გამოსვლის თარიღი - 1997წ-ის 7 მაისი. ქვეყანა - საფრაგენთი, ენა - ინგლისური, ბიუჯეტი - 90მლნ. აშშ დოლარი, შემოსავალი - 263.920.180 დოლარი. ინგლისურენოვანი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომლის სცენარისტი და რეჟისორია ლიუკ ბესონი. ფილმი მის მიერ შექმნილ ამბავს ეფუძნება. მთავარ როლებს ასრულებენ ბრიუს უილისი, გერი ოლდმენი და მილა იოვოვიჩი. ფილმის მოქმედება ძირითადად XXIII საუკუნეში მიმდინარეობს. მასში მოთხრობილია პლანეტის გადარჩენის მისიის შესახებ, რომელიც მოულოდნელად ეკისრება ტაქსისტ და ყოფილ მაიორ კორბენ დალასს (უილისი) და ახალგაზრდა ქალს (იოვოვიჩი). უკანასკნელთან ერთად დალასი ეძებს ოთხ იდუმალ ქვას, რომელიც აუცილებელია დედამიწის დაღუპვისგან გადასარჩენად.
ერთერთი ოთხი ქვიდან გააქტიურებულ მდგომარეობაში
ბესონმა ფილმის საფუძვლად ქცეული ამბის წერა 16 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო ფილმი გამოვიდა მაშინ, როდესაც ავტორი 38 წლის იყო. ლიუკს თავდაპირველად მისი გადაღება საფრანგეთში სურდა, მაგრამ ადგილები ამისთვის არ მოიძებნა. ამიტომ გადაღებები მიმდინარეობდა ლონდონსა და მავრიტანიაში. კომიქსების ავტორები ჟან ჟირო და ჟან-კლოდ მეზიერე, რომელთა კომიქსის შთაგონებით შეიქმნა ფილმის სხვადასხვა მონაკვეთი, მიიწვიეს დიზაინზე სამუშაოდ. კოსტუმების დიზაინის ავტორია ჟან-პოლ გოტიე.
იხ. ვიდეო - The Fifth Element (1997) - 'The Diva Dance' scene - Luc Besson's colourful sci-fi is loud and outrageous, but amidst the craziness there are a few moments of beauty. This is the most memorable one - an opera performance by a weird blue alien, which then segues into an action piece. The film makes full use of composer Eric Serra's standout piece 'The Diva Dance', by interspersing the opera scenes with the action happening elsewhere. It's one of a couple of highlights on an otherwise messy and grating soundtrack, but it's quite stunning.
Starring Bruce Willis, Gary Oldman, Milla Jovovich, Chris Tucker, Ian Holm and Lee Evans. Directed by Luc Besson, with original music by Eric Serra. This scene starts off with a piece from 'Lucia di Lammermoor', an opera by Gaetano Donizetti, and then continues with 'The Diva Dance'. Both are performed by Inva Mulla Tchako
„მეხუთე ელემენტმა“ ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო, თუმცა იყო უარყოფითი გამოხმაურებებიც. იმავე პერიოდში მან მიიღო, როგორც ყველა დროის საუკეთესო საზაფხულო ბლოკბასტერის, ასევე ყველა ცუდის წოდებაც. ფინანსურად იგი წარმატებული იყო და 90 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით შემქმნელებს 263 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა. თავისი დროისთვის იგი იყო ყველაზე ძვირადღირებული ევროპული ფილმი და 2011 წლის „ხელშეუხებელნის“ გამოსვლამდე ყველაზე შემოსავლიან ფრანგულ ფილმად რჩებოდა.
ღმერთის ენა -ლილუს მიერ ლაპარაკი ღვთაებრივი ენა ხელოვნური ენაა, მის ლექსიკაში მხოლოდ 400 სიტყვით (ინგლისურში 475000-დან 600000-მდე სიტყვასთან შედარებით; სპეციალური ინგლისური "- 1500 სიტყვა). ენა გამოიგონა ლუკ ბესონმა და დიდად გაამდიდრა თავად მილამ. მსახიობმა თქვა, რომ ის და ბესონი „ღვთაებრივ ენას“ იყენებდნენ მიმოწერისას და გადაღების ბოლოს ორივემ მშვიდად ისაუბრა. ჰეროინი იოვოვიჩის მიერ კორბენისთვის ნათქვამი ფრაზა "Seddan akta gamat" ნიშნავს "არასოდეს ჩემი ნებართვის გარეშე"
იხ. ვიდეო - The FIFTH Element - Tolkyn Zabirova
ადაპტაცია - 1997 წელს ტერი ბისონმა დაწერა ამავე სახელწოდების რომანი ფილმისთვის.
1998 წელს, The Fifth Element იყო 3D Action კომპიუტერული თამაში, რომელიც შემუშავებული იყო Kalisto Entertainment-ის მიერ.
2001 წელს კინოკომპანია Gaumont-ის ლიცენზიით, ფილმზე დაფუძნებული, გამოვიდა კომპიუტერული არკადული New York Race (შემუშავებული Kalisto Entertainment-ის მიერ, გამოქვეყნებული Wanadoo Edition). რუსეთში, თამაში ლოკალიზებული იქნა Nival Interactive-ისა და 1C-ის მიერ, სახელწოდებით "Chasing the Fifth Element"[23]. მოთამაშეს მიწვეული აქვთ თავი იგრძნოს კორბენ დალასის „ფეხსაცმელში“ და მართოს ტაქსი ნიუ-იორკის ქუჩებში 2259 წელს. თამაში დიდად წარმატებული არ იყო
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სათამაშო (ფილმი)
(ფრანგ.Le Jouet) - 1976 წელს გამოსული ფრანგული კინოკომედია, გადაღებული რეჟისორ ფრანსის ვებერის მიერ. მთავარ როლში პიერ რიშარი
ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ფრანსუა პერენია (პიერ რიშარი). 15 თვიანი უმუშევრობის შემდეგ გაზეთ «France Hebdo»-ში დასაქმდება, რომლის მმართველი პიერ ლამბარ-კოშეა. იგი ნამდვილი დიქტატორია, პატივმოყვარეა და არ სცემს პატივს თანამშრომლებს. ერთს სამსახურიდან იმიტომ გააგდებს რომ ოფლიანი ხელი აქვს. პირველ დავალებაზე ფრანსუა, რეპორტაჟის გასაკეთებლად თავისი უფროსის სათამაშოების მაღაზიაში წავა. ამ დროს მაღაზიაში ლამბარ-კოშეს შვილი ერიკი შევა, დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად და ფრანსუას აირჩევს. მაღაზიის შეშინებული თანამშრომლები ფრანსუას თხოვენ რომ სათამაშოს როლი ითამაშოს, თუ არადა მისი მფლობელი სამსახურიდან გაუშვებს. პერენი ბანკის ვალების გამო, იძულებულია დათანხმდეს თავხედი ბავშვის კაპრიზებს. ფრანსუას ერიკი მამამისის მდიდრულ სახლში წაიყვანს. პიერი ბოდიშს მოუხდის თანამშრომელს, პრემიას გამოუწერს და სახლში გაუშვებს, მაგრამ ერიკი დაიჩემებს, ჩემი საჩუქარია და აქ დარჩებაო. პიერს ბავშვი ყოფილი ცოლისგან ერთი კვირით ყავს გამოშვებული და სურს რომ ყველა პირობა შეუსრულოს, რის გამოც ფრანსუას შესაბამისი ანაზრაურებით დარჩენას სთხოვს. ერიკს თავისი თავხედური თამაშებით გაწამებული ჰყავს სახლის მოსამსახურეები. მალე ფრანსუასაც გამოიყვანს წყობიდან და ისიც ოთახში ჩაკეტავს. ხმაურზე გაბრაზებული მამამისი გამოვა და მიზეზს იკითხავს, ერიკი კი გადაარჩენს, ვთამაშობთო. ფრანსუა თანდათან ეჩვევა სიტუაციას და ბავშვს დაუმეგობრდება, რის გამოც მამამისს დიდ პატივში ჰყავს. პიერის მეორე ცოლი კრისტინი, იმავე საღამოს ხალხთან დაამცირებს ფრანსუას, რის გამოც ყველაფერი ყელში ამოუვა და უფროსის სახლს დატოვებს. სახლში მისულს ცოლი შეაქებს, ნუ გეშინია ყველაფერს გავუმკლავდებითო. რამდენიმე საათში გაზეთის მთავარი რედაქტორი ბლენაკი თხოვს, დაბრუნდეს ერიკთან და გააგრძელოს თამაში. ფრანსუა დაბრუნდება და გააგრძელებს ბავშვთან ერთად თამაშს.
იხ. ვიდეო - Pierre Richard le jouet 1976 (Игрушка) - When François, a journalist, is touring a big store for an article, he is chosen by the son of the owner, Rambal-Cochet, as his new toy. All afraid of the despotic industrialist who is also the newspaper's owner, François is forced to agree to this masquerade. Becoming the friend of the child, he induces him, who wants to make a newspaper, to unveil publicly the real tyrannical way of life of his father.
მათ ბევრის უფლებებს აძლებს პიერი და ორივეც სარგებლოს. ისინი ყველგან როგორც უნდათ ისე იქცევიან და ფრანსუა კრისტიანს წინა საღამოს შერცხვენისთვის აუზში ჩააგდებს. მოიმატებს ლამბალ-კოშეთი უკმაყოფილო ჟურნალისტების რიცხვი. ფრანსუა და ერიკი გადაწყვეტენ გამოუშვან გაზეთი „სათამაშო“, სადაც პიერის შავ-ბნელ საქმეებს გამოაშკარავებენ და «France Hebdo»-ს ყველა თანამშრომლის სურათს დაბეჭდავენ, როგორც მისი სათამაშოები. უფროსს არ მოეწონება მათი საქციელი და ფრანსუას გაესაუბრება. მის მოსყიდვას გადაწყვეტს, ეტყვის რომ ასეთ თამაშს დაანებოს თავი და კარგ თანამდებობაზე დანიშნავს. ერიკიც თანდათან გამოსწორდება, აღარაა ისეთი თავხედი. ფრანსუა არ მიიღებს უფროსის წინადადებას, თავისი გაზეთის გამოცემას გააგრძელებს და «France Hebdo»-ს თანამშრომლებს დაურიგებს. ლამბარ-კოშე გადაწყვეტს ბავშვს წაიყვანოს პირველ ცოლთან, თუმც ერიკი არ გაჩერდება, ავტომობილიდან გადმოხტება და პერენს ჩაეხუტება.
1982 წელს წელს ამერიკელმა რეჟისორმა რიჩარდ დონერმა გადაიღო ფილმის რემეიკი იგივე სახელწოდებით, რომელიც იმ წელს 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა
ეს ფილმი დღევანდელი საქართველოს მიესადაგება სრულად.
ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში რომაელები ეტრუსკებთან ომით იყვნენ დაკავებულნი. ამით ისარგებლეს რომის ძველმა მტრებმა სამნიტებმა, რომლებიც უკვე ორჯერ იყვნენ დამარცხებულნი და ახალი ომისთვის მზადება დაიწყეს. ძვ. წ. 298 წელს, რომის დაარსებიდან 456 წელს სამნიტებმა სცადეს ლუკანელებთან სამხედრო კავშირის შექმნა. უარის მიღების შემდეგ კი ლუკანელების მიწებზე შეიჭრნენ. ლუკანელებმა ელჩები გაგზავნეს რომში დახმარების სათხოვნელად.
სენატმა მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდნენ ლუკანელებს და სამნიტებისგან ზარალის ანაზღაურება მოეთხოვათ.სამნიტებმა არა მარტო უარი თქვეს შეთანხმებაზე, არამედ დაიმუქრნენ რომ თუ ელჩები სამნიუმში ჩავლენ, ცოცხლებს მათ უკან აღარ გამოუშვებდნენ. როდესაც ამის შესახებ რომში შეიტყვეს, გადაწყვიტეს სამნიტებისთვის ომის გამოცხადება.
სამნიუმში ომი კონსულ გნეუს ფულვიუსს ერგო. მან ბოვიანუმთან ბრწყინვალედ დაამარცხა სამნიტები, აიღო ბოვიანუმი და აუფიდენა. ამის შემდეგ იგი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.
შემდეგ ძვ. წ. 297 წელს ეტრუსკებს არ ჰქონდათ ომის თავი, ამიტომ რომაელთა ყურადრება მთლიანად სამნიუმზე გადავიდა. სამნიტების დასაბნევად ახალმა კონსულებმა კვინტუს ფაბიუსმა და პუბლიუს დეციუს მუსმა ჯარები სხვადასხვა გზებით წაიყვანეს.
მძიმე ბრძოლა დაიწყო, რომაელებმა სცადეს სამნიტების მოტყუება და მხედრების სამნიტების ზურგში გაშვება, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვიდა. ამის შემდეგ ფაბიუსი სხვა ეშმაკობაზე წავიდა, მან ხმამაღლა განაცხადა რომ დეციუსი თავისი ლეგიონებით მათ უახლოვდებათ, ამ ცნობამ შეაგულიანა რომაელები და დააფრთხო სამნიტები. სწორედ ამან მოუტანა რომაელებს ბრძოლაში გამარჯვება.
ფაბიუსმა სამნიუმში ომი წარმატებით განაგრძო, მან 86ჯერ აიღო მტრის ბანაკი და დაიკავა ქალაქი ციმეტრიუმი. ამ მოვლენების შემდეგ ფაბიუსი რომში დაბრუნდა არჩევნების ჩასატარებლად.
პუბლიუსმა მოიპოვა გამარჯვება მალევენტთანაპულიელების წიააღმდეგ. შემდეგ იგი სამნიუმში ჩავიდა და ფაბიუსთან ერთად დათარეშობდა 5 თვის მანძილზე.
ყველა ცენტურიამ იგი აირჩია კონსულად, მასთან ერთად აირჩიეს აპიუს კლავდიუსი ასევე პატრიციუსი, თუმცა კანონის თანახმად ერთ-ერთი კონსული პლებეი უნდა ყოფილიყო. მან უარი განაცხადა თანამდებობაზე და ნახევარი წლით დაინიშნა პროკონსულად დეციუსთან ერთად სამნიუმთან ომისთვის.
პროკონსულმა ფაბიუსმა სამნიუმში საქმე იქამდე მიიყვანა რომ სამნიტთა ჯარები ეტრურიაში გაიქცნენ, რათა ეტრუსკები თავისკენ გადმოებირებინათ. ამასობეში კვინტუს ფაბიუსმა რამდენიმე მდიდარი სამნიტური ქალაქი აიღო.
სანამ სამნიტური ჯარები ეტრურიაში იყვნენ, დეციუსმა აიღო რამდენიმე სამნიტური ქალაქი და გაძარცვა.
ლეგიონები სამნიუმში მარკუს ატილიუსმა წაიყვანა. მტრები ერთმანეთის სიახლოვეში დაბანაკდნენ. სამნიტებმა განიძრახეს რომაული ბანაკის აღება. სამნიტებმა ამისთვის ნისლიანი ამინდით ისარგებლეს და შეიჭრნენ ბანაკში. რომაელებმა შეძლეს სამნიტების ბანაკიდან გაგდება. სამნიტებმა 300 ჯარისკაცი დაკარგეს, რომელებმა კი დაახლოებით 700.
ამასობაში სამნიუმისკენ დაიძრა მეორე კონსულიც. გზად მან მილონიუმი აიღო. ფეტრირუმში კი რომაელების მოსვლას არ დაელოდნენ. მოსახლეობამ დატოვა ქალაქი.
მარკუს ატილიუსისთვის ომი ასეთი მარტივი არ იყო. მისი ჯარები კიდევ ერთხელ შეებრძოლა სამნიტებს ლუცერიუმთან. დღის ბოლოს რომაელებმა ვერ მოიპოვეს დამაჯერებელი გამარჯვება, თან მათ ძალიან ბევრი მეომარი დაკარგეს. სამნიტების მორალური მდგომარეობაც არ იყო უკეთესი და დილით მათ ბრძოლის გარეშე წასვლა უნდოდათ. დასახევად სამნიტებს რომაული ბანაკის გასწვრივ უნდა გაეარათ. რომაელებს კი ეგონათ რომ სამნიტები მათი ბანაკის აღებას აპირებდნენ. კონსულმა ბრძანა ბრძოლისთვის მომზადება, თან იგი ამხნევებდა მეომრებს.
ბრძოლა საკმაოდ უღიმღამოთ დაიწყო, შემდეგ სამნიტებმა საგრძნობლად შეუტიეს. ბოლოს კი რომაელებმა შეძლეს სამნიტების უკან დახევა, ალყის შემორტყმა და დამარცხება. 7 800 სამნიტუი ტყვედ ჩაბარდა 4 000 კი დაიღუპა. რომაელებმაც დაახლოებით 7 800 ადამიანი დაკარგეს. ამის შემდეგ კონსულის ჯარები შეხვდა სამნიტ მეომრებს, რომლებიც რომაულ დასახლებებში თარეშობდნენ. კონსულმა კიდევ ერთხელ დაამარცხა სამნიტები და გაათავისუფლა რომაელი ტყვეები. ტყვეთ ჩავარდნილი სამნიტები კი კონსულმა უღელქვეშ გაატარა.
სამნიტების ნაფიც ჯართან ბრძოლა
ძვ. წ. 293 წელს კონსულად ლუციუს პაპირიუს კურსორის ვაჟი იქნა არჩეული კონსულად. ამ წელს სამნიტები ომისთვის საგანგებოთ მოემზადნენ. მათი იარაღი მორთული იყო, ჯარისკაცებს კი ქურუმებმა რიტუალები ჩაატარებინეს ღმერთების დახმარების მისაღებად. ხოლო თუ ვინმე უარს ამბობდა, იგი იუპიტერს ეწრებოდა მსხვერპლად.
ძვ. წ. 292 წელს რომაელთა მხედართმთავარი გახდა კონსული ფაბიუს გურგესი, რომელმაც წარუმატებლად წარმართა ომი. სენატი აპირებდა მის შეცვლას, მაგრამ მისი მამა ჩაერია კვინტუს ფაბიუსი და მოითხოვა მისი შვილთან გაგზავნა ლეგატად. მამის დახმარებით კონსულმა დაამარცხა მტერი და რომში ტრიუმფით დაბრუნდა. სამნიტების მხედართმთავარი გაიუს პონტიუსი გამოატარეს ტრიუმფალურ მსვლელობაზე და თავი მოკვეთეს.
290 წელს კონსულმა მანიუს კურიუს დენტატუსმა საბოლოოდ დაამარცხა სამნიტები, რის შემდეგაც ამ უკანასკნელებმა ომის დასრულება მოითხოვეს. ეს იყო სამნიტებზე უკანასკნელი გამარჯვრჯვება, რის შემდეგაც რომაელთა ჰეგემონოიას იტალიაში მხოლოდ გალები და ბერძნული ქალაქები არ ემორჩილებოდნენ
პუბლიუს დეციუს მუსი (უმცროსი)
რომის რესპუბლიკის კონსული 312, 308, 297 და 295 ჩვ. წ.აღ.
პუბლიუს დეციუს მუსი პირველად კონსულად ძვ. წ. 312 წელს აირჩიეს. ამ დროს სამნიტებთან ომი თითქმის დასრულებული იყო. პუბლის დეციუსმა მძიმე ავადმყოფობის გამო საბრძოკლო მოქმედებებში მონაწეილეობა ვერ მიიღო და სენატის მებით დიქტატორი იქნა არჩეული.
ძვ. წ. 308 დეციუსი სამნიუმში იბრძოდა დიქტატორ ლუციუს პაპირიუს კურსორთან ერთად. სამნიტების ჯარი ორად იყო დაყოფილი, ერთი ბრძოლის ველზე მოოქროვილი ფარებით, მუზარადებით და ქარქაშებით გამოვიდნე, ხოლო მეორე ჯარს ეს ყველაფერი ვერცხლის ჰქონდა. რომაელებს დიქტატორი ლუციუს პაპირიუს კურსორი მხედართმთავრობდა. რომაელებმა მით უფრო დიდი მონდომებით დაამარცხეს სამნიტები, რომ მათი იარაღი უკვე კარგი ნადავლი იყო. იმავე დღეს რომაელებმა სამნიტთა ბანაკიც აიღეს და გაძარცვეს. დიქტატორი რომში ტრიუმფით დაბრუნდა, ხოლო პუბლის დეციუსი კონსულად აურჩიეს
მეორე კონსულობა
მეორედ პუბლიუს დეციუსი კონსული კვინტუს ფაბიუსთან ერთად გახდა ძვ. წ. 308 წელს. ამ წელს ჩამოყალიბდა მათი ტანდემი, ეს ორი მხედართმთავარი კიდევ ორჯერ გახდნენ ერთად კონსულები და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს თანამშრომლობით.
ამ დროს კი ეტრურიაში რომაელებს უმბრებმა უღალატეს. მათმა მეთაურებმა დეციუსის ლეგიონებთან ბრძოლას რომისკენ წასვლა ამჯობინეს. როდესაც ამის შესახებ შეიტყო დეციუსმა, იგი სწრაფი მარშით გაემართა დედაქალაქისკენ. რომაელებმა კი უმბრების წინააღმდეგ ფაბიუსის მოხმობაც გადაწყვიტეს.
ფაბიუსი სწრაფი მარშით უმბრიის ქალაქ მევანიუმისკენ გაემართა. მეორე კონსულის უეცარმა გამოჩენამ ისე დააფრთხო უმბრები, რომ მათ ომზე უარის თქმა გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, მათ შორის ერთი ბრძოლა მაინც გაიმართა, რომელშიც რომაელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
მესამე კონსულობა
მესამედ პუბლიუს დეციუსი ისევ კვინტუს ფაბიუსთან ერთად იყო არჩეული კონსულად ძვ. წ. 297 წელს. ამ დროს რომაელები ორ ფრონტზე იბრძოდნენ, ეტრუსკების და სამნიტების წინააღმდეგ. ეტრუსკები ამ დროისთვის რამდენიმეჯერ სერიოზულად დამარცხდნენ და საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება არ შეეძლოთ, ამიტომ ორივე კონსული სამნიუმისკენ გაემართა.
სამნიტების დასაბნევად ფაბიუსმა და დეციუსმა ჯარები სხვადასხვა გზებით წაიყვანეს. პუბლიუსმა მოიპოვა გამარჯვება მალევენტთანაპულიელების წიააღმდეგ. შემდეგ იგი სამნიუმში ჩავიდა და ფაბიუსთან ერთად დათარეშობდა 5 თვის მანძილზე.
შემდეგ წელს ფაბიუსი და დეციუსი პროკონსულებად დანიშნეს სამნიუმში ომისთვის. პროკონსულებმა იმას მიაღწიეს რომ სამნიტური ჯარები განდევნეს სამნიუმიდან ეტრურიაში.
მეოთხე კონსულობა და სიკვდილი
ძვ. წ. 295 წელს არავის არ გაკვირვებია არჩევნებზე ისევ ფაბიუსის გამარჯვება. მასთან ერთად ლუციუს ვოლუმნიუსმა გაიმარჯვა, მაგრამ ფაბიუსმა კოლეგად ისევ პუბლიუს დეციუსი მოითხოვა.
მიუხედავად იმისა რომ ორი კონსული უკვე მესამეჯერ იყვნენ კოლეგები და ერთად იყვნენ ცენზორები, მათ შორის პირველად მოხდა განხეთქილება. პატრიციებმა მოითხოვეს რომ ეტრუსკებთან ომი წილის ყრის გარეშე ფაბიუსს რგებოდა, ხოლო პლებეები მოითხოვდნენ წილის ყრას. ფაბიუსმა ბოლო ბოლო დაარწმუნა კოლეგა რომ უმჯობესია მან განაგრძოს მის მიერ წარმატებით დაწყებული ეტრუსკული ომი.
როდესაც კი ფაბიუსმა განაცხადა მეომრების შეკრება, ყველა ცდილობდა მის ჯარში ჩაწერილიყო. ფაბიუსმა კი საომრად მარტო 4 000 ქვეითი და 600 მხედარი წაიყვანა. იგი გაემართა აქარნის ციხესიმაგრისკენ, სადაც რომაელთა ბანაკი იყო აპიუს კლავდიუსის ჯარებით. ჯარისკაცები ფაბიუსს დიდი სიხარულით შეეგებნენ. ფაბიუსი დაბანაკდა კლუზიუმთან და გაემართა რომში სამხედრო საკითხებზე მოსათათბირებლად. რომში ჩასვლის მიზნებზე სხვადასხვა ვერსიებიც არსებობს, ზოგი ცნობებით აპიუს კლავდიუსი იქ ფაბიუსის წინააღმდეგ ხრიკებს აწყობდა, და იგი სენატმა გამოიძახა. ასეა თუ ისე ფაბიუსი სამხედრო ბანაკსი დეციუს მუსთან ერთად დაბრუნდა.
ამასობაში კლუზიუმთან რომაელთა სამხედრო ბანაკს გალები დაესხნენ თავს და ყველა გაჟლიტეს. გალები სამნიტებთან, ეტრუსკებთან და უმბრებთან შეიკრნენ და ყველანი რომაელთა წინააღმდეგ დაილაშქრნენ. მტრები ერთმანეთს სენტინუმთან შეხვდნენ. მარჯვენა ფრთაზე სამნიტები იყვნენ, მათ პირისპირ ფაბიუსი იდგა, ხოლო მარცხნივ გალების პირისპირ დეციუსი იდგა.
თავდაპირველად ბრძოლა თანაბარი იყო. მარჯვნივ ფაბიუსი უფრო თავს იცავდა ვიდრე ესხმოდა, რადგან მან კარგად იცოდა სამნიტების საბრძოლო ტაქტიკა, დღის ბოლოსთვის ისინი დაიღლებიან და მათი ძლევა უფრო ადვილი იქნება. გალები კი, რომლებსაც ძალიან უჭირთ სიცხის ატანა, საშიშნი არიან ბრძოლის დასაწყისში, ბოლოსკენ კი ძალიან სუსტდებიან.
დეციუსი კი პირიქით მოიქცა, მან ჯერ ქვეითები გაუშვა თავდასხმაში, შემდეგ კი მხედრები. მათ წინააღმდეგ გალმა მხედრებმა გამოილაშქრეს და უკან დაახევინეს რომაელებს. დეციუი ამაოდ ცდილობდა უკან დახეული რომაელების შეჩერებას, ბოლოს კი როდესაც ვერაფრით ვერ მოახერხა ეს, გადაწყვიტა გაემეორებინა თავისი მამის (ან ბაბიუს?) ბედი, მან მოუწოდა პონტიფიკუსს მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩასატარებლად. პონტიფიკუსმა ქვესკნელის ღმერთებს უბოძა მტრის ლეგიონები და დეციუს მუსი. რიტუალის ჩატარების შემდეგ პუბლის დეციუსმა იქითკენ გააჭენა ცხენი, სადაც გალები უფრო მჭირდოდ იდგნენ და იქვე დაიღუპა.
რომაელებმა შეწყვიტეს უკან დახევა და ისევ თავდასხმაში გადავიდნენ. მტრები კი ამ მსხვერპლშეწირვამ შეაშინა და ბრძოლა რომაელების უპირატესობით გაგრძელდა.
მარჯვენა ფრთაზე კი ფაბიუსს უწინდებურად გაყავდა დრო. ბოლოს კი როდესაც იგრძნო რომ მტრები დაიღალნენ დაიწყო შეტევა, ხოლო მხედრებს უბრძანა სამნიტებისთვის გვერდიდან შეეტიათ. სამნიტებმა პირველებმა დაიხიეს უკან. რომაელებმა სწრაფად აიღეს სამნიტების ბანაკი, გალებს კი ზურგიდან დაარტყეს და ისე დაამარცხეს. დეციუსის ლაშქრიდან 7000 დაიღუპა, ფაბიუსის ლაშქრიდან კი 1500. პაბიუსმა დეციუსი დიდი პატივით დაკრძალა.
ფაბიუსმა დეციუსის ლეგიონები ეტრურიაში დატოვა, თვითონ კი რომში ტრიუმფით დაბრუნდა, სადაც ხალხი ადიდებდა მას როგორც დიდ მხედართმთავარს და მისი კოლეგის დიდებულ სიკვდილს.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
კავდიუმის მშვიდობა
ძველი რომაული ფრესკა, რომელიც ასახავს ბრძოლას კავდას ხეობაში
(ლათ. Caudina pax) სახელით ისტორიაში შევიდა ძვ. წ. 321 წელს რომაული ლეგიონებისკავდიუმის ხეობაში დატყვევება სამნიტების მიერ და მათი ჩაბარება. მეორე სამნიტური ომის დროს ეს სამნიტების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ მისი გამოყენება მათ ვერ შეძლეს.ძვ. წ. IV საუკუნისშუა პერიოდში ცენტრალურ და სამხრეთიტალიაშიდომინირებისთვისრომაელებიდა სამნიტები მეტოქეობდნენ. სწორედ ამ მეტოქეობამ გამოიწვიაპირველი სამნიტური ომი, რომელიც რომაელთა გამარჯვებით დასრულდაძვ. წ. 341წელს. მიუხედავად პირველ ომში დამარცხებისა, სამნიტებმა არ დაკარგეს საბოლოო გამარჯვების იმედი დაძვ. წ. 326წელს დაიწყომეორე სამნიტური ომიც. ომის მეხუთე წელს სამნიტებმა უკვე წააგეს რამდენიმე მზიმე ბრძოლა და რომაელებთან მშვიდობის აღდგენაც სურდათ, მაგრამ მათი მცდელობა წარმატებით არ დასრულდა.
ხაფანგი
სამნიტების მხედართმთავარი გაიუს პონტიუსი ჯარებით საიდუმლოდ დაბანაკდა კავდიუმთან. კალატიუმში კი, სადაც რომაელთა ბანაკი იყო, გააგზავნა მწყემსებად გადაცმული მეომრები, რათა მათ ჭორები გაევრცელებინათ, თითქოს და სამნიტები აპულიაში არიან ლუცერიუმის ალყით დაკავებულნი. ამის შესახებ ჭორები წინასწარ გავრცელებული იყო, და რომაელთა მიერ ყველა ტყვედ აყვანილი სამნიტი ამას იმეორებდა, რამაც რომაელები საბოლოოდ დაარწმუნა. ლუცერიუმისკენ ორი გზა მიდიოდა, ფართო და უსაფრთხო გზისპირა გზა გრძელი იყო, ხოლო მოკლე გზა ვიწყო კავდიუმის ხეობაში გადიოდა. რომაელებმაც ეს მეორე გზა არჩიეს. კავდიუმის ხეობა ორ ღრმა და ვიწყო ხევს წარმოადგენდა, მათ შორის კი დაჭაობებული ველი იყო.
როდესაც რომაელებმა გაიარეს პირველი ხეობა, მინდორზე გავიდნენ და მეორე ხეობისკენ დაიძვრნენ, იქ აღმოაჩინეს რომ ხეობა ჩახერგილია დიდი მორებით და ქვებით. უკვე ცხადი იყო რომ რომაული ლეგიონები ხაფანგში მოხვდნენ. რომაელები უკან გაეშურნენ და მეორე ხეობაც უკვე ჩაკეტილი დახვდათ ხეებით და შეიარაღებული ხალხის მიერ. დაბნეულმა რომაელებმა დაიწყეს ბანაკისთვის გამაგრებების აშენება, თუმცა კარგად ხვდებოდნენ რომ ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა. რომაელთა მორალური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
სამნიტთა დილემა
სამნიტებმა კი არ იცოდნენ როგორ გამოეყენებინათ თავისი წარმატება. მათ გადაწყვიტეს მიეწერათ მხედართმთავრის მამისთვის გერენიუს პონტიუსისთვის, რომელიც განთქმული იყო სიბრძნით. იგი უკვე ძალიან ხანდაზმული იყო და ჩამოშორებული იყო სახელმწიფო მოღვაწეობას. როდესაც მან შეიტყო რომაული ლეგიონების ამბავი, მან მიწერა თავის ვაჟს: რაც შეიძლება სწრაფად გაუშვით რომაელები და არაფერი არ ავნოთ მათ. ეს რჩევა უარყვეს და თავიდან გაუგზავნეს მას სიკრიკი სხვა რჩევისთვის. მეორედ მან ასეთი რჩევა მისცა: ყველა მოკალით, არავინ არ დაინდოთ.
ამ ორმა, ერთმანეთის გამომრიცხავმა რჩევამ დააბნია სამნიტები და მათ კრება მოიწვიეს. მოხუცი გენერიუსი ეტლით მოიყვანეს კრებაზე და მიდსი რჩევების განმარტება სთხოვეს. მოხუცმა თქვა, თუ კი სამნიტები რომაელებს უვნებლად გაუშვებენ, მაშინ ეს უკანასკნელნი აღარ იტყვიან უარს ომის დამთავრებაზე და ეს ნაბიჯი ხანგძლივი მსვიდობის მომტანი იქნება. ხოლო თუ ეს არ უნდათ მაშინ ყველა უნდა გაწყვიტონ, ვინაიდან რომაელებს სხვა ჯარი არ ყავთ და ამ დანაკარგის მოშუშებას საკმაო ხანს მოუნდებიან. ხოლო მესამე გზა საერთოდ არ არსებობს, ვინაიდან თუ სამნიტები რომაელებს დამცირებულებს და დამარცხებულებს გაუშვებენ, ამით ვერც მეგობრობას მოიპოვებენ და ვერც მტრებს ვერ დაამარცხებენ, ხოლო გაბოროტებული რომაელები მალევე საშინლად იძიებენ შურს.
მეომრებმა არც ერთი რჩევა არ მიიღეს და მესამე გზა აირჩიეს.
რომაელთა უღელქვეშ გატარება
რომაელებისთვის ხეობაში ტყვეობა მალე გახდა გაუსაძლისი და მათ ჯერ თანაბარ პირობებზე ზავი მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ ბრძოლა შესთავაზეს სამნიტებს, ამაზე სამნიტმა მხედართმთავარმა უპასუხა რომ ომი დამთავრებულია და რადგან რომაელი ტყვეები ვერ ეგუებიან თავიანთ მდგომარეობას, მათ შიშვლებს და იარაღაყრილებს უღელქვეშ გაატარებენ. სხვა ყველა მხრივ კი ორვე მხარისთვის პირობები თანაბარი იქნება. რომაელებმა უნდა გაიყვანონ დასახლებები და ჯარები სამნიუმიდან და ორივე ერმა თავისი კანონებისამებრ იცხოვროს.
რომაელებისთვის ეს პირობები ძალიან დამამცირებელი იყო, მაგრამ ვინაიდან რომს სხვა ჯარი არ ჰყავდა და მათი დაღუპვა ძალიან დიდი დანაკარგი იქნებოდა სახელმწიფოსთვის, კონსულებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკებების გაგრძელება. მათ დათქვეს თარიღი, როდესაც სამნიტებს გადასცემდნენ მძევლებს და ისინი კი განიარარებულ ჯარს გაუშვებდნენ.
მეომრები კონსულების მიმართ სიბრაზეს არ მალავდნენ, ჯერ ასეთ ხაფანგში გააბეს, ახლა კი ეგუებიან დამცირებას.
სამნიტებმა განიარაღებული რომაელები გამოიყვანეს ხეობიდან, შემდეგ ლიქტორებს უბრზანეს კონსულების დატოვება და ჩამოართვეს ამ უკანასკნელთ მათი ძალაუფლების სიმბოლოები. შემდეგ კი კონსულების და ყველა მეომარი უღელქვეშ გაატარეს. დარცხვენილი რომაელები გაემართნენ რომისკენ.
შედეგები
რომში უკვე იცოდნენ მომხდარი ამბების შესახებ. როდესაც კი სამარცხვინო ზავის შესახებ გაიგეს ყოველგვარი ბრძანების გარეშე მთელმა ქალაქმა გლოვა დაიწყო. მეომრებმა კი სიცხვილით ვერ გაბედეს ქალაქში დღისით შესვლა, ისინი ღამით დაბრუნდნენ და სახლებში ჩაიკეტნენ. კონსულებიც ასევე მოიქცნენ, მხოლოდ დიქტატორი დანიშნეს არჩევნების ჩასატარებლად.
ახალი კონსულები გახდნენ კვინტუს პუბლილიუს ფილონი და ლუციუს პაპრიუს კურსორი. როდესაც მძევლების გადაცემის დრო დადგა, ყოფილმა კონფულმა მოითხოვა რომ ისინი უმალვე გადაეცათ ბორკილდადებულნი. გადაცემის შემდეგ კანონისამებრს მძევლები სამნიტების მოქალაქეები ხდებოდნენ. მძევლად გადაცემულმა ყოფილმა კონსულმა სპურიუს პოსტუმიუსმა მაშინვე მიაყენა სეურაცხყოფა რომის ელჩს და წიხლი ჰკრა მას, რითაც რომაელებს საბაბი მისცა დაერღვიათ სამშვიდობო ხელშეკრულება და გაეახლებინათ ომი. გაიუს პონტიუსს კი მისი უსისხლო გამარჯვება წყალში ჩაუვარდა.
იხ. ვიდეო - Sentinum 295 BC - Roman-Samnite Wars DOCUMENTARY
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
პირველი სამნიტური ომი
იტალია ძვ. წ. VII-III საუკუნეებში
რომის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, ამიერიდან რომი მიისწრაფის აპენინის ნახევარკუნძულზე ჰეგემონობისაკენ და ეყრება საფუძველი რომის იმპერიას.სამნიტები თავს დაესხნენ დაუცველ სიდიცინებს, რომლებმაც დახმარებაკამპანიელებსსთხოვეს. ამ უკანასკნელთ არ ჰქონდათ სამნიტებთან ომის ძალა, რაც სამნიტებთან ორ წაგებულ ბრძოლაში გამოვლინდა. ამ მიზეზებით კამპანიელებმარომის სენატშიელჩები გაგზავნეს, აღუქვეს რომაელებს სრული მორჩილება დახმარების სანაცვლოდ. რომაელებს მოეწონათ ეს წინადადება, ვინაიდან კამპანიის მიწები ძალიან მოსავლიანი იყო.
სამნიტები ამ დროს რომის მოკავშირეები იყვნენ, ამიტომ რომაელებს იმედი ჰქონდათ რომ საკითხი დიპლომატიური მოლაპარაკებებით გადაიჭრებოდა. ამ მიზნით მათ სამნიტებთან ელჩები გააგზავნეს, მაგრამ მოლაპარაკება წარმატებით არ დასრულდა, სამნიტებმა უარი განაცხადეს ომის შეწყვეტაზე.
პირველ ბრძოლაში რომაელებს სამნიტებისგან გააფთრებული წინააღმდეგობა დახვდათ, დღის ბოლომდე გაურკვეველი იყო გამარჯვებული და მხოლოდ მზის ჩასვლისას დაიხიეს სამნიტებმა. დამარცხებულმა სამნიტებმა იმავე ღამეს დატოვეს ბანაკი. (7.33)
კონსულ კორნელიუს საქმე კი სხვაგვარად ჰქონდა, მან შეცდომით ჯარი ტყით დაფარულ მთებში შეიყვანა, ხოლო როდესაც შენიშნეს ჩასაფრებული სამნიტები, უსაფრთხო ადგილას გადასვლა შეუძლებელი გახდა. სამხედრო ტრიბუნმაპუბლიუს დეციუსმა შენიშნა ჩასაფრებულების ზემოთ არსებული ბორცვი, რომელიც სამნიტებს არ ჰქონდათ დაკავებული და შესთავაზა კონსულს მცირე რაზმით იქ ასვლა, რათა სამნიტების ყურადღება მიეპყრო და ლეგიონები უსაფრთხოდ გასულიყვნენ ტყიდან. ამ მანევრმა გაამართლა, ლეგიონებმა თავი დააღწიეს ტყეს, ხოლო პუბლიუს დეციუსის რაზმი შემაღლებაზე გამაგრდა. ღამით კი ეს რაზმი ჩუმად გაიპარა ბორცვიდან და მეორე დილას უკვე შეუერთდა დანარჩენ ლეგიონებს. (7. 34-36)
ამ გმირობისთვის კონსულმა დააჯილდოვა პუბლიუს დეციუსი, ხოლო მის რაზმში მყოფმა ჯარისკაცებმა მას ბალახის გვირგვინი უბოძეს.
სვესულასთან ბრძოლა მოხდა როდესაც მარკუს ვალერიუსის მიერ დამარცხებულმა სამნიტებმა მოიკრიფეს ძალები და კიდევ ერთხელ სცადეს შეტევა. კონსულმა იხელთა მომენტი როდესაც სამნიტები გარშემო ველებს ძარცვავენ და აიღო მათი ბანაკი, ნადავლი კი ჯარისკაცებს გაუნაწილა. ამ გამარჯვებას ფართო საერთაშო რეზონანსი მოყვა. ლათინებმა, რომლებსაც უკვე მზად ჰქონდათ ლეგიონები რომთან საობრად, გადააფიქრებინა ომის დაწყება, სხვა ერებმაც იჩქარეს რომთან მეგობრული ხელშეკრულებების გაახლება, კართაგენიდანაც მოვიდნენ ელჩები ამ გამარჯვების მოსალოცად.
ორივე კონსული ქალაქში ტრიუმფით დაბრუნდა, კონსულებზე არანაკლები დიდება ხვდა წილად პუბლიუს დეციუსსაც. კამპენში და სვესულაში ზამთარში გააგზავნეს სადარაჯო რაზმები სამნიტებისგან დასაცავად.
ძვ. წ. 341 წელს სამნიტებმა ელჩები გააგზავნეს რომის სენატში ზავის დასადებად. რომის სენატი დათანხვდა და ომი ამით დასრულდა. სამნიტებმა გადაუხადეს რომაელ ჯარისკაცებს ერთი წლის ხელფასი და სამი თვის სანოვაგე მისცეს.
1740-1749 წლებში ჰაიდნი ვენაში მღეროდა წმ. სტეფანეს ტაძრის გუნდში. აქვე სწავლობდა სხვადასხვა საკრავზე დაკვრას. ერთხანს იტალიელი კომპოზიტორისა და სიმღერის მასწავლებლის ნ. პორპორას აკომპანიატორი იყო. XVIII საუკუნის 50 წლებში ჰაიდნმა დაწერა ზინგშპილი „კოჭლი ეშმაკი“ (დაიდგა 1752 ვენაში) და მთელი რიგი სხვა ნაწარმოებები, რომელთაც პირველად მოუპოვეს მას სახელი. 1759-1761 წლებში ჰაიდნი გრაფ მორცინის კარის კაპელმაისტერი იყო. აქ შექმნა მან თავისი პირველი სიმფონიები. 1761-1790 წლებში მსახურობდა უნგრელი თავადების ესტერჰაზების კარზე, რომელთა ორკესტრისა და საშინაო თეატრისათვის დაწერა მრავალი სიმფონია (მათ შორის ცნობილი „გამოსათხოვარი“, 1772) და ოპერა. ჰაიდნის შემოქმედებითი მოღვაწეობა აღმავლობას განიცდის XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში, როდესაც შექმნა საუკეთესო კვარტეტები (დაწყებული ოპუს 33-ით), 6 პარიზული (1785-1786) და 12 ლონდონური (1791-1792, 1794-1795) სიმფონია, ორატორიები, მესები და ა. შ. ინგლისში მოგზაურობამ გააფართოვა ჰაიდნის შემოქმედებითი თვალსაწიერი, 1791 წელს მიანიჭეს ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
იხ. ვიდეო - იოზეფ ჰაიდნი - ვენის კლასიკოსი
ჰაიდნის უაღრესად დემოკრატიული ხელოვნება დაკავშირებულია ხალხურ შემოქმედებასთან. მისი მუსიკა გამსჭვალულია ავსტრიული, სლავური, უნგრული ფოლკლორის რიტმებითა და ინტონაციებით, ხალხური იუმორით, ცხოველმყოფლობით. ცენტრალური ადგილი ჰაიდნის შემოქმედებაში უკავია სიმფონიებსა (100-ზე მეტი) და სიმებიან კვარტეტებს (83); ორივე ამ ჟანრში ჰაიდნის მოღვაწეობას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგიერთი თავისი მხატვრული თვისებით, ფილოსოფიური გააზრებითა და კომპოზიციური ხერხებით (მოტივურ-თემატიკური დამუშავება) ჰაიდნმა შეამზადა ბეთჰოვენის შემოქმედება. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჰაიდნის შემოქმედებაში მის ორატორიებს „სამყაროს შექმნა“ (1798) და „წელიწადის დრონი“ (1801). ჰაიდნს ეკუთვნის 24 ოპერა, მრავალი საკრავიერი კონცერტი და ანსამბლი (200-მდე), 52 საფორტეპიანო სონატა, საკრავიერი პიესები და სხვა.