среда, 23 марта 2022 г.
აზია (რომის პროვინცია)
вторник, 22 марта 2022 г.
არ შეეხოთ ჩემს ნახაზებს
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
არ შეეხოთ ჩემს ნახაზებს
გასტონ მასპერო
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
გასტონ მასპერო
ფრანგ. Gaston Camille Charles Maspero; დ. 23 ივნისი, 1846 — გ. 30 ივნისი, 1916) — ფრანგი ეგვიპტოლოგი.
დაიბადა პარიზში იტალიური წარმოშობის ოჯახში. 14 წლიდან დაინტერესებული იყო ეგვიპტოლოგიით. 1867 წელს შეხვდა ცნობილ ფრანგ ეგვიპტოლოგს ოგიუსტ მარიეტს, რომელმაც მასპეროს შესთავაზა ორი რთული კომპლექსური იეროგლიფური ტექსტი. გასტონმა იგი ორ კვირაში გადათარგმნა. პუბლიკაციამ ამ თარგმანების შესახებ, გასპერი სამეცნიერო წრეებში ცნობილი გახადა. თუმცა ამის შემდეგ იგი პერუში გაემგზავრა, რათა დაედასტურებინა ინდიელებისა და ინდოევროპელების კავშირები.
1868 წელს გასტონ მასპერო დაბრუნდა საფრანგეთში და გახდა ეგვიპტური ენისა და არქეოლოგიის ლექტორი სორბონის უნივერსიტეტში. 1874 წლიდან კი სათავეში ჩაუდგა საფრანგეთის კოლჯის ეგვიპტოლოგიის კათედრას, რომელიც ჟან-ფრანსუა შამპოლიონის სახელობისა იყო. 1880 წელს მარიეტთან ერთდ ეგვიპტეში გაემგზავრა. აქ მან დააარსა აღმოსავლეთის არქეოლოგიის ფრანგული ინსტიტუტი. მისი ხელმძღვანელობით მომდევნო 6 წლის განმავლობაში ეგვიპტეში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ეგვიპტის ყველა პუნქტში, ეგვიპტოლოგია გამდიდრა მთელი რიგი ახალი აღმოჩენებით. მათ შორის, აღმოაჩინა მეფეთა მუმიები დეირ-ელ-ბაჰრში
იხ. ვიდეო - Sir Gaston Maspero i piramida Merenre I
ბოლესლავ პრუსი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ბოლესლავ პრუსი
(პოლ. Bolesław Prus; დ. 20 აგვისტო, 1847 - გ. 19 მაისი, 1912) ნამდვილი სახელი ალექსანდრ გლოვაცკი — პოლონური ლიტერატურის მოწინავე ფიგურა და მსოფლიო ლიტერატურის დამახასიათებელი ხმა.
15 წლის ასაკში 1863 წლის პოლონურ აჯანყებას შეუერთდა, რომელიც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იყო მიმართული. 16 წლის შესრულებიდან ცოტა ხანში მძიმე დაზიანებები მიიღო ბრძოლისას, ხუთი თვის შემდეგ კი დააპატიმრეს აჯანყებაში მონაწილეობის მიღებისათვის. სწორედ ამ ადრეულ გამოცდილებებს შეიძლება გამოეწვია მასში აგორაფობია, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე სდევდა მწერალს. ადრეული გამოცდილებების დამსახურებაა ისიც, რომ პრუსმა უარი თქვა პოლონეთის დამოუკიდებლობის ძალით დაბრუნებაზე.
1872 წელს, 25 წლის ასაკში გლოვაცკი ვარშავაში დასახლდა სადაც დაიწყო მისი 40 წლიანი ჟურნალისტის კარიერია, რომელიც მთლიანად პოლონელ ხალხში მეცნიერების, ტექნოლოგიის, განათლების, ეკონომიკისა და კულტურის განვითარებას მოახმარა. სწორედ ამით ცდილობდა პოლონეთის რუსული, პრუსიული და ავსტრიული გავლენისგან დახსნას. გლოვაცკიმ მისი ფსევდონიმი, პრუსი მისი ოჯახის პოლონური ტიტულიდან მიიღო.
თავიდან პრუსი მოკლე მოთხრობებს წერდა. ამ საქმეში ნახული წარმატების შემდეგ პრუსი უფრო დიდ სამუშაოს შეეჭიდა. 1884 წლიდან 1895 წლამდე მან მისი ოთხი მთავარი ნოველა დაწერა: საგუშაგო, თოჯინა, ახალი ქალი და ფარაონი. თოჯინა ასახავს კაცის რომანტიკულ, ბრმა სიყვარულს, რომელიც იმედგაცრუებულია მისი ქვეყნის ასეთი ჩამორჩენით. ფარაონი, პრუსის ერთადერთი ისტორიული ნოველაა. ის პოლიტიკური ძალისა და ერთა ბედისწერის ნარკვევია, რომელიც ასახავს ძველი ეგვიპტის მეოცე დინასტიის დასარულსა და ახალი სამეფოს დასაწყისს.
ნოველები
- სულები მონობაში(Dusze w niewoli, 1876])
- დიდება (Sława, დაიწყო 1885, არ დაუმთავრებია)
- საგუშაგო (Placówka, 1885–86)
- თოჯინა (Lalka, 1887–89)
- ახალი ქალი (Emancypantki, 1890–93)
- ფარაონი (Faraon, დაიწერა 1894–95; გამოვიდა 1895–96)
- ბავშვები (Dzieci, 1908)
- ცვლილებები (Przemiany, დაიწყო 1911–12; დაუსრულებლი)
ფარაონი რომანი
ფარაონი კინო
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ფარაონი კინო
სანერწყვე ჯირკვლები
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - ანატომია
სანერწყვე ჯირკვლები
სეროზული სეკრეციისას სინთეზირდება ცილა-ფერმენტი ალფა-ამილაზა, რომელიც შლის სახამებელს მალტოზად და გლუკოზად, ხოლო ლორწოვანი სეკრეციისას სინთეზდება ცილა მუცინი, რომელიც საპოხი ნივთიერების როლს ასრულებს.
ადამიანში ყოველდღიურად 0.5-დან 1 ლიტრამდე ნერწყვი გამოიყოფა. ნერწყვის სეკრეცია (სალივაცია) კონტროლდება პარასიმპათიკური სტიმულაციებით; ამ დროს აცეტილქოლინი, აქტიური ნეიროგადამტანი ნივთიერება, უკავშირდება მუსკარინულ რეცეპტორს ჯირკვლებში და იწვევს ნერწყვის გამოყოფას.
იხ. ვიდეო მეოთხე წყვილი სანერწყვე ჯირკვლების აღმოჩენა ადამიანის თავის ქალაში რომელიც 2020წ. გაკეთდა
წყვილი ყბაყურა ჯირკვალი არის ყველაზე დიდი სანერწყვე ჯირკვლები, რომლებიც ქვედა ყბის ტოტს ეხებიან. ის მოთავსებულია ქვედა ყბის უკანა ტოტსა და საფეთქლის ძვლის დვრილისებრ მორჩს შორის. ნერწყვი შეიცავს ამილაზას, რომელიც შლის ნახშირწყლებს. ასევე იგი არბილებს საკვებს, ბაქტერიებისაგან წმენდს და ყლაპვისთვის საჭრო ფორმას აძლევს. ყბაყურა ჯირკვალი სეროზული ტიპის ჯირკვალია, რომელიც ასინთეზებს ალფა-ამილაზას (პტიალინს). მისი სადინარი შეიჭრება პირის კარიბჭეში და იხსნება მესამე დიდი ძირითადი კბილის დონეზე. მთლიანი ნერწყვის რაოდენობის 20% ყბაყურა ჯირკვლის მიერაა სინთზირებული.
ყბისქვეშა ჯირკვლები წყვილი სანერწყვე ჯირკვალია, რომელიც ქვედა ყბის ქვეშ მდებარეობს და იკავებს ორმუცელა კუნთის წინა და უკანა მუცლებს. მას ახასიათბს როგორც სეროზული, ასევე ლორწოვანი სეკრეცია და მისი სადინარი იხსნება პირის ღრუში, კერძოდ, ენისქვეშა კორძებში. მიუხედავად იმისა, რომ იგი გაცილებით პატარა ზომისაა, ვიდრე ყბაყურა ჯირკვალი, ნერწყვის მთლიანი რეზერვუარის 65-70% სინთეზირებულია ყბისქვეშა ჯირკვლის მიერ. ეს ჯირკვალი ადვილად ისინჯება პალპაციით, რადგან კისრის ზედა მიდამოშია მოთავსებული და გვერდიდან მხოლოდ პლატიზმა და კანი ფარავს. იგი დაახლოებით ორი თითის მანძლზეა დაშორებული „ადამის ვაშლისგან" (ხორხის შემაღლება).
ენისქვეშა ჯირკვლები მდებარეობს ენის ქვეშ, ყბისქვეშა ჯირკვლის წინ. მას ძირითადად ლორწოვანი სეკრეცია ახასიათბს, თუმცა შერეული სახის ჯირკვლად მიიჩნევენ. განსხვავებით ზემოთხსენებული ორი ჯირკვილისა, არ აქვს გამოყოფილი მთავარი სადინარი და მისგან გამოსული 8-20 მილაკი იხსნება პირის ღრუში, ენისქვეშა ნაოჭებსა და კორძებში. ნერწყვის რეზერვუარის 5% მოდის სწორედ ენისქვეშა ჯირკვლებზე.
იხ. ვიდეო - სანერწყვე ჯირკვლები და ნერწყვის სეკრეციის მექანიზმი Mechanism of Salivary secretion Salivary gland
ჯეიმზ უოტსონი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
(ინგლ. James Dewey Watson, დ. 6 აპრილი 1928, ჩიკაგო, ილინოისი) — ამერიკელი მოლეკულური ბიოლოგი. 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინაში ფრენსის კრიკსა და მორის უილკინსთან ერთად დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურის აღმოჩენისთვის.
უოტსონი არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბაკალავრი (1947) და ინდიანას უნივერსიტეტის დოქტორანტი (1950). დოქტორანტურის შემდეგ „კოპენჰაგენის უნივერსიტეტში“ ჰერმან კალკართან და ოლე მაალოესთან ერთად მუშაობდა ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტის „კავენდიშის ლაბორატორიაში“, სადაც იგი პირველად შეხვდა თავის მომავალ თანამშრომელს ფრენსის კრიკს. 1956 წლიდან 1976 წლამდე უოტსონი მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტში, რაც მას ხელს უწყობდა რომ მოლეკულური ბიოლოგიის კვლევები ჩაეტარებინა.
1968 წლიდან მოღვაწეობდა „Cold Spring Harbor Laboratory“. ამ ლაბორატორიაში მუშაობისას იგი დიდ ყურადღებას უთმობდა სიმსივნეს შესწავლას, ამასთან ერთად ლაბორატორია გახდა მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრი მოლეკულური ბიოლოგიის სფეროში. 1994 წლიდან 10 წლის განმავლობაში იყო ლაბორატორიის პრეზიდენტი, შემდეგ იგი დაინიშნა კანცლერად, ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2007 წლამდე, სანამ კომენტარს გააკეთებდა და გადადგებოდა. 2019 წელს, დოკუმენტური ფილმის გადაღებისას უოტსონმა გამოთქვა თავისი შეხედულება გენეტიკასა და რასას შორის, რის შემდეგაც „Cold Spring Harbor Laboratory“-ამ მას გაუუქმა ყველა საპატიო ტიტული და გაწყვიტა მასთან ყველა ტიპის ურთიერთობა.
უოტსონს დაწერილი აქვს მრავალი სამეცნიერო წიგნი, მათ შორისაა „გენის მოლეკულური ბიოლოგია“ (1965) და ბესტსელერი „ორმაგი ჰელიქსი“ (1968).
ადრეული ცხოვრება და განათლება
ჯეიმს დიუი უოტსონი დაიბადა 1928 წლის 6 აპრილს, ჩიკაგოში. არის ჯინ (მიშელი) და ჯეიმს უოტსონის ერთადერთი ვაჟი. დედამისის მამა მკერავი ლაუჩლინ მიშელი, იყო სკოტლანდიიდან ხოლო დედამისი ლიზი გლისონი იყო ირლანდიური ოჯახის შვილი. გაიზარდა როგორც კათოლიკე, თუმცა მოგვიანებით თავისი თავი მან ასე დაახასიათა „კათოლიკური რელიგიისგან გაქცევა“. უოტსონმა თქვა: „ყველაზე ბედნიერი, რაც ოდესმე მომხდარა, იყო ის, რომ მამაჩემს ღმერთის არ სწამდა.“
უოტსონი გაიზარდა ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში და დაამთავრა საჯარო სკოლები, მათ შორისაა „Horace Mann Grammar School“ და „სამხრეთის სანაპიროს საშუალო სკოლა“. იგი მოხიბლული იყო ფრინველების ყურებით, ეს იყო ჰობი რომელსაც იგი მამამისსაც უზიარებდა. უოტსონი გამოჩნდა პოპულარულ რადიო შოუში „ვიქტორინას ბავშვებში“. უნივერსიტეტის პრეზიდენტის რობერტ ჰაჩინსის წყალობით, იგი 15 წლის ასაკში გახდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტი.
მას შემდეგ რაც უოტსონმა ერვინ შრედინგერის სამეცნიერო წიგნი „რა არის ცხოვრება“ წაიკითხა, მისი კარიერული ამბიციები შეიცვალა და გენეტიკის შესწავლა დაიწყო. 1947 წელს გახდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბაკალავრი ზოოლოგიაში. 1947 წელს მან ჩიკაგოს უნივერსიტეტი დატოვა და მაგისტრატურის სწავლა „ინდიანას უნივერსიტეტში“ დაიწყო. 1950 წელს გახდა ინდიანას უნივერსიტეტის დოქტორანტი; სალვადორ ლურია დოქტორანტურაზე იყო მისი მრჩეველი.
იხ. ვიდეო - Джеймс Уотсон: Сегодня надо быть умнее, чем 100 лет назад - Этот человек с коллегами изменил ход науки в 20 веке. Лауреат Нобелевской премии по физиологии и медицине Джеймс Уотсон дал интервью SciOne. Говорили о главных проблемах, стоящих сегодня перед наукой, о том, как бороться с раком, что значит быть счастливым и почему его кумир — Папа Римский Франциск.
თერაპია (მკურნალობა)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - თერაპია (მკურნალობა) მოახლემ წამალი და წვნიანი მოუტანა გაციებულ ბ...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...