ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მელატონინი
ეპიფიზის მთავარი ჰორმონი, ცირკადული რითმის მარეგულირებელი. უძილობის დროს, „ბიოლოგიური საათის“ კორექტირებისთვის მას აბების სახით მიიღებენ.ჰორმონი მელატონინი აღმოჩენილ იქნა1958 წელსა.ბ. ლერნერის მიერ. მისი რაოდენობაადამიანისორგანიზმში რიტმულად იცვლება, კონკრეტულად კი, როგორც წესი, ღამით, შუა ღამიდან დილის ხუთ საათამდე, მისი რაოდენობა ორგანიზმში განსაკუთრებით მომატებულია; ხოლო დღისით — ნაკლები. მელატონინს გამოიმუშავებს ეპიფიზის სპეციალური სეკრეტორული უჯრედები — პინეალოციტები.
ეპიფიზში სინთეზირებული მელატონინი გადადის სისხლსა და ზურგის ტვინის სითხეში — ლიკვორში, რომლის გავლის შემდეგაც ჰიპოთალამუსში გროვდება. გარდა სისხლისა და ზურგის ტვინის სითხისა, მელატონინი აღმოჩენილია შარდში, ამნიოტიკურ სითხესა და ნერწყვშიც.
მელატონინი გვხვდება მთლიან ცხოველურ სამყაროში. იგი გამოუმუშავდება როგორც მცენარეებს, ისევე უმარტივესებსაც.
იხ. ვიდეო - Artpharma-LIVEმედი - გიორგი ღოღობერიძე-„მელატონინი - კოვიდ-19 - უძილობა“ - „მელატონინი, კოვიდ-19“ და უძილობა - ამ თემაზე, ყველასათვის კარგად ნაცნობი გიორგი ღოღობერიძე ისაუბრებს, რომელიც კომპანი „არტფარმას“ გუნდს მედიცინის დარგში მრჩეველი-კონსულტანტის პოზიციაზე შემოუერთდა
ადამიანის ორგანიზმში მელატონინი სინთეზირდება ამინომჟავა ტრიფტოფანისგან, რომელიც სეროტონინის ნეირომედიატორის სინთეზშიც მონაწილეობს, ხოლო იგი, ამავდროულად, ფერმენტი N-აცეტილტრანსფერაზის ზემოქმედების ქვეშ გარდაიქმნება მელატონინად. ითვლება, რომ მელატონინი სეროტონინის ინდოლური წარმონაქმნია და სინთეზირდება ღამით ორი ფერმენტის — N-აცეტილტრანსფერაზისა და ჰიდროქსიინდოლ-O-მეთილტრანსფერაზის ზემოქმედებით.
იხ. ვიდეო - мелатонин применение - мелатонин применение. Препараты мелатонина. Мелатонин дозировка. Мелатонин отзывы. Мелатонин где купить.
Мелатонин для сна. биологически активные добавки на день.
კვლევები ეფექტურობის
2005 წლის სისტემატური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი, რომელიც იკვლევდა მელატონინის ეფექტებს ძილის პირველადი დარღვევების მქონე პაციენტებში, დაასკვნა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ მელატონინი არ არის ეფექტური ამ პაციენტებში მოკლევადიანი გამოყენებისას (4 კვირა ან ნაკლები) .
2013 წლის 19 ცდის მეტა-ანალიზმა, რომელშიც 1683 პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ მელატონინის ჯგუფში მონაწილეებს საშუალოდ 7 წუთით უფრო სწრაფად ეძინათ, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და საშუალოდ 8 წუთით მეტს იძინებდნენ. ეს მაჩვენებლები უფრო მოკრძალებული იყო, ვიდრე მეტა-ანალიზში ნაპოვნი, რომელიც იკვლევდა რეცეპტით გამოწერილი წამლების ეფექტს ძილზე (განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინების).
2014 Cochrane-ის მიმოხილვის მიხედვით, არსებობს დაბალი ხარისხის მტკიცებულება, რომ ცვლის მუშაკებს, რომლებსაც უჭირთ ძილი ღამის ცვლის შემდეგ, მელატონინი ზრდის ძილის ხანგრძლივობას საშუალოდ 24 წუთით, მაგრამ ეს ალბათ არ მოქმედებს ამ პაციენტებზე. სხვა შედეგებზე ( ზომები) ძილის, როგორიცაა დრო, რომელიც საჭიროა ჩაძინებისთვის.
2019 წლის ქოლგის მიმოხილვამ, რომელიც აჯამებს მონაცემებს სისტემატური მიმოხილვებიდან და მეტაანალიზებიდან, დაასკვნა, რომ თორმეტმა კვლევამ აჩვენა დაძინების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა და მელატონინით ძილის საერთო დროის ზრდა, მაგრამ არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, არის თუ არა ეს კლინიკურად მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, მიმოხილვამ აღნიშნა, რომ მელატონინისა და მელატონინის აგონისტების ეფექტურობის ამჟამინდელი მტკიცებულება შეზღუდულია ზოგიერთი კვლევის ჰეტეროგენული მეთოდოლოგიური ხარისხით, ისევე როგორც შედეგის კრიტერიუმებზე კონსენსუსის ნაკლებობით, უძილობის მკურნალობის ეფექტურობის კვლევებში.
2021 წლის სისტემატური მიმოხილვისა და მეტა-ანალიზის მიხედვით, რომელიც მოიცავს 23 RCT-ს, მელატონინი დადებითად მოქმედებდა ძილის ხარისხზე მოზრდილებში რესპირატორული დაავადებებით, მეტაბოლური დარღვევებით, ძილის პირველადი დარღვევებით, მაგრამ არა ფსიქიატრიულ დარღვევებთან, ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან და სხვა დაავადებებთან.
2021 წლის სხვა მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ მელატონინის თერაპიული ეფექტი მოზრდილ პაციენტებში სუსტია, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი ხანდაზმულ პაციენტებში.
იხ. ვიდეო - 2-Minute Neuroscience: Melatonin - Melatonin is a derivative of serotonin best known for its role as a hormone. In this video, I discuss various aspects of melatonin, including its synthesis, functions, and receptors.
TRANSCRIPT:
Melatonin is a derivative of serotonin best known for its role as a hormone. It is produced in a small endocrine gland in the brain called the pineal gland, as well as in the retina and a number of other organs and cells. The melatonin produced in the pineal gland, however, is thought to contribute most to circulating levels of melatonin in the bloodstream.
Synthesis of melatonin in the pineal gland, and resultant levels of melatonin in the bloodstream, exhibit a clear circadian rhythm, where they are highest at night. This nighttime melatonin production is stimulated by neural input from a structure called the suprachiasmatic nucleus, which acts as a master circadian clock for the brain. Indeed, the best understood function of melatonin is its role in regulating circadian rhythms. Rising melatonin levels at night are associated with lower body temperature and blood pressure, and an increase in tiredness. Melatonin production can be inhibited by exposure to blue wavelength light, which is part of the basis for advice to avoid using electronic devices close to bedtime. It is also thought that changes in melatonin levels can provide information about changes in night length, which may provide the brain with information about seasons. In some animals, this information may help to regulate seasonal changes in things like reproduction, hibernation, and migration. Melatonin is believed to have a number of other functions as well. It is thought, for example, to modulate immune system activity and to act as a free radical scavenger and antioxidant.
Two G-protein coupled melatonin receptors, MT1 and MT2, have been identified and found throughout the body. Melatonin also seems to bind to other sites, although the details of these mechanisms are still being investigated. Additionally, some of melatonin’s effects (like its antioxidant effects) are thought to be exerted independently of receptors.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ნიკოლოზ II (რუსეთი)
ალექსანდრეს ძე (რუს. Никола́й II Алекса́ндрович; დ. 6 (18) მაისი, 1868, ცარსკოე სელო, რუსეთის იმპერია — გ. 17 ივლისი, 1918, ეკატერინბურგი) — რუსეთის ბოლო იმპერატორი 1894-1917 წლებში. პოლონეთის მეფე, ფინეთის დიდი ჰერცოგი. მისი მმართველობა 1917 წელს რუსეთის რევოლუციით დასრულდა, რის შემდეგაც ის და მისი ოჯახი ბოლშევიკებმა იპატიევის სახლში დახვრიტეს.
ნიკოლაი II-ის სრული სახელი იყო ნიკოლაი ალეკსანდროვიჩ რომანოვი. მისი ოფიციალური ტიტული - ნიკოლაი II, იმპერატორი და ავტოკრატი სრულიად რუსეთისა. ის ასევე ცნობილია, როგორც ნიკოლაი წამუბული (გაუსამართლებლად მოკვლის გამო) და ნიკოლაი სისხლიანი (მისი კორონაციის დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო).
იხ. ვიდეო - РУССКИЕ ЦАРИ. Николай II Александрович. Русская История. Исторический Проект. StarMedia
ბიოგრაფია
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დაიბადა 1868 წლის 6(18) მაისს, რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის ოჯახში.
მამა ათანასე ბელიაევი, რომელიც რეგულარულად აღასრულებდა მსახურებას სამეფო ოჯახისათვის, მათი პატიმრობის პერიოდში, თავის მოგონებებში იმპერატორისა და მისი ოჯახის სულიერი ცხოვრების სიმაღლეს მოწმობს: ”საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, როგორი გულმოდგინებით, სასოებით, ხშირად - მუხლმოდრეკილი, ლოცულობს ყოფილი სამეფო ოჯახი. როგორი მორჩილებით, სიმშვიდით, თავმდაბლობით, მთლიანად ღვთის ნებას მინდობილნი, დგანან მსახურების დროს” - ვკითხულობთ მის მოგონებებში.
დროებითმა მთავრობამ კომისია დანიშნა იმპერატორის საქმიანობის გამოსაკვლევად. მიუხედავად დიდი მცდელობისა, კომისიამ ვერაფერი აღმოაჩინა მეფის გასამტყუნებლად. იგი უდანაშაულო იყო. როდესაც მეფის უდანაშაულობა დამტკიცდა, ნაცვლად იმისა, რომ გაეთავისუფლებინათ სამეფო ოჯახი, დროებითმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პატიმრები ცარსკოე სელოდან მოშორებით, ტობოლსკში გადაეყვანათ.
იმპერატორის ოჯახის წევრები ღრმად და გულწრფელად განიცდიდნენ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც მაშინდელ რუსეთში, მათ თვალწინ ვითარდებოდა, რასაც მათი წერილები და დღიურები მოწმობს; მაგრამ ამ ტრაგედიას არ წაურთმევია მათთვის სულიერი ძალა, რწმენა და იმედი უფლის წყალობისა.
ტობოლსკიდან პატიმრები გადაიყვანეს ეკატერინბურგში, სადაც მათ სიცოცხლის ბოლო თვეები გაატარეს. ცხოვრების პირობები ეკატერინბურგში გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე - ტობოლსკში. დაცვა 12 კაცისგან შედგებოდა, რომელთაგან, უმრავლესობა, ყოფილი სისხლის სამართლის დამნაშავე იყო. იმპერატორის ოჯახი უდრტვინველად ითმენდა უმძიმეს საცხოვრებელ პირობებს, დაცინვას, უხეშ მოპყრობას, თითქმის - შიმშილს... მაგრამ რწმენა აძლევდა პატიმრებს უდიდეს სულიერ ძალასა და მოთმინებას.
1918 წლის 1 (14) ივლისს მამა იოანე სტოროჟევის მიერ შესრულდა უკანასკნელი ღვთისმსახურება პატიმრებისათვის. ახლოვდებოდა უკანასკნელი საათები. სიკვდილით დასჯისათვის მზადება პატიმრებისაგან ფარულად მიმდინარეობდა.
ღამით, 16-დან 17 ივლისამდე, დაახლოებით სამი საათის დასაწყისში, პატიმრები სარდაფის მსგავს ოთახში ჩაიყვანეს, იმ საბაბით, თითქოს ქალაქში არეულობა იყო და სარდაფში ისინი უსაფრთხოდ იქნებოდნენ. დედოფლის თხოვნით, ოთახში 2 სკამი შემოიტანეს. სკამებზე დედოფალი და ალექსეი ნიკოლაევიჩი დასხდნენ. დანარჩენები აქა-იქ განთავსდნენ. იმპერატორი მემკვიდრის გვერდით ფეხზე იდგა. ყველანი მშვიდად ელოდნენ. ისინი უკვე მიეჩვივნენ ღამეულ განგაშებს. გარეთ შეიარაღებული მკვლელები შეგროვდნენ. თითოეულმა კარგად იცოდა თავისი სამიზნე, მხოლოდ ნიშანსღა ელოდნენ. ამ დროს, კომისარი იუროვსკი ძალიან ახლოს მივიდა იმპერატორთან და უთხრა: ”ნიკოლაი ალექსანდროვიჩ, ურალის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილებით, თქვენ და თქვენი ოჯახი უნდა დაიხვრიტოთ”. ეს ფრაზა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ იმპერატორი თავისი ოჯახისაკენ მიბრუნდა და ხელები გაუწოდა, თითქოს მათი დაცვა უნდოდა. დედოფალმა და ოლგა ნიკოლაევნამ პირჯვრის გამოსახვა სცადეს. ამ დროს იუროვსკიმ ზედიზედ რამდენიმეჯერ ესროლა იმპერატორს. ეს იყო ნიშანი. ყველამ თითქმის ერთდროულად დაიწყო სროლა. იატაკზე დაცვენილებს სროლითა და ხიშტების დარტყმით უღებდნენ ბოლოს. თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო, რომ ალექსეი ნიკოლაევიჩმა სუსტად დაიკვნესა. მას კიდევ რამდენიმეჯერ ესროლეს. თერთმეტი უსულო გვამი ეგდო სისხლის მორევში. მკვლელებმა დახოცილებს ძვირფასეულობის შეხსნა დაუწყეს. ეზოში სატვირთო მანქანა იდგა, რომლის ძრავა კარგა ხნის ჩართული იყო. ძრავის ხმას სროლის ხმა უნდა გადაეფარა. მზის ამოსვლამდე სხეულები ტყეში გადაიტანეს, სოფელ კოპტიაკის მიდამოებში. მკვლელები 3 დღის განმავლობაში ცდილობდნენ თავისი ნამოქმედარის კვალის დაფარვას...
იმპერატორის ოჯახთან ერთად დახვრიტეს მათი მსახურებიც, ისინი, ვინც ბოლომდე მათთან დარჩა.
თაყვანისცემა სამეფო ოჯახისა, დაწყებული პატრიარქ ტიხონის მიერ, წესის აგების ლოცვასა და პანაშვიდზე ნათქვამი სიტყვით, გაგრძელდა, მიუხედავად საბჭოთა პერიოდში გაბატონებული იდეოლოგიისა.
ბევრი ღვთისმსახური და საერო პირი იდუმლად აღასრულებდა ლოცვას სამეფო ოჯახისათვის. იქმნებოდა მათდამი მიძღვნილი ლიტერატურული ნაწარმოებები, მუსიკა, ფილმები... სინოდალურ კომისიაში შედიოდა წინადადებები სამეფო ოჯახის კანონიზაციის შესახებ, დამოწმებული უამრავი სასწაულით: სამეფო ოჯახის წევრთა მიერ ავადმყოფების განკურნებით, დარღვეული ოჯახების აღდგენით... შეიქმნა ხატები იმპერატორისა და მის ოჯახის წევრთა გამოსახულებებით...
წმიდა ტანჯვადამთმენელ სამეფო ოჯახს მრავალი ქრისტიანი მიმართავს ლოცვით და ოჯახის სიმყარეს, შვილების ქრისტიანულად აღზრდას, სიწმინდისა და უმანკოების დაცვას ევედრებიან...
წმიდა ტანჯვადამთმენელი სამეფო ოჯახის ხსენება დაწესებულია წელიწადში ორჯერ: 4 (17) ივლისს, მათი მოკვდინების დღეს, და 25 იანვარს (7 თებერვალს), მათი წმინდანად შერაცხვის დღეს, თუ ეს თარიღი კვირა დღეს ემთხვევა; ხოლო თუ ეს თარიღი კვირა დღეს არ ემთხვევა, მაშინ - 25 იანვრიდან (7 თებერვლიდან) უახლოეს კვირა დღეს.
2011 წლის იანვარში რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარა.
ოჯახი
იმპერატორის მეუღლე, ალექსანდრა ფეოდოროვნა (პრინცესა ალისა ვიქტორია ელენა ლუიზა ბეატრისა), დაიბადა 1872 წლის 25 მაისს (7 ივნისს), გერმანიის საჰერცოგოს პატარა ქალაქ - დარმშტადტში. მისი მამა იყო დიდი ჰერცოგი, ლუდვიგ ჰესენ-დარმშტადტელი, ხოლო დედა - პრინცესა ალისა ინგლისელი, დედოფალ ვიქტორიას მესამე ქალიშვილი. მათ ოჯახში მკაცრი პატრიარქალური პრინციპები იყო გამეფებული. დედა ცდილობდა, ბავშვობიდანვე განევითარებინა შვილებში ცხოვრებისადმი ქრისტიანული მიდგომა.
მეფე ნიკოლოზი და დედოფალი ალექსანდრა ფეოდოროვნა 1894 წლის 14 ნოემბერს დაქორწინდნენ. პრინცესა ალისამ, მეფე ნიკოლოზთან რომ შეუღლებულიყო, სარწმუნოება შეიცვალა და მართლმადიდებლურად მოინათლა, ალექსანდრას სახელით. თავდაპირველად, ეს მას სამძიმოდ ეჩვენებოდა, რადგან ღრმად იყო დარწმუნებული პროტესტანტული რელიგიის ჭეშმარიტებაში; მაგრამ გაეცნო რა მართლმადიდებლურ აღმსარებლობას, 1894 წლის 21 ოქტომბერს, იმპერატორ ალექსანდრე III-ს გარდაცვალებიდან მეორე დღეს, მან გულწრფელად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება.
დაქორწინებიდან სულ რამდენიმე დღეში, მეფე ნიკოლოზი იძულებული იყო, სახელმწიფოს მართვის მძიმე ტვირთი აეღო თავზე. რუსეთის იმპერიის მართვას, თავის, როგორც მონარქის, ვალდებულებებს, მეფე ნიკოლოზი წმიდათაწმიდა მოვალეობად მიიჩნევდა; ხოლო თავის მოვალეობათაგან უმთავრესად მას მართლმადიდებელი სარწმუნოების ერთგულება ესახებოდა.
მეფე-დედოფალს ხუთი შვილი შეეძინა: ოლგა (1895, 3 ნოემბერი), ტატიანა (1897, 29 მაისი), მარია (1899, 14 ივნისი), ანასტასია (1901, 5 ივნისი) და ტახტის მემკვიდრე, ალექსი (1904, 12 აგვისტო). მოგვიანებით გამოირკვა, რომ მემკვიდრე ალექსი დაავადებული იყო ჰემოფილიით. ბავშვის სიცოცხლე გამუდმებით ბეწვზე ეკიდა. ოდნავი სისხლდენაც მას, შეიძლებოდა, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.
სამეფო ოჯახი, მაშინდელი არისტოკრატიისგან განსხვავებით, ღრმა და წრფელი რეგლიგიურობით გამოირჩეოდა. მეფე-დედოფალს აღარ აკმაყოფილებდა კარის ეკლესიაში აღვლენილი მოკლე მსახურება; თავისი მრავალრიცხოვანი მოგზაურობის დროს, ისინი არა მარტო ეწვეოდნენ ხოლმე ეკლესია-მონასტრებს, არამედ - სასოებით ლოცულობდნენ, ხატებსა და წმიდა ნაწილებს ეთაყვანებოდნენ... სპეციალურად მათთვის სრულდებოდა წირვა-ლოცვები ცარსკოე სელოს წმ. თევდორეს ტაძარში... იმპერატორი უხვად გასცემდა შესაწირავს ახალი ეკლესიების ასაშენებლად, მათ შორის, რუსეთის საზღვრებს გარეთაც. მისი მმართველობის ხანაში ეკლესიათა რიცხვი, რუსეთში, 10 ათასით გაიზარდა, გაიხსნა 250 ახალი მონასტერი... იმპერატორი თავად იღებდა მონაწილეობას ახალი ეკლესიების საძირკვლის ჩაყრასა და სხვა საეკლესიო დღესასწაულებში... ნიკოლოზ II-ის მეფობის წლებში მოხდა უფრო მეტი წმინდანის კანონიზაცია, ვიდრე - უკანასკნელი 2 ასწლეულის განმავლობაში; მათ შორის - ღირსი სერაფიმე საროველისა (1903 წ.).
მიუხედავად მეფის სურვილისა, შეენარჩუნებინა ქვეყანაში მშვიდობა, მისი მმართველობის ხანაში რუსეთი 2 სისხლისმღვრელ ომში აღმოჩნდა ჩათრეული, რამაც ქვეყნის შიდა არეულობაც გამოიწვია.
არაოფიციალურ ვითარებაში მეფესთან ბევრს არ ჰქონია ურთიერთობა, მაგრამ ყველა, ვინც მის ოჯახურ ცხოვრებას პირადად იცნობდა, აღნიშნავდა სამეფო ოჯახის წევრების საოცარ სისადავეს, ურთიერთსიყვარულსა და ურთიერთთანხმობას. ეს იყო მჭიდროდ შეკრული ოჯახი, რომლის ყურადღების ცენტრში ალექსეი ნიკოლაევიჩი იმყოფებოდა. დედას შვილები უდიდესი პატივისცემითა და თავაზიანობით ეპყრობოდნენ. როდესაც იმპერატრიცა ავად ხდებოდა, ქალიშვილები რიგ-რიგობით მორიგეობდნენ დედის ოთახში. ამაღელვებელი იყო შვილების დამოკიდებულება მამის მიმართაც. იგი მათთვის, ერთდროულად, მეფეც იყო, მამაც და ამხანაგიც. მათი გრძნობა მამის მიმართ თითქმის რელიგიურ თაყვანისცემას, სრულ ნდობასა და ყველაზე გულითად მეგობრობას შორის მონაცვლეობდა. ერთადერთი გარემოება, რომელიც გამუდმებით ტანჯავდა სამეფო ოჯახს, უფლისწულის მძიმე ავადმყოფობა იყო.
იხ. ვიდეო - The Last Days of the Romanovs | National Geographic - For 300 years the Romanovs ruled Russia as tsars. But as World War I brought Russia to revolution, Tsar Nicholas II and his family were overthrown. During his World Cup tour of Russia, National Geographic reporter Sergey Gordeev visits the Church on the Blood in Yekaterinburg that memorializes the location of their demise.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჯეიმზ მაკფერსონი
(ინგლ. James Macpherson; დ. 27 ოქტომბერი, 1736, რათვენი, ინვერნესის საგრაფო — გ. 17 თებერვალი, 1796, ბელვილი, ინვერსენის საგრაფო) — შოტლანდიელი პოეტი. მის სახელს უკავშირდება XVIII საუკუნეში მეტად გახმაურებული წიგნი „ოსიანის სიმღერები, რომლებიც გელურიდან თარგმნა ჯეიმზ მაკფერსონმა“ (1765). ეს არის ინგლისურ ენაზე რიტმული პროზით დაწერილი დიდი ეპიკური პოემა, რომლის შემთხზველად გამოცხადებულია III საუკუნის ლეგენდარული ბარდი შოტლანდიელი გელი-ოსიანი. წიგნი რამდენიმე ევროპულ ენაზე ითარგმნა და ოსიანი „ჩრდილოეთის ჰომეროსად“ ცნეს, ვიდრე არ დადგინდა, რომ პოემა ლიტერატურული მისტიფიკაციაა, ხოლო მისი ავტორი მაკფერსონი იყო. XIX საუკუნეში პოემამ დიდი გავლენა მოახდინა ევროპული რომანტიზმის განვითარებაზე. მაკფერსონი კრეფდა ძველ ლექსებს, ფოლკლორულ მასალას, თარგმნიდა გელური ენიდან.
იხ. ვიდეო - Макферсон, Джеймс - Джеймс Ма́кферсон — шотландский поэт, мистификатор, прославившийся «переводом» с гэльского поэм Оссиана, на самом деле написанных самим Макферсоном.
ბიოგრაფია
ის ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ბადენოხის მთიანი რეგიონიდან იყო. დაამთავრა კინგს კოლეჯი, აბერდინი. წერდა პოეზიას. ის მუშაობდა შოტლანდიაში, ინვერნესის მახლობლად, მშობლიურ ქალაქ რუთვენში სკოლის მასწავლებლად. მან იცოდა გალური. მისი ახლო გვარის ნათესავი იყო გამოჩენილი გელი პოეტი ლაჩლან მაკფერსონი (გაელიური Lachlan Mac a'Phearsain; 1723 - დაახლოებით 1795)
მას შემდეგ, რაც ოსიანთან „ხრიკი გამოავლინა“, მაკფერსონმა სცადა ჰომეროსის თარგმნა, მაგრამ ვერ შეძლო. ორი წელი გაატარა ამერიკაში, სადაც იყო ფლორიდის გუბერნატორის მდივანი, შემდეგ დაბრუნდა ლონდონში, გახდა პარლამენტის წევრი. ის გარდაიცვალა თავის მამულში, ბელვილში. ხანგრძლივი მემორიალური ელეგიით ტრადიციული გელური კუმჰას ჟანრში, გელი პოეტი დუნკან მაკეი გამოეხმაურა მაკფერსონის სიკვდილს. შოტლანდიიდან, სადაც მაკფერსონი გარდაიცვალა, მისი ცხედარი ლონდონში გადაასვენეს; ის დაკრძალულია ვესტმინსტერის სააბატოში, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მისი ყველაზე საშინელი მტრისგან, დოქტორ ჯონსონისგან.
იხ. ვიდეო Ossian: Scotland's LOST Mythological Epic! - In 1760 a Scottish poet named James Macpherson claimed to have restored a Gaelic epic from the third century AD - thus one of literature's most contentious and enduring controversies was born!
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ადამ სმითი
(ინგლ. Adam Smith); ( სავარაუდოდ დ. 5 ივნისი, 1723, კერკოლდი, შოტლანდია ― გ. 17 ივლისი, 1790, ედინბურგი) — შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტი და ფილოსოფოსი. თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სმითის მრავალ ნაშრომებს შორის ყველაზე უფრო ცნობილია: „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“ (1759) და „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (1776), რომელსაც 9 წლის განმავლობაში ქმნიდა. შემდგომში სწორედ ეს უკანასკნელი იქცა მის უდიდეს ნამუშევრად (Magnum opus).
ადრეული ცხოვრება
ადამ სმითი დაიბადა კერკოლდში, ფაიფის ოლქში, შოტლანდიაში. მამამისი, რომელსაც ასევე ადამი ერქვა, მწერალი, ადვოკატი, სამხედრო პროკურორი და კერკოლდის სასაზღვრო პუნქტის კონტროლიორი იყო, დედა, მარგარეტ დუგლასი მიწათმფლობელი ჯონ დუგლასის ქალიშვილი იყო. მათ 1720 წელს იქორწინეს. მამამისი ადამის დაბადებიდან ორ თვეში დაიღუპა. ადამის შოტლანდიის ეკლესიაში, კერძოდ კი კერკოლდში მონათვლის თარიღად 1723 წლის 5 ივნისი ითვლება, ამავე თარიღს განიხილავენ მისი დაბადების თარიღადაც, რომელიც სინამდვილეში უცნობია. სმითის ბავშვობის შესახებ არსებული ცნობები შოტლანდიელი ჟურნალისტის ჯონ რეის დამსახურებაა, იგი სმითის ბიოგრაფი იყო. მანვე გააკეთა ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ ჰყავდათ 3 წლის სმითი ტყვედ ბოშებს, მანამ სანამ მის დასახსნელად არ მივიდნენ სხვები. იმის ფონზე, რომ მას მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სწორედ მან უბიძგა ადამსს გაჰყოლოდა თავის აკადემიურ მისწრაფებებს. სმითი სწავლობდა კერკოლდის თვითმმართველ სკოლაში 1729–1737 წლებში, რომელსაც ჯონ რეი ახასიათებს, როგორც იმდროინდელი შოტლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლას, იგი სწავლობდა ლათინურ ენას, მათემატიკას, ისტორიასა და დამწერლობას.
იხ. ვიდეო - ადამ სმითი - ადამ სმითი (1723-1790) შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტი და ფილოსოფოსი. თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სმითის მრავალ ნაშრომს შორის ყველაზე უფრო ცნობილია: „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“ და „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ქმნიდა. შემდგომში სწორედ ეს უკანასკნელი იქცა მის უდიდეს ნამუშევრად.
სმითმა გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლა 1737 წელს, თოთხმეტი წლის ასაკში დაიწყო, სწავლობდა ეთიკას, მის შეხედულებებსა და ნაშრომებში იგრძნობა ფრენსის ჰატჩესონის გავლენა. უნივერსიტეტში სწავლისას ილტვოდა თავისუფლების, გონებრივი განვითარებისა და სიტყვის თავისუფლებისკენ. 1740 წელს მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი და ნაწილობრივი სტიპენდია ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც 1746 წლამდე სწავლობდა ფილოსოფიასა და ლიტერატურას.
1748—1750 წლებში სმითი ლიტერატურასა და ბუნებით სამართალში საჯარო ლექციებს კითხულობდა ედინბურგში. 1751 წლიდან ლოგიკის პროფესორი გლაზგოს უნივერსიტეტში, 1752 წლიდან — ზნეობრივი ფილოსოფიის პროფესორი. 1755 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი სტატიები ჟურნალში „ედინბურგული მიმოხილვა“. 1759 წელს გამოაქვეყნა თავისი ფილოსოფიური ნაშრომი „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“, რომელმაც უდიდესი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 1762 წელს მიიღო იურიდიული მეცნიერებების დოქტორის ხარისხი.
1764—1766 წლებში სმითი იმყოფებოდა ტულუზაში, ჟენევაში, პარიზში, შეხვდა ვოლტერს, კლოდ გელვეცის, პოლ გოლბახს, დიდროს, დ'ალამბერის და სხვა ენციკლოპედისტებსა და ფიზიოკრატებს. სამშობლოში დაბრუნებისას იგი ჯერ კერკოლდში, მოგვიანებით კი უკვე ლონდონში ცხოვრობდა, თავის ეპოქალური ნაშრომს, კვლევა ერების სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ 9 წლის განმავლობაში ჰქმნიდა, რომელიც პირველად 1776 წელს გამოიცა.
1778 წლიდან სასაზღვრო სამსახურში ჩადგა ედინბურგში, სადაც თავისი სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. გარდაიცვალა 67 წლის ასაკში ედინბურგში.
ძირითადი იდეები
XVIII საუკუნის დიდი ბრიტანეთი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა. ინტენსიურ აღმავლობას განიცდიდა ვაჭრობა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ამგვარ ფონზე ხელსაყრელი პირობები ჩამოყალიბდა ეკონომიკური აზროვნების განვითარებისათვის, რომლის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ადამ სმითის მოღვაწეობა. კლასიკურმა ბურჟუაზიულმა პოლიტიკურმა ეკონომიამ განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია სწორედ ადამ სმითისა და მეორე ბრიტანელი მოაზროვნის — დეივიდ რიკარდოს შრომების საფუძველზე. ადამიანის საქმიანობის ძირითად მოტივად სმითი მიიჩნევს ინდივიდის ლტოლვას საკუთარი კეთილდღეობის ამაღლებისადმი. საკუთარი კეთილდღეობის განმტკიცებით, ადამიანი საბოლოო ჯამში ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც. ამგვარი ლტოლვა განაპირობებს ყველა ქმედებას და აყალიბებს სამართლიან და რაციონალურ წესრიგს საზოგადოებაში. ამ მოვლენას ადამ სმითმა „ბაზრის უხილავი ხელი“უწოდა.
საზოგადოების სიმდიდრის წყაროდ ადამ სმითი ორ მთავარ ფაქტორს: პროდუქციის წარმოებასა და მოხმარების მოცულობებს მიიჩნევს. ასევე განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია ავტორის მიგნება შრომის განაწილების შესახებ. სწორედ შრომის განაწილებას თვლიდა იგი ეკონომიკური პროგრესის ძირითად ფაქტორად. ქინძისთავის მანუფაქტურის მაგალითზე სმითმა ნათლად წარმოაჩინა თუ რამდენად იზრდება შრომის მოცულობა სპეციალიზაციის შედეგად. შრომის განაწილების ცალკეული შეხედულებები ჯერ კიდევ ადამ სმითის წინამორბედების მიერაა შესწავლილი, თუმცა მან აღნიშნულ თემას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა და დაადასტურა, რომ სიმდიდრის წყაროს სწორედ შრომა წარმოადგენს. ადამ სმითმა ასევე საფუძველი ჩაუყარა შრომის ღირებულების თეორიას, რომლის ძირითადი საფუძველია საქონლის ღირებულების განსაზღვრა იმ შრომის მიხედვით, რაც პროდუქციის დასამზადებლად დაიხარჯა. გაწეული შრომის მოცულობა ასევე განსაზღვრავს საქონლის გაცვლით ღირებულებასაც.
სმითმა გამოჰყო ძირითადი კლასები: მიწათმფლობელები, ფინანსური (სესხის გამცემი) კაპიტალისტები და ღარიბი მუშახელი. ხელფასის, მოგებისა და მიწის რენტის თეორიები მაღალი ეფექტურობით იქნა ჩამოყალიბებული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სმითის მოსაზრება, რომ ქვეყნის სიმდიდრისა და განვითრების მთავარ პირობას შეადგენს Laissez-faire პრინციპი, რაც სამეურნეო საქმიანობის თავისუფლებას გულისხმობს. რაც უფრო მცირეა სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკურ ცხოვრებაში, მით უკეთესი პირობები იქმნება მისი განვითარებისათვის. საელმწიფოს მხრივ რეგულირების პრაქტიკის გაძლიერების საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საზოგადოებრივ კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.
ადამ სმითის კვლევამ ეწინააღმდეგებოდა მერკანტილისტურ იდეებს ოქროსა და ვერცხლის დაგროვების უპირატესობის შესახებ. ის ამტკიცებდა, რომ ქვეყნის სიმდიდრის წყაროს წარმოადგენს მატერიალური დოვლათის შექმნა. ადამ სმითი სამრეწველო ბურჟუაზიის იდეოლოგი იყო, რომელიც ილაშქრებდა კაპიტალიზმის განვითრებისათვის ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორების წინააღმდეგ, როგორსაც წარმოადგენენ ფეოდალური გადმონაშთები. მთლიანობაში ადამ სმიტის დამსახურება ისტორიული ხასათისაა, რადგან მან შესძლო განესაზღვრა და ჩამოეყალიბებინა პოლიტიკური ეკონომიის კონტურები იმ დროისათვის დაგროვილი ეკონომიკური ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე.
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების
შესახებ
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, ასევე ცნობილია როგორც „ხალხთა სიმდიდრე“ — შოტლანდიელი ეკონომისტისა და ფილოსოფოსის, ადამ სმიტის წიგნი. პირველად გამოქვეყნდა 1776 წელს და პირველი წიგნია, რომელიც აღწერს იმას, თუ როგორ იქმნება სიმდიდრე საზოგადოებაში, ხალხთა სიმდიდრე თანამედროვე კლასიკური ეკონომიკის საფუძვლად ითვლება.
1მთავარი იდეა
1.1უხილავი ხელი წარმოადგენს ფასისმიერ მექანიზმს
2რესურსები ინტერნეტში
3სქოლიო
მთავარი იდეა
წიგნში მოცემული ადამ სმითის ეკონომიკური შეხედულებები ემყარება დაკვირვებას, რომლის მიხედვით ადამიანის მამოძრავებელი მხოლოდ პირადი ინტერესებია. მისივე აზრით ეკონომიკა იმართება ავტომატურად, უხილავი ხელის მეშვეობით. სმითი წერს:
„ჩვენ საკუთარ პურს ვიღებთ არა პურის მცხობელის (ხაბაზის) მოწყალებით, არამედ მისი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე.“
სმითის აზრით, ისევე როგორც ისააკ ნიუტონის ფიზიკაში მიზიდულობის კანონი იყო მოძრაობის მიზეზი, ასევე პირადი ინტერესი წარმოადგენს საზოგადოების ფუნქციონირების მამოძრავებელ ძალას. ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა დაადგინოს საზოგადოების ცხოვრების მარეგულირებელი ნებისმიერი კანონები, სმითის აზრით, არ ესმის ადამიანის ბუნების ძირითადი თვისებები. სმითისვე აზრით, საკუთარი კეთილდღეობის განმტკიცებით ადამიანი, საბოლოო ანგარიშით, ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებას. სწორედ პირადი მისწრაფებები განაპირობებენ ადამიანთა ყველა ქმედებას და როგორც ამ ქმედებათა შედეგი, აყალიბებენ სამართლიან და რაციონალურ წესრიგს საზოგადოებაში.
სმითი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის პირადი ინტერესები მხოლოდ მაშინ განაპირობებენ საზოგადოებრივ სიკეთეს, როდესაც იგი კეთდება კონკურენტულ ბაზარზე და რომ საზოგადოებას ამისგან სარგებელი ექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სიმდიდრე ინახება ქვეყნის შიგნით. ეს ორი პირობა ყოველთვის არ არის წარმოდგენილი. უფრო მეტიც, სმიტის მიხედვით, ადამიანები ყოველთვის არ მოქმედებენ საკუთარი ინტერესით.
უხილავი ხელი წარმოადგენს ფასისმიერ მექანიზმს
უხილავ ხელს ფასის მექანიზმის მეშვეობით ბაზრები ჰარმონიამდე მიჰყავს, საერთო წონასწორობის მდგომარეობაში, ხოლო ეკონომიკას წარმართვას ისე, რომ ზრდის ხალხთა სიმდიდრეს. მყიდველები და გამყიდველები, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის, ბაზარზე ახდენენ გაცვლა-გამოცვლას იმ პირობით, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება. ამ ყველაფრის გამო ბაზარზე მყარდება წონასწორობა, ამისათვის კი აუცილებელია საბაზრო საქმიანობა კონკურენტულ ბაზრებზე მიმდინარეობდეს.
სმითი აცხადებს, რომ უხილავი ხელი ყოველთვის წარმართავს ინდივიდუალურ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგები მისდაუნებურად ხელს უწყობს საზოგადოების კეთილდღეობას, ისე რომ ეს არც არის წინასწარ განზრახული. მაგრამ არსად არსებობს მინიშნება, რომ ინდივიდუალური კერძო ინტერესები ყოველთვის, ყველა შემთხვევაში განაპირობებენ საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას. სმითი არასოდეს თვლიდა, რომ არსებობს ბაზრის უნივერსალური კეთილი წესრიგი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ბოქსიტი
(ფრანგ. bauxite) — ალუმინის ჰიდროჟანგებით მდიდარი დანალექი ან ელუვიური ქანი, რომელიც შედგენილობითა და თვისებებით ალუმინის მადნების კონდიციებს შეესაბამება. სამრეწველო მნიშვნელობის ბოქსიტებში AI2o3-ის შემცველობა 28 %-იდან 50 %-მდე მერყეობს. ალუმინის ჰიდროჟანგების გარდა ბოქსიტი შეიცავს Fe2O3, SiO2, TiO2, CaO, MgO, MnO და სხვ.
იგი მოყავისფრო, მოწითალო ან მონაცისფრო მკვრივი, იშვიათად რბილი წვრილდისპერსიული ქანია, მუხუდოსებრი ან ოოლითური სტრუქტურისა. მინერალოგიური შედგენილობის მიხედვით გამოიყოფა მონოჰიდრატული (დიასპორულბემიტური), ტრიჰიდრატული (ჰიდრარგილიტური) და შერეული ბოქსიტები. გარდა აღნიშნული მინერალებისა ბოქსიტის შედგენილობაში შეიძლება იყოს ჰემატიტი, ლიმონიტი, კაოლინიტის ჯგუფის მინერალები, რკინოვანი ქლორიდები, პირიტი, კალციტი, სიდერიტი.
ბოქსიტის წარმოშობა დაკავშირებულია ტუტე, მჟავე და შედარებით იშვიათად ფუძე ქანების ლატერიტულ გამოფიტვასთან ან თიხამიწის მნიშვნელოვანი რაოდენობით დალექვის პროცესებთან ზღვიურ ან ტბიურ აუზებში. გენეტური ნიშნების მკიხედვით ბოქსიტი ორი ძირითადი ტიპისაა — ბაქნური (გვხვდება ჰორიზონტალურად განლაგებულ კონტინენტურ ნალექებში) და გეოსინკლინური (დაკავშირებულია ზღვის სანაიპირო ზოლის ლაგუნურ ნალექებთან).
ბოქსიტის გადამუშავებით ალუმინის გარდა იღებენ სხვადასხვა სახის საღებავებს, ხელოვნურ აბრაზივებს, ცეცხლგამძლე მასალას. ბოქსიტებს იყენებენ აგრეთვე შავ მეტალურგიაში (ფლიუსი) და ნავთობის მრეწველლობაში (სორბენტი).
ბოქსიტის დიდი საბადოები ცნობილია ურალზე, ყაზახეთში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ციმბირში; აღსანიშნავია აგრეთვე ჩინეთის, ინდოეთის, რუმინეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, ბრაზილიის, განისა და გვინეის საბადოები.
სახელწოდება ბოქსიტი მომდინარეობს სოფელ ბოს (Les Baux) მიხედვით (სამხრეთ საფრანგეთი), სადაც ბოქსიტის ბუდობები პირველად აღმოაჩინეს.
იხ. ვიდეო - КРУПНЕЙШИЕ ПРОИЗВОДИТЕЛИ БОКСИТОВ В МИРЕ
ბოქსიტი, როგორც წესი, მოპოვებულია ზოლებით, რადგან ის თითქმის ყოველთვის გვხვდება რელიეფის ზედაპირთან ახლოს, მცირე ან ზედმეტი ტვირთის გარეშე. 2010 წლის მონაცემებით, მსოფლიოში მშრალი ბოქსიტის წარმოების დაახლოებით 70%-დან 80%-მდე გადამუშავდება ჯერ ალუმინის, შემდეგ კი ალუმინის ელექტროლიზის გზით. ბოქსიტის ქანები ჩვეულებრივ კლასიფიცირდება მათი კომერციული გამოყენების მიხედვით: მეტალურგიული, აბრაზიული, ცემენტი, ქიმიური და ცეცხლგამძლე.
ჩვეულებრივ, ბოქსიტის საბადო თბება წნევის ჭურჭელში ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნართან ერთად 150-დან 200 °C-მდე (300-დან 390 °F-მდე). ამ ტემპერატურაზე ალუმინი იხსნება ნატრიუმის ალუმინატის სახით (ბაიერის პროცესი). ალუმინის ნაერთები ბოქსიტში შეიძლება იყოს გიბსიტის (Al(OH)3), ბოემიტის (AlOOH) ან დიასპორის (AlOOH) სახით; ალუმინის კომპონენტის სხვადასხვა ფორმა კარნახობს მოპოვების პირობებს. გაუხსნელი ნარჩენები, ბოქსიტის ნარჩენები, ალუმინის ნაერთების მოპოვების შემდეგ შეიცავს რკინის ოქსიდებს, სილიციუმს, კალციას, ტიტანიას და ალუმინის ნაწილს, რომლებიც არ რეაგირებენ. ნარჩენების გაფილტვრით გამოყოფის შემდეგ, სუფთა გიბსიტი ილექება სითხის გაციებისას და შემდეგ თესება წვრილმარცვლოვანი ალუმინის ჰიდროქსიდით. გიბსიტი ჩვეულებრივ გარდაიქმნება ალუმინის ოქსიდად, Al2O3, მბრუნავ ღუმელებში ან თხევადი ფლეშ კალცინერებში 1000 °C-ზე (1830 °F) ტემპერატურაზე გაცხელებით. ეს ალუმინის ოქსიდი იხსნება დაახლოებით 960 °C (1760 °F) ტემპერატურაზე გამდნარ კრიოლიტში. შემდეგ, ამ გამდნარ ნივთიერებას შეუძლია გამოიმუშაოს მეტალის ალუმინი ელექტროლიზის პროცესში მასში ელექტრული დენის გავლის გზით, რომელსაც ჰოლ-ჰეროლის პროცესი ჰქვია, მისი ამერიკელი და ფრანგი აღმომჩენების სახელით.
ამ პროცესის გამოგონებამდე და დევილის პროცესამდე, ალუმინის საბადო დახვეწილი იყო მადნის გაცხელებით ელემენტარულ ნატრიუმთან ან კალიუმთან ერთად ვაკუუმში. მეთოდი იყო რთული და მოხმარებული მასალები, რომლებიც თავად ძვირი იყო იმ დროს. ამან ადრეული ელემენტარული ალუმინი ოქროზე უფრო ძვირი გახადა.
იხ. ვიდეო - From Bauxite to Alumina to Aluminum - Check bauxite for available alumina and impurities to minimize the use of reagents and energy in down-stream processing. Save energy costs by fast and accurate control of the bath parameters and bath conditions.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ბერნჰარდ რიმანი
(გერმ. Bernhard Riemann [ˈʁiːman] ( მოსმენა); დ. 17 სექტემბერი, 1826 — გ. 20 ივლისი, 1866) — გერმანელი მათემატიკოსი.
1846 წელს ჩაირიცხა გეტინგენის უნივერსიტეტში. 1847-1849 წლებში ისმენდა კარლ გუსტავ იაკობ იაკობისა და პეტერ გუსტავ ლეჟენ დირიხლეს ლექციებს ბერლინის უნივერსიტეტში. 1849 წელს დაბრუნდა გეტინგენში, სადაც დაუახლოვდა ვილჰელმ ედუარდ ვებერს, რომელმაც მას გაუღვიძა ინტერესი ბუნებისმეტყველების საკითხებისადმი.
1857 წლიდან იყო გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი. 1851 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „ერთი კომპლექსური ცვლადის ფუნქციის ზოგადი თეორიის საფუძვლები“, რომლითაც საფუძველი ჩაუყარა ანალიზური ფუნქციების თეორიის გეომეტრიულ მიმართულებას. რიმანის მიერ შემოღებულია ეგრეთ წოდებული რიმანის ზედაპირები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ მრავალსახა ფუნქციების გამოკვლევის დროს. შეიმუშავა კონფორმული ასახვების თეორია და ამასთან დაკავშირებით მოგვცა ტოპოლოგიის ძირითადი ცნებები, შეისწავლა სხვადასხვა არის შიგნით ანალიზური ფუნქციების არსებობის საკითხი.
რიმანის მიერ შექმნილი მეთოდები ფართოდ გამოიყენება ალგებრული ფუნქციებისა და ინტეგრალების თეორიაში, დიფერენცირებული განტოლებების ანალიზურ თეორიასა და რიცხვთა ანალიზურ თეორიაში. რიმანი იკვლევდა ფუნქციის ტრიგონომეტრიულ მწკრივად გაშლის საკითხს; ამასთან დაკავშირებით მოგვცა რიმანის აზრით, ინტეგრირების აუცილებელი და საკმარისი პირობა. რიმანმა შექმნა კერძოწარმოებულებიანი დიფერენცირებული განტოლებების ინტეგრირების მეთოდები.
1854 წელს ცნობილ ლექციაში „ჰიპოტეზებზე, რომლებიც წარმოადგენენ გეომეტრიის საფუძვლებს“, წამოაყენა სხვადასხვა მათემატიკური სივრცის (მისი ტერმინით „მრავალსახეობის“) ცნების, მათ შორის ფუნქციონალური და ტოპოლოგიური სივრცის, ზოგადი იდეა. დაწვრილებით განიხილა ეგრეთ წოდებული რიმანის სივრცეები, რომლებიც წარმოადგენენ ევკლიდეს, ლობაჩევსკისა და რიმანის გეომეტრიების შესაბამისი სივრცეების ცნებათა განზოგადებას. ფიზიკური სივრცის მიმართ თავისი იდეების გამოყენების განხილვისას რიმანმა დასვა საკითხი მისი „მეტრიკული თვისებების მიზეზების“ შესახებ და თითქოს იწინასწარმეტყველა ის, რაც შემდეგ გაკეთდა ფარდობითობის ზოგად თეორიაში. რიმანის იდეებმა და მეთოდებმა დასახეს ახალი მიმართულებები მათემატიკაში და ფართო გამოყენება პოვა მათემატიკასა და ფიზიკაში.
იხ. ვიდეო - Простые истории. Бернхард Риман - математик
რეალური ანალიზი
რეალური ანალიზის სფეროში მან თავის ჰაბილიტაციაში აღმოაჩინა რიმანის ინტეგრალი. სხვა საკითხებთან ერთად, მან აჩვენა, რომ ყოველი ცალმხრივი უწყვეტი ფუნქცია ინტეგრირებადია. ანალოგიურად, Stieltjes ინტეგრალი ბრუნდება გოტინგერის მათემატიკოსთან და ამიტომ მათ ერთად უწოდებენ Riemann-Stieltjes ინტეგრალი.
ფურიეს სერიებზე ჰაბილიტაციურ ნაშრომში, სადაც მან მიჰყვა თავისი მასწავლებლის დირიხლეს მუშაობას, მან აჩვენა, რომ რიმანის ინტეგრირებადი ფუნქციები "გამოსახულია" ფურიეს სერიებით. დირიხლემ აჩვენა ეს უწყვეტი, ცალ-ცალკე დიფერენცირებადი ფუნქციებისთვის (აქედან გამომდინარე, მრავალი არადიფერენცირებადი წერტილით). რიმანმა მოიყვანა ფურიეს სერიის მაგალითი, რომელიც წარმოადგენს უწყვეტ, თითქმის არსად განსხვავებულ ფუნქციას, შემთხვევა, რომელიც არ არის დაფარული დირიხლეს მიერ. მან ასევე დაამტკიცა რიმან-ლებესგის ლემა: თუ ფუნქცია გამოსახულია ფურიეს სერიით, მაშინ ფურიეს კოეფიციენტები ნულამდე მიდის დიდი n-ისთვის.
რიმანის ესე იყო ასევე საწყისი წერტილი გეორგ კანტორის ფურიეს სერიებთან მუშაობისთვის, რომელიც იყო სიმრავლეების თეორიის სტიმული.
იგი ასევე მუშაობდა ჰიპერგეომეტრიულ დიფერენციალურ განტოლებებზე 1857 წელს რთული ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით და წარმოადგინა ამონახსნები სინგულარობის შესახებ დახურული ბილიკების ქცევის მეშვეობით (აღწერილი მონოდრომიის მატრიცით). ადრე ცნობილი მონოდრომიული მატრიცებით ასეთი დიფერენციალური განტოლებების არსებობის დადასტურება ჰილბერტის ერთ-ერთი ამოცანაა.
იხ. ვიდეო - Bernhard Riemanns revolutionärer Nachlass - Ein Verständnis des Inhalts von Bernhard Riemanns Habilitationsschrift ist entscheidend dafür, sämtliche wichtigen Bereiche des Denkens grundlegender zu begreifen und weiterzuentwickeln. Diese Schrift Riemanns, die häufig als mathematische Darstellung mißverstanden wird, ist Ausdruck seiner Sicht des physischen Universums und des menschlichen Geistes und gibt uns gleichzeitig nützliche Einblicke in gesellschaftliche Prozesse. In diesem Video gehen wir auf den Inhalt von Riemanns Schrift ein und erläutern einen wichtigen Umstand unseres Geisteslebens: Der Mensch sitzt nicht außerhalb des Universums und untersucht es von einem festen, stabilen Ort aus, sondern die schöpferische Geistesaktivität des Menschen ist selbst eine Kraft des Universums und muß von jedem, der eine einheitliche physikalische Sicht der Welt sucht, als solche betrachtet werden.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
უტოპია (დოქტორი ჰუ)
რეგენაციის ოსტატი
(ინგლ. Utopia) — ეპიზოდი ბრიტანული სამეცნიერო ფანტასტიკის სატელევიზიო სერიალის Doctor Who. ის გავიდა BBC-ზე 2007 წლის 16 ივნისს და არის მესამე სეზონის მეთერთმეტე ეპიზოდი. "უტოპია" პირველია სამი ეპიზოდიდან, რომლებიც დაკავშირებულია საერთო სიუჟეტთან.
მოქმედება ხდება პლანეტა მალკასიროზე ასი ტრილიონი წლის განმავლობაში, სადაც პროფესორი მუშაობს, რომელიც ცდილობს კაცობრიობის ნარჩენები გაგზავნოს იმ ადგილას, სახელად "უტოპია". აქ ჩვენ ვხედავთ კაპიტან ჯეკ ჰარკნესისა და ოსტატის დაბრუნებას.
მიმოხილვა - TARDIS დაეშვება კარდიფში, რათა აღადგინოს ენერგია რიფტიდან. კაპიტანი ჯეკი მიდის TARDIS-ზე და ეჯახება მას დემატერიალიზაციისას, რის შედეგადაც TARDIS გადის კონტროლიდან და აღმოჩნდება სამყაროს დასასრულში.
პლანეტა მალკასიროზე ას ტრილიონ წელიწადში დაჯდომის შემდეგ, ჯეკი საყვედურობს ექიმს, რომ დატოვა იგი სატელიტ 5-ზე და ეკითხება როუზის შესახებ. ჯეკი ამბობს, რომ ის დედამიწაზე დაბრუნდა მორევის მანიპულატორის გამოყენებით, მაგრამ დასრულდა მე-19 საუკუნეში; ასე რომ, ის მთელი ამ ხნის განმავლობაში კარდიფის რიფთან იყო და იცოდა, რომ ოდესმე ექიმი დაბრუნდებოდა. პლანეტის შესწავლისას დროში მოგზაურები პოულობენ მიტოვებულ ქალაქს და ხვდებიან მომავალს, კანიბალ ჰუმანოიდებს, რომლებიც ნადირობენ ადამიანებს. ხალხი ცდილობს ასვლას გემზე, რომელიც მიფრინავს "უტოპიაში" - კაცობრიობის უკანასკნელი იმედი.
გემის საყრდენზე TARDIS-ის ეკიპაჟი ხვდება ხანდაზმულ პროფესორ იანგს და მის ინსექტოიდის თანაშემწეს შანტოს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. კოსმოსური ხომალდის გაშვება შეუძლებელია ექსპერიმენტული ძრავის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
ექიმთან საუბარში პროფესორი ამბობს, რომ გამუდმებით ესმის დასარტყამების ხმა, რომელიც ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ხმამაღლა ჟღერს. სიტყვები, როგორიცაა "რეგენერაცია" და "TARDIS" აძლიერებს ხმაურს. როდესაც მართა პროფესორის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოხატავს, ის აჩვენებს გაფუჭებულ საათს, რომელიც მას ბავშვობიდან ინახავდა, რომელიც ჯონ სმიტის იდენტურია.
როდესაც ექიმი გაიგებს პროფესორის საათის შესახებ, ხვდება, რომ "იანა" არის შემოკლებული სიტყვა "You Are Not Alone", რომელიც არის ბოს სახის ბოლო სიტყვები. ამ დროს იანა ხსნის საათს, ათავისუფლებს დროის უფლის არსს. განრისხებული და შეშინებული დოქტორი მივარდება პროფესორის ლაბორატორიაში, მაგრამ ის კარებს ხურავს და ბუნკერში უშვებს ფიუჩერს. იანა უცხადებს თავის ნამდვილ სახელს Shanteau-ს: Master. ის მას ელექტროშოკით აყენებს, მაგრამ შანტო სიკვდილამდე ახერხებს პროფესორს ესროლოს.
ექიმი შეიჭრება ლაბორატორიაში, მაგრამ ოსტატი უკვე ჩაიკეტა TARDIS-ში. ის კეტავს TARDIS-ის კარს, რაც ხელს უშლის ექიმის შემოსვლას. შანტოს დარტყმის შედეგად მოკვდა, ოსტატი რეგენერირებულია ახალგაზრდა სხეულში, რომლის ხმაც ძალიან ნაცნობია მართას. ექიმის დაცინვის შემდეგ ის მიფრინავს და შორეულ მომავალში ექიმის გუნდს მარტო ტოვებს გაბრაზებულ ფიუჩერსთან.
იხ. ვიდეო - Регенерация Мастера | Утопия | Доктор Кто
დამატებითი ინფორმაცია - ეს დერეკ ჯაკობის მესამე გამოჩენაა Doctor Who-ში. პირველი იყო 2003 წლის აუდიო დრამაში Deadline, სადაც მან განასახიერა სცენარისტი, რომელიც ფიქრობდა, რომ ის იყო ექიმი. მეორე იყო რამდენიმე თვის შემდეგ, Shalka's Cry-ში, როდესაც მან ითამაშა Master-ის ანდროიდის ვერსია.
ცხრა წლის ჯონ ბელმა მოიგო ლურჯი პიტერის კონკურსი ამ ეპიზოდში სათამაშოდ.
პოლ მარკ დევისი, რომელიც თამაშობდა ფიუჩერსის ლიდერს, ტრიკსტერად გამოჩნდა სარა ჯეინის თავგადასავლების ზოგიერთ ეპიზოდში.
ჩიპო ჩანგი, რომელიც შანტოს როლს ასრულებდა, ასევე მარცხნივ მკითხავის როლს ასრულებს.
იხ. ვიდეო - The Master Regenerates | Utopia | Doctor Who