пятница, 27 марта 2020 г.

გაბრიელ გარსია მარკესი

          გაბრიელ გარსია მარკესი

                          Gabriel García Márquez 02.jpg

 (ესპ. Gabriel José de la Concordia García Márquez; დ. 6 მარტი1927არაკატაკა — გ. 17 აპრილი 2014მეხიკო) — კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი, გამომცემელი, ლათინურ ამერიკაში სიყვარულით ცნობილი, როგორც გაბო. მიჩნეულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად. 1972 წელს მან მიიღო ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია1982 წელს კი ნობელის პრემია ლიტერატურაში. იგი მხარს უჭერდა თვითგანათლებას, რაც იმით დასრულდა, რომ სამართლის სკოლას თავი დაანება და ჟურნალისტური კარიერის გაკეთებას შეუდგა. ამ სფეროში, საწყის ეტაპზე, აკრძალვების გარეშე აკრიტიკებდა კოლუმბიისა და უცხოურ პოლიტიკას. 1958 წელს მარკესი დაქორწინდა მერსედეს ბარჩაზე; მათ ორი ვაჟი შეეძინათ — როდრიგო და გონსალო.
იხ. ვიდეო

მას შემდეგ, რაც გარსია მარკესმა ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა, წერდა ბევრ ხმაურიან არამხატვრულ ნაშრომსა და მოთხრობას. თუმცა, იგი უფრო ცნობილია თავისი რომანებით, როგორებიცაა „მარტოობის ასი წელიწადი“ (1967), „პატრიარქის შემოდგომა“ (1975) და „სიყვარული ჟამიანობის დროს“ (1985). მისმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია და ფართომასშტაბიან კომერციული წარმატებას მიაღწია, ძირითადად ლიტერატურის იმ სტილის პოპულარიზაციისთვის, რომელსაც მაგიური რეალიზმი უწოდეს. ეს სტილი ჩვეულებრივ, რეალისტურ სიტუაციებთან ერთად იყენებს მაგიურ ელემენტებსა და მოვლენებს. მარკესის ზოგიერთი ნამუშევრის მოქმედება ხდება გამოგონილ სოფელ მაკონდოში (რომელიც ძირითადად შთაგონებულია მარკესის მშობლიურ ქალაქ არაკატაკათი) და მათი უმრავლესობა მარტოობის თემატიკას მიჰყვება.
2014 წლის აპრილში მწერლის გარდაცვალების შემდეგ, კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მარკესს უწოდა „ყველა დროის ყველაზე დიდი კოლუმბიელი
იხ. ვიდეო

ფოთოლცვენა

„ფოთოლცვენა“ (La Hojarasca) გაბრიელ გარსია მარკესის პირველი ნოველაა, რომლის დასაბეჭდადაც გამომცემელს ის შვიდი წლის მანძილზე ეძებდა; საბოლოოდ ნაწარმოები 1955 წელს დაიბეჭდა. როგორც მარკესი აღნიშნავს, „მათ შორის, რაც კი მას დაუწერია (1973 წლისთვის), ფოთოლცვენა მისთვის ყველაზე საყვარელი იყო, რადგან ის გრძნობდა, რომ ეს ნოველა ყველაზე გულწრფელი და სპონტანური იყო“.[60] მთელი ნოველის მოქმედება ერთ ოთახში ხდება, 1928 წლის 12 სექტემბერს, ოთხშაბათი დღის ნახევარი საათის მანძილზე. ეს არის მოხუცი გენერლის ისტორია (მარკესის პაპის მსგავსის), რომელიც ცდილობს ჩვეული ქრისტიანული წესით დაასაფლაოს არაპოპულარული ფრანგი ექიმი. გენერალს მხარს მხოლოდ ქალიშვილი და უფროსი ვაჟი უჭერენ. ნოველა იკვლევს ბავშვის პირველ გამოცდილებას სიკვდილთან მიმართებაში, რასაც მოსდევს მისი შემდგომი ცნობიერების ნაკადი. ნოველა ასევე ააშკარავებს გენერლის ქალიშვილის, ისაბელას პერსპექტივას, რომელიც ფემინისტური ხედვებითაა განმსჭვალული.
იხ. ვიდეო

მარტოობის ასი წელიწადი

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გარსია მარკესი თვრამეტი წლის იყო, სურდა დაეწერა რომანი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა თავის პაპა-ბებიის სახლის ამბებზე, სადაც ის გაიზარდა. იგი მტკიცედ განაგრძობდა ბრძოლას აზრებთან, ფიქრობდა წერის ხელსაყრელ სტილსა და იდეაზე. ერთ დღესაც, მან ამ ყველაფერზე პასუხი მაშინ მიიღო, როდესაც ოჯახთან ერთად მანქანით აკაპულკოსკენ მიემართებოდა. მარკესმა მანქანა გზიდან მოატრიალა და ოჯახი სახლში დაბრუნდა, რათა მას წერა დაეწყო. ავტომობილიც გაყიდა, რადგან იმ პერიოდში, როცა ის წერით იქნებოდა დაკავაბული, ოჯახს საარსებოდ ფული ესაჭიროებოდა. მაგრამ რომანმა იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე ის ვარაუდობდა, თვრამეტი თვის მანძილზე მარკესი ყოველდღე წერდა. მისი მეუღლე საკვებს ნისიად იღებდა, ბინის მეპატრონისთვის კი ცხრა თვის ქირა დაუგროვდათ გადასახდელი. მას შემდეგ, რაც 1967 წელს წიგნი დაიბეჭდა, იგი მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული რომანი გამოდგა — მარტოობის ასი წელიწადი; გაიყიდა ნაწარმობის დაახლოებით 30 მილიონი ასლი. სიუჟეტი აღწერს ბუენდიების ოჯახის რამდენიმე თაობის ქრონიკებს, იმ დროიდან, რაც მათ ფიქციური სამხრეთამერიკული სოფელი მაკონდო დააარსეს, მათ ცხოვრებას და სირთულეებს, ინცესტის მაგალითებს, დაბადებებსა და გარდაცვალებებს. კრიტიკოსების მიერ მაკონდო ხშირად განზოგადებულია ლათინური ამერიკის სასოფლო დასახლებებთან ან მარკესის მშობლიურ ქალაქ არაკატაკასთან.
რომანმა საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა, ავტორს კი 1972 წელს ნობელისა და რომულო გალიეგოსის პრემიები მოუტანა. რომანს ამერიკელი მწერალი უილიამ კენედი უწოდებდა „პირველ ლიტარატურულ ნაწარმოებს, ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის, „დაბადების“ შემდეგ, რომელიც მთელმა კაცობრიობამ უნდა წაიკითხოს“. „მარტოობის ასი წელიწადის“ საპასუხოდ გამოქვეყნდა ლიტერატურული კრიტიკის ასობით სტატია და წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნმა მრავალი აღიარება მოიპოვა, გარსია მარკესს მის წარმატებაში მაინც ეჭვი ეპარებოდა. ერთხელ მან შენიშნა: „ბევრ კრიტიკოსს ავიწყდება, რომ ისეთი რომანი, როგორიცაა „მარტოობის ასი წელიწადი“, სულ მცირედითაა ოხუნჯობა, მაგრამ სავსეა ახლო მეგობრობის სიგნალებით; აქედან გამომდინარე, წიგნის შეფასებასთან ერთად, ისინი იღებენ მისი შიგთავსის გაშიფვრის პასუხისმგებლობას და საკუთარი თავების გასულელების რისკს.
       

რომანები

ნოველები

მოთხრობები

არამხატვრული


ნუმეროლოგია

                             ნუმეროლოგია

                           
Numerorum mysteria (1591) ტრაქტატი ნუმეროლოპგიაზე პეტრო ნბონგო და მისი ყველაზე გავლენიანი სამუშაო ევოპაში

ნებისმიერი რწმენა რელოგიური, ეზოთერული ან მსიტიკური რიცხვები და მომავალი ან ხასიათი ადამიანის.ასევე გახლავთ კვლევა რიცხობრივი მნიშვნელობის ასოების სიტყვების სახელების და იდეების. ხშირად დაკავშირებულია პარანორმალური მოვლენებთან, ასტროლოგიასთან და სხვა მკითხაობასთან. 
იხ. ვიდეო
ნუმეროლოგია და ნუმოროლოგიური მკითხაობა (ოზოფსეფია) პოპულარული იყო ადრეული მათემატიკისებში, ისეთი  რ-იც იყო პითაგორეზმი, არ მიიჩევა დღეასთვის მათემატიკური ცოდნად, როგორც ცალკეულად ალქიმია და ქიმია ან ასტროლოგია ასტრონომია.
ტერმინი ასევე გამოიყენება თემა ვისაც სჯერავს ნუმეროლოგიის პრინციპების 
ნუმორელოგია როგორც სიტყვების ანალიზი - შესაძლებელია ნუმეროლოგია გამოვიყენოთ სიტყვების ანალიზში, მაგ., სახელწოდებები. ის ფაქტი, რომ სახელი პიროვნებისგან  განასხვავებს სხვა ადამიანებისგან, საფუძველია იმისა, რომ ირწმუნოს, რომ ის შეიცავს პიროვნების ინდივიდუალობას. ამ ანალიზის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მსოფლიოში არსებობს უამრავი სხვადასხვა სახელები, სხვადასხვა ენაზე დაწერილი სახელები და სხვადასხვა საუკუნეებში. ამ სახელების ანალიზის ამოცანა უიმედოდ გამოიყურება, თუ ისინი არ შემცირდება სახეობათა გონივრულად შეზღუდულ რაოდენობამდე.
ნუმეროლოგია კაბალაში
ნუმეროლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კაბალაში, სადაც მისი მრავალფეროვნება ცნობილია როგორც გემატრია.
კაბალისტებმა გააფართოეს პითაგორელთა კონცეფცია სხვადასხვა დანიშნულების გამოყენებით მაგიის  კვადრატებში. მე -19 საუკუნეში მეცნიერების მიერ აღმოჩენილმა ბუნებამ, სინათლის, ელექტროენერგიისა და მაგნეტიზმის ბუნებამ, ციფრებზე მიბმული უძველესი ოკულტური მნიშვნელობები დაიწყო ენერგიის ვიბრაციებს.
თანამედროვე ნუმეროლოგია უფრო  გამარტივებული რიცხვითი და ანბანური კოდებია, რომელიც ეყრდნობა პითაგორას თეორიებს.
ჩინური ნუმეროლოგია
მაგიური კვადრატი ,,ლოშოუ'' რომელიც იუ დიდიმა დაინახა კუს პრინციპზე
象数之学 - ძველ ჩინეთში  უნივერსალური თეორიული სისტემა, წარმოადგენდა სიმბოლოებს  და რიცხვებს, ფართოდ გამოიყენებოდა ფილოსოფიაში, ასტრონომიაში, მკითხობაში პრაქტიკაში, მუსიკის თეორიაში.
იხ. ვიდეო

ძირითადად ჩინური ნუმეროლოგიაში ოთხი ჯგუფის ობიექტი
სიმბოლოები : ტრიგრამი, ჰექსაგრამა, იან და იანი, უსინი , ტიაცზი
                                          
                                                                          რვა ტრიგრამა
                                                      
                                                                     სწორი ჰექსაგრამა

                                                            

შეძენა დიდი გაყოფის საპირისპირო თვისებები ,, იან და იანი''
პენტაგრამა უ-სინი
სქემატური გამუსახულება დიდი გაყოფა




четверг, 26 марта 2020 г.

ფატალიზმი

                            ფატალიზმი

                                        
                                                          ბერძნული  ბედის ქალღმერთი
 (ლათ. fatalis — ბედისწერით წინასწარ განსაზღვრული, საბედისწერო) — მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად, სამყაროს ყოველგვარი ხდომილობა და ადამიანის მოქმედება წინასწარ არის მკაცრად განსაზღვრული, ყველაფერი გარდაუვალია, რადგან გამორიცხულია შემთხვევითობა, შესაძლებლობა, ალბათობა და თავისუფლება. განასხვავებენ სამი ტიპის ფატალიზმს: მითოლოგიურს, რელიგიურს და რაციონალისტურს.
იხ. ვიდეო

ირველს გარდაუვალობის საფუძვლად მიაჩნია ბედისწერა, მეორეს — ღმერთი, მესამეს კი — მიზეზობრიობის უწყვეტი ჯაჭვი. მითოლოგიური ფატალიზმი გაბატონებული იყო ანტიკურ ეპოქაში, რელიგიური ფატალიზმი — შუა საუკუნეებში, ხოლო რაციონალისტური — ახალი დროის ფილოსოფიაში. უკანასკნელი განსაკუთრებით დამახასიათებელია მექანისტური  (ლათ. Determinare – განსაზღვრა), ან წინასწარგანჩინება — შეხედულება სამყაროს კანონზომიერების შესახებ, რომლის მიხედვითაც სამყაროში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით არის განპირობებული, დეტერმინირებული. ამიტომ სამყაროში არ არსებობს არავითარი უმიზეზო მოვლენა ანუ შემთხვევითობა. შემთხვევითობა, მხოლოდ სუბიექტური არცოდნის გამო მოიხმარება მეცნიერებაში, თორემ თავისთავად სამყაროში არავითარი შემთხვევითობა არ არსებობს, სამყაროს მხოლოდ მკაცრი აუცილებლობა და მიზეზობრიობა მართავს

ლეონარდ კოენი

                          ლეონარდ კოენი

                                               Leonard Cohen 2 2013 (cropped).jpg
(ინგლ. Leonard Cohen; დ. 21 სექტემბერი 1934 — გ. 7 ნოემბერი 2016) — კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი და პროზაიკოსი. მის ნამუშევრებში ხშირად მიმოხილულია რელიგიური თემები, იზოლირება, სექსუალურობა და ურთიერთობები პიროვნებათა შორის.. კრიტიკოსები მას აძლევენ მაღალ შეფასებას, სიმღერების ტექსტებისა და ზოგადად, მაღალხარისხიანი არტისტული ნამუშევრების გამო, რომლებიც ხუთი ათწლეულის მანძილზე დაწერა.
პირველი პოეტური ნაკრები გამოაქვეყნა 1956წ-ს  პირველი რომანი 1963წ 
ადრეულ წლებში კოენი ძირითადად ფოლკ-მუსიკას, 1970წ-ს უფრო პოპ-მუსიკა და კაბარე. 1980წწ კოენი გახდა პირველი დაბამ ხმიანი თანხმლები სინტეზატრთან  იხ. ვიდეო
ლეონარდ კოენი გარდაიცვალა 2016წ-ის 7 ნოემბერს 85 წ-ის ასაკში თავის სახლში ლოს-ანჟელეში. ხოლო 10 ნოემბერს გამოცხადეს იმევე დღეს დაასაფლავეს ებრეულ სასაფლაოზე შაარ ხაშომამი  მონრეალში კანადა.
იხ. ვიდეო




среда, 25 марта 2020 г.

ერნან კორტესი

                             ერნან კორტესი                               

                                                Retrato de Hernán Cortés.jpg
ცნობილი როგორც ერნან კორტესი (ესპ. Hernán Cortés; დ. 1485მედელინიბადახოსის პროვინცია — გ. 2 დეკემბერი1547კასტილიეხა-დე-ლა-კუესტასევილიის პროვინცია) — ესპანელი კონკისტადორიმექსიკის დამპყრობელი და აცტეკთა იმპერიის გამანადგურებელი. იმპერატორმა კარლ V ჰაბსბურგმა მას მიანიჭა ოახაკის ხეობის მარკიზის ტიტული. მისი ცხოვრების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა შემონახული, ამიტომ კორტესის პიროვნებისა და მემკვიდრეობის შესახებ ისტორიკოსები საკმაოდ განსხვავებულ ვარაუდებს გამოთქვამენ. იხ. ვიდეო
მექსიკის დაპყრობის იდეა ეკუთვნის ველასკესს, იგი იყო ექსპედიციის მთავარი სპონსორიც. 1518 წელს კორტესი დაინიშნა მეთაურად, მაგრამ კუბის გუბერნატორთან მორიგი კამათის შედეგად ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. საბოლოოდ 1519 წლის 10 თებერვალს ექსპედიციამ დატოვა კუბა და გაემართა მექსიკის სანაპიროებისკენ. კორტესის არმიაში შედიოდა 518 ფეხოსანი, 16 ცხენოსანი რაინდი, 13 არკებუზის მსროლელი, 32 არბალეტის მსროლელი, 110 მატროსი და 200 მონა - კუბელი ინდიელები და ზანგები.
                                     
                                                             1519-1521 წლის ლაშქრობის მარშრუტი
ტენოჩტიტლანში ესპანელები შევიდნენ 1519 წლის 8 ნოემბერს, რომელთაც თავაზიანი დახვედრა მოუწყო აცტეკთა ტლატოანმა მონტესუმა II-მ. მონტესუმამ კორტესი დააჯილდოვა მდიდრული ოქროს ნივთებით, რამაც კიდევ უფრო გააღვივა ესპანელებში ამ ქვეყნის დაპყრობის სურვილი.
1520 წლის ივნისში, მექსიკის ყურის სანაპიროებიდან მოვიდა ცნობა, რომ კუბის გუბერნატორის, ველასკესის მიერ გამოგზავნილ იქნა ესპანელთა რაზმები ურჩი კორტესის შესაჩერებლად და დასატყვევებლად. ამ ამბის შეტყობის შემდეგ, კორტესი ტენოჩტიტლანში ტოვებს თავის უერთგულეს ლეიტენანტ პედრო დე ალვარადოს და თვითონ რაზმთან ერთად მიემართება სანაპიროსაკენ, სადაც ის სასტიკად ამარცხებს ესპანელტა რაზმებს. დამარცხებულ ჯარისკაცებს კორტესი უყვება ოქროს ქალაქის – ტენოჩტიტლანის შესახებ და ისინიც, სიმდიდრეს დახარბებულნი, სასწრაფოდ უერთდებიან
იხ. ვიდეო
ივნისის ბოლოს, როდესაც კორტესი ტენოჩტიტლანში დაბრუნდა, მას ახალი ამბავი დახვდა: აცტეკებს უკვე ახალი იმპერატორი ჰყავდათ არჩეული – კუიტლაუაკი. სულ ცოტა ხნის შემდეგ, აცტეკებმა ალყა შემოარტყეს მონტესუმას სასახლეს, სადაც ესპანელები იყვნენ დაბანაკებულნი. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კორტესმა, აიძულა მონტესუმა გასულიყო სასახლის აივანზე და დაეშოშმინებინა გააფთრებული აცტეკები და ეთხოვა მათთვის, რომ ესპანელებისთვის მიეცათ საშუალება, რათა უკან, სანაპიროზე მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ. ვერაფერმა დააშოშმინა გაშმაგებული აცტეკები, მათ მონტესუმას სიცილი დააყარეს, ქვებისა და შუბების წვიმა დაუშინეს. შედეგად მონტესუმა დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
                                                  
საერთო სქემა მოძრაობა კორტესის 1519 წ. საზღვაო ნაწილი გამოყოფილია წითლად. ადმინისტრაციული საზღვრები მექსიკაში — თანამედროვეობა.
ალყაში მოქცეულ კორტესის ამალას სულ რამდენიმე დღის სამყოფი წყალი და საკვები დარჩენოდა. ამიტომ კორტესმა ალყის გარღვევა გადაწყვიტა.
1520 წლის 30 ივნისის ღამეს, ესპანელთა გაძლიერებული არმია, შემოვლითი გზებით, აცტეკების მძინარე ქალაქში შევიდა. მაგრამ ისინი ქალაქის დარაჯმა მაინც შენიშნა და განგაშის ზარების რეკვა დაიწყო. ბრძოლა სასტიკი აღმოჩნდა. ბრძოლის პარალელურად, ესპანელებს თან ქალაქის ოქრო გაჰქონდათ ტბაზე სახელდახელოდ მოწყობილი ხიდების საშუალებით. ზოგიერთმა ესპანელმა იმდენად იხარბა, რომ ოქროს სიმძიმემ დასცა და ტბაში დაახრჩო.
                                         
რუქა -სქემა მეხიკო -ტენოჩტინილისლათინური  გამოცემის «რელაცია» კორტესის (ნიურბერგი, 1524). ხელით შეღებილი
ბრძოლაში კორტესმა მხოლოდ 150 ესპანელი ჯარისკაცი და 2.000 ადგილობრივი მოკავშირე დაკარგა. თვითონ კორტესმა, ალვარადომ და კიდევ რამდენიმე კაცმა ძლივს მოახერხა ტენოჩტიტლანიდან გაქცევა.
                      ბრძოლა ტენოპჩტიტლანი. სურათი უცნპობი მხატვრის , მეორე ნახევარი XVII ს
საბოლოოდ 1521 წლის აგვისტოში დაიწყო შტურმი ქალაქზე, ტენოჩტიტლანის დაცვის დროს განსაკუთრებული სამხედრო ნიჭი და გმირობა გამოამჟღავნა კუაუტემოკმა. 13 აგვისტოს კუაუტემოკის დამხობის შემდეგ, აცტეკების სამეფო გადაწვეს



ცხოველები

                                    ცხოველები

                                                  Animal diversity.png
 (ლათ. Animalia) — ცოცხალ არსებათა ერთ-ერთი ძირითადი სამეფო (მეორე სამეფო მცენარეებია). ცხოველები ჰეტეროტროფული ორგანიზმებია. უმარტივესების ზოგი სახეობა (ევგლენა) იკვებება როგორც ჰეტეროტროფულად, ისე ავტოტროფულად. თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობს 1,5-იდან 2 მლნ-მდე სახეობის ცხოველი (მეცნიერთა ვარაუდით ეს რიცხვი შეიძლება 10 მილიონს აღწევდეს), მ. შ. 1 მლნ-ზე მეტი ფეხსახსხრიანებია. სხვადასხვა სისტემატიკოსი ცხოველებს განსხვავებული რაოდენობის ტიპებად ყოფს. უფრო მეტად მიღებულია შემდეგი ტიპები: უმარტივესები (ზოგი ამ ტიპს 5 ტიპად ყოფს), ღრუბელები, ნაწლავღრუიანებიბრტყელი ჭიებინემერტინებიმრგვალი ჭიებითავეკლიანი ჭიებირგოლოვანი ჭიებიფეხსახსრიანებიხავსელებიმხარფეხიანებირბილტანიანებიკანეკლიანებიპოგონოფორებიჯაგარყბიანებინახევრადქორდიანები და ქორდიანები. ცხოველებს შეისწავლის ზოოლოგია და მრავალი სპეციალური ზოოლოგიური დისციპლინა: პროტისტოლოგიაენტომოლოგიაიქთიოლოგიაჰერპეტოლოგიაორნითოლოგიათერიოლოგიამალაკოლოგია და სხვა.
იხ. ვიდეო ცხაიველთა ორთაბრძოლები ველურ ბუნებაში
დღეისთვის მეცნიერებს აღწერილი აქვთ 1,6მლნ სახეობის ცხოველები ( მათ შორის 133 ათასი ნამარხები) აქედან  უმრავლესობა მათგანი  ფეხსასხრენიები(1,3 მლნ. სახეობაა 78%) მოლუსკები (118 ათასი სახეობა) და ხერხემლიანები (42 ათასი)ცხოველებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. მათ იყენებენ საკვებად, გამწევ ძალად, სამრეწველო ნედლეულად და სხვა. ზოგ ცხოველს ზიანი მოაქვს სახალხო მეურნეობის ამა თუ იმ დარგისათვის. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მათი როლი გარემოს იმ სახით შენარჩუნებაში როგორითაც იგი დღეისათვის მოგვეპოვება.
იხ. ვიდეო 10 პრთაბრძოლა

 ამ მნიშვნელობას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმ პრობლემებისა რომელთა წინაშეც დგას ცხოველთა სამყარო. მრავალი სახეობა დაუზოგავი განადგურების და ბუნებრივ პროცესებში არასწორი ჩარევის გამო მოისპო ან მოსპობის საფრთხის წინაშე დგას. ამჟამად ქმედითი ღონისძიებები ტარდება ცხოველთა სახეობრივი რაოდენობის რეგულირებისათვის, დაცვისათვის, აღწარმოებისათვის (გამოცემულია კანონები, დაარსებულია ნაკრძალები, აღკვეთილები, შემოღებულია "წითელი წიგნი" და სხვა.). თუმცა შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღმოჩნდება რომ ცხოველური სამყაროს დეგრადაციის პროგრესირება გეომეტრიულ პროგრესირებას უახლოვდება. არსებობს მოსაზრება, რომ ბუნების გადაგვარების პროცესი რომელიც ასეთი აშკარაა, წარმოადგენს ევოლუციური განვითარების ერთ-ერთ ეტაპს და შესაბამისად სახეობათა თუ მთლიანად ეკოსისტემათა გაქრობა არაა ნიშანი იმისა რომ საფრთხე მთლიანად ცოცხალ ბუნებას ემუქრება. თუმცა სანამ ასეთი ვარაუდები თეორიის სახეს არ მიიღებს (თუმცა შეიძლება არც არასოდეს მოხდეს), მანამდე კაცობრიობა დიდ რისკზე მიდის. ამდენად თითოეული ადამიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას ცოცხალი ბუნება.


კაპიტალიზმი

                          კაპიტალიზმი

                            
                                               ხედი საქმიანი კვარტალის ლა-დეფანსი პარიზი

     ეკონომიკური სისტემა, რომლის დროს წარმოების საშუალებები კერძო საკუთრებაშია და ფართოდ გამოიყენება დაქირავბული მუშახელი. კაპიტალიზმის მთავარი მახასათებლებია: კერძო საკუთრება, კაპიტალის აკუმულაცია, დაქირავებული მუშახელი, საბაზრო კონკურეციის პრინციპი.

კაპიტალისტური ეკონომიკის პირობებში მხარეები ადგენენ ფასს, რომლის მიხედვითაც ხდება აქტივების, საქონლის, მომსახურების გადაცვლა.
პრაქტიკაში გვხვდება კაპიტალიზმის შემდეგი ფორმები:laissez-faire - დერეგულირებული ბაზარი, თავისუფალი ვაჭრობა;welfare capitalism - წყობილება, რომელიც სოციალურ კეთილდღეობაზეა დაფუძნებული (სკანდინავიის ქვეყნები);კრონი კაპიტალიზმი - ეკონომიკური მოდელი, სადაც ნაკლებად ხდება სახელმწიფოს ინტერვენცია ეკონომიკაში და ეს უკანასკნელი გამოიხატება გარკვეული რეგულაციების შემსუბუქებაში, იმისთვის რომ მოხდეს ბიზნესის წახალისება;კორპორატივიზმი - პოლიტიკური თეორია, სადაც მმართველობა არის სოციალური ჯგუფების და არა ცალკეული სუბიექტების ხელში, ე.წ. „ქრისტიანულიდემოკრატია“.    
                                      
                                                              ორთქლის ძრავა 
   უკვე XIV საუკუნეში გამოჩნდა პირველი ქარხნები იტალიის ქალაქებში. მეთვრამეტე საუკუნისათვის, ისინი გავრცელებული იყო მთელ დასავლეთ ევროპაში. მაგრამ ინდუსტრიული კაპიტალიზმის გაჩენა თარიღდება მე -18 და მე -19 საუკუნეების ბოლოს. მარქსის თანახმად, ”წისქვილმა შექმნა ფეოდალიზმი, ხოლო ორთქლის ძრავამ შექმნა კაპიტალიზმი” (ფილოსოფიის სიღარიბე, 1847). ორთქლის ძრავების გამოყენებამ განაპირობა, რომ სახელოსნოები და ქარხნები უზარმაზარი ქარხნები გახდნენ. ხელოსნები, რომლებიც თავდაპირველად საკუთარი წარმოების საშუალებებს ფლობდნენ, თანდათან გადაიქცა ხელფასის მუშათა კლასად, რომელსაც ჩამოერთვა წარმოების საშუალებების - პროლეტარიატის საკუთრება. მწარმოებლები და ბანკირები გახდნენ კაპიტალისტები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ახალი მმართველი კლასი და უბიძგეს უკან დაბრუნების წინა კეთილშობილება. ინდუსტრიულ რევოლუციას თან ახლდა შრომის პროდუქტიულობის მკვეთრი ზრდა, სწრაფი ურბანიზაცია, სწრაფი ეკონომიკური ზრდის დასაწყისი (მანამდე, ეკონომიკური ზრდა, როგორც წესი, შესამჩნევი იყო მხოლოდ საუკუნეების მასშტაბებით), და ისტორიულად სწრაფი ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონის მიხედვით. ინდუსტრიულმა რევოლუციამ მხოლოდ 3-5 თაობას დაუშვა აგრარული საზოგადოებიდან (სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საარსებო მეურნეობაში ცხოვრობდა) თანამედროვე ურბანული ცივილიზაციისკენ
კაპიტალისტური წყობის პირობებში საზოგადოება იყოფა სოციალურ კლასებად. საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებსაც აქვთ საწარმოო საშუალებები კერძო საკუთრებაში ეწოდება ბურჟუაზია. ისინი მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგნენ. კაპიტალისტურ საზოგადეობაში მეორე კლასს წარმოადგენს პროლეტარიატი, იგივე დაქირავებული მშრომელი, რომელსაც არ გააჩნია საკუთრებაში წარმოების საშუალებები და ამის გამო ბაზარზე თავის სამუშაო ძალისა და დროის გაყიდვა უხდება. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ პროლეტარიატის რაოდენობა დიდი მასშტაბებით იზრდებოდა და დღეს მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს. კაპიტალისტი შეიძლება თითქმის არანაირ სამუშაოს არ ასრულებდეს, თუმცა მოგების დიდი ნაწილი სწორედ მის ხელში რჩება, რა დროსაც პროლეტარიატია წარმოების მთავარი მამოძრავებელი ძალა და სწორედ ის ქმნის დოვლათს.


იხ. ვიდეო

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...